ALIEN_WAREდიდი ალბათობით, 'ფულის გადმორიცხვის' დროს შეიყვანდნენ რომელიმე საიტზე, ან ჩააწერინებდნენ რამეს და გადაიფორმებდნენ აუთენთიფიკატორს.
არ აწყობთ უსთიმგარდობა, 15 დღიან ჰოლდზე რომ არ იყოს ნივთი და უცებ მოგპარონ, რამე რომ იყოს. :დ
მაგალითისთვის, იყო შემთხვევა, როცა ტურნირში მომიწვიეს, მაპში შევედი და ვერ ვმოძრაობდი. მეუბნება, თუ ვერ მოძრაობ, შედი ფაილში და იესელის ანტიჩეთი დააინსტალირეო.
გავაკეთე თუ არა, გამომაგდო ექაუნთიდან, რომ შევედი, დამიწერა აუთენთიფიკატორი წარმატებით შეიცვალაო და ინვენთორიში სქინები აღარ მქონდა.
კიდევ, საიტები შეიძლება დალინკონ, როგორც სთიმმანი, ან ჰამბლბანდლი, ან რაღაც მსგავსი. :დ ოღონდ ნამდვილი საიტები არ არის, ასლია და ძალიან ჰგავს ორიგინალს. სთიმის მიერთება დაგჭირდებათ რაღაც ოპერაციისას და
ამ დროს ყალბ საიტზე რომ შეგყავს ნიკი, პაროლი და სთიმგარდის კოდი, როგორღაც აუთენთიფიკატორს იფორმებენ საკუთარ ნომერზე და გპარავენ ნივთებს.
ძალიან კარგი ასლებია, რომ არ მცოდნოდა, რომ ბრაუზერში მაქვს დამახსოვრებული სთიმის მონაცემები, არ დავეჭვდებოდი. მაგრამ თავიდან რომ მომთხოვა შეყვანა, გადავამოწმე.