რუსეთის მსგავსი მტაცებლური და მოძალადე ისტორიაში უამრავი სახელმწიფო ყოფილა. პრობლემა ისაა, რომ ამ კონკრეტულ სახელმწიფოს რამდენიმე ასეული წლით დააგვიანდა ცნობიერების განვითარება. უფრო სწორად, ამ გენეტიკური ერთობის ცნობიერება, როგორც ჩანს, ძალიან ნელა ვითარდება.
ამიტომ არ ესმით სხვისი. როგორც ჭიანჭველები ვერ გაუგებენ ადამიანებს და პირიქით, ისე რუსებს არ ესმით რა უნდა დასავლეთს, რატომ "ერჩის".
სინამდვილეში ყველა ყველას "ერჩის". ასეთია ადამიანის ბუნება. კონკურენცია, ურთიერთქმედება, ურთიერთობა, ურთიერთ-გაცვლა. განსხვავება მხოლოდ ცნობიერების განვითარების საერთო ლეველშია.
ევროპისთვის 21-ე საუკუნეში ასეთი ურთიერთქმედება თანასწორუფლებიანობაში და მომავლისკენ ყურებაში გამოიხატება. რუსეთისთვის - ძალადობაში, ნგრევაში და უკან ყურებაში.
რუსეთი რომ თავისი ნებით არ ასწორებს ორიენტირებს, დასავლეთი ცდილობს რომ მას ეს ორიენტირები გაუსწოროს - დააფინანსოს უკეთესი პოლიტელიტის შექმნა, გამოაცალოს რაღაც ძალაუფლება, გადაუკეტოს ფინანსური რესურსები, დისკომფორტი შეუქმნას კონკრეტულ ტიპებს და ა.შ.
ჩვეულებრივი ყოფიერი ჯახია.
ჩვენ მხარე გვაქვს ასარჩევი უბრალოდ. ყველას ის მოსწონს, რასთანაც საერთოდ ჰპოვებს. რუსეთუმეები ცნობიერებით იქ არიან, წარსულში. ევროპის მოტრფიალეები შედარებით წინ.
ანგელოზი არავინ არის. ვინც ამბობს რომ ანგელოზია, ის თავადაა ეშმაკი.
ევროპა არ ამბობს რომ ანგელოზია. ევროპის ანგელოზობა ქართული ე.წ. ოპოზიციის ბოლია, რომელსაც საქმის კეთება არ უნდა და მხოლოდ ადამიანების ტვინების გამორეცხვით და დაშტერებით სურს სათავისო საქმის გაკეთება.
რუსეთი ამბობს რომ ანგელოზია - ქრისტიანობას იცავს, ტრადიციებს იცავს, ოჯახის ტრადიციებს ინარჩუნებს და ა.შ.
ოღონდ მხოლოდ ამბობს. ეშმაკია ანუ.
2x2=4
ჯამი ჭურჭელია
ფინჯანიც ჭურჭელია