საერთოდ, ჩვენ, მეცნიერები (
), ერთ თავს რომ დავამთავრებთ შეჯამების სახით პატარა დასკვნას ვურთავთ ხოლმე, რითაც ვაჯამებთ
ნაღვაწს და მკითხველს ერთგვარ რეზიუმეს ვთავაზობთ.
იმ 100 გვერდიანი თემის დასკვნას ვინ დადებს?
რა დავადგინეთ?
ან თუ ვერ დავადგინეთ, რა გვიშლიდა ხელს.
შევეცდები მე გავაკეთო პატარა რეზიუმე და ჩვენს მომავალ თაობას, რომელიც ამ ახალ თემას "გადაშლის" დაინტერესდეს წინა თემითაც.
მაშასადამე (ეს მაშა ვინაა ბავშვობიდან მაინტერესებდა, დღემდე ვერსად ვნახე), ძირითადი და ცენრალური კითხვა თემის სათაურში წერია.
წინა თავში გამოკვეთილია აზრის ორი ძირითადი მიმართულება.
1) ერთნი ამტკიცებენ, რომ 0.(9) და 1 ერთმანეთის ტოლია.
ამ მიმდინარეობას ყავს ქვე-სექტა და სჯერავთ, რომ 0.(9) ეს იგივე ერთიანია, არანაირი განსხვავება მათ შორის არაა. მხოლოდ აღნიშვნაშია სხვაობა.
2) მეორე მიმდინარეობა ამტკიცებს, რომ 0.(9) და 1 სულ სხვადასხვა ობიექტებია და მათ შორის არის სერიოზული განსხვავება.
კონკრეტულად რომელი ფორუმელი რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის, შეგიძლიათ წინა თემით გაარკვიოთ.
სამწუხაროდ შეუთანხმებლობა მათ შორის მოუგვარებელია, აპ თუ ნაუ.
ერთი მიმდინარეობის მტკიცებულებები აბსურდია მეორეისთვის და პირიქით.
მდგომარეობა სავალალოა და არის საშიშროება, რომ ვინმემ ინტეგრალის ნიშანზე ხელი გაიჭრას. აღარაფერს ვამბობთ ჯამის აღმნიშვნელ
ბერძნულ დიდ ეპსილონზე, რომელსაც საკმაოდ წვეტიანი ნაპირები აქვს.
მოკლედ, ბრძოლის ველი ამ თემაშია გადმოტანილი.
შესაბამისად, მეორე რაუნდს გახსნილად ვაცხადებთ!
მოწინააღმდეგეებს გთხოვთ დაიკავოთ თვენთქვენი კუთხეები და დაელოდოთ ხოლმე გონგის ხმას.
კბენა, წიხლის თვალში ჩაზელვა
, იდაყვით მუჯლიგუნი და სხვა მსგავსი აკრძალული ილეთები სასტიკად დაისჯება.
გისურვებთ წარმატებებს.
This post has been edited by asphurcela on 5 Apr 2012, 13:19