Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > ოპტიკური საკუთარ როუტერში


Posted by: Damnoc 25 Mar 2023, 12:42
მოკლედ სახლში მაქვს მაგთის ინტერნეტი რომელიც შემოდის მაგთის როუტერში. ამის wifi სიგნალი არ მყოფნის სახლში და მაინც მიწევს კიდე ჩემი როუტერი დავაყენო.

ხოდა არ მიყვარს შვიდი შუალედური რგოლი რომ არის სისტემაში რა.

ვინმეს თუ გინახავთ ან გაგიკეთებიათ ისე რომ სტანდარტული როუტერი ჩაგენაცვლებინათ მედია კონვერტერით, ან პირდაპირ ოპტიკა მიგეღოთ რამე სხვა მოწყობილობაში იმათი როუტერის გარდა.

ტექნიკურში დავრეკე და არაო, სხვანაირად არ გამოვაო, ჩვენი როუტერი უნდა იყოს მანდო.

სხვა აზრიც მაინტერესებს, იმათი მხრიდან სავარაუდოდ უბრალოდ თავის ატკიებაა როცა დისტანციურად ვერ აკონტროლებენ როუტერს და რომც იყოს ტექნიკურად შესაძლებელი არ მეტყოდნენ ალბათ.

Posted by: sandrobandro 25 Mar 2023, 13:20
QUOTE (Damnoc @ 25 Mar 2023, 12:42 )
მოკლედ სახლში მაქვს მაგთის ინტერნეტი რომელიც შემოდის მაგთის როუტერში. ამის wifi სიგნალი არ მყოფნის სახლში და მაინც მიწევს კიდე ჩემი როუტერი დავაყენო.

ხოდა არ მიყვარს შვიდი შუალედური რგოლი რომ არის სისტემაში რა.

ვინმეს თუ გინახავთ ან გაგიკეთებიათ ისე რომ სტანდარტული როუტერი ჩაგენაცვლებინათ მედია კონვერტერით, ან პირდაპირ ოპტიკა მიგეღოთ რამე სხვა მოწყობილობაში იმათი როუტერის გარდა.

ტექნიკურში დავრეკე და არაო, სხვანაირად არ გამოვაო, ჩვენი როუტერი უნდა იყოს მანდო.

სხვა აზრიც მაინტერესებს, იმათი მხრიდან სავარაუდოდ უბრალოდ თავის ატკიებაა როცა დისტანციურად ვერ აკონტროლებენ როუტერს და რომც იყოს ტექნიკურად შესაძლებელი არ მეტყოდნენ ალბათ.

ფოტო გადაუღე აბა მაგთის როუტერს და მოდელი დაწერე რა არის.

ეგ იქნება ONT როუტერი, რომელიც OLT მოწყობილონიდან ქაჩავს კონფიგურაციას რო შენ გქონდეს ინტერნეტი...ეხლა მაგ ტექნოლოგიაზეა მაგთიც და სილკიც, ჩემთან კავკასუსის ძველი ქსელია და დასვიჩულია მაგალითად, და შემოდის ეზერნეტით.

Posted by: Damnoc 25 Mar 2023, 13:40
QUOTE (sandrobandro @ 25 Mar 2023, 13:20 )
ფოტო გადაუღე აბა მაგთის როუტერს და მოდელი დაწერე რა არის.

ეს ტიპია:

https://www.opticalsolutions.com.au/wp-content/uploads/2018/11/clx-000-00907.pdf

იდეაში ოპტიკის შტეკერი რო ვატაკო მედია კონვერტერში, ის მერე ჩემს როუტერში და სულის სიმშვიდისთვის ჩემს როუტერს რომ WAN ინტერფეისზე ამათი როუტერის MAC დავა-spoof-ინო, სად რა პრობლემა უნდა გაჩნდეს ამით?

Posted by: sandrobandro 25 Mar 2023, 14:12
QUOTE (Damnoc @ 25 Mar 2023, 13:40 )
QUOTE (sandrobandro @ 25 Mar 2023, 13:20 )
ფოტო გადაუღე აბა მაგთის როუტერს და მოდელი დაწერე რა არის.

ეს ტიპია:

https://www.opticalsolutions.com.au/wp-content/uploads/2018/11/clx-000-00907.pdf

იდეაში ოპტიკის შტეკერი რო ვატაკო მედია კონვერტერში, ის მერე ჩემს როუტერში და სულის სიმშვიდისთვის ჩემს როუტერს რომ WAN ინტერფეისზე ამათი როუტერის MAC დავა-spoof-ინო, სად რა პრობლემა უნდა გაჩნდეს ამით?

ერთი ვარიანტი ეგაა სპუფინგი გაუკეთო, არამგონია ეხლა მაგათ ოელტეზე ქონდეთ Dynamic arp insection ან რაიმე მსგავსი კონფიგი...პორტ სეკურიტიც რო ქონდეთ კონკრეტულ გპონ-ზე ესა და ეს მაკი რო უნდა იყოს, თუ გაუკეთებ სპუფინგს წაიღებს

მეორე ვარიანტი ტრადიციული ბრიჯინგი და შენი ვაიფაი მოდემი, რაც არ გაწყობს შენ


Posted by: Damnoc 25 Mar 2023, 15:19
QUOTE (sandrobandro @ 25 Mar 2023, 14:12 )
Dynamic arp insection ან რაიმე მსგავსი

მაკ ფილტრი რომ ჰქონდეთ ისიც გამიკვირდება მე gigi.gif

Posted by: ლუკატარ 26 Mar 2023, 19:37
მაგთის არ ვიცი მარა ზოგი ისპ იყენებს authentication-ს და უზერ/პაროლის გარეშე არ შეგიშვებს ქსელში

Posted by: Damnoc 29 Mar 2023, 22:07
QUOTE (ლუკატარ @ 26 Mar 2023, 19:37 )
მაგთის არ ვიცი მარა ზოგი ისპ იყენებს authentication-ს და უზერ/პაროლის გარეშე არ შეგიშვებს ქსელში

ყველა მონაცემი მაქვს ამოღებული უკვე როუტერიდან რაც შეიძლება რომ იდენტიფიცირებადი იყოს პროვაიდერის მხრიდან და ამ ყველაფრის სპუფინგი შემიძლია ONT-ს სერიული ნომერის ჩათვლით.

უბრალოდ მაგისთვის სპეც SPF მოდული მჭირდება ჩინელებისგან.

Posted by: david_888 7 Apr 2023, 13:34
Damnoc
ეტყობა ტელევიზიის გამო უნდა იდგეს მაგათიც თორე მე ყოველთვის ჩემი მიყენია მარტო, არაფერი ჩალიჩი არ უნდა, ვრეკავ მაგათ ცხელ ხაზზე/ტექდახმარებაში და ვეუბნები რომ ახალი როუტერი დააფიქსირონ და მორჩა

Posted by: ლუკატარ 8 Apr 2023, 11:22
david_888
შენთან ალბათ LAN კაბელი შემოდის, პატივცემულ იუზერს ოპტიკურ კაბელზე უნდა პირდაპირ თავისი როუტერის დაერთება

Posted by: david_888 8 Apr 2023, 21:58
ლუკატარ
რაც სემოყავს მაგტის ბინებში ის მაქვს

Posted by: ლუკატარ 9 Apr 2023, 11:29
david_888
სხვადასხვა შემოყავთ, ზოგგან სპილენძის კაბელი, ზოგგან პირდაპირ ოპტიკური, როგორც სილქნეტს

Posted by: david_888 9 Apr 2023, 18:56
ლუკატარ
ჩემთან ყველაგნ ჩვეულებრივი კაბელია

Posted by: 11-F 13 Apr 2023, 17:20
სპუფინგი კი არა თუ გაიფაქტე ეგეთ მაქინაციებში გაგითიშავენ სერვისს საერთოდ. biggrin.gif

Posted by: Damnoc 13 Apr 2023, 22:22
QUOTE (11-F @ 13 Apr 2023, 17:20 )
სპუფინგი კი არა თუ გაიფაქტე ეგეთ მაქინაციებში გაგითიშავენ სერვისს საერთოდ. :D

მეეჭვება. არავის არაფერი აკლდება ამით. რუსული არხების ლევად დაჭერა არ არის.

იდეაში ამ სერვისის თუ ბენეფიტის მოწოდება და აუტკივარი თავის ატკიება არ აწყობს არაფერში პროვაიდერს თორე დაკლებით არაფერი აკლდება თუ შენ თვითონ მოახერხებ. ერთადერთი ის რომ ჩემს როუტერში საფორთი ვეღარ შემოვა რო დამირეზეტოს. რასაც როგორმე თვითონაც მოვახერხებ.

Posted by: 11-F 15 Apr 2023, 10:47
Damnoc
იდეაში შეიძლება არ მოეწონოთ https://www.magticom.ge/useful-info/fair-use-policy

Posted by: Damnoc 15 Apr 2023, 15:31
QUOTE (11-F @ 15 Apr 2023, 10:47 )
Damnoc
იდეაში შეიძლება არ მოეწონოთ https://www.magticom.ge/useful-info/fair-use-policy

აქედან რომელ პუნქტს მიუსადაგებდი ამ შემთხვევას?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)