#26142353 · 24 Jun 2011, 19:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაც შეეხება არეშიძის განცხადებას, ჩემი აზრით ამ კაცს შემდეგი მოტივაცია აქვს. იგი არის ან კაკ მინიმუმ თავს თვლის ექსპერტად კავკასიის საკითხებში და განსაკუთრებით აფხაზეთში. დროთა განმავლობაში მას მონოპოლიზებული ჰქონდა კავკასიის თემა. სულ რომ სისულელე ეთქვა ინტერვიუში, ხალხი მაინც ამბობდა "ხედავთ, აი არეშიძე ამბობს რომ...". თანაც ედიკას დროს უწევდა ხოლმე კავკასიაში სიარული და გარკეული ინფორმაციაც ჩამოჰქონდა. აი სულ 2-3 წელია, რაც გამოჩნდნენ ახალგაზრდა კავკასიაში ჩახედული პირები, რომელთა ფონზეც მამუკა ძალიან დაიჩრდილა. პახოდუ ხელისუფლება ახალგაზრდებს რომ გასაქანს აძლევს, ამან ხომ საერთოდ გადაჩრდილა. ხოდა ყურადღების მოსაპყრობად ამ კაცმა აიღო და გააკეთა ეს განცხადება. კაცი ყოფილი ჟურბალისტია და იცის სენსაციის ფასი. მერე დარწმუნებული იყავით, რომ აფხაზები მიწვევენ მას რაიმე კონფერენციაზე ან ფორუმზე და აი ნახავთ, ჩამოვა იქიდან არეშიძე და და მისცემს ახალ გულისმაჩუყებელ ინტერვიუს იმის შესახებ რომ "მე პიდად შევხვდი ვინმე ხუხუტი გეჩბას, რომელმაც მითხრა, რომ ქართველი დევნილები მოენატვრა..." ან "შამბა დღემდე კითხულობს ვეფხისტყაოსანს...". ხოდა ხალხი ისევ დააღებს პირს და ისევ ისაუბრებენ არეშიძეზე, როგორც დიდ ექსპერტზე. სულ ესაა და ეს ჩემი აზრით.
|