რატო ჯობია კილიჩდაროღლუ ჩვენთვის ძალიან კარგად არის ახსნილი
—————
თურქეთში ისტორიული არჩევნები იმართება
რატომ ითვლება ეს არჩევნები ისტორიულად, რა შანსები აქვთ მხარეებს და რა არის მათი პოლიტიკური ხედვების მთავარი აქცენტები?
როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში ტარდება ერთდროულად 3 არჩევნები(საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი), რაც გადაწყვეტს ქვეყნის უახლოესი მომავლის ბედს. პრეზიდენტ ერდოღანსა და მის მთავარ მოწინააღმდეგეს, რესპუბლიკური პარტიის(ათათურქის მიერ დაარსებული) ლიდერ კირიჩდაროღლუს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ საკვანძო საკითხებზე.
1. ქვეყნის მმართველობის მოდელი და რელიგიური ფაქტორი
- ერდოღანი მომხრეა ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მართავს ერთი პირი(პრეზიდენტი); ის მხარს უჭერს ისლამისტურ ძალებს და მიაჩნია, რომ თურქეთის სახელმწიფოს ძლიერების “იდენტობის” მთავარი განმსაზღვრელი რელიგია არის, ამ სიძლიერის მთავარი სიმბოლო კი აია-სოფია(რაც მან მეჩეთად გადააქცია);
- კილიჩდაროღლუ კი მომხრეა საპარლამენტო მოდელის და გამარჯვების შემთხვევაში აპირებს კონსტიტუციის ცვლილების გზით საპარლამენტო მოდელის დაბრუნებას, რაც გულისხმობს ერთი კაცის ძალაუფლების შეკვეცას და პარლამენტზე გადანაწილებას. ის მხარს უჭერს სეკულარულ მმართველობას, იგივე ქემალისტურ გზას, სადაც მთავარ როლში არ არის რელიგია და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ ქვეყნის განვითარებაში არ აქვს მთავარი როლი რელიგიურ ფაქტორს;
2. საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები
- ერდოღანი მომხრეა თურქეთის ნეიტრალური პოზიციის, რაც გულისხმობს “საკუთარი პოლიტიკის” გატარებას, ერთგვარ ლავირებას დასავლეთსა და მის მოწინააღმდეგე ბანაკს (ჩინეთი, რუსეთი, ირანი) შორის. ის მკვეთრად აკრიტიკებს განსაკუთრებით ამერიკას და მისი განცხადებით ის არ დაუშვებს დასავლეთის ჩარევას თურქეთის პოლიტიკაში;
- კილიჩდაროღლუ კი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის მომხრეა. ის მხარს უჭერს დასავლეთთან ურთიერთობის მაქსიმალურ დათბობას. მისი თქმით გამარჯვების თანავე, ის აპირებს ევროკავშორთან შეჩერებული მოლაპარაკებების დაწყებას, აშშ-სთაბ გაფუჭებული ურთიერთობის დალაგებას და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მიაჩნია, რომ ომის დასრულების ვალდებულება რუსრთს აკისრია, რადგან მისი ქმედებებით დაიწყო ეს ომი;
3. ეკონომიკა
- ერდოღანი მომხრეა მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილების, რაც დასავლეთთან არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე სავარაუდოდ გამოიწვევს თურქული ლირის კიდევ უფრო დევალვაციას, ფასების ზრდის გაგრძელებას და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას ანუ ერდოღანის ფორმულა ფაქტია არ მუშაობს და დასავლეთთან კონფრონტაცია ძალიან ძვირი უჯდება თურქეთის ეკონომიკას;
- კილიჩდაროღლუ კი აპირებს პირველ რიგში დასავლეთთან მოლაპარაკების დაწყებას სანქციების მოხსნის თემაზე, მისი გეგმით დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების შემდედ, ეტაპობრივად დაიწყება ეკონომიკის დალაგების პროცესი. ლირის კურსის და ფასების სტაბილიზება მოხდება, რაც თურქეთის ეკონომიკას გამოიყვანს მძიმე კრიზისიდან;
5. სამეზობლო პოლიტიკა
- ერდოღანი აქტიურად მხარს უჭერს ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს, აწარმოა სამხედრო ოპერაციები სირიაში(რაც წარმატებით ვერ დასრულდა), თურქეთში არის მილიონობით სირიელი დევნილი, მხარს უჭერდა ეგვიპტის ისლამისტურ ლიდერ მოჰამად მურსის და ლიბიაში ისლამისტურ ძალებს. საბოლოო ჯამში ყარაბაღის გარდა, ყველა მიმართულებაზე ერდოღანის პოლიტიკამ კრახი განიცადა. არჩევის შემთხვევაში, სავარაუდოდ ის განაგრძობს ზემოაღნიშნულ პოლიტიკას;
- კილიჩდაროღლუ კი აპირებს პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას. მისი განცხადებით თურქეთი ხელს შეუწყობს არა კონფლიქტების გაღვივებას, არამედ დალაგებას. არჩევიდან მაქსიმუმ 2 წელში დააბრუნებს სირიელ ლტოლვილებს სირიაში, დაალაგებს ურთიერთობას ასადის რეჟიმთან, აქტიურად შეეცდება შედგეს სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის, გააღრმავებს ეკონომიკურ მდგომარეობას მეზობლებთან და ეცდება მხოლოდ პოზიტიური როლის თამაშს;
როგორც ხედავთ კანდიდატებს შორის რადიკალურად განსხვავებული ხედვებია, ამიტომ ეწოდება ამ არჩევნებს ისტორიული, რადგან თურქეთი გზაგასაყარზეა ერდოღანის ერთპიროვნულ მართველობასა და ათათურქის მართველობას შორის.
რთულია იმის ვარაუდი თუ ვინ მოიგებს(ძალიან ახლო ბრძოლაა და სავარაუდოდ მეორე ტური გახდება საჭირო), თუმცა ერთი რამ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა.
საქარველოს ინტერესშია პრო-დასავლური, დემოკრატიული და სეკულარული თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც ჩვენი ერთგვარი დასაყრდენი(როგორც ნატოს წევრი) უნდა იყოს რეგიონში. სწორ არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ თურქ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მხარში გვიდგას ბევრ ასპექტში და არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენთვისაც.
https://www.facebook.com/100092420144909/po...11797018577636/?
This post has been edited by Ukraine-1965 on 14 May 2023, 09:13