ტიტული - "ყველაზე სწრაფი" ყოველთვის მომხიბვლელი იყო ავტოსამყაროში. 60-იანი წლებიდან დაწყებული ყველაზე ძლიერი ავტომწარმოებლები იბრძოდნენ ამ ტიტულის მოსაპოვებლად: Miura და 365GTB/4, შემდეგ Countach LP400, LP500S, 5000QV, 512BB, Testarossa, 288GTO. საუკუნის ბოლოს ლამბორჯინის ეშმაკი - Diablo, Ferrari-ს უნიკალური და ლეგენდარული F40/F50 და მათი მკვლელი Porsche-ს "ყვიტელი ჩიტი" - RUF CTR1 და CTR2. Bugatti-ს EB110 და Jaguar-ის XJ220.. ეს სუპერქარები ერთმანეთის რეკორდებს ხსნიდნენ და აუმჯობესებდნენ. როდესაც არავინ არ დათმო - ბოლოს კონკურენცია სიგიჟეს დაემსგავსა, მაგრამ მალევე ჩაკვდა 1992 წელს, როდესაც ინგლისურმა ავტომწარმოებელმა McLaren-მა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი - F1 გამოუშვა..ალბათ NFS High Stakes-იდან ყველას გახსოვთ ეს მოდელი
ისტორია 1988 წელს დაიწყო - როდესაც McLaren-ის ფორმულა 1-ის გუნდა 16 რბოლიდან 15 მოიგო და სეზონის გამარჯვებული გახდა... კომპანიის პარტნიორებმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს შეექმნათ უნიკალური ავტომობილი, რომელსაც ექნებოდა შეუდარებელი Performance-ი, უმაღლესი Horsepower to Weight Ratio და ასევე გამოსადეგარი იქნებოდა ყოველდღიური მოხმარებისათვის.
ამ მიზნების მისაღწევად, მაკლარენის მთავარი კონსტრუქტორი Gordon Murray მიხვდა, რომ საჭირო იყო შეექმნა მძლავრი და მსუბუქი, ატმოსფერული V12-ით აღჭურვილი მოდელი, რომელიც არაერთი გამარჯვების ტიტულის მფლობელი გახდებოდა. 4 წლიანმა შრომამ და რაც მთავარია F1-ის უდიდესმა გამოცდილებამ/ტექნოლოგიების გამოყენებამ თავისი გაიტანა - მაკლარენმა მოდელი პირველად 1992 მონაკოს ფორულას კვირის დღეებში გამოაჩინა, სადაც პოტენციურმა მყიდველებმა შეიტყვეს, რომ გამოშვებული იქნებოდა მხოლოდ 100 ავტომობილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირი და რაც მთავარია ყველაზე სწრაფი იქნებოდა.
(მარცხნივ გორდონ მიურეი)
შასი და აეროდინამიკაF1 გახდა პირველი სერიული მანქანა, რომლის კუზაოშიც გამოყენებული იყო კარბონის ქსოვილი, გაძლიერებული პლასტიკი, ალუმინი და მაგნესიუმი ერთად (დაკიდების სისტემაში).
მანქანის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობდა, რომ მძღოლის პოზიცია (სკამი-საჭე და ა.შ.) განთავსებული იყო სალონის ცენტრში - მგზავრების სკამები კი ცოტათი უფრო უკან.
ავტომობილის საერთო წონა 1140 კგ-ს შეადგენდა.
ესეც ის არაერთი თვისება იყო, რითიც მოდელი F1-ის ბოლიდს გავდა. ავტომობილი რა თქმა უნდა ცენტრალურძრავიანი იყო....
ორივე კარი იღებოდა ე.წ. butterfly doors-ის პრინციპით, ანუ ზემოთ:
აეროდინამიკას რაც შეეხება - Top Speed Breaker-ისთვის რა თქმა უნდა ამაზეც იზრუნეს: drag coefficient-მა 0.32 შეადგინა (და ძალიან გთხოვთ აქ კალიბრას 0.29 არ ჩააკვეხოთ...), შედარებისათვის - ვეირონს 0.36 ხოლო აერო TT-ს 0. 357 აქვს..
ჩვეულებრივი F1 არ იყო აღჭურვილი უკანა სპოილერით - თუმცა მისი შასის ფორმა და უკანა დიფუზორი (რაც ამ წლის F1-ის სეზონის ცხარე კამათის თემაა) უზრუნველყოფდა მანქანისთვის ძლიერი Downforce-ის წარმოქმნას. მანქანას გააჩნდა ასევე რამდენიმე "ფრთების მოძრაობის" რეჟიმი, რისი საშუალებითაც მძღოლს Downforce-ის კონტროლი შეეძლო, დამუხრუჭების დროს ის ავტომატურად ირთვებოდა და drag coefficient-ი 0.32-იდან 0.39-მდე იზრდებოდა, რაც F1-ს სიჩქარის დაგდებაში ეხმარებოდა.
დაკიდების სისტემა (ე.წ. "პადვესკა")
დინამიკოსი სტივ რენდლი პასუხისმგებელი იყო ავტომობილის დაკიდების სისტემაზე - ამოცანა რთული იყო რადგან მდგომარეობდა შემდეგში - ყოველდღიურად გამოსაყენებელი და ტრეკზე/მანევრზე ორიენტირებული ერთმანეთის გამომრიცხავია. რედლიმ თავი საქმეს გაართვა - ავტომობილი ყოველდღიურად გამოსადეგარი იყო, თუმცა ჩამორჩებოდა მის უფრო სპორტულ და ტრეკზე ორიენტირებულ ვარიანტებს. F1-ის წონის გადანაწილება შეადგენდა წინ 42% და უკან 58%-ს.
ძრავი, სცეპლენია, გადაცემათა კოლოფიგორდონ მიურეი მოითხოვდა - ძრავი უნდა ყოფილიყო ატმოსფერული, არანაირი ტურბინა და კომპრესორი. მართალია ისინი გამომუშავებულ სიმძლავრეს ბევრად ზრდიან, მაგრამ რთული სისტემებია, რომლებიც მძღოლს აკარგვინებენ ძრავის სრულიად კონტროლის საშუალებას - მიიჩნევდა მთავარი მექანიკოსი. იგეგმებოდა
550 ცხენის ძალიანი "გულის" ჩადგმა, მიურეიმ კი ამისთვის
Honda-ს მიმართა (იმ დროისთვის ჰონდა მაკლარენისთვის მომწოდებელი იყო F1-ში), თუმცა Honda-მ უარი განაცხადა. წარუმატებელი აღმოჩნდა ასევე Isuzu-ს 3.5 ლიტრიანი პროექტიც, F1-ის კონსტრუქტორებმა უფრო 'აგრესიული' ძრავი მოითხოვეს..
სუპერქარის აღჭურვაში ინტერესი BMW-მ გამოთქვა, რაზეც მიურეი სიამოვნებით დათანხმდა, ასე დაიწყო ახალი პროექტის შექმნა, რომელსაც სათავეში BMW Motorsport-ის განყოფილების ძრავების ექსპერტი - პაულ როშე ჩაუდგა.
საბოლოოდ შეიქმნა 6.1 ლიტრიანი (6064 cc), 60 გრადუსიანი V ტიპის 12 ცილინდრიანი, 4 "რასპრედვალიანი" და 48 კლაპნიანი ძრავი (ცილინდრზე 4 კლაპანი), რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა, კარბონის ქსოვილი, მონოკოკი - ტემპერატურის გაძლებისათვის და ასევე ოქრო - თითო მანქანაში დაახლოებით 0.8 უნცია (25 გრამი).
BMW Motorsport GmbH
BMW M Power - S70/2250 კილოგრამიანი ძრავის მოსალოდნელი 550 HP-ს ნაცვლად, სიმძლავრემ
627 ცხენის ძალა შეადგინა 7,400 rpm-ზე,
ხოლო მაბრუნებელმა მომენტმა კი
651 ნიუტონ მეტრი 5,600 rpm-ზე... კომპრესია 11:1-ს შეადგენდა, რედლაინი კი 7500 ბრუნზე მდებარეობდა..
ძრავის შემშვები სისტემის "საიდუმლო" რა თქმა უნდა BMW M Power-ის დამოუკიდებელ - 12 დროსელში მდგომარეობდა (ე.წ. "ატძელნი დროსელები'), გამომშვებ სისტემაში კი 4 კატალიზატორი, თითოეული დამოუკიდებელი ლამბდა ზონდით..
ასევე ძრავის ტექნოლოგიების ცხრილშია BMW VANOS-ის მსგავსი VVT სისტემა, რაც რასპრედვალების ფაზის ცვლილებას ახდენს სხვადასხვა ძრავის ბრუნზე..
1140 კგ-ზე ამდენი სიმძლავრე იძლეოდა იმ დროისთვის საუკეთესო Power to weight ratio-ს, რაც იყო კიდევაც ავტომობილის ერთ ერთი მიზანი - 550 hp/ton (შედარებისთვის Ferrari Enzo - 434 hp/ton, Bugatti Veyron - 324 hp/ton).
ამდენი სიმძლავრის კალენვალიდან გადაცემათა კოლოფამდე გადატანას 3 "პლიტიანი" კარბონის სცეპლენია ასრულებდა. თვითონ გადაცემათა კოლოფი კი 6 სიჩქარიანი მექანიკური იყო, რომელიც Weismann-მა შეიმუშავა, გადაცემის რიცხვები იყო: 3.23:1, 2.19:1, 1.71:1, 1.39:1, 1.16:1, 0.93:1, და final drive-ი 2.37:1
ხიდს რაც შეეხება, გამოიყენებოდა ტორსენის LSD, 40%-იანი ბლოკირებით....
McLaren F1 & Ferrari F40
ამ აღჭურვილობით მაკლარენმა ასეთ რიცხვებს მიაღწია..
ტექნიკური მახასიათებლები
627 HP @ 7400 RPM
651 NM @ 5600 RPM
Redline @ 7500 RPM
0-100კმ/სთ აჩქარება 3.2 წამში (დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში)
0-160კმ/სთ აჩქარება 6.7 წამში
1/4 მილი (402 მეტრი დრაგი) - 11.6 წამიF1-მა მაქსიმალური სიჩქარე 241 მილი (386.4 კილომეტრ საათში) განავითარა.
McLaren F1-მა გამოშვებისთანავე სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მან ეს ტიტული 11 წელი შეინარჩუნა!McLaren-ის გუნდმა პროექტი წარმატებით დაასრულა - სულ გამოშვებული იქნა 106 მანქანა, აქედან 69 ჩვეულებრივი საქალაქო ვერსია,
6 LM ვერსია (680 HP-ით, 100-მდე ჩქარდებოდა 2.9 წამში), 3 GT ვერსია (FIA GT სერიებისთვის) და 28 GTR ვერსია სარბოლო მიზნებისთვის.
McLaren F1-ის ფასი 970'000 $-ი იყო, რაც მას იმ დროისათვის წარმოებულ ავტოებს შორის ყველაზე ძვირადღირებულს ხდიდა,
მისი მფლობელები ძირითადად ცნობილი სახეები არიან (ერთ-ერთი ვერსია მიხაილ შუმახერსაც აქვს თავის პირად გარაჯში), თვითონ მოდელის გასაყიდი ფასი ამჯამად დაახლოებით 2'000'000 დოლარს შეადგენს..
ამ მანქანამ ძალიან ბევრი თქვა ავტოინდუსტრიაში, ამ შედევრმა დაჩაგრა უამრავი სუპერქარი -
McLaren F1-ის წარმოება 10 წლის წინ - 1998 წელს შეწყდა, მიუხედავად ამისა,
ის დღესაც ითვლება ყველაზე სწრაფ ატმოსფერულ ძრავიან მანქანად...იმდენი ვწერე ხელები იატაკზე მიწყვია
აბა რას ფიქრობთ ამ მანქანაზე?