Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > ლაზარეთი


Posted by: GiorgiG83 16 Feb 2015, 13:26
ინფორმაცია ტრავმებზე და სარეაბილიტაციო პროცესზე მეტნაკელაბდ მოგვეპოვება, მარგამ ჩავთვალე - ინფორმაცია ძალიან გაბნეული რომ არ იყოს სხვადასხვა თემებში ყველაფერისთვის აქ მეგვეყარა თავი:

ვიტო კოლელიშვილი - დაშავდა ნოემბრის ბოლოს - დიაგნოზი მენისკი, ჯვარედინი იოგების დაზიანება - სავარაუდო სარეაბილიტაციო პერიოდი 4-6 თვე
როგორც აქ გაჟღერდა უკვე მზადაა დასაბრუნებლადო...

ჯაბა ბრეგვაძე - აქილევსის მყესის გაწყვეტა, ოპერაცაი გაიეკთა სექტემბერს - სავარაუდო სარეაბილიტაციო პერიოდი - 6 თვემდე - მარტიდან წესით უდნა დაბრუნდეს (ირიცხება ყოჩებში)

თედო ზიბზიბაძე - ნავარაუდევი იყო ერთა თასისთვის მომჯობინნება, ინფორმაცია არ მაქვს.

ვასილ კაკოვინი - კვლავ ტრავმა, 3-5 კვირა სარეაბილიტაციოდ თუ არ მეშლება.

მამუკა გორგოძე - კუნთის გაწყვეტა 3 კვირამდე პერიოდი მოსაშუშებლად - ესპანეთთან შეიძLება მოესწროს კიდეც დაბრუნება.

შალვა მამუკაშვილი - დაშავდა განვლილ შაბათს, დიაგნოზი უცნობია - სავარაუდოდ ან ჯვარედინი მყესების დაზიანება ან კუნთის გაწყვეტა - იმედია ინფორმაციას მოგვაწვდიან და შალვაც იოლას გამოვა.

ვისაც რა ინფორმაცია გაქვთ არ დაიშუროთ smile.gif

Posted by: jora84 16 Feb 2015, 13:32
GiorgiG83


QUOTE
ვასილ კაკოვინი - კვლავ ტრავმა, 3-5 კვირა სარეაბილიტაციოდ თუ არ მეშლება.


ვასკაზე და დუდუზე 2-3 კვირაო და გაეზარდათ ვადა? spy.gif

QUOTE
თედო ზიბზიბაძე


ამ ორმა თამაშმა აჩვენა რომ ჯანმრთელი თაზო ბარე ორს ჯობია თუნდაც მარქაფაში smile.gif

Posted by: samxara91 16 Feb 2015, 13:45
QUOTE (GiorgiG83 @ 16 Feb 2015, 13:26 )
შალვა მამუკაშვილი - დაშავდა განვლილ შაბათს, დიაგნოზი უცნობია - სავარაუდოდ ან ჯვარედინი მყესების დაზიანება ან კუნთის გაწყვეტა - იმედია ინფორმაციას მოგვაწვდიან და შალვაც იოლას გამოვა.


შალვა მამუკაშვილს სამშაბათს მენისკის ოპერაციას ჩაუტარებენ. გუნდის სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბის ვარაუდით ჯვარედინი იოგი დაზიანებული არ უნდა იყოს და იგი სავარაუდოდ ორ თვეში ჩადგება მწყობრში.

Posted by: FinEx 16 Feb 2015, 17:31
QUOTE (samxara91 @ 16 Feb 2015, 13:45 )
QUOTE (GiorgiG83 @ 16 Feb 2015, 13:26 )
შალვა მამუკაშვილი - დაშავდა განვლილ შაბათს, დიაგნოზი უცნობია - სავარაუდოდ ან ჯვარედინი მყესების დაზიანება ან კუნთის გაწყვეტა - იმედია ინფორმაციას მოგვაწვდიან და შალვაც იოლას გამოვა.


შალვა მამუკაშვილს სამშაბათს მენისკის ოპერაციას ჩაუტარებენ. გუნდის სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბის ვარაუდით ჯვარედინი იოგი დაზიანებული არ უნდა იყოს და იგი სავარაუდოდ ორ თვეში ჩადგება მწყობრში.

ორ თვეს კიდევ არაუშავს მსოფლიომდე კი ჩადგება ფორმაში

Posted by: bulbula1986 16 Feb 2015, 18:50
QUOTE
შალვა მამუკაშვილს სამშაბათს მენისკის ოპერაციას ჩაუტარებენ. გუნდის სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბის ვარაუდით ჯვარედინი იოგი დაზიანებული არ უნდა იყოს და იგი სავარაუდოდ ორ თვეში ჩადგება მწყობრში.

ორი თვე არაა ბევრი. წარმატებები smile.gif

Posted by: xDavid_S 16 Feb 2015, 20:07
FinEx
bulbula1986
ყველაზე საწყენი ისაა, რომ კლუბი სავარაუდოდ აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს

ძალიან სამწუხაროა, კარგი მშრომელი ბიჭია

ღმერთმა ხელი მოუმართოს

Posted by: rugby2011 Geo 16 Feb 2015, 20:13
QUOTE
ყველაზე საწყენი ისაა, რომ კლუბი სავარაუდოდ აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს

ძალიან სამწუხაროა

აუ აბაა მეც ეგ ვიფიქრე იმ დღეს.
თან მსიფლიო უწევს 2 თვე ისედაც გამოაკლდება კლუბს მაგ პერიოდში...
მაგრამ რადგან 2 თვიანი ტრამვა აქვს, პატარა შანსი მაინც არის. რომ დაბრუნდება ძალინ უნდა გამოიჩინოს თავი და ჰუკერი უნდა დაემტვრეთ ვინმე.


Posted by: FinEx 16 Feb 2015, 21:16
QUOTE (xDavid_S @ 16 Feb 2015, 20:07 )
FinEx
bulbula1986
ყველაზე საწყენი ისაა, რომ კლუბი სავარაუდოდ აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს

ძალიან სამწუხაროა, კარგი მშრომელი ბიჭია

ღმერთმა ხელი მოუმართოს

ვიცი შალვა კარგი ბიჭია, უკლუბოდ თუ დარჩა იმედია მსოფლიოზე მაინც შეამჩნევენ და კარგ კონტრაქტს მიიღებს ტოპ 14 ან ისევ ბრიტანეთში. საქართველოში დაბრუნებისთვის ცოდოა

Posted by: bulbula1986 16 Feb 2015, 21:29
xDavid_S
QUOTE
ყველაზე საწყენი ისაა, რომ კლუბი სავარაუდოდ აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს

და აქვთ მაგის უფლება? ტრავმის შემთხვევაში არაფერი კანონი იცავს სპორტსმენს?

Posted by: GiorgiG83 16 Feb 2015, 21:41
FinEx
მეც ეგ ვიფიქრე მსოფლიოზე წარმოჩინდება და ისე არავინ დატოვებს, იმსახურებს წარატებას, მიაღწევს კიდეც
ან იქნებ იმ დონეზეც გაიცნეს რო მის გაშვებას არც აპირებენ, ეგეც ხომ არის

Posted by: xDavid_S 17 Feb 2015, 09:01
bulbula1986
QUOTE
და აქვთ მაგის უფლება? ტრავმის შემთხვევაში არაფერი კანონი იცავს სპორტსმენს?

რა კანონმა უნდა მაიძულოს დამქირავებელი, რომ გავუგრძელო კონტრაქტი მორაგბეს?

დაუკვირდი კონტრაქტის გაგრძელებაზეა საუბარი

ღმერთმა ქნას გაუგრძელონ user.gif

Posted by: Lotkinski 17 Feb 2015, 10:03
QUOTE
ყველაზე საწყენი ისაა, რომ კლუბი სავარაუდოდ აღარ გაუგრძელებს კონტრაქტს



მეც ეგრე გავიგე სანდო წყაროდან sad.gif სამწუხაროა.

Posted by: Zbo 17 Feb 2015, 11:40
უცხოელებზეც დაწერეთ ხოლმე თორე იმდენი ტრამვაა ზოგჯერ მავიწყდება ამა თუ იმ მორაგბის არსებობა smile.gif
ბოლოს რაც გავრცელდა - ირლანდიელებიდან ჰიზლიპი 4 კვირით დაისვენებს, თრიმბლისთვის სეზონი დამთავრდა
ინგლისში დეივ ვილსონიც სეზონის ბოლომდე გამოაკლდათ
სუპერ რაგბში კიდე პოკოკი დაიმტვრა ისევ facepalm.gif

Posted by: samxara91 17 Feb 2015, 16:32
QUOTE (Zbo @ 17 Feb 2015, 11:40 )
უცხოელებზეც დაწერეთ ხოლმე თორე იმდენი ტრამვაა ზოგჯერ მავიწყდება ამა თუ იმ მორაგბის არსებობა smile.gif
ბოლოს რაც გავრცელდა - ირლანდიელებიდან ჰიზლიპი 4 კვირით დაისვენებს, თრიმბლისთვის სეზონი დამთავრდა
ინგლისში დეივ ვილსონიც სეზონის ბოლომდე გამოაკლდათ
სუპერ რაგბში კიდე პოკოკი დაიმტვრა ისევ facepalm.gif

რიჩი გრეიც გამოეთიშა 6 ერს sad.gif

_____________

Posted by: GiorgiG83 19 Feb 2015, 12:40
რა სიახლეებია დაანონსებული (სასიამოვნოც და ნაკლებ სასიამოვნოც)...

შალვა მამუკაშვილი - მუხლის ოპერაცია, მენისკის გამო - სარეაბილიტაციო პერიოდი 3 თვემდე (მაისის შუა რიცხვები) ანუ თბილისის თასზე სავარაუდოდ დაიტვირთება

უახლოეს ერთ თვეში (სავარაუდოდ ერთა თასის ბოლო ორმი მატჩი) მორჩება სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე შემთხვევაში:
- ვასილ კაკოვინი
- დუდუ ქუბრიაშვილი
- მამუკა გორგოძე

სავარაუდოდ ორ თვემდე პერიოდი დასჭირდებათ და თბილისის თასზე ალბათ ასევე დაიტვირთებიან (ვინც ნაკრებში მოიაზრება):
- ჯაბა ბრეგვაძე (აქილევისის მყესის ოპერაცია სექტემბერს)
- ვიტო კოლელიშვილი (ჯვარედი იოგების ოპერაცია+მენისკი ნოემბერი)
- თედო ზიბზიბაძე
- დავით ხინჩაგიშვილი
- ვახტანგ მაისურაძე


http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=4178&callerModID=17364&Title=%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%20-%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ვინ დაგვრჩა?

Posted by: GiorgiG83 25 Feb 2015, 11:06
მატულობს ტრავმირებულთა სია...

- ჯაბა ბრეგვაძე - ალბათ აპრილის ბოლოსკენ გამომჯობინდება
- ვიტო კოლელიშვილი - მაისისთვის
- თედო ზიბზიბაძე - წესით მომჯობინებული უნდა იყოს
- დავით ხინჩაგიშვილი - თუ რამე იცით დაწერეთ smile.gif
- ვახტანგ მაისურაძე - თუ რამე იცით დაწერეთ smile.gif
- ვასილ კაკოვინი - რუსეთი თუ არა სარუმენითოდ მწყობრში უნდა იყოს
- დუდუ ქუბრიაშვილი - რუსეთი თუ არა სარუმენითოდ მწყობრში უნდა იყოს
- მამუკა გორგოძე - რუსეთი თუ არა სარუმენითოდ მწყობრში უნდა იყოს
- დავით ზირაქაშვილი - რუსეთი თუ არა სარუმენითოდ მწყობრში უნდა იყოს
- ლაშა მალაღურაძე - იმედია თვეზე მეტი არ გაუცდება
- შალვა მამუკაშვილი - იმედია აპრილის ბოლომდე მომჯობინდება

Posted by: GiorgiG83 2 Mar 2015, 11:53
ლაზარეთიდან სიახლეების შეასხებ ვინმემ რამე ხომ არ იცით>?

Posted by: xDavid_S 2 Mar 2015, 11:58
GiorgiG83
QUOTE
- ვახტანგ მაისურაძე

კოკოითამ მასისთან შეუცვლელად ითამაშა
user posted image

Posted by: bulbula1986 2 Mar 2015, 13:08
QUOTE

QUOTE
- ვახტანგ მაისურაძე

კოკოითამ მასისთან შეუცვლელად ითამაშა


კარგი იქნება თუ დაუძახებენ რუსეთთან

Posted by: GiorgiG83 3 Mar 2015, 22:06
შალვას 1-2-ში ჩამოართვეს ინტერვიუ, 3 -ში დაიდო, რომლის მიხედვითაც - 3 თვის თავზე სრულ მზადყოფნაში იქნება, ანუ თბილისის თასს ჰადაჰა უსწრებს, რაც შეეხება კლუბს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება სადაც კითხვის ნიშანია მეტია ვდრე სიცხადე-ო...

Posted by: xDavid_S 3 Mar 2015, 22:41
GiorgiG83
QUOTE
შალვას 1-2-ში ჩამოართვეს ინტერვიუ, 3 -ში დაიდო

????????????

Posted by: rugby2011 Geo 3 Mar 2015, 23:06
xDavid_S
http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=261

Posted by: GiorgiG83 3 Mar 2015, 23:07
http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=261
აი აქ ნახავ ინტერვიუს
xDavid_S

Posted by: Corvin von Amber 3 Mar 2015, 23:46
QUOTE
კოკოითა

ეს ვინ არის?
დააშავა რამე, ასეთი მეტსახელი რომ მიიღო? smile.gif

Posted by: bulbula1986 8 Mar 2015, 00:43
მამუკაზე რა ხდება? ჩამოდის რუსეთთან და იბარებს კაპიტნობას? smile.gif

Posted by: GiorgiG83 9 Mar 2015, 11:50
- ჯაბა ბრეგვაძე -სავარაუდოდ კიდევ 2 თვე იუქმებს
- ვიტო კოლელიშვილი - სავარაუდოდ 2 თვეს იუქმებს

- თედო ზიბზიბაძე - წესით მომჯობინებული უნდა იყოს
- დავით ხინჩაგიშვილი -
- ვახტანგ მაისურაძე - თუ რამე იცით დაწერეთ
- ვასილ კაკოვინი - ბოლოს გაცხადებული ინფორმაციით ალბათ მაქს. 1 კვირა
- დუდუ ქუბრიაშვილი - ბოლოს გაცხადებული ინფორმაციით ალბათ მაქს. 1 კვირა
- მამუკა გორგოძე - ალბათ 1 კვირამდე ან უკვე მწყობრშია
- დავით ზირაქაშვილი - ბოლოს გაცხადებული ინფორმაციით ალბათ მაქს. 1 კვირა
- ლაშა მალაღურაძე -
- შალვა მამუკაშვილი - 10-12 კვირა

Posted by: xDavid_S 9 Mar 2015, 11:59
GiorgiG83
QUOTE
- ვახტანგ მაისურაძე - თუ რამე იცით დაწერეთ
vis.gif
არ კითხულობ და რა აზრი აქვს დაწერას?
https://forum.ge/?showtopic=34731949&view=findpost&p=43919119
http://www.lnr.fr/vakhtang-maisuradze,13933.html

Posted by: bulbula1986 9 Mar 2015, 12:12
QUOTE
- მამუკა გორგოძე - ალბათ 1 კვირამდე ან უკვე მწყობრშია

ანუ რუსეთთან არ იქნება?

გამოდის რუმინეთთან გადაიბარებს კაპიტნობას smile.gif

Posted by: GiorgiG83 9 Mar 2015, 13:09
ვერაფერს გეტყვი - სტატიებიდან რა ვადებიც იყო დაანონსებული იმას ვითვლი smile.gif
ისე ხომ არ ჯობია რუსეთან არ დავტვირთოთ და უკეთ მომჯობინდეს

Posted by: dc120mm 9 Mar 2015, 13:45
Corvin von Amber

QUOTE
კოკოითა

ეს ვინ არის?
დააშავა რამე, ასეთი მეტსახელი რომ მიიღო?

ვახო მაისურაძე! ცხინვალიდან არის,იქ არის დაბადებული და მაგიტომ ეძახიან კოკოითას!

Posted by: crusaders 9 Mar 2015, 13:54
GiorgiG83
QUOTE
- ვიტო კოლელიშვილი - სავარაუდოდ 2 თვეს იუქმებს

სადმე დაიწერა?
თავიდან ითქვა 6 თვე დაჭირდებაო

Posted by: GiorgiG83 9 Mar 2015, 13:58
crusaders
აქ ფორუმზეც იდო ლინკი
მაისში სრულდება 6 თვე

Posted by: crusaders 9 Mar 2015, 14:05
QUOTE
მაისში სრულდება 6 თვე

დროში ავირიე ძაან კარგი მსოფლიონდე კაი დრო აქვს ფორმაში შესასვლელად

Posted by: GiorgiG83 9 Mar 2015, 14:11
ყველა სტატიაში, კომენტარში, მეტ-ნაკლებად სარწმუნო წყაროში გაჟღერებულ ინფორმაციას და ვადებს ვინიშნავ მეგობარო, იმედია ინფორმაციის წყარო (როცა რა იწერება) ზუსტია და შეცდომაში არ შევდივართ

ვიტოზე უარეს შემთხვევაში, რადგან მყესის გარდა მენისკიც დაერთო 8 თვემდე იყო ნავარაუდევი, მაგრამ გაუმართლა და რეაბილიტაციის პროცესი კარგად წავიდა, მერე დაიწერა 5-6 თვეშიო ანუ მასის ბოლოსთვის უწევს გამომჯობინება. (ეს ბაჩოს ახლობლებისგანაც ვიცი, რომ ოპერაციიდან მეორე შემოწმებისას 4 თვე დაუდგინეს ანუ 6 თვე მაქსიმუმ)

ჯაბას (ოჯახის წევრების ნათქვამი) კი სექტემბერს გაუკეთდა "აქილევსის" მყესზე ოპერაცია, რაც უკეთეს შემთხევაში ასევე 6 თვიან სარეაბილიტაციო ვადას გულისხმობს და აქაც პროცესები კარგად წავიდა ანუ მარტის ბოლო აპრილის შუარიცხვებიდან ჯაბაც შეძლებს დაბრუნებას.

შალვას კი პერიოდი ყველაზე ნაკლები 4 თვე სჭირდება, მარგამ ეს პერიოდი სადღაც ივლისის ბოლოს უწევს, 45-90 დღეში უთამაშებლად რა ფორმას აკრეფს რთული სათქმელია.

სხვას ისეთი სერიოზული რომ თვე და მეტი პერიოდი სჭირდებოდეს არსად თქმულა - მხოლოდ მსუბუქი ტრავმებიო...

იმედია არავინ შეემატება და ვინც "ლაზარეთშია" საღსალამათი მალე დაუბრუნდება მოედანს

Posted by: roko-toko 9 Mar 2015, 16:31
QUOTE
მამუკა გორგოძე - ალბათ 1 კვირამდე ან უკვე მწყობრშია

ანუ რუსეთთან არ იქნება?


ტვს-სპორტზე თქვეს მამუკა რუსეთთან ითამაშებსო smile.gif

Posted by: GiorgiG83 10 Mar 2015, 11:38
"ბორჯღალოსნებს" ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან: შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე (უგუნდო), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

ეს ეწერა სპორტოლზე

დიმას რა ტრავმა აქვს?
ან ზიბოს - მე-5 თვეა ტრავმა აქვს (ნოემბრის ტესტებიდან) და ადრე ეწერა ერთა თასზე ნაკრებს დაეხმარებაო...

Posted by: GiorgiG83 15 Mar 2015, 15:29
- ჯაბა ბრეგვაძე
- ვიტო კოლელიშვილი
- თედო ზიბზიბაძე
- ვასილ კაკოვინი
- დუდუ ქუბრიაშვილი
- შალვა მამუკაშვილი
- ლაშა ხმალაძე

Posted by: zaal1969 15 Mar 2015, 16:01
GiorgiG83
QUOTE
- ჯაბა ბრეგვაძე
- ვიტო კოლელიშვილი
- თედო ზიბზიბაძე
- ვასილ კაკოვინი
- დუდუ ქუბრიაშვილი
- შალვა მამუკაშვილი
- ლაშა ხმალაძე

დუდუ გუშინ სტადის სასტარტოში იყო

Posted by: GiorgiG83 15 Mar 2015, 18:17
ძალიან კარგი!
იმედია ლაშა იოლას გამოძვრება გუშინდელი შეჯახების შემდეგ

Posted by: GiorgiG83 16 Mar 2015, 18:30
მაგარი ამბავი! smile.gif
ვიცი გაგიხარდებათ

ჯაბა საფრანგეთშია, რეაბილიტაციის კურსს გადის - მსუბუქი მოთელვითი სამკურნალო ვარჯიშიც დაიწყო 7-9 კვირა გრძელდება კურსი.
ნავარაუდევია რომ მაისის დასაწყისში სრულად გამოჯანმრთელდება

პ.ს. იმედია კლუბებიც ყურს გამოიღებენ და გაიხსენებენ ჯაბას (ამ ფრონტზეც არის გაჩაღებული ბრძოლა)


Posted by: rugby2011 Geo 16 Mar 2015, 18:34
GiorgiG83
კარგი ამბავია. იმედია დაინტერესდება, რომელიმე ფრანგული გუნდი.

Posted by: noemegre 16 Mar 2015, 18:47
GiorgiG83
QUOTE
ნავარაუდევია რომ მაისის დასაწყისში სრულად გამოჯანმრთელდება

პ.ს. იმედია კლუბებიც ყურს გამოიღებენ და გაიხსენებენ ჯაბას (ამ ფრონტზეც არის გაჩაღებული ბრძოლა)

ძალიან კარგია.

მაისის ბოლო ცოტა მურტალი დროა კია ფორმაში შესასვლელად, მაგრამ გუნდის მოსაძებნად სამაგიეროდ არაა ცუდი.

იმედია მსოფლისოთვის მოასწრებს საჭირო კონდიციების მიღწევას.

Posted by: Santa_papa 17 Mar 2015, 17:36
ვიტოზე იცით ვინმემ რამე? როდის ჩადგება მწყობრში?

Posted by: GiorgiG83 14 Apr 2015, 13:55
- ჯაბა ბრეგვაძე - თვილს ბოლოს უსრულდება აღდგენით სარეაბილიტაციო კურსი, ორმელსაც საფრანგეთში გადიოდა
- ვიტო კოლელიშვილი - ახალი არაფერი რამდენადაც ვიცი 6 თვე მაისის ბოლოს უწევს
- თედო ზიბზიბაძე - საერთოდ არაფერი
- ვასილ კაკოვინი - რა მდგომარეობაა?
- შალვა მამუკაშვილი - ივნისის ბოლომდე უნდა ეუქმა
- ლაშა ხმალაძე - ლაშამ წესით პლეიოფიც უნდა ითამაშოს

თუ რამე იცით მოიწერეთ

Posted by: GiorgiG83 23 Apr 2015, 15:14
http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/legionerebi/77922-vasil-kakovini-moedans-ubrundeba.html

კაკოვინი ტოვებს ლაზარეთს


- ჯაბა ბრეგვაძე - აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისიდან უნდა დაუბრუნდეს მინდორს
- ვიტო კოლელიშვილი - მაის/ივნისის ბოლმდე
- თედო ზიბზიბაძე - რა ხდება?
- შალვა მამუკაშვილი - ივნისის ბოლომდე

ორი ჰუკერი, ერთიც ფლანკერი და ერთიც "ბებერი" ცენტრი

Posted by: xDavid_S 25 Apr 2015, 17:14
QUOTE
According to yesterday's Midi Olympique, Kolelishvili will be back next month!


Posted by: GiorgiG83 26 Apr 2015, 00:45

xDavid_S
up.gif

მაგარია, იქნებ ფორმაც აღიდგინოს

Posted by: otia-83 29 Apr 2015, 14:51
მამუკაშვილზე ხომარაფერი ისმის?

...............................................................

Posted by: GiorgiG83 29 Apr 2015, 14:56
ოთხი თვე ითქვა და ეს დრო ივნისის ბოლოს უწევს, მანამდე ჯაბა დაასწრებს უკვე უნდა ჩამოსულიყო საფრანგეთიდან, იქ რეაბილიტაციის ბოლო ერთ თვიან კურსს გადიოდა

Posted by: otia-83 29 Apr 2015, 15:00
GiorgiG83
ძალიან გვჭირდება ორივე მსოფლიოზე. ჰუკერის სერიოზული პრობლემა გვექნება ამათ გარეშე.

Posted by: GiorgiG83 29 Apr 2015, 15:08
ნატრიაშვილი?

უბრალოდ ჯაბაც და შალვაც უფრო ძლიერები არიან დინამკიაში თორემ იურა ჰუკერად ვისზე ნაკლებია
ასაკის გამო გაკეთდა ახალგაზრდებზე აქცენტი, იურა არაა ცამოსაწერი კაცი რაც ბუქარესტშიც გამოჩნდა
რათქმაუნდა ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ჯაბა ჯობია და ფორმის აკრეფის გზაზე მყოფი შალვა არ იქნებოდა ცუდი ვაარიანტი
ზურას სამივე ჯობია ჰუკერად

Posted by: xDavid_S 29 Apr 2015, 18:29
GiorgiG83
QUOTE
- ჯაბა ბრეგვაძე
- ვიტო კოლელიშვილი
- თედო ზიბზიბაძე
- შალვა მამუკაშვილი

ერთი ინტერვიუ რა გახდა ამ ბიჭებთან

სკაიპი, ფეისბუკი...

ძნელია განა?

Posted by: GiorgiG83 29 Apr 2015, 18:36
2-3 კვირის წინ ორივე გაზეთს (წორლდსპორტი და ოლსპორტი) დავუწერე კომენტარებში იქნებ ერთი სტატია ტრავმირებულ ბიჭებზე დადოთ მეთქი, მაგრამ... რად გინდა
* * *
ისღა დაგვრჩა ჩვენ თვითონ ვკითხოთ smile.gif

Posted by: GiorgiG83 8 May 2015, 18:40
მაგარი ამბავი!

ჯაბა რეაბილიტაციის კურსის დასრუელბის შემდგომ დასკვნას ელოდება, როემლიც 20 რიცხვამდე იქნება - იბურთაოს თუ ჯერ კიდევ არა, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით ჯანმრთელადა და ყოჩაღადაა

Posted by: GiorgiG83 19 May 2015, 16:03
xDavid_S
QUOTE
QUOTE
- ჯაბა ბრეგვაძე
- ვიტო კოლელიშვილი
- თედო ზიბზიბაძე
- შალვა მამუკაშვილი

ერთი ინტერვიუ რა გახდა ამ ბიჭებთან

სკაიპი, ფეისბუკი...

ძნელია განა?



ისე ეგ კარგი აზრია, რაღა ჟურნალისტებს ველოდოთ, მივწერ - მოვიკითხავ - გაუხარდებათ რომ გვახსოვს თორემ კი არ ეწყინებათ

Posted by: GiorgiG83 1 Jun 2015, 17:53
ვინღა დაგვრჩა ლაზარეთში?

- ვიტო კოლელიშვილი - ივნისის ბოლომდე მწყობრში უნდა იყოს...
- თედო ზიბზიბაძე - არსაით ხმა არსად ძახილი...
- შალვა მამუკაშვილი - ივნისის ბოლოსკენ...
- ვასილ კაკოვინი - არსაით ხმა არსად ძახილი...


ვინმე სხვა ხომ არ გვყავს ტრავმირებული?

Posted by: -Kartveli- 1 Jun 2015, 18:14
ზიბზიბაძე და კაკოვინი არამგონია მსოფლიოზე წაიყვანონ, ძაან ბევრი გაუცდათ. ვიტო და შალვა ნოემბრის ტესტებზე მაგრად გაისარჯნენ თან ფორმაშიც მალე ჩადგებიან.

Posted by: GiorgiG83 5 Jun 2015, 11:44
გივი ბერიშვილი - კოჭის მოტეხილობა, მინიმუმ 5 თვე ვარჯიშს ვერ დაიწყებს, უკეთეს ვარიანტში ჩემპიონატს მეორე წრიდან შეუერთდება

ამ ბიჭმა ხომ ვერ აიწყო კარიერა, ბოლო წელია ტრავმა - ტრავმაზე აქვს

Posted by: GiorgiG83 8 Jun 2015, 16:00
ლევან ჩილაჩავა - ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა და ერთი თვის შემდეგ შეძლებს ვარჯიშის დაწყებას - ივნისის ბოლოსკენ

Posted by: iverieli 8 Jun 2015, 16:11
აუ ჩილაც დაშავდა sad.gif ცუდია.

თედოს საქმე როგორაა? ვიცი არ უთამაშია წელს. თუ ვერ მოირჩინა ტრამვა მაშინ შევეგუოთ რო ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

Posted by: Santa_papa 10 Jun 2015, 16:30
QUOTE (xDavid_S @ 25 Apr 2015, 17:14 )
QUOTE
According to yesterday's Midi Olympique, Kolelishvili will be back next month!


აბა როგორ არის ? დაიწყო ვარჯიში? გავიდა ნეკსტ მანსიც

Posted by: lyonelbohort 10 Jul 2015, 02:25
თედოსთან ინტერვიუ sad.gif

http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?newsid=4608&callerModID=17364

Posted by: GiorgiG83 27 Jul 2015, 13:26
ვინმეს რამე ინფორმაცია გააქვთ?

ლევან ჩილაჩავა
ლევან დათუნაშვილი
ირაკლი სვანიძე

ვიტო კოლელიშვილი და ვასილ კაკოვინის ფორმაზე?
(ჯაბა და შალვა, როგორც ჩანს ფორმაში შედიან...)

Posted by: GiorgiG83 14 Feb 2016, 22:54
მამუკაშვილის ტრავმაზე რა ისმის?

Posted by: GiorgiG83 26 Apr 2016, 13:21
გიორგი თხილაიშვილი - სავარაუდოდ ჯერ არ მოუშუშებია გაწყვეტილი კუნთი
ზაზა ნავროზაშვილმა - ტრავმა მოირჩინა
ლექსო ყაულაშვილი - ტრავმის შედგომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს დაუბრუნდა

სხვა ვინ როგორ გვყავს?

Posted by: bulbula1986 26 Apr 2016, 13:36
QUOTE
გიორგი თხილაიშვილი - სავარაუდოდ ჯერ არ მოუშუშებია გაწყვეტილი კუნთი


სავარაუდოდ მოირჩენს ივნისამდე, მაგრამ ფორმაში შესვალს რამდენად მოასწრებს?

QUOTE
ლექსო ყაულაშვილი - ტრავმის შედგომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს დაუბრუნდა


ლექსო ითამაშებს ჩვენთან? სადღაც წავიკითხე საფრანგეთის ნაკრებს უმიზნებსო

Posted by: jora84 26 Apr 2016, 17:14
GiorgiG83

ყაულაშვილმა 30 წთ ითამაშა ესპუარებში.

სხვა ტრამვირებული არც გვყავს მემგონი

Posted by: GiorgiG83 4 May 2016, 16:22
ვიტოს ტვინის შერყევა, რეაბილიტაცია ზოგადად 1 თვემდე პერიოდს საჭიროებს, გააჩნია სიმძიმეს

Posted by: bulbula1986 4 May 2016, 16:27
GiorgiG83
კოკიზე რა ხდება? smile.gif

Posted by: GiorgiG83 4 May 2016, 16:31
ლელო ლოკომოტივზე ტრიბუნაზე ვნახე, თითოს აღარ კოჭლობდა 4-8 კვირა უნდა კუნთის გაწყვეტას, მინდორზე დაბრუნებას 12 კვირამდე. ამ ლოგიკით წესით ნელნელა მსუბუქი დატვირთვებიც შეიძლება მიიღოს

Posted by: bulbula1986 4 May 2016, 16:36
QUOTE
ლელო ლოკომოტივზე ტრიბუნაზე ვნახე, თითოს აღარ კოჭლობდა 4-8 კვირა უნდა კუნთის გაწყვეტას, მინდორზე დაბრუნებას 12 კვირამდე. ამ ლოგიკით წესით ნელნელა მსუბუქი დატვირთვებიც შეიძლება მიიღოს


ანუ ოკეანეთში გაოირიცხა ხო? sad.gif ეგ ძალიან ცუდია sad.gif მესამე ხაზში სუთი და ლომიძე გვრჩება გამოცდილი, ალბათ ბიწაძეს დაიმატებენ

Posted by: AVIATORI01 4 May 2016, 16:39
bulbula1986
QUOTE
ანუ ოკეანეთში გაოირიცხა ხო?  ეგ ძალიან ცუდია  მესამე ხაზში სუთი და ლომიძე გვრჩება გამოცდილი, ალბათ ბიწაძეს დაიმატებენ

რატო გამოირიცხა, თებერვლის ბოლოს მიიღო ტრავმა და ტესტებამდე 13-14 კვირა გამოდის , ასე რომ თუ არაფერი გართუდა უნდა შეძლოს წასვლა ტურნეზე

ვიტოს არა მგონია ერთი თვე გაუცდეს, ეს ერთი თამაშიც პროფილაქტიკისთვის დაასვენეს სავარაუდოთ

Posted by: bulbula1986 4 May 2016, 16:50
QUOTE
ლელო ლოკომოტივზე ტრიბუნაზე ვნახე, თითოს აღარ კოჭლობდა 4-8 კვირა უნდა კუნთის გაწყვეტას, მინდორზე დაბრუნებას 12 კვირამდე. ამ ლოგიკით წესით ნელნელა მსუბუქი დატვირთვებიც შეიძლება მიიღოს



აა მე წავიკითხე, რომ ვნახე მას მერე უნდა კიდევ 12 კვირაო wink.gif

ძალიან კარგია თუ იქნება, ძალიან, ძალიან კარგი smile.gif

Posted by: otia-83 22 Jul 2016, 12:47
http://news.ge/ge/news/story/188196-kvirikashvils-saavadmyofodan-khval-an-zeg-gatseren

QUOTE
ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მას დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან ხვალ ან ზეგ გაწერენ.

Posted by: OldRuger 22 Jul 2016, 12:53
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/389637-moragbeebis-merab-kvirikashvilisa-da-giorgi-lominadzis-meughleebis-janmrthelobis-mdgomareoba-ukiduresad-mdzimea.html

ღმერთო შენ უშველე , ძალიან მძიმედ არიანო.

Posted by: GiorgiG83 24 Jul 2016, 23:10
მეკო...

ინფორმაციის უქონლობის გამო - გაურკვევლი პერიოდით (ალბათ დიდი ხნით)

Posted by: otia-83 28 Jul 2016, 16:36
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/390480-moragbe-merab-kvirikashvili-saavadmyofodan-gatseres.html

QUOTE
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს


QUOTE
დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად მძიმეა. ისინი გაუარესების გარეშე, რეანიმაციაში ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

Posted by: GiorgiG83 29 Aug 2016, 18:28
2016-17 წლის ტოპ 14-ის მე-2 ტურში, კლემრონის წინააღმდეგ დაშავდა დუდუ ქუბრიაშვილი (ტრავმაზე ინფორმაცია ჯერ არ დაწერილა)

Posted by: noemegre 29 Aug 2016, 19:23
პო-ტულონის ტრანსლირებისას კანალ+მა ალხაზიშვილი დაშავებულებში დაწერა და ვინმემ ხომ არ იცით სიმართლეა თუ არა? თუ სიმართლეა რამდენად სერიოზული ტრავმაა?

Posted by: GiorgiG83 12 Sep 2016, 11:10
ვიტოცო და...
რა ჭირს? ეს ბიჭი ბოლო დროს ან დასჯილია ან ტრავმირებული

Posted by: GiorgiG83 10 Oct 2016, 14:00
ბუკას ადრეული ცვლილების მიზეზი არ ვიცით, იმედია მშვიდობაა...
და
ვიტოზე ისევ არაფერი ისმის?

Posted by: Qolga 10 Oct 2016, 14:05
GiorgiG83

ბუკა დაბუნდა მოედანზე პირველ ტაიმშივე.

Posted by: GiorgiG83 19 Nov 2016, 19:15
12/11 ში დაიმტვრა ქოქოსი - სავარაუდოდ წლის ბოლომდე (5-7 კვირა)

Posted by: GiorgiG83 25 Feb 2017, 00:49
ჩაქუჩა მხრის ოპერაციას იკეტებსო და მისთვის სეზონი დასრულდაო...

სიჭის, ზურას, კაჭის, ჭყოის, ბადრის და გელას ტრავმებზე დუმილია...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Feb 2017, 17:53
ღმერთმა გვაშოროს’ო და

http://www.planetrugby.com/news/ali-williams-oconnor-in-paris-cocaine-arrest-report/

Ali Williams, James O’Connor in Paris cocaine arrest – report

According to the report, Williams, 35, and O’Connor, 26, were allegedly spotted handing
over 200 euros to two suspected dealers in exchange for cocaine.

@



* * *
+ დეტალები
http://www.abc.net.au/news/2017-02-26/james-oconnor-arrested-in-paris-allegedly-buying-cocaine/8304404?section=sport

... were arrested on Saturday morning (local time) near a nightclub in the 16th district of Paris.

They were allegedly trying to buy drugs worth 200 euros ($275).

O'Connor and Williams were both drunk at the time of their arrest
and were not carrying identification.

Williams's French club Racing 92 released a statement saying
the 77-Test All Black had been suspended over the incident.

O'Connor, who has played 44 Tests for the Wallabies as a utility back,
moved to Toulon in the 2015/16 French Top 14 season
after being released from a two-year contract with Queensland Reds.

++ დენ ქართერი მთვრალი რომ მიუჯდა საჭეს და სპონსორი დაკარგა

+++ დენ ვიქერმანი რომ გარდაიცვალა (სულიერი) დეპრესიის გამო

არადა, ოჯახიც ჰყავდა და მოთამაშეთა ასოციაციაშიც მუშაობდა "უფლება-დამცველად"

Posted by: GiorgiG83 20 Mar 2017, 01:49
ნემსოს რა სჭირს?
კუნთი გაიწყვიტა თუ მხოლოდ დაიჭიმა?
"პახი"ა?
ვიცით რამე?

ან მამუკას რა ტრავმაა?

მოიტათ ინფო
ვისაც გაქვთ

Posted by: Gio_G83 12 Jun 2017, 14:51
ანტონა
და
კოკი
როგორ არიან? ვიცით რამე?

გორგაძეს 3-4 კვირა მოუწევს დასვენება და მკურნალობა ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში თუ შეუდგება მსუბუქ დატვირთვებს

Posted by: Gio_G83 20 Sep 2017, 13:30
დღეისთვის ვინ გვყავს ტრამვირებული?
ანუ სანოემბრედ ვინ შეიძლება რომ ვერ გვყავდეს?

Posted by: dc120mm 20 Sep 2017, 14:13
QUOTE
დღეისთვის ვინ გვყავს ტრამვირებული?
ანუ სანოემბრედ ვინ შეიძლება რომ ვერ გვყავდეს?

ბექსონა არ გვეყოლება დიდი ალბათობით!

Posted by: Gio_G83 20 Sep 2017, 14:16
QUOTE
ბექსონა არ გვეყოლება დიდი ალბათობით!


ივლისის ბოლოსკენ უნდა მოეშუშებინა ტრამვა და რამე გაურთულდა?

Posted by: სურამელი 27 Sep 2017, 13:04
კოკი როგორაა? დაეხმარება ბათუმს ევროტურნირებზე? ნაკრებს ნოემბერში?

Posted by: jora84 27 Sep 2017, 13:08
სურამელი

ბოლო ტურში ითამაშა აიას წინააღმეგ და ესეიგი ჯანზეა

Posted by: სურამელი 27 Sep 2017, 13:09
jora84
QUOTE
ბოლო ტურში ითამაშა აიას წინააღმეგ და ესეიგი ჯანზეა


ვაჰ დიდებული ამბავი. გამიხარდა ძალიან, გვჭირდება ნოემბერში

Posted by: crusaders 27 Sep 2017, 13:37
QUOTE
კოკი როგორაა? დაეხმარება ბათუმს ევროტურნირებზე? ნაკრებს ნოემბერში?

38 წუთზე შეიცვალა

Posted by: jora84 27 Sep 2017, 13:44
crusaders

ეუფ, რამე შეემთხვა ისევ?

Posted by: crusaders 27 Sep 2017, 13:53
QUOTE
ეუფ, რამე შეემთხვა ისევ?

მოედანზე კი ვიყავი მაგრამ ვერ დავინახე რატო შეიცვლა

Posted by: Gio_G83 6 Nov 2017, 13:50
ტრავმირებულები

ბექა გორგაძე - რეაბილიტაციას გადის
ოთია გიორგაძე - ლაზარეთში
ზირაქა - მხარი უტკენია
დუდუ - სადღაც ახალზლებამდე ლაზარეთში

კოკი, ქოქოსი, მეკო - თუ გასახდელში, ნამატჩევს რამე არ შეემთხვათ ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, ის კი არა ტრეინერები ზოგავდნენ კიდეც

Posted by: jora84 6 Nov 2017, 14:01
Gio_G83

QUOTE
ბექა გორგაძე - რეაბილიტაციას გადის


მორჩა და ვარჯიშ დაუბრუნდაო, დემე უბნობდა სხვა თემაში.
QUOTE
ზირაქა - მხარი უტკენია

პირად ამბავში ტეხავს.

QUOTE
დუდუ - სადღაც ახალზლებამდე ლაზარეთში

ამ ტესტებზე დაგვაკლდება.

QUOTE
კოკი, ქოქოსი, მეკო


შიდა ჩემპიონატიდან სხვა კანიდატებიც კარგად გაისარჯნენ გუშინ, ერთი იმას ვერ მივხვდი რეზის ყოველ ბურთIს მიღებაზე ფეხს რატომ არტყმევინებდნენ.

Posted by: wolfmax 6 Nov 2017, 14:38
თოდუას ჯამრთელობის მდგომარეობაა კითხვის ქვეშ.ამ ტურში არ უთამაშია
წელი აწუხებს

Posted by: Gio_G83 6 Nov 2017, 14:41
QUOTE
თოდუას ჯამრთელობის მდგომარეობაა კითხვის ქვეშ.ამ ტურში არ უთამაშია
წელი აწუხებს


ანუ...
კოშაძე-კვესელაძე-მოდებაძე-მათიაშვილი _დან 2 ფრთაზე გამწესდება და კიდევ ერთი 23 კაცში?
smile.gif
boli.gif

სანდროს გამოჯანმრთელება

Posted by: Gio_G83 27 Nov 2017, 14:53
ვინ შეგვემატა?

ვასკა, ქოქოსი, ბეკოშვილი

დიდი ხნით?

Posted by: jora84 28 Nov 2017, 14:25
QUOTE
ვასკა, ქოქოსი, ბეკოშვილი


ამ ტრიოზე შინაური არხებით მაინც ვერ გაივიგეთ რამე? :ინფორმაიულივაკუუმისსმაილიკი:

Posted by: wolfmax 28 Nov 2017, 21:23
QUOTE
შინაური არხებით


რაც გავიგე: არც ვასკას და არც სოსოს სერიოზული არაფერი ჭირთ.
მყესები ქონიათ ორივეს დაჭიმული, მაქსიმუმ 2-4 კვირა დაისვენებენ.
თამაშის მერე ორივე საფრანგეთში გაფრინდა.

ქოქოსას შესახებ არ ვიცი.

Posted by: dc120mm 28 Nov 2017, 21:25
QUOTE
არც ვასკას და არც სოსოს სერიოზული არაფერი ჭირთ.

up.gif


Posted by: Dr NULL 29 Nov 2017, 00:15
QUOTE
რაც გავიგე: არც ვასკას და არც სოსოს სერიოზული არაფერი ჭირთ.
მყესები ქონიათ ორივეს დაჭიმული, მაქსიმუმ 2-4 კვირა დაისვენებენ.

სასიხარულოა. ხმალაძე თავისი ფეხით გავიდა, იმედია მისი ტრავმაც არ იქნება სერიოზული.

Posted by: iverieli 29 Nov 2017, 15:49
ვასკა 6 კვირა ვერითამაშებსო. მოასწრებს თებერვლისთვის ფორმაში შესვლას ესაა საკითხავი.

TOP 14 - Le demi de mêlée de Brive Vasil Lobzhanidze, blessé à une cheville avec la Géorgie, sera absent six semaines.

http://www.rugbyrama.fr/rugby/top-14/2017-2018/lobzhanidze-blesse-en-selection_sto6425812/story.shtml

Posted by: jora84 29 Nov 2017, 16:05
iverieli

ცუდია ძალიან, იანვრის შუა რიცხვებში დაბრუნდება დაახლოებით, წესით უნდა მოასწროს 10 თებერვლამდე ფორმის აღდგენა.

Posted by: KOKOITIDZE 29 Nov 2017, 16:48
ბელგიასთან რამე რომ იყოს გელა არ გვეყოფა?

Posted by: iverieli 5 Jan 2018, 14:26
ერთი თვით ადრე რაგბი ევროპისთვის ვიცით რომ გორგაძე, ანტონი და ბეკოშვილი ვერ დაგვეხმარებიან, ტრამვების გამო. დანარჩენებს ჯამრთელობასთან პრობლემები არუნდა ქონდეთ. ლობჟანიძემ უნდა მოასწროს წესით დაბრუნება. ვინმემ იცის ვასკას მდგომარეობა?

მამუკასაც აქვს ტრამვა, მაგრამ მგონი არც მოიაზრებოდა მამუკას გამოძახება.

Posted by: jora84 5 Jan 2018, 19:26
iverieli

ანტონი ამოშალე სიიდან, ხვალ ძირითადში იწყებს ოსპრეიზთან. smile.gif

ბეკოშვილზე ბოლოს ითქვა რომ ვასკას მსგავსად მოუწევდა უქმობა, ანუ იანვრის შუამდე დაახლოებით.


Posted by: Gio_G83 10 Jan 2018, 14:44
need update

ერთი თვეღა დარჩა სეზონის გახსნამდე

Posted by: jora84 10 Jan 2018, 14:48
Gio_G83

ვასკა გამოუშვეს ლაზარეთიდან, მასთან ერთად წესით სოსოც უნდა გამოეშვათ, ადრევე ითქვა რომ თანაბარ დროიანი ტრამვები ქონდათ.

ლაზარეთში ამჟამად დუდუ და პატარა ბექა გვყავს დადასტურებულად, ოთია მოსაკითხია მასაც 4-6 კვირა ქონდა სამკურნალო.

დანარჩენები ჯანზე არიან.

Posted by: Gio_G83 18 Jan 2018, 14:39
კრასნი იარს უთქვამს სოსოს მცირე ტრავმა აქვს და მისი თამაში სათუოაო...
საინტერესოა რამდენად მცრეა ეს ტრავმა

Posted by: otia-83 22 Feb 2018, 23:56
სამწუხაროდ ბუკა ნოემბრამდე დაგვემშვიდობა sad.gif მომავალ კვირას ოპერაციას ვიკეთებ მუხლზეო და 6-7 თვე რეაბილიტაციას დასჭირდებაო.

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

Posted by: jora84 23 Feb 2018, 00:05
otia-83

QUOTE
სამწუხაროდ ბუკა ნოემბრამდე დაგვემშვიდობა  მომავალ კვირას ოპერაციას ვიკეთებ მუხლზეო და 6-7 თვე რეაბილიტაციას დასჭირდებაო.


ტეხავს ძალიან!

მოკლედ მელიტონამ ვინც კაპიტნად დანიშნა ყველა რაღაც შარში გაეხვა რა.

კვესომ უნდა თქვას ტუზი დამეცაო smile.gif

ბუკას გარეშე ივნისში boli.gif იავიცი, იავიცი.

Posted by: GioWEED 23 Feb 2018, 00:33
otia-83
შარიქაძე დიდი დანაკლისია. ცენტრში გაგვიჭირდება. იმედია ნოემბრიდან მალევე აკრიფავს ფორმას. ცუდია

კვესელაძე და კოშაძე შეუწყვილდებიან კაჭის.

Posted by: otia-83 23 Feb 2018, 01:15
GioWEED
QUOTE
კვესელაძე და კოშაძე შეუწყვილდებიან კაჭის.

მე პირადად მალაღურაც საკმაოდ მომწონს ცენტრში. ნუ ვნახოთ უფრო ძლიერებთან როგორ იქნება მაგრამ მალაღურას მოედანზე ყოფნით კიდევ ერთი კარგი ფეხის დამრტყმელი გვემატება: 9-10- მალაღურა-მთლა უკანა. ეს უკვე ფუფუნებაა.

Posted by: jora84 26 Feb 2018, 18:30
კავშირის საიტმა კოტეს 4-5 თვე დაჭირდებაო, ივნისში ეგეც გამოირიცხა

Posted by: FullbackAce 26 Feb 2018, 19:29
ჯაბას გამოსვლიდან რამოდენიმე წუთში ტრამვა მიუღია კოჭის.

Posted by: Gio_G83 14 Mar 2018, 13:52
ბრეგვაძე
ტაბიძე
მიქაუტაძე
გორგაძე
ბიწაძე
შარიქაძე
მოდებაძე

7 კაცი დღეისთვის

Posted by: kromeo6 14 Mar 2018, 13:59
QUOTE (Gio_G83 @ 14 Mar 2018, 13:52 )
ბრეგვაძე
ტაბიძე
მიქაუტაძე
გორგაძე
ბიწაძე
შარიქაძე
მოდებაძე

7 კაცი დღეისთვის

მიკროტრამვები? რეზი თუ შეძლებს რუმინეთთან ნეტა

Posted by: Gio_G83 14 Mar 2018, 14:19
QUOTE
მიკროტრამვები


თოდუა, სიჭინავა, რეზი, ჩილაჩავა - იმედია ყველა კარგადაა

Posted by: wolfmax 20 Apr 2018, 14:00
კოშამ ხელზე,კოკიმ მხარზე-ოპერაციები გაიკეთეს.
მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებენ
ცუდია

Posted by: otia-83 20 Apr 2018, 14:21
wolfmax
QUOTE (wolfmax)
კოშამ ხელზე,კოკიმ მხარზე-ოპერაციები გაიკეთეს.
მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებენ
ცუდია

ძალიან დაგვაკლდებიან ივნისში.

ბუკას არ ყოფნის პირობებში კოშაძე მაგრად გვჭირდებოდა.

6-7-იც ნამეტანი გაგვიახალგაზრდავდება. მითუმეტეს თუ კოტემ ვერ მოასწრო გამოჯკანმრთელება-ფორმაში შესვლა და სუთი ისევ მეორე ხაზში დაგვჭირდა. ასევე ლომიძე თუ ისევ შემკვრელად ვაწვალეთ.


მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ორივეს!

Posted by: Gio_G83 20 Apr 2018, 14:24
QUOTE
კოშამ ხელზე,კოკიმ მხარზე-ოპერაციები გაიკეთეს.
მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებენ
ცუდია


საზაფხულოდ გადავხალისდით X2 ?

Posted by: xDavid_S 20 Apr 2018, 15:04
otia-83
QUOTE
ბუკას არ ყოფნის პირობებში კოშაძე მაგრად გვჭირდებოდა.

ერთა თასზე არ ყოფილა შარიქაძე, მაგრამ კოშა სულ 2-ჯერ მოხვდა 23 კაცში და ორივეჯერ გარემარბი შეცვალა

ამერიკასთანაც გარემარბად დააწყებინა

როგორც ჩანს, კოშასთან მიმართებაში მილტონის ხედვა უფრო გარემარბისკენ იხრება

Posted by: lankasteri 20 Apr 2018, 15:06
QUOTE (xDavid_S @ 20 Apr 2018, 15:04 )
otia-83
QUOTE
ბუკას არ ყოფნის პირობებში კოშაძე მაგრად გვჭირდებოდა.

ერთა თასზე არ ყოფილა შარიქაძე, მაგრამ კოშა სულ 2-ჯერ მოხვდა 23 კაცში და ორივეჯერ გარემარბი შეცვალა

ამერიკასთანაც გარემარბად დააწყებინა

როგორც ჩანს, კოშასთან მიმართებაში მილტონის ხედვა უფრო გარემარბისკენ იხრება

დიდი ალბათობით მილტონას ამ ხედვას კვესელაძის ყოფნა განაპირობებს დიდ წილად.

Posted by: GioWEED 20 Apr 2018, 15:09
კოშაძე და მოდებაძე... არ გვიმართლებს ახალგაზრდებში ტრამვიანობაა.

Posted by: otia-83 20 Apr 2018, 15:33
xDavid_S
ერთა თასის და ზაფხლის თამაშების შედარება არამგონია გამოგვადგეს.

რეჩზე რამის ცალი ფეხით ვიგებთ თამაშებს საბრძოლო განწყობასაც კი ვერ იქმნიან. ზაფხულში კი ყველა მოწინააღმდეგე ჩვენზე უკეთესი თუ არა დიდად უარესიც არაა. თან სწრაფები და მობურთალები. დიდი დაწოლა მოვა ჩვენს უკანა ხაზზე. გაუძლებს ბებერი კაჭარავა 4 მაღალი დონის თამაშს აუტანელ სიცხეში? ანაც ახალგაზრდა და ამ დონეზე გამოუცდელი კვესელაძე.

ვინ გვყავს?

კაჭი
კვესო
თაზო?
მალაღურა?
ფრუიძე?

Posted by: სურამელი 20 Apr 2018, 16:04
QUOTE
კოშამ ხელზე,კოკიმ მხარზე-ოპერაციები გაიკეთეს.
მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებენ
ცუდია


აუფ, ნოემბრისთვის რომ არ იყოს კოკი ფორმაში ძალიან დაგვაკლდება sad.gif

Posted by: dc120mm 20 Apr 2018, 16:07
GioWEED
QUOTE
მოდებაძე

დაიწყო უკვე ვარჯიში და ივნისამდე მოვა ხოდზე. ასევე ბექა გორგაძემაც დაიწყო ვარჯიში

Posted by: xDavid_S 20 Apr 2018, 16:32
otia-83
QUOTE
ერთა თასის და ზაფხლის თამაშების შედარება არამგონია გამოგვადგეს.

3 საკმაოდ სერიოზულ ტესტში იდგა გარემარბად

შარშან ამერიკასთან გასვლაზე, შემდეგ ნოემბერში კანადასთან და უელსთან

წელსაც გაგრძელდა იგივე ტრენდი და ერთა თასზე ცენტრს არ გააკარა ბიჭი

ახლა ჯერი თქვენზეა პატივცემულო, რამდენად ჩათვლით აღნიშნულ თამაშებს სანდოობის თვალსაზრისით საკმარისად

Posted by: Gio_G83 3 May 2018, 13:12
ვინ მიმღებშია და ვინ პალატაში

ბუკა ნოემბრამდე
მირიანი ვიცით?

2 ბექა და კოტე?

პ.ს.
მამუკა დაბრუნდება ნაკრებში?
პ.პ.ს.
ჯღენტი რატომ არ არის ამას აღარ სჯობია?

Posted by: wolfmax 3 May 2018, 13:26
ცუდი ამბებია....
კაჭიც და მალაღურაც ტრამვირებულები ჩამოვიდნენ
კაჭის ''პახი" და მალაღურას კოჭი.....
რა სიმძიმის ტრამვებია ეგ ზუსტად არ ვიცი,მაგრამ მგონი სერიოზული არაფერია და ივნისში იქნებიან მწყობრში

Posted by: enorme 3 May 2018, 13:48
wolfmax
კაჭიზე შემიძლია ვთქვა , რომ საშიში არაფერი არაა.
ხვალ მიფრინავს და ივნისშიც იქნება . გუშინწინ ველაპარაკე

Posted by: iverieli 17 Sep 2018, 12:08
კოტე, ნარო, ჩილა, კარლენა, ცუცქირიძე, ბუკა . ამათგან მგონი მარტო კარლენა და კოტეს თამაშია გამორიცხული ნოემბერში, დანარჩენების ტრამვები ისე სერიოზული არაა

ბიწაძემ მოირჩინა ტრამვა მაგრამ ჯერ არ ათამაშებენ. ანტონი საერთოდ გაუჩინარდა კარდიფის არცერთ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა, ისევე როგორც ჭეიშვილს, რომელიც ვერ ხვდება გუნდში.

მოკლედ მგონი მეორე გუნდით ვიქნებით იტალიასთან.


Posted by: Gio_G83 18 Sep 2018, 11:49
QUOTE
მგონი


თავს იზღვევ? smile.gif
რაღა მგონი და ვინც იქნება ნახევარი - უთამაშებელი

Posted by: jora84 24 Sep 2018, 15:09
სვანიძემ წვივი მოიტეხა და 3 თვე გაუცდებაო, ძალიან შემცირდა ამ ბიჭის სამსოფლიო(სანაკრებო) შანსები სამწუხაროდ.

Posted by: ferrari1000 24 Sep 2018, 15:17
jora84
მიუხედავად იმისა რო მაგრად თამაშობს ეგ ბიჭი არ არის მგონი არც სამსოფლიოდ მზად და არც დიდი ნაკრებისთვის. ტრავმებს იღებს ყოველ მეორე თამაშში: 20 წლამდელების გასახურებელში, 20წ მსოფლიოზე ერთ ტაიმზე მეტი არ უთამაშია, ა ნაკრების თამაშშიც ტრავმა მიიღო, ახლაც. არ ვიცი რისი ბრალია, მოღონიერება ჭირდება ვითომ ფიზიკურად? არადა ისე თამაშის დროს ძალიან მაგარ ჯანს, სისწრაფეს, მოქნილობას და ფიზიკურობას აჩენს. დიდი სიამუვნებით ვიხილავდი ნაკრებში მაგრამ უნდა ეშველოს ამ ტრავმიანობას რამე.

Posted by: jora84 24 Sep 2018, 15:23
ferrari1000

ახალგაზრდულზე რა ტრმავაც მიიღო ეგ ნებისმიერს მოუვა, ჯერ აფრიკასთან ეჭვობნენ შერყევას, მერე ირლანდიასთან წიკლაურის ფეხი მოხვდა თავში და მანდ დაერხა biggrin.gif

პატარებიდან რომ გადადიხარ დიდებში თავისთავად გჭირდება მოღონიერება ორ აზრს გარეშე.
ფაქტია რომ ნაკრების გაფართოებულში ვარჯიშობდა და აკვირდებოდნენ.

ზოგადად ტენდენცია, რომ გამორჩეული ახალგაზრდები ხშირად გვემტვრევა თვალში საცემია.

Posted by: ferrari1000 24 Sep 2018, 15:36
jora84
კი ვარჯიშობდა, და მილტონი მაგარი კმაყოფილიც იყო სვანიძს, მგონი აპირებდა მაგის თამაშს უახლოეს მომავალში (ბარში შემხვდა და გავესაუბრე ცოტა). მართლაც ცუდია მაგის ტრავმა sad.gif ერთ წელში მგონი 4 თრავმა მაგის უვკე, ძალიან უიღბლოა ეგ ბიჭი.
* * *
ასეთი არც სვანიძეს აწყენდა.
user posted image

Posted by: iverieli 30 Apr 2019, 15:52
კოტე, ნარო, თაზო, ვიტო, დუდუ დაშავებული არიან. იმედია მოასწრებენ ფორმაში შესვლას მსოფლიოსთვის. ვიტოს ამბავია დიდი კითხვის ქვეშ

სვანიძეც ტრამვირებულია. კიდე ვინმე ხომარ გამომრჩა?

ბუკამაც ბოლო ტური ტრამვის გამო გამოტოვა, კიდეც წააგო ორიაკმა

boli.gif

Posted by: jora84 30 Apr 2019, 16:16
iverieli

თაზომ მოიშუშა ტრამვა, კოტესაც უნდა მოერჩინა უკვე წესით, ნაროს 2 კვირა დარჩა კიდევ. გიგაშვილი არ ჩანს კიდევ, ეგეც დაიმტვრა?
სვანიძე წესით ხარებთან იქნებაო.
ორიაკზე რა ვთქვა უნდათ რომ გავარდნენ ეტყობა biggrin.gif

ფორმაში ყოფნა არ ყოფნა ეხლა მეორე ხარისხოვანი მგონია, მთავარია ჯანმრთელად იყვნენ დაშეკრებაზე კი დაქოავენ მწვრთნელები smile.gif

Posted by: Levan ch 30 Apr 2019, 22:41
QUOTE
ორიაკზე რა ვთქვა უნდათ რომ გავარდნენ ეტყობა

არ გავარდებიან, ბურგ ან ბრესი ბეზიეს მემგონი რომ ვერ მოუგებს, თან ბონუსით

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 May 2019, 11:13
QUOTE
დუდუ

ს მაინც არ წაიყვანდნენ

Posted by: Gio_G83 12 May 2023, 23:59
აქ ბოლოს 4 წლის წინ დაგვიპოსტავს
განვაახლოთ

პირველი ხაზი:
ბურჯები - მგონი ყველა ჯანმრთელადაა
კვაჭები - შადრეს ჰქონდა ლათინო ამერიკლ ტურნეზე მიღებული ტრავმა და იმედია სერიოზული არაფერი

მეორე ხაზი:
გრიგორს აქვს მცირე ტრავმა და თვის ბოლომდე ალბათ დაისვენებს

მესამე ხაზი:
მგონი ყველა ჯანმრთელადაა

ღერძი:
აქაც მახსოვს რომ ყველა კარგადაა

ცენტრი:
მგონი მხოლოდ კვესოს მოვისაკლისებთ და ისიც იმედია მხოლოდ ამ თვის ბოლომდე და ივნისიდან განაახლებს ვარჯიშს

გარემარბი/ფულბექი:
ქოქოს და კოჭოს აქვთ მცირე ტრავმები, მაგრამ რამდენადაც ვიცი საშიში არაფერი
ნინიამ ფიქსატორი მოხსნა და სავარაუდოდ ბოლომდე რეაბილიტაციის პერიოდის გამო იუქმებსო

იმედია ყველა მალე გამოკეთდება და მსოფლიომდე (და მსოფლიოსაც) უტრავმოდ მივალთ

Posted by: jora84 13 May 2023, 01:49
Gio_G83

კვესომაც მოიკეთა და ჯალამაც.

ოწლამდელების სუთიძეს აქვს ტრავმა და შეიძლება საოპერაციო გახდეს, ასეთ შემთხვევაში ჯობია ოპერაცია და მერე საკლუბოს მიხედოს.

Posted by: Gio_G83 13 May 2023, 01:56
jora84

ანუ ნინიას ველოდებით, რომელიც ივლისის ბოლომდე იძულებით შვებულებაშია
...

ანუ შეკრებაზე ვერც დიდად დავტვირთავთ და რა დონითაც დავტვირთავთ თავი ბოლო 1 თვე ექნება მოსამზადებლად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)