forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (59) « პირველი ... 57 58 [59]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დახმარების თემა, მიშველეთ, დამეხმარეთ, ვეძებ, მირჩიეთ და ა.შ.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6998
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 16:20  #51888679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
რა შუაშია ან რა საჭიროა აქ ზეგამტარობა?

იმ შუაშია, რომ ნებისმიერ გამტარს აქვს წინაღობა თუ ის ზეგამტარი არ არის.
ხოლო როცა გამტარში დენი გადის, ომის კანონით მასზე ჯდება ძაბვის ვარდნა.
მხოლოდ ზეგამტარებშია ძაბვა ნებისმიერ ორ წერტილს შორის 0 ის ტოლი.
10 წელია ამ საკითხზე ვმუშაობ.

QUOTE
ნიხრომის მავთულით შეკარით წრე და შეამოწმეთ.

შემოწმებული მაქვს ბევრჯერ. და მთელს მსოფლიოს ტრილიონჯერ 1911 წლიდან მოყოლებული.

smile.gif


* * *
viqtorich
QUOTE
ჰა, თავი არ შეირცხვინო ასფურცელ

რა იყო ეხლა ეგ, შემაგულიანე კამათისთვის?

სირცხვილი ისაა, რომ ამ საკითხზე საერთოდ ვკამათობთ.
ფიზიკის საწყისებია ეს ყველაფერი. ომის კანონი სკოლის და ფარადეის გასაგებად ცოტა მეტია საჭირო, სკოლას ვერ მოსთხოვ ამას.
ხოლო რა ხდება უფრო კონკრეტულად უკვე ავუხსენი კითხვის დამსმელს და თავიდან ცალკე ვეღარ გაგიმეორებ smile.gif

შეკარი გამტარი და შენ თვითონ ნახე, ოღონ მცირე ძაბვების გამზომი გჭირდება. უბრალო ტესტერით ვერაფერს ნახავ.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 16:34  #51888764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (asphurcela @ 24 Dec 2017, 16:20 )


შეკარი გამტარი და შენ თვითონ ნახე, ოღონ მცირე ძაბვების გამზომი გჭირდება. უბრალო ტესტერით ვერაფერს ნახავ.

რომ დაგიმტკიცო რო ცდები, მერე რას შვრები smile.gif არავინ არ გეკამათება იმაზე რომ სადენის მონაკვეთზე (წინაღობაზე) ძაბვის ვარდნა არ ხდება. აქ სხვა რამეშია საქმე smile.gif მეორეც, რა საჭიროა რაღაც განსაკუთრებული პრიბორი? თუ ნიხრომის მავთულით ჩავატარებთ ცდას, მაშინ დიდ წინაღობაზე დიდი ძაბვა უნდა დავარდეს, ასე არ არის?

This post has been edited by viqtorich on 24 Dec 2017, 16:42
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6998
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 16:55  #51888897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
viqtorich
წინა გვერდზე რომ დავდე სურათი 100 და 1000 ომიან წინაღობით ტრანსფორმატორზე, მანდაც 0 ძაბვები უნდა დაჯდეს?

QUOTE
თუ ნიხრომის მავთულით ჩავატარებთ ცდას, მაშინ დიდ წინაღობაზე დიდი ძაბვა უნდა დავარდეს, ასე არ არის?

დიდ წინაღობაზე დიდი ძაბვა ჯდება ცხადია. მაგრამ 1 ხვიაზე ძაბვის ვარდნები მაინც მცირე იქნება, ამიტომ გჭირდება მცირე ძაბვების გამზომი.
შეგიძლია ოსცილოგრაფით ნახო. 50 ჰერცზე თუ შენი თქმით ძაბვები ნებისმიერ 2 წერტილს შორის 0 იქნება, მაშინ სინუსოიდას ვერ დაინახავ.

მე ვანახე ეგ ცდა სტუდენტებს და გინდა მითხრა რომ თვალებმა მომატყუეს? smile.gif

QUOTE
აქ სხვა რამეშია საქმე

და რაშია საქმე, მაშIნ ახსნაც უნდა შეგეძლოს.


* * *
QUOTE
რომ დაგიმტკიცო რო ცდები, მერე რას შვრები

მაშინ ვცდები არა მარტო მე, არამედ მთელი მსოფლიოს ფიზიკა, თავის სტენფორდის უნივერსიტეტებიანად.
თუმცა თქვენ ხომ თანამედროვე ფიზიკის არ გჯერათ, ეგ სულ გამომრჩა smile.gif
თქვენ ცალკე მიმართულება გაქვთ, ფრი ენერჯი და რამე smile.gif
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 17:59  #51889213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (asphurcela @ 24 Dec 2017, 16:55 )
.... წინა გვერდზე რომ დავდე სურათი 100 და 1000 ომიან წინაღობით ტრანსფორმატორზე, მანდაც 0 ძაბვები უნდა დაჯდეს?.....
მაშინ ვცდები არა მარტო მე, არამედ მთელი მსოფლიოს ფიზიკა, თავის სტენფორდის უნივერსიტეტებიანად.
თუმცა თქვენ ხომ თანამედროვე ფიზიკის არ გჯერათ, ეგ სულ გამომრჩა smile.gif
თქვენ ცალკე მიმართულება გაქვთ, ფრი ენერჯი და რამე smile.gif

ეხლა შენ რა გინდა მითხრა რომ სტენფორდის უნივერსიტეტში ამ ელემენტარულ ექსპერიმენტზე მუშაობდნენ და დროს კარგავდნენ? smile.gif ან რა შუაშია აქ ფრი ენერგჯი? შენ და ფსიხომ თუ რაღაცა ვერ გაიგეთ ეგ არ ნიშნავს იმას რომ უნდა უარყოთ თავისუფალი ენერგიის არსებობა, რაც არამც და არამც არ ნიშნავს პერპეტუმ მობილეს. რაც ვერანაირად ვერ გაიგეს ზოგიერთებმა კაპანაძის თემაში.. ეხლა ესე გავაკეთოთ: ავიღოთ 10 ომიანი ნიხრომის მავთულის წრე, რომელშიც გადის 1 ამპერი. ანუ, ძაბვა გვაქვს 10 ვოლტი (გახსნილ ბოლოებზე).. დავყოთ 10 თანაბარ ნაწილად. რამდენ ვოლტი იქნება A და B წერტილებს შორის? ------------------------------------------------------------------------------------------------- შენი ექსპერიმენტი განსხვავებულია, რადგანაც წინაღობებს დისბალანსი შეაქვთ წრწდში და ერთგვაროვნება ირღვევა..[SIZE=7]

This post has been edited by viqtorich on 24 Dec 2017, 18:34

მიმაგრებული სურათი
forum.JPG
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6998
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 18:25  #51889322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ეხლა რა გინდა მითხრა რომ სტენფორდის უნივერსიტეტში ამ ელემენტარულ ექსპერიმენტზე მუშაობდნენ და დროს კარგავდნენ?

იმდენად ფუნდამენტურია, რომ ლექცების კურსია შესული:


არ ვიცი ინგლისური იცით თუ არა, მაგრამ ვიზუალს მაინც ხომ ნახავთ. 34 წუთიდან.
ამოცანის სრული ამოხსნაც მიდევს წინა გვერდზე პიდეფ ფაილის სახით.
დეტალებიც წერია წინა გვერდებზე.
ახლიდან ვერ დავწერ.

* * *
QUOTE
ეხლა ესე გავაკეთოთ: ავიღოთ 10 ომიანი ნიხრომის მავთულის წრე, რომელშიც გადის 1 ამპერი. ანუ, ძაბვა გვაქვს 10 ვოლტი (გახსნილ ბოლოებზე).. დავყოთ 10 თანაბარ ნაწილად. რამდენ ვოლტი იქნება A და B წერტილებს შორის?

5 ვოლტი იქნება პოტენციალთა სხვაობა. მაგრამ აქ სხვა რამეშია მუღამი.
იმაშია მარილი, რომ ამ შემთხვევაში ვოლტმეტრი ერთ მხარეს აჩვენებს +5 ვოლტს, მეორე მხარეს მინუს 5 ვოლტს მყისიერად.
ვინაიდან ამგზნები ცვლადი ველია წრის შუაში, ამიტომ ძაბვის ვარდნაც ისეთივე ფორმის იქნება, ვთქვათ სინუსოიდა.
თუ ოსცილოგრაფს 2 შესაერთებელი აქვს, ერთი შევაერთოთ პირობითად მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან.
ერთი სხივი აჩვენებს 5 ვოლტს, მეორე სხივიც 5 ვოლტს, მაგრამ 180 გრადუსიანი ფაზით წანაცვლებულს.
ვინაიდან სისტემა სიმეტრიულია, ამიტომ ორივე მხარეს 5 ვოლტი დაჯდა, მაგრამ საწინააღმდეგო ნიშნით.

QUOTE
შენი ექსპერიმენტი განსხვავებულია, რადგანაც წინაღობებს დისბალანსი შეაქვთ წრწდში და ერთგვაროვნება ირღვევა

ზუსტად იგივე ექსპერიმენტია, იმ განსხვავებით, რომ სიმეტრიული წინაღობის ნაცვლად (როგორც წრეწირში იქნებოდა) ეხლა 10 ჯერ მეტი წინაღობაა ერთ მხარეს. ეს იმიტომ რომ ძაბვებს შორის განსხვავება დავინახოთ.

ხოდა როგორია თქვენი ახსნა ჩემს ტრანფორმატორში? რატომ ჯდება ერთი და იგივე წერტილებს შორის ერთ შემთხვევაში ერთი ძაბვა და მეორე შემთხვევაში მეორე (10 ჯერ განხვავებული)?

საქმე იმაშია, რომ კირხოფის კანონი აქ არ სრულდება, არა რის საკმარისი ამ შემთხვევისთვის და სრულ ამონახნს ფარადეის კანონი იძლევა,
კიდევ არის ერთი ნიუანსი...
გამზომი ხელსაწყოს შტეკერებს ძალიან შორიდან თუ წრედის პერპენდიკულარულად დავიჭერთ და ისე გავზომავთ A და B წერტილებს შორის, მაშინ ჩვენება იქნება 0 ის ტოლი wink.gif

* * *
ერთგვაროვანი წრეწირის შემთხვევაში დიამეტრზე განლაგებული A და B წერტილებს შორის გაზომილი ძაბვა დამოკიდებულია გამზომი ხელსაწყოს გამტარებს და წრეწირის სიბრტყეს შორის a კუთხეზე.
V_AB = (V_A - V_B)*COS(a)
თუ კუთხე = 90 გრადუსს, მაშინ V_AB = 0.
თუ კუთხე = 0, მაშინ (V_A - V_B)
იმისდამიხედვით, კუთხეს როგორ ავირჩევთ, (V_A - V_B)-ს დაუჯდება ან პლუს ან მინუს ნიშანი.
მაშასადამე, ძაბვის გაზომვა დამოკიდებულია გაზომვის კუთხეზე და 0 მხოლოდ 90 გრადუსზე დაჯდება.

ხოლო თეორიულად, ბოლოსდაბოლოს რა პოტენციალთა სხვაობაა A და B წერტილს შორის, დამოკიდებულია A დან B მდე წირს ვზომავთ თუ B დან A სკენ, დამოკიდებულია გზაზე, და ან პლუს ან მინუს რაიმე გარკვეული რიცხვი დაჯდება. ხოლო ეს გარკვეული ირცხვის მოდული დამოკიდებულია წრის თვისებაზე. ნიქრომის შემთხვევაში 5 ვოლტი (მოდული).
ხოლო გაზომვით, ის გაიზომება მინუს ხუთი ვოლტიდან 5 ვოლტამდე, 0 ის ჩათვლით.
მე შემიძლია ისე დავხარო გამზომი გამტარები, რომ დავსვა 3 ვოლტი. მაგრამ ეს კოსინუს ალფას ბრალი იქნება.
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 19:40  #51889755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (asphurcela @ 24 Dec 2017, 18:25 )

კიდევ არის ერთი ნიუანსი...
გამზომი ხელსაწყოს შტეკერებს ძალიან შორიდან თუ წრედის პერპენდიკულარულად დავიჭერთ და ისე გავზომავთ A და B წერტილებს შორის, მაშინ ჩვენება იქნება 0 ის ტოლი wink.gif

ძალიან გაშალე.smile.gif უფრო კონკრეტულად დაწერე. მოდი გავანებოთ ცვლად ძაბვას თავი და განვიხილოთ სიტუაცია ერთი ნახევარპერიოდის დროს, როგორც მუდმივი დენი. როგორც გავიგე, А და В წერტილებს შორის ტესტერი გვაჩვენებს 0 ვოლტს, რაც სწორია და გეთანხმები.... ეხლა გადავიტანოთ ტესტერი C და D წერტილებში. ამ შემთხვევაში რა ჩვენება იქნება ტესტერზე? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------მე იმიტომ წამოვიწყე კამათი რომ, მეც შესწავლილი მაქვს ეს ექსპერიმენტი და გამიკვირდა რომ შენ სხა შედეგებზე დაიწყე ლაპარაკი. მაგრამ, თუ ყურადღებით ჩაუკვირდები, ნახავ რომ ჩვენს სქემებს შორის არის განსხვავება, რის გამოც სხვადასხვა ჩვენებებს ვიღებთ....

This post has been edited by viqtorich on 24 Dec 2017, 19:41

მიმაგრებული სურათი
forum.JPG
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6998
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 21:15  #51890242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
როგორც გავიგე, А და В წერტილებს შორის ტესტერი გვაჩვენებს 0 ვოლტს, რაც სწორია და გეთანხმები.

0-ს გვიჩვენებთ, თუ ტესტერის გამზომი წვერები იქნება წრის სიბრტყის პერპენდიკულარული.
სხვა შემთXვევაში მიწერია ზემოთ.
QUOTE
ეხლა გადავიტანოთ ტესტერი C და D წერტილებში. ამ შემთხვევაში რა ჩვენება იქნება ტესტერზე?

ესეც ანალოგიური შემთხვევაა, ოღონდ ეხლა არასიმეტრიული შემთხვევა გვაქვს.
ამიტომ ტესტერის ჩვენება ისევ დამოკიდებულია მის მდებარეობაზე წრეწირის მიმართ.
თუ წრის სიბრტყეშია (ალფა = 0) და მდებარეობა მარჯვნივ, მაშინ ის აჩვენებს 1 ვოლტს, რადგან სულ 10 ნაწილად არის გაყოფილი 10 ომი ნიქრომი და ერთი ნაჭერის წინაღობა 1 ომია. თან 1 ამპერი გადის დენი.
თუ ტესტერს მარცხნივ გადავიტანთ მაშინ ის აჩვენებს 9 ვოლტს და ფაზით შებრუნებულს.
ხოლო თუ ტესტერი ისევ 90 გრადისით იქნება (ტესტერის წვერები), მაშინ ისევ 0 იქნება ჩვენება.

ხოლო თეორიულად, ინტეგრირებით, თუ მივდივართ ცე დან დემდე მოკლე მანძIლით, იქნება 1 ვოლტი და თუ გრძელი გზით, მაშინ 9 ვოლტი. ისე რომ ჯამში პოტენციალთა სხვაობა ცე დან ცემდე ნებისმიერი გზით უნდა იყოს ყოველთვის 10 ვოლტი.

კირხოფი ამბობს, რომ შეკრულ წირზე ინტეგრალი 0 ის ტოლია. (რაც არასწორია)
ხოლო ფარადეი ამბობს, რომ 0 კი არა 10 ვოლტია-ო.
კირხოფი სწორეა მაშინ, როცა ენერგისი მიმცემი ბატარეაა.
ხოლო არაკონსერვატული ველის შემთხვევაშI კირხოფი ვეღარ ქაჩავს და ფარადეი უფრო ზოგადია და სწორი.

სხვათაშორის ადვილი ჩასატარებელი ექსპერიმენტია.
გჭირდება ტრანსფორმატორი, ნიქრომის ხვია და ოსცილოგრაფი.
ოსცილოგრაფი იმიტომ, რომ მცირე ძაბვებსაც ზომავს.
თხლიშე ტრანსფორმატორი 220 ვოლტის მხრით 220 ში და ნიქრომი იქნება 1 ხვია.
ერთი ეგაა, რომ 1 ხვიაზე პატარა ძაბვა მოვა, მარა ოსცილოგრაფი მაინც დაინახავს.
თუმცა არის დიდი ტრანსფორმატორებიც ხვიაზე 1 ვოლტი რომ მოდის. ეგ მთლად უკეთესი.
* * *
QUOTE
თუ ყურადღებით ჩაუკვირდები, ნახავ რომ ჩვენს სქემებს შორის არის განსხვავება, რის გამოც სხვადასხვა ჩვენებებს ვიღებთ

ჩვენ კი არ ვიღებთ სხვადასხვა ჩვენებებს, არამედ ტესტერის წვერებიც გასათვალისწინებელია გამოთვლებში, მათაც განჭოლავს ცვლადი ველი.
ამიტომ მათი მდებარობა გავლენას ახდენს გაზომვაზე.

This post has been edited by asphurcela on 24 Dec 2017, 21:19
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 22:25  #51890633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (asphurcela @ 24 Dec 2017, 21:15 )

ჩვენ კი არ ვიღებთ სხვადასხვა ჩვენებებს, არამედ ტესტერის წვერებიც გასათვალისწინებელია გამოთვლებში, მათაც განჭოლავს ცვლადი ველი.
ამიტომ მათი მდებარობა გავლენას ახდენს გაზომვაზე.

ასფურცელ, შტეფსელში ძაბვა როგორ უნდა გავზომო სწორად, წვერები ვერტიკალურად შევარჭო თუ ჰორიზონტალურად biggrin.gif ეეე, შენც მაგრად უბერავ რა. მთელი პოემა დამიწერე რაღაც უბრალო საკითხზე. გითხარი, წარმოიდგინე მუდმივი დენი გადისმეთქი. რა ფაზებზე მელაპარაკები.... შენი ტესტერის ჩვენებაზე ტრანსფორმატორის მაგნიტური ველი თუ ახდენს გავლენას, ჩემი ექსპერიმენტი რა შუაშია? ამიტომაც გითხარი, ყურადღებით დააკვირდი და ნახავ რომ განსხვავებულია მეთქი სქემები...

This post has been edited by viqtorich on 24 Dec 2017, 22:26
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6998
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 23:25  #51890914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
viqtorich
QUOTE
ეეე, შენც მაგრად უბერავ რა.

ძია ვიქტორიჩ, არამგონია მე თქვენთვის სადმე რამე მეკადრებინოს მსგავსი.
შტეფსელი და ცვლად მაგნიტურ ველში მოთავსებული წრედი სხვადასხვა რამეა.
სამწუხაროდ მე იმაზე დაწვრილებით ვერ აგიხსნით ფარადეის კანონს, რაც უკვე დავწერე და ლექციების ვიდეო კურსიც დევს.
ასევე ვერ შეგასწავლით ელექტრომაგნეტიზმს.
ეს ფორუმია და არა სასწავლო დაწესებულება.
მე ყურადღებისთ რასაც საჭიროა და როცა საჭიროა მაშინ ვაკვირდები.
გითხარით, რაშიცაა საქმე და შეგიძლიათ ეგ უმარტივესი ცდა ჩაატაროთ და საკუთარი თვალით ნახოთ.

მე მოვრჩი ამ საკითხე თქვენთვის ახსნას. როგორც ჩანს აზრი არ აქვს.
smile.gif
knaja
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 540
წევრი No.: 148837
რეგისტრ.: 13-May 12

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 13:33  #51932777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არავინ იცით ეს რაღირს ან სად შეიძლება რომ ვიყიდო?
https://www.google.ge/search?biw=1280&bih=9...mNFUdgE#imgrc=_


--------------------
[IMG]https://tengrinews.kz/userdata/news/2012/news_218243/photo_62288.jpgIMG]
chele23
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 324
წევრი No.: 96309
რეგისტრ.: 23-July 09

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 16:14  #51933563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (knaja @ 3 Jan 2018, 13:33 )
არავინ იცით ეს რაღირს ან სად შეიძლება რომ ვიყიდო?
https://www.google.ge/search?biw=1280&bih=9...mNFUdgE#imgrc=_

ელიავაზე მაგის მეტი რა არის.

ისთ ფოინთში დომინო რომ არის სამშენებლო ჰიპერმარკეტი მანდაც მინახავს.

ფასი გააჩნია რა სიმძლავრის გინდა.. ყველას ერთი ფასი არ ექნება.


--------------------
ერთი მლოცველი მეცა ვარ
შენი წყლისა და ქვიშისა....

სამასმეერთე
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6686
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 3 Jan 2018, 18:18  #51934248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვენი მოკავშირე NATO-ს ძალების გარდა ახალი წელი არავის გაუთენდება პალესტინის დედაქალაქში!


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
severuss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4196
წევრი No.: 132155
რეგისტრ.: 6-June 11

გამოგზავნილია: 4 Jan 2018, 18:07  #51939955      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ

მზის პანელებზე, მზის მინი ელექტრო სადგურზე თემა არ არსებობს?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6998
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 4 Jan 2018, 22:13  #51941516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
T.T.
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 239364
რეგისტრ.: 2-January 18

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 23:52  #51988646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობაა...
მოკლედ, ყველანაირი ინფორმაცია მაინტერესებს ყველასგან, რაც იცით SAT-ის შესახებ help.gif
მადლობა წინასწაარ
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (59) « პირველი ... 57 58 [59]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0478 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]