გაუმარჯოს ბიჭებს,
მყავს E36 4-კარიანი 1.8 პრასტოი მატორით. ნუ მოკლედ მანქანას დედა აქ ნატირები რა... მაგარი სვეჟი ვიყიდე და მერე რაღაც ავარია მომივიდა. იმის მერე მივუშვი და მაგარი გასაკეთებელია. რადიატორი წყალს უშვებს და ყოველ გასვლაზე ვუმატებ კრანის წყალს, რის გამოც შიგნით ჟანგია და ლამის ბაყაყები ცხოვრობენ
))
კაროჩე მანქანასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს და გაყიდვა და ახალის დათრევა არ მინდა, მინდა რო პროექტის პონტში გამოვიყენო რა...
ვიცი რო ისეთ დღეშია ახლის ყიდვა და იმის გაპროექტება ჯობია მარა არ მინდა ეგრე..
კაროჩე ვეძებ ისეთ ადამიანს ვისაც საქმე ესმის და ნელ-ნელა მომახოდინებს მანქანას რა.
პახოდუ მოვეხმარები და მასწავლის რაღაცეებს და ერთად ვიჩალიჩებთ რა.
თუ დამაკვალიანებთ ვინმეს კაი იქნება.
ასევე გავითვალისწინებ რჩევებს. როგორც ვიცი ჩემ მანქანაზე 6 ცილინდრი ან 8 რო გაუშვა ყველაფერი გადასაკეთებელი ხდება და როგორ ჯობია გაკეთება??
თვითონ მატორს დანძრეული აქვს და ყველა ვარიანტში გამოსაცვლელია.
მოკლედ ველოდები თქვენს გამოხმაურებას და რჩევებს..