არავინ არაფერს წერთ და შემეცნებითი ხასიათი მაინც მივცეთ ამ თემას
მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული პორტიდან 7 ჩინურია, მაშინ როდესაც 2006 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 3 იყო. პირველ ადგილს შანხაის პორტი იკავებს 37.1 მილიონი TEU-თი (1 TEU = 20 ფუტის სიგრძის კონტეინერს), მეორეზე სინგაპურია 30.9 TEU-თი, სამეულს კი შენჟენი კრავს, რომლის მოცულობაც 24 მილიონ TEU-ს შეადგენს. TOP 20 ყველაზე დატვირთული პორტის სია ასე გამოიყურება:
1) შანხაი (ჩინეთი) - 37.1 (მილიონი TEU)
2) სინგაპური - 30.9 (მილიონი TEU)
3) შენჟენი(ჩინეთი) - 24(მილიონი TEU)
4) ნინგბო-ჟოუშანი (ჩინეთი) - 21.6 (მილიონი TEU)
5) ბუსანი (სამხრეთ კორეა) - 19.9 (მილიონი TEU)
6) ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 19.8 (მილიონი TEU)
7) გუანჭოუ (ჩინეთი) - 18.1(მილიონი TEU)
8) ხინგქაო (ჩინეთი) - 18.1 (მილიონი TEU)
9) ჯებელ ალი (არაბთა გაერთიანებული საემიროები) - 15 (მილიონი TEU)
10) ციანჟინი (ჩინეთი) - 14.5 (მილიონი TEU)
11) კლანგი (მალაიზია) - 13.2 (მილიონი TEU)
12) როტერდამი (ნიდერლანდები) - 12.4 (მილიონი TEU)
13) კაოსიუნგი (ტაივანი) - 10.5 (მილიონი TEU)
14) ანტვერპენი (ბელგია) - 10 (მილიონი TEU)
15) დალიანი (ჩინეთი) - 9.6 (მილიონი TEU)
16) ქსიამენი (ჩინეთი) - 9.6 (მილიონი TEU)
17) ჰამბურგი (გერმანია) - 8.9 (მილიონი TEU)
18) ლოს-ანჯელესი (აშშ) - 8.7 (მილიონი TEU)
19) ტანჯუნგი (მალაიზია). 8.3 (მილიონი TEU)
20) კეიჰინი (იაპონია) - 7.6 (მილიონი TEU)
აღსანიშნავია, რომ 20-დან 15 პორტი აზიაში მდებარეობს. მსოფლიო გადაზიდვების საბჭოს ინფორმაციით, შანხაის პორტი უფრო დიდი მოცულობისაა ვიდრე აშშ-ის ტოპ 5 პორტი ერთად აღებული. 50 ყველაზე მსხვილი პორტი კი ასე ნაწილდება :
ჩინეთი - 40%
აზიის დანარჩენი ქვეყნები - 30.9%
ევროპა 14.8%
შუა აღმოსავლეთი და აფრიკა - 5.8%
დანარჩენი მსოფლიო - 4.2%
აშშ - 3.9%