Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > პური ჩვენი არსობისა


Posted by: revolucioneri 13 Jan 2008, 19:27
ძალიან გამკვირვებია ამაზე თემა რომ არ არის აქ, ვგონებ, აუცილებელიც კია ამაზე საუბარი; პური, ჩვენი არსობისა, რომლის გარეშეც ადამიანის ყოფა წარმოუდგენელია.

ყველა ქვეყანას ტავისი პური(სახეობა) აქვს. კარგი იქნება ყველა ქვეყნის პურს თუ დავახასიატებტ, სურათებით, რომელი მოგვწონს, რატომ. ქართული ლავაში და დედის შოთი რომ მაგარია, ყველამ ვიცით. ძალიან მიყვარს ფრანგული Baguette და მაინტერესებს ტბილისში თუ ცხვება, ან თქვენ ვინმეს თუ გამოგიცხვიატ? და, საერთოდ, მანდ ტუ არის ქარტული პურის გარდა სხვა სახის პური, აი, ევროპული საბუტერბროდო დაჭრილი პური. მომწონს, ასევე, ჰოლანდიური, ბევრი სახეობისაა(ზოგს მზესუმზირას ატანენ შიგ, ზოგს ატასნაირ მარცვალს), გერმანიაში კიდევ გაცილებიტ მეტი აქვტ, გერმანელები ძალიან ამაყობენ პურით და, ისევე, როგორც ფრანგები მიიჩნევენ, რომ მათი პური საუკეტესოა. მე მაინც ფრანგულ Baguette ს ვამჯობინებ, ნამეტანი გემრიელია yes.gif

პურის ნაირსახეობები http://www.recipetips.com/kitchen-tips/t--1130/bread-shapes.asp

აქ, ნახეტ ბაგეტის ბუტერბროდები, http://www.saillart.com/broodjes-specialiteiten.php

Posted by: Blue Note 13 Jan 2008, 19:42
მე ჩავთვალე, რომ ეს თემა იქნებოდა და აქამდე რაღაც გამომრჩა. როგორც გერმანული პურის პატრიოტმა, გუშინ დავპოსტე სწორედ ამაზე სხვა თემაში.
http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=165&#entry8117081

Posted by: revolucioneri 13 Jan 2008, 19:55
Blue Note
ვფიქრობ, პურს ცალკე ტემა ეკუთვნის! პური და ნამცხვარი (ცომეულ-ფქვილეულობა ) ხომ ერთი არაა.
კიდევ, მომწონს თურქული პურიც, ჩვენს ლავაშს გავს, მაგრამ მე ეს უფრო მომწონს! თან, ახალი ძაან მაგარია, მეორე დღეს უკვე აღარ ვარგა.

თურქული პური http://images.google.com/images?q=turkish+bread&oe=UTF-8&um=1&ie=UTF-8&sa=N&tab=wi&oi=property_suggestions&resnum=0&ct=property-revision&cd=1


კარგი იქნება ტბილისში პურის ქარხანა გაიხსნას, სადაც სხვადასხვა (მსოფლიოს) ჯიშის პურს გამოაცხობდნენ, ხომ მაგარი იქნება? აუ, მაგატ კლიენტი არ მოაკლდებათ. გააკეტეტ რა ვინმემ ეს.


Posted by: Blue Note 13 Jan 2008, 20:03
მე რომ მკითხოთ, ეს თემა კულტურაში უნდა გახსნილიყო, ისევე, როგორც ღვინო და მევენახეობა. ბევრი საინტერესო საკითხი შეიძლება განიხილოს აქ კაცმა, არა მხოლოდ პურის ნაირსახეობები. მაგალითად, ამა თუ იმ სამზარეულოში პურის ადგილზე შეგვიძლია ვისაუბროთ. რა საჭმელს რა პური უხდება. სად ჭამენ მეტ პურს და სად ნაკლებს და რატომ. მაგალითად, რატომ ვჭამთ ქართველები ბევრ პურს და ევროპაში, მაგალითად, იმავე გერმანიაში, სადაც ამდენი პურია - ნაკლებს და ა.შ. და ა.შ.

Posted by: revolucioneri 13 Jan 2008, 21:27
QUOTE (Blue Note @ 13 Jan 2008, 20:03 )
მე რომ მკითხოთ, ეს თემა კულტურაში უნდა გახსნილიყო, ისევე, როგორც ღვინო და მევენახეობა. ბევრი საინტერესო საკითხი შეიძლება განიხილოს აქ კაცმა, არა მხოლოდ პურის ნაირსახეობები. მაგალითად, ამა თუ იმ სამზარეულოში პურის ადგილზე შეგვიძლია ვისაუბროთ. რა საჭმელს რა პური უხდება. სად ჭამენ მეტ პურს და სად ნაკლებს და რატომ. მაგალითად, რატომ ვჭამთ ქართველები ბევრ პურს და ევროპაში, მაგალითად, იმავე გერმანიაში, სადაც ამდენი პურია - ნაკლებს და ა.შ. და ა.შ.

Blue Note
ვფიქრობ, მართალს ამბობ, ფარტე თემაა და ამაზე ზალიან ბევრი საიტერესო რამეების დაწერა შეიძლება. ეგებ, გადაიტანოთ, სადაც საჭიროა, მე არ ვიცი.

მაგალითად, ფრანგულს პურს აქ სუფს ატანენ. სუფს რომ მოგიტანენ ბაგეტს მოაყოლებენ რესტორანში. ანდა, მოგიტანენ ბაგეტს პურზე წასასმელით, ძირიტადად კარაქშერეული ნიორი, ან, კარაქშერეული რამე მწვანილი/მცენარე, ძალიან პოპულარულია. ბაგეტზე მანდ რომ იციან პიტნაშერეული ხაჭო, მგონი, მაგრამ მოუხდება, მე მასზე არაჟანიც ძალიან მომწონს! yes.gif

აი, ამის ბუტერბროდი კიდევ, რასაც გინდა იმას ჩადებ

ხალხო, კიდევ დამავიწყდა, სხვადასხვა კულტურაში, თურმე, პურისგან კერზებს ამზადებენ, თუ იცით, დადეთ რაა. კახეტში ამზადებენ პურის შეჭამანდს, ვინ იცის, ზუსტად როგორ კეტდება?

Posted by: chanichano 13 Jan 2008, 21:31
revolucioneri
პურთა სახეობის მრავალფეროვენებაში გერმანიას უჭირავს პირველი თუ არა ერთერთი მოწინაავე როლი. ისე კი მემგონი პირველი, უბრალოდ ეხლა არ ვიცი სად გადავამოწმო ეგ ინფორმაცია.



Posted by: forever`s_NEVER 13 Jan 2008, 21:36
ელკანას წევრ ფერმერთა მიერ შექმნილი პროდუქციის პრეზენტაციაზე სხვა გენიალურ ქართულ პროდუქციასთან ერთად წარმოდგენილი იყო ისეთი პური, წითელი დოლის პური იყო მგონი, თითებს დააყოლებდი yes.gif
პ.ს. მაღაზიაში თუ ქარხნიდან პურს პურად თუ ვყიდულობ უკვე ეჭვი მეპარება მას მერე.

Posted by: revolucioneri 13 Jan 2008, 21:38
chanichano
მართალს ამბობ, მეც ავღნიშნე ეგ, გერმანიაში მითხრეს ჩვენი პური საუკეტესო და ზაან ნაირფეროვანიაო. პირველები ვართ ამაშიო, ნუ ეხლა ფრანგებს რომ კიტხო ეგენი ყველაფერში პირველები არიან და რაც მარტალია მარტალი, ტავად მეც კი (მიტომ რომ პური არ მიყვარს) მათ ბაგეტს ვანიჭებ პირველობას, ნუ ახალი ბაგეტი ისეთია, მოკლედ, ნერწყვი მოგადგება, გაქვტ ტბილისში ეს პური თუ არა? ანუ, იციტ ამის გემო, ხალხნო? ფრანგული შტოკ-ი ჰოლანდიაში ასე ეზახიან. აი, ეს

Posted by: kanonika 13 Jan 2008, 21:50
revolucioneri
QUOTE
გაქვტ ტბილისში ეს პური თუ არა?


გვაქვს, თუ იცი იარმურკაზე დახურული ბაზარი რომ იყო, იქ პირველ სართულზე გახსნეს პოპული სითი, ჯერ-ჯერობით ეგ გუდვილთან ერთად და კიდევ რამდნიმე სუპერმარკეტთან ერთად ქმნიან თბილისში მრავალფეროვანი პროდუქციის ამინდს, და მანდვე არის ფრანგული საცხობი, სადაც ბაგეტების გარდა აკეთებენ კრუასანებსაც, მარხვის დროს სამარხო კრუასანებსაც კი აკეთებდნენ. ღირს 80 თეთრი და სხვა რაღაცეებიც არის, ისეთი არა როგორი არჩევანიც გერმანულ სუპერმარკტებშია და ალბათ კარგა ხანი არც იქნება, მაგრამ რაც გვაქვს ამისთვისაც მადლობა ღმერთს.

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Jan 2008, 21:51
chanichano
gabarzgaleba
ხაჭაპურმა და მჭადმა რა დააშავა? ანდაც ჭვიშტარმა?
revolucioneri
QUOTE
მაგალითად, ფრანგულს პურს აქ სუფს ატანენ. სუფს რომ მოგიტანენ ბაგეტს მოაყოლებენ რესტორანში

აქ კი ხაში და ზედ ლავაშია აქტუალური.

Posted by: revolucioneri 13 Jan 2008, 21:53
ამ ბაგეტს აქ (ნახევრად)გამომცხვარი იყიდება ისე რომ ტავად უნდა შედო და დაბრაწო ღუმელში, ასე 10 წ ში მზადაა, გაჭრი შუაზე, წაუსვამ მარგარინს(კარაქს აქ ისე არავინ უსვამს ბუტერბროდზე), დაადებ ყველის ფენას, დახურავ რომ გადნეს, ამასობაში დაჭრილ პრასას (აქ სხვა გემო აქვს ამას, და არა მანდ რომ აქვს ნივრის), ბულგარულ წიწაკას, კიტრს, პომიდორს, მწვანე სალატის ფურცელს(კიდევ რაც გაქვტ სახლში, ყველაფერი წავა ბოსტენული) და ზეხვს ან ბუტერბროდზე დასადებს დაადებ და ზაან გემრიელად მიირთმევ, ამას ეზახიან 'ხეზონდ ბროდს' ანუ , სასარგებლოა და ტან გემრიელიც.

Posted by: kanonika 13 Jan 2008, 22:02
revolucioneri
QUOTE
შედო და დაბრაწო ღუმელში


მოიცა მაგ სიგრძე ღუმელი გაქვს?

Posted by: revolucioneri 13 Jan 2008, 22:08
QUOTE (kanonika @ 13 Jan 2008, 22:02 )
revolucioneri
QUOTE
შედო და დაბრაწო ღუმელში


მოიცა მაგ სიგრძე ღუმელი გაქვს?

kanonika
რამ სიგრძე, რას ამბობ, ჰაჰაა, გაჭერი შენ კიდევ და გვერდულად შედე, რა მოგივიდა? სვანი ხომ არა ხარ, რომ ვეღარ მიმხვდარხარ? gigi.gif
აქ მოკლეებიც იყიდება, ნახევრად უმი, ტავად რომ დაბრაწო, როცა მოგინდება tongue.gif

პატარებიც არის, აქა ნახე ყველანაირია, იდეები მოგივა კიდევ როგორი უნდა გააკეტო ბუტერბროდი
http://www.saillart.com/broodjes-specialiteiten.php


Posted by: BAUSHKE_ 13 Jan 2008, 23:10
revolucioneri


ბაგეტი რაა, ისეთი პური აქვთ დაეცემი biggrin.gif

ზოგი ნიგვზით, ზოგი ზეთისხილით, ხორბლის და მარცვლეულის სხვადასხვა ჯიშისგან გაკეთებული...
ბაგეტი ფრანგული პურიდან ყველაზე “ მარტივი“ და ყველაზე იაფია.


P.s.
რაც შეეხება პურის თემის ცალკე დატოვებას, მე აბსულუტურად da ძლიერ მომხრე ვარ.

Posted by: BadbadGirl 13 Jan 2008, 23:18
მე სხვისი არ იცი მაგრამ ქართულ ლავაშს არაფერი მირჩევნია.
ჩემი ქმარიც კი სადაც კი შესაძლებელია ყველგან ყვება საქათველოში რა გემრიელი თონის ლავაში მიირთვა. (თან სახელი დაუმახინხა და ორნისკარტა იხვი დაარქვა biggrin.gif biggrin.gif ) , აინტერესებთ არ აინტერესებთ , იმასაც ყვება ამ ლავაშს როგორ ვაკეთებთ smile.gif

მოკლეთ კაი ცხელ ცხელ ლავაში გახვეულ სულგუნს და თხლად დაჭრილ პრასას + ლიმონის ნაჭრებს არაფერი მირჩევნია ახლა . (ჩემ ბუტერბროტში ლიმონი აუცილებელი ელემენტია)

Posted by: gabarzgaleba 13 Jan 2008, 23:43
BAUSHKE_
QUOTE
ბაგეტი რაა, ისეთი პური აქვთ დაეცემი


აბსოლუტურად გეთანხმები.

QUOTE
ზოგი ნიგვზით,


მაგალითად Pain aux noix

user posted image


Posted by: revolucioneri 14 Jan 2008, 00:09
QUOTE (BAUSHKE_ @ 13 Jan 2008, 23:10 )
revolucioneri


ბაგეტი რაა, ისეთი პური აქვთ დაეცემი biggrin.gif

ზოგი ნიგვზით, ზოგი ზეთისხილით, ხორბლის და მარცვლეულის სხვადასხვა ჯიშისგან გაკეთებული...
ბაგეტი ფრანგული პურიდან ყველაზე “ მარტივი“ და ყველაზე იაფია.


P.s.
რაც შეეხება პურის თემის ცალკე დატოვებას, მე აბსულუტურად da ძლიერ მომხრე ვარ.

BAUSHKE_
ესე იგი, ერთი ორჯერ ხელი წამცდა და ეგეთი პურ/ები ვიყიდე(მარტო ფრანგული არ არის, ჰოლანდიელებსაც აქვტ და გერმანელებსაც), ვერ შევჭამე და დამიობდა! ვერც გადავყლაპე!

არა! ჩემთვის მხოლოდ ბაგეტია გემრიელი. იაფი და მარტივი იყოს რააა. გემრიელი კია დაა
* * *
QUOTE (BadbadGirl @ 13 Jan 2008, 23:18 )
მე სხვისი არ იცი მაგრამ ქართულ ლავაშს არაფერი მირჩევნია.
ჩემი ქმარიც კი სადაც კი შესაძლებელია ყველგან ყვება საქათველოში რა გემრიელი თონის ლავაში მიირთვა. (თან სახელი დაუმახინხა და ორნისკარტა იხვი დაარქვა biggrin.gif biggrin.gif ) , აინტერესებთ არ აინტერესებთ , იმასაც ყვება ამ ლავაშს როგორ ვაკეთებთ smile.gif

მოკლეთ კაი ცხელ ცხელ ლავაში გახვეულ სულგუნს და თხლად დაჭრილ პრასას + ლიმონის ნაჭრებს არაფერი მირჩევნია ახლა . (ჩემ ბუტერბროტში ლიმონი აუცილებელი ელემენტია)

შენა და სულგუნს სად შოულობ მანდ?
ლიმონიო ბუტერბროდში? spy.gif რას არ გაიგებს კაცი! და ნაჭრებს დებ ტუ ზედ აწურავ? ისე ყველზე არ მიდის ნეტავ? ეხლა უნდა ვცადო, აბა, რა გამოვა, დავაწურავ ზევიდან.
ჩაის ლიმნის გარეშე ვერ ვსვავ ისე მე.
ხო, კიდევ სუფსაც უხდება ლიმონი, მგონი. თეთრი სუფები რომ იციან, სოკოსი. ასევე, მაგას შავი პილპილი, ოღონდ ტავად რომ მოაფრქვევ, წვრილი კი არა, ცოტა მსხვილად გაატარებ.

Posted by: kanonika 14 Jan 2008, 00:28
WOMAN IN LOVE
ბოღლიწოს რეცეპტს დავდებ და არ შეუერთო, ფლიზ..


ბოღლიწო: სტყვის ეტიმოლოგია არ ვიცი, ამას რომელიმე უზერი დადებს, მაგრამ აქ გთავაზობთ რეცეპტს.

ღვინოში ჩაალბეთ პური და მიირთვით, გატენილია ენერგეტიკული ღირებულებებით, ღვინო ჰემოგლობისნისთვის და პური ჭარბი ნახშირწყლებისთვის.

love.gif

Posted by: BadbadGirl 14 Jan 2008, 00:31
revolucioneri
სულგუნს არ ვშოულობ და თონის პურიც არ მიჭამოა კაი ხანია . smile.gif
ბუტერბროდში კი ლიმონის თხელ ფენებს ვდებ. ჩვეულებრივი ტოსტერის ერთ ბუტერბროდზე დაახლოებით 4-5 ნაჭერი ლიმონი.
აი დაახლოებით ასეთია ჩემი ბუტერბროტის რეცეპტი: გახუხული პურის 2 ნაჭერი + თხლად დაჭრილი ყველი + 1 ცალი სალათის ფურცელი (ან თხლად დაჭრილი კიტრი და პომიდორი, ან რგოლებად დაჭრილი პრასი , ან ბულგარული) + თხელი კალბასის ნაჭერი ან ვიჩინა + ლიმონის ნაჭრები + მწარე წიწაკის მწნილი .

უი კიდე ჩემ ბუტერბროდში კარაქი და მარგარინი არაა. არ მიყვარს ეს პროდუქტები საშინლად.

პ.ს. ლიმონს როგორც ფორთოხალს ისე ვჭამ , ასე რომ თავად განსაჯე რა უნდა ბუტერბროდში ლიმონს biggrin.gif

Posted by: revolucioneri 14 Jan 2008, 00:33
kanonika
წითელი თუ სულ ერთია? კიდევ მე მიჭამია, და არ მომწონს! როგორ და ხომ იციან მიცვალებულზე პურს რომ ჩაყოფენ ღვინოში, ვითომ მიუვუდეთო, ხოდა მასე ხომ მიჭამია, ძლივს გადამიყლაპია.

ხო, როგორ დამავიწყდა, ერთი პურის შეჭამანდის რეცეპტი უნდა დავდო, ჩემი კახელი ხალა ბაბო აკეტებდა; გამხმარ დედის შოტს წვრილად დაჭრიდა და ხრაკავდა, ტან მწვანილებს უშვრებოდა და მისი გემო ეხლაც მიდგას პირში, არა, ეხლა ისეტი გადასარევი კი არ არის, მაგრამ მახსოვს გემო. ზუსტადაც არ მახსოვს როგორ კეტდება, აქ კი ეცოდინება ვინმეს, არ ვიცი ეგ კახურია თუ ყველასი. მგონი, მაგას რაღაც სახელი აქვს ტავისი, არ მახსოვს.

Posted by: kanonika 14 Jan 2008, 00:34
BadbadGirl
შენ და ყველა იუზერს ვულოცავ ახალ წელს, დაესწარით მრავალს ბედნიერ საქართველოში და არა მარტო საქარველოში tan.gif tan.gif tan.gif tan.gif
* * *
revolucioneri
ვიცი

ვიცი

bis.gif

პურის შეჭამანდი

ეხლავე დაგიწერ; მაგაზე გაწყენინებ, მაგრამ შეჭამანდის მომზადებსი ბევრი რეცეპრი ვიცი.

აიღებ თონის პურს, დედას პურებს რომ ეძახიან იმათ, კარგი თუ მეორე ან მესამე დღის იქნება.

შუშავ ხახვს, ასხავ წყალს, ტაფა რომ კარგად დაფაროს, მაგრამ ღრმა ტაფა უნდა იყოს, მერე ტეხავ პურებს და ისე ყრი, ამასობასი როცა პური იწყებ ჩაბუჟბუჟებას, კაზმავ ნიორით, მარილი და პილპილი გემოვნებით, ბოლოს იღებ კვერც თექვეფ და ჩაასხაც, ზოგი არ თქვეფს და ისე უმატებს. მერე ამატებ მწვანილებს, თუ გაზაფხულია ახალი ხახვი ცაუმატე ბოლოში.

ხო ძმარი დამავიწყდა, მგონი ბოლოში ასხვა, კი, კი ნამდვილად, არ დაიწყო სოიო და რაღაცეები, ღვინის ძმარი ჩვეულებრივი, ესეც გემოვნებით. სხვა ვარიანტებიც ვიცი, მაგ ტომატს რომ უმატებენ, ან უბრალდო რომ წვავენ პურს და ა.შ. მაგრამ ეს რაც დაგიწერე, ეს არის ისე თი ტიპი შეჭამანდი, რაგუს კონსისტენცია უნდა ქონდეს, რომ ამოიღებ წვენიც მოყვება, მაგრამ არ არის სუპი.

რაოდენობის ვარირება შენზეა დამოკიდებული

ბოღლიწო წითელი ღვინით მზადდება, გემრიელობის რა მოგახსენო, მაგრამ მარხვის დროს იჭმევა. ალბატ ბერების საჭმლი იყო, ბოღლიწოს დაგემოვნება არ შეიძლება.

Posted by: (c)TG 14 Jan 2008, 00:55
revolucioneri
ეგ ბაგეტი რომ არ შებრაწო და შიგნით რაც ჩამოთვალე ჩადო ანუ ბოსტნეული, ყველი, ვიჩინა, გამოვა ესპანური ბოკადიო. ესპანელები იმისთანა გემრიელობა ვიჩინას დებენ, ხამონს, გულის წასვლა...

Posted by: BadbadGirl 14 Jan 2008, 00:59
kanonika
გაიხარე smile.gif მილოცვა ამ გვერდის დასაწყისშია, ზუსტად 00:00 ზე დავწერე biggrin.gif

თქვენი არ ვიცი რამდენ პურს ჭამდით მე პირადად უიშვიათესად. მაგრამ ბოლო რამოდენიმე კვირაა პირდაპირ წერას ვყავარ ატანილი biggrin.gif ბუტერბროტების ჭამის მეტი არაფერი არ მინდა biggrin.gif , თან ბეეეეევრი ლიმონით biggrin.gif

Posted by: BEKO 14 Jan 2008, 01:41
gabarzgaleba
QUOTE
რასაც "პური ჩვენი არსობისას" ვეძახით...

ერთი ანეგდოტი მოჟნო?

თემურა ჭყონია მივიდა ილია მეორესთან და ეუბნება, ნახევარ მილიონს მოგცემ და ქადაგებაში თქვი - კოკა-კოლა ჩვენი არსობისაო. იმან იუარა, ჭყონიამ, ერთ მილიონს მოგცემო, მერე ორსო, მერე სამსო... მოკლედ, წამოვიდა გაწბილებული და ბურდღუნებს: ამის დედა, ნეტავ რამდენი გადაუხადა ამ ანზორა ბურჯანაძემ....

გამომიცხვია პური, ადრე, ცუდ წლებში, ზაფხულობით სოფელში პური არ იყიდებოდა, და რა მექნა, ვაცხობდი. სულ იოლია, ყველაზე გემრიელი პური კახური ხორბლისა გამომდიოდა, ოდნავ სერი, ხრაშუნა, ცოტა ზეთსაც ვუმატებდი მოზელისას. ოღონდ, ამ ჩემს გამომცხვარ პურს ერთი ნაკლი ჰქონდა, ძალიან მალე იჭმეოდა biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 14 Jan 2008, 01:53
BEKO
QUOTE
გამომიცხვია პური, ადრე, ცუდ წლებში, ზაფხულობით სოფელში პური არ იყიდებოდა, და რა მექნა, ვაცხობდი. სულ იოლია, ყველაზე გემრიელი პური კახური ხორბლისა გამომდიოდა, ოდნავ სერი, ხრაშუნა, ცოტა ზეთსაც ვუმატებდი მოზელისას. ოღონდ, ამ ჩემს გამომცხვარ პურს ერთი ნაკლი ჰქონდა, ძალიან მალე იჭმეოდა


მოკლედ ფქვილეულობის დედა ხარ რა ბეკოჯან (ხინკლით დაწყებული - პურით დამთავრებული)...

რაჭველები რატო დაავიწყდა ყველას? მსოფლიოში საუკეთესო ხაბაზები. ბაბუაჩი მაგარი დურგალი იყო, მაგრამ პურის გამოცხობაც სასტაული იცოდა თურმე. თონეში ჩაკრული პურუკები ეხლაც მახსოვს, ბაბუაჩემის ჩაკრული ცოტა ნაკლებად, უფრო ზამთარში უწევდა ხოლმე წვალება, მარტო იყო სოფელში... ისე, რაჭველებმა ყველამ იციან პურის ცხობაც, ყადრიც და ფასიც. ქართლელებმაც, მესხებმაც... ქართველებმა ყველამ ვიცით მაგის ფასი.

Posted by: BadbadGirl 14 Jan 2008, 02:07
revolucioneri

არ ვარ.
მორიგი ლიმონური შეტევა დამემართა biggrin.gif ასე ვარ , რამოდენიმე თვე გიჟივით ვჭამ ლიმონს, მერე კიდე დანახვაზეც ცუდად ვხდები ისე მზიზღდება .
პური სულ ერთXელ გამოვაცხვე, ისეთი გამოვიდა რომ მეორედ გამოცხობის სურვილი აღარ მაქვს biggrin.gif biggrin.gif
ბებიაჩემის გამომცხვარი კი ძალიან მიყვარს. თონეში ჩაკრული, ოდნავ შებოლილი სურნელით და გემოთი.

უფ როდის ჩამოვალ რაა biggrin.gif ეს ორი წლის ნათმენი სულ ერთ თვეში უნდა ავინაზღაურო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Jan 2008, 12:40
revolucioneri
ვინ ურევს, კიდევ გასარკვევია biggrin.gif ფილმი კი შენთვის არ დავდე, სხვა ადრესატი ყავდა, თუ შეამჩნიე wink.gif
მოკლედ, თემა იწმინდება ოფებისგან და შეეცადეთ, წეროთ მხოლოდ პურზე!

Posted by: kanonika 14 Jan 2008, 19:01
gabarzgaleba
QUOTE
რაჭველებმა ყველამ იციან პურის ცხობაც

რადგან ბაბუა გყოლიათხაბაზი, ეგებ გვითხრათ რატომ არის ეს ტრადიცია რაჭაში? თორემ კახეთში მცხობელი კაცი არ მინახავს.
თან რაჭა დასავლეთ საქართველოა და დასავლეთში პური და სიმინდის ქფვილი ერთი რაოდენობით მიდის.


მე კუტი პური მიყვარს.

©TG
ესპანეთიდან პოსტავ?

Posted by: Blue Note 15 Jan 2008, 02:57
revolucioneri
QUOTE
ხალხო, კიდევ დამავიწყდა, სხვადასხვა კულტურაში, თურმე, პურისგან კერზებს ამზადებენ, თუ იცით, დადეთ რაა. კახეტში ამზადებენ პურის შეჭამანდს, ვინ იცის, ზუსტად როგორ კეტდება?

ტრადიციული ჩეხური კერძია ნივრიანი წვნიანი პურში. პური ამოღრუტნულია და ზედ გადაჭრილი ნაჭერი სახურავად ახურავს. თან წვნიანს ჭამ, თან შიგნით დამბალი კედლებიდან ცოტ-ცოტა პურს აფხეკ და აყოლებ. ბევრს მოსწონს. მე არ ვგიჟდები, მართალი რომ ვთქვა...

Posted by: kanonika 15 Jan 2008, 12:31
Blue Note
QUOTE
თან წვნიანს ჭამ, თან შიგნით დამბალი კედლებიდან ცოტ-ცოტა პურს აფხეკ და აყოლებ.

ჩვეულებრივი კოვზით იჭმევა თუ რაიმე ნავაროჩენი რამე სჭირდენა, აი ის რომ არის ჩანგალ-დანა, ნახევარ მხარეს მასრი პირი აქვს, რომ ჩამოჭრა, ოღონდ რა ეგ აღარ მახსოვს.

Posted by: westsider 15 Jan 2008, 13:19
გერმანელებს მართლა უამრავი პურის სახეობა აქვთ

ალბათ რამდნეიმე ათასი იქნება ჯამში

მაგრამ მე ამათი თავი პური არ მიყვარს და არ მომწონს

ამათ აქვთ კარგი პურუკები
იგივე ბროთხენები

უამრავი სახეობის,ზოგი გოგრის თესლით,ზოგი მზესუმზირას თესლით და ა.შ.
აი ესენი მაგრებია



და გემრიელი პური მეგულება ევროპაში ბაგეტი
ამაზე გემრიელი არ ვიცი მე სხვა აქ
კი იქნება მარა მე არ ვიცი პროსტა





ქართულს რაც შეეხება

რამდენადაც ისტორიიდან მახსოვს ლავაში ჩვენი არაა
ეგაა ძველი სპარსული პური


შოთიც მაგათგანაა იმჰო



ჩვენი პური რომელია?
მრგვალი პური=?

Posted by: annak 15 Jan 2008, 13:25
westsider
QUOTE
ჩვენი პური რომელია?
მრგვალი პური=?

არა მგონია ჩვენი პური მრგვალი პური იყოს. ნუ დაგვცინი biggrin.gif
ჩვენი არის შოთი პური.
მე ძალიან მიყვარს ნამდვილი შავი პური, რუსეთში გადასარევია და სუნიც ფანტასტიური აქვს.

Posted by: westsider 15 Jan 2008, 13:34
annak
როდის დაგცინით კაცო sad.gif
პირიქით


ჩვენი პური მანდ რაც ვიცი არის შოთი,ლავაში,მრგვალი ქარხნის და გრძელი პური რომაა აი რელიეფური რა ქვია არ ვიცი

და ამათგან რეალურად ჩვენი ისტორიული არცერთი არაა



ჩვენი ალბათ ბრტყელი თეთრი პური იქნება
რაჭაში იციან ეგეთის გამოცხობა

Posted by: annak 15 Jan 2008, 13:39
westsider
QUOTE
როდის დაგცინით კაცო

ვიხუმრე აი დამადასტურებელი სმაილიკიც biggrin.gif
QUOTE
ჩვენი ალბათ ბრტყელი თეთრი პური იქნება
რაჭაში იციან ეგეთის გამოცხობა

ვითომ? ეგეც ჩვენია მაგრამ მე შოთიც ჩვენი მეგონა.
ისე რაჭული პურის გამოცხობა მეც ვიცი ფეჩზე, ადრე ჩვენს სოფელში პური არ იყიდებოდა და მიწევდა.

Posted by: westsider 15 Jan 2008, 13:44
annak
QUOTE
ისე რაჭული პურის გამოცხობა მეც ვიცი ფეჩზე, ადრე ჩვენს სოფელში პური არ იყიდებოდა და მიწევდა.

+1
მე ყურება და ჭამა მიწევდა biggrin.gif


შოთი და ლავაში არაა ჩვენი 99% მარა მაინც იმჰო

Posted by: annak 15 Jan 2008, 13:53
შავი პურის სუნი არავის გიყვართ? მე ძალიან.
ეხლაც კი სუპერმარკეტში ჯერ გულს ვიჯერებ თითქოს ამით ვსაზღვრავდე ხარისხსს და მერე ვყიდულობ იმას რომელიც უფრო არომატულია.
თუმცა მეუბნებიან თბილისში ნამდვილი შავი პური არ იყიდება ღებავენო.
sad.gif

Posted by: westsider 15 Jan 2008, 13:55
annak
შავი პური მანდ ძაან დაბალ დონეზე იყო რო წამოვედი

აქ გერმანიაში შAვი და მუქი პურები იმდენად არომატული და გემრიელია რო რარაც მხრივ გარკვეულ საჭმელზე ჯობია კიდევაც თეთრს

სულ საჭმელად თეთრი მირცევნია მაგრამ შAვს დიდი მუღამი აქვს

Posted by: annak 15 Jan 2008, 14:23
westsider
რაჭის რომელი სოფლიდან ხარ? რაჭველების თემაშიც შემოდი ხოლმე რა, გავიხსენოთ ჩვენი რაჭა
* * *
და გავიხსენოთ ფეჩზე ან თონეში გამაომცხვარი რაჭული პურის გემოც.

Posted by: westsider 15 Jan 2008, 15:18
annak
ამბროლაურის რაიონიდან ვარ
აბანოეთი და საკეცია
ამბროლაურშიც მაქ სახლი ხვანჭკარის ქუჩაზე smile.gif

Posted by: annak 15 Jan 2008, 16:12
westsider
QUOTE
ამბროლაურის რაიონიდან ვარ
აბანოეთი და საკეცია
ამბროლაურშიც მაქ სახლი ხვანჭკარის ქუჩაზე

smile.gif ამბროლაურში ხშირად ვისვენებდი ქუჩებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია სადღაც საავადმყოფოებთან იყო საკუთარი სახლები.

Posted by: westsider 15 Jan 2008, 16:40
annak
აი მაგ ყოფილ საავადმყოფოში ვარ დაბადებული sad.gif
ეჰ როგორ დაინგრა


ვის იცნობ აბა იქეთ?რეხვიაშვილებს ხო არ იცნობ?
ან ბექას,ან ფარნას ან კენჭაძეებს

Posted by: annak 15 Jan 2008, 17:45
westsider
ვგრძნობ ამ თემიდან მალე მიგვაბრძანებენ იმიტომ რომ რაჭის ფილიალად ვაქციეთ.
არავის ვიცნობ.
ბავშვობაში ვისვენებდი მამაჩემის მეგობართან და საშინლად ვიტანჯებოდი არასად არ მინდოდა დასვენება ჩემი სოფლის გარდა.
ეხლა უბრალოდ კარგად მახსენდება, თორემ მაშინ ძალიან ვაპროტესტებდი.
* * *
westsider
გელით რეგიონებში რაჭის თემაში.
yes.gif რაჭაზე მოგონებები იქ.

Posted by: auau 15 Jan 2008, 18:13
მე მიყვარს კახეთში რუხ შოთებს რომ აცხობენ ადგილობრივი ხორბლით და საფუარის ნაცვლად "ხაშს"(მჟავე ცომია სპეციალურად შენახული) რომ უკეთებენ და კილომეტრზე რომ გადის სუნი. შავი პური ჩემს ბავშვობაში არ იყო პოპულარული.პაპაჩემს მოჰქონდა ჭვავის პურები ბურახის გასაკეთებლად. ძველი ხალხი რუსულის ცუდი თარგმანით "არჟანოვის პურს "უწოდებდა (რჟანოი ხლებ).

Posted by: kanonika 15 Jan 2008, 19:07
QUOTE
ამათ აქვთ კარგი პურუკები
იგივე ბროთხენები



ოო, ეს ჩემი საყვარელი თემაა, და აქვე თემა რომ არ დაიხუროს და საინტერესო გახდეს დავწერ იმ ტრადიციაზე რაც გერმანიაში არსებობს და რაც ყველაზე მეტად მომწონს და მენატრება ხოლმე.

მოკლედ ბროთჰენები არის პატარა პურუკები, ათასი სახი ბროთჰენები არსებობს, ვერ ჩამოვთვლი, აი ფანტაზია რამდენზეც გაქაჩავს და გეყოფათ, იმდენი სახის ბროთჰენია,.

მაგრამ საქმე პროთჰენის გემოსა და ნაირსახეობას არ ეხება, ჩვენი პური რომ არომატს გამოსცემს, ბევრი ვერ დაიკვეხნის, საქმე ეხება იმ ტრადიციას, რომელიც ბროთჰენს უკავშირდება.

შაბათ-კვირას ევროპაში და ეს გერმანიაში კარგად ვიცი, მუშაობს მხოლოდ თონეები (ანუ პურის სახლები, ბეკერაი), სადაც დილის 7 საათიდან აცხობენ ბროთჰენებს, რადგან ამ ტიპის პურს გერმანულ ოჯახებში მხოლოდ შაბათ-კვირას მიირთმევენ და ეს არის ძალიან კარგი ოჯახური ტრადიცია, ნუ ის რომ ვინ მიდის საყიდლად, რა მორიგეობით, რამდენს ყიდულობენ - ეგ ოჯახის გემოვნებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული, მაგრამ შაბათ-კვირა გერმანულ ოჯახებში ბროთჰენების ჭამით იწყება და ყველა გერმანულ ოჯახში ბროთჰენის საღი პური არომატი ტრიალებს სიყვარულთან ერთად love.gif

Posted by: westsider 15 Jan 2008, 19:32
kanonika
შენ ოპერი ხო არა ხარ სვინგერების ოჯახში biggrin.gif ?

Posted by: Peppi 15 Jan 2008, 19:35
პური მეც ძალიან მიყვარს, ქართულ, ცხელ ლავაშს, როგორ მენატრება ხოლმე . .

ყოველდღიურად კი შავი, მზესუმზირებიანი პური კარგია ნამეტნავად wink.gif

ყველიანი პურიც მიყვარს

მე თვითონაც გადასარევად ვაცხობ

Posted by: westsider 15 Jan 2008, 19:36
Peppi
QUOTE
მე თვითონაც გადასარევად ვაცხობ

გინდა კაი ღიპიანი ,მსმელ-მჭამელი და დამრტყმელი გერმანელი გაგირიგო ? biggrin.gif

Posted by: kanonika 15 Jan 2008, 19:42
westsider
QUOTE
შენ ოპერი ხო არა ხარ სვინგერების ოჯახში  ?


lol.gif
არა, მაგრამ ხშირად მიწევს ბერლინში ჩასვლა და დღიური ხარჯი დაზოგვის მიზნით მეგობრებთან ვრჩები ხოლმე და თუ ოჯახში ვრჩები იგ გადავაწყდები ხოლმე ეგეთ რაღაცეებს.

ხო, ამას წინათ პანსიონში მომიწია დარჩენა სტუდენტებთან და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ იყო, ამ ტრადიციას იცავდნენ და შაბათს მშვიდობიანად ამოიტანეს ბრითჰენები, ხოლო კვირას უკვე დასცხეს, მე გუშინ ვიყავი, ის წინა კვირას და ამ პონტში, ამიტომ მე წავედი, მგონი გულში ესეც ფიქრობდნენ.

Posted by: fiesta_eterna 15 Jan 2008, 23:58
revolucioneri
კაი ქენი ეს ტოპიკი რომ გახსენი, ძალიან საჭიროა. მე მინდოდა პურზე ტოპიკის გახსნა და 2 დღის წინს მოდერს მივწერე პმ-ით თუ შეიძლება მეთქი და , არისო ტოპიკიო, მიმითითა ,,ცომეულ-ფქვილეულობა, პიცა, ხაჭაპური, ღვეზელი და ა.შ." და იქ დაპოსტეო, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ პურის ტოპიკი ცალკე უნდა ყოფილიყო. ახლა ვაკოპირებ ჩემს იქ დადებულ პოსტს პურზე:
რომელიც ძალიან აქტუალურად მიმაჩნია, საქართველოში პურის წარმოებაზე.

QUOTE
ხალხო, გამაგებინეთ აცხობენ საქართველოშო ნორმალურ შავ პურს?!! მე ჯერ არსად მინახავს! ყველა შავ პურში რაღაც საშინელებებს ურევენ, საფუარის გარდა კიდევ რაღაც დანამატებს, აღარ ვლაპარაკობ იმ რაღაც ფერზე, რომელსაც გასაშავებლად იყენებენ. საზღვარგარეთ, ყველამ იცით, რომ ყველაზე ძვირი არის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ( ორგანიკ, ასე ეძახიან) შავი პური და გემოც ისეთი აქვს, მარტო პურსაც სიამოვნებით შეჭამ. ასეთი კარგი პური შარშან მოსკოვში გავსინჯე, სუნიც და გემოც ნამდვილი კარგი, ნატურალური პურის ჰქონდა. აქ რა ჯანდაბა ხდება და საერთოდ რას გვაჭმევენ პურის მაგივრად რას?!!!


Posted by: Blue Note 16 Jan 2008, 01:41
kanonika
QUOTE
მაგრამ საქმე პროთჰენის გემოსა და ნაირსახეობას არ ეხება,

მაგაში ვერაფრით დაგეთანხმები პურუკების სტაჟიანი მჭამელი. biggrin.gif
QUOTE
ამ ტიპის პურს გერმანულ ოჯახებში მხოლოდ შაბათ-კვირას მიირთმევენ

ამაში ხომ მთლად ვერ დაგეთანხმები. უბრალოდ, ოჯახი საუზმეზე მშვიდად შესაკრებად დროს მხოლოდ შაბათ-კვირას პოულობს ხოლმე, თორემ ისე ბევრი ყოველდღეც ჭამს და დღის სხვადასხვა დროსაც. რაც მე ბროტხენების ბუტერბროდები მაქვს ნაკეთები, იმდენი აგური რომ დამედო ერთმანეთზე, ერთ პურის ქარხანას ქე ავაშენებდი biggrin.gif

Posted by: kanonika 16 Jan 2008, 02:01
Blue Note
QUOTE
მაგაში ვერაფრით დაგეთანხმები პურუკების სტაჟიანი მჭამელი. 

იმის თქმა მინდოდა, რომ ბროთჰენს მყუდრო ოჯახური გარემო შემოაქვს თქო, სწორედ ამ ტრადიციის გამო.

QUOTE
ამაში ხომ მთლად ვერ დაგეთანხმები. უბრალოდ, ოჯახი საუზმეზე მშვიდად შესაკრებად დროს მხოლოდ შაბათ-კვირას პოულობს ხოლმე, თორემ ისე ბევრი ყოველდღეც ჭამს და დღის სხვადასხვა დროსაც

კი, ბუტებროდების დიდი ნაირსახეობა ბროთჰენშია, აბა სად, მაგრამ პრინციპში რა უშლით რომ სხვა დღესაც იყიდონ ბროთჰენი და ერტად თუნდაც დილსი 8 საათზე ისაუზმონ? მაგრამ მგონია, რომ ბროთჰენების ის ნაირსახეობა რომელიც შაბათ-კვირის სახცობებშია, რომლებიც ერთადერთი მომუშავე ზავედენიებია შაბათ-კვირა დილით, რადგან მომხმარებლებს თბილი ბროთჰენები მიართვან - ზუსტადაც ეს ყველაფერი მხოლოდ შაბათ-კვირას ხდება, რაც არ ხდება ჩვენთან და არა მგონია სხვაგანაც.

Posted by: BEKO 16 Jan 2008, 02:08
kanonika
QUOTE
რომლებიც ერთადერთი მომუშავე ზავედენიებია შაბათ-კვირა დილით, რადგან მომხმარებლებს თბილი ბროთჰენები მიართვან - ზუსტადაც ეს ყველაფერი მხოლოდ შაბათ-კვირას ხდება, რაც არ ხდება ჩვენთან და არა მგონია სხვაგანაც.

ჩვენთან ნახევარი მოსახლეობა უმუშევარია, ან ოჯახის ერთი წევრი მუშაობს. სადა გვაქვს ეგეთი ფუფუნება, ეხ, ეხ....

Posted by: kanonika 16 Jan 2008, 02:16
BEKO
ხო, აბა ჩვენთან შაბათ-კვირას თუ არ ამუშავეს ბაზარი კვირის დღეებში არ აქვთ ესეთი ვჭრობა.

მაგრამ შაბათ-კვირას დილით ბროთჰენი, მართლა ოჯახური იდილიის სიმბოლოა, იმჰო

Posted by: kanonika 16 Jan 2008, 02:17
BEKO
ხო, აბა ჩვენთან შაბათ-კვირას თუ არ ამუშავეს ბაზარი კვირის დღეებში არ აქვთ ესეთი ვჭრობა.

მაგრამ შაბათ-კვირას დილით ბროთჰენი, მართლა ოჯახური იდილიის სიმბოლოა, იმჰო

Posted by: Peppi 17 Jan 2008, 13:27
პურის ჩხირები არ გიყვართ სიზამ მოყრილი?

westsider
QUOTE
გინდა კაი ღიპიანი ,მსმელ-მჭამელი და დამრტყმელი გერმანელი გაგირიგო ?

გაიხარე! smile.gif მაგრამ მყავს უკვე ერთი მასეთი, ოღონდ ქართველი და კაი მსმელ-მჭამელი და დამრტყმელი, მაგრამ ღიპიანი არაა, იმდენს ვარჯიშობს, რო . .

უნდა შეგახარბოთ: მაგარი წიგნი მაქვს პურებზე, გამოცხობის ტექნიკასა და მრავალფეროვნებაზე.


Posted by: gabarzgaleba 16 Mar 2008, 15:31
გუშინ მეიდანში ვჭამე ძაან პრილიჩნი შავი პური, თვითონ აცხობენ, მართლა გემრიელია, ყუათიანი, ცივ ხორცსაც უხდება, ყველსაც, სალათებსაც, თევზს ხო უხდება და უხდება.

Posted by: Iulius 16 Mar 2008, 19:50
gabarzgaleba

user posted image

მე იმედი მაქვს, გაბარძგალება-ბატონო, ამ პურეულსაც არ დაუწუნებდით პოლის ოჯახს, ეს ჩემს მეიდანზე იღება.

Posted by: სექსტეტი 17 Mar 2008, 02:01
Iulius
QUOTE
მე იმედი მაქვს, გაბარძგალება-ბატონო, ამ პურეულსაც არ დაუწუნებდით პოლის ოჯახს, ეს ჩემს მეიდანზე იღება.


http://www.paul.fr/fr/produits-pains.php#

ასე ჯობია yes.gif

user posted image user posted image
user posted image

Posted by: gabarzgaleba 17 Mar 2008, 02:46
Iulius
QUOTE
მე იმედი მაქვს, გაბარძგალება-ბატონო, ამ პურეულსაც არ დაუწუნებდით პოლის ოჯახს, ეს ჩემს მეიდანზე იღება.


სექსტეტი
QUOTE
მე იმედი მაქვს, გაბარძგალება-ბატონო, ამ პურეულსაც არ დაუწუნებდით პოლის ოჯახს, ეს ჩემს მეიდანზე იღება.

http://www.paul.fr/fr/produits-pains.php#

ასე ჯობია 


მაშინ მოკვდეს ეს ბიჭი, როცა ე მაგარი პურეული დაგიწუნოთ biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Iulius 17 Mar 2008, 09:52
სექსტეტი
gabarzgaleba

საფრანგეთში, რომელზე დაკვირვების საშუალებაც ამჟამად მე მაქვს, მიმდინარეობს ფარული, მაგრამ გააფთრებული ბრძოლა პურის ბაზრისთვის. აი, ისეთი გააფთრებული, რომ მამა ბურჯანაძესაც გააკვირვებდა, არათუ მუდმივად გაკვირვებულს მის შვილსა. იბრძვიან სექსტეტის მის მოწონებული Paul, სექსტეტის მიერ მოსაწონი ან უკვე მოწონებული Brioche dorée, ჩემი ახალი სიყვარული Histoire du pain და მრავალი უსახელო გმირი Boulangerie-pâtisserie.

სურათი ჩემი მეიდნიდან:

user posted image

Posted by: gabarzgaleba 18 Mar 2008, 21:36
დღEს ღამე დავრჩი უპუროდ ამისდედავატირე. ყველას დაგვავიწყდა, ხლებცი მაქვს მარტო. ხლებცი მივაყოლო ეხა ხამსას?

Iulius

რაია ბუჯო, რამხელა სურათი დაგიგდია, ოთახში პურის სუნი დადგა. biggrin.gif მე კიდე ეგ მინდა?

Posted by: xachapuridze 18 Mar 2008, 21:45
ამ იულიუსმა ჯერ კინაღამ ჩემი ავატარიანად გადამყლაპა, ეხლა კიდე პურიო. გაგადი მხალეულის თემაში.

Posted by: fiamifero 19 Mar 2008, 17:20
ბაგეტიზე დაგიწერიათ 5 გვერდი, მარა ლატვიაში რო პურებია....ვგიჟდებიიიიი
გინდ თეთრი და გინდ შავი, ყველა შედევრია და მე ეგეთი გემრიელი არაფერი მიჭამია

Posted by: August 28 Mar 2008, 16:53
QUOTE (fiamifero @ 19 Mar 2008, 16:20 )
ბაგეტიზე დაგიწერიათ 5 გვერდი, მარა ლატვიაში რო პურებია....ვგიჟდებიიიიი
გინდ თეთრი და გინდ შავი, ყველა შედევრია და მე ეგეთი გემრიელი არაფერი მიჭამია

კრაკოვში ყოველ წელს ტარდება პურის დღეობა
თაფლიანი, მზესუმზირიანი, ხაშხაშიანი, ქიშმიშიანი, ხახვიანიი,ნივრიანი, ხაჭოიასნი, სოიოსი, ათასნაირ მარცვლოვანი და რა ვიცი კიდევ რა ... და თქვენ წარმოიდგინეთ ნაზუქებიც კი, მაგრამ ერთი ჩვენი თონის პური... შოთის ყუა ყველაფერს მირჩევნია!!!!
აქ მხოლოდ ჩამონათვალი რომ ნახოთ ისიც კი შთამბეჭდავია
http://www.goscinneprogi.pl/ku_chleb.html

დედაჩემი II დღის თონის პურს წყალს გადაავლებდა და გაზქურაში ცხაურზე აცხელებდა ... ზღაპარი მონაგონია!

ამაში კი სიმინდის ფქვილია


Posted by: kanonika 28 Mar 2008, 16:56
August
QUOTE
ამაში კი სიმინდის ფქვილია

ეგ მჭადი ყოფილა biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 5 Apr 2008, 02:19
კოლორადოდან დასავლეთით პური არ უვარგათო, ერთი პერსონაჟი ამბობს, წყალია ცუდიო და იმიტომო. smile.gif

Posted by: (c)TG 19 May 2008, 14:52
პურის ცხობა დავიწყე ანუ მე კი არა, საცხობი აცხობს თვითონ და მე მივირთმევ

ეხლა მითხარით, სად ვიყიდო ან ჭვავის ფქვილი ან რამე წესიერი ფქვილი? whole grain wheat აქ ალბათ არ იყიდება?! ანუ ავგუსტი რომ ეძახის სრულმარცვლოვანი ფქვილი

Posted by: Bivrili 30 May 2008, 21:26
QUOTE
პური ჩვენი არსობისა!,

კი ნამდვილა ასეა......................

მაგრამ ამ ბოლო დროს მგონი ის პური რაც აქ ცხვება უფრო დაავადებების გამომწვევია...............

თეთრ პურს საერთოდ ვეღარ ვჭამ, შავზე კი მითხრეს რომ რაღაც ინგრედიენტებს შეიცავსო................
და შავი პური 10 დღე უნდა დამჟავდეს და მერე უნდა გამოცხვესო .............დავიჯერო აქ ამ წესებს იცავენ?.................

იქნებ მირჩიოთ რომელი შავი პური ჯობია ......................


Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 00:22
საერთოდ აღარ ვყიდულობ პურს და გადასარევად ვგრძნობ თავს...


Posted by: tos-ka 31 May 2008, 00:30
©TG
QUOTE
სად ვიყიდო ან ჭვავის ფქვილი


ჭვავს საქართველოში ვინ დაგიფქვავს? შემოტანილი უნდა მოძებნო. პოპულში ვნახე, მგონი, და ლიტვურ საცხობში აქვთ ჭვავის ფქვილი, თუ გიწილადეს smile.gif

Posted by: (c)TG 31 May 2008, 01:16
tos-ka
QUOTE
ჭვავს საქართველოში ვინ დაგიფქვავს? შემოტანილი უნდა მოძებნო. პოპულში ვნახე, მგონი, და ლიტვურ საცხობში აქვთ ჭვავის ფქვილი, თუ გიწილადეს

პოპულში არ მინახავს, კარგად ვნახო აბა

და ლიტვური საცხობი სად არის, მივადგები მანდაც (ზედ აწერია მისამართი ალბათ პურს)

გაიხარე იდეებისთვის

Posted by: August 31 May 2008, 10:27
©TG
eek.gif
ეს შენი გამოცხობილი პურია?
ძალიან გთხოვ დაწერე რა როგორ ცხვება ?

Posted by: tikope 31 May 2008, 18:41
QUOTE
ეხლა მითხარით, სად ვიყიდო ან ჭვავის ფქვილი ან რამე წესიერი ფქვილი?

ჩვენც ვეძებთ , მაგრამ ვერ მივაკვლიეთ , ჯერ. ჩვენც პურის საცხობი გვაქვს და ახლა შავი გვინდა გამოვაცხოთ ,ისე რუხი ფქვილისგან გამოვაცხვეთ და ჩემმა ქმარმა ხმელი ქიმძი შეურია, გემრიელი გამოვიდა

Posted by: Bivrili 31 May 2008, 19:51
©TG

სად იყიდე ეს საოცრება იქნებ მითხრა?...............
საცხობზე გეკითხები.....................

Posted by: (c)TG 1 Jun 2008, 00:59
August
QUOTE
ეს შენი გამოცხობილი პურია?
ძალიან გთხოვ დაწერე რა როგორ ცხვება ?

ჩემი კი არა საცხობის გამოცხობილია user.gifმე მხოლოდ ინგრედიენტები ჩავყარე

ეს არის ჩეხური ფირმის ETAს საცხობი, მოყვება რეცეპტების ბროშურა და ჭიქა დოზატორი (ფქვილისთვის), საზომი კოვზი (ჩაის კოვზი და სადილის კოვზი), რკინა (სათქვეფების ამოსაძრობი, რომ ცხვება პურში რჩება, მანამდე ვერ ვაძრობ და ამ რკინით ადვილად ამოდის პურიდან სათქვეფები)
ფრანგული პური:
საფუარი 1 1/2 ჩ.კ.
ფქვილი 700 გრ.
მარილი 1 ჩ.კ.
რძის ფხვნილი 2 ჩ.კ.
3 სადილის კოვზამდე (ცოტა ნაკლები) ნაღების კარაქი
წყალი 490 მლ

სულ ესაა რაც მევალება, ინგრედიენტების აწონვა, ვყრი მიმდევრობით და ვაყენებ რეჟიმს: ყავისფერი კანი, ტოსტი

ცხვება 1.5 კგ პური, თუ ფერი არ მომეწონა და მეტად დაბრაწული მინდა ან სქელი კანით, კიდევ ვრთავ დამატებით ცხობის რეჟიმს და ცოტა მეტ ხანს ცხვება. სულ 3.5 სთ სჭირდება დიდი დაბრაწულკანიანი პურის გამოცხობას. აქვს ექსპრეს ცხობაც (ჯერ არ მიცდია) 1.5 სთ
Bivrili
სად და ლილოში ზემოთ (არ ვიცი სად, ბევრი ვიბოდიალე) გამოკრულია აბრა რიგებს შორის ETA და იქვეა ამ ფირმის მაღაზია სადაც მარტო ჩეხური (ამ ეტას ფირმის) ელექტროსაქონელი იყიდება. ფასები როგორაა იცი, გაურკვეველი ფირმების საქონელზე ორმაგად ძვირია, მაგრამ რატომღაც საცხობი ეს უფრო იაფი იყო ვიდრე მაგ. პანასონიკის. აქ რა პანასონიკიც შემოდის, მოგეხსენება. ეს საცხობი ღირდა 140 ლარი. ტოსტერი 45 ლარი, ხელის ბლენდერი 70 ლარამდე (მგონი). ნუ მე მიყვარს ჩეხური, პოლონური რაღაცეები როცა სხვა არჩევანი არ არის ხარისხიანი პროდუქციის. ერთადერთი ბოში ამართლებს თითქოს, მაგრამ ეგეც თურქული შემოდის აქ და რე ვიცი რე ვიცი, თან ბევრად ძვირია

ჯემსაც ხარშავსო ინსტრუქციაში წერია. მოკლედ ეს ფრანგული პური მომეწონა ვიდრე კლასიკური თეთრი პური (რაღაც თეთრივით დარჩა და ძალიან გაფუვდა, ფუნთუშას გავდა)

ეხლა თუ ვიშოვე სადმე სრულმარცვლოვანი ფქვილი ან ჭვავის, მერე ნახეთ ცხობა და ცხობა
* * *
tikope
QUOTE
რუხი ფქვილისგან გამოვაცხვეთ და ჩემმა ქმარმა ხმელი ქიმძი შეურია, გემრიელი გამოვიდა

აი სურათზე რაც არის, ეგ არის რუხი ფქვილით გამომცხვარი

ფრანგული პურს თეთრი უმაღლესი ხარისხის ფქვილი (მზეკაბანი ვიყიდეთ) სჭირდება და სულ მაგას ვაცხობთ

ხოდა რა ვიცი, არ მიყვარს ქინძის თესლებით პური და იმიტომ ვეძებ ან ჭვავს ან რამე წესიერ ფქვილს

Posted by: cesdeba 1 Jun 2008, 01:41
უი, ასეთი საცხობი წერეთელზე ვიყიდე. ეკლესიის წინ არის გერმანული მეორადი ტექნიკის მაღაზია. 50 ლარი ღირდა. ზელს, ამოყავს აცხობს და ითიშება თავისით.

Posted by: (c)TG 1 Jun 2008, 01:44
cesdeba
საპირისპირო მხარესაა წერეთელზე? რეებია კიდევ?

Posted by: infra-red3 1 Jun 2008, 02:43
აი პული........
საოცრებაააააააა wow.gif

Posted by: marki 17 Jun 2008, 15:51
შემოდგომის მიწურულს სოფელში, თონიდან ამოვარდნილი სითბო და სურნელი ....

Posted by: marki 17 Jun 2008, 15:55
მერე ახლად ამოყრილი ცხელ-ცხელი ....

Posted by: marki 17 Jun 2008, 16:02
და იქვე სათონეში, სახელდახელოდ წამოწყებული:

Posted by: BAUSHKE_ 17 Jun 2008, 16:07
ამას წინათ ერთი უკრაინელი ზუსტად ქართულ თონის პურს მიქებდა smile.gif

Posted by: kanonika 17 Jun 2008, 16:38
marki
მოგკლავ,

ეს რა სურათები დადე,
თონის პური სუნი ტრილებს,
მაგასთან გუდა ყველი, მწვანილი, კიტრი-პამიდვრიი სალათა, რეჰანმოჭრილი კახური ზეთით ..............


Posted by: marki 17 Jun 2008, 16:45
kanonika
QUOTE
მაგასთან გუდა ყველი, მწვანილი, კიტრი-პამიდვრიი სალათა, რეჰანმოჭრილი კახური ზეთით ..............


და თონეში შებოლილი ვიჩინა ....

Posted by: amadeus 17 Jun 2008, 18:23
QUOTE
და თონეში შებოლილი ვიჩინა ....


საშინელებააა

სადიზმი

თონეში რა უნდა ღორუკას?


Posted by: BAUSHKE_ 17 Jun 2008, 20:38
ღორუკა არ ვიცი, მაგრამ თონეში ისე კარგად იწვება გოჭი ... sad.gif



Posted by: (c)TG 18 Jun 2008, 01:49
marki
ეგ პურები უნდა ჩააბრუნო ახლიდან და წითელი კრაწუნა "სუხარი" გამოდის
გუდის ყველთან უგემრიელესია

თუმცა რას გასწავლი, ისეთი სურათები დადე, კი გეცოდინება

Posted by: kukuruku 18 Jun 2008, 01:55
კაი შავი პური, ნამდვილი ყოველგვარი მინარევების გარეშე ცხვება თბილისში? თუ იცით მეც მითხარით თქვენს გახარებას. user.gif

Posted by: kanonika 18 Jun 2008, 02:12
©TG
QUOTE
ეგ პურები უნდა ჩააბრუნო ახლიდან და წითელი კრაწუნა "სუხარი" გამოდის
გუდის ყველთან უგემრიელესია



ბაბო ჭამდა და ჩაის აყოლებდა user.gif

Posted by: marki 18 Jun 2008, 17:04
©TG
QUOTE
ეგ პურები უნდა ჩააბრუნო ახლიდან და წითელი კრაწუნა "სუხარი" გამოდის
გუდის ყველთან უგემრიელესია


უმაგრესია!!!


ესეც პური ჩვენი არსობისა:

რავარი ჩანაფიქრია?

Posted by: BAUSHKE_ 20 Jun 2008, 19:42
©TG

შენ რო საცხობი გაქვს მაგაში აკეთებენ თურმე ლუდიან და რძიან პურს (ერთად), ძაან კაი რამეაო,
რეცეპტი იცი? smile.gif

Posted by: August 20 Jun 2008, 21:48
©TG,
დიდი წამზერია რამე ვარ lol.gif
ვიყიდე პურის საცხობი რადგან მომხიბლა საკუთარი ხელით გამოცხობილი პურის იდეამ...

უკვე 2-ჯერ გამოვაცხვე საუცხოო გამოვიდა. 700 გრ ფქვილით 1კგ-იანი და ღაც მთავარია ნამდვილი თონის პურის სული და გემო ჰქონდა...
დიდი მადლობა 2kiss.gif
არც კი ვიცოდი ასეთი რამე თუ არსებობდა.

ხვალ მზესუმზირიანის გამოცხობას ვაპირებ და თუ კარგი wink.gif გამომივა დავდებ სურათს

Posted by: CZ88 20 Jun 2008, 22:16
August
QUOTE
ვიყიდე პურის საცხობი რადგან მომხიბლა საკუთარი ხელით გამოცხობილი პურის იდეამ...


ეკონომიის ამბავშიც ჯობია პურის საცხობი ნეტა? ძვირია პური,მაგრამ დენიც რომ ძვირია biggrin.gif სერბიაში სახლში ვაცხობთ პოგაჩებს, შეშის ფეჩში, მაინც მთელი დღე ანთია, სადილსაც მასზე ვამზადებთ.

Posted by: August 20 Jun 2008, 23:22
CZ88,
არ ვიცი გამოდის თუ არა უფრო ეკონომიური?
600 გრ ჩვეულებრივი თეთრი პური აქ 3 ზლოტამდე ღირს.
1კგ ყველაზე იაფი თეთრი პურისფქვილი 1,40 ზლოტია (სხვათაშორის მშვენიერი ხაჭაპური გამოდის ამ ფქვილისგან).
1კგ ყველაზე უპრეტენზიო პურს აცხობს 700 გრ ფქვილი 360 მლ წყალი 2 ს.კ ზეთი, 1,5 - 2 ჩ.კ მარილი და 0,5 ჩ.კ მშრალი საფუარი
... მოზელვისა და გამოცხობისთვის 3,5 საათი სჭირდება

საცხობის სიმძლავრე 450 ვატია

აი, ხვალ, რომ პურის გამოცხობას ვაპირებ ის არის სრულმარცვლოვანი ფქვილი და კიდევ მზესუმზირა დამატებული.
1კგ 5.4 ზლოტი ღირდა ... ეგ არაფრით გამოვა უფრო იაფი lol.gif

Posted by: CZ88 20 Jun 2008, 23:30
August
QUOTE
აი, ხვალ, რომ პურის გამოცხობას ვაპირებ ის არის სრულმარცვლოვანი ფქვილი და კიდევ მზესუმზირა დამატებული. 1კგ 5.4 ზლოტი ღირდა ... ეგ არაფრით გამოვა უფრო იაფი


სრულმარცვლოვანი პური მაღაზიაში ან საცხობებში უფრო ძვირია ისედაც, ვიდრე თეთრი. მგონი, არც ისე ეკონომიური გამოდის smile.gif

Posted by: (c)TG 21 Jun 2008, 01:18
BAUSHKE_
QUOTE
შენ რო საცხობი გაქვს მაგაში აკეთებენ თურმე ლუდიან და რძიან პურს (ერთად), ძაან კაი რამეაო,
რეცეპტი იცი?

რეცეპტების ბროშურა მოყვება და "პივნოი ხლებ" ეგ არის ალბათ?!

1080 გრ. პურისთვის:
წყალი 225 მლ
ლუდი 225 მლ
სრულმარცვლოვანი ხორბლის ფქვილი 280 გრ
წიწიბურას ფქვილი 180 გრ
სრულმარცვლოვანი ფქვილი из пшеницы шпалды (ეგ არ ვიცი რა არის) 180 გრ
მარილი 1 1/2 ჩ.კ.
სეზამის მარცვლები 75 გრ
чёрный солод (овсяный солод) 10 გრ
მშრალი საფუარი 1 პაკეტი (ანუ 10 გრ.)

სავარაუდოდ ინგრედიენტებს ცვლიან თბილისში თუ აცხობენ, მეეჭვება ჩორნი სოლოდ რა არის ვინმემ იცოდეს ან შპალდა

August
QUOTE
დიდი მადლობა
არც კი ვიცოდი ასეთი რამე თუ არსებობდა

smile.gif მიხარია, რომ მოგეწონათ

აი ამ წუთას კარტოფილის პიურეთი პურს აცხობს ჩემი ქმარი, რა გამოვა, ფანტაზია არ მყოფნის
* * *
CZ88
ადრე ვიღაცამ გამოთვალა და 1 კგიანი პური 1 ლარი გამოვიდა დაახლოებით ანუ თბილისის ფასებისთვის ეკონომიურია, გაურკვეველი პური 70 თეთრი ღირს და ეს კიდევ 1 კგზე მეტია და თან ამისთანა პური. ისეთი სურნელი ტრიალებს ხოლმე სამზარეულოში.............

Posted by: CZ88 21 Jun 2008, 01:41
©TG
QUOTE
ისეთი სურნელი ტრიალებს ხოლმე სამზარეულოში.............


ალბათ გემრიელობის გამო თუ ღირს სახლში გამოცხობა, თორემ დენის დანახარჯიც რომ მიუმატო, იქნება მეტიც გამოვიდეს, პლიუს შრომა და დრო. სხვა საქმეა სოფელში, როცა შეშის ფეჩს ხმარობენ მიაყოლებ. მთაში ზამთარში ძირითადად მასეა.

მე ძალიან მიყვარს პოგაჩი, სერბიაში როცა ვარ ისედაც სულ პოგაჩს ვითხოვ, საშინელი პური აქვთ სხვა რაც მაღაზიაში იყიდება, ბამბასავითაა ფუმFულა და თურქულს გავს, აქ თურქების მაღაზიაში რომ მინახავს.ამიტომ ტრადიციული პოგაჩი ყველაფერს ჯობია.

* * *
ასეთია პოგაჩა, უსაფუარო ცომის პური:

http://www.radikal.ru

Posted by: (c)TG 21 Jun 2008, 02:24
CZ88
პოგაჩი გემრილად გამოიყურება, მეც არ მიყვარს ძალიან გაფუებული პური. თონეში კუტი პურები რომ ვარდება ნაცარში, ეგ მომწონს

Posted by: BAUSHKE_ 21 Jun 2008, 02:52
©TG
არა, ის რეცეპტი უფრო მარტივი მახსოვს.თუ გინდა დაგიზუსტებ მერე

Posted by: (c)TG 21 Jun 2008, 03:32
BAUSHKE_
QUOTE
არა, ის რეცეპტი უფრო მარტივი მახსოვს.თუ გინდა დაგიზუსტებ მერე

ოკ
მე რაც დავწერე, ეგ რეცეპტი მოყვა საცხობს და მარტივი თუა, შეიძლება გამოცხობა. აქ არ იშოვება ყველაფერი რაც რეცეპტებში წერია. იმდენი ვირბინეთ სანამ "პშენიჩნაია კრუპა" ვიშოვეთ. სრულმარცვლოვანი ფქვილი და ჭვავიც არ იყიდება არსად. მგონი წისქვილის ყიდვაც მომიწევს biggrin.gif

Posted by: Kakha 21 Jun 2008, 09:43
CZ88
დენს ბევრს არ ხარჯავს, ჩემი გათვლებით სადღაც 400 ვატს, თბილისში კილოვატი 17 თეთრია დაალოებით, და მეეჭვება ამაზე ძვირი კიდე ბევრგან იყოს და მაინც არ გამოდის ბევრი, 10 თეთრის ფარგლებში ერთ პურზე.
ამას გარდა იცი რას ჭამ
უამრავი რეცეპტია
ხორბლის ბურღული ვსინჯე და ძაან კაი გამოდის (ბაზრობაზეც იყიდება და პოპულშიც)
მე ეხლა ჭვავს ვეძებ, ჯერ მხოლოდ "ხლოპიების" სახით ვნახე.
აი ჭვავზე ცოტა ინფო
http://waltonfeed.com/self/rye.html
აქ კი რეცეპტებია მარა ყველა რეცეპტი სამწუხაროდ სპეციალური საფირმო ნარევითაა, თბილისში ასეთი რამ გამორიცხულია sad.gif
http://www.bobsredmill.com/recipe/

Posted by: BAUSHKE_ 21 Jun 2008, 13:33
©TG

რომელიმე თეთრი ლუდი 125 ml
რძე 125 ml
ფქვილი 400 g
ოდნავ დამდნარი კარაქი 20 g
ორი სუფრის კოვზი შაქარი
მარილი
ორი სუფრის კოვზი თაფლი და
ერთი შეკვრა საფუარი ( არ ვიცი აქაური დოზები რამდენად ემთხვევა მაქაურს)

ჩაასხამ რძეს და ლუდსო, მიამატებ კარაქს, შაქარს, მარილს და თაფლს, მერე ფქვილს და სულ ბოლოს საფუარს.
მარილი და საფუარი ერთად არ ჩაყაროთო. გამოაცხობ ნორმალურ ტემპერატურაზე

ესენი შაქარს ძალიან ხშირად უკეთებენ პურს, pain de mie-ს შემადგენლობა რო წაიკითხო სულ აწერია შაქარი ან რომელიმე
სინონიმი.

თუ გააკეთებ გაგვასინჯე biggrin.gif smile.gif


Posted by: (c)TG 21 Jun 2008, 22:50
BAUSHKE_
QUOTE
ერთი შეკვრა საფუარი ( არ ვიცი აქაური დოზები რამდენად ემთხვევა მაქაურს)

ეგ ვიცი, 10 გრამიანი შეკვრა იგულისხმება ანუ 1 ჩ.კ. საფუარი (დოზატორი მოყვება საცხობს და იქ არის 10 გრამიანი კოვზი)

გაგასინჯებ პურებს პარიზიდამ რომ ჩამოხვალ

Posted by: BAUSHKE_ 22 Jun 2008, 01:22
©TG

რა ვიცი, ფრანსინის საფუარიო და მე მგონი ფხვნილია ათგრამიანი. რაღაც ესე მახსოვს.
მაგასაც შეგითვალიერებ რაკი პურებს დამსპირდი smile.gif

ოღონდ კი არ დამავიწყდება biggrin.gif

Posted by: n_j 22 Jun 2008, 10:37
cesdeba
QUOTE
უი, ასეთი საცხობი წერეთელზე ვიყიდე. ეკლესიის წინ არის გერმანული მეორადი ტექნიკის მაღაზია. 50 ლარი ღირდა. ზელს, ამოყავს აცხობს და ითიშება თავისით.

მანდ ახლოს ვცხოვრობ და არ შემიმჩნევია ეგ მაღაზია, ზუსტად სად არის? ძალიან მომხიბლა პურის გამოცხობის იდეამ

მანდ კარგი ბულკებიც გამოცხვება

Posted by: CZ88 22 Jun 2008, 11:04
გაჩვენებთ ე.წ. "სლავსკი კოლაჩის" ნაირსახეობებს. "სლავა" არის სერბების ტრადიცია და აღნიშნავს ოჯახის მფარველი წმინდანის პატივისცემას ამ წმინდანის ხსენების დღეს, ისტორიულად დამკვიდრდა ჯერ კიდევ წმინდა საბას დროს, ყველა ოჯახს აქვს ეს სლავა ანუ ყავს მფარველი წმინდანი,ძირითადად კი ეს არის ოჯახის წინაპრების მონათვლის დღე და ამ დღეს რომელი წმინდანის ხსენებაც იყო, ოჯახის მფარველად იმას ირჩევენ. ეს მოკლე ისტორიულ-რელიგიური შესავალი. სლავის დღეს აუცილებლად კეთდება ეს სლავსკი კოლაჩი და არსებობს რიტუალები, თUმცა აქ შევჩერდები თვით ამ კოლაჩის გარეგნულ იერზე :

ე.წ. სლავსკი კოლაჩი, სხვადასხვანაირია, ყველა თავისებურად "რთავს", მასზე გამოსახულ სიმბოლოებს ყველას ახსნა აქვს: სიუხვის, სიცოცხლის, გამრავლების და ა.შ.

პ.ს. ჩვენების ოჯახში ამ კოლაჩზე უხვადაა ცომით გაკეთებული ნაწნავები, რაც ოჯახში გოგო ბავშვის გაჩენის თხოვნა-სურვილია (იმედს არ იწურავენ ჯერ კიდევ biggrin.gif ) rolleyes.gif

http://www.radikal.ru


მანამდე კი, შესაძლებლობის მიხედვით ხდება ეკლესიაში მათი ანუ კოლაჩების კურთხევა. ჯამებში რომ ხედავთ , ის არის მოხარშული ხორბალი, "ჟიტო" ქვია, ესეც ერთერთი ატრიბუტია სლავის დროს,ასევე დიდი დღესასწაულებისას, ხშირად მას ატკბობენ და გატარებულ ნიგოზს ურევენ, გემრიელია ძალიან :

http://www.radikal.ru


პ.ს. ცომი მზადდება ლუდის საფუარის გამოყენებით,არასამარხო შემთხვევებში იყენებენ კვერცხსაც. სხვა დანარჩენი როგორც პური ჩვეულებრივი.

პ.ს.ს. რას ნიშნავს "სლავსკი კოლაჩ" : უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ ჩვენს მადლიერებას, როგორც ჩვენი მხსნელის მიმართ. კოლაჩზე წითელი ღვინის დასხმა სიმბოლოა უფლის მიერ გოლგოთაზე დაღვრილი სისხლისა.

არსებობს "სპეციალური " სანთლები , რომელიც სწორედ სლავისთვის არის გათვალისწინებული, ძირითადად ეს "სპეციფიკურობა" გამოიხატება იმაში, რომ ეკუთვნის ამ დღის წმინდანს. სანთლის დანთება კი იგივდება ქირსტეს სწავლებასთან (განათ(ლ)ება).

Posted by: n_j 22 Jun 2008, 13:13
CZ88
აუ რა ლამაზია!!!
ეს როგორ უნდა შეჭამო, უნდა დადო და უყურო yes.gif
ნეტა როგორ აკეთებენ

Posted by: CZ88 22 Jun 2008, 21:53
n_j
QUOTE
აუ რა ლამაზია!!! ეს როგორ უნდა შეჭამო, უნდა დადო და უყურო yes.gif ნეტა როგორ აკეთებენ


კი, ბევრი მართლაც დიდ ფანტაზიას ავითარებს გასაფორმებლად smile.gif

რაც შეეხება თვით ცომს, ჩვეულებრივი ლუდის საფუარით აფუებული ცომია კვერცხით, მხოლოდ თუ მარხვაშია ეს დღე,მაშინ კვერცხს არ უკეთებენ. დანარჩენი ნავაროტკები, რაც გასაფორმებლად არის გამოყენებული, ისინიც ცომისგანაა, ამზადებინებენ სპეციალურ ხის ფორმებს, ისეთებს როგორიც სურთ, აი, გავრცელებული ფორმაა ჯვრების ფორმები ("ბეჭდები" და დაასვამენ ცომს), ბევრსაც ხელით "ძერწავენ" ცომისგან. გემოთი ჩვეულებრივი პურია. ასეთ პურებს აკეთებენ ასევე შობის დღესასწაულისათვის, მაგრამ ეს ქრისტიანულ ტრადიციებში შედის და ცხადია აქ არ მოვყვები ამ ტრადიციათა შესახებ.

Posted by: kanonika 22 Jun 2008, 22:07
CZ88
იდეა bis.gif

ახალი თემა გახსენი, კულინარია და ტრადიცია

ჩაქაფული, რომ აღდგომის მერეა გემრიელი და საცივი ახლაი წლის ამბავია, რად უნდა მაგას ბაზარი, მაგრამ მგონი კარგი თემა გამოვა

Posted by: KAM_M_MILA 22 Jun 2008, 23:31
CZ88
QUOTE
"სლავსკი კოლაჩის"

რა საოცრებაა. ეს პური უფროა, ვიდრე პასკა.
QUOTE
მოხარშული ხორბალი, "ჟიტო"

ეს კი ჩვენებური კორკოტია.

Posted by: CZ88 22 Jun 2008, 23:56
KAM_M_MILA
QUOTE
რა საოცრებაა. ეს პური უფროა, ვიდრე პასკა.


ნამდვილად პურია , პასკა იქ სულ არ იციან smile.gif

Posted by: (c)TG 23 Jun 2008, 02:10
BAUSHKE_
QUOTE
ოღონდ კი არ დამავიწყდება

ვამუღამებთ (ანუ ჩემი ქმარი ამუღამებს) ნაირ-ნაირ რეცეპტებს. bread-party უნდა მოვაწყო ოჯახში და როდის ჩამოდიხარ, დავამთხვევ. დღეს "უტრენნი ხლებ" გავაკეთეთ შვრიის ფანტელებით, რძით და ქოქოსის ნახერხით კეთდება

Posted by: BAUSHKE_ 23 Jun 2008, 16:15
QUOTE ((c)TG @ 23 Jun 2008, 02:10 )
bread-party უნდა მოვაწყო ოჯახში და როდის ჩამოდიხარ, დავამთხვევ

მე მე მგონი შემოდგომამდე აქედან ფეხს არ ვიცვლი და ხალხი აგიბუნდტდებათ პურის მოთხოვნით გული მიგრძნობს
2kiss.gif



Posted by: CZ88 23 Jun 2008, 16:59
BAUSHKE_ love.gif

შორს არ ხარ და რომ მესტუმრო რა დაშავდება ? wink.gif მოიცალე ერთი და გადმოდი მეზობლობაში biggrin.gif პურებიც დავაცხოთ...

Posted by: BAUSHKE_ 23 Jun 2008, 17:05
CZ88
ამ ზაფხულს ვგეგმავდით მე და ჩემი ჯგუფელი გერმანიას, მაგრამ რაღაც მიჩუმათდა ეგ ამბავი sad.gif
შენ ხო არ აპირებ აქეთ ?

Posted by: CZ88 23 Jun 2008, 19:59
BAUSHKE_
QUOTE
ამ ზაფხულს ვგეგმავდით მე და ჩემი ჯგუფელი გერმანიას, მაგრამ რაღაც მიჩუმათდა ეგ ამბავი sad.gif შენ ხო არ აპირებ აქეთ ?


არა, წელს ვერა sad.gif ხვალ ბელგრადში მივდივარ. თუ რამე შეიცვალა და გადაწყვიტეთ, დამიკავშირდი და მეწვიეთ 2kiss.gif

Posted by: (c)TG 29 Jun 2008, 01:57
BAUSHKE_
შენი რეცეპტით გამოაცხო ჩემმა ქმარმა ლუდის პური

ეხლა გამოცხვა და თუ ამოვაძრე ფორმიდან (მე ვერ ვაძრობ ხოლმე), დავდებ სურათს

ისეთი ლამაზია და ჯერ ცხელია და გემოც კარგი უნდა ჰქონდეს

Posted by: (c)TG 29 Jun 2008, 02:09
ამოვაძრე პური როგორც იქნა და აგერ სურათიც

Posted by: miau 29 Jun 2008, 02:18
CZ88
QUOTE
სლავსკი კოლაჩის
არის თუ ნიკა კოვაჩი არ ვიცი, მაგრამ ლამაზი რომაა, ეგ ფაქტია smile.gif

Posted by: kanonika 29 Jun 2008, 03:04
©TG
ბიზნესი ხომ არ დაგეწყო?

პურს კი არ ვჭამ, მაგრამ ხანდახან ვიყიდიდი

Posted by: BAUSHKE_ 29 Jun 2008, 04:07
©TG

გემო უვარგოდა?
არ დამიმალო biggrin.gif

Posted by: (c)TG 29 Jun 2008, 14:58
BAUSHKE_
QUOTE
გემო უვარგოდა?
არ დამიმალო

ისე რა, მაინცდამაინც არ მომეწონა, მერე გავტოსტე და არაუშავდა
რაღაცნაირი მოტკბო გემო ქონდა და არ მესიამოვნა

არ გეწყინოს ოკ wink.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Jun 2008, 16:39
©TG
მშვენივრად კი გამოიყურება და..

Posted by: miau 29 Jun 2008, 17:52
©TG
მშია, საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურება! sad.gif

Posted by: (c)TG 30 Jun 2008, 01:01
WOMAN IN LOVE
miau
ბავშვმა მიირთვა მშვენივრად, ფუნთუშასავით გემო აქვს და მოეწონა
ტოსტებიც მშვენიერი გამოვიდა

მაგრამ "მხნეობას" ტიპის პური უფრო მომწონს
* * *
BAUSHKE_
ეწყინა mo.gif

QUOTE
გემო უვარგოდა?
არ დამიმალო

სამა ნაპრასილას

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Sep 2008, 23:42
©TG
მეც შევიძინე პურის საცხობი, ჰოდა რეცეპტები გამიზიარე რა...


Posted by: WOMAN IN LOVE 23 Sep 2008, 23:43
....................................................................

Posted by: (c)TG 23 Sep 2008, 23:46
WOMAN IN LOVE
რა სილამაზეააა

აგერ არის უკარგესი და უგემრიელესი რეცეპტები, ამ საიტიდან პიზცა და როგალიკების ცომით პური გავაკეთე და კიდევ რომელიღაც პური. ყველა კარგი გამოდის
http://www.hlebopechka.net/
რეცეპტების ბროშურა მოყვა ჩემს საცხობს და იქიდანაც დაგიწერ რაღაცეებს, შენსას არ მოყვა?

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Sep 2008, 23:49
©TG
კი, მოყვა, მაგრამ მე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სახეობის, ანუ ჩვეულებრივ პურს ვაცხობ. მაინტერესებს, კექსი ან პასკა თუ გიცდია მაგაში?

Posted by: (c)TG 23 Sep 2008, 23:54
WOMAN IN LOVE
QUOTE
კექსი ან პასკა

არა ეგენი არ მიცდია, ნამცხვრებს მოყვარული მაინცდამაინც არ ვართ და პასკას კიდევ ვყიდულობთ და დედაჩემიც გვიცხობს. ისე, ცომს კარგად ზელს და აფუებს და პასკა და კექსის ცომიც კარგი გამოვა. შეგიძლია მარტო მოზელვის რეჟიმი ანუ ცომი მიუთითო და მერე ეს ამოფუებული ცომი სხვა ფორმაში ღუმელში გამოაცხო. მე არ მოწონს ”კირპიჩის” ფორმა, მრგვალი ცომეული მიყვარს

Posted by: Kissie 24 Sep 2008, 00:56
WOMAN IN LOVE

ვა რა პატარაა. რა ღირს?

©TG

შენიც ამხელაა? კიმარა, სად ზილავს ცომს?


Posted by: WOMAN IN LOVE 24 Sep 2008, 01:56
საინტერესო რეცეპტია აქ, ბანანის პურის, მაგრამ ამ საცხობში გამოვა ნეტავ?
http://www.kraushka.ru/recipes.html

Posted by: kukuruku 24 Sep 2008, 02:33
WOMAN IN LOVE
ჩვეულებრივი შავი პური რომ გამოვიდეს, ისეთი ფქვილი, ნატურალური, სადმე იყიდება თბილისში? ყველა ფქვილი თეთრია რაც მაღაზიაშია. შავისთვის თვალიც არასდროს მომიკრავს.

Posted by: WOMAN IN LOVE 24 Sep 2008, 11:55
kukuruku
შეიძლება სადმე მიაგნო, მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია...

Posted by: (c)TG 24 Sep 2008, 17:11
kukuruku
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩვეულებრივი შავი პური რომ გამოვიდეს, ისეთი ფქვილი, ნატურალური, სადმე იყიდება თბილისში

დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ არ იყიდება ჭვავის ფქვილი და არც ჭვავი შემოდის. სამაგიეროდ იყიდება пшеничная крупа რომელსაც "სერ" ფქვილთან ან ჩვეულებრივ უმაღლესი ხარისხის ფქვილთან ერთად ვყრით და "მხნეობა"-ს ტიპის პური გამოდის, ოღონდ უფრო უეკთესი
Kissie
QUOTE
შენიც ამხელაა? კიმარა, სად ზილავს ცომს?

biggrin.gif აბა რანაირი წარმოგედგინა, პატარაა თითქმის პურის ზომის. ცომი შიგნით იზილება, ეტევა რა ვი
WOMAN IN LOVE
დღეს მამუკას გადავეცი მოკითხვა, woman in loveმა მოგიკითხათქო, 5 შვილი რომ ყავსთქო (გავახსენე ჩემი ჭკუით), ხოდა ვიცი კაცო რას მახსენებო biggrin.gif გაეხარდა ძალიან და 1 წამიც არა მაქვს, რომ ფორუმზე შემოვიდეო. მართლა მასეა, თან ეხლა დააწინაურეს და საერთოდ გადარბენაზეა

Posted by: მონიკა 24 Sep 2008, 18:29
WOMAN IN LOVE
QUOTE
კექსი ან პასკა თუ გიცდია მაგაში?

მე კექსს ხშირად ვაცხობ და ძალიან მოწონთ ჩემ შვილებს, პასკა ერთხელ ვცადე ტრადიციული რეცეპტით, ინგრედიენტები ცოტა მეტი მომივიდა და ცხობისას ზემოთ მიეკრა.

kukuruku
QUOTE
ჩვეულებრივი შავი პური რომ გამოვიდეს, ისეთი ფქვილი, ნატურალური, სადმე იყიდება თბილისში?

ალბათ იშოვება, ერთი თვის წინ ახლობელმა მიწილადა, უნდა გავარკვიო სად იყიდა.

©TG
QUOTE
пшеничная крупа რომელსაც "სერ" ფქვილთან ან ჩვეულებრივ უმაღლესი ხარისხის ფქვილთან ერთად ვყრით

ხორბლის ბურღულს რამდენს ამატებ?, წინასწარ დალბობა ან რამენაირად დამუშავება უნდა?

Posted by: (c)TG 24 Sep 2008, 18:43
მონიკა
თავიდან როოგრც მითითებული იყო 200 გრ ბურღული და 450 (შეიძლება ცოტა მეშლება) ფქვილი, მერე გავთამამდი 50/50 ჩავყარე და არ გაფუჭდა, პირიქით უკეთესი გამოვიდა, ფერიც რუხი პურის ქონდა. დალბობა არ უნდა, ჩვეულებრივი რბილი გამოდის რომ ცხვება.
QUOTE
ალბათ იშოვება, ერთი თვის წინ ახლობელმა მიწილადა, უნდა გავარკვიო სად იყიდა.

ჭვავზეა ლაპარაკი? 1 მარცვალიც არ შემოდისო ასე მითხრეს. თუ მართლა იყიდება სადმე, ჩემი ქმარი ობელისკს აღგიმართავს ისე ეძებს ჭვავს ან ჭვავის ფქვილს. რამდენიმე ტომარას ვიყიდით

Posted by: მონიკა 28 Sep 2008, 14:18
©TG
QUOTE
ჭვავზეა ლაპარაკი? 1 მარცვალიც არ შემოდისო ასე მითხრეს. თუ მართლა იყიდება სადმე, ჩემი ქმარი ობელისკს აღგიმართავს ისე ეძებს ჭვავს ან ჭვავის ფქვილს. რამდენიმე ტომარას ვიყიდით

სასიხარულო ვერაფერი გავარკვიე, ვინც მომცა სპეციალურად ჩამოატაინა თავისთვის, სამაგიეროდ გასაყიდ ფქვილს მივაგენი- გუშინ ჩემმა ქმარმა გუდვილში იყიდა გერმანული წარმოების ჭვავის ფქვილი, კილოიანი შეფუთვით 5 და რაღაცა ღირდა.

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Sep 2008, 14:35
ამ რეცეპტით გამოვაცხვე პური და შესანიშნავი შედეგი მივიღე:
500 გრ. ფქვილი, 1,5 ჩ.კ. საფუარი, ამდენივე მარილი და შაქარი, 330 მლ. წყალი, 1,5 ს.კ. ზეთი.

Posted by: marki 28 Sep 2008, 16:48
©TG
კიდევ ერთხელ მირჩიე რა, რომელი საცხობი ვიყიდო და სად? user.gif

Posted by: (c)TG 28 Sep 2008, 23:54
marki
ლილოშიცაა უფრო იაფად ჩეხურები ETAს ფირმის, ასევე ნაგავი nikai da რაღაცა გაურკვეველი ფირმები. ETA გამოვცადეთ და მუშაობს ჯერჯერობით, თითქმის დღეგამოშვებით ხან პიზის ცომს ვაზელინებ, ხან პურს ვაცხობთ

მეგალაინში დიდუბეში (გეცოდინება სადაცაა) უფრო ძვირები ღირს panasonic და მსგავსი ფირმები, ეგენიც კარგია, კახას ძმას აქვს და ისიც ვირივით ამუშავებს, არ გაფუჭებულა თუმცა ჩვენ 140 ლარი მივეცით და იმან 250, ერთნაირად კი მუშაობს და ერთნაირ პურებს ვაცხობთ, ფუნქციებიც ერთნაირი აქვთ, ამიტომ ლილოში ბოდიალი თუ არ გეზარება, ნახევარ ფასად იყიდი

კიდევ მეორადი ტექნიკის მაღაზიებშიც შემოსულა, დიდუბეში წერეთელზე სადღაც ბოლოსკენ ანუ სანამ ნახალოვკის ხიდისკენ აუხვევ, ავეჯის და კიდევ რაღაცა მაღაზიებია, ხოდა იქაა ეს მეორადი ტექნიკის მაღაზიაც და რამდენადაც მახსოვს 150 ღირდა 1 თვის წინ გერმანიიდან ჩამოტანილი საცხობი (დასახელება მომკალი და არ მახსოვს)

მე თუ მკითხავ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს რა ფირმის საცხობს იყიდი, პურები ერთნაირი ცხვება და გამძლეობაზე კიდევ ჯერჯერობით ვაკვირდებით, ყველა ფირმის საცხობი მუშაობს, არავის გაფუჭებია, მათ შორის ჩვენი 140 ალრიანი ETA, ასე, რომ განსხვავება მხოლოდ ფასშია biggrin.gif


P.S. ლილოში ეტას მაღაზია ზემოთ რიგებში უნდა მოძებნო, მანათობელი აბრა აქვთ დამაგრებული და იმ რიგში თუ მოხვდები, მაშინვე დაინახავ, ყვითელი აბრაა და შავად ETA აწერია დიდად, რიგსა და რიგს შუაა გამოკიდებული

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Sep 2008, 00:23
marki
მე მაქვს UNOLD ის საცხობი
http://www.radikal.ru


©TG

ETA რაღაც ძაან ტერორისტულად ჟღერს biggrin.gif

Posted by: (c)TG 29 Sep 2008, 00:39
WOMAN IN LOVE
QUOTE
ETA რაღაც ძაან ტერორისტულად ჟღერს 

ჰოო მეც ბასკები მახსენდება biggrin.gif არადა ჩეხურია
ჩემი შვილი გამუდმებით ითხოვს შიგნით ჩახედვას (როცა ცომს ზელს საცხობი) და ბუეეა ბუეეა იძახის biggrin.gif ანუ ბუა ზის შიგნით

აი ბარემ გვითხარი სად შეიძინე და რა ღირდა, მარკის აინტერესებს და მეც

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Sep 2008, 11:52
©TG
გერმანიაში, 120 თუ 130 ევრო ღირს, ზუსტად აღარ მახსოვს smile.gif

Posted by: (c)TG 29 Sep 2008, 13:49
WOMAN IN LOVE
შენი ძვირი ღირებულა

Posted by: amadeus 29 Sep 2008, 14:01
©TG
საერთოდ მაგ ფირმისები ძვირები ღირს დუბაი არ აპატენტებს და მაგიტომ biggrin.gif

Posted by: rtuli 29 Sep 2008, 14:07
©TG
QUOTE
ETAს ფირმის

ETAს ფირმის ტვერსასრუტი და მინი კომბაინი მაქვს უკვე წელიწადნახევარია და ძალიან ყმაყოფილი ვარ yes.gif

Posted by: (c)TG 29 Sep 2008, 14:10
amadeus
QUOTE
საერთოდ მაგ ფირმისები ძვირები ღირს დუბაი არ აპატენტებს და მაგიტომ 

ნუ ეხლა იმედია ჩეხურსაც არ აპატენტებენ biggrin.gif და გადავრჩი

Posted by: MEZGVAURI 29 Sep 2008, 14:12
უკაცრავად მაგრამ პირველად გავიგე პურის საცხობი აპარატი-ეგ რაღაც ახალია ჩემთვის. რამე განსაკუთრებულს აცხობს?
რავიცი სოფლურ დუხოვკაში ისეთი პური მაქვს გამომცხვარი რომ მაგის გემო არ დამავიწყდება baby.gif

Posted by: rtuli 29 Sep 2008, 14:19
MEZGVAURI

QUOTE
სოფლურ დუხოვკაში ისეთი პური მაქვს გამომცხვარი რომ მაგის გემო არ დამავიწყდება 

თონეში გამომცხვარს არაფერი ჯობია up.gif პ.ს. 10 წელია პურს არვჭამ biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 29 Sep 2008, 14:23
rtuli
ყოჩაღ შენს გაძლებას! პირველად მესმის ეგეთი რამ! და არ გიჭირს? წონას ინარჩუნებ? wow.gif

Posted by: rtuli 29 Sep 2008, 14:29
MEZGVAURI
QUOTE
და არ გიჭირს? წონას ინარჩუნებ

მივეჩვიე,მის მერე რაც 17 კილო დავიკელი.აღარ მომწონს მაღაზიის პური საერთოდ,მიკვირს ადრე რა გემოს ვატანდი!?როცა თონის პურის სუნს გავიგებ მაშინ გაუსინჯავ ხოლმე გემოს ყველთან ერთად,ისე არც მინდება.

Posted by: MEZGVAURI 29 Sep 2008, 14:33
rtuli
QUOTE
17 კილო დავიკელი

wow.gif საღოლ! ალბათ გამხდარი ხარ ხო? უკაცრავად უხერხული შეკითხვისთვის მაგრამ გავოგნდი რა....ჩვენი მაღაზიის პური არც მე მომწონს მაგრამ რა ვქან, რა გზა მაქვს, მოსკოვში რო ვცხოვრობდი-ვაიმე რა პურები აქვთ, ნაირნაირი და უგემრიელესი!

Posted by: Peppi 29 Sep 2008, 17:54
MEZGVAURI
QUOTE
პურის საცხობი აპარატი-ეგ რაღაც ახალია ჩემთვის. რამე განსაკუთრებულს აცხობს?



და კვერცხის მოსახარში? ამაზე რას იტყვი? smile.gif



პ.ს. მეც ვაცხობ ხოლმე პურს სახლში - თონის პურად; ჩემი შვილი გიჟდება ისე უყვარს.

Posted by: MEZGVAURI 30 Sep 2008, 11:46
Peppi
QUOTE
და კვერცხის მოსახარში? ამაზე რას იტყვი?

და ჩაიდანი რა არის? :დებილიბავშვი:

Posted by: (c)TG 25 Oct 2008, 23:23
დღეს გამოვაცხე ყველიანი პური, ინგრედიენტები: წყალი, კვერცხი, კარაქი, რძის ფხვნილი, ფქვილი, საფუარი, მარილი, შაქარი, ყველი. თუ დაინტერესდებით საცხობების მფლობელები, ზუსტ პროპორციებსაც მოგაწვდით. ძალიან მნია გამოვიდა

Posted by: მონიკა 25 Oct 2008, 23:32
©TG
QUOTE
თუ დაინტერესდებით საცხობების მფლობელები, ზუსტ პროპორციებსაც მოგაწვდით.

დავინტერესდითsmile.gif


P.S. შენი რეცეპტით ხორბლის ბურღულით გამოვაცხვე პური და ძალიან კარგი გამოვიდა.

Posted by: (c)TG 26 Oct 2008, 01:17
მონიკა
QUOTE
შენი რეცეპტით ხორბლის ბურღულით გამოვაცხვე პური და ძალიან კარგი გამოვიდა.

მიხარია, რომ მოგეწონა smile.gif მეც მომწონს ბურღულიანი პური, კრატუნებს

ყველიანი პური:
ინგრედიენტები:
1 ჩ.კ. საფუარი
450 გრ. ფქვილი (მე უმაღლესი ხარისხის მქონდა, მაგრამ I ხარისხითაც კარგი გამოდის)
1,5 ჩ.კ. მარილი
2,5 სადილის კოვზი შაქარი
1,5 სადილის კოვზი რძის ფხვნილი
1,5 სადილის კოვზი ზეთი (მაგრამ მე ნაღების კარაქით შევცვალე, უკეთესი გამოდის)
1 კვერცხი მთლიანად + მეორე კვერცხის გული ანუ 2 კვერცხის გული და 1 კვერცხის ცილა
100 გრ. წვრილად დაჭრილი (და არა გახეხილი) რომელიმე მაგარი, არაჭყინტი ყველი
180 მლ წყალი

ჩავასხამთ ჯერ წყალს, მერე ფქვილს, რომელსაც შუაში ამოვაღრმავებთ და ჩავყრით საფუარს, ერთ კუთხეში ჩავყრით მარილს, მეორე კუთხეში შაქარს, დავამატებთ ყველს, კვერცხს, კარაქს. ვაცხობთ რეჟიმში "კლასიკური", პურის ზომა საშუალო 700 გრ, ქერქი საშუალო (ჩემთან ყენდება ქერქის ფერი, პურის ზომა)


Posted by: rtuli 26 Oct 2008, 13:47
©TG
QUOTE
დღეს გამოვაცხე ყველიანი პური

რა ლამაზი პურია up.gif ,ღრუბელივით ფაფუკი ჩანს.არამაქვს პურის საცხობი ,თორე აუცილებლად გამოვაცხობდი.იტალიელები აცხობენ პურს და შიგნით ზეთის ხილის ნაჭრებს აყოლებენ,არგიცდია?გემრიელია yes.gif

Posted by: (c)TG 26 Oct 2008, 17:05
rtuli
QUOTE
იტალიელები აცხობენ პურს და შიგნით ზეთის ხილის ნაჭრებს აყოლებენ,არგიცდია?გემრიელია 

უფ ეგ რა კარგი რამე მითხარი, აუცილებლად ვცდი, ჯერ არ მიცდია. იტალიურ პურს ვაცხობ ხოლმე ზეითუნის ზეთით და კიმაში ჩავყრი yes.gif თან უზარმაზარი ქილით მაქვს ეხლა მაცივარში ზეთისხილები და საღამოს ვცდი ან ხვალ bis.gif
QUOTE
რა ლამაზი პურია  ,ღრუბელივით ფაფუკი ჩანს

კი ეგეთია ნამდვილად, გატოსტვაც მოუხდა, თან ოდნავ იგრძნობა ყველის გემო, სულ ოდნავ

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Oct 2008, 13:44
©TG
QUOTE
დღეს გამოვაცხე ყველიანი პური

მეც გამიკეთებია ეგეთი, მართლა ძალიან გემრიელია smile.gif ოღონდ მე ქარხნის ყველით არა, ჭყინტი ყველით გავაკეთე.


Posted by: orzo 27 Oct 2008, 13:48
QUOTE
დღეს გამოვაცხე ყველიანი პური

ვაა, რა მაგარია, ჩემს ცოლს უნდა გამოვაცხობინო ერთი, მანამდე კი მოქრთამვა მომიწევს მისი user.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Oct 2008, 13:51
orzo
არ მოტყუვდე, ძალიან მარტივია biggrin.gif

Posted by: (c)TG 27 Oct 2008, 18:51
WOMAN IN LOVE
QUOTE
მეც გამიკეთებია ეგეთი, მართლა ძალიან გემრიელია  ოღონდ მე ქარხნის ყველით არა, ჭყინტი ყველით გავაკეთე.

ქარხნის ყველი არ იყო, იმერული იყო, მაგრამ ცოტა მაგარი, ნუ ჭყინტი არ იყო მთლად და რბილი და რადგანაც რეცეპტში წვრილად დაჭრილი "მაგარი ყველი" ეწერა, ზუსტად მასე გავაკეთე, მერე ეს ყველის ნაკუწები ზემოდანაც მოექცა და არ გადნა და ლამაზი იყო, წერტილებივით იყო პურზე წითლად

Posted by: Breaky 27 Oct 2008, 19:01
WOMAN IN LOVE

არ შეიძლება კაცებისთვის ეგეთების სწავლება, ეგ ჩვენი საიდულოებებია ხოლმე, დადგნენ და მოგვქრთამონ (ენა მომტყდა) biggrin.gif

orzo
შენ არ გეწყინოს ზემლიაკ, ისე ვთქვი, ზოგადად, კაცებზე biggrin.gif 2kiss.gif

ისე, ეგ რომ გამოგიცხოს, ამისათვის სპეციალური დანადგარია საჭირო და ძვირი ღირს. თუ არ გაქვს, მარტო მაგის ყიდვაში
გაიწეწები და სხვა ქრთამი აღარ დაგჭირდება givi.gif

Posted by: camomle 27 Oct 2008, 19:54
აუფ..ეგ საცხობი უნდა შავიძინო..მომეწონა რაღაც სახლში პურის ცხობის ამბავი..არადა მაძლევდა მაგდაგვარ საცხობს ერთი ნაცნობი და არასერიოზულად აღვიქვი..მეთქი რა პურის ცხობა რის პურის ცხობა თქო..sad.gif((

Posted by: Romina 27 Oct 2008, 19:59
©TG
აუ რა გემრიელად გამოიყურება smile.gif smile.gif ნამდვილად არ ვიცოდი პურის საცხობები თუ იყო ასე ცალკე, სახლისთვის განკუთვნილი.

Posted by: (c)TG 1 Nov 2008, 23:23
ესეც შეპირებული ნიგვზიანი ბურღულის პური, ძლივს მოვასწარი ბოლო ნაჭრის გადაღება ისე მალე შემოგვეჭამა

user posted image

Posted by: rtuli 2 Nov 2008, 01:09
©TG
QUOTE
ესეც შეპირებული ნიგვზიანი ბურღულის პური

გემრიელი იქნებოდა უდაოთ up.gif .რა საფუარს ხმარობ?მშრალს?თუ საცხობების საფუარს?საცხობებში სპეციალურ ვიტამინებსაც ამატებენ,შენ თუ გიცდია?

Posted by: Anie 2 Nov 2008, 01:17
უკვე ვეღარ ვჭამ ამ ნაყიდ პურს
რაღაც კარგს აღმოვაჩენ და მერე აფუჭებენ
გადავწყვიტე გამოვაცხო პური
მაგრამ ერთის მხრივ კარგია
რომ არ ჭამ არ სუქდები
და შენ რომ გამოაცხობ და კარგი რომ იქნება
ხომ წარმოგიდგენია რამდენს შეჭამ
თან ცხელი პური და ყველი მნია მნია

Posted by: (c)TG 2 Nov 2008, 10:12
rtuli
QUOTE
რა საფუარს ხმარობ?მშრალს?

yes.gif გრანულებივით რომ არის, მწვანე/თეთრ პაკეტში იდო, მანამდე ლურჯ/წითელ ბრჭყვიალა პაკეტში საფუარს ვხმარობდი. რეცეპტებში მშრალი საფუარი წერია და საცხობის საფუარს თუ იხმარებ, წყლის რაოდენობა უნდა შეცვალო, მგონი დააკლო ცოტა, ხოდა არ ვიცი რამდენი მოვაკლო და ვერ ვრისკავ

Posted by: Kakha 2 Nov 2008, 22:43
Anie
არაფერს მეტს არ შეჭამ, შეჭამ იმდენს რამდენსაც მანამდე ჭამდი, უფრო მეტიც, ცოტა ნაკლებსაც იმიტომ რომ უფრო ნაკლები გაძღობს და უაზროდ აღარ ჭამ პურს, პირიქით აგემოვნებ ცოტ-ცოტას.

Posted by: ARTEMM CHACHANIDZE 10 Nov 2008, 19:50
QUOTE
ესეც შეპირებული ნიგვზიანი ბურღულის პური, ძლივს მოვასწარი ბოლო ნაჭრის გადაღება ისე მალე შემოგვეჭამა


ნამეტანი გემრიელად გამოიყურება?? სად შეიძლება დავაგემოვნოთ??

Posted by: miau 11 Nov 2008, 15:41
ARTEMM CHACHANIDZE

QUOTE
ნამეტანი გემრიელად გამოიყურება?? სად შეიძლება დავაგემოვნოთ??

©TG - ისთან სახლში wink.gif
ტავად აცხოობს ამ მშვენიერებას. smile.gif

Posted by: (c)TG 11 Nov 2008, 17:32
ARTEMM CHACHANIDZE
miau
QUOTE
ნამეტანი გემრიელად გამოიყურება?? სად შეიძლება დავაგემოვნოთ??

QUOTE
©TG - ისთან სახლში
ტავად აცხოობს ამ მშვენიერებას. 

აჰა yes.gif მაგრამ ცოტა მოცდა მოგიწევთ, ხვალ სამშობიაროში ვ წვები biggrin.gif და 1 კვირა ან ცოტა მოითმინეთ tongue.gif მერე კი ბატონო 2ნაირ პურზე დაგპატიჟებთ, ერთი ეხლა დავამხეცე "უხეში თეთრი პური", წავალ გადავუღებ სურათს და განახებთ. მგონი ეს ყველაზე გემრიელი გამოვიდა

Posted by: tos-ka 11 Nov 2008, 17:40
©TG
QUOTE
ხვალ სამშობიაროში ვ წვები 


უი, დროა უკვე? მაშინ სულმოუთქმელად გელოდებით მეორე პოპოსთან ერთად. 2kiss.gif

Posted by: niki_ niki 11 Nov 2008, 18:01
©TG

რა კარგია პატარააააააააააააააა 2kiss.gif

თქვენი პურის რეცეპტებით გავოგნდი wow.gif

ყველა მაგრები ხართ 2kiss.gif

Posted by: (c)TG 11 Nov 2008, 18:05
ესეც უხეში თეთრი პური, ასე ქვია რეცეპტის მიხედვით, მაგრამ უხეში მხოლოდ კანია ხრაწუნა და სქელი, ისე ფუმფულაა შიგნით
(მობილურით გადავიღე, კამერაში ბატარეიკა დამჯდარა და ნუ დაახლოებით ზუსტად ჩანს როგორიც სინამდვილეშია

Posted by: niki_ niki 11 Nov 2008, 18:10
არასოდეს არ მიცდია და არც მიფიქრია სახლში პური გამომეცხო wow.gif

მაგრები ხართ 2kiss.gif

Posted by: (c)TG 11 Nov 2008, 18:14
niki19m
ნუ მთლად მე კი არ ვაცხობ biggrin.gif მე მხოლოდ ინგრედიენტებს ვყრი საცხობში და მერე 3 საათი ველოდები, რომ ამოვიღო და შევახრამუნო user.gif

Posted by: Romina 15 Nov 2008, 10:46
გოგოებო ეს პურის საცხობი სად იყიდება?

Posted by: rtuli 2 Dec 2008, 21:44
ფრანგული ბაგეტი
500 გრ. ფქვილი
პურის ხაში 100 გრ.
10 გრ. მარილი
5 გრ. ახალი საფუარი
270 მლ. თბილი წყალი
1 ს.კ. თაფლი

დროჯი გავხსნათ 10 მლ. წყალში და დავდგატ 20 წუთით.
გავცრათ ფქვილი დაუმატოდ მარილი+ გახსნილი დროჯი+თაფლი+წყალი+პურის ხაში,მოვზილოთ ცომი,გადავაფაროდ ნამიანი ტილო და დავდგათ გასაფუებლად 30 წუთით.
ამოვიღოთ ჯამიდან ცომი ,გადავზილოთ,გავყოთ 3 ნაწილად,მივცეთ ბაგეტის ფორმა(ანუ მოგრძო ძეხვის ფორმა),დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე,დავაფაროდ ნამიანი ტილო და გავაჩეროთ 1 საათი გასაფუებლად.

მოვაყაროთ ფქვილი ბაგეტს,დავსეროთ 7 ჯერ.,შევდგათ ცხელ ღუმელში 220 გრადუსზე და გამოვაცხოთ 20-25 წუთი.
პ.ს. როცა შევდებთ ცომს ერთი მუჯა წყალი შევასხათ ღუმელის ძირს და უცებ დავხუროთ,ორთქლი კარგ ზედაპირს მოგვცემს.

პურის ხაში:
1 ს. კ შაქარი
2 ჩ.კ. საფუარი
1 ჩ.ჭ. ჭვავის ფქვილი
წყალი იმდენი რომ თხელი ცომი გამოვიდეს.
ცომს გადავაფაროდ ტილო და თბილ ადგილზე 18 საათის მანძილზე გავაჩეროდ.მერე მინის ჭურჭელში გადავიტანოთ და მაცივარში შევინახოთ.

Posted by: niki_ niki 2 Dec 2008, 23:08
rtuli

ვაააააააააააააააა................................. wow.gif


ამას ყველაფერს აკეთებ? შენი ფანი ვარ 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 3 Dec 2008, 00:11
rtuli
2kiss.gif შაფრანი ჩვეულებრივ ფქვილში ავურიო ხო ?
გაიხარე !

Posted by: nanana 3 Dec 2008, 00:14
დოჯების პური გამახსენდა. ესე იგი საფუცრიან ცომში გოლიათი ქიშმიშებია ისეთი რაოდენობით რომ აღარ ჩანს ცომი თითქმის. მაგარია yes.gif

პ.ს. დოჯები უმაღლესი პოლიტიკური წოდება იყო ვენეციაში სადღაც 10 საუკუნის განმავლობაში, მე14 მდე.

Posted by: rtuli 3 Dec 2008, 11:53
BadbadGirl
QUOTE
შაფრანი ჩვეულებრივ ფქვილში ავურიო ხო ?
გაიხარე !

კი ჩვეულებრივად დაუმატე შაფრანი,ისე გამხმარი პამიდორი და ოდნავ კამის ტესლით მაგარი გამოვა,ან ქინძის თესლით,ზემოდან მოყრილი.მე მომწონს.

პ.ს. გაგვიზიარე რა გამოგივა.
ხო, კიდევ ბრიტვით კარგად გამოგივა ცომის დასერვა.

Posted by: BadbadGirl 3 Dec 2008, 17:13
უფ, მოკლეთ ფრიად საინტერესო და პრაქტიკულ რჩევას მივაგენი შაფრანთან დაკავშირებით.

წერია რომ თუ რეცეპტში წერია მაგ, 1 გრ შაფრანი, შეიძლება ნახევარი გამოვიყენოთ. უნდა ავიღოთ 0.5 გრ შაფღანი და მინ 7 საათით მაქსიმუმ 12 საათი ჩავალბოთ 2 ს.კ მდუღარე წყალში და დავტოვოთ ასე.

წერენ რომ სითხე ძალიან ყვითელი და არომატული გამოდის smile.gif
ხოდა მეც ასე ვიზავ , აბა სად მაქვს გასანიავებელი შაფრანი biggrin.gif


rtuli
აუცილებლად, 13 დეკემბრისათვის ვაცხობ smile.gif

Posted by: chaPPek 5 Dec 2008, 10:17
QUOTE
პ.ს. დოჯები უმაღლესი პოლიტიკური წოდება იყო ვენეციაში სადღაც 10 საუკუნის განმავლობაში, მე14 მდე.


კიდე კაი გვითხარი biggrin.gif biggrin.gif

rtuli

ძალიან გემრიელ და უუგემრიელეს რეცეპტებს წერ smile.gif

Posted by: katka 7 Jan 2009, 20:01
ხალხო იქნებ მომეხმაროტ,შევიძინე პურის საცხობი ხოდა Dღეს გადავწყვიტე ჩვეულებრივი პურის გამოცხობა,თითქოს ყველა პროპორცია დავიცავი,მაგრამ არ ამოვიდა რაღაც
იქნებ მირჩიოთ ან რომელ ფქვილს ხმარობთ ან რომელ საფუარს ან რისი ბრალი შეიძლება იყოს

Posted by: mako_auh 14 Feb 2009, 05:25
ყოჩაღ თქვენ სახლში პურის მცხობელებო ”ხლებოპეჩკით” თუ ხელით wink.gif

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთი საკითხი მაწუხებს მე პირადად. ეს ქიმიური საფუარი რომ არ გამოვიყენოთ რომელსაც კაცმა არ იცის რა ნაგავით ამზადებენ, ხომ იქნება სხვა ბუნებრივი საშუალებებიც აფუებისათვის? ძველად ჩვენი წინაპრები რითი აფუებდნენ?
აი მაგალითად ლუდის საფუარი რომ არის, ხომ არ იცით როგორ მზადდება?

Posted by: Angelopulosi 10 Mar 2009, 00:23
დიაბეტური ფქვილი არსებობს? სად იყიდება?

Posted by: ia_Baggins 10 Mar 2009, 22:57
©TG
აუ ძალიან მაგარი რაღაცაა პირველად მესმის მასეთი საცხობის შესახებ

სად იშოვება ვერ მეტყვი და რა ღირს?

Posted by: rtuli 16 Apr 2009, 02:21
რა მინდა ამშუაღამით კულინარიაში მაგრამ,რავქნა დრო ისე გარბის ვერც ვიგებ.

აი რას წავაწყდი ,იტალიურ პურს ,რეცეპტი არაჩვეულებრივია და პიცაზე გამოსაყენებელი.
როგორც ავტორი აღნიშნავს ,უგემრიელესი პიცის ცომი გამოდის.
http://www.radikal.ru
http://s57.radikal.ru/i156/0904/02/791d5cd3a09ft.jpg[/IMG][/URL]
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

რეცეპტს ხვალ გადავთარგმნი და დავდებ yes.gif

Posted by: (c)TG 16 Apr 2009, 02:25
ia_Baggins
სადაც ვიყიდე, იქ აღარ არის ის მაღაზია ლილოში, გადავიდნენ ალბათ ან დახურეს. ყველგან იყიდება ელექტროსაქონლის მაღაზიაში, დაჟე მეორადი ტექნიკის მაღაზიაშიც

Posted by: westsider 19 Apr 2009, 22:09
ფრანგული ბაგეტი და გერმანული გოგრის პური მიყვარს
მაგარი რამეა

Posted by: Angelopulosi 21 Jun 2009, 11:35
როგპორც იქნა აისრულა ოცნება დედაჩემმა და ჩამოუვიდა პურის საცხობი. რეცეპტები მოყვება, მაგრამ ყველა "არაქართულია", ხოდა რამე ქართულთან შესაბამისობაში მოსული პურის რეცეპტები მინდა smile.gif


პ.ს. ფქვილის ხარისხები იმ რეცეპტებში აღნიშნულია 1500 და 500-თ. რას ნიშნავს?

Posted by: Björk 28 Jun 2009, 19:31
Angelopulosi
მეც მაქვს პურის საცხობი, თან მოყვა რეცეპტები მაგრამ ზუსტად აღარ ვიცავ, მაგრამ კარგი პური გამოდის, აი, ასეთი:

QUOTE
პ.ს. ფქვილის ხარისხები იმ რეცეპტებში აღნიშნულია 1500 და 500-თ. რას ნიშნავს?

ჩემთან ეგეთი რამე არ წერია.

Posted by: Irakli 28 Jun 2009, 21:43
ესეც ჩემს მიერ გამოცხვარი პური, ჰა როგორია? biggrin.gif

Posted by: Björk 28 Jun 2009, 23:53
Irakli
QUOTE
ესეც ჩემს მიერ გამოცხვარი პური, ჰა როგორია? 


up.gif
კარგია smile.gif

Posted by: шапокляк 1 Jul 2009, 17:54
ამწუთას გეახელით ზემოთაღნიშნული პური ( ბიორკის გამომცხვარი ) აღფრთოვანებული ვარ. მეც მინდა საცხობი.....
გამახსენდა პურის რიგები... ასეთი საცხობი და ფქვილი რომ მქონოდა მაშინ სახლში რა კარგი იქნებოდა.
Björk
ყოჩაღ, მაგარი დიასახლისი ხარ.


Posted by: Angelopulosi 2 Jul 2009, 17:01
wheat whole grain flour - ეს რა ფქვილია?

Posted by: Björk 2 Jul 2009, 17:21
Angelopulosi
QUOTE
wheat whole grain flour - ეს რა ფქვილია?

მგონი ხორბლის გაუცრელი ფქვილი.

ამის მსგავსია ჩემი საცხობი:

Posted by: MEZGVAURI 4 Jul 2009, 01:05
სოფელში რო ბებია პურს აცხობდა იმგვარი არც ერთ ქვეყანაში არ მიჭამია. ისე კი ერტიკ ვირაა პურს არ ვჭამ და 5 კილო დავიკელი-მაგარია. მომწონს სიმსუბუქე.

Posted by: GABRIELA 14 Aug 2009, 13:27
აუ,როგორ მინდა ამ საცხობის ყიდვა.თურქეთში ვნახე და 80 ლირად მაძლევდა.წამოღება დამეზარა და ახლა ვნანობ

Posted by: patriciia 14 Aug 2009, 15:28
QUOTE
whole grain

უხეშად დაფქვილი, გაუწმენდავი, დაცეხვილის პონტში, ანუ გამტკიცული არ არის
ასეთი პური ძალიან მარგებელია კუჭ-ნაწლავისთვის, ძაააან

Posted by: marilis 14 Aug 2009, 15:45
Björk
მაგ პურის საცხობით გემრიელი პური ცხვება?
ფქვილს, წყალს, საფუარს და მარილს ყრი და მეტს არაფერს აკეთებ, ხო?
კმაყოფილი ხარ? მეც მინდა ახლობლისთვის ყიდვა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული კარგია, თუ არა
* * *
rtuli
QUOTE
აი რას წავაწყდი ,იტალიურ პურს ,რეცეპტი არაჩვეულებრივია და პიცაზე გამოსაყენებელი. როგორც ავტორი აღნიშნავს ,უგემრიელესი პიცის ცომი გამოდის.

იტალიელებს რაც არ უვარგათ, ესაა პური
მარაზმია, პური კი არა, ფოტოებზე რაც დევს ის, მით უმეტეს.
ცენტრალურ იტალიაში უმარილოდ აცხობენ, კანი საშინლად მაგარი აქვს, შიგთავსი იფშვნება და
ამასაც მოხერხება უნდა რა, ასე გამოცხობას biggrin.gif

Posted by: rtuli 15 Aug 2009, 22:54
marilis
QUOTE
იტალიელებს რაც არ უვარგათ, ესაა პური

იტალიაში არგამისიჯია პური,აი ამერიკაში, იტალიელების უბანში, მაგათი გამომცხვარი პური კი არაჩვეულებრივი იყო.
თან იმდენი სახეობის გაოცებული ვიყავი+გემრიელიც იყო.

ჩვენთან მხოლოდ თონის პური ვარგა,აბა მაღაზიის პურს კატასტროფა ჭირს.
დაქალს აქვს საცხობი,რაც მე იქ მიყურებია ცხობის პროცესს და რა ვიტამინებით ჭყიპავენ ცომს,შოკირებული დავდიოდი sad.gif

Posted by: BadbadGirl 15 Aug 2009, 22:55
marilis
მგონი გემოვნების ამაბავია. მარტში ვიყავი იტალიაში და შეძლებისდაგვარად ბერი სახეობის პური და პიცა გავსინჯე, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ცუდია smile.gif

Posted by: Björk 15 Aug 2009, 23:10
marilis
QUOTE
Björk
მაგ პურის საცხობით გემრიელი პური ცხვება?
ფქვილს, წყალს, საფუარს და მარილს ყრი და მეტს არაფერს აკეთებ, ხო?
კმაყოფილი ხარ? მეც მინდა ახლობლისთვის ყიდვა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული კარგია, თუ არა
* * *

რა ვიცი, მე მომწონს.
ფქვილი, საფუარი, მარილი, ცოტა შაქარი და ცოტა ზეთი.

Posted by: marilis 15 Aug 2009, 23:24
BadbadGirl
QUOTE
მგონი გემოვნების ამაბავია. მარტში ვიყავი იტალიაში და შეძლებისდაგვარად ბერი სახეობის პური და პიცა გავსინჯე, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ცუდია smile.gif

მე ეხლაც იტალიაში ვარ, თან დიდი ხანია

rtuli
QUOTE
იტალიაში არგამისიჯია პური,აი ამერიკაში, იტალიელების უბანში, მაგათი გამომცხვარი პური კი არაჩვეულებრივი იყო. თან იმდენი სახეობის გაოცებული ვიყავი+გემრიელიც იყო.

რა ვიცი, სახეობები არის კი, მაგრამ ყველაზე გემრიელი ფრანგული ბაგეტია (ასე მეგონა, სანამ პარიზში არ ვიყიდე)

იტალიაში გადავეჩვიე პურს, ისე. საერთოდ აღარ ვყიდულობ ზემოთხსენებული მიზეზების გამო biggrin.gif

პ.ს. ჩვენს თონის პურზე თავად იტალიელები გიჟდებიან და არა მხოლოდ ისინი. ყველაზე გემრიელი პური გვაქვს, ნამდვილად

Björk
გაიხარეsmile.gif

Posted by: rtuli 15 Aug 2009, 23:41
marilis
QUOTE
გადავეჩვიე პურს, ისე. საერთოდ აღარ ვყიდულობ ზემოთხსენებული მიზეზების გამო

+1 smile.gif

როცა მომენატრება ვყიდულობ თონის პურს დაცხელში ჩავადნობ ცოტაკარაქს,ვაყრი ყველს და ცოტ-ცოტას ვნებივრობ wink.gif .

ბაგეტი გემრიელია იტალიურ ვარიანტში,ანუ გახუხული ნიორ წასმული,ზეითუნ მოსხმული და ბაზილიკო მოყრილი.

Posted by: marilis 15 Aug 2009, 23:43
rtuli
QUOTE
ბაგეტი გემრიელია იტალიურ ვარიანტში,ანუ გახუხული ნიორ წასმული,ზეითუნ მოსხმული და ბაზილიკო მოყრილი.

ხო, ანტიპასტად მოაქვთ ხოლმე რესტორნებში
გუშინაც გეახელით smile.gif

Posted by: rtuli 15 Aug 2009, 23:45
marilis
მაშინ ჩემსმაგივრად,ჩიკენ მარსალა მიირთვი და მელონ პორშუტოც დააყოლე love.gif

Posted by: marilis 15 Aug 2009, 23:46
rtuli
QUOTE
მელონ პორშუტოც დააყოლე love.gif

ვაი, მაგას ვერ ვჭამ, ვერ ვბედავ, ანუ biggrin.gif
ისე, მიყვარს იტალიური სამზარეულო

Posted by: August 25 Aug 2009, 10:05
მოკლედ "შავ დღეში" ვარ ყოველ დილით biggrin.gif
ჩემი ბინის ქვეშ გახსნეს პურ-ფუნთუშეულის მაღაზია და ყოველ დილით ჩემი აგატსტონობა wink.gif უდიდეს გამოცდას გადის ... ისეთი სუნი ამოდის რომ გულის წასვლამდე მინდება პური ... მაგრამ ვეძახი საკუთარ თავს "მტკიცედა სდექ!" მეთქი და ჯერ ნიჩავო biggrin.gif მაგრამ როდემდის მეყოფა ნებისყოფა?
ვაითუ ერთხელაც იქნეს და ...

სადაა ის წამების საწინააღმდეგო NGO gigi.gif კანონით უნდა აიკრძალოს საცხოვრებელ სახლებში პურის მაღაზიების გახსნა biggrin.gif

Posted by: ninoma 3 Oct 2009, 05:30
ესეც ჩემი პურიკუნები. გუშინ გამოვაცხვე და დღეს ძლივს დავდე სურათი.
ცხელ-ცხელს გადავუღე სურათი და ბადეზე ამიტომ აწყვია.
http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 3 Oct 2009, 15:34
ninoma
QUOTE
ესეც ჩემი პურიკუნები

აუ რა მადისამღვრელი პურიკოები დაგიცხვია up.gif
ეს რუხი ფქვილი სად იშოვე?

Posted by: ninoma 3 Oct 2009, 18:38
სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები, რადგან საქართველოში არ ვიმყოფები. აქ არის მაღაზიების ქსელი sunflower და ამ მაღაზიაში მივაგენი.
ისე როგორი ყურადღებიანი ხართ. არ ტოვებთ უყურადღებოდ არავის და არაფერს. 2kiss.gif
გრძელი პური რაში გამოვაცხვე არ გაინტერესებთ? მეგობარმა მომცა მინის ცილინდრი, რომელსაც ორივე ბოლო ღია აგვს. მაღაზიაში რომ მენახა ვერც მივხვდებოდი რისთვის იყო. ძალიან გამომადგა. :

Posted by: rtuli 3 Oct 2009, 19:47
ninoma
QUOTE
საქართველოში არ ვიმყოფები.

ეგ კი გავიფიქრე მაგრამ მაინც ვიკითხე.
ჩემი სისუსტეა რუხი პური(ისე იშვიატად ვჭამ პურს).
QUOTE
მეგობარმა მომცა მინის ცილინდრი

იდეალური ფორმა გქონიათ smile.gif
სახლში გამომცხვარ პურს სულ სხვა გემო აქვს love.gif 2kiss.gif

Posted by: amadeus 3 Oct 2009, 20:14
აუ ეგრე როგორ აცხობთ მასწავლეთ რა

თონეს ვერ გავცდით რაჭველები ჯერ
biggrin.gif

Posted by: rtuli 3 Oct 2009, 20:22
amadeus
QUOTE
აუ ეგრე როგორ აცხობთ მასწავლეთ რა

თონეს ვერ გავცდით რაჭველები ჯერ

ყალიბები შეიძინე + პურის საცხობი მინი დანადგარი(საოჯახო!)რომელიც თვითონ მოგიზილავს უნაზეს და უგემრიელეს პურს yes.gif

თუმცა მარტო ყალიბებიც საკმარისია,ხელებით სითბოს ჩააქსოვ ცომში(ზელვის დროს) და უგემრიელესი გამოგივა smile.gif

Posted by: amadeus 3 Oct 2009, 20:40
rtuli
სად იყიდება? და რა ღირს?

Posted by: ninoma 3 Oct 2009, 22:00
მე ამას ვაზელინებ ცომს. მარტო ცომს? ყველაფერს ამ საცოდავს ვაკეთებინებ. ნამცხვრები, ბისკვიტები, კრემები.
http://www.radikal.ru

ესეც ფორმები
http://www.radikal.ru

ვიღებ 700გრ. ფქვილს, ნახევარ ჩ.კ.დროჟი, 1 ან 1.5 ჩ.კ. მარილი(მოკლედ გემოვნებით. ავურევ კარგად და ვასხავ თბილ წყალს დაახლოებით 600-650 გრ.ს. ზილავს ეს დალოცვილი მანქანა და კარგდ რომ მოზილავს (დაახლოებით 5 წთ.) შევფუთავ თბილად. თუ დრო მაქვს ამოსვლის შემდეგ 2 ჯერ ჩავზილავ, თუ არა და ერთხელაც ყოფნის. ჩავდებ ფორმაში, დავაცდი რომ ცოტა ამოვიდესდა ვდგავ ღუმელში ქვედა თაროზე 500F გრადუსზე(ჩვენებურად 260გრადუსი ცელსიუსი) 20 წუთით. 20 წთ-ს შემდეგ გამოვიღებ და შევდგავ ზედა თაროზე და ტემპერატურას ვუწევ 260F(130 გრადუსი)-მდე. და ვაცხობ 40-45 წთ.ამ ცომით გამოდის 2 აგურის ფორმის პური.
იმედია კარგად ავხსენი

Posted by: amadeus 3 Oct 2009, 22:38
ninoma
ეგ ფორმები მოყვება მაგ მიქსერს თუ იყიდება ცალკე?

ხოდა რომელ ქურას ხმარობ?

Posted by: ninoma 3 Oct 2009, 22:48
ფორმები ცალკე იყიდება. თეთრ პურს ვაცხობ ოთხკუთხედ ფორმაში. აი მრგვალ ფორმას ვერ ვშოულობ ვერსად. ეს მაჩუქეს.
დენის ქურაა Whirlpool ის ფირმის.

Posted by: rtuli 3 Oct 2009, 22:53
amadeus
ლილოს ბაზრობაზე იყიდება პურის საცხობი,მაგრამ იქ უნდა იცოდე სად მიაკითხო.
ტექნიკის მარაზიებში უნდა იკითხო,არის ხოლმე.
ფორმები კი იყიდება მაგალითად ეგ ოთხკუთხედი არის დანიურ სახლში,არის მეტალის და არის შუშის ,ორივე კარგია,თან კეკსაც გამოაცხობ მერე wink.gif .
სუპერშიც იყიდება yes.gif
აი მილივით ყალიბზე არვიცი რა ვთქვა,არსად შემხვედრია sad.gif

ninoma
QUOTE
მე ამას ვაზელინებ ცომს.

მეც მინდა შევიძინო ახლო მომავალში და საერთოდ სამზარეულოს ტექნიკაზე+კარგ ჭურჭელზე, ვაფანატებ user.gif
სად იმყოფები?

Posted by: ninoma 3 Oct 2009, 23:10
ეს არის ძალიან კარგი მოწყობილობა. წინ რომ მრგვალად აქვს(კარგად არა ჩანს), მანდ უყენდება ხორცის გასატარებელი მანქანა, რომელიც არ მოყვება, ცალკე უნდა იყიდო. სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ სხვა მოწყობილობები. მოკლედ ძალიან კარგია. საქართველოში თუ იყიდება, გირჩევთ იყიდოთ.
შტატებში

Posted by: rtuli 3 Oct 2009, 23:13
ninoma
QUOTE
შტატებში

სურათს(ანუ კარპეტს) ეხლა შევხედე და მაშინვე მივხვდი რომ შტატებში ხარ tan.gif
შეიძლება გიცნობ კიდევაც smile.gif

Posted by: amadeus 4 Oct 2009, 09:00
rtuli
QUOTE
ტექნიკის მარაზიებში უნდა იკითხო,არის ხოლმე.

გაიხარე smile.gif

ninoma
QUOTE
საქართველოში თუ იყიდება, გირჩევთ იყიდოთ.

საფირმო მარკა დაიდოს + ამაზონის ლინკი smile.gif

Posted by: ninoma 4 Oct 2009, 10:06
ამაზონზე რომ შეხვალთ აკრიფეთ KitchenAid

Posted by: amadeus 4 Oct 2009, 10:11
ninoma

QUOTE
ამაზონზე რომ შეხვალთ აკრიფეთ KitchenAid

ესაა?

Posted by: ninoma 4 Oct 2009, 10:21
დიახ. უბრალოდ ცოტათი განსხვავდება ჩემისგან. ფუნქცია ერთი და იგივე აქვთ. მე ამ სწყალს ხინკლის ცომსაც კი ვაზელინებ. 3 წელია რაც მაქვს და კიდევ კარგად მუშაობს.

rtuli [ შეიძლება გიცნობ კიდევაც] no.gif

Posted by: rtuli 4 Oct 2009, 10:21
amadeus
QUOTE
ესაა?

რა დაგიშავე cry.gif
მეც მინდა!
აქაც არის დუბაიდან ჩამოტანილები,ფასი 250ლარიდან იწყება.
რავიცი რაც აქ ტექნიკა შევიძინე ყველა გამომადგა yes.gif

აი მეისისშიც კარგი არჩევანია+ფასდაკლებით
http://www1.macys.com/catalog/index.ognc?CategoryID=46705&PageID=200599113035988


აუ Accessories შეხედე რამდენი დამატებითი ფუნქციები აქვს!


Posted by: MANASE 4 Oct 2009, 10:43
QUOTE
ესაა?

ესაა კიარა ესიიიი?

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Oct 2009, 22:42
გოგრის პურის ვიდეო რეცეპტი
http://www.5min.com/Video/Fat-Free-Pumpkin-Bread-Recipe-197261961
მართალია, აქ დაკონსერვებულ გოგრას იყენებენ, მაგრამ ჩვენს ვარიანტში მოხარშული გოგრა იქნება smile.gif

Posted by: :puke: 20 Oct 2009, 13:48
ხალხო მხნეობის პური რომ იყიდება ის კარგია? სასარგებლო თუ არის და გემრიელი რამდენადააა?


წინასწარ მადლობა

Posted by: miau 20 Oct 2009, 13:57

QUOTE
ხალხო მხნეობის პური რომ იყიდება ის კარგია? სასარგებლო თუ არის და გემრიელი რამდენადააა?


დაცეხვილი ხორბლის? - მე ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი სურნელი აქვს ხორბლის love.gif
საერთოდ, დაცეხვილი ხორბალი ძალიან სასარგებლოა.

Posted by: მონიკა 20 Oct 2009, 14:27
მთლად სააქაო კითხვა არაა, მაგრამ რადგენ პურის მცხობელები შეკრებილხართ იქნებ იცოდეთ smile.gif
მრავალჭირნახული პურის სახცობი გამიფუჭდა და სადმე გააკეთებენ თუ გადავაგდო?

Posted by: amadeus 20 Oct 2009, 14:29
მონიკა
QUOTE
სადმე გააკეთებენ თუ გადავაგდო?

გადააგდე biggrin.gif

Posted by: მონიკა 20 Oct 2009, 14:30
amadeus
QUOTE
გადააგდე 

ნელ-ნელა მაინც შემოგეპარებინა biggrin.gif

Posted by: hirondelle 20 Oct 2009, 14:34
მე მესხური პური მირჩევნია ყველას, შუაში ნახვრეტით რომ იყო
ამბობენ აღარ აცხობენო, მართალია?
კიდევ კაი კახური, რუხი ფქვილისგან გამომცხვარი, ოღონდ კახეთში ნაყიდი, გუდის ყველით და ტარხუნით smile.gif

Posted by: amadeus 20 Oct 2009, 14:42
მონიკა
QUOTE
ნელ-ნელა მაინც შემოგეპარებინა

თქვენ რომ ფილმებით არ გვამარაგებთ?

user.gif


Posted by: WOMAN IN LOVE 20 Oct 2009, 14:59
მონიკა
როგორ გაგიფუჭდა?sad.gif ჩემსასაც რაღაც დაემართა - არ ვიცი, ბავშვებმა აწვალეს ღილაკები თუ თავისით მოიშალა, მოკლედ, აღარც ზელს და აღარც აფუებს, დრო კი ისევ იმდენი ჭირდება, მაგრამ რად გინდა - ეგრევე ცხობაზე გადადის sad.gif
* * *
amadeus
QUOTE
თქვენ რომ ფილმებით არ გვამარაგებთ?

რას ლაპარაკობ, რამდენი ხანია ანგელოპულოსს ვეძებდი და მონიკამ მაპოვნინა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ფილმებზე yes.gif

Posted by: მონიკა 20 Oct 2009, 15:04
WOMAN IN LOVE
QUOTE
როგორ გაგიფუჭდა? ჩემსასაც რაღაც დაემართა - არ ვიცი, ბავშვებმა აწვალეს ღილაკები თუ თავისით მოიშალა, მოკლედ, აღარც ზელს და აღარც აფუებს, დრო კი ისევ იმდენი ჭირდება, მაგრამ რად გინდა - ეგრევე ცხობაზე გადადის 

ორი დღის წინ აურია ცოტა, ერთი-ორჯერ უდროო დროს დაიწრიპინა, მაგრამ მაინც ნორმალურად გააგრძელა პროცესი. გუშინ საერთოდ აღარაფერი ქნა, სასურველ რეჟიმზეც კი ვერ დავაყენე, მგონი მიკროსქემის ბრალია. სანამ ახალს ვიყიდი რა ეშველებათ ამათ, გადაეჩვივნენ ნაყიდ პურს.
* * *
amadeus
QUOTE
თქვენ რომ ფილმებით არ გვამარაგებთ?

როგორ გნებავთ ტყემლით თუ ბაჟეში ჩაწყობილი? biggrin.gif

Posted by: amadeus 20 Oct 2009, 15:24
WOMAN IN LOVE
QUOTE
რას ლაპარაკობ, რამდენი ხანია ანგელოპულოსს ვეძებდი და მონიკამ მაპოვნინა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ფილმებზე

ვხუმრობ თორემ მონიკას წყალობით მეც ბლომად ფილმები მაქვს ნანახი smile.gif

მონიკა
QUOTE
როგორ გნებავთ ტყემლით თუ ბაჟეში ჩაწყობილი?


old vines ვეძებ დამეხმარები?

Posted by: (c)TG 22 Oct 2009, 00:26
მონიკა
ახალი საცხობი იყიდე, ძველი გაარემონტებინე და აგარაკზე/სოფელში წაიღე yes.gif სიღნაღის ბინა გავავსე გამონაცვალი ტექნიკით biggrin.gif მიკროტალღური არ მაქვს მარტო და მაგის წაღებასაც ვაპირებ, წელს დამჭირდა და სულ ვნატრობდი იქ მქონოდა


ჰო ნუ ეს იმ შემთXვევაში, თუ უკვე არ გაქვს "იქ" ყველაფერი და თუ გაქვს, მაშინ გადააგდე war.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Oct 2009, 23:05
©TG
QUOTE
ახალი საცხობი იყიდე

sad.gif
QUOTE
ძველი გაარემონტებინე

აქ სად გაარემონტებენ მაგას?

Posted by: (c)TG 29 Oct 2009, 00:44
WOMAN IN LOVE
QUOTE
აქ სად გაარემონტებენ მაგას? 

მომიტანე ჩვენთან biggrin.gif დილით ვკითხავ კახას, ეცოდინება რამე "დირკა" სადაც არემონტებენ. სახლში თვითონ არის "პირიმზე" biggrin.gif

Posted by: GABRIELA 13 Nov 2009, 14:22
ძალიან მინდა საცხობის ყიდვა,სად შეიძლება რომ ვიყიდო?კიდობანშიი საერთოდ არააქვთ.ლილოშიც ვერ მივაგენი

Posted by: ნინი 22 Nov 2009, 08:19
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ქართული ცხელი შოთის პური ყველაზე გემრიელია...


love.gif
user.gif

Posted by: Gela1 30 Nov 2009, 18:18
GABRIELA

QUOTE
ძალიან მინდა საცხობის ყიდვა,სად შეიძლება რომ ვიყიდო?კიდობანშიი საერთოდ არააქვთ.ლილოშიც ვერ მივაგენი


თავისუფლების მოედანზე, "პანასონიკის" მაღაზია რომ იყო (ახლა სხვა სახელი აქვს) პანასონიკის SD-255 უნდა ჰქონდეთ კიდევ 390 ლარად. მე 3 დღის წინ ვიყიდე.

Posted by: amadeus 11 Dec 2009, 12:54
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს


ან რაჭველმა biggrin.gif


Posted by: annak 11 Dec 2009, 13:02
amadeus
QUOTE
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს


ან რაჭველმა

ამ ლოგიკით wink.gif თუ ძალიან გაგიმართლათ მეპურე რაჭველი იქნება biggrin.gif biggrin.gif

©TG
QUOTE
სახლში თვითონ არის "პირიმზე" 

biggrin.gif up.gif smile.gif
hirondelle
QUOTE
მე მესხური პური მირჩევნია ყველას, შუაში ნახვრეტით რომ იყო
ამბობენ აღარ აცხობენო, მართალია?

მართალია, აღარ აცხობენ.
პირადად მე არ მომწონდა.

QUOTE
კაი კახური, რუხი ფქვილისგან გამომცხვარი, ოღონდ კახეთში ნაყიდი

ეს მართლა საუკეთესოა up.gif love.gif

Posted by: rtuli 11 Dec 2009, 15:31
amadeus
QUOTE
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს

საცხობი ხომ არშეგიძენია შემთხვევით boli.gif

Posted by: amadeus 11 Dec 2009, 17:41
rtuli
QUOTE
საცხობი ხომ არშეგიძენია შემთხვევით

ჯერ არა რჩევაში ვარ და ვაგროვებ ფოტოებს biggrin.gif

არადა აუცილებლად უნდა ვიყიდო ამ ვაი მეპურეებისადმი უნდობლობა მაქვს გაჩენილი. sad.gif

Posted by: GABRIELA 13 Dec 2009, 22:47
ვიყიდე გერმანული ფირმის პურის საცხობი. დღეს ვცადე და არ გამოცხვა.ნეტა რატომ?

Posted by: (c)TG 14 Dec 2009, 05:21
GABRIELA
ციფრული სასწორი უნდა მაგას კიდევ რომ ზუსტად აწონო ინგრედიენტები, ისე არაფერი გამოვა. ნუ თუ სასწორის გარეშე აწონი ზუსტად...... მოკლედ, რაღაც ცოტა მეტი, რაღაცა ცოტა ნაკლები აფუჭებს პურს, ამიტომ ძალიან ზუსტად უნდა დაიცვა პროპორციები, (განსაკუთრებით წყალი და ფქვილი)

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Dec 2009, 15:52
©TG
ჩემსას თავისი დანაყოფებიანი ჭიქა მოყვა + კოვზი

Posted by: amadeus 14 Dec 2009, 16:51
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩემსას თავისი დანაყოფებიანი ჭიქა მოყვა + კოვზი

შენი რომელი ფირმისაა?

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Dec 2009, 18:06
amadeus
http://www.unold.de/

უფრო კონკრეტულად კი ესაა

http://www.unold.de/produkte/unold/backen-wie-von-selbst/detail/backmeisterR-extra-68511/

Posted by: akkai 14 Dec 2009, 18:23
QUOTE
ვიყიდე გერმანული ფირმის პურის საცხობი.


რა ღირს?

Posted by: GABRIELA 14 Dec 2009, 22:59
255 ლარი ღირს,მეგალაინში ვიყიდე
სასოწარკვეთილი ვარ მოკლედ,არ გამომივიდა.არადა მოყვება თავისი კოვზი და ჭიქა ,დავიცავი პროპორციები და მაინც.

Posted by: (c)TG 15 Dec 2009, 04:45
WOMAN IN LOVE
ჩემსასაც მოყვა, მაგრამ მაგ დანაყოფებიანი ჭიქით ფქვილს ვყრი საწორზე და მარტო საზომ კოვზს ვიყენებ საფუარი/მარილი/შაქარი/ზეთის საზომად. წყალს ბავშვების დანაყოფებიანი ბოთლით ვასხამ და 1 მილიგრამს არ იტყუება biggrin.gif
რა ქენი, შენ გაგიფუჭდა საცხობი თუ ვინმე სხვა წერდა? ჩემმა აურია რაღაც, ერთი ფეხი ტრიალებს სქელი ცომის დროს და თხელი ცომის დროს - ორივე

Posted by: hirondelle 15 Dec 2009, 05:23
მოკლედ ინგლისში მოაწყვეს გამოკითხვა, რომელი ელექტრო მენეჯერი აქვთ ნაყიდი და არცერთხელ გამოყენებული, და ყველაზე მეტი ხმა პურის საცხობმა მანქანამ მოიპოვა, უმეტესობას ტყუილად უდევთ სახლში biggrin.gif

Posted by: Björk 11 May 2010, 21:16
პურის საცხობი გამიფუჭდა! user.gif

თითმის ყოველდღე ვაცხობდი პურს და დღეს ჩავრთე და არაო...

ჩემი პური

Posted by: josephi 12 May 2010, 23:04
ჭვავის პური არის რომ საქართველოში საერთოდ. ნაღდი, თორე შეღებილი ბლომადააა

Posted by: (c)TG 13 May 2010, 02:11
Björk
QUOTE
ჩემი პური

უფ, რა კნატუნით მიირთვით ალბათ, კარგადაა დაბრაწული
hirondelle
QUOTE
რომელი ელექტრო მენეჯერი აქვთ ნაყიდი და არცერთხელ გამოყენებული, და ყველაზე მეტი ხმა პურის საცხობმა მანქანამ მოიპოვა, უმეტესობას ტყუილად უდევთ სახლში

ეხლა მეც ტყუილად მიგდია, ადგილს იკავებს. მშვენიერ ცეხვილ პურს ვყიდულობთ და აღარაა საჭიროება ცხობის (ადრე ვერ მივაგენით ნამდვილ ცეხვილ პურს)

Posted by: gogela 7 Jun 2010, 19:55
როგორც იქნა ვიშოვე ჭვავის ფქვილი... მაქვს პურსაცხობი პანასონიკი 255.
ხომ არ გამიზიარებდა ვინმე ჭვავის პურის გამოცხობის გამოცდილებას?

Posted by: Gela1 9 Aug 2010, 16:20
gogela

QUOTE
როგორც იქნა ვიშოვე ჭვავის ფქვილი... მაქვს პურსაცხობი პანასონიკი 255. ხომ არ გამიზიარებდა ვინმე ჭვავის პურის გამოცხობის გამოცდილებას?


სად იშოვეთ, თუ საიდუმლო არ არის? მე ვერ მივაგენი ვერსად.

Posted by: rockataka 9 Aug 2010, 21:35
ზოგი პური ისეთი გემრიელია, რომ პირიქით მას უნდა შეურჩიო კერძი yes.gif

Posted by: nanana 9 Aug 2010, 22:00
rockataka
QUOTE
ზოგი პური ისეთი გემრიელია, რომ პირიქით მას უნდა შეურჩიო კერძი

ეგეთი პური მე აქ არ მიჭამია. რაღაცეებიანი პური მიყვარს. ეს რაღაცეებიანიც ვერ ქაჩავს იმიტომ რომ ფქვილის ხარისხი არის ცუდი., თვალდახუჭული რომ ჭამდე პურს ვერ მიხვდები რომელია. ყველას ერთი გემო აქვს. ერთხელ ვჭამე თუ ორჯერ გემრიელი რუხი პური.

Posted by: rockataka 9 Aug 2010, 22:22
nanana
ჩემ მეგობარს აქვს აქ გახსნილი საცხობი, რომლის პურითაც იკვებება ნახევარზე მეტი პრესტიჟული რესტორანი და დაჟე ცენტრალური ბენგურიონის სახელობის აეროპორტი smile.gif

ცომს ზილავს არა დროჟზე, არამედ მაჭიკზე - ჩვენი წინაპრები როგორც აკეთებდნენ.

ისეთი გემრიელია, რომ .... უხ!!

ბებიაჩემი თონეში აცხობდა ლავაშებს. ეგეც მაჭიკით აფუებდა და თან სუნელ "ნიგვზარა" - ს ურევდა.
ისეთი სურნელი იდგა თონეში, რომ..... გემოც, ხომ თავისთავად ფანტასტიური ქონდა.
თონეს, მხოლოდ წალამის კონით ახურებდა. ეხლა უკვე ასაკშია 80 წელს გადაცილებული და ვეღარ აკრავს თონეში user.gif

Posted by: ninoma 9 Aug 2010, 22:46
rockataka
QUOTE
ცომს ზილავს არა დროჟზე, არამედ მაჭიკზე - ჩვენი წინაპრები როგორც აკეთებდნენ.

ეს როგორ ხდება?
პურისთვის მოზელილ აფუებულ ცომს რომ ინახავენ და შემდეგ აახლებენ?
ჩემი დედამთილი ხაშს ეძახდა.
ხაშით მოზელილი პური დიდხანს სძლებდა, საფუარით მოზელილი ზაფხულში მალე ფუჭდებოდა(გული უხდებოდა წებოვანი)
* * *
QUOTE
ეხლა უკვე ასაკშია 80 წელს გადაცილებული და ვეღარ აკრავს თონეში

ღმერთმა კარგად გიმყოფოს.
ტკბილია ბებო.

Posted by: rockataka 9 Aug 2010, 23:00
ninoma
QUOTE
ეს როგორ ხდება?

ქათმის კუჭს რომ აქვს ყვითელი გარეკანი რომელსაც ვაცლით გასუფთავებისას, აი მაგას აგროვებდა ქილაში და რაღაც სითხეში ინახავდა.
ზუსტად არ მახსოვს, თუ როგორ.

QUOTE
ღმერთმა კარგად გიმყოფოს.

მადლობა 2kiss.gif

Posted by: gogela 19 Aug 2010, 14:13
QUOTE (Gela1 @ 9 Aug 2010, 16:20 )
gogela

QUOTE
როგორც იქნა ვიშოვე ჭვავის ფქვილი... მაქვს პურსაცხობი პანასონიკი 255. ხომ არ გამიზიარებდა ვინმე ჭვავის პურის გამოცხობის გამოცდილებას?


სად იშოვეთ, თუ საიდუმლო არ არის? მე ვერ მივაგენი ვერსად.


ფირმა "ჯეოკინგი" ყიდის ლილოში, თანაც, საკმაოდ იაფად.
ტელ - 855555050, გიორგი

Posted by: eleven 15 Sep 2010, 11:57
პურს არ ვჭამ სადღაც 5 წელია, არა იმიტომ რომ გასუქების მეშინია, უბრალოდ პატარა კუჭი მაქვს და მირჩევნია პურით არ ავივსო კუჭი და საჭმელი მეტი ვჭამო, ცოტა გურმანი ვარ, თან დიდად არც მიყვარს პური. ხოდა.. ამ ბოლო დროს კუჭი მეწვიხ ხშირად და იჟოგა დამჩემდა და დედაჩემი ამბობს პურს რო არ ჭამ მაგის ბრალიაო და მართალიაააა?

პ.ს. ხანდახან თონის პურს მივირთმევ არაჯანთან ერთად.

Posted by: Gela1 14 Oct 2010, 11:58
თურქეთის წარმოების პურის საცხობი ვნახე "ტექნობუმში" 130 ლარად. მე მგონი, კარგი ხარისხისაა და გარანტიაც აქვს. ვისაც უნდა შეძენა, მგონი დაინტერესდება.

Posted by: ბესიკის26 14 Oct 2010, 18:49
ვიყიდე ჭვავის და ხორბლის ფქვილი(დოლი).ვაპირებ სახლში გამოვაცხო პურები და ხომ არ იცით ვინმემ უსაფუაროდ როგორ კეთდება ჭვავის პური.იქნებ საიტები იცოდეთ სადაც იქნება ახსნილი.
რაც გადავათვალიერე უცხოური საიტები ყველგან საფუარით გააკეტეს.

Posted by: geisha 25 Oct 2010, 15:59
ერთი კითხვა მაქვს. ამ საცხობებს არავინ არ ამოწმებს? პურის საცხობებს ვგულისხმობ. უფრო კონკრეტულად კი ლიტვური პური საცხობს.

პირადად მე რომ ცხოვრებაში აღარ ვიყიდი ამ საცხობის პროდუქციას, ეს ზუსტად ვიცი. თავიანთ თანამშრომლებს წამლავენ და სხვებს დაინდობენ ეგენი?!..

არც თქვენ გირჩევთ, რომ მათი პროდუქტი შეიძინოთ. ერთი ჩემი ნაცნობი მუშაობდა იქ და ისეთები ნახა, თავიდან უბრალოდ არ ვუჯერებდი.

საცხობს რომ წყალი არ ექნება, იმ საცხობმა რა უნდა გამოაცხოს?

და ეზიდებიან თურმე მეზობელი ობიექტიდან ტექნიკურ წყალს და იმით აცხობენ პურს.

ფქვილის მარაგი რომ არასოდეს არ აქვთ და ყოველ დღე ყიდულობენ, იმ დღეს გამოსაცხობი პურის საკმარის ფქვილს, მაგაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ უხარისხო და მატლებიან ფქვილს რომ ყიდულობენ, ეგ არის ცოტა "უხერხული".

ადრე რომ ვყიდულობდი და არ მომწონდა გემო, ვიფიქრე ალბათ სპეციფიური გემო აქვს თქო და ვინ იცის რას ვჭამდი...

Posted by: Geronti 26 Oct 2010, 20:13
ეს ბლოგი გახლავსთ ერთი რუსი ქალბატონისა, რომელიც სვანების რძალია და ამჟამადაც სვანეთში ცხოვრობს.
ყველაფერი სვანურის შესახებ წერს. ეს თემა სვანურ პურზეა. ვისაც დაგაინტერესებთ:

Сванский хлеб.
http://svaneti.livejournal.com/31408.html

Posted by: მონიკა 26 Oct 2010, 20:45
ბესიკის26
QUOTE
ვიყიდე ჭვავის ფქვილი

სად იყიდე? ტომრით, უფრო მცირედ დაფასოებული თუ ასაწონი?

Posted by: ბესიკის26 27 Oct 2010, 15:31
მონიკა

მე ახლობელმა ჩამომიტანა თავისი მოწეული მოსავლიდან.1,5ლ-1კგ.50 კგიანი მეშოკი ვიყიდე.(მადლია თან გლეხიდან ყიდვა)ისე არ ყიდის ბაზარზე.
მე წარმატებულად დავიწვე ცხობა საფუარის გარეშე.
დღეს გადავიღებ და დავდებ.მსგავსი გემრიელი პური ჯერ არ მიჭამია.ბავშვებს(თან პატარებია 4და 3წლის)საოცრად ეგემრიელებათ კარაქთან.ვერც მე ვამბობ უარს.

აგერ ვიპოვე ვიღაც წერდა სად იშოვება.
ფირმა "ჯეოკინგი" ყიდის ლილოში, თანაც, საკმაოდ იაფად.
ტელ - 855555050, გიორგი

Posted by: ninoma 27 Oct 2010, 16:53
ბესიკის26
QUOTE
მე წარმატებულად დავიწვე ცხობა საფუარის გარეშე. დღეს გადავიღებ და დავდებ.

რეცეპტიც დაწერე რა, გთხოვ.

Posted by: ბესიკის26 29 Oct 2010, 11:18
ninoma

აი ჩემი ჭვავის პური.ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან.
თან უუგემრიელესი.
http://pix.ge/

აი ლინკი რის მიხედვითაც გავაკეთე მჟავე ცომი უსაფუაროდ.
http://www.nimbul.ru/2009/04/rganaja_zakvaska/
მე მიცივდებოდა ქილა და პერიოდულად ცხელ აბაზანაზე ვათბობდი ქილას და მერე ვფუთავდი.მოკლედ თუ სითბო არ მოაკლდება კარგად წავა პროცესი.


ამ რეცეპტით ვაცხობ პურს.

http://www.nimbul.ru/2009/04/pshenichno_rganoj_zakvaske/

ამით გამომდის 2 აგურის პური.(ცოტატი თხელია და მე ვზრდი 1/2 პორციას და სისქემ მოიმატა)
სურათზე რომელიცაა დაახ.20-22სმ დიამეტრის ემალის ქვაბში გამოცხვა.(კალკა ჩაუფინე)

Posted by: sofo taba 30 Oct 2010, 02:17

მეც ვიყიდე ჯეოკინგის ჭვავის ფქვილი , ძალიან სქლად დაფქვილი მომეჩვენა და ინტუიიციით გადავურიე რუხი ფქვილი, ახლა მოვცომე და დილას გამოვაცხობ, მინდა რომ გამომივიდეს , ძალიან მინდა რომ სახლში ცხობა ტრადიციად ვაქციო

ბესიკის26
თუ არ მომეწონება ჩემი რეცეპტი მერე დახმარებას გთხოვ 2kiss.gif

Posted by: ninavia 15 Nov 2010, 15:48
სახლში გამომცხვარ პურს რა სჯობს ,კარგია, მაგრამ ყველაზე გემრიელი პური მალაკნების ხიდთან საცხობში ცხვება და იქვე ცხელ-ცხელი თავიანთ მაღაზიაში იყიდება. ნამდვილი პურის სუნი ,გემო,არომატი თუ გინდათ გაიხსენოთ გასინჯეთ . რაც ეგ პური გავსინჯე ,სულ მად ვყიდულობ და დავდივარ ...

Posted by: matusala_5 21 Nov 2010, 18:22
რა კარგი თემაა.პური ჩემი ყველაზე საყვარელი ნუგბარია,ერთადერთია წყალი და პური რის გარეშეც არსებობა მართლა არ შემიძლია,თუ დღეში მინიმუმ ერთი პური არ ვჭამე იმ დღეს მშიერი ვარ,უპუროდ ვერ ვნაყრდები , რაც არ უნდა ვჭამო(თან წონის პრობლემა არასდროს შეუქმნია)
სამწუხაროდ ნამდვილ პურს თბილისში იშვიათად შევხვდებით(მე საერთოდ ვერ შევხვდი)დაცეხვილი ფქვილი ჭვავის მართლა კარგია,აქ წავიკითხე რომ ლილოში ვიყიდეთო , საიდან შემოაქვთ ადგილობრივი პროდუქტია თუ შემოტანილი?მეც ვიყიდდი დიდი სიამოვნებით და რა ღირს?წინასწარ მადლობა!
* * *
კიდე რა მაინტერესებს იცით,თვითონ მარცვალიც იყიდება ,მერე მე რო დავფქვა?ეს უფრო მაინტერესებს

Posted by: rsebobs 1 Feb 2011, 17:08
თერმოლაბილური საფუარი სად შეიძლება იშოვოს ადამიანმა?

Posted by: Mr-Banks 21 Feb 2011, 01:07
http://elitelectronics.ge/index.php?m=268&cat_id=1108&pid=4817

დღეს გადავაწყდი შემთხვევით ამ რაღაცს და ძალიან გამიკვირდა. რას ფიქრობთ კულინარებო, ან ვინმე თუ იყენებთ და თუ ხართ კმაყოფილი?




ბევრი ვიფიქრე და აქ გავხსენი თემა. თუ რამეა, არ დამვორნოთ. smile.gif


Posted by: WOMAN IN LOVE 21 Feb 2011, 01:46
Banks
საცხობი მაქვს დიდი ხანია, გერმანიიდან ჩამოტანილი. კარგი რამეა, მაგრამ 3 საათი უნდება 1 პურის გამოცხობას, რომელიც ჩემს შვილება არ ჰყოფნით. ისე, უგემრიელესი პური გამოდის smile.gif თან ნაირ-ნაირი ვარიაცია შეგიძლია გააკეთო.

Posted by: rockataka 21 Feb 2011, 02:10
WOMAN IN LOVE
QUOTE
3 საათი უნდება 1 პურის გამოცხობას

ჰო, მაგ მხრივ, საკმაოდ პოზდნიაკია sad.gif

Posted by: Mr-Banks 21 Feb 2011, 02:43
3 საათი რა ამბავია............ sad.gif ერთი შანსია, რომ ღამე გამოაცხო და დილით ჭამო...........

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Feb 2011, 02:57
Banks
პირდაპირ ყრი ინგრედიენტებს. სანამ მოზელს, ამოფუვდება, კიდევ მოზელს და გამოაცხობს კი გადის სამი საათი. პურია ისეთი გემრიელი, რომ ერთ ადამიანს არ ეყოფა მთლიანი!

Posted by: ხორხე 21 Feb 2011, 11:39
WOMAN IN LOVE
QUOTE
პირდაპირ ყრი ინგრედიენტებს. სანამ მოზელს, ამოფუვდება, კიდევ მოზელს და გამოაცხობს კი გადის სამი საათი. პურია ისეთი გემრიელი, რომ ერთ ადამიანს არ ეყოფა მთლიანი!

რამდენი გამოდის წონაში ? boli.gif

Posted by: tavadze 22 Feb 2011, 21:01
WOMAN IN LOVE
QUOTE
მაგრამ 3 საათი უნდება 1 პურის გამოცხობას, რომელიც ჩემს შვილება არ ჰყოფნით. ისე, უგემრიელესი პური გამოდის  თან ნაირ-ნაირი ვარიაცია შეგიძლია გააკეთო.

მადამ მოდერ, რა ჰქენი იცი, შენს ბავშვებს ცოტა მეტხანს რომ ეყოთ? პურს რომ მოზილავ, დადე ტაფებზე და აცალა, იქ ამოფუვდეს. ოღონდ მასა თვალით განსაზღვრე, ტაფიდან რომ არ გადმოვიდეს. როცა ამოფუვდება, გამოაცხვე - ესეც ძაან გემრიელია და თან შეგიძლია, ვარიაცია-კომბინაციებში გასაქანი მისცე ფანტაზიებს და შესაძლებლობებს. როგორც ქარხნის პური გამოდის ფაფუკი, წვნიანს რომ ისრუტავს, ისეთია ესეც.

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Feb 2011, 22:51
ხორხე
QUOTE
რამდენი გამოდის წონაში ?

700-1000 გ გააჩნია, ინგრედიენტებს როგორ ჩაყრი. შენთვის და თავაძესთვის მისწრებაა. აღარც მოიყვანთ ცოლებს.

tavadze
საცხობ აპარატზე ვამბობ, რა უნდა იქ ტაფას. ერთი ღრმა ჯამია და ეგაა.

Posted by: ხორხე 23 Feb 2011, 11:09
WOMAN IN LOVE
QUOTE
700-1000 გ გააჩნია, ინგრედიენტებს როგორ ჩაყრი. შენთვის და თავაძესთვის მისწრებაა. აღარც მოიყვანთ ცოლებს.


2 ადამიანს ეყოფა 1 დღე 1 კილოგრამი პური

ორი ცალი უნდა ვიყიდო მაშინ

Posted by: tavadze 23 Feb 2011, 11:33
WOMAN IN LOVE
QUOTE
tavadze
საცხობ აპარატზე ვამბობ, რა უნდა იქ ტაფას. ერთი ღრმა ჯამია და ეგაა.

ქალავ, მე სხვას გასწავლი, როგორ უნდა გამოაცხო მოკლე დროშო უფრო ბევრი პური, ოჯახს რომ ამყოფინო.
პ.ს. ღმერთმა კიდევ გაგამრავლოთ და ოჯახსაც გააჩნია - თქვენ დენით საცხობი აპარატი კი არა, თონე გჭირდებათ თავის რაჭველი ხაბაზით. biggrin.gif თან რაჭველი არ გაგიკვირდებათ ოჯახში. biggrin.gif
QUOTE
შენთვის და თავაძესთვის მისწრებაა. აღარც მოიყვანთ ცოლებს.

შენ მასე გგონია და იმიტომ აიღე ხელი ჩემზე, ჰო? sad.gif

Posted by: [amelie] 23 Feb 2011, 23:20
იტალიური პურის რეცეპტი ხომ არ გაქვთ ვინმეს? : ))

Posted by: orchidea 23 Feb 2011, 23:34
[amelie]
QUOTE
იტალიური პურის რეცეპტი ხომ არ გაქვთ ვინმეს? : ))

კერძოტ რომელი იტალიურის?

Posted by: loom 15 Mar 2011, 14:27
რამოდენიმე დღის წინ შევიძინე პატარა პურის გამოსაცხობი აპარატი. არაჩვეულებრივი პური გამოცხვა, მაგრამ რაღაც ნიუანსებია რასაც ვერ ვხვდები. ხომ არავის გაქვთ ფორუმზე ეს მანქანა, რომ რჩევები და პურის რეცეპტები გავუზიაროთ ერთმანეთს.

Posted by: odam 17 Mar 2011, 17:11
მე მაქვს 5 წელია უკვე, შემიძლია დაგეხმაროთ smile.gif მე ცომსაც მხოლოდ მაგით ვზილავ და კექსებსაც ვაცხობ...
რეცეპტები ბევრია хлебопечка.ру-ზე

Posted by: loom 18 Mar 2011, 12:57
გუშინ ვცადე ჭვავის პური პირველად.. ამოვიდა ცომი ძალიან დიდზე. ამ დროს ჩაირთო ცხობა და...უცებ ცომის ზედა ნაწილი დაეცა! დავარდა! სახურავი არ გამიხსნია. რატომ ნეტა?? ფეჩი უკვე გაცხელებული იყო და მეორეჯერ ვეღარ ჩავზილე ცომი..
გამოვიდა აი ასეთი სირცხვილი:
http://www.radikal.ru

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Mar 2011, 13:01
loom
საფუარი ბევრი ხომ არ მოგივიდა? რეცეპტი უნდა დაიცვა.

Posted by: loom 18 Mar 2011, 13:16
odam
გთხოვთ, კექსის რეცეპტი მომეცით smile.gif და რომელ რეჟიმში გამოვაცხო? რა დროა საჭირო?

Posted by: rockataka 18 Mar 2011, 13:19
აუ!!
ეს მაგარი რაჭვული საცხობია - 2 საათი აცხობს ერთ პურს gigi.gif
გემრიელი კი გამოდის, მაგრამ.....

Posted by: loom 18 Mar 2011, 13:20
WOMAN IN LOVE
პირველად ვიხმარე ცოცხალი დროჟი და ალბათ ვერ განვსაზღვრე ზუსტი მასა. 20 გრამი გავაკეტე. 250 გრ. ფქვილი+ 250 გრ. ჭვავის ფქვილი. ბევრია ხომ?

Posted by: WOMAN IN LOVE 18 Mar 2011, 13:33
loom
ცოცხალი საფუარი ბევრია, მშრალსა და ცოცხალს შორის განსხვავებაა. რეცეპტში მითითებული უნდა იყოს რომელი საფუარი იგულისხმება.

Posted by: amiran1964 21 Mar 2011, 16:32
სად იყიდება ჭვავის ფქვილი ხომ ვერ მიმასწავლით?

Posted by: loom 21 Mar 2011, 16:39
amiran1964
მე ბელორუსიიდან ჩამომიტანეს, მაგრამ აქაც ვნახე გუდვილში, 1 კგ. პაკეტები იყიდება გერმანული ჭვავის ფქვილი. თუ არ ვცდები 3.50 ლარამდე ღირს.

Posted by: amiran1964 21 Mar 2011, 16:42
loom

მადლობთ

Posted by: chiburashka111 22 Mar 2011, 10:53
loom
მეც ვიყიდე პანასონიკის და ძალიან კმაყოფილი ვარ, ოღონდ პირველი გამოვიდა ზუსტად შენნაირი, ფქვილი არ ავწონე ზუსტად, მაგის მერე რაც გამოვაცხვე ძალიან გემრიელი და ფუმფულა გამოდის. მარხვა რომ გაივლის კექსებსაც მოვსინჯავ wink.gif მთავარია ყველაფერი ზუსტად ჩაყარო როგორც რეცეპტში წერია

Posted by: loom 22 Mar 2011, 11:22
chiburashka111
მეც დავრწმუნდი მაგაში, რომ რეცეპტიდან გადახვევა არ შეიძლება. ერთი მინუსი აქვს - ძალიან ბევრი პური იჭმევა რაც ცხობა დავიწყე! მე სამარხვო კექსი დავამუღამე, პასკის ფორმა აქვს და უგემრიელესი გამოდის ამ ფეჩში!

Posted by: chiburashka111 23 Mar 2011, 16:41
loom
ხოო ძალიან გემრიელია და ბევრი გეჭმება. თუ არ შეწუხდები რეცეპტი მომწერე რაა სამარხვო კექსის. მადლობა წინასწარ

Posted by: loom 24 Mar 2011, 13:44
chiburashka111
100 მლ. ზეთს ვასხამ პირველად.
ზემოდან ცოტა მარილი.
მერე დავაყრი ერთ ჭიქა შაქარს
დავასხამ 200 მლ. წყალს. წყალში გახსნილი 2 ჩაის კოვზი დროჟით ( ზოგი დროჟს მშრალად აყრის ფქვილზე. შენ როგორ აკეთებ??
მერე დავაყრი 500 გრამამდე ფქვილს. (თვალით ვაკონტროლებ მოზელვის დროს. გუნდა უნდა შეიკრას მაგრამ ძAლიან რბილი უნდა იყოს)
ბოლოს რაც გაგეხარდება: ვანილი, დარიჩინი. მუსკატი.
ქიშმიში სულ ბოლო ჩაზელვის დროს. შეგიძLია სულ არ უქნა.
ეხლა ცხობა:
ცოტა უჭირს ამოსვლა. ამიტომ ჯერ ვრთავ რეჟიმს ცომი. რომ დასრულდება, მერე ვრთავ რეჟიმს ტკბილი პური. ან შეგიძლია ჩვეულებრივი პურის რეჟიმი.
ძAლიან გემრიელი გამოდის, პასკის გემო აქვს!

Posted by: chiburashka111 24 Mar 2011, 20:48
loom
დიდი მადლობააააა 2kiss.gif

Posted by: ბესიკის26 28 Mar 2011, 22:21
დღეს კი არადა სულ ვაცხობ ეს ზამთარია მაგრამ ეხლა ვდებ.
ჭვავის პური.ჩვენებური დალოცვილი ფქვილით.

P.s. სულ არაარის ჭვავის პური ისეთი მუქი როგორიც მაღაზიაში იყიდება.

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: guruliqali 28 Mar 2011, 22:30
ბესიკის26
რა კარგად გამომშრალი და გემრიელია, აბა, ჭვავის ფქვილი არ შემოდისო? სად ყიდულობთ თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: amiran1964 28 Mar 2011, 22:31
ბესიკის26
ჭვავის ფქვილს სად შოულობ?

Posted by: ბესიკის26 28 Mar 2011, 22:39
guruliqali
amiran1964
კახეთში ჩემს მულს ყავს ახლობელი რომელმაც ფაქტიურად ოჯახიდან მოგვყიდა ფქვილი მათი მოსავლის ნაწილი.(ისე არ ყიდიან.)1ტომარა (50კგ) ჭვავისა და 1ტომარა დოლის ჯიშის პურის ფქვილი შევიძინეთ.1კგ ჭვავის ფქვილში 1,5 ლარი გადავიხადეთ.
ჯერ ბლომად მაქვს დარჩენილი მაგრამ რომ გამითავდება მერე როგორ შევეგუები ნაყიდს არ ვიცი.
არადა ჩემი პატარები გიჟდებიან ისე უყვართ ეს პური და კარაქი
http://smajliki.ru/smilie-168719559.html

Posted by: EKIKULI 12 Apr 2011, 16:06
გემრიელი კი გამოვიდა მაგრამ ზედმეტად იფხვნებოდა მეორე დღეს,იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

http://www.radikal.ru


Posted by: amadeus 13 Apr 2011, 10:23
ბესიკის26
QUOTE
ჭვავის პური.ჩვენებური დალოცვილი ფქვილით.

სად შოულობ ჭვავის ფქვილს?

EKIKULI
QUOTE
გემრიელი კი გამოვიდა მაგრამ ზედმეტად იფხვნებოდა მეორე დღეს,იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

up.gif
QUOTE
კახეთში ჩემს მულს ყავს ახლობელი რომელმაც ფაქტიურად ოჯახიდან მოგვყიდა ფქვილი მათი მოსავლის ნაწილი.(ისე არ ყიდიან.)1ტომარა (50კგ) ჭვავისა და 1ტომარა დოლის ჯიშის პურის ფქვილი შევიძინეთ.1კგ ჭვავის ფქვილში 1,5 ლარი გადავიხადეთ.

ჩვენ , უბრალოდ მოკვდავებმა რა ვქნათ? სად ვიშოვოთ? user.gif

Posted by: tavadze 13 Apr 2011, 11:10
amadeus
QUOTE
ჩვენ , უბრალოდ მოკვდავებმა რა ვქნათ? სად ვიშოვოთ?

დავთესოთ. yes.gif ერთ დროს რაჭას თურმე პატარა ბეღელს ეძახოდნენ, იმდენი ხორბალი ითესებოდაო, დღეს კი რა ხდება, შენც იცი.
პ.ს. ისე, რავა ხარ, რეპრესირებულის კვალობაზე, შე ჩემზე მწარედ რეპრესირებულო? biggrin.gif
ბესიკის26
QUOTE
ჩვენებური დალოცვილი ფქვილით.

ჩვენი მართლაც რომ დალოცვილია ყველაფერი! ჭვავის არა და კახეთში ოჯახში მიჭამია სახლშივე მოწეული ხორბლის და იქვე დაფქვილი ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური. სულ სხვა გემო ჰქონდა, ბევრად გემრიელი იყო, ვიდრე ნაყიდია.

Posted by: amadeus 13 Apr 2011, 12:16
tavadze
QUOTE
დავთესოთ.ერთ დროს რაჭას თურმე პატარა ბეღელს ეძახოდნენ, იმდენი ხორბალი ითესებოდაო, დღეს კი რა ხდება, შენც იცი.

ეხ, აქედან მაგ საქმის ხელმძღვანელობა ცოტა ჭირს თორემ მე კი ვიფიქრე ეგ ამბავი. sad.gif

QUOTE
პ.ს. ისე, რავა ხარ, რეპრესირებულის კვალობაზე, შე ჩემზე მწარედ რეპრესირებულო?

მოდერაცია და ლეიბორისტები ერთად მებრძვიან. პირი შეკრეს sad.gif

Posted by: ninavia 13 Apr 2011, 13:46
EKIKULI- ძალიან მაგარი ცომი არ მოზილო ,მოზილე თხელი ცომი ,ოდნავ ფუშფუშა , ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შაქარიც დაუმატე ,აღარ დაიფხვნება.

Posted by: tavadze 13 Apr 2011, 14:07
amadeus
QUOTE
მოდერაცია და ლეიბორისტები ერთად მებრძვიან. პირი შეკრეს

კიდე მოგიხტნენ ლეიბორისტები? biggrin.gif
ჟანდარმებო, არ დამვორნოთ - ილია კი არა და დავორნილი ვარ! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: EKIKULI 13 Apr 2011, 21:23
amadeus
როგორ ხარ?
რაჭაში ხომ არ მიდიხართ აღდგომას?
ninavia
QUOTE
ძალიან მაგარი ცომი არ მოზილო ,მოზილე თხელი ცომი ,ოდნავ ფუშფუშა , ერთი სუფრის კოვზი ზეთი და შაქარიც დაუმატე ,აღარ დაიფხვნება

დიდი მადლობა, გავითვალისწინებ. smile.gif

Posted by: Pink Fleud 22 Apr 2011, 04:15
პოპულის ბაგეტი როგორ მიყვარს love.gif

Posted by: Int3lig3nt 18 May 2011, 23:06
დღეს ეს მოდელი პურის საცხობი ვიყიდე:
http://www.vexton.com.ua/product/hlebopechka-quigg-medion-md-10259/

რეცეპტი მოყვა სულ 3 და აქედან არცერთი არ არის ჩვეულებრივი პურის sad.gif.

დავიწყე ამის გამოცხობა:

Французский хлеб

Продукты:
Дрожжи сухие быстрорастворимые - 1ч.л. или свежие - 7г
Пшеничная мука - 400г
Соль - 1 ч.л.
Сухое молоко - 1,5ст.л.
Сливочное масло - 1ст.л
Вода - 280мл.

На дно ведерка хлебопечки рассыпать дрожжи, сверху просеять муку, добавить другие ингредиенты, в последнюю очередь воду .
Выпекать в программе «Французский», режим "Выпечка".

ოღონდ ინგრედიენტები პირიქით გავუკეთე, იმიტომ რომ ამის რეცეპტებში წყალი პირველი ისხმება ყოველთვის.

ცომი გამოვიდა ძალიან თხელი და საერთოდ არ აფუვდა. ახლა უკვე შეწვის პროცესშია და რა გამოვა არ ვიცი. მოსარევ რკინებს არ ასცილებია ცომი, ისეთი დაბალია biggrin.gif.

როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია?
ფქვილის ხარისხი არ ვიცი, რაც მქონდა სახლში, ის ჩავყარე.
* * *
გამოვრთე, აღარ ვაცადე ბოლომდე. რაღაცა უბედურება გამოვიდა.
რომ გაგრილდება, ფოტოს გადავუღებ და დავდებ.

Posted by: Int3lig3nt 18 May 2011, 23:42
აი ასეთი საოცრება გამოვიდა biggrin.gif.

სოფლის კარაქი ჩავუმატე, ჩვეულებრივის ნაცვლად და მაგის ბრალი ხომ არ იქნება?
ან ფქვილის ან რა ვიცი, რა ჯანდაბა დაეტაკა.

Posted by: mzi 19 May 2011, 13:42
იქნებ ვინმემ იცოდეს კარგი თონის პურის რეცეპტი, ისეთი რომ რეზინასავით არ იყოა, ძალიან გთხოვთ tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: tos-ka 19 May 2011, 14:52
mzi
QUOTE
იქნებ ვინმემ იცოდეს კარგი თონის პურის რეცეპტი, ისეთი რომ რეზინასავით არ იყოა, ძალიან გთხოვთ



ფქვილი, გლეხური (ანუ ერთხარისხიანი დაფქვის). არასოდეს გამოვა რეზინასავით

Posted by: tavadze 19 May 2011, 16:35
Int3lig3nt - ნუთუ შენ ეს ყველაფერი? rolleyes.gif rolleyes.gif მარტო დაგტოვეს თუ რა მოხდა ასეთი? biggrin.gif
tos-ka, ეგება და ამ წესიერ კაცსაც უპასუხო - Int3lig3nt-ს, თორემ დაგვაკლდა ერთი პოტენციური კულინარი ოჯახსი და აგია. biggrin.gif

Posted by: ninavia 19 May 2011, 17:39
mzi---ცოტა საფუარი უყავი და აღარ იქნება წებოვანი და რეზინასავით. რეცეპტი ჩვეულებრივი- მარილი ,დროჟი და კარგად მოზელვა .ცომი ცოტა მაგარი უნდა ,რომ თონეში არ ჩავარდეს .

Posted by: Grdzneuli 19 May 2011, 18:35
ვინმე ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ჭვავის ფქვილის შესახებ? ანუ ფასი, საიდან შემოდის სად იყიდება და ასე შემდეგ?
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით

Posted by: odam 19 May 2011, 21:55
QUOTE
ოღონდ ინგრედიენტები პირიქით გავუკეთე, იმიტომ რომ ამის რეცეპტებში წყალი პირველი ისხმება ყოველთვის.

ცომი გამოვიდა ძალიან თხელი და საერთოდ არ აფუვდა. ახლა უკვე შეწვის პროცესშია და რა გამოვა არ ვიცი. მოსარევ რკინებს არ ასცილებია ცომი, ისეთი დაბალია .



აუცილებელია დაიცვათ თანმიმდევრობა, რომელიც მითითებულია ინსტრუქციაში

Posted by: ciyvi77 28 May 2011, 16:13
ხალხნო იქნებ ქართულიპურისთვის მასალის პროპორციები მომწეროთ ანუ, რამდენ ლიტრ წყალს ზე რამდენი საფუარი და მარილია საჭირო? უნდა თუ არა ზეთში გადაზელვა და რამდენში?
მადლობთ წინასწარ.

Posted by: loom 15 Jun 2011, 04:56
QUOTE (Int3lig3nt @ 18 May 2011, 22:42 )
აი ასეთი საოცრება გამოვიდა biggrin.gif.

სოფლის კარაქი ჩავუმატე, ჩვეულებრივის ნაცვლად და მაგის ბრალი ხომ არ იქნება?
ან ფქვილის ან რა ვიცი, რა ჯანდაბა დაეტაკა.

მეც ჯერ წყალს ვასხამ ვედროში. და მერე ყველაფერ დანარჩენს. თუ ასეთი თხელი გამოვიდა, ესე იგი ფქვილი მოგაკლდა. მე ყოველთვის ზუსტად ვიცავ გრამებს მაგრამ დავაკვირდი, რომ სხვადასხვა ფქვილი სხვადასხვანაირად სქელდება ცომში. ზოგჯერ მაინც მეტის დამატება მჭIრდება. ანუ ზელვის დროს უნდა აკონტროლო ცომის გუნდის სისქე. გუნდა უნდა შეიკრას, არ უნდა იყოს დამდნარი, უნდა იყოს ბუშტივით..

Posted by: viko 1 Jul 2011, 09:54
http://image.geotorrents.com/


http://image.geotorrents.com/

500-550 გრ ფქვილი
5 გრ მშრალი საფუარი
300 მლ თბილი წყალი
1 ჩ/კ მარილი
საფუარი გახსენით წყალში.
ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაასხით საფუარინი წყალი, ხის ნიჩაბით კარგად გადაზილეთ.
ცომი გადმოიტანეთ დაფაზე, გადაზილეთ , თითქოს ვკეცავთ ( ერთ ნაპირს ვადებთ მეორეს)
ცომს დიდი დამუშავება არ სჭირდება,დაახლოებით 10 – 15 გადაკეცვაში , შეკრული, მკვრივი ცომი უნდა მიიღოთ.
მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი და დაელოდეთ ცომის გაორმაგებას.
ოთახის ტემპერატურის მიხედვით 1-1.5სთ სჭირდება.
ამოსული ცომი გადაზილეთ და გაჭერით 2 ნაწილად.
ცომის გუნდა შუაზე გადასერეთ (ბოლომდე არა)
დაახვიეთ მჭიდროდ, რულეტივით.ასევე დაამუშავეთ ცომის მე-2 გუნდა.
ცომის რულეტი რამდენჯერმე გადააგორეთ დაფაზე,
მრგვალი ფორმა და თქვენი საცხობის შესაბამისი სიგრძე მიეცით.
ცომის გადაზელვისას ეცადეთ ფქვილის მინიმალური რაოდენობა შეაზილოთ.
მზა ცომი გადაიტანეთ ოდნავ ცხიმიან საცხობზე.
დანით დასერეთ ცომის ზედაპირი, გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ ამოსვლას.
20 წთ-მდე სჭირდება, ზედმეტი ამოსვლა არ უხდება, ბრტყელ ფორმას ღებულობს.
კარგად გახურებულ ღუმელში, შედგით ტაფა.
პურის შედგმის წინ, ტაფაზე დაასხით ცივი წყალი, როგორც კი ღუმელში ორთქლი გაჩნდება, პურებიც შეაწყვეთ საშუალო თაროზე.
ცხვება 250 გრ-ზე , დაახლოებით 20 -25წთ.


Posted by: gloneli 1 Jul 2011, 14:34
viko
QUOTE
ცომის გუნდა შუაზე გადასერეთ (ბოლომდე  არა) დაახვიეთ მჭიდროდ,  რულეტივით.

ეს ნაწილი რაღაცნაირად ვერ გავიაზრე. rolleyes.gif ეტყობა ამ სმაილივით ვარ

Posted by: viko 1 Jul 2011, 18:07
gloneli
ცომის გუნდას გაჭრი შუაზე. ღრმად გაჭრი, მაგრამ ბოლომდე არა.
გუნდა მიიღებს უფრო გაშლილ ფორმას,ერთი ნაპირიდან დაიწყებ დახვევას, 4-5 გადახვევა გამოდის სულ.
არ ვიცი რამდენად გასაგებად ვწერ. მკითხე თუ რამე გაურკვევლადაა.

Posted by: viko 3 Jul 2011, 15:05
გემრიელი პატარა პურები.
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/
450-500 გრ ფქვილი
5 გრ მშრალი საფუარი
250 მლ თბილი წყალი
1 ჩ/კ მარილი
3ს/კ ზეთი ...1ს/კ ცომს ემატება
2ს/კ ცომის გადასაზელად.


საფუარი გახსენით წყალში.
ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაასხით საფუარინი წყალი, ხის ნიჩაბით კარგად გადაზილეთ.
ცომი გადმოიტანეთ დაფაზე, გადაზილეთ , თითქოს ვკეცავთ ( ერთ ნაპირს ვადებთ მეორეს)
ცომს დიდი დამუშავება არ სჭირდება,დაახლოებით 10 – 15 გადაკეცვაში , შეკრული, მკვრივი ცომი უნდა მიიღოთ.
მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი და დაელოდეთ ცომის გაორმაგებას.
ოთახის ტემპერატურის მიხედვით 1-1.5სთ სჭირდება.
ამოსული ცომი გადაზილეთ და გაჭერით 12 ნაწილად.
მოამზადეთ 12 ბურთულა.
ცომის ბურთულა მჭიდროდ დაამრგვალეთ.
ბურთულები გადაიტანეთ ოდნავ ცხიმიან საცხობზე.
დაელოდეთ ამოსვლას.მინიმუმ ორჯერ უნდა გაიზარდოს ზომაში.
კარგად გახურებულ ღუმელში, შედგით ტაფა.
პურის შედგმის წინ, ტაფაზე დაასხით ცივი წყალი, როგორც კი ღუმელში ორთქლი გაჩნდება, პურებიც შეაწყვეთ საშუალო თაროზე.
ცხვება 250 გრ-ზე , დაახლოებით 20 წთ-მდე.

პურები გამოდის კნატუნა კანით და რბილი, მაგრამ მჭიდრო სტრუქტურით.
ნაკლებად მჭიდრო სტრუქტურისათვის, ოდნავ უფრო თხელი ცომი უნდა მოზილოთ.
ზომიერად თხელი, ფორმა რომ არ დაკარგონ.

Posted by: westsider 3 Jul 2011, 16:31
tandem Weckle
user posted image

სასწაული პურია.მაგარი სუნი აქვს და მარცვლეული უგემრიელეს არომატს აძლევს

უმეტესად მსგავს პურეულს ვჭამ.თეთრიდან უფრო ჩაბატა ან ბაგეტი
ოღონდ კარგი საცხობის გაკეტებული რა თქმა უნდა სულ სხვაა

თუ მოხვდებით ოდესმე შტუტგარტში Voss საცხობში შეიარეთ
სულ რიგები დგას ოღონდ გაითვალისწინეთ

ერთადერთი ბოლო საცხობია მთელ ქალაქში სადაც ყველაფერს მთლიანად ხელით აცხობენ და აკეთებენ.ფასები ძვირია ცოტა ოღონდ


Posted by: viko 3 Jul 2011, 16:56
westsider
რა მარცვლეულია?
მზესუმზირა და სეზამი?
სეზამი გამთავებოდა. მზესუმზირა არ გამახსენდა.
აქაც იყიდება გარჩეული, უნდა ვსინჯო.

Posted by: westsider 3 Jul 2011, 16:59
viko
სეზამი,მზესუმზირა,გოგრის თესლი

პური მუქი ფქვილისაა მაგრამ სუფთა ხორბალი არაა

Posted by: viko 3 Jul 2011, 17:06
westsider
გასაგებია.
საფუარის გარეშე გამომცხვარი რაც კი ვიყიდე, მეორე დღეს გული დაობებული იყო.
ხორბლის ფქვილის გარდა არც მეგულება სხვა, თუმცა არც მომიძებნია.
დამწყები მეპურე ვარ.smile.gif
უსაფუარო. სხვადასხვა ფქვილით მომზადებული პური კარგი იქნებოდა . smile.gif

Posted by: westsider 3 Jul 2011, 17:12
viko
მე როგორც ვიცი ჭვავს ურევენ ნაკლები წილით დიდ წილ რუხ ხორბლის ფქვილში მაგრამ ძაან არ მგონია საფუარის გარეშე იყოს გაკეთებული
იმიტომ რომ რბილია ძაან და გული ჰაეროვანი აქვს და უსაფუარო პური როგორც ვიცი ჩავარდნილი და მკვრივია

Posted by: viko 3 Jul 2011, 17:20
westsider

დამასაქმე ეხლა yes.gif
მშვიდად ვიჯექი, არ ვაპირებდი არაფრის გამოცხობას.
ჭვავს არ ვიცი თუ ვიშოვნი, მარცვლეულით კი ვატყობ უახლოეს დღეებში გამოვაცხობ.

vis.gif

Posted by: westsider 3 Jul 2011, 17:26
viko
biggrin.gif აუ რა სუნი აქ იცი ?
შუაში რომ გავტეხე და დავსუნე კინაღამ ცუდად გავხდი
პირდაპირ ტვინში ყნოსვის ცენტრში გირტყამს აბერკოტს


და არ ვიცი ასე როგორ აცხობენ მაგრამ ისეთი გემრიელია რომ შეიძლება გახეთქვამდე ვჭამო ეს პური

Posted by: S_H_I_N_Y 3 Jul 2011, 18:28
westsider
ეგაა ჩემი საყვარელი პური ... გოგრის თესლით love.gif გერმანიაში მაგაზე ვარ ხოლმე მიმჯდარი biggrin.gif

Posted by: lukanini 4 Jul 2011, 01:37
QUOTE (westsider @ 3 Jul 2011, 17:12 )
viko
მე როგორც ვიცი ჭვავს ურევენ ნაკლები წილით დიდ წილ რუხ ხორბლის ფქვილში მაგრამ ძაან არ მგონია საფუარის გარეშე იყოს გაკეთებული
იმიტომ რომ რბილია ძაან და გული ჰაეროვანი აქვს და უსაფუარო პური როგორც ვიცი ჩავარდნილი და მკვრივია

შეიძლება ნატურალური საფუარით იყოს გაკეთებული,მე მაქვს განაკეთები და ძაან კარგი გამოდის,ოღონთ თეთრი პური.მემგონი მიმიხვდით როგორ საფუარსაც ვგულისხმობ.ფქვილი და წყლისგან რომ მზადდება.

Posted by: farfallina 4 Jul 2011, 10:44
lukanini
+1
ბუნებრივი საფუარისაგან დამზადებული პური საერთოდ განსხვებული გემოსი გამოდის.
მე მაქვს სახლში ეგ საფუარი და მაგას ვიყენებ პურიდან დაწყებული პიცა ფუნთუშით დამთავრებული.
ცომიც რაღაცნარი სხვანაირი სტრუქტურის გამოდის love.gif

Posted by: Maykuna 4 Jul 2011, 12:34
QUOTE
ბუნებრივი საფუარისაგან დამზადებული პური საერთოდ განსხვებული გემოსი გამოდის.


დოზები ბუნებრივ და მშრალ საფუარს შორის როგორია, 1ს.კ. მშრალ საფუარს რომ ვიყენებ სახლის საფუარი რამდენი უნდა გამოვიყენო? სახლის საფუარი რამდენი ხანი შეიძლება შეინახო თუ რომ დაამზადებ ეგრევე უნდა გამოიყენო?

Posted by: farfallina 4 Jul 2011, 12:39
Maykuna
ბუნებრივ საფუარს აქვს ეს დოზები. 1 კილო ფქვილზე 250 გრამი საფუარი.
შეგიძლია გქონდეს მთელი ცხოვრება . უბრალოდ უნდა გამოკვებო.
ეს გამოკვება კიდე გამოიხატება ყოველ 2 - 3 დღეში ფქვილით გადაზელაში

Posted by: Maykuna 4 Jul 2011, 15:20
QUOTE
viko

შენი პატარა პურები ჰამბურგრერებისთვის თუ გამოდგება

Posted by: lukanini 4 Jul 2011, 17:16
QUOTE (farfalina @ 4 Jul 2011, 12:39 )
Maykuna
ბუნებრივ საფუარს აქვს ეს დოზები. 1 კილო ფქვილზე 250 გრამი საფუარი.
შეგიძლია გქონდეს მთელი ცხოვრება . უბრალოდ უნდა გამოკვებო.
ეს გამოკვება კიდე გამოიხატება ყოველ 2 - 3 დღეში ფქვილით გადაზელაში

მე კიდევ საერთოდ არ ვწონი პატარა ბანკაში მაქვს მაცივარში შენახული,გამოყენებით იმდენ წყალში ვხსნი რამდენიც პურს უნდა ვუყო + ცოტა ფქვილსაც ვამატებ,ასე ვაჩერებ სანამ არ გაფუვდება,მერე ვამატებ დარჩენილ ფქვილს და მარილს ხანდახან მეორე საფუარსაც ოღონთ ძაან ცოტას.ნუ რათქმა უნდა საფუარს ვიტოვებ ვამატებ წყალს და ფქვილს აფუვდება და ვინახავ მაცივარში.ერთხელ დამავიწყდა და მომიწია 5 დღის ლოდინი gigi.gif შენ როგორ აკეთებ 250 გრამი საფუარი გაქვს ცალკე?და მერე ამატებ წყალს და ასშ....

Posted by: farfallina 4 Jul 2011, 17:25
lukanini
მე ვაკეთებ ასე ყოველ 100 გრამ საფუარზე ვაამტებ 100 გრამ ფქვილს და 45 გრამ წყალს.
და შენ როგრი გაქვს მარტო წყლისა და ფქვილის ფერმენტაციით რომ მიიღება ?

Posted by: lukanini 4 Jul 2011, 17:35
QUOTE (farfalina @ 4 Jul 2011, 17:25 )
lukanini
მე ვაკეთებ ასე ყოველ 100 გრამ საფუარზე ვაამტებ 100 გრამ ფქვილს და 45 გრამ წყალს.
და შენ როგრი გაქვს მარტო წყლისა და ფქვილის ფერმენტაციით რომ მიიღება ?

კი ეგრე მაქვს გაკეთებული,როცა მჭირდება ვიღებ და მეც მასე წყალს და ფქვილს ვამატებ,ცოტას ვიტოვებ ბანკაში გამოვკვებავ ფქვილით და რომ აფუვდება ვინახავ.პრინციპი ორივეს ერთნაირი აქვს,ისე წინა ღამით რომ მოამზადო და დილას გამოიყენო უკეთესია,რაც მეტ ხანს გააჩერებ უკეთესი.

Posted by: viko 4 Jul 2011, 17:43
Maykuna

QUOTE
შენი პატარა პურები ჰამბურგრერებისთვის თუ გამოდგება

გამოდგომით რატომაც არა,მაგრამ ესენი პურებია.
გამბურგერისთვის უფრო ნაზი ცომით, კიდევ უფრო მარტივად,დღეს მოვამზადე. ისეთი საყვარლებია love.gif
არ გადამიღია , ხვალ დილით თუ გავიმეორე, სურათით და დაზუსტებული რეცეპტით აქა ვარ.

Posted by: farfallina 4 Jul 2011, 17:57
lukanini
მე იცი როგორი გავაკეთე .. ფქვილი წყალი თაფლით
ეგ მარტო ფქვილი და წყალიც მქონდა რაღაცნაირი თხელი სტრუქტურისაა
კარგია ძალიან მაგრამ გამოდგება მხოლოდ პიცა პურში
ხოდა მე კიდე ისეთი მდოდა აი ფუნთუშებში. პანეტონში და მისთანებშიც რომ გამომეყენებინა + პიცა პური
რათქმაუნდა .

Posted by: lukanini 4 Jul 2011, 19:48
QUOTE (farfalina @ 4 Jul 2011, 17:57 )
lukanini
მე იცი როგორი გავაკეთე .. ფქვილი წყალი თაფლით
ეგ მარტო ფქვილი და წყალიც მქონდა რაღაცნაირი თხელი სტრუქტურისაა
კარგია ძალიან მაგრამ გამოდგება მხოლოდ პიცა პურში
ხოდა მე კიდე ისეთი მდოდა აი ფუნთუშებში. პანეტონში და მისთანებშიც რომ გამომეყენებინა + პიცა პური
რათქმაუნდა .

არც ძალიან თხელი არ არის,საშუალო სისქისაა.თაფლიანი არ ვიცოდი მე შაქარს რომ ამატებენ ეგ მაქვს ნანახი და არ გამიკეთებია.მე კიდე ამასაც ვუშვები ბულკეულობაში.დამაინტერესა თაფლიანმა ცუდი არ უნდა იყოს იმიტომ რომ ცომში ცოტას ხომ უშვებიან ხოლმე.თუ არ დაგეზარა ან დამიწერე ან საიტი დამიდე სადაც ახსნილია როგორ კეთდება?საფუარსაც ხმარობ ცოტას თუ სულ ამით აკეთაბ?

Posted by: farfallina 4 Jul 2011, 19:59
არა არაფერს არ ვხმარობ მაგის გარდა და ძალიან ძალაინ კამყოფილი ვარ

Posted by: lukanini 4 Jul 2011, 20:24
QUOTE (farfalina @ 4 Jul 2011, 19:59 )
არა არაფერს არ ვხმარობ მაგის გარდა და ძალიან ძალაინ კამყოფილი ვარ

ხოდა როგორ მოვამზადო ეგ რომ არ დაგიწერია,ანუ თაფლი რამდენი უნდა და ასშ....

Posted by: farfallina 4 Jul 2011, 20:29
დიდი პოსტი გამოგიგზავნე ნახე PM smile.gif


Posted by: tasikuna-taso 4 Jul 2011, 23:27
QUOTE
პურის შედგმის წინ, ტაფაზე დაასხით ცივი წყალი, როგორც კი ღუმელში ორთქლი გაჩნდება, პურებიც შეაწყვეთ საშუალო თაროზე.


ორთქლმა ცხობის პროცესშიც უნდა იტრიალოს ღუმელში?

Posted by: lukanini 5 Jul 2011, 00:15
QUOTE (tasikuna-taso @ 4 Jul 2011, 23:27 )
QUOTE
პურის შედგმის წინ, ტაფაზე დაასხით ცივი წყალი, როგორც კი ღუმელში ორთქლი გაჩნდება, პურებიც შეაწყვეთ საშუალო თაროზე.


ორთქლმა ცხობის პროცესშიც უნდა იტრიალოს ღუმელში?

მე მაგალითად კარგათ რომ გავახურებ ღუმელს შიგნით თხელი ქვა მაქვს ის უნდა იყოს მაგარი გახურებული,დაახლოებით 20 წუთი მაინც,ცომს ვდებ და შიგნით სულ ძირში ცოტ ცოტობით წყალს ვასხავ ის დიდ ორთქლს იწვევს და სწრაფათ კარს ვხურავ.ეს იმიტომ რომ სინესტე იყოს შიგნით და თავიც კარგათ დაებრაწოს.ასე გაიმეორე რამოდენჯერმე პირველი 10_15 წუთი,შედეგი მართლაც სხვაა

Posted by: (c)TG 5 Jul 2011, 04:14
viko
ჭვავი იყიდება, მე ვიყიდე smile.gif ტელეფონის ნომერი მქონდა სადღაც, დავრეკეთ და ვაგზალზე დაგვიბარა ვიღაც ბიჭმა, საწყობი ყოფილა. აქ დაწერა ვიღაცა ეგ ნომერი და მშვენიერი ჭვავის ფქვილი შვიძინეთ

Posted by: Maykuna 5 Jul 2011, 09:05
QUOTE
გამბურგერისთვის უფრო ნაზი ცომით, კიდევ უფრო მარტივად,დღეს მოვამზადე. ისეთი საყვარლებია 
არ გადამიღია , ხვალ დილით თუ გავიმეორე, სურათით და დაზუსტებული რეცეპტით აქა ვარ


რომ იცოდე როგორ დავინტერესდი, ოჯახის მოთხოვნაა, სახლში მხოლოდ ასეთი პურები გვქონდეს, სულ მაგის ყიდვაში ვარ . ჰოდა ველოდები რეცეპტს bis.gif

Posted by: mzi 5 Jul 2011, 11:40
farfalina
QUOTE
არა არაფერს არ ვხმარობ მაგის გარდა და ძალიან ძალაინ კამყოფილი ვარ

ხოდა როგორ მოვამზადო ეგ რომ არ დაგიწერია,ანუ თაფლი რამდენი უნდა და ასშ....



მეც რომ მომწეროთ შეიძლება?

Posted by: farfallina 5 Jul 2011, 11:46
mzi

ლინკების დადება არ ვიცი user.gif

ისე კულინარიის სარჩევში ნახე იქ დევს როგორც ცოცხალი საფუარი

ვიპოვე..
სააღდგომო სუფრა, აღდგომა კარზეა გვ 81

Posted by: viko 5 Jul 2011, 17:21
©TG


QUOTE
აქ დაწერა ვიღაცა ეგ ნომერი და მშვენიერი ჭვავის ფქვილი შვიძინეთ

ვიპოვე, მადლობა smile.gif
* * *
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/


ფუნთუშები ჰამბურგერებისათვის
250 მლ რძე
120 მლ წყალი
55 გრ კარაქი ან მარგარინი
550 გრ ფქვილი
1 ს/კ საფუარი
1,5 ს/კ შაქარი
1,5 ჩ/კ მარილი
1 კვერცხი

1.500 გრ ფქვილი,საფუარი. მარილი. შაქარი მოვათავსოთ ჯამში.
2.რძე, წყალი,კარაქი მოვათავსოთ ქვაბში, გავაცხელოთ.
ეს ნაზავი უნდა იყვეს თბილი, ზედმეტად ცხელი დააზიანებს საფუარს.
3.დავასხათ ფქვილიან ჯამში და მოვზილოთ ცომი.
4 ცომი როგორც კი შეიკვრება(ფაქტიურად უმალვე), დავუმატოთ დარჩენილი 50 გრ ფქვილი და 1 კვერცხი.
5. ცომი საბოლოო მზადაა 7-8 წთ დამუშავების შემდეგ.
6. ცომი გავყოთ 12 ნაწილად.
7. მოვათავსოთ საცხობ ზედაპირზე, გადავაფაროთ ტილო და დაველოდოთ ცომის გუნდის ზომაში გაორმაგებას, დაახლოებით 15-20 წთ
8 200გრ გახურებულ ღუმელში ცხვება 15წთ-მდე.

Posted by: viko 25 Jul 2011, 19:13
პური რომელსაც არ სჭირდება მოზელა
http://image.geotorrents.com/

http://image.geotorrents.com/

ძირითადი რეცეპტი
http://www.youtube.com/watch?v=13Ah9ES2yTU

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=921&Itemid=55

ამ პურების შემთხვევაში ცომს ცოტა დავაკელი წყალი.
12 სთ-ის შემდეგ ამოსულ ცომს მივეცი მოგრძო ფორმა, დავაწყვე საცხობ ზედაპირზე,ვადროვე ხელმეორედ ამოსვლა დაახლოებით 40 წთ.
ღიად გამოვაცხვე.

Posted by: Gode 31 Jul 2011, 19:25
მეგობრებო, პურომანებო ყველა ქვეყნისა, თქვენი დახმარება მჭირდება:

1 წელზე მეტია, რაც დედაჩემი სახლში აცხობს პურს, ვინაიდან:

ა) მაღაზიის პური აღარ იჭმევა
ბ) მაღაზიის პური ძვირია

აცხობდა ჩვეულებრივად, ჰაერღუმელში. რამდენიმე თვის წინ შევიძინეთ სპეციალური საცხობი მოწყობილობა (თუ ვინმეს რამეს ეტყვის: QUIGG MD 12830 აგერ სურათი: http://2.static.slando.com/photos/live/87/hlebopech-quigg-md12830-hlebopechka-germaniya_38034387_3_F.jpg) მოწყობილობით კი კმაყოფილები ვართ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გავუგეთ ყველაფერი. საქმე იმაშია, რომ თავიდან ვაცხობდით პურს ძირითადი პროგრამით, რომელიც დაახლოებით 3 საათი მუშაობს. პირველი გამოცხობა არ გამოგვივიდა, მეორე და მესამე გამოცხობა გამოგვივიდა და ისეთი გემრიელი პური გამოვიდა (მაღალი, ნასვრეტებიანი, არ იშლებოდა და ა.შ.) რომ მარტო პურს ვჭამდით მთელი ოჯახი gigi.gif ამის მერე ამ ძირითადი პროგრამით პური ვეღარ გამოვაცხვეთ, სულ ვარდება sad.gif გადავედით სხვა პროგრამაზე, მაგრამ მე ეს სხვა პროგრამით გამომცხვარი პური ისე არ მომწონს, ჯერ ერთი უფრო "მძიმეა", დაბალია, იშლება და ა.შ. დღეს კიდევ გვქონდა მცდელობა ძირითადი პროგრამით გამოცხობის და ისევ უშედეგოდ დასრულდა.

ვიცი რომ ძალიან ზოგად კითხვას ვსვამ, მაგრამ იქნებ ვინმეს რაიმე მსგავსი გქონიათ და გამოსავალიც იცით?

Posted by: Gode 1 Aug 2011, 19:49
გავარკვიე რისი ბრალიც ყოფილა smile.gif გუშინ კარგად ვქექე ინტერნეტში და ფქვილის რაოდენობას ვმაზავდით, ცომი ძაან თხელი გამოდიოდა და პური ვარდებოდა. გუშინ ისეთი პური გამოვაცხვეთ რო ერთი სული მაქ სახლში როდის მივალ რო ვჭამო biggrin.gif

Posted by: anamch 12 Aug 2011, 10:29
ძვირფასო მეპურეებოო !!!!!!

ვეძებ კარგ მცხობელს ყველის მაღAზიაში სადაც , ცალობიტ , და წლობით მოვლილი ყველი შემოვიტანეთ, ვერ ვაკადრებტ იმ პურის შემოტანას..

გვინდა გვქონდეს საკუთარი პური..
მცხობელი იქნებ მოგვაძებნინოთ-რეკომენდაციიტ და გამოცდილებით, ტორემ გაზეთშ განცხადებას სულ ელიაავს კაფელშიკები ეხმაურებიან,, ყველაფერი რომ იციან!

Posted by: BaBajanka 9 Nov 2011, 13:29
იმდენნაირი პური ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ არ იჭმევა.

ამ თემას ჩავუჯდები და თეორია|ში ვინეცადინებ ჯერ, მერე იქნებ ცომიც მოვზილო
* * *
გადავიკითხე მთელი თემა , რომელიც პურის საცხობზე უფროა smile.gif

საერთოდ პირველად გავიგე მ|შრალი და ცოცხალი საფუარის შესახებ.

ძალიან გეხვეწებით, იქნებ განმანათლოთ, რა განსხვავებაა მათ შორის, როგორ კეთდება, როგორ გამოიყურება და რომელი ჯობია?
მინდა ვისწავლო პურის გამოცხობა. თან მინდა, რომ ჯანსაღი და რაც შეიძლება სასარგებლო იყოს.
და საერთოდ ხორბლეულშიც ვერ ვერკვევი, როგორც აქ გავარკვიე. sad.gif
აი რომლისგან გაკეთებული ჯობია??

მადლობა მეგობარ მეპურეებს
love.gif

Posted by: sio-beqa 11 Nov 2011, 12:29
პურის საცხობი ღუმელი მინდა სადაც ყველანაირი პური გამოცხვება.

Posted by: tekle555 30 Dec 2011, 13:12
გამარჯობათ მირჩიეთ რადგან ესეთი პრობლემის წინაშე ვდგევარ. რამოდენიმე დგის წინ ვიყიდე გორენის პურის საცხობი და რა არ ვცადე რამდენჯერაც გამოვაცხე პური სულ დაზეპილი გამოდის და ვერ გავიგე რატომ იქ რაც წერია იმ რეცეპტით ვაკეტებ და რავი არაფრით არ გამოდის და მითხარით რა თუ გაქვთ როგორ უნდა გამოვაცხო ზაა გთხოივთ ტიტქოს როგორც წერია ისე ვაკეტებ და მაინც არ გამოდის და მითხარით რა ზაან ცუდ დგეში ვარ...........გმადლობთ წინასწარ
* * *
რეცეპტი მომერეთ ზუსტად ტქვენი რააააააააა

Posted by: chiburashka111 2 Jan 2012, 21:17
tekle555
ჩემი რჩევა იქნება შენი საცხობის რეცეპტი აიღე და სასწორით აწონე ზუსტი წონა ფქვილი, დანარჩენი ინგრიდიენტებისთვის შესაბამისი ჭურჭელი მოყვებოდა და იმით გაზომე, არავითარ შემთხვევაში არ ახადო თავი სანამ არ გამოცხვება. არ გადაუხვიო რეცეპტიდან და გამოგივა აუცილებლად. რომ გამოაცხობ დაწერე შედეგი

Posted by: ninicool 2 Jan 2012, 21:44
BaBajanka
QUOTE
ამ თემას ჩავუჯდები და თეორია|ში ვინეცადინებ ჯერ, მერე იქნებ ცომიც მოვზილო

ძალიან ნორჩი ვიყავი ცომი რომ მოვზილე პირველად. პურიც ძალიან ბევრჯერ გამომიცხვია. რომ გითხრათ ძალიან მიყვარს მეთქი, ტყუილს ვიტყვი, მაგრამ არ წარმოადგენს ცომის მოზელა დიდ სირთულეს.

Posted by: tekle555 9 Jan 2012, 12:08
ეგრეც ვქენი და სხვა რეცეპტებიც ვცადე მასწავლეს და მაინც არ გამოდის და ვერ გავიგე რა ხდება თავიც არ ამიხდია სანამ გამოცხობა არ დამთავრდა....... იქნებ მომწეროთ ტქვენი რეცეპტი ვისაც პური საცხობი გაქვთ და იქნებ რამე მეშველოს გელოდებით მომწერეთ რა რეცეპტიიიიიიიიიი

Posted by: chiburashka111 9 Jan 2012, 21:15
tekle555
მე პანასონიკი მაქვს. ჩემი არ გამოგადგება თორემ დიდი სიამოვნებით. ჩემი იწყება ფხვიერი ინგრედიენტებით და შემდეგ სითხეები, გორენიეში როგორც ვიცი პირიქითაა, წაიკითხე ყურადღებით, პირველი მეც რომ გამოვაცხე საშინლად დაიტყეპა, მერე ავწონე ფქვილი, მე მეგონა 1 ჭიქა ფქვილი იყო 200 გრამი, სასწორით სულ სხვა წონა გამოვიდა. საცხობი აუცილებლად უნდა დადგა სწორ ზედაპირზე. წყალი ჩაასხი იმ ჭიქით რომელიც მოყვა, უნდა გამოვიდეს აუცილებლად. პირველი პური ყველას უფუჭდება, მაგრამ მერე ყველა კმაყოფილია. აბა დაწერე მიმდევრობით რა და როგორ გააკეთე wink.gif

Posted by: MaXinJi_k0nkia 10 Jan 2012, 18:25
გერმანული პურები საერთოდ არ მომწონს...

მარტო ბრეცელები კიდე ჰო,,,მაგრამ დნარაჩენი კოშმარია: (((


თურქულინ თეთრი პური უფრო კარგია მაგრამ ჩემები იშვიათAდ ყიდულობენ მაგას და საერთოდაც პურს იშვიათAდ ჭამენ mad.gif


ვინმემ გააკეთეთ რა შოთის პურის ბიზნესი იქაც: ))

Posted by: Charlotta Rossi 12 Jan 2012, 13:32
სალამი ხალხნოო
ცოტა ხნის წინ ვიყიდე kenwood-ის პურის საცხობი ღუმელი,რამე რჩევას ხომ არ მომცემდით სანამ დავიწყე გამოცხობა და რამე კარგი რეცეპტი ხომ არ გაქვთ პურის smile.gif

Posted by: tekle555 12 Jan 2012, 14:57
გორენიეში ჯერ თხევადს ასხამ და მერე მშრალს ყრი ბევრნაირი რეცეპტი ვსინჯე და წესოიერი არ გამოდის იქნებ თუ იცით კექსი და პასკის რეცეპტი საცხობის რომ გამოვაცხო იქნებ რამე გამოვიდეს. მითხარით რა
* * *
რაც საზომი მოყვება იმით ხო საერთოდ არ გამოვიდა რაგაც საშინელება იყო
* * *
პურის საცხობისთვის რა საფიარს იყენებთ?? აქვს რამე მნისჰველლობა კონკრეტული დროჯი უნდა თუ არაქ მნიშვნელობა მითხარით რა ვისაც გაქვთ პურის საცხობი და რეცეპტი დამიწერეთ პურის კექსის და პასკის გთხოვთ რაააააა

Posted by: girvan_88 12 Jan 2012, 15:26
ადრე რომ იყო ქარხნის პურები, მრგვალი, ეგეთი ან მიახლოებული სადმე კიდე ცხვება ?

Posted by: OGGI 24 Feb 2012, 22:43
ძალიან გემრიელი პურია, უბრალოდ ასე მასიურად არ იყიდება. მხოლოდ ერთ რესტორანშია - იქვე აცხობენ. უსაფუვრო ცომით და ნამდვილი პურის სუნით.

Posted by: pandora85 25 Feb 2012, 12:14
revolucioneri
სხავ პური არ ვიცი და ქართულ პურს რომ არ ემჯობინება დარწმუნებული ვარ არცერთ ქვეყნის პური.ერთი კარგად მახსოვს ბავშობაში მიყვარდა თურქულ პურს ეძახდნენ ეხლაც თუ არის არ ვიცი მაშინ კი ძან მიყვარდა. biggrin.gif

Posted by: zazamos 25 Feb 2012, 14:02
tekle555
QUOTE
რამოდენიმე დგის წინ ვიყიდე გორენის პურის საცხობი

გორენიე რამოდენიმე სახის საცხობს უშვებს. ჯერ დაწერე, ზუსტად რომელი მოდელი გაქვს და მერე შევეცდები დახმარებას.

Posted by: forever`s_NEVER 6 Mar 2012, 14:33
თქვენი რჩევა მჭირდება. ვაპირებ შევიძინო პურის საცხობი. მინდა მაქსიმალური წარმადობის. 900 გრ? 1500? არის უფრო მეტი?
სად და რას მირჩევდით?

Posted by: tekla212 8 Mar 2012, 12:20
აუ როგორ მიყვარს დაბრაწული პურის ყუააააააა,მნიშვნელობა არ აქვს თეთრი თუ შავიიიიიიიიიიიი პურია,სახლში თუ ვარ პურებს ყუა არ აქვს...

Posted by: zazamos 8 Mar 2012, 22:52
forever`s_NEVER
QUOTE
ვაპირებ შევიძინო პურის საცხობი. მინდა მაქსიმალური წარმადობის. 900 გრ? 1500? არის უფრო მეტი? სად და რას მირჩევდით?

მე მაქვს Gorenje BM 1400 E, რომელიც არის Daewoo DI-9154 -ს ტყუპისცალი. ელიტ ელექტრონიკსში ვიყიდე დაახლ. 270 ლარად. მაქსიმალური წარმადობა აქვს 1400გრ, აცხობს ერთ დიდ ან ორ პატარა აგურს. არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ 2 კონტეინერი მოყვებოდა, და დიდ პურს ტრადიციული ფორმა ქონდა. ძალიან კმაყოფილები ვართ.
თუმცა ყველას ვურჩევ, შეიძინოს Panasonic SD-255, მაქსიმუმ აცხობს 1250 გრამს. სმაილში ღირს 290 ლარი. ამაზე მაღალი კლასის საცხობი არ არსებობს.
* * *
tekle555
QUOTE
პურის საცხობისთვის რა საფიარს იყენებთ??

ეზოში საცხობში მირჩიეს ეს საფუარი. მითხრეს, რომ თბილისში ყველა თონე ამ საფუარით აცხობს. ჰო, კიდევ თუ გინდა, რომ არ გაფუჭდეს, საფუარი მაცივარში უნდა ინახებოდეს - მაღაზიაშიც smile.gif და სახლშიც.

Posted by: forever`s_NEVER 11 Mar 2012, 21:10
zazamos
დიდი მადლობა

Posted by: zazamos 31 Mar 2012, 13:15
ჭვავის ფქვილს და მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილს (რითაც უნდა გამოცხვეს პური) ვყიდულობ ვაგზალთან.

პასაჟიდან დეზერტირების მხარეს გამოსასვლელი თუ იცით, მაგ გამოსასვლელს რომ ჩაცდებით ქვემოთ, თითქმის წინამძღვრიშვილის ქუჩის კუთხეში, არმისული ავტოსადგომთან, პატარა დახლი-მაღაზიაა, წინ ფქვილის ტომრები უწყვია. გამყიდვლის სახელი არ მახსოვს, რა ქვია, მაგრამ მიაგნებთ smile.gif.

ეს ფირმა არის ჭვავის ფქვილის იმპორტიორი საქართველოში:
ფირმა "ჯეოკინგი" ლილო
ტელ - 855555050 - გიორგი

Posted by: murzakani 22 May 2012, 20:52
საფუარის გარეშე ცხობის ტექნოლოგიაზე არის რამე თემაში? 27 გვერდის წაკითხვის დრო არ მაქვს და მაპატიეთ რა smile.gif

Posted by: მახარე 24 May 2012, 23:53
წყლის და პურის გარეშე ხომ სიცოცხლე წარმოუდგენელია? biggrin.gif

Posted by: bell 23 Jun 2012, 21:34
viko
QUOTE
პურის შედგმის წინ, ტაფაზე დაასხით ცივი წყალი, როგორც კი ღუმელში ორთქლი გაჩნდება, პურებიც შეაწყვეთ საშუალო თაროზე.
ცხვება 250 გრ-ზე , დაახლოებით 20 წთ-მდე.

ეს ვერ გავიგე, ანუ იმავე ტაფას ასხავ წყალს რომელზეც პურს აცხობ თუ სხვსა ტაფასაც დებ ღუმელში?

ჩვეულებრივ ღუმელში გამოვა თუ სპეც საცხობში აცხობ?
* * *
zazamos
წონითაც ყიდის თუ მხოლოდ ტომრებით?

Posted by: zazamos 26 Jun 2012, 14:47
bell
QUOTE
წონითაც ყიდის თუ მხოლოდ ტომრებით?

წონით ყიდის. ტომრებით თუ გინდა, იმპორტიორს უნდა დაუკავშირდე.

Posted by: bell 27 Jun 2012, 00:59
zazamos
QUOTE
წონით ყიდის. ტომრებით თუ გინდა, იმპორტიორს უნდა დაუკავშირდე.

პირიქით, წონით მინდა, სადაც ვიკითხე მითხრეს მხოლოდ ტომრებით იყიდებაო, მივალ მანდ მაშინ, მადლობა smile.gif

Posted by: IkaMac 27 Jun 2012, 03:16
წესიერი თონე სად იცით თბილისში, კარგი შოთი რომ იყოს? smile.gif




................

Posted by: sofia1234 6 Mar 2013, 17:12
QUOTE
მე მაქვს Gorenje BM 1400 E, რომელიც არის Daewoo DI-9154 -ს ტყუპისცალი. ელიტ ელექტრონიკსში ვიყიდე დაახლ. 270 ლარად. მაქსიმალური წარმადობა აქვს 1400გრ, აცხობს ერთ დიდ ან ორ პატარა აგურს. არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ 2 კონტეინერი მოყვებოდა, და დიდ პურს ტრადიციული ფორმა ქონდა. ძალიან კმაყოფილები ვართ.

მე ვიყიდე ეგ აპარატი ელიტელექტრონიკსში, გორენიე ჩემიც ოღოდ სხვა მოდელი, 219 ლარად შევიძინე, ზუსტად ეგეთია ოღონდ ერთი ფორმა აქვს უბრალოდ, სხვა ყველაფერი იდენტურია მითხრა კონსუტანტმა. პურს რომ ვაცხობ ზემოთ მხარე სულ თეთრია, ანუ არ იბრაწება, გამოუშრობია.
ნუ მოკლედ ხვალ ვაპირებ მივუთრიო მაგათ, მაგრამ მაინტერესებს ჩემი აპარატი არ მუშაობს თუ უბრალოდ ეგეთი შეიძლება იყოს?

Posted by: Ninuka82 7 Mar 2013, 01:45


ხალხო, ვაკელების ფრანგი დამპურებელი ჟან-ჟაკი სად დგას ხოლმე შაბათობით? baby.gif

ჯაბა წულაძის სახლის მისამართი არ იცის ვინმემ? იქ აქვს ხოლმე თავისი დახლი გაშლილი.

მოვკვდი ამ საზიზღარი პურის ტოსტერში გახუხვით, ისე ეგ არ იჭმება mad.gif

სახლში კიდევ ვერ ვახერხებ პურის გამოცხობას.

Posted by: Angel-A 9 Mar 2013, 21:17
Ninuka82
QUOTE
ხალხო, ვაკელების ფრანგი დამპურებელი ჟან-ჟაკი სად დგას ხოლმე შაბათობით?

მეც მაინტერესებს,
დაწერეთ რა ვინც იცით ზუსტად

Posted by: matusala_5 9 Mar 2013, 21:42
სახლის პირობებში როგორ გამოვაცხო მხნეობა-ს ტიპის პური?
რამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ მოვაბი თავი ექსპერიმენტს.

Posted by: Angel-A 10 Mar 2013, 21:13
matusala_5
ჩემი მეგობარი აცხობს სახლში გაღვივებული ხორბლით,
რა თქმა უნდა, უსაფუაროდ.
ესე იგი, ჯერ ფქვილს და წყალს ურევს ერთმანეთში გარკვეული პროპორციით და დგამს რამდენიმე დღე.
ეს მასა მჟავდება, მერე უნდა ,,აჭამო" ფქვილი პერიოდულად და გადაზილო, თუ არ ვცდები.
ესაა საფუარის მაგივრად.
ბევრი რეცეპტია ინტერნეტში, რამდენიმე მოსინჯა და ამან ძალიან გაამართლა.
მერე ცომს ზელს წისქვილში დაფქვილი ხორბლის მარცვლით. (ქართული ხორბალი)
და ურევს ამ გაღვივებულ ხორბალს.
ასევე უმატებს ხან მზესუმზირას, ხან სეზამის მარცვლებს...

შემიძლია დაგიზუსტო დეტალები, თუ გინდა.
უგემრიელესია...
იმის მერე სხვა პურს ვეღარ შეჭამ smile.gif ჯერ სუნი აქვს ისეთი....

Posted by: შაბეშა 17 Mar 2013, 22:42
QUOTE (girvan_88 @ 12 Jan 2012, 14:26 )
ადრე რომ იყო ქარხნის პურები, მრგვალი, ეგეთი ან მიახლოებული სადმე კიდე ცხვება ?

სააააკაძის მოედანზე 51 აწერია დიდი მაღაზიაა სურსათის მანდ იყიდება იმენა ეგ კომუნისტურიsmile.gif

Posted by: girvan_88 17 Mar 2013, 22:54
კი გენაცვალე ხვალ ვნახავ და მოგახსენებ biggrin.gif

Posted by: mirkani 3 Apr 2013, 10:49
გორენიეს პურის საცხობი ხომ არ გაქვთ ვინმეს? ცოცხალი თავით არ გამომდის კარგი პური, ხან ვარდება, ხან არ აშრობს კარგად რა უნდა ვერ გავიგე sad.gif sad.gif თავისი რეცეპტითაც ვცადე და სხვა მანქანის რეცეპტებითაც მაგრამ არაფრი დიდებით არ გამოდის :@ :@ დამეხმარეთ რააააააა

Posted by: chiburashka111 5 Apr 2013, 14:48
mirkani
სხვა მანქანის რეცეპტი არანაირად არ გამოგადგება, მიყევი ზუსტად იმ რეცეპტს რაც შენსას მოყვა. გაითვალისწინე ყველა დეტალი და ყველა ინგრედიენტი აწონე ზუსტ სასწორზე ან თუ მოყვა თავისი ჭურჭელი (მაგალითად წყლის ჭიქა). ფქვილი აუცილებლად გაცერი, და ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, არც ცივი და არც თბილი. არ ახადო თავი არც ცხობისას და არც ზელვისას. რომ ჩადგავ გამოსაცხობად დაივიწყე ეგრევე სანამ არ გამოცხვება. აუცილებლად გამოგივა. ინსტრუქცია წაიკითხე ბოლომდე. მე პანასონიკი მაქვს, პირველად მეც გავაფუჭე 1-2 პური, მაგრამ მეტი აღარ გამფუჭებია smile.gif ხოო დროჯიც ნახე ვადაგასული არ იყოს. წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: mirkani 11 Apr 2013, 21:57
chiburashka111

დიდი მადლობაა, ჩემ გარშემო ვისაც აქვს ყვეას რეცეპტი ვცადე biggrin.gif საბოლოოდ გამოვიდა, მაგრამ მაინც ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. მე წყალს ვაცხელებ, მაგრამ ძალიან ცხელს არ ვიყენებ smile.gif

Posted by: chiburashka111 11 Apr 2013, 22:20
mirkani
რეცეპტში როგორი წყალიც გიწერია ისეთი გამოიყენე smile.gif

Posted by: mirkani 12 Apr 2013, 10:49
უშვალოდ რეცეპტში არაა მითითებული როგორი წყალი უნდა, თან დროჟი უწერია გრამებით და მოკლედ დამტანჯა biggrin.gif

Posted by: sofia1234 12 Apr 2013, 10:52
QUOTE
გორენიეს პურის საცხობი ხომ არ გაქვთ ვინმეს? ცოცხალი თავით არ გამომდის კარგი პური, ხან ვარდება, ხან არ აშრობს კარგად რა უნდა ვერ გავიგე  თავისი რეცეპტითაც ვცადე და სხვა მანქანის რეცეპტებითაც მაგრამ არაფრი დიდებით არ გამოდის :@ :@ დამეხმარეთ რააააააა

მეც ეგ მჭირს, ელიტ ელექტრონიქსში ვიყიდე, თუ გამოგივა კარგი პური მეც დამეხმარე და მასწავლე რა შეცვალე, ყველაფერს რეცეპტით ვაკეთებ sad.gif(( თავი არ ამოდის კარგად, თითქოს ზევით ნაკლებად ცხვება და ჩავარბნილია

Posted by: zazamos 13 Apr 2013, 21:29
როგორც ჩანს, გორენიეს საცხობის მფლობელებს უჭირთ პურის გამოცხობა, ამიტომ აქ ვდებ რეცეპტს და რჩევებს, რომლებიც გორიენიეს ერთ მეპატრონეს პი-ემში გავუგზავნე. ეს რჩევები სხვა მარკის საცხობების მფლობელებსაც გამოადგებათ:
Gorenje BM 1400 E, რომელიც არის Daewoo DI-9154 -ს ტყუპისცალი. ელიტ ელექტრონიკსში ვიყიდე დაახლ. 270 ლარად. მაქსიმალური წარმადობა აქვს 1400გრ, აცხობს ერთ დიდ (1400გრ) ან ორ პატარა აგურს (2 X 700გრ.).
ვერც ჩვენ ვაცხობდით თავიდან, მაგრამ ახლა ძალიან კარგი გამოდის. აქ რამოდენიმე ნიუანსია.
ჯერ ერთი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი არ შეიძლება (ბულკი გამოვა, და არა პური). არც მხოლოდ პირველი ხარისხის ფქვილი ვარგა (ზედმეტად ტკბილი გამოვა). ჯანსაღი, სასარგებლო, რუხი პურის მისაღებად მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილი უნდა გამოვიყენოთ. ხანდახან პირველი ხარისხის ფქვილსაც ვურევთ - ერთ სექციაში რუხ პურს ვაცხობთ, მეორეში - შერეულ თეთრს. პირველი ხარისხის ფქვილ-შერეული უფრო ფუმფულა და თეთრი გამოდის.
ფქვილი ბაზრობაზე იყიდება - პასაჟის გარე კედელში რომ მაღაზიებია, დეზერტირების გადმოღმა. იქ ყველაზე ქვედა მაღაზიაში (თუ არ ვცდები, გამყიდველს იურა ქვია) ყოველთვის კარგი ფქვილია.
ასევე საფუარიც სპეციფიური უნდა - თეთრი ფერის, fariman ქვია. იქვე იყიდება. თქვენს უახლოეს თონეშიც ექნებათ. საფუარი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს! ამიტომ ახლავე, სანამ დაცხება, იყიდეთ რამოდენიმე ცალი და მაცივარში შეინახეთ.
მაღაზიის შესახებ და საფუარის სურათი უკვე დავდე 27-ე გვერდზე: http://forum.ge/?f=82&showtopic=34223468&st=390#
საფუარი პირდაპირ კი არ უნდა მოაყაროთ ფქვილს, არამედ წინასწარ უნდა ამოიყვანოთ.
* * *
საფუარის ამოყვანა 700 გრ. პურისათვის - სხვა წონისათვის მიახლოებით შეცვალეთ დოზები პროპორციულად:
ცალკე ჭიქაში ვყრით 1,5 ჩ/კ საფუარს, ვასხამთ კარგად შემთბარ (35*-მდე) ცოტაოდენ წყალს, კოვზით ვურევთ, რომ გაიხსნას, ვუმატებთ 0.5 ჩ/კ შაქარსა და 1 ჩ/კ ფქვილს. ამას ყველაფერს ვურევთ, რომ ჭიქის ძირზე გამოვიდეს თხელი მასა. ვდგამთ სითბოში (ანთებულ გაზქურასთან ახლოს), და 10 წუთში ამოდის. ეს არის ერთ განყოფილებაში (700გრ) ჩასასხმელი პორცია, ამიტომ ორ განყოფილებაში ჩასასხმელად ამას ვაკეთებთ ორ ჭიქაში - 2 X 700გრ. smile.gif.
* * *
რეცეპტი ორგანყოფილებიანი ფორმისათვის 700 გრამზე: ორ განყოფილებიან ფორმაში ერთდროულად ვაცხობთ ორნაირ 700გრ.-იან პურს: ერთ განყოფილებაში - რუხ პურს (მეორე ხარისხის ფქვილიდან) და მეორე განყოფილებაში - შერეულ პურს ბავშვებისათვის.
ვასხამთ ჯამში შემდეგი თანმიმდევრობით:
250 მლ შემთბარი წყალი ან შემთბარი რძე ან ოთახის ტემპერატურის კეფირი (რძეზე ან კეფირზე უფრო გემრიელი გამოდის);
1 ჩ/კ მარილი;
1 ჩ/კ შაქარი;
1,5 ს/კ ზეთი;
შერეული პურისათვის - 200 გრ. პირველი ხარისხის + 200 გრ. მეორე ხარისხის ფქვილი;
რუხი პურისათვის - 400 გრ. მეორე ხარისხის ფქვილი (რუხი პური ნაკლებად ამოდის, შერეული უფრო მაღალი და ფუმფულაა);
ფქვილში გაკეთებულ ჩაღრმავებაში ვასხამთ ამოყვანილ საფუარს.
საფუარის ჩასხმის შემდეგ ვურთავთ პირველ პროგრამას - 1200 გრ. მედიუმი.
თუ 1400 გრამიანი პურის რეცეპტი გინდათ, ზემოთ დაწერილი რეცეპტის ინგრედიენტები ზუსტად ორზე გაამრავლეთ gigi.gif .
აი რუსული ფორუმები, სადაც უამრავი ნიუანსი და რეცეპტია, მათ შორის უშუალოდ ჩვენი საცხობისათვის ცალკე ქვეფორუმებია:
http://hlebopechka.net/
http://hlebopechka.ru/index.php?option=com_smf&Itemid=126
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: mirkani 15 Apr 2013, 10:24
zazamos

სრულიად ამომწურავი პასუხისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif კარგი პური გამომივიდა smile.gif

პასკა გამოდისო კარგიო და ნეტა მართალია? smile.gif

Posted by: giorgi --- 15 Apr 2013, 11:46
პურს საერთოდ აღარ ვჭამ ერთი თვეა და ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს ვიდრე მანამდე. smile.gif

Posted by: ForeverAutumn 11 May 2013, 23:17
დასავეთში მაღაზიის პური მეტწილად არ ვარგა, ქალაქებზე ვამბობ. სხვატაშორის, მსმენია, ადრე რაჭაში ცომში სხვადასხვა ყვავილებს ურევდენ, ანწლის მაგალიტად. არომატული გამოდისო.

Posted by: ninicool 12 May 2013, 01:50
არ დამცინოთ, პური გამოვაცხვე დღეს და მივიღე ხელების მრავლობითი დამწვრობები biggrin.gif

user posted image
http://imageshack.us/photo/my-images/853/photo1891.jpg/

Posted by: ForeverAutumn 12 May 2013, 02:54
ninicool
გენიალურია. რა არომატი იქნებოდა)

Posted by: ninicool 12 May 2013, 08:20
ForeverAutumn
QUOTE
გენიალურია. რა არომატი იქნებოდა)

არ უნდა გამომეცხო, დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ პური აღარ უნდა იყიდოს biggrin.gif


Posted by: ForeverAutumn 12 May 2013, 14:03
ninicoolსწორად გადაუწყვეტია))) არ ვარგა მარაზიის პური და

ბევრს ვიცნობ, სახლში რომ აცხობს პურუკებს)) გაცილებით უფრო გემრიელია. სოფელში კი საერთოდ უაზრობაა მაღაზიის პური. არადა ადრე ჩვენი პური ძალიან გემრიელი იყო. მაგალითად ქუთაისის ეწ გარნიაკის პურები)) ან გუმათის პური..რა იყო....

Posted by: ninicool 12 May 2013, 16:45
ForeverAutumn
QUOTE
ninicoolსწორად გადაუწყვეტია)))  არ ვარგა მარაზიის პური და ბევრს ვიცნობ, სახლში რომ აცხობს პურუკებს)) გაცილებით უფრო გემრიელია. სოფელში კი საერთოდ უაზრობაა მაღაზიის პური. არადა ადრე ჩვენი პური ძალიან გემრიელი იყო. მაგალითად ქუთაისის ეწ გარნიაკის პურები)) ან გუმათის პური..რა იყო....

კი, გეთანხმები, მაგრამ ყოველთვის არ მაქვს ხალისი პურის ცხობის და არც დრო.

გამოდის რომ სულ დამწვრმა უნდა ვიარო biggrin.gif

Posted by: ForeverAutumn 12 May 2013, 22:56
ninicool დაიანგარიშე რამდენად სასარგებლოა კარგი ნორმალურად გამომცხვარი პურის ჭამა და დროსაც გამონახავ)) სამსახური ყველაფერი კი არაა))

ისე,აქ ასეთი მცნება როგორც შავი ფქვილი, ჭვავი სულ გაქრა. არადსა რუსეთში ყველაზე იაფია ფქვილებში.

Posted by: სერაფიტი 21 May 2013, 12:50
თონის პური ხომ უფრო ჯანმრთელია,ვიდრე ეს ქარხნული მაიმუნობები, ქვის, იფქლის და სხვა?smile.gif

Posted by: ForeverAutumn 21 May 2013, 14:03
სერაფიტი
თონის პური მართლა მაგარი რამეა. სახლში მოზელილი ცომი უნდა იყოს, რაც მთავარია.
ფქვილსაც გააჩნია კიდო. ეგენი მარტო მოგებაზე ფიქრობენ და არ შემოაქვთ კაი ხორბალი რატომრაც. არადა რუსეთში და შუა აზიაში სერიოზული ფქვილებია .

Posted by: ninicool 21 May 2013, 16:20
ForeverAutumn
QUOTE
თონის პური მართლა მაგარი რამეა. სახლში მოზელილი ცომი უნდა იყოს, რაც მთავარია. ფქვილსაც გააჩნია კიდო. ეგენი მარტო მოგებაზე ფიქრობენ და არ შემოაქვთ კაი ხორბალი რატომრაც. არადა რუსეთში და შუა აზიაში სერიოზული ფქვილებია .

თონე გვაქვს ეზოში და არც ეგ ბედნიერება მაკლია. ბიცოლაჩემი აცხობს ხოლმე უგემრიელესს.
როდესაც ფერი შევადარე სახლის და ნაყიდი პურის, ძალიან განსხვავდებოდა
QUOTE
ისე,აქ ასეთი მცნება როგორც შავი ფქვილი, ჭვავი სულ გაქრა.  არადსა რუსეთში ყველაზე იაფია ფქვილებში.

სწორედ ეგ ონდა მეკითხა, არ იშოვება არსად?


Posted by: ForeverAutumn 21 May 2013, 22:11
QUOTE
სწორედ ეგ ონდა მეკითხა, არ იშოვება არსად?
რამდენადაც ვიცი, ნაღდი არა. ზოგი ფქვილი არის გაკრასკული , არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ ის სერი პურის ფქვილი არაა. ისე იკითხე შირაქის ველის ჯიხურებში..ან და სოფელში. სოფელი ქართლში გაქვს ?

Posted by: knuti161 21 May 2013, 23:25
ყველაზე მეტად მიყვარს შოთის პური ყველაზე მაგარია მმმმმმმმმმ ცხხელი თან

Posted by: ForeverAutumn 22 May 2013, 03:34
იყო დრო კახეთში ჩევედით და ლავაში მოგვეცითო ართი ცალი ვეუბნები... ეგ ლავაში არ არისო, რო მითხრეს..მაშინ იყო პრიკოლი))))

Posted by: ninicool 22 May 2013, 08:42
ForeverAutumn
QUOTE
რამდენადაც ვიცი, ნაღდი არა. ზოგი ფქვილი არის გაკრასკული , არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ ის სერი პურის ფქვილი არაა.  ისე იკითხე შირაქის ველის ჯიხურებში..ან და სოფელში. სოფელი ქართლში გაქვს ?

რა ვიცი, სოფელიც ეს არის და ქალაქიც ჩვენთვის (ასფალტი აგია biggrin.gif), რასაც ნაღდი სოფელი ჰქვია, საერთოდ არ მაქვს, ჩემი წინაპრები, ვინც მახსოვს, ყველა აქაა დაბადებული, უბრალოდ საკუთარი სახლი გვაქვს საკმაოდ ნორმალური ფართის ბაღით და ეზოთიც. კი შიდა ქართლშია. სტალინის მეზობლები ვართ biggrin.gif


Posted by: ForeverAutumn 23 May 2013, 11:45
ninicool
კარგია ძალიან, თბილისს ჯობია ჩემი აზრით )) ხალხიც უფრო თბილი იქნება და ეზო და ხეხილი საერთოდ მაგარია)))

მან უნდა იყიდებოდეს ჭვავი უეჭველი, ან მარცვალი ან ქვილი. ოსები ჭვავიდან ლუდს ხასრშავენ, უეჭველი ეცოდინებათ

Posted by: 691704 23 May 2013, 13:08
მოგესალმებით ყველას. რამოდენიმე თვეა პურს ვაცხობ სახლში, უფრო გემრიელია და ვიცი რაღაც დანამატებით გაჯერებული არაა. ეხლა გადავწყვიტე უფრო გავაჯანსაღო კიდევ ჩემი "შემოქმედება"(დამცინიან სახლში, რატომ წვალობო) და მინდა ძველებურად პურის ხაშით მოვზილო ცომი. აქ ბევრი ვეძებე და რაც ვნახე კი დავაყენე და ველოდები როდის დაამთავრებს დუღილის პროცესს, მაგრამ ზუსტი რეცეპტი ვერ მოვიძიე და ვფიქრობ რაღაც კარგად არ გამომდის. ერთი კვირაა რაც დავიწყე მოზელა. იქნებ შეძლოთ და ვინც იცის და აკეთებს პურის დედოს გაგვაცნოს. წინასწარ მადლობას გიხდით.

Posted by: ninicool 23 May 2013, 20:42
ForeverAutumn
QUOTE
კარგია ძალიან, თბილისს ჯობია ჩემი აზრით )) ხალხიც უფრო თბილი იქნება და ეზო და ხეხილი საერთოდ მაგარია)))

ხალხი ყველგან ერთნაირად დეგრადირებულია ჩემი ჩათვლით biggrin.gif

არ ვეკონტაქტები მეზობლებს, მეზარება.
QUOTE
მან უნდა იყიდებოდეს ჭვავი უეჭველი, ან მარცვალი  ან ქვილი. ოსები ჭვავიდან ლუდს ხასრშავენ, უეჭველი ეცოდინებათ

ოსი სად ვიპოვო ეხლა, ცხინვალში ხომ ვერ წავალ smile.gif

სოფლად ეცოდინებათ უფრო, მაგრამ ჩემს ბავშვობაში მახსოვს, კრიზისი რომ იყო და სოფელში ხორბალი მოჰყავდათ, იმ ფქვილით კარგი პური არ ცხვებოდა, თონეში უვარდებოდათ. ცომი წყალწყალა ხდებოდა. ბებო შეშის ღუმელში აცხობდა ხოლმე. მეც ვაცხობდი ხოლმე ზამთარში. სინათლე არ იყო და სხვა რა საქმე მქონდა smile.gif

Posted by: ForeverAutumn 23 May 2013, 22:13
ninicool
გორის რაიონში ცოტანი არიან დავიჯერო)))

არ გეტყობა შენ არაფერი დეგრადაციის ))

Posted by: ninicool 23 May 2013, 22:38
ForeverAutumn
QUOTE
გორის რაიონში ცოტანი არიან დავიჯერო)))  არ გეტყობა შენ არაფერი დეგრადაციის ))

შეიძლება არიან, მაგრამ სოფელ-სოფელ ხომ ვერ დავიწყებ ძებნას. ამ სიცხეში სამსახურში სიარულიც მეზარება.

Posted by: ForeverAutumn 24 May 2013, 03:38
ninicool
მოკლედ თუ ვიქენი მაქეთკენ უეჭველი ვნახავ და შენც გაგაგებინებ
ადრე ჩემ სოელში მოყავდა მაგრამ ეხლა მეეჭვება საერთოდ ერთი კაკალი ნახო.

არიან კი, აი რუისის იქეთ. ყინწვისისკენ და რავი სად არ არიან. ძამას ხეობაში იყვნენ ადრე კიდევ.

შორია სამსახური სახლიდან ?..

Posted by: ninicool 24 May 2013, 07:15
ForeverAutumn
QUOTE
შორია სამსახური სახლიდან ?..

ისე, თუ ამჩნევთ, გავცდით საუბრის თემას, რაც მოდერის მიერ ისჯება კანონით, თან ჩემს სამსახურს პურთან არავითარი კავშირი არ აქვს biggrin.gif

Posted by: CZ88 25 May 2013, 00:50
691704
QUOTE
მოგესალმებით ყველას. რამოდენიმე თვეა პურს ვაცხობ სახლში, უფრო გემრიელია და ვიცი რაღაც დანამატებით გაჯერებული არაა. ეხლა გადავწყვიტე უფრო გავაჯანსაღო კიდევ ჩემი "შემოქმედება"(დამცინიან სახლში, რატომ წვალობო) და მინდა ძველებურად პურის ხაშით მოვზილო ცომი. აქ ბევრი ვეძებე და რაც ვნახე კი დავაყენე და ველოდები როდის დაამთავრებს დუღილის პროცესს, მაგრამ ზუსტი რეცეპტი ვერ მოვიძიე და ვფიქრობ რაღაც კარგად არ გამომდის. ერთი კვირაა რაც დავიწყე მოზელა. იქნებ შეძლოთ და ვინც იცის და აკეთებს პურის დედოს გაგვაცნოს. წინასწარ მადლობას გიხდით.

რაღაც ძალიან საინტერესო რამ დაწერეთ smile.gif აწი ხშირად შევამოწმებ ამ თემას, დამაინტერესა თქვენმა ტექნოლოგიამ. იქნებ დროს თუ ნახავთ დეტალურად დაწეროთ რა არის პურის დედო და პურის ხაში. როგორც ჩანს საფუარის გარეშეა და სწორედ ეს არის საინტერესო.

p.s. ტერმინოლოგია კარგად არ ვიცი და მომიტევეთ, თუ ძალიან ელემენტარული რამ ვიკითხე smile.gif

მადლობთ tuk.gif

პ.ს. ეს-ესაა შემეხმიანა მეგობარი და გამარკვია ამ საკითხში smile.gif თუმცა , თქვენ მაინც მადლობა, რომ ეს თემა გამახსენეთ love.gif

Posted by: ninicool 25 May 2013, 06:20
CZ88
QUOTE
რაღაც ძალიან საინტერესო რამ დაწერეთ  აწი ხშირად შევამოწმებ ამ თემას, დამაინტერესა თქვენმა ტექნოლოგიამ. იქნებ დროს თუ ნახავთ დეტალურად დაწეროთ რა არის პურის დედო და პურის ხაში. როგორც ჩანს საფუარის გარეშეა და სწორედ ეს არის საინტერესო.

აბა ამას გადაავლეთ თვალი.
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1759

Posted by: CZ88 25 May 2013, 18:24
ninicool
QUOTE
აბა ამას გადაავლეთ თვალი.

მადლობა, ნინი smile.gif უკვე მივიღე ინფორმაცია პირველი ხელიდან tuk.gif

Posted by: 691704 28 May 2013, 14:07
იქნებ ვინმემ დადოს პურის ხაშის, ანუ ცოცხალი საფუარის სურათი. უკვე დასრულებული ფორმის მაინტერესებს. ვაკეთებ და ვერ ვნახე დასრულებული სურათი.
გმადლობთ წინასწარ.

Posted by: ForeverAutumn 4 Jun 2013, 12:37
691704
რუსულს თუ ფლობ უამრავ ინფორმაციას ნახავ ინტერნეტში.

Posted by: 691704 4 Jun 2013, 13:12
ვნახე უკვე რუსულ საიტებზე. გამოვაცხვე კიდეც პური და მიხარია, რომ კარგი პური გამოვიდა. სურათს დავდებ, გადავუღე და კომპ-ში არ გადამიტანია.

Posted by: ლიბერალი 13 Sep 2013, 11:50
zazamos

პანასონიკის ამ ორი მოდელიდან რომელი ჯობია?

Panasonic SDZB2502 თუ Panasonic SD-255?

Posted by: nocs_13 16 Sep 2013, 18:30
ბავშვობაში ქართული პური(თონის პური ან შოთი) მახსოვს როგორც უგემრიელესი.
მაგრამ ბოლო წლებია, თონეს რომ ჩავუვლი მჟავე ცომის არომატი კლავს ამ პურის მიმართ შეძენის სურვილს.

ერთს ავღნიშნავ რომ რუსეთში,პოლონეთში გაცილებით მეტი ხარისხის ფქვილია ათვისებული და შესაბამისად
გაცილებით მეტი ნაირსახეობაა პურის. თუმცა მოსკოვში უმ.ხარისხის ფქვილის და შესაბამისად ძვირი პური არ მომეწონა,
რაღაც ისეთი სიტკბო დაჰკრავდა რომ სულ არ ასოცირდებოდა პურთან.

Posted by: zutnix 22 Sep 2013, 11:32
ლიბერალი
მე მაქვს Panasonic SDZB2502 და ამას გირჩევ, ახალი მოდელია და შესანიშნავ პურსაც აცხობს :-)

Posted by: ლიბერალი 22 Sep 2013, 18:11
zura1
ეგ ვიყიდე ზუსტად. ვერცხლისფერი როა.

მართლა მაგარ პურს აცხობს. უმაღლესი ხარისხის ფქვილით გამოვაცხვე და ისიც მაგარი გამოვიდა, არ იყო მაინცდამაინც ტკბილი.

ეხლა ხორბალი დავფქვი და 500 გრამს უმაღლესს ვაკეთებ და დაფქულ ხორბალს ვურევ 200 გრამს. წყალი 400 გრამი. და მობრაწვის რეჟიმს ვაყენებ სვეტლაიას, ანუ სულ დაბლა და მაგარი გამოდის, რავი მე მევასება ))

Posted by: zutnix 22 Sep 2013, 19:03
თავისი რეცეპტების წიგნით ვაკეთებ და კარგი გამოდის, მთავარია ინგრედიენტების სიზუსტე, სასწორი აუცილებელია. პასკაც მშვენიერი გამოვიდა (6 პროგრამა, კულიჩი). ტკბიი არ იყო და მაგიტომ მომეწონა :-) პურს ცეხვილი ფქვილისგან ვაცხობ, უფრო სასარგებლოა ვიდრე თეთრი. 1-2 კოვზი ქატოს შერევაც შეიძლება. ერთი სიტყვით კარგი რამეა

Posted by: ლიბერალი 22 Sep 2013, 21:36
zura1
ზუსტად პროგრამის მიხედვით მაქსიმალური ზომა 600 გრამი უწერია ფქვილს. თუმცა თუ სერ ფქვილს შეურევ800 გრამიც შეგიძლია გამოაცხო და წყალიც დაუმატო პროპორციულად რაც ეკუთვნის. მარილსაც და შაქარსაც პროპორციულად გაზრდი და ეგაა.

დროჟზე კიდევ უწერია 2 კოვზი 600 გრამზე. არადა 2 კოვზი ბევრი გამოდის 800 გრამზეც კი. ეხლა გამოვაცხვე 1 კოვზი დროჟით პირველი ხარისხი 700 გრამი და უკეთესი გამოვიდა ვიდრე 2 კოვზით რომ ვაცხობდი. დროჟის გემო უფრო ემჩნეოდა მაშინ თორემ ფიზიკურად ეხლაც კაია და მაშინაც კაი იყო.

პრინციპში ეს პანასონიკი მაღალი კლასის საცხობია. არ ჭირდება ფერება რომ გამოაცხოს კარგი.

ერთმა მითხრა საერთოდ თვალის ზომით ვაკეთებ ყველაფერს და კაი გამოდისო biggrin.gif

Posted by: zutnix 23 Sep 2013, 09:24
ლიბერალი
იუვას ვიყენებ და არ შემიმჩნევია დროჟის გემო, ამბობენ არ ვარგაო დროჟი, მაგრამ 50 გრადუს ტემპერატურაზე იღუპება, ეს კი 175 გრადუსზე აცხობს, წესით მისი ნასახიც არ უნდა დარჩეს smile.gif საერთოდ პანასონიკმა გამოიგონა ასეთი პურის საცხობი 1987 წელს. მას შემდეგ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და რა თქმა უნდა საუკეთესო იქნება smile.gif

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 11 Jan 2014, 16:22
პურის საცხობის ყიდვას ვაპირებ ელიტ ელექტრონიქსში გორენიეზე ვაჩერებ არჩევანს , თქვენ რას მირჩევთ რომელი ჯობია სად ვიყიდო?

Posted by: Angel-A 11 Jan 2014, 20:52
მ ს ტ ო ვ ა რ ი
მეც მაგას ვაპირებ და რომელი მოდელი ჯობია?

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 12 Jan 2014, 23:53
QUOTE (Angel-A @ 11 Jan 2014, 20:52 )
მ ს ტ ო ვ ა რ ი
მეც მაგას ვაპირებ და რომელი მოდელი ჯობია?


აუცილებლად დავწერ აქ ჩემს არჩევანს და შემდგომ გამოცდილებას

Posted by: Angel-A 14 Jan 2014, 16:04
მ ს ტ ო ვ ა რ ი
დიდი მადლობა,
ველოდები შედეგებს.
smile.gif

Posted by: tikusha 14 Jan 2014, 16:07
მეც მინდა პურის საცხობი

ძვირიანი ბრენდი არ მინდა, იაფი და მუშა smile.gif

Posted by: Nielsen 14 Jan 2014, 17:38
QUOTE
პური  ჩვენი არსობისა

QUOTE
რომლის გარეშეც ადამიანის ყოფა წარმოუდგენელია.

მშვენივრად წარმომიდგენია. ზოგს გონია რომ აქ: "პური ჩვენი არსობისა" უშუალოდ პური იგულისხმება, სინამდვილეში, საერთოდ საკვებზეა საუბარი და არა თვითონ პურზე. იმიტომ რომ ადამიანს პურის გარეშეც მშვენივრად შეუძლია იარსებოს. პურს საერთოდ არ ვჭამ და არც არანაერი მოთხოვნილება მაქვს და მშვენივრად ვარსებობ. ვოტ ტაკ. givi.gif
ეს ისე, მაინც რომ იცოდეთ biggrin.gif
1990 წელს აშშ-ში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია ექიმ ონკოლოგ ნატუროპათ სტროგარტის წიგნმა "კიბო". ავტორმა მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმსიმნური დაავადების წარმოშობაში უმთავრეს როლს თამაშობს არა ატმოსფეროს დაბინძურება, ნერვული სტრესები, მავნე სამუშაო პირობები, თამბაქოს მოწევა, ჭარბი რაოდენობით ხორცის მიღება და ა.შ (თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს და აჩქარებს ამ შაშინელი დაავადებების განვითარებას), არამედ უპირატესი მოხმარება... გაწმენდილი ხორბლის.
პროფესორმა სტროგარტმა ერთმანეთს შეადარა კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ ხალხთა შორის, რომლებიც საკვები კულტურის სახით იყენებენ ხორბალს (აშშ, კანადა, ევროპა), ბრინჯს (ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნები) და სიმინდს (მაგალითად:ინდიელები, მოლდაველები, სამეგრელო) აღმოჩნდა სენსაციური კორელაცია: კიბოთი ყველაზე მეტი დაავადება და სიკვდილიანობა "ხორბლის" ქვეყნებშია, შემდეგ მოდის "ბრინჯოვანი" და "სიმინდოვანი" ქვეყნები(სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია).
ერთი შეხედვით ეს თითქოს პარადოქსია, როგორ შეიძლება ხორბალმა და მისგან მიღებულმა პურმა ასეთი ზიანის მოტანა შეძლოს მით უმეტეს რომ იგივე ამ ხორბლის მარცვლების გაღვივებით მიღებული პროდუქტი ლამის ყველა დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ და უფრო მეტიც იმავე სტროგარტის გამოკვლევებზე დაყრდნობით, ხორბალში შემავალი E ვიტამინი (რომლის რაოდენობა ხორბლის გაღივებისას მნიშვნელოვნად მატულობს) იცავს(მკურნალობს კიდეც) ორგანიზმს კიბოსაგან.
იქმნება წინააღმდეგობა: ხორბალში არის კიბოს საწინააღმდეგო ფაქტორი, ხორბლისგან მიღებული პურის ჭარბი მოხმარება კი კიბოს წარმოშობისს შანსს ზრდის. სინამდვილეში არანაერი წინააღმდეგობა არ არის. ყველაფრის თავი და თავი ხორბლისგან პურის მიღების დამზადების ტექნოლოგიაში მდგომარეობს.

პურს ამზადებენ ფქვილისგან, რომელიც ხორბლისგან იწარმოება. ხორბლის შემადგენლობაში შედის: ენდოსპერმა 85 პროცენტი ( ძირითადად სახამებელი) , ჩანასახი 15 პროცენტი ( მარცვლის ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი); გარსი - კანი 14 პროცენტი. გაღივებულ ხორბალს რაც კი სასარგებლო თვისება გააჩნია ეს მხოლოდ მარცვლის ჩანასახთან და მის ხუთშრიან ცილოვან გარსთან არის დაკავშირებული. ჩანასახში და გარსში თავმოყრილია ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ფქვილი და დამუშავებული მარცვალი არ შეიცავს არც გარსს და არც ჩანასახს და მაშასადამე ორგანიზმისათვის აუცილებელ იმ ნივთიერებებს რაც მარცვალშია. საბოლოოდ რჩება შიშველი სახამებელი, რომელიც ყოველგვარ ცვოცხალის თვისებებს მოკლებულია. იმისათვის, რომ პურს მისცენ საგემოვნო თვისებები, მას უმატებენ სხვადასხვა ნივთიერებებს, რაც მთელი რიგი პათოლოგიების გამომწვევია, კერძოდ: 1)პურს უმატებენ მარილს. მარილი კი ნაწლავების კედლებიდან იწოვს სითხეს, რაც იწვევს კედლების სიმშრალეს, დაავადებებს და შეკრულობას. 2) პურს უმატებენ ხელოვნურ ვიტამინებს. ეს ვიტამინები რომ ორგანიზმმა აითვისოს სჭირდება დიდი ენერგიის დახარჯვა. 3)ფქვილს თეთრი ფერისა და გემოს მისაცემად უმატებენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები გროვდება სისხლძარღვების კედლებში, მყესებში,ღვიძლში. 4)ცომის ამოსაყვანად მას უმატებენ საფუარს. ყველაზე მეტი ზიანი პურში არსებულ საფუარს მოაქვს. პურის საფუარი ანადგურებს მსხვილ ნაწლავში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს. რაც დისბაქტერიოზს იწვევს. ხორბლის ფქვილი შეიცავს წებოვანას. ამერიკაში გამოცემულ "სამედიცინო ცნობარში" კიბოს წარმოშობის მექანიზმი შემდეგრაირადაა გადმოცემული: "როცა წვრილი ნაწლავები შედიან კონტაქტში წებოვანასთან, ნაწლავების მფარავი ლორწოვანი გარსი კარგავს რბილ სტრუქტურას და მყიფე ხდება. ამის შედეგად ნაწლავები საკვები ნივთიერებების შეწოვის ფუნქციას კარგავენ" ეს არცაა გასაკვირი პურის ფქვილი შპალერს აწებებს ბეტონის კედელზე და მასში შემავალი წებოვანა ნაწლავის ნაზ ლორწოვან გარსს რას უზამს! თვით ხორბლის მარცვალი კი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამ წებოვანას გახსნის, მაგრამ მარცვლის დაფქვის დროს ის ღერღილში რჩება.

Posted by: tikusha 14 Jan 2014, 17:59
Nielsen
ვაიმეეე, გამისკდა გული biggrin.gif მე არ ვჭამ, მაგრამ ოჯახის წევრები ხომ ჭამენ

გაღვივებული დაუფქვავი ხორბლისგან პური როგორ გამოვაცხო თორემ ლამის დავიწყო biggrin.gif

Posted by: Nielsen 14 Jan 2014, 18:37
tikusha
gigi.gif
.....................

Posted by: Angel-A 14 Jan 2014, 23:58
Nielsen
სრული სიმართლეა, სამწუხაროდ sad.gif

Posted by: Nielsen 15 Jan 2014, 02:12
Angel-A
QUOTE
სრული სიმართლეა, სამწუხაროდ

yes.gif კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ადამიანს არ უნდა გაუსწოროს სიმართლეს თვალი.

Posted by: Angel-A 15 Jan 2014, 06:23
Nielsen
თქვენი ნებართვით ამ პოსტს გადავიტან გვერდზე განყოფილებაში, ჯანსაღ კვებას რომ შეეხება
ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციაა .
მადლობა, თარგმნა რომ არ დაგეზარათ.
მეც დიდი ინფორმაცია მაქვს ამის თაობაზე და ნელ-ნელა დავდებ, თუ იქნება ინტერესი

Posted by: tikusha 16 Jan 2014, 14:54
გოგოებო ვისაც ბუნებრივი საფუარით გამოგიცხვიათ საცხობში პური, ისიც ასწრებს 3 საათში ამოსვლას და გამოცხობას?? თუ რადგან რეცეპტში მშრალი საფუარია მითიტებული ცოცხალ საფუარს ვერ გამოვიყენებთ?

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 16 Jan 2014, 23:57
Angel-A
ამ ვრცელი სტატიის შემდეგ პურის საცხობის ყიდვა მაინც გადაწყვეტილია ?

ამ თემაზე ინტერესი არის თუ კიდევ გაქვს ინფორმაცია დადე ან ლინკები გამომიგზავნე PM
* * *
QUOTE (tikusha @ 16 Jan 2014, 14:54 )
გოგოებო ვისაც ბუნებრივი საფუარით გამოგიცხვიათ საცხობში პური, ისიც ასწრებს 3 საათში ამოსვლას და გამოცხობას?? თუ რადგან რეცეპტში მშრალი საფუარია მითიტებული ცოცხალ საფუარს ვერ გამოვიყენებთ?

მეც მაინტერესებს ვისაც გაქვთ გამოცდილება გთხოვთ დეტალურად დაწეროთ

Posted by: tikusha 17 Jan 2014, 10:59
მ ს ტ ო ვ ა რ ი

მეც დაინტერესებული ვარ საცხობის შეძენით, ოღონდ თუ ბუნებრივი საფუარით გამოცხვება მხოლოდ მაშინ

ამ სტატიების მერე მშრალი საფუარით არ მინდა მივირთვა პური

Posted by: Angel-A 17 Jan 2014, 11:40
მ ს ტ ო ვ ა რ ი
QUOTE
ამ ვრცელი სტატიის შემდეგ პურის საცხობის ყიდვა მაინც გადაწყვეტილია ?

კი, სწორედ ამიტომ მაქვს გადაწყვეტილი საცხობის შეძენა, რომ ვაპირებ სახლში დავიწყო ცხობა ცოცხალი საფუარით,
ნორმალური ფქვილით.
ვფიქრობ ჯერჯერობით წისქვილში დავაფქვევინო,
მომავლისთვის კი ამ ნივთის შეძენა მინდა:

http://www.amazon.com/Tribest-KM-001-Wolfgang-Grain-Mill/dp/B001DZ6TGA/ref=sr_1_14?ie=UTF8&qid=1389944406&sr=8-14&keywords=grain+mill

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 17 Jan 2014, 13:25
ეგ კარგი ნივთია მაგრამ ძვირი სიამოვნებაა

ახლა კი ცოცხალ საფუარზე ვისაც გამოცდილება გაქვთ დაწერეთ

ამ დღეებში საცხობს ვყიდულობ jump.gif

Posted by: Nielsen 17 Jan 2014, 13:32
Angel-A
QUOTE
თქვენი ნებართვით ამ პოსტს გადავიტან

გრთავთ ნებას biggrin.gif
QUOTE
ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციაა .

ძალიან smile.gif
QUOTE
მადლობა, თარგმნა რომ არ დაგეზარათ.

2kiss.gif
QUOTE
მეც დიდი ინფორმაცია მაქვს ამის თაობაზე და ნელ-ნელა დავდებ, თუ იქნება ინტერესი

სიამოვნებით დაველოდები. ჩემის მხრიდან ჩათვალეთ ინტერესი დიდი იქნება.

Posted by: Angel-A 17 Jan 2014, 14:50
მ ს ტ ო ვ ა რ ი
QUOTE
ეგ კარგი ნივთია მაგრამ ძვირი სიამოვნებაა

ჰო, ძვირია.
მაგრამ ვისაც აქვს საშუალება, არ უნდა დაენანოს ჯანმრთელობისათვის.
10-12 წლიანი გარანტია აქვთ ამ ელექტროწისქვილებს,
და ახალდაფქვილი ხორბლისგან როგორი პური გამოცხვება, თავადაც წარმოგიდგენია ...

QUOTE
ამ დღეებში საცხობს ვყიდულობ 

რომ შეიძენ, გვაჩვენე მოდელი....

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 18 Jan 2014, 12:28
ეს არაა ხელიდან გასაშვები მაგრამ ...
თუ ვინმე აპირებთ ყიდვას http://forum.ge/?f=58&showtopic=34615212

Posted by: Angel-A 18 Jan 2014, 22:28
მ ს ტ ო ვ ა რ ი
ჰო, ეს კარგი უნდა იყოს...
შენ უკვე შეიძინე?

Posted by: viniipiatachok 19 Jan 2014, 00:24
რომელ საფუარს იყენებთ Panasonic 2502-ისთვის ?

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 19 Jan 2014, 01:01
QUOTE (Angel-A @ 18 Jan 2014, 22:28 )
მ ს ტ ო ვ ა რ ი
ჰო, ეს კარგი უნდა იყოს...
შენ უკვე შეიძინე?

ჯერ არა

ამ მოდელს ორი ჯამი აქვს და დიდი შანსია მეც ეს ავიღო.

Posted by: tikusha 19 Jan 2014, 11:22
მ ს ტ ო ვ ა რ ი
ისე რა საჭიროა ამხელა ჯამები თუ დიდი ოჯახი არ გაქვს smile.gif

Posted by: zutnix 19 Jan 2014, 15:12
QUOTE (viniipiatachok @ 19 Jan 2014, 00:24 )
რომელ საფუარს იყენებთ Panasonic 2502-ისთვის ?

იუვას
-----------------

Posted by: tikusha 19 Jan 2014, 15:22
ამ საცხობებში ჩემი რეცეპტით ცომს ვერ მოვზილავ? ვთქვათ ბულკის ცომი მინდა ან პასკის? თუ ეს ფუნქცია ცალკე უნდა ქონდეს?

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 20 Jan 2014, 00:01
QUOTE (tikusha @ 19 Jan 2014, 11:22 )
მ ს ტ ო ვ ა რ ი
ისე რა საჭიროა ამხელა ჯამები თუ დიდი ოჯახი არ გაქვს smile.gif

იცი რამხელა ოჯახი მაქვს ? ოოო...................

Posted by: tikusha 20 Jan 2014, 15:54
საცხობს აწერია 1 კგ პურს აცხობსო არადა საშინალდ პატარა ფორმა აქვს, 350 გრ-იანი პურები რომ იყიდება ოთხუთხედი იმის და როგორ გამოაცხობს ის 1 კგ-იან პურს?

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 20 Jan 2014, 16:48
გუდვილში აქვთ პანასონიკი კონსულტანტი ამტკიცებდა 3 კგ პურს აცხობსო , სად ნახეს 3 კილოიანი პური ან როგორ ჩაეტევა იმ პატარა ჯამში , თვითონ რაზე ფიქრობენ ნეტა...


Posted by: tikusha 20 Jan 2014, 17:31
არადა არ მინდა ძვირიან საცხობში ფულის გადახდა, ტექნობუმში თვეში 7 ლარადაა ვაგნერის 1000 გრ-იანი საცხობი

არ ვიცი ვარგა თუ არა

WG 0930 მოდელია

ვერ დავსერჩე გუგლში

იქნებ ვინმემ ნახოთ რა ხილია და რა ფუნქციები აქვს

Posted by: taktakuna 21 Jan 2014, 01:00
დღეს მომიტანეს პურის საცხობი, აწერია 1200 გრ.პურს აცხობსო და ხომ არ იცით სად ვნახო ან რეცეპტები, ან როგორ დავტესტო? რამდენი რა უნდა ჩავყარო?

Posted by: bazuka 21 Jan 2014, 01:28
ოჯახში ელექტრო პურის საცხობის შეძენა გადავწყვიტეთ
და რომელს მირჩევთ?

Posted by: rtuli 21 Jan 2014, 01:33
bazuka
QUOTE
ოჯახში ელექტრო პურის საცხობის შეძენა გადავწყვიტეთ
და რომელს მირჩევთ?

კენვუდის კარგიაო ,ჩემს მეგობარს აქვს....

Posted by: bazuka 21 Jan 2014, 02:13
rtuli
მადლობა


გადავხედე თემას და ვფიქრობდი გორენიეს 1400-იანს, შემდეგ ვნახე, რომ წუნია ყოფილა
და სანამ მიეჩვევი და "დაამუღამებ" შეიძლება ისე შეგაზაროს პროცესი რომ გაისროლო ფანჯრიდან smile.gif

არადა დიდი ზომის ქვაბით გვინდა, ნამეტანი პურისმჭამელები ვართ ოჯახში.

Posted by: წილოო 21 Jan 2014, 03:18
http://www.youtube.com/watch?v=jwq8tu1_ICY

Posted by: tikusha 21 Jan 2014, 10:39
taktakuna
მოყვება ყველას თავისი რეცეპტები

რომელი საცხობია? რა ფირმის?
* * *
ვისაც გაქვთ ეს საცხობები, მაინტერესებს ეუჭველი რეცეპტს უნდა მიყვე?? შენი რეცეპტით ვერ დააცხობ??

Posted by: taktakuna 21 Jan 2014, 16:44
tikusha
ვიტეკის ფირმისაა 145 ლარი მივეცით. ეხლა გამოვაცხე, მაგრამ ჩაცომდა შიგნით sad.gif

Posted by: tikusha 21 Jan 2014, 16:53
taktakuna
რეცეპტს უნდა მიყვე და ინგრედიენტები ციფრული სასწორით უნდა აწონო smile.gif სად შეიძინე?

Posted by: taktakuna 21 Jan 2014, 23:22
tikusha
რეცეპტს მივსდიე, მაგრამ ეტყობა რამე შემეშალა მაინც, მგონი წყალი დავაკელი. ინტერნეტით ვიყიდე, მაღაზიებში სასიარულო თავი არ მქონდა the.ge ამ საიტზე.

Posted by: tikusha 22 Jan 2014, 11:54
taktakuna
შეგიძლია ნახო მაგ საცხობს თუ აქვს მარტო ცომის მოზელვის რეჟიმი და რამდენი ფქვილით შეუძლია მაქსიმუმ მოცომოს?

Posted by: taktakuna 23 Jan 2014, 00:39
tikusha
ცომის მოზელვის რეჟიმი აქვს კი, სულ 12 პროგრამა აქვს.მაქსიმუმ რამდენის მოზელვა შეუძლია არ ვიცი, მაგრამ ერთ კილო ფქვილს მოერევა მგონი

Posted by: lasha9 24 Jan 2014, 16:43
დაიღალეთ ბაზრიდან დიდი პარკებით და მეშოკებით მარაგების ტარებით?
მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა.
http://produqti.myinsales.ru/
https://www.facebook.com/produqti.myinsales.ru

Posted by: LUTA 24 Jan 2014, 23:58
Angel-A
მე მაქვს მინი წისქვილი, ასეთია ჩემი,

http://www.radikal.ru

Posted by: Angel-A 25 Jan 2014, 20:23
QUOTE (LUTA @ 24 Jan 2014, 23:58 )
Angel-A
მე მაქვს  მინი წისქვილი, ასეთია ჩემი,

http://www.radikal.ru

ძალიან მაგარია!
იყენებ ხოლმე მარცვლეულის დასაფქვავად?

Posted by: LUTA 26 Jan 2014, 21:56
Angel-A

რომ მომიტანა ჩემმა მეუღლემ , იმ დღეს მთელი დღე ხორბალის ვფქვავდიbiggrin.gif

პური გამოვაცხვეთ მერე და სასწაულად გემრიელი იყო .

ისე ცოტა ხმაურიანია smile.gif

Posted by: bazuka 28 Jan 2014, 17:30
მოკლედ ბევრი ვიკითხეთ თუ ცოტა გადავწყვიტეთ და შევიძინეთ პანასონიკის ფირმის პურის საცხობი აპარატი
მოდელი SD-ZB2502. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან უნდა ეცადო, რომ პური არ გამოვიდეს biggrin.gif
პირველივე ცდაზე ისეთი პური გამოვიდა, რომ პურის უნახავს გაგხდის
აბსოლუტურად ყველაფერი მოგვწონს. ერთადერთი მინუსი არის პურის მცირე ზომა
ამით ამ თემაში ზემოთ ხსენებული გორენიე სჯაბნის ცალსახად. მარა როგორც წავიკითხეთ გორენიეზე ე.წ. "დამუღამება" უნდა
და მაგ ჩალიჩ-დამუღამებაში შეიძლება არარც მოგინდეს პურის ცხობა და აიღო ხელი მაგ საქმიდან. ეს კი ჩვენთვის N1 არგუმენტი გამოდგა შერჩევის დროს.

მოკლედ რომ ვთქვათ ამ 1 კვირაში მეუღლე დაიღალა სტანდარტული რეცეპტებით ცხობით და ისევ დავიწყეთ ქექვა ელექტრონულ-ქსელებში smile.gif
შედეგად გავედით კვირად პასაჟის მიმდებარე ქუჩის დახლ-მაცივრებთან და შევიძინეთ ჭვავის, 2 ხარისხის, 1 ხარისხის და უმაღლესი ხარისხის ფქვილები
ჭვავის პური + სოლინოდი (თუ რაღაც ამგვარი ქვია რუსულად და ქართულად საერთოდ არვიცი რა ქვია) გამოდის, აი ადრე რომ იყო, შავი მომჟავო პურები ეგეთი (მაგაზე მამაჩემმა ეგ ჩემთვის გამოაცხეთხოლმეო, დიაბეტი აქვს და სპეცდიეტაზეა) მარა ჭვავის პურს ამოსვლაში უჭირს და მიახლოვებით 2/3 ზომა გამოდის ხორბლისფქვილის პურისა.
მოკლედ მოვნახეთ 1 რეცეპტი და იმით გამოგვივიდა ძალიან გემრიელი პური
რეცეპტი იყო 400გრ მეორე ხარისხი 200 გრამი პირველი ხარისხი
დღეს დილით მეუღლეს შეეშალა და მეორეხარისხის მაგივრად ჭვავის ფქვილი ჩაუძახა, მოკლედ უკან დაბრუნება გვიანი იყო და დაველოდეთ რაგამოვა ნეტათქო
და საკვირველება, იმხელა ამოვიდა, რომ სწორად შერჩეულ ფქვილსაც კი შეშურდებოდა biggrin.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

თუ ვინმეს რეცეპტი დააინტერესებს, შემიძლია საღამოს დავწერო



ხო ერთს დავამატებ, საცხობის შეძენის შემდეგ პური აღარ გვიყიდია.
yes.gif

Posted by: tikusha 28 Jan 2014, 21:09
bazuka
რა დაგიჯდა და რამდენ გრ პურს აცხობს? სად შეიძინე?

Posted by: bazuka 29 Jan 2014, 01:31
tikusha
250 ლარი, 1 კგ ფარგლებში, აქ ფორუმზე.

Posted by: tikusha 29 Jan 2014, 10:52
bazuka
აქ ფორუმზე რას ნიშნავს? smile.gif

Posted by: bazuka 29 Jan 2014, 12:12
tikusha
http://forum.ge/?showtopic=34608083&hl=პურის+საცხობი

Posted by: Angel-A 29 Jan 2014, 12:40
bazuka
გილოცავ, საჭირო და ღირებული შენაძენია smile.gif
ჭვავის ფქვილი უფრო მძიმეა და პურის საცხობს 800 ვატი მაინც უნდა ჰქონდეს სიმძლავრე, რომ კარგად ამოვიდეს.
ამ მხრივ გორენიე მირჩევნია,
თუმცა ვიცი, რომ პანასონიკი კარგი ბრენდია.
შეგიძლია ზუსტად მითხრა, სად შეიძინე ჭვავის ფქვილი?
ან ჭვავი თუ იყიდება სადმე...

Posted by: tikusha 29 Jan 2014, 12:44
bazuka
გუგლი არ მაქვს და ვერ ვამოწმებ, რამდენი ვატი აქვს?
და არ მგონია კიდვ ეგ მოდელი მარტო 1 კმ-მდე პურს აცხობდეს

1250 გრ არააა?

Angel-A
აა, ანუ რაც მეტი ვატი აქვს, მით უკესად ამოყავს? მე მეგონა ვატები პურის წონაზე იყო დამოკიდებული ,რაც მეტი ვატი აქვს მით მეტი წონის პურს აცხობდა მეგონა

Posted by: bazuka 30 Jan 2014, 07:54
Angel-A
დეზერტირების ბაზრის წინ, ცოცხალი ყვავილები სადაც იყიდება, მაგის ზემოთ მთელ გაყოლებაზე (თევდორე მღVდლის ქუჩის კვეთამდე) არის სულ ფქვილეულის, მარცვლეულის და ბურღულეულის დახლები, მე ვიყიდე პასაჟის ქვედა შესასვლელიდან, მეორე მაღაზიაში, მესამეც იგივესია
ჭვავის ფქვილი მომცა 1 ლარად, და სოლიდი 6 ლარად. თუმცა ეგ სოლიდი ერთპურზე 2-3 სუფრის კოვზი უნდა.


tikusha
უმაღლესისგან მაგხელა პურს ვერ გამოიყვან, რადგანაც ძალიან მაგრად ამოყავს უბრალოდ ადგილი არ ეყოფა
აი 1-2 ხარისხისგან ალბათ გამოვა, მარა ზომა/წონა 1კგ. მეტი არუნდა გამოვიდეს.




ვატების ავკარგიანობაზე ვერაფერს ვიტყვი, პანასონიკს უკანიდან აწეია 550ვატი, და მშვენიერ ჭვავის პურსაც აცხობს
მარა რათქმაუნდა მხოლოდ ჭვავის ფქვილით ისე ვერ ამოვა როგორც ხორბლის პური.

Posted by: tikusha 30 Jan 2014, 10:53
bazuka
და ინგრედიენტები თავისუფლად შეგიძლია შუერჩიო? ზოგი ხო მწერს რომ მკაცრად უნდა დაიცვა რეცეპტი

Posted by: bazuka 30 Jan 2014, 13:05
tikusha
ჩვენ არ გვაქვს ელექტრო სასწორი, და შესაბამისად სიზუსტეც არაა იდეალური
თან რაღაც ცდებსაც ვატარებთ და ისეთი პური, რომ შესაჭმელად არ გამოდგეს არ გამოსულა
შეიძლება იყოს ცოტა დაბალი, მარა გამოუშრობ გამოუცხობი ჯერ არ გამოგვსვლია.
შეარჩევ საკუთარ დოზებს (ფქვილის ხარისხების შერევით) და ერთი ხელს რომ გაიწაფავ
მერე სასწორიც აღარ დაგჭირდება.

გავიმეორებ არაფერი ჯადოქრობა ამ აპარატს არ სჭირდება
ჯერ ჩაყრი მშრალ მასალას, თხევადს და ჩადგავ
კიდე ძალიან კაი აქვს ის, რომ საფუარის განყოფილება აქვს ცალკე და თავად ამატებს როცა ამის დროა
და რაც საშუალებას იძლევა, რომ საღამოს 10-11 საათზე ჩართო და ტაიმერი დილისთვის გაგიმზადებს ცხელცხელ პურს.

Posted by: tikusha 30 Jan 2014, 13:08
bazuka
კექსები და პასკები თუ გიცდია/??

მგონი ინგრედიენტების ჩაყრას თვითონ აკეთებსო, ვთქვათ ქიშმიშის

ზოგ აპარატს ჭირდება რომ ჩვენ ჩავყაროთ, ზოგი კიდე საჭირო დროს თვითონ ყრისო შესაბამისი განყოფილებიდანო

მე ყველაზე მეტად მაინტერესებს აი ცომს რამდენს მოზელს? ვთქვათ ხაჭაპურისთვის
მარტო ცომს

თუ აქვს რეცეპტი რომ ნახოთ, აი 1 კგ-ზე მეტს ვერ მოზელს??

Posted by: Angel-A 30 Jan 2014, 14:10
bazuka
QUOTE
დეზერტირების ბაზრის წინ, ცოცხალი ყვავილები სადაც იყიდება, მაგის ზემოთ მთელ გაყოლებაზე (თევდორე მღVდლის ქუჩის კვეთამდე) არის სულ ფქვილეულის, მარცვლეულის და ბურღულეულის დახლები, მე ვიყიდე პასაჟის ქვედა შესასვლელიდან, მეორე მაღაზიაში, მესამეც იგივესია

დიდი მადლობა.
ისე მგონი საქართველოში ჭვავი არ მოჰყავთ sad.gif

Posted by: bazuka 30 Jan 2014, 17:37
tikusha
QUOTE
თუ აქვს რეცეპტი რომ ნახოთ, აი 1 კგ-ზე მეტს ვერ მოზელს??

არა 1კგ-ზე მეტს ვერ მოზილავს როგორც მახსოვს, ამაშიც 600გრ ფქვილია დანარჩენი კიდევ წყალი (და სხვა ინგრედიენტები)
ნუ თუ ჩაყრი ალბათ ბევრსაც მოზილავს, მარა ძრავი იქნება გათვლილი გარკვეულ სიმძლავრეზე და მალევე დაზიანდება ალბათ

tikusha
ქიშმიშისთვის სხვა ინგრედიენტებისთვის (ჩირი იქნება ეს თუ ნიგოზი და ა.შ.) აქვს სპეციალური კონტეინერი, რომელიც ხუფშია მოთავსებული, საფუარის კონტეინერის გვერდით
და გარკვეულ მომენტში თავისით ურევს, შესაბამისი ცხობის პროგრამა. მაგმხრივაც + აქვს ამ მოდელს

Angel-A
QUOTE
დიდი მადლობა.ისე მგონი საქართველოში ჭვავი არ მოჰყავთ

არაფრის.
კახეთში არ გამიგია, შეიძლება ვინმეს მოჰყავდეს თავისთვის მარა მე არ გამიგია.

Posted by: tikusha 3 Feb 2014, 15:51
taktakuna
გამარჯობა, რა ქენი გამოაცხვე პური?? გამოგადგა საცხობი?

Posted by: tikusha 13 Feb 2014, 12:15
bazuka
თუ გიცდია ხინკლის ცომი ან პილმენის ან რამე მაგარი ცომი მოგიზელია მაგით?? მეც მინდა ყიდვა, ოღონდ მარტო პურისთვის არა, პილმენების ცომი რომ მომიზილოს მაგარი თუ გაქაჩავს ??

Posted by: bazuka 13 Feb 2014, 14:36
tikusha
კი მშვენიერ ცომს ზელს ხინკლისთვის, უბრალოდ იმ რაოდენობას ვერ მოზელ, რომ 100 ხინკალი გამოვიდეს
ერთი მოზელვა მიახლოვებით 40-50 მომცრო ზომის ხინკალს აკეთებს.
ცომი გამოდის ძალიან ელასტიური და ხარშვისას პრაქტიკულად არ იხევა
ბოლო ჯერზე მეორე ხარისხის ფქვიკით გავაკეთეთ (რუხი) და იმისიც ისეთი ელასტიური და თხელი გამოვიდა რომ რავიცი

მარა ცუდი ისაა, რომ ბევრს ვერ ზელს 1 ჯერზე

Posted by: tikusha 13 Feb 2014, 15:18
bazuka
რამდენ დრო ანდომებს მოცომვაში?? 40-50 ხინკლისას თუ მოცომავს, მეტი რა გინდა?? smile.gif მე მეყოფა tongue.gif

Posted by: bazuka 13 Feb 2014, 21:58
ჩვენ პიცის რეჟიმში ვაკეთებთ და 45 წუთიანია

Posted by: baxabaxa 3 Mar 2014, 17:46
შევიძინეთ პანასონიკი სდ 2501 და პირველი ორი ცდა პურის გამოცხობის უშედეგო გამოდგა, პური გარედან კარგად გამოდიოდა შიგნით კიდე აშკარად ცომი იყო. ფქვილი გვაქვს ბარაქა 1 ხარისხის, დანარჩენი ყველაფერი რეცეპტის მიხედვით გავაკეთეთ 600გმ-იანი რეჟიმისათვის. ეხლა ვცდილობთ 500გრ-ნი გამოვაცხოთ, საფურაიც შევცვალეთ ვნახოთ რა გამოვა.
ფქვილში ხომ არ იქნება პრობლემა?

Posted by: viko 3 Mar 2014, 19:20
baxabaxa


გუშინ GORENJE Bread maker BM1400E
პირველი პური არ მომეწონა. რუხი ფქვილით მათივე რეცეპტით გამოვაცხვე.
დღეს 1 ხარისხის ფქვილით არაჩვეულებრივი გამოვიდა, კნატუნა ქერქით .ძალიან გემრიელი.
მინუსები))
1.ცხობის დრო არ ეყო, დავუმატე 10 წუთი.
2თავი არ იყო იდეალური, ჩემი ბრალია))) ფანჯრიდან ხო ვუყურებდი, რამდენჯერმე თავიც ავხადე საცხობს კარგად რომ დამეთვალიერებინა რა ხდებოდა)))
3 ძალიან გემრიელია))))
მათივე რეცეპტები ყველა არ ამართლებს
1200 გამოვაცხვე, 500 გრ რეცეპტი დაგიწეროთ?
ასეთი გამოვიდა.
http://image.geotorrents.com/

[URL=http://image.geotorrents.com/]user posted image[/UR

http://image.geotorrents.com/

Posted by: baxabaxa 3 Mar 2014, 19:47
viko
მშვენიერი სურათებია. smile.gif
QUOTE
რეცეპტი დაგიწეროთ?

კი საინტერესო იქნებოდა.
ჩემი 600გმ-ს აცხობს მაქსიმუმ ისე რომ 1200გმ-ნის დამიწერე და შუაზე გავყოფ.
ხო კიდე ფქვილს რომელ ფირმას იყენებ?

Posted by: bazuka 3 Mar 2014, 20:03
QUOTE (baxabaxa @ 3 Mar 2014, 17:46 )
შევიძინეთ პანასონიკი სდ 2501 და პირველი ორი ცდა პურის გამოცხობის უშედეგო გამოდგა, პური გარედან კარგად გამოდიოდა შიგნით კიდე აშკარად ცომი იყო. ფქვილი გვაქვს ბარაქა 1 ხარისხის, დანარჩენი ყველაფერი რეცეპტის მიხედვით გავაკეთეთ 600გმ-იანი რეჟიმისათვის. ეხლა ვცდილობთ 500გრ-ნი გამოვაცხოთ, საფურაიც შევცვალეთ ვნახოთ რა გამოვა.
ფქვილში ხომ არ იქნება პრობლემა?

აცადეთ გაციება, და ისე ნახეთ .

Posted by: viko 3 Mar 2014, 20:22
ფრანგული პური ხორბლის ფქვილით.
1200 გრ.

550 მლ წყალი,
მარილი 1 1/2 ჩაის კოვზი.
ზეთი 1 1/ 2 ჩ/კ
800 გრ პურის ფქვილი
.შაქარი 1 1/2 ჩ/კ
7 გრ მშრალი საფუარი.
ჩაის კოვზი--------- მისივე კოვზის მომცრო მხარე.
პროგრამა .BASIC
როცა დამთავრდა ცხობა, დავუმატე 10 წუთი Bake პროგრამაზე. color -- dark
QUOTE
ხო კიდე ფქვილს რომელ ფირმას იყენებ?

soledo- უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი.
მაჩუქეს საცხობი. არ მქონდა მომარაგებული სხვა ფქვილი. რუხი და soledo მქონდა. მარტო რუხით არ მომეწონა.
ეხლა რუხით და თეთრი ფქვილით ვაცხობ, ქიმძის თესლი მოვაყარე, ვნახოთ რა გამოვა))))

QUOTE
მშვენიერი სურათებია.
smile.gif
არ ვაპირებდი გადაღებას. ცომის სტრუქტურამ მომხიბლა)))) პანეტონეს ცომი გამოვა კარგი .
მოზილოს, ამოიყვანოს და მერე ღუმელში შეიძლება გამოცხობა.

Posted by: tikusha 4 Mar 2014, 12:02
viko
მეც შევიძინე პურის საცხობი

გორენიე 1200 გრ-იანი bis.gif bis.gif პირველივე პური უმაგრესი გამოვიდა, კულიჩიც დავტესტე, სუპერია

ერთი ესაა რომ ქერქის დაბრაწვის რეჟიმებს ვამუღამებ

პურზე მუქი დაბრაწვა უნდა, საშუალო დაბრაწვა ღია დარჩა, პრინციპში მუქმა დაბრაწვამაც მსინცდამაინც ყავისფერი ფერი არ მისცა და კულიჩზე (რეჟიმი ტკბილი) მუქმა დაბრაწვამ მიაწვა და საშუალო დაბრაწვით კარგი გამოვიდა

ბევრი რეცეპტებია და ჩემთვის გამოუდეგარი

5 გრ საფუარი კი გამოდის 1 სუფრის კოვზი და მე ვიცოდი რომ 1 სუფრის კოვზი არის 10 გრ საფუარი

ბულკის ცომიც მოვაცომინე და არაჩვეულებრივი ცომი გამოვიდა

ერთი იმაზე მწყდება გული რომ მოცომვაზე 1.3 სთ-იანი პროგრამაა, იქნება და არ მინდა საფუარიანი, ვთქვათ ხინკლის ან პილმენის ცომი მინდა მოზილვა დასვენებით და ამ შემთხვევაში ცოტა ვიბნევი რა ვქნა

უამრავი რეცეპტი მოყვება და უმრავლესობა ჩემთვის აშკარად გამოუდეგარია

მანის ბურღულიო, სიმინდისო

ვერ გავიგე კიდევ ბურღუზეა ლაპარაკი, ფანტელზე თუ ღერღილზე

იმდენნაირ ფქვილზეა იქ საუბარი რომელი რომელია ვერ გავიგე და დავიბენი მთლად sad.gif

თუ დააამუღამებ კარგ რეცეპტებს მიწილადე რა გთხოოოვ

ისე 900 გრ-იანი რეჟიმით რომ დავაცხვე საბოლოოდ პური დარჩა 70 0გრ sad.gif 1200 იანით არ მიცდია, ის ალბათ 1000 გრ-ზე ნაკლები დარჩება

მე მეგონა რომ 1200 გრ რომ აწერია პური საბოლოოდ ამ წონის დარჩებოდა, მაგრამ ესაა გათვლილი ინგრედიენტების წონაზე, რომელიც მერე ცხობაში იკლებს

აი შენი 1400 იანი რომ არის, 1400 გრ ინგრედიენტებს ყრი და საბოლოდ გრჩება 1200 გრ პური ხომ?

რუხი ფქვილი ვერ ვიშოვე ქუთაისში facepalm.gif დამიწერე რუხი პურის რეცეპტი, და რატომ არ მოგეწონა?? მე ვფიქრობ 1 ხარისხის და რუხი ფქვილების გარევას

Posted by: viko 4 Mar 2014, 12:44
tikusha
QUOTE
მეც შევიძინე პურის საცხობი
bis.gif

QUOTE
პირველივე პური უმაგრესი გამოვიდა

რომელი რეცეპტით?

QUOTE
პრინციპში მუქმა დაბრაწვამაც მსინცდამაინც ყავისფერი ფერი არ მისცა

yes.gif
დავუმატე 10 წუთი
QUOTE
ერთი იმაზე მწყდება გული რომ მოცომვაზე 1.3 სთ-იანი პროგრამაა,

დილით მოვაცომინე პილმენის ცომი რუხი ფქვილით. up.gif


QUOTE
მოზილვა დასვენებით და ამ შემთხვევაში ცოტა ვიბნევი

როცა ამთავრებს ერთ ოპერაციას ხმოვანი სიგნალი ირთვება.
დაამთავრა ცომის მოზელვა, გამოვრთე ,

QUOTE
ბევრი რეცეპტებია და ჩემთვის გამოუდეგარი

yes.gif
QUOTE
თუ დააამუღამებ კარგ რეცეპტებს მიწილადე

yes.gif

QUOTE
აი შენი 1400 იანი რომ არის, 1400 გრ ინგრედიენტებს ყრი და საბოლოდ გრჩება 1200 გრ პური ხომ?

არ ამიწონია.
დღეს აღარ ვაცხობ 2 -3 დღის მარაგი მაქვს)))
მხოლოდ რუხი ფქვილით გამომცხვარს ძალიან მჟავე გემო ქონდა.
300 თეთრი, 200 რუხი კარგი გამოვიდა.

Posted by: tikusha 4 Mar 2014, 12:54
viko
QUOTE
QUOTE
პრინციპში მუქმა დაბრაწვამაც მსინცდამაინც ყავისფერი ფერი არ მისცა



დავუმატე 10 წუთი

მეც დავუმატე, პურს დამატება ჭირდება, ორჯერ დავაცხვე და ორივეჯერ დავუმატე

QUOTE
დილით მოვაცომინე პილმენის ცომი რუხი ფქვილით

მე 1 ხარისხის ფქვილით, კარგი სამუშაო ცომი იყო, მაგრამ მერე ჭიქით რომ ვჭრი ფორმებს და მერე იმ მორჩენილ ნაწილებს ვაწებებ მერე უკვე მიჭირს მუშაობა და როგორ იქცევი ამ ნარჩენ ცომს ისევ აბრტყელებ? არადა ფქვილიან მაგიდაზე რომ არის ნამყოფი სქელდება მერე, მორჩენილი ცომი მერე გაშავდა და ვერ გავიგე რატომ?? ვითომ 1 ხარისხის ფქვილს ასე ახასიათებს?

QUOTE
როცა ამთავრებს ერთ ოპერაციას ხმოვანი სიგნალი ირთვება.
დაამთავრა ცომის მოზელვა, გამოვრთე ,

15 წუთი რომ ზელს ეგრევე გამორთე?? ჩემთან 15 წუთი ზილა, 5 წუთი დაისვენა, მერე კიდევ გადაზილა და მერე გამოვრთე



* * *
QUOTE
300 თეთრი, 200 რუხი კარგი გამოვიდა.

მარტო 1 ხარისხის ფქვილით რომ გამოცხვე ისე მაღალი გამოვიდა?? მე ვფიქრობდი 350გრ 1 ხარისხის და 150გრ მეორე ხარისხისას გამოვაცხობ თუ ვიშოვე ფქვილი facepalm.gif

QUOTE
QUOTE
პირველივე პური უმაგრესი გამოვიდა


რომელი რეცეპტით?

350 გრ წყალი
1ჩ/კ მარილი
1ჩ/კ შაქარი
1 ს/კ ზეთი
500 გრ 1 ხარისხის ფქვილი
5 გრ საფუარი

ისე უზეთოდ ვითო მარ ივარგებს? არაა კარგი ჯანმრთელობისთვის ზეთი, ვითომ ზეთის დანიშნულება ამ დროს რა არის?

ისე მეორე პროგრამა რომ არის ფრანგული ცხობა, იმის პურის რეცეპტში ზეთი არ წერია, სმაგიეროდ მანანის კრუპა წერია, ეს კრუპა ბურღულია თუ რა არის? 150 მანანის კრუპა და 350 ხორბლის ფქვილი

Posted by: viko 4 Mar 2014, 13:10
tikusha
QUOTE
ამ ნარჩენ ცომს ისევ აბრტყელებ?

yes.gif
QUOTE
მორჩენილი ცომი მერე გაშავდა და ვერ გავიგე რატომ?? ვითომ 1 ხარისხის ფქვილს ასე ახასიათებს?

no.gif
QUOTE
15 წუთი რომ ზელს ეგრევე გამორთე?

no.gif


QUOTE
მარტო 1 ხარისხის ფქვილით რომ გამოცხვე ისე მაღალი გამოვიდა??

yes.gif
QUOTE
მანანის კრუპა

მანანის ბურღული.
კარგი ცომი გამოდის yes.gif
პს ეხლა გავდივარ. საღამოს გიპასუხებ თუ რამე გამომრჩა.

Posted by: tikusha 4 Mar 2014, 15:41
viko
სიმინდის ბურღულია ნახსენები რეცეპტებში, ეგ იგივეა რაც ღერღილი? თუ ეგ კიდევ სხვააა

Posted by: viko 4 Mar 2014, 22:43
tikusha
QUOTE
სიმინდის ბურღულია ნახსენები რეცეპტებში, ეგ იგივეა რაც ღერღილი? თუ ეგ კიდევ სხვააა

ღერღილია.
IMHO ყვითელი სიმინდის ღერღილია რეცეპტებშიhttp://image.geotorrents.com/


http://forum.hlebopechka.net/index.php?showforum=96

Posted by: tikusha 5 Mar 2014, 11:27
viko
ფორუმის გარდა ვერ ვხსნი ვერანაირ ლინკებს, დაბლოკილი მაქვს
sad.gif

მეორე ხარისხის ფქვილი ვერ ვიშოვე ასაწონი, მაინცდამაინც25 და 50 კგიანი შეფუთვები უნდა ვიყიდო??

Posted by: viko 5 Mar 2014, 12:21
tikusha



QUOTE
მეორე ხარისხის ფქვილი ვერ ვიშოვე ასაწონი, მაინცდამაინც25 და 50 კგიანი შეფუთვები უნდა ვიყიდო??

დავიბენი)))) მე უნდა გირჩიო იყიდო თუ არ იყიდო?

Posted by: tikusha 5 Mar 2014, 12:52
viko
არა, ეს ისე ჩემთვის ვთქვი smile.gif

გუშინ გავაკეთე მზესუმზირის მარცვლებით პური, მშვენიერი გამოვიდა bis.gif ოღონდ მზესუმზირა წინასწარ მოვხალე

Posted by: tikusha 10 Mar 2014, 13:48
მეორე ხარისხის ფქვილით დავაცხვე პური, ისე ამოვიდა ისე, რომ 1 ხარისხისას აჯობა biggrin.gif აქ არადა იწერებოდა რომ მკეორე ხარისხისას უჭირს ამოსვლა

ოღონდ ესაა რომ მეორე ხარისხი მე უფრო რუხი მეგონა იქნებოდა, აი მაღაზიებში რომ არის მუქი პურები, ისინი რისგან ცხვება? ჭვავის პურებზე არ ვამბობ აი 65-70 თეთრიან პურებზე ვამბობ

Posted by: nia4u 12 Mar 2014, 01:49
tikusha
QUOTE
აი მაღაზიებში რომ არის მუქი პურები, ისინი რისგან ცხვება?

შეღებილი ფქვილით აცხობენ და შავ ან ჭვავის პურად ასაღებენ.
სინამდვილეში,როგორც მე ვიცი, ნამდვილ შავ ფქვილს საქართველოში ვერ იშოვი smile.gif

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 16 Mar 2014, 19:17
მოგესალმებით

როგორც იქნა გორენიე BM 1400 შევიძინე ძალიან კმაყოფილი ვარ

ეხლა მინდა პასკის ჯემის ან კექსის გაკეთება ვის გაქვთ გამოცდილება მომწერეთ

Posted by: tikusha 16 Mar 2014, 19:23
მ ს ტ ო ვ ა რ ი
პასკაც მოვამზადე და კექსიც smile.gif არაჩვეულებრივი გამოვიდა smile.gif ჯემი არ მიცდია

ბულკის ცომიც მოვაზელინე

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 16 Mar 2014, 19:26
QUOTE (tikusha @ 16 Mar 2014, 19:23 )
მ ს ტ ო ვ ა რ ი
პასკაც მოვამზადე და კექსიც smile.gif არაჩვეულებრივი გამოვიდა smile.gif ჯემი არ მიცდია

ბულკის ცომიც მოვაზელინე

რა მოდელი საცხობი გაქვს? .................

Posted by: tikusha 17 Mar 2014, 11:11
მ ს ტ ო ვ ა რ ი
გორენიე 1200 იანი

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 17 Mar 2014, 22:20
დაწერეთ BM 1400 პასკის რეცეპტი როგორს აკეთებთ, უკვე კარგად დავამუღამოთ ის დროა თორემ აღდგომა მალე მოვა,

Posted by: baxabaxa 20 Mar 2014, 11:52
ჭვავის პურს ვაცხობთ ამ ბოლო დროს, ჯერ ვაცხობდით მსხვილად დაფქვილი ჭვავის ფქვილით, ნუ უმაღლესი ხარისხის ფქვილთან ნაზავში, გემრიელი გამოდიოდა მაგრამ მთლად კარგად არ შრებოდა შიგთავსი. ეხლა წმინდათ დაფქვილი წვავის ფქვილით ვაცხობთ და უკვე კარგად შრება, თუმცა გემოთი მსხვილად დაფქვული ჯობდა.
კიდე შევიძინეთ ალაო არომატიზატორია მგონი და ვერ გავერკვიე როგორ შევურიო ეგრევე ვაყრით სამ ჩაის კოვზს და დიდ ეფექტს არ იძლევა, ზოგან უწერია რომ ადუღებულ წყალში უნდა ჩაყარო წყლის გაგრილებამდე და მერე შეურიო ფქვილს და ხომ არ იცით ზუსტად როგორ ხდება.
წმინდა ჭვავის პურის რეცეპტებიც მწირად არის ინეტში, ძირითადად სხვა ბევრი ინგრედიენტებიც ურევია და მე დიდად არ მხიბლავს.

Posted by: anukela_ 21 Mar 2014, 14:56
გოგოებო ძალინ გთხოვთ თუ გაქვთ კულიჩის, ბულკის, პასკის ან მსგავსი ტკბილეულის რეცეპტი რომელსაც პურის საცხობში გავაკეთებ მომწერეთ.. მადლობა

Posted by: tikusha 21 Mar 2014, 15:24
ვიკომ გამომიგზავნა ეს რეცეპტი

კულიჩი
300 მლ რძე
2 კვერცხი
100გრ შაქარი
1 ჩაის კოვზი ანუ აპარატის კოვზის პატარა მხარე. მარილი
1 ს/ კ ფორთოხლის ესენცია
100გრ დარბილებული კარაქი
ზემოდან 160 გრ მანანის ბურღული
540 გრ ფქვილი
1 ს/ კ საფუარი
ოდნავ შაქარი.
1 პროგრამაზე basic
მეორე მოზელვისას დაუმატებ ქიშმიშს

მე ვაკეთებ სხვა რეცეპტით,
210 გრ რძე
3 კვერცხი
30 გრ კარაქი
100 გრ შაქარი
1 ს/კ ფორთოხლის ესენცია
0.5 ჩ/კ მარილი
5 გრ საფუარი
460 გრ ფქვილი
75 გრ ქიშმიში
მიხაკ-დარიჩინი, კარდამონი და მუსკატი
რეჟიმი "ტკბილი" მსუბუქი დაბრაწვით

Posted by: viko 22 Mar 2014, 00:28
baxabaxa
.
QUOTE
კიდე შევიძინეთ ალაო არომატიზატორია მგონი და ვერ გავერკვიე როგორ შევურიო ეგრევე ვაყრით სამ ჩაის კოვზს და დიდ ეფექტს არ იძლევა, ზოგან უწერია რომ ადუღებულ წყალში უნდა ჩაყარო წყლის გაგრილებამდე და მერე შეურიო ფქვილს და ხომ არ იცით ზუსტად როგორ ხდება


130 г. ржаной муки
42 г. ферментированного (красного) солода
2 ч.л. перетертого кориандра
430 г. воды
Именно заварка придает ржаному хлебу тот самый неповторимый цвет, и частично - вкус. Смешайте солод, муку и кориандр. Заварите их крутым кипятком и оставьте осахариваться при температуре 65 °С на 1.5-2 часа. Дайте заварке остыть до 30-40 °С. Готовая заварка представляет из себя ароматную и сладковатую жидкую кашицу густого коричневого цвета.

* * *
anukela_
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/
კულიჩი
300 მლ რძე
2 კვერცხი
100გრ შაქარი
1 ჩაის კოვზი ანუ აპარატის კოვზის პატარა მხარე მარილი
1 ს/ კ ფორთოხლის ესენცია
100გრ დარბილებული კარაქი
ზემოდან 160 გრ მანანის ბურღული
540 გრ ფქვილი
1 ს/ კ საფუარი
ოდნავ შაქარი.
1 პროგრამაზე basic 1200 გრ ფორმა.
მეორე მოზელვისას დაუმატებ ქიშმიშს.
===
სააღდგომო კულიჩიც(პასკა) მოვამზადე, ფქვილის რაოდენობა არ ვიცი ზუსტად,კიდევ როცა მოვამზადებ, დავწერ რეცეპტს.
French პროგრამაზე მოვამზადე.ყველაზე ხანგძლივია. ძალიან კარგი გამოვიდა.

Posted by: MARGALIA 25 Mar 2014, 01:10
პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ ვიპოვე, ვინაიდან ძაან დიდი ხანია ვებრძვი ერთ პრობლემას და იქნებ თქვენ დამეხმაროთ.
მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი საქართველოში, მაღალი ხარისხის ფქვილის შოვნა, არ ააქვს მნიშვნელობა რა ეღირება, მთავარია მაღალი ხარისხის იყოს და ბუნებრივი ფქვილის ასორტიმენტი იყოს. ან თუ იცით რაიმე საიტი უცხოური, სადიდანაც შეიძლება რომ გამოვიწერო, თუნდაც დიდი რაოდენობით.
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: tavadze 26 Mar 2014, 00:37
პანასონიკის ან ირითის პურის საცხობებზე რა აზრის ხართ, თუ გაქვთ ვინმეს?

Posted by: tikusha 27 Mar 2014, 14:52
tavadze
მე გორენიე მაქვს და ძალიან მაგარია, პანასონიკსაც ძალიან აქებენ
* * *
viko
QUOTE
სააღდგომო კულიჩიც(პასკა) მოვამზადე, ფქვილის რაოდენობა არ ვიცი ზუსტად,კიდევ როცა მოვამზადებ, დავწერ რეცეპტს.
French პროგრამაზე მოვამზადე.ყველაზე ხანგძლივია. ძალიან კარგი გამოვიდა.

ეგ ძალიან მაინტერესებს, ველოდები smile.gif

ფრენჩ პროგრამა ჯერ არ მიხმარია, რითი განსხვავდება ბესიკ (ძირითადი) პროგრამისგან? ინტრუქციაში ეწერა მაგ პროგრამაზე რომ ცხიმის და შაქრის გარეშე გამოიყენება, და ცხიმიანი და შაქრიანი სტრუქტურისთვის ტკბილი პროგრამა
* * *
QUOTE (tikusha @ 27 Mar 2014, 14:52 )
tavadze
მე გორენიე მაქვს და ძალიან მაგარია, პანასონიკსაც ძალიან აქებენ

* * *
viko
QUOTE
სააღდგომო კულიჩიც(პასკა) მოვამზადე, ფქვილის რაოდენობა არ ვიცი ზუსტად,კიდევ როცა მოვამზადებ, დავწერ რეცეპტს.
French პროგრამაზე მოვამზადე.ყველაზე ხანგძლივია. ძალიან კარგი გამოვიდა.

ეგ ძალიან მაინტერესებს, ველოდები smile.gif

ფრენჩ პროგრამა ჯერ არ მიხმარია, რითი განსხვავდება ბესიკ (ძირითადი) პროგრამისგან? ინტრუქციაში ეწერა მაგ პროგრამაზე რომ ცხიმის და შაქრის გარეშე გამოიყენება, და ცხიმიანი და შაქრიანი სტრუქტურისთვის ტკბილი პროგრამა

როგორი სტრუქტურა აქვს? უფრო ფაფუკია/? კულიჩის ცომი მძიმეა და გამიკვირდა smile.gif

Posted by: tavadze 28 Mar 2014, 16:41
tikusha
QUOTE
tavadze
მე გორენიე მაქვს და ძალიან მაგარია, პანასონიკსაც ძალიან აქებენ

დიდი მადლობა.

Posted by: bazuka 28 Mar 2014, 18:21
QUOTE (tavadze @ 26 Mar 2014, 00:37 )
პანასონიკის ან ირითის პურის საცხობებზე რა აზრის ხართ, თუ გაქვთ ვინმეს?

პანასონიკ 2502 (თუ სწორად მახსოვს მოდელი) მფლობელი ვარ და
უზომოდ კმაყოფილები ვართ, 2 თვეა მგონი რაც შევიძინე და
ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 2 ჯერ შევიძინეთ ოჯახში პური

გირჩევ yes.gif

Posted by: pukaaa 7 Apr 2014, 22:31
გამარჯობა, თუ ვინმემ იცით ბუნებრივი საფუარის რეცეპტი, მომწერეთ რაა

Posted by: LUTA 7 Apr 2014, 23:55
pukaaa

მე მაქვს ეს და გადახედე აბა smile.gif

http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1755-e1839ce18394e18393e1839ae18398-e183a1e18390e183a4e183a3e18390e183a0e18398

Posted by: pukaaa 8 Apr 2014, 10:01
LUTA

დიდი მადლობა პასუხისთვის. ანუ ამით ნებისმიერი პურის გამოცობა შეიძლება ხომ?

პ.ს. ვათვალიერებ ხოლმე თქვენს "შედევრებს" და აღფრთოვანებული ვარ ))

Posted by: tikusha 8 Apr 2014, 21:06
LUTA
როგორ ფიქრობ, რამდენად ეფექტური იქნება ამ საფუარის გამოყენება საცხობში?

ანუ 3 სთ-ში ცომავს, ამოყავს და აცხობს და მოასწრებს საფუარი მოქმედებას?

Posted by: viko 9 Apr 2014, 21:41
მე ვაცხობ ბუნებრივი საფუარით.
12 დღისაა ჩემი საფუარი.
მე 5 დღიდან ბუნებრივს+მშრალი საფუარი(დროჟი)ერთად ვაცხობდი, მშრალი საფუარის დოზა გავანახევრე.
მე 8-9 დღიდან მშრალი საფუარის დოზის 1/ 3 ვუმატებდი.
გუშინ მხოლოდ ბუნებრივით გამოვაცხვე.მე=8 პროგრამით ცომი მოვამზადე,დაახლოებით 12 საათზე, გამოვრთე, ასაფუებლად დავტოვე დილამდე, დილით გამოვაცხვე,
ძალიან კარგად ამოვიდა და გამოცხვა. ნასვრეტები შერეულია))) უმეტესობა მრგვალი. დაახლოებით 1/3 ოვალური.


Posted by: tikusha 9 Apr 2014, 21:46
viko
როგორც მშრალი საფუარით ამოდიოდა, ისე ამოვიდა და გაიზარდა მოცულობაში?? პროპორციები დაწერე რა რამდენ ფქვილზე რამდენი ცოცხალი საფუარი უყავი

ჩემთან 500 გრ ფქვილი, 350 გრ წყალი, 5 გრ საფუარი

რამდენი გრ ცოცხალი საფუარი უნდა ახლა ამას?

Posted by: viko 9 Apr 2014, 22:00
tikusha

QUOTE
როგორც მშრალი საფუარით ამოდიოდა, ისე ამოვიდა და გაიზარდა მოცულობაში??
yes.gif

QUOTE
ჩემთან 500 გრ ფქვილი
რამდენი გრ ცოცხალი საფუარი უნდა ახლა ამას?

125გრ ბუნებრივი.
საფუარი მოვამზადე რეცეპტით,100გრ+100გრ ფქვილი ე. წ. "Вечная"Закваска
ლუტას რეცეპტს მიყევი.დაწვრილებით და ზუსტად უწერია.

Posted by: ავგაროზი 9 Apr 2014, 23:49
viko
ბრეტზელის კარგი რეცეპტი გეცოდინება (გული მიგრძნობს user.gif ) და იქნებ დამიწერო ან თუ გიწერია სადმე ლინკი მიმითითო? smile.gif

Posted by: viko 10 Apr 2014, 16:56
ავგაროზი
QUOTE
ბრეტზელის კარგი რეცეპტი გეცოდინება

არ მომიმზადებია.
მოვამზადებ სპეციალურად შენთვის))) თუ კარგი გამოვიდა გაგიზიარებ რეცეპტს.

Posted by: tikusha 10 Apr 2014, 17:19
viko
სააღდგომო პასკის მომზადებას თუ აპირებ საცხობით, უფრო სწორად ცომის მოზელას

თუ გაქვს უკვე დაანაგრიშებული რეცეპტი მომე რა

Posted by: ავგაროზი 10 Apr 2014, 17:39
viko
love.gif
მადლობა.
როცა (თუ) გაგიჩნდება სურვილი და დრო. მხოლოდ ჩემთვის ვერ შეგაწუხებ givi.gif 2kiss.gif

კი გამოვაცხე ცოტა ხნის წინ და პური შემრჩა ხელში ჩვეულებრივი biggrin.gif

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 15 Apr 2014, 15:15
გორენიე 1400 ეს მოდელი ვის გაქვთ ?


Posted by: <<მარი>> 11 May 2014, 01:13
აი ჩემი პირველი პურუკა smile.gif
პირველივე ცდაზე ძალიან კარგი გამოვიდა smile.gif
მადიობა პანასონიკს biggrin.gif

ცხელ-ცხელია, ეხლახან გადმოვიღე ფორმიდან.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 11 May 2014, 16:30
<<მარი>>
ვააა,რა ოპერატიული ხარ! biggrin.gif
უკვე იყიდე და უკვე გამოაცხვე კიდეც?
კარგია! smile.gif
შენ საფუარსაც დააყენებ სახლში, ისე გატყობ smile.gif

Posted by: otarik1977 11 May 2014, 16:48
ვიყიდე პანასონიკის დღეს და ახლა მიდის ცხობის პროცესი,იმედია შედეგი მექნება უზაააარმაზარი wink.gif

Posted by: <<მარი>> 11 May 2014, 16:58
nia4u
ხო, რაც გავიგე საფუარის მავნებლობაზე მაგის მერე გადავწყვიტე მეყიდა smile.gif
ისე, გორენიე მინდოდა ძალიან, მაგრამ ვერსად ვიპოვე, შემოვიერე მთელი თბილისი ლამის.
თუმცა პანასონიკის სიკეთეზე ბევრი მსენია და გაამართლა კიდევაც.
საფუარის დაყენებასაც ვაპირებ, ძალიან მინდა ჯანსაღი პური ვაჭამა ჩემ შვილებს love.gif
დღეს ჭვავის ფქვილი შევიძინე და ამ საღამოს მაგას დავტესტავ smile.gif

otarik1977
გაგვიზიარეთ შედეგი smile.gif

Posted by: otarik1977 11 May 2014, 17:36
<<მარი>>
აუცილებლად სულ რაღაც 2,5 საათში wink.gif
* * *
აჰა პირველი პურიც გამოვიდა bis.gif , ყველაზე პატარა მოცულობა ჩავყარე, პირველ ჯერზე არაუშავს და შემდეგში დაიხვეწება,მადლობა აქაურ მეპურეებს გამოცდილების გაზიარებისათვის love.gif
მართალია ფორმა არაა იდეალური მაგრამ გემო აქვს ფანტასტიური wink.gif
user posted image

Posted by: Lаki 11 May 2014, 21:11
<<მარი>>
QUOTE
დღეს ჭვავის ფქვილი შევიძინე და ამ საღამოს მაგას დავტესტავ smile.gif



სად. მითხარი რა აქ ან PM. პლს

Posted by: <<მარი>> 11 May 2014, 22:07
Lаki
ფქვილი ბაზრობაზე იყიდება - პასაჟის გარე კედელში რომ მაღაზიებია, დეზერტირების გადმოღმა. იქ ყველაზე ქვედა მაღაზიაში (თუ არ ვცდები, გამყიდველს იურა ქვია) ყოველთვის კარგი ფქვილია.
ასევე საფუარიც


ერთ-ერთი იუზერის ტექსტი დავაკოპირე. რაც ზემოთ წერია იმ ადგილზე მივედი ზუსტად დღეს, უფრო სწორად, ჭვავის ფქვილი
მინდათქო და მიმაწავლეს გამყიდველებმა.

Posted by: fermina 11 May 2014, 22:08
თუ საიდუმლო არ არის, რა ღირს გორენიე და/ან პანასონიკის პურის საცხობი? რაღაც დამიჯდა ჭკუაში აქაური ფოტოების შემხედვარეს.

Posted by: otarik1977 11 May 2014, 22:29
fermina
256 მივეცი მე პანასონიკში და არის უფრო ძვირიანიც

Posted by: <<მარი>> 11 May 2014, 22:33
fermina
400 ლარამდე მიჯდება განვადებიტ პანასონიკი
otarik1977
მშვენიერია up.gif

Posted by: fermina 11 May 2014, 23:51
otarik1977
<<მარი>>

ვა არ ყოფილა ძალიან ძვირი, მადლობა smile.gif

Posted by: Lаki 12 May 2014, 05:22
<<მარი>>

მადლობა
QUOTE
დღეს ჭვავის ფქვილი შევიძინე და ამ საღამოს მაგას დავტესტავ smile.gif

ველოდებით პასუხს (შედეგს) biggrin.gif

Posted by: <<მარი>> 12 May 2014, 10:37
Lаki
ჭვავის პური არ გამოვიდა. ძაან მძიმე ცომი გამოვიდა, წყალიც არ ეყო და მოცემულ
დოზას 120მლ დავამატე. ამოსვლაც გაუჭირდა, ანუ 4 სთ რეჟიმში ვერ ჩაჯდა.
ან რეჟიმი უნდა შევცვალო(ხანგრძლივი ავირჩიო) ან ხორბლის ფქვილთან შერეული გამოვაცხო.
ორივე ვარიანტი უნდა ვცადო. ხო, მაქს. რაოდენობა არ უნდა გამეკეთებინა, მინ. რომ მეცადა
შედეგი უკეთესი იქნებოდა სავარაუდოდ.

Posted by: nia4u 12 May 2014, 14:50
<<მარი>>
მაგ საცხობებს თავისი დოზები ხო მოყვება?
რომელ რეჟიმზე რა დოზებით და ეგეტი ინსტუქციები?
და ჭვავის პურის რეჟიმი არ აქვს ცალკე ან რამე მითითება სხვადასხვა ფქვილზე?

Posted by: <<მარი>> 12 May 2014, 18:17
nia4u
კი, მოყვება და ეხლა მასე ვაცხობ. რეცეპტში უწერია პურის ფქვილი 350გ+50გ ჭვავის
ფქვილი. მეცოტავა, მეთქი სულ ჭვავისას ჩავყრი....(რა მინდოდა)...... biggrin.gif

Posted by: nia4u 12 May 2014, 18:48
<<მარი>>
ეს თემა თავიდან გადაათვალიერე აბა, ვიღაც აცხობდა აქ ჭვავის პურს, ასე მახსოვს
და დაეკონტაქტე smile.gif
QUOTE
პურის ფქვილი 350გ+50გ ჭვავის

ეს რაღა ჭვავის გამოდის?
კარგი კი იქნება მაინც smile.gif

Posted by: ავგაროზი 12 May 2014, 21:12
დღეს გამოვაცხე ჭვავის პური ღუმელში. ისეტი გემრიელია ლამისაა სულ შემომეჭამოს chups.gif

რეცეპტი, თუ უნდა ვინმეს, შემდეგია:

300 გრ. ჭვავის ფქვილი
200 გრ. პურის ფქვილი
7 გრ. საფუარი (მშრალი, კარგი ხარისხის)
1 ჩაის კოვზი მარილი (ან 1,5ჩ.კ.)
1 ს.კ. თაფლი
2-3 ს.კ. მზესუმზირა
350 მლ. თბილი წყალი

გაცრილ ფქვილს დავაყაროთ დანარჩენი ინგრედიენტები, ნელ-ნელა დავასხათ წყალი (ცომის გათხელებისგან თავის ასაცილებლად. თუ დააკლდა კიდე დაამატებ წყალს). 5 წუთის განმავლობაში ვზილოთ მიღებული ცომი (თიხასავით გამოდის, სქელი მაგრამ ადვილად იზილება თუ საკმარისი წყალი აქვს).
დავდგათ 20 წუთით თბილ ადგილას ასაფუვებლად. სემდეგ გადავიტანოთ სასურველ ფორმაში და ნახევარი საათით დავტოვოთ ისევ.

250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოვაცხოთ 20 წუთის მანძილზე, შემდეგ დავუკლოთ ტემპერატურას 200 -190 გრადუსამდე და ვაცხოთ 40-50 წუთი.

ცხობისას თავი თუ ზედმეტად მოებრაწება ფოლგა დააფარეთ და აღარ დაიწვება.



Posted by: <<მარი>> 13 May 2014, 13:12
საფუარი არ ვარგებულა და მიტო დამიცომდა ორი პური facepalm.gif
დღეს ახალი გამოვიყენე და ისე ამოვიდა, ალბათ თავს მიაჭერს სახურავს smile.gif

Posted by: tikusha 13 May 2014, 16:38
<<მარი>>
როგორ მინდა ბუნებრივ საფუარზე გადავიდე და ვერ მოვინდომე, ისედაც მთელი დღე სამსახურში, მერე სახლში ათასი საქმე და რომ ვერ გამოვკვებოთქო

Posted by: <<მარი>> 13 May 2014, 18:04
tikusha
მეც ძალიან მინდა და გადავალ აუცილებლად, უბრალოდ მაყოვნებს შიშის მომენტი, ნვაი და არ გამომივიდეს
და ამდენი ნაწვალები წყალში ჩავყაროთქო smile.gif თუმცა ვდი მაინც. smile.gif

Posted by: sofi-18 14 May 2014, 20:56
QUOTE (LUTA @ 7 Apr 2014, 23:55 )
pukaaa

მე მაქვს ეს და გადახედე აბა smile.gif

http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1755-e1839ce18394e18393e1839ae18398-e183a1e18390e183a4e183a3e18390e183a0e18398

sad.gif ამდენი როგორ უნდა იწვალო, საფუარის დასამზადებლად? სხვა რამე ადვილი არაფერი არსებობს? sad.gif

Posted by: nia4u 14 May 2014, 22:09
sofi-18
QUOTE
ამდენი როგორ უნდა იწვალო, საფუარის დასამზადებლად? სხვა რამე ადვილი არაფერი არსებობს?

კი,
არსებობს, -
მიდიხარ უახლოეს მაღაზიაში და ყიდულობ გამომცხვარ პურს smile.gif
რასაც ვაკეთებ მე და ეგეც მეზარება ხანდახან biggrin.gif

Posted by: <<მარი>> 15 May 2014, 13:14
ეს კულიჩი საცხობი აპარატით :შევიჭერიროლში: biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 15 May 2014, 16:42
<<მარი>>
კარგია! smile.gif
რეცეპტი საცხობისაა?
სხვა რეცეპტებით არ შეიძლება მაგ საცხობში ცხობა?ნეტა?
ჭვავის პურმა რა ქნა? smile.gif

Posted by: <<მარი>> 16 May 2014, 02:02
nia4u
საცხობისაა. ისე უპრობლემოდ მოზილა, ამოიყვანა და დააცხო 5 სთ-ში არც ღირს მგონი
წვალება მთელი 24+ სთ-ი. წვეთი წყალი არა აქვს, მოიზილა მხოლოდ კვერცხში, ცხიმში და ციტრუსის
წვენში. ცოტა სიტკბო დააკლდა, სხვა დანარჩენი სუპერ! up.gif
ჭვავის პურს განოვაცხობ უეხლოეს დღეებში და დავდებ შედეგს 2kiss.gif

Posted by: tikusha 16 May 2014, 08:34
<<მარი>>
დამიწერე რა შენი კულიჩის რეცეპტი

ჩემს რეცეპტში წყალიცაა, მარტო კვერცხი არა

თან მაგ საცხობის რეცეპტებს შაქარი და ცხიმი ცოტა უწერია, რომ იმ მოკლე დროში ამოსვლა მოასწროს

ტრადიციული პასკის რეცეპტით რომ ვცადე ვერ მოასწრო ამოსვლა შაქრის და ცხიმის მაღალი შემცველობის გამო

Posted by: <<მარი>> 16 May 2014, 11:47
tikusha
450გ-ხორბლის ფქვილი
0.5 ჩ.კ.-მარილი
4ც-კვერცხი
4ს.კ.-შაქარი(მეტი ვუქენი მე)
1ჩ.კ.-ვანილი
100გ-კარაქი
50მლ-ციტრუსის წვენი(ფორთოხლი გამოვწურე და ცედრაც ჩავახეხე)
ცუკატები,თხილი ან ქიშმიში-სავსე დისპენსერი
2,5ჩ.კ.-მშრალი საფუარი
ილი, ჯაოზი და რაც გინდა სუნელები თვალზომით გავუკეთე, თითო
ჩ.კ. კარაქი გავადვნე, დანარჩენი ჩავუშვი პირდაპირ აპარატის ფორმაში.
არც კვერცხი გამითქვეფია ცალკე და არც შაქარი. თუ გინდა შაქარი ფქვილთან აურიე
და მერე დაამატე დანარჩენი მასალა. "06" პროგრამაა კულიჩის, პანასონიკისთვის.
5 სთ-ში მზადაა.

Posted by: tikusha 16 May 2014, 17:48
<<მარი>>
ჩემთან 5 სთ-იანი პროგრამები არააა, 3 სთ-ია მაქსიმუმი, 5 სთ კარგია კარგად ამოიყვანს უფრო

პრინციპში შენსას კარგა გვარიანად კარაქი უწერია

Posted by: <<მარი>> 18 May 2014, 18:15
QUOTE
ჭვავის პურმა რა ქნა?

ჭვავის პურიც მშვენიერი გამოცხვა smile.gif
http://www.radikal.ru
* * *
საფუარი დავაყენე. ლუტას რეცეპტია თუ არ ვცდები. ველოდები 48 საათის გასვლას,
რომ გამოკვება დავიწყო.
ნელა მაგრამ დაიწყო გაფუვება smile.gif

Posted by: tikusha 20 May 2014, 15:18
<<მარი>>
რა ქენი გამოიყენე ბუნებრივი საფუარი? smile.gif შედეგები მაინტერესებს smile.gif

პ.ს. ჭვავის ფქვილში რა მიეცი და სად იყიდე?

Posted by: TaTa_TaTuLi 20 May 2014, 18:11
<<მარი>>

QUOTE
საფუარი დავაყენე

აუ რა ყოჩაღი ხარ! მეც სულ ვაპირებ და თავი ვერ მოვაბი...
დაწერე მერე შედეგი smile.gif




* * *
<<მარი>>

QUOTE
საფუარი დავაყენე

რა ყოჩაღი ხარ! მე კი სულ ვაპირებ და თავი ვერ მოვაბი...
დაწერე მერე შედეგი smile.gif

Posted by: lukanini 3 Jun 2014, 20:30
მოგესალმებით ყველას.ძალიან მიყვარს პურების ცხობა,ჩემი სუსტი წერტილია,სამწუხაროა რომ არავართ ბევრნი რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამომცხვარი პურები.ვეცდები რასავ გავაკეთებ ავტვირთო ხოლმე

მრავალმარცვლოვანი პური
user posted image

ფრანგული პური Fougasse

user posted image

სენდვიჩის პური

user posted image

user posted image

კიდევ მაქვს ბევრი გამომცხვარი ნელ ნელა ავტვირთავ სურათებს

Posted by: TaTa_TaTuLi 3 Jun 2014, 20:41
lukanini

up.gif
საფუარსაც შენ ხომ არ ამზადებ?

Posted by: lukanini 3 Jun 2014, 20:52
TaTa_TaTuLi
კი .ჩემი 100 % გამოკვებილია.ანუ რამდენი ფქვილიც აქვს იმდენი რაოდენობით წყალი აქვს

Posted by: TaTa_TaTuLi 3 Jun 2014, 21:00
lukanini

QUOTE
კი .ჩემი 100 % გამოკვებილია.ანუ რამდენი ფქვილიც აქვს იმდენი რაოდენობით წყალი აქვს

ეს ლუტას რეცეპტითაა თუ შენ სხვანაირად აკეთებ?
რა გოგო ხარ! ყოჩაღ!
თან რა ნასვრეტებიანია, გავგიჟდი love.gif
ძნელია კვება?ეს ხომ მუდმივი პროცესია...
სულ მგონია, რომ ერთხელაც გამომრჩება გამოკვება და გამიფუჭდება.
ის მრავალმარცვლოვანი პური რითია?
ყველა ძალიან კარგია, თვალს ვერ ვაშორებ baby.gif

Posted by: <<მარი>> 3 Jun 2014, 23:40
lukanini
ძაან კარგი ნახელავები გაქვს. გაგვიზიარე რეცეპტებიც smile.gif
ასევე საფუარის რეცეპტიც მაინტერესებს.
მეც გავაკეთე სახლში საფუარი და ეხლაც მაქვს, მაგრამ რაღაც ძალიან ნელა
ფუვდება. წესისამებრ გავუკეთე ფქვილიც და წყალიც, მაინც
ვერ არის, რავი.

Posted by: lukanini 4 Jun 2014, 10:07
TaTa_TaTuLi
<<მარი>>
საფუარი ლუტას რეცეპტით არ მაქვს გაკეთებული.საერთოდ სანამ კარგად არ მოძლიერდება უჭირს ამოსვლა.მე მაცივარში ვინახავ და თუ არ ვხმარობ კვირაში ერთხელ ვკვებავ.პურში 500 გრ ფქვილს 100 გრ საფუარს ვუშვები.შეგიძლია პურის ცომში სადღაც 3 გრ ცოცხალი საფუარი იხმარო ან 1 გრ მშრალი.

მერე დავწერ რეცეპტს.

მარცვლოვანი პურის რეცეპტი.
წინსასწარ მოვამზადოთ საფუარი

ხორბლის სერი ფქვილი 100გრ
ჭვავის ფქვილი 100 გრ
წყალი 120 გრ
ცოცხალი საფუარი 3 გრ(1 გრ მშრალი)
მოვზილოთ და გავაჩეროთ 1 საათი .ზევიდან დავაფაროთ რომ არ გახმეს ზედაპირი.შევდგათ მაცივარში 1 დღით.ან ვაცადოთ დაახ.6 საათი გაფუებას. მე ეს ბოლო ვარიანტი გამოვიყენე.ისე ეს საფუარი 3 დღეც შეგვიძლია გვქონდეს მაცივარში.

წინასწარ მოვამზადოთ მარცვლეული 75 გრ მოვხალოთ გავაციოთ და დავასხათ 150 გრ წყალი.გავაჩეროთ ესეც დაახ.6 საათი

ცომისთვის

წინასწარ მომზადებული საფუარი 223 გრ
ხორბლის ფქვილი 225 გრ
სპელტას სერი ფქილი 75 გრ ეს არ ვიცი არის თუ არა საქართველოში.ხორბლის ერთ ერთი სახეობაა.თუ არა გაქვთ მაშინ ჩვეულებრივი სერი ფქვილით ჩაანაცვლეთ
წყალი 180-200 გრ.ჯობია ნელ ნელა უმატოთ ფქვილზეა დამოკიდებული რამდენ წყალს შეიძელს.
მარილი 11 გრ

მოვათავსოთ ყველაფერი ჯამში მარცვლეულის გარდა და ვზილოთ კარგად.ისე რომ ხელზე აღარ უნდა გვეკრობოდეს ცომი.ვუმატებთ მარცვლეულს თავის წყლიანად.მეტად ძნელი მოსაზელი იქნება მაგრამ თუ რამოდენჯერმე დავასვენებთ ცომს მეტად გაგვიადვილდება მოზელა.ავიღოთ ჯამო და წავუსვათ ცოტა ზეთი.მოვაგუნდავოთ ცომი და ჩავდოთ ჯამში,გადაცაფაროთ სამზარეულოს ცელოფანი და ვაცალოთ დაფუვება.დაახ.ყოველ 45 წთ_ში ცომი გადავკეცოთ კონვერტისებურად.მაგიდაზე დავასხათ ზეთი და გავსალოთ ცომი ფრთხილად რომ გაზი არ გავაცალოთ ისე.ეს ხელს უწყობს ნასვრეტების გადიდებაში.ასე გავიმეოროთ დაახლ. 3 ჯერ

ბოლოს მივცეთ მრგვალი ფორმა ისე რომ მთლიანად რაც გაზი აქვს არ უნდა გავაცალოთ.ვაცადოთ ისევ გაფუება და გამოვახცოთ პირველი 15 წთ 250 გრ მართო ქვედა წვა.ორთქლის საშუალებით.15 წთ მერე გამოვაღოთ ღუმელის კარი რათა გამოვიდეს დარჩენილი ორთქლი და გავაგრძელოთ ცხობა 200 გრ დაახ.30 წთ.ამ შმთხვევაში ზედა და ქვედა წვა გამოვიყენოთ

ცოტა მგონი ატა ბატად გამომივიდა დაწერა biggrin.gif თუ რამე ვერ გაიგეთ აქა ვარ smile.gif

Posted by: buttercup 4 Jun 2014, 12:30
კარგი ფქვილი სად ვიყიდო ქალბატონებო? პურის საცხობი მანქანა ვიყიდე და მაინტერესებს სად შეიძლება ვიყიდო კარგი თეთრი, რუხი და ჭვავის ფქვილი.

Posted by: tikusha 4 Jun 2014, 14:36
lukanini
QUOTE
ბოლოს მივცეთ მრგვალი ფორმა ისე რომ მთლიანად რაც გაზი აქვს არ უნდა გავაცალოთ.

რა გაზზეა საუბარი? spy.gif ბუშტუკებს რომ იძენს კარგად მოზელილი ცომი იმაზეა საუბარი?

Posted by: lukanini 4 Jun 2014, 15:19
tikusha
biggrin.gif biggrin.gif კიი.ეგ არის გაზების დაგროვება ცომში.ასე არ ითქმება? rolleyes.gif

Posted by: tikusha 4 Jun 2014, 15:40
lukanini
და ეგ როგორ არ უნდა გაუშვა?? wink.gif რომ აბრტყელებ ხომ სკდება?
smile.gif

Posted by: nia4u 4 Jun 2014, 16:05
tikusha
მე როგორც მივხვდი, ძალიან არ უნდა გადაზილო,
ისე არ უნდა გააბრტყელო, რომ აფუებული სულ დატკეპნო...
არ ვიცი, როგორ ავხსენი, მაგრამ...

Posted by: tikusha 4 Jun 2014, 16:45
nia4u
მე კიდე რომ ვაბრტყელებ იმ ბუშტუკებს ვხეთქავ ხოლმე biggrin.gif ვხალისობ biggrin.gif

Posted by: nia4u 4 Jun 2014, 17:11
tikusha
QUOTE
ვხალისობ

biggrin.gif
მაგ პურის საცხობში არ ვიცი,
მაგრამ ისე რომ ამოაგუნდავებ და ამოფუვდება,
გამოცხობის წინ ხომ აღარ უნდა ძაან გადაზელვა, მარტო ფორმა უნდა მისცე...
ჟოლოზე მოგწერე იქით თემაში smile.gif

Posted by: lukanini 4 Jun 2014, 20:16
nia4u
ხოო აი ზუსტად ეგრეა. პურისმანქანაში პური სხვანაირი ცხვება.ის თვითონ აკეთებს ფუნქციებს.

Posted by: lukanini 8 Jun 2014, 11:57
ჩემი გუშინდელი პურები

user posted image

შვრიის პური love.gif

ეს ცოტა ადრე გამომცხვარი გოგრის პური

user posted image

user posted image
სენდვიჩის პური.ამას ძალიან ხშირად ვაცხობ.

user posted image
user posted image

Posted by: LUTA 8 Jun 2014, 17:40
lukanini
ძალიან გამეხარდა შენი ნიკის დანახვა , როგორ ხარ ? 2kiss.gif 2kiss.gif

უნაკლო ნამუშევრებია love.gif

ძალიან მაგარია ხარ !!! love.gif


QUOTE
მე მაცივარში ვინახავ და თუ არ ვხმარობ კვირაში ერთხელ ვკვებავ


მე ორ დღეში ერთხელ ვკვებავ. 4 წლისაა უკვე. biggrin.gif

მაცივარში არ ვდებ ,რადგან არის რიგი მნიშვნელოვანი ბაქტერიებისა რომელსაც საფუარი ვერ გამოიმუშავებს 4 გრადუსზე.


QUOTE
ეს ცოტა ადრე გამომცხვარი გოგრის პური


აუუ ეს უნდა ვცადო აუცილებად . დადე რა რეცეპტი გთხოვ .love.gif

მეც სულ ვაცხოვ პურს . მეორე კომპში მაქვს სურათები და ავტვირთავ მერე .

Posted by: lukanini 8 Jun 2014, 18:54
LUTA
კარგად შენ თამო? 2kiss.gif 2kiss.gif დიდი ხანია აღარ შემომიხედავს აქეთ. მომენატრეთ ყველანი.ხანდახან თუ შემოვიჭყიტავ და შენი ნახელავები მართლაც რომ მაგარია.

QUOTE
მაცივარში არ ვდებ ,რადგან არის რიგი მნიშვნელოვანი ბაქტერიებისა რომელსაც საფუარი ვერ გამოიმუშავებს 4 გრადუსზე

ჩემი მაცივარი 5 გრადუსზეა givi.gif არა მართალი ხარ.უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ასე მირჩევნია.ერთი პერიოდი ისეთი ძლიერი საფუარი მქონდა რომ შენი რეცეპტით პანეტონე გავაკეთე საუკეთესო გამომივიდა.სამწუხაროდ შარშან ძაფხულში გარდამეცვალა და ეს ახალი გავაკეთე ამ შემოდგომას. weep.gif

გოგრის პური
150 გრ გოგრის პიურე
280 გრ ფქვილი
1 კვერცხი (50გრ)
5 გრ დაწნეხილი საფუარი
4 გრ მარილი
20 გრ თაფლი
30 გრ რძე
30 გრ კარაქი
გოგრას მე ჰერმეტულ ჭურჭელში ვდებ , უწყლოდ მიკროტალღურში ვხარშავ და ისე ვაბლენდერებ.
ყველაფერს ვზელთ კარაქის გარდა.კარგად მოზელილს ბოლოს ვუმატებთ კარაქს და ვზილავთ იქამდე სანამ გლუტენი კარგად არ დამუშავდება.როგორც ბრიოჩეს ცომი ისე რა.
ვაცადათ გაფუება.მერე გადავზილოთ მივცეთ ცილინდრის ფორმა და ზევიდან შგვიძლია გოგრის მარცვლები მოვაყაროთ.ჩავდოთ 20 სმ.ყალიბში .კიდევ რომ გაფუვდება გამოვაცხოთ.მე 175 გრადუსზე ვაცხობ ხოლმე ქვედა წვის რეჟიმით

Posted by: tikusha 9 Jun 2014, 16:33
ვისაც საცხობი გაქვთ იქნებ იცოდეთ, ამ ბოლოს პურს რომ ვაცხობ კარგად ამოფუვდება, თავი ამოებურცება და როგორც კი ცხობის რეჟიმში გადავა დაეჭყანება თავი, ოდნავ ჩავარდება ხოლმე ალაგ ალაგ

ვერ ვხვდები რატომ

Posted by: Bite_my_lip 9 Jun 2014, 16:47
გამარჯობათ smile.gif

ამარანტის პურზე რას იტყვით?

Posted by: lukanini 15 Jun 2014, 11:50
პური ქიშმიშის ფერმენტით

user posted image user posted image


user posted image

ესეც ნატურალური საფუარით

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ავგაროზი 15 Jun 2014, 12:40
lukanini
რა გემრიელ პურებს აცხობ love.gif

Posted by: lukanini 15 Jun 2014, 13:17
ავგაროზი
მადლობა 2kiss.gif .სამწუხაროა რომ არ არის ეს თემა აქტიური.იქნებ ბევრი დაინტერესდეს და დაიწყოს პურის ცხობა სახლში

Posted by: ავგაროზი 15 Jun 2014, 14:05
lukanini
ჩვენთან ძალზედ მწირი არჩევანია ფქვილს რაც შეეხება და ასეთი მრავალფეროვანი, სხვადასხვა სახის პურეული არ გამოვა.




Posted by: lukanini 15 Jun 2014, 17:30
ავგაროზი
კარგი პურის გამოცხობა თქვენთანაც შესაძლებელია.ხორბლის თეთრი ფქვილი,რუხი ფქვილი და ჭვავი მანდაც არის.რა თქმა უნდა გაკეთების წესს დიდი მნიშვნელობა აქვს,ეგ კი პრაქტიკაში მეტად დაიხვეწება.

Posted by: tikusha 17 Jun 2014, 10:37
lukanini
შენ გეცოდინება

საცხობში რომ იზილება ცომი, კარგად ამოდის, მერე ცხობის რეჟიმზე რომ გადავა თავი ოდნავ ჩაუვარდება და რა შეიძლება იყოს მიზეზი? თავიდან რომ ვაცხობდი საერთოდ არ ემართებოდა მსგავსი რამ

Posted by: lukanini 17 Jun 2014, 12:46
tikusha
ფქვილი ხომ არ შეცვალე? ფქვილის ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა.ზოგი ბევრ წყალს იწოვს და ზოგიც პიურიქით ნაკლებს. ხმარობ სასწორს? პრობლემა შეიძლება საფუარშიც იყოს,რაც საჭიროა იმაზე მეტს ხომ არ უშვები ?მე არა მაქვს საცხობი მანქანა და ბევრ რამეში ვერ დაგეხმარები.წესით პრობლემა ხედმეტად აფუების უნდა იყოს.
აბა დაწერე რამდენ ფქვილზე რამდენ წყალს უშვრები და საფუარს

Posted by: tikusha 17 Jun 2014, 12:48
lukanini
ანუ იგივე ფქვილს ვხმარობ მარტში შევიძინე, მაშინ სულ ახალი დაფქული იყო

არ არის გამორიცხული რომ დრო გავიდა და სიძველის ბრალია? ისე ვატყობ იგივე წყალს ვუშვრები ახლაც და ოდნავ თხელია ვიდრე მანამდე იყო

კი სასწორით ვწონი ყველაფერს

Posted by: lukanini 17 Jun 2014, 13:20
tikusha
მარტიდან აქამდე არ უნდა დაძველებულიყო.თანაც კიდევ მე წაკითხული მაქვს რომ ახლად დაფქული ხორბალი აუცილებლად უნდა "დააძველო" 3_4 კვირის მანძილზე.ასე ფქვილში ჟანგბადი სტაბილურდება და აუმჯობესებს ცხობის ხარისხს.

* * *
ესეც ჩემი წინადღევანდელი პური

შავი ლუდის პური ნატურალური საფუარით

user posted image

user posted image

Posted by: nadin 17 Jun 2014, 19:27
tikusha
QUOTE
, თავი ამოებურცება და როგორც კი ცხობის რეჟიმში გადავა დაეჭყანება თავი, ოდნავ ჩავარდება ხოლმე ალაგ ალაგ

ან საფუარი მოდის ზედმეტი ან სითხე

Posted by: del desierto 17 Jun 2014, 19:32
lukanini
აუ, ისეთი პურებია, სუნიც და გემოც რომ გადმოდის სურათიდან love.gif ცომთან ძაან მწყრალად რომ არ ვიყო, ვსინჯავდი რომელიმეს გამოცხობას სიამოვნებით smile.gif)

Posted by: lukanini 17 Jun 2014, 20:52
del desierto
სინჯე, სინჯე.რა იცი იქნებ შენმა თავმა ძალიან გაგაკვირვოს.დაიწყე თეთრი პურის გამოცხობა.მერე რომ დაამუღამებ გადადი სხვა ფქვილებზე.ნატურალურ საფუარზე.პურს სიჩქარე არ უხდება.გამოიყენე ცოტა საფუარი და ბევრი დრო.ასე მეტ გემრიელ პურს გამოაცხობ

Posted by: XVTIURI 17 Jun 2014, 21:07
tikusha
საცხოვში დიდი მასით კეთდება, ვაბშე სხვა დოზებია. და საცხობში როდესაც ცომი ვარდება არის რამოდენიმე პრობლემა.
ან შეიძლება დროჟი მოუვიდეს ზედმეტი, ან ფქვილი არ ვარგა, ან დიდხანს მოუცია ცომს და მაგ დროს ვარდება ცომი.

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 12:33
XVTIURI
იგივე დოზებით და იგივე ფქვილით ვაცხობდი მანამდეც

საფუარი ზედმეტი გამორიცხულია
აი ხომ ამოვიდა ცომი მერე ჩაირთო ცხობის რეჟიმი, ცხობის დროს ეჭყანება თავი შუაგულში ოდნავ ვარდება, აი კი არ ცომდება

Posted by: lukanini 18 Jun 2014, 13:00
tikusha
რამდენ ფქვილზე რამდენ წყალს ხმარობ?

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 13:06
500 გრ ფქვილზე 350 მლ წყალი
ესა რეცეპტში და ყოველთვის კარგი გამოდიოდა

Posted by: lukanini 18 Jun 2014, 13:13
tikusha
70% წყალს უშვები ესეიგი.აბა სინჯე 65% როგორი გამოგივა 325 გრ წყალია ანდა კიდევ 60% 300 გრ.და საფუარს რომელს ხმარობ და რამდენ გრამს უშვები?

Posted by: XVTIURI 18 Jun 2014, 13:58
tikusha
ყველაფრის გამომწვევი სიცხეებია. დროჯი მაცივარში ჩადევი ნორმალურზე მეტ ტემპერატურაში. ან კიდევ ფქვილი არის ძველი და მაგიტომ შეიცავს ამ პრობლემას, და წყალზე ზედმეტია ლაპარაკი რასაც თქვენ საუბრობთ ახლა

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 14:03
XVTIURI
QUOTE
წყალზე ზედმეტია ლაპარაკი რასაც თქვენ საუბრობთ ახლა

რას გულისხმობთ??

საფუარი ყოველთვის მაცივარში მაქვს

წყალს ჩემი ინიციატივით კი არ ვუშვები, რეცეპტითაა ასე, საცხობს თვითონ მოყვება თავისი რეცეპტები, თან მარტიდან მაქვს ეგ საცხობი და ყოველთვის კარგად აცხობდა, 2-3 კვირაა რაც ეს პრობლემა მაქვს

წყლის შემცირებაც ვცადე, 330 მლ გავაკეთე და მაინც გაუკეთა sad.gif

lukanini
300 მლ წყალს გავუკეთებ ახლა, საფუარს იუვას ვხმარობ და 5 გრ-ს, თან გაითვალისწინე მაანმდეც იგივე დოზას ვუკეთებდი და არ ვარდებოდა

Posted by: XVTIURI 18 Jun 2014, 14:11
tikusha
ახლა უკვე სიცხეებია, რეცეპტიდან საფუარს მოუკელი თორემ იწვება ცომი და ვარდება.
სიცხე ძალიან ცუდია ასეთ დროს, ყველას ემართება თითქმის ეს პრობლემა მაგრამ უნდა დაუმუღამო 1,2,3 შეიძლება გაგიფუჭდეს მაგრამ მერე გაუგებ. მოკლედ მე თურქული პურის საცხობიდან გეტყვი, პრობლემა იყო პურის არ გამოსვლა როდესაც ცომი გვივარდებოდა თავიდან დროჯი სანამ მაცივარში ჩავდებდით და მერე რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ ჩავარდა, და გამოვცვალე ფქვილი და მაგის მერე პრობლემა არ მქონია, რომელ დროჯს ხმარობ? და საერთოდ ვიტამინებს იყენებთ?

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 14:24
XVTIURI
არანაირ ვიტამინს არ ვიყენებ, მაგენი რომ მდომოდა მე კი არ გამოვაცხობდი მიაქვს მასეთ პურებს მაღაზიები
smile.gif

სიცხის დროს მე პირიქით მგონია კარგია საფუარისთვის კარგად ამოყავს, ხომ არის ხოლმე რომ თბილი წყალი უნდა რომ საფუარმა გაღვიძება დაიწყოს

ანუ სიცხის გამო ხდება ეეგ?500 გრ ფქვილზე რამდენი გრამი ვუყო?

წყალი 350 გრ დავტოვო?

Posted by: XVTIURI 18 Jun 2014, 14:30
tikusha
შენ მითხარი ჯერ და მერე გაგცემ პასუხს ბოლო დასმულ კითხვებზე.
სახლში აკეთებ ამ ყველაფერს სახლისთვის თუ საცხობი გაქვს? სად ათავსებ ამ ცომს? სტანოკებით მუშაობ?
და ფოტო დადე რასაც აცხობთ

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 14:32
XVTIURI
სახლში მაქვს საცხობი smile.gif 1 პურისაა 900 ან 1200 გრ-იან პურებს აცხობს smile.gif

არ მაქვს ახლა სურათები, თან სამსახურსი ვარ თორემ გადავუღებდი

Posted by: XVTIURI 18 Jun 2014, 14:42
tikusha
QUOTE
900 ან 1200 გრ

შენ ხუმრობ? თვითონ გამოომცხვარი პური უკვე 900 ან 1200 გრამს იწონის? მალადეც კარგი პური უნდა გქონდეს. თუ ცომი შედის ამ წონით?

ტაკს წყალი დაუტოვე იგივე რასაც უკეთებდი.
ახლა საფუარზე რომ ვთქვა და დოზებზე ძალიან ძნელია ასეთ შემთხვევაში საუბარი, იმიტომ რომ ყველა სახეობის პურს თავისი რეცეპტები აქვს და ერთი და იგივე რეცეპტებით არ კეთდება. დროის ინტერვალი ცომის ამოსვლის, საფუარი, წყალი , მაგრამ ყველაზე მთავარი დროის ინტერვალია.
ისე რამდენი ხანი აჩერებ? სტანოკებით ხოაკეთებ? თუ შენ ამბობ რომ საფუარი პირიქით კარგია მეტიო, არამგონია მაგრამ კარგი ვთქვათ ეგრე იყოს.. მაგრამ მეორე მხარესაც ვიტყოდი, ფქვილი რო გამოგეცვალა? ანუ ფქვილის სახელწოდების გამოცვალს არ გთავაზობ, უბრალოდ ახალი აიღე და ახალით გააკეთე, ჩვენ ასე გაგვიფუჭდა ფქვილი 120მეშოკი და საცხობისთვის ვეღარ ვიყენებდით და გადავცვალეთ ახალში და ჩვეულებრივად ამოდიოდა პური.

Posted by: lukanini 18 Jun 2014, 14:58

tikusha
თუ მშრალ საფუარს იყენებ მაშინ ეგ რაოდენობა ბევრია.გაანახევრე აბა დოზა.


Posted by: tikusha 18 Jun 2014, 14:59
XVTIURI
900 გრ-ის ინგრედიენტებია და 1200 ის, ანუ 900 გრ გამოდის ცომი და რომ ცხვება იკლებს ცოტას რა თქმა უნდა, 750 გრ-მდე რჩება, მეორე კიდევ უფრო დიდი smile.gif

მე არაფერს არ ვაჩერებ, აპარატი კაეთებს თვითონ, ანუ ზელს, ამოყავს, მერე ჩაზელს, მერე ამოიყვანს და მერე აცხობს

სულ 3 სთ ჭირდება ამ პროცესს, აქიდან 1 სთ ცხობაა, მანამდე კი მოზელა 15 წთ დასვენება 5 წთ, მერე მოზელა 10 წთ დასვენება 5 წთ, მერე 3 ზუთი მოზელა და მერე დასვენება 40 წთ-მდე, მერე ჩაზელა და ამოყვანა და ცხობა smile.gif

მაგას ვფიქრობ, ფქვილის ბრალი ხო მარაათქო, იქნებ და დაძველდა რავიცი

lukanini
კარგი, შევამცირებ, მაგრამ მერე შეიძლება ამოსვლა ვეღარ მოასწროს იმ დროში, არადა 5 გრ რეცეპტში უწერია და ყოველთვის კარგი გამოდიოდა

Posted by: XVTIURI 18 Jun 2014, 15:04
tikusha
QUOTE
900 გრ-ის ინგრედიენტებია და 1200 ის, ანუ 900 გრ გამოდის ცომი და რომ ცხვება იკლებს ცოტას რა თქმა უნდა, 750 გრ-მდე რჩება, მეორე კიდევ უფრო დიდი

ხო მეც გავოცდი, 750გრამი პური არარის პატარა. ბრავო კარგია.

QUOTE
მაგას ვფიქრობ, ფქვილის ბრალი ხო მარაათქო, იქნებ და დაძველდა რავიცი

ჯობია ცადე აბა ახალი ფქვილი, ზუსტად ეგ პრობლემა იყო ფქვილი არ იყო გაფუჭებული ჩვეულებრივი იყო მაგრამ საცხობისთვის ამ ტემპერატურაზე მაინც ძველია, და გამოცვალე სულ ახალი აიღე და გამოაცხვეთ და თუ იგივე შედეგი იყო უკვე საფუარს მოუკელით და დროის ინტერვალს, 40 წუთი აღარ გააჩერო 35 წუთზე ცადეთ

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 15:05
XVTIURI
QUOTE
ხო მეც გავოცდი, 900გრამი პური არარის პატარა. ბრავო კარგია.

1200 იანს რომ დააცხობ ის 1 კგ გამოდის მზა smile.gif

QUOTE
40 წუთი აღარ გააჩერო 35 წუთზე ცადეთ

ამას მე ვერ ვცვლი, აპარატი თვითონ აკეთებს, მე ვერ ვცვლი smile.gif

მე შემიძლია მარტო ზომა მივცე 900 ან 1200 იანი და დაბრაწვის რეჟიმი smile.gif

Posted by: XVTIURI 18 Jun 2014, 15:09
lukanini
QUOTE
თუ მშრალ საფუარს იყენებ მაშინ ეგ რაოდენობა ბევრია.გაანახევრე აბა დოზა.

მეც ვთქვი ეგ, დოზა უნდა გაანახევრო, პრინციპში განახევრება არ უნდა ცოტა 20% მოაკელი tikusha

tikusha
QUOTE
ამას მე ვერ ვცვლი, აპარატი თვითონ აკეთებს, მე ვერ ვცვლი

ხოდა მაშინ საფუარს მოუკელი, და თუ არადა ფქვილი შეცვალე.

QUOTE
1200 იანს რომ დააცხობ ის 1 კგ გამოდის მზა


შეგიძლია პურის სურათები მაინც მანახო? biggrin.gif

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 15:15
XVTIURI
გადავიღებ ამ დღეებში და დავდებ, 3 დღეში 1ხელ ვაცხობ ახლა მეუღლე სახლში არაა, მე არ ვჭამ და 2 პატარა ბავშვი 3 დღე ჭამს biggrin.gif და რომ დავაცხობ გადავიღებ biggrin.gif ახლა 5 ის მაგივრად 4 გრ საფუარს-ს გავუკეთებ და ამასობაში ფქვილიც მითავდება და მიწევს ახლის ყიდვა smile.gif

Posted by: lukanini 18 Jun 2014, 15:26
tikusha
ისე ვადაგასული ფქვილი არასოდეს არ გამომიყენებია.3 თვე მაინც მაქვს ხოლმე და პურის ხარისხი არ შეცვლილა არასოდეს.ფქვილის გამოცვლას მე საფუარს შევამცირებდი და ასე ვსინჯავდი.მოყევი აუცილებლად შედეგები.
2kiss.gif

Posted by: XVTIURI 18 Jun 2014, 15:29
tikusha
კარგი, მიდი აბა შეეცადე ისევ ისეთი გამოგივიდეს როგორიც გინდა, წარმატებები bis.gif
და სურათები დადე მაინტერესებს ძალიან jump.gif

Posted by: tikusha 18 Jun 2014, 15:38
lukanini
არა, მანამდეც მოგწერე, მარტში შევიძინე, იმ დღის დაფქული იყო უშუალოდ წისქვილში ვიყიდე და ახლა ივნისში დაძველდებოდა? მე დაძველებას ვაბრალებდი

ვცდი ხვალ ნაკლები საფუარით

Posted by: aloha__ 19 Jun 2014, 11:32
lukanini

შესანიშნავ პურებს აცხობ smile.gif
სენდვიჩის პური რაღაც ძაან მაგარი ჩანს up.gif up.gif თუ საიდუმლო არ არის, გეხვეწები მითხარი რა ან დამილინკე როგორ უნდა მაგის გამოცხობა

Posted by: lukanini 19 Jun 2014, 21:20
aloha__
რა საიდუმლო დაგიწერ ეხლა რომ მოვიცლი.მართლაც მაგარი პურია.ეგ რომ გავსინჯე იმის მერე საერთოდ აღარ ვყიდულობ მაღაზიაში მასეთ პურს.

Posted by: Harry Green99 19 Jun 2014, 21:52
ტოსტერის პური ლარნახევრიანი მოგწონთ? smile.gif ყველაფერთან მაგას ვჭამ თითქმის biggrin.gif biggrin.gif

Posted by: lukanini 19 Jun 2014, 23:09
სენდვიჩის პური.

ამ პურის სეკრეტია „ფქვილის ფაფა„ ეს არის იაპონური ტექნიკა რომელსაც იყენებენ პურეულში და ბულკეულში.პურს უნარჩუნებს სინესტეს და მალევე არ შრება.
წინასწარ ვამზადებთ ამ ფაფას.1 წილ ფქვილზე 5 წილი წყალი უნდა.დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ 65 გრადუსამდე.თუ თერმომეტრი არა გაქვს მაშინ აცადე რომ კარგად შესქელდეს.არ უნდა აგიდუღდეს.გადააფარე სამსარეულოს ცელოფანი და აცადე გაციება.

ცომისათვის:

475 ფქვილი პროტეინებით მდიდარი.12-13 % მაინც უნდა ქონდეს.
15 გრ.რძის ფხვნილი
25 გრ შაქარი
195 გრ წყალი (წყლის რაოდენობა ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული.ამატე ნელ ნელა თხელი არ უნდა იყოს ცომი)
155 გრ " ფქვილის ფაფა "
9 გრ მარილი
10 გრ დაწნეხილი საფუარი.თუ ცხელა შეგიძლია ნაკლებიც უქნა.მე ზამთარში მაგ რაოდენობას ვუშვები
40 გრ კარაქი

მოვზილოთ ყველაფერი კარაქის გარდა.როცა ცოტა ელასტიური გახდება ცომი დაამატე კარაქი და გააგრძელე ზელვა.იქამდე სანამ გლუტენი კარგად არ განვითარდება.აიღე ცომის პატარა ნაჭერი და ხელით გაწელე თუ გაიხა ჯერ აკლია და თუ გაიწელა ცომი მაშინ ეყოფა.ამ დროს ცომი ძაან ელასტურია და პრიალა.
რომ გაფუვდება გადაზილე და მიეცი ცილინდრის ფორმა.რაც ნაკლები ჰაერი შეყვება უკეთესი.ასე დიდ ნასვრეტებს არ გაიკეთებს ცხობის დროს.
თუ მართკუთხედი ყალიბი გაქვს კექსის 20 სმ_იანი მაშინ 2 ცალი გამოგივა.აცადე კარგად გაფუვდეს.თუ დააკლდა გაფუვება მაშინ ცხობის დროს გვერდები გაეხსნება.
ღუმელი გაახურე 175 გრ და გამოაცხე მარტო ქვედა წვის რეჟიმით.
აბა წარმატებები.და დაწერე შედეგები

თავზე მე არაფერს არ ვუსმევ ფერს თვითონაც კარგად იღებს

Posted by: aloha__ 20 Jun 2014, 12:30
მადლობა lukanini smile.gif ბევრს გამოადგება შენი რჩევები smile.gif უუდიდესი მადლობა 2kiss.gif ვცდი ამ დღეებში და განახებ აბა რა გამომივა smile.gif

Posted by: nia4u 23 Jun 2014, 01:10
http://www.reportiori.ge/?menuid=68&id=30503&lang=1
ეს წაიკითხეთ და სასწრაფოდ დაიწყეთ საფუარის დაყენება სახლში!
რა დღეში ვართ, რა! sad.gif

facepalm.gif

Posted by: tikusha 23 Jun 2014, 14:22
lukanini
XVTIURI
ვცადე 4 გრ საფუარით, ისევ ისე გააკეთა, დავარდა ცხობისას sad.gif

ახლა 1 გამოცხობა მაქვს დარჩენილ იდა ახალი უნდა ვიყიდო, ერთადერთი ან ფქვილი დაძველდა ან საცხობი არ ვარგა, მაგრამ კექსი კარგად დამიცხო და მაშინ იმასაც გამიფუჭებდა


Posted by: XVTIURI 23 Jun 2014, 16:49
tikusha
საცხობს რას ერჩი, არარის მაგის პრობლემა თიკუნია...
ფქვილი გამოცვალე ეგ უნდა იყოს 70%.

აბა ცადე ახლა ფქვილის გამოცვლა, და საერთოდ ამას ვინ აცხობს? მცხობელი გყავს თუ თვით აკეთებთ?

Posted by: lukanini 23 Jun 2014, 20:24
tikusha
აქ საცხობი არაფერ შუაშია.აი ეხლა ბოლო გამოცხობას უქენი 2,5 გრ საფუარი.მე ასე მგონია ზედმეტად ფუვდება და ბოლოს ვარდება.მაინც არ მინდა გადაყარო ეგ ფქვილი მენანება
tongue.gif
XVTIURI
QUOTE
საერთოდ ამას ვინ აცხობს? მცხობელი გყავს თუ თვით აკეთებთ?

თვითონ მანქანა აკეთებს ყველაფერს .ჩაყრი ინგრედიენტებს და რამოდენიმე საათში ამოიღებ გამომცხვარ პურს wink.gif შენ კი საცხობი გაქვს გახსნილი როგორც მივხვდი.იქნებ დაგვიდო შენი პურების სურათი?


Posted by: nia4u 24 Jun 2014, 19:08
tikusha
QUOTE
საცხობი არ ვარგა,

საცხობი როგორ არ ვარგა, აქამდე ხომ აცხობდა?!
სხვა რაღაცაშია საქმე!
XVTIURI
http://forum.ge/?f=58&showtopic=34612271
აი, ეს თემა ნახე, ვიდეოც დევს, ასეთ პურის საცხობ აპარატში აცხობენ ეს გოგონები პურს სახლში, ოჯხისთვის და არა გასაყიდად.
ეს არის აპარატი, თან მოსდევს თავისი რეცეპტები სხვადასხვა სახეობის პურეულისთვის და დოზები.
ჩაყრი და ჩაასხავ შიგ ყველა ინგრედიენტს ერთად, ჩართავ და რამდენიმე საათში თვითონ მოზელს, ააფუებს, გამოაცხობს და დაგახვედრებს.
შეგიძლია ღამე ჩართო და დილით დაგხვდება ცხელი პური საუზმისთვის smile.gif

Posted by: XVTIURI 25 Jun 2014, 00:50
nia4u
იცი რა მომენტია, ფქვილს გააჩნია და დროჟსაც, და ყველაზე მტკივნეული ამ მომენტის ფქვილია, და ჩაყრაზე და გამოცხობაზე აქ უკვე ზედმეტია საუბარი, მიუხედავად იმისა რომ ყველანაირ საცხობს თუ რას აცხობ ყველაფერს თავისი დოზა აქვს, პურს აცხობ მაგრამ რას? რომელ სახეობას? პურს თუ აცხობ ვერ იტყვი ერთი დოზით, ყველა პურს თავისი დოზა აქვს და რეცეპტი, და ასე რომ წინასწარ ამაზე ვერ ვიმსჯელებთ, და tikusha -s გადმოსახედიდან მე ვარრდაუდობ რომ ფქვილის ბრალია.

Posted by: Lemon Curd 25 Jun 2014, 01:37
lukanini
ეა საოცარი ნახელავი გაქვს, გავოცდი!
ჩავინიშნე რეცეპტები, მეც მოვსინჯავ მეტი დრო რომ მექნება.
დიდი მადლობა რომ არ დაგეზარა და გაგვიზიარე.

Posted by: sati 26 Jun 2014, 00:38
პურის საცხობი არ მაქვს, მაგრამ სოფელში ფეჩში მინდა მოვსინჯო წელს გამოცხობა და რეცეპტს ხომ ვერ დამიწერთ. რა დოზები უნდა?

Posted by: nia4u 26 Jun 2014, 01:05
sati
წინა გვერდები გადაათვალიერე, ბევრი რეცეპტები დევს smile.gif

Posted by: lukanini 26 Jun 2014, 09:40
ჭვავის პური ნატურალური ჭვავის საფუარით

80 % ეკოლოგიური ჭვავის ფქვილით და 10 % ეკოლოგიური ხორბლის რუხი ფქვილი ქვის წისქვილზე დაფქული. love.gif

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: tikusha 26 Jun 2014, 10:24
მოკლედ, ფქვილის ბრალი იყო, ვაცხობდი მეორე ხარისხის ფქვილით, თავიდან საოცრად ფუმფულა იყო და ბოლო 1 თვეა ცხობის დროს ვარდებოდა ცოტათი

ახლა გამითავდა და უმაღლესი ხარისხისგან გავაკეთე, უმაგრესი გამოვიდა, მაღალი და ფუმფულა

smile.gif

Posted by: lukanini 26 Jun 2014, 11:03
tikusha
მიხარია რომ გამოგივიდა jump.gif

Posted by: nia4u 26 Jun 2014, 19:32
tikusha
კარგია! smile.gif
ანუ ზაფხულში მაინც ცოტ-ცოტა უნდა იყიდო ფქვილი...

Posted by: Nielsen 26 Jun 2014, 20:33
QUOTE
პური  ჩვენი არსობისა

პურს კი არა ცომეულს არ ვჭამ საერთოდ და მშვენივრად ვარსებობ givi.gif

Posted by: ninoma 2 Jul 2014, 00:56
lukanini
რა საოცარი და მრავალფეროვანი პურებია.
მე ბუნებრივ საფუვრამდე ვერ მივედი. ვიცი დამავიწყდება განახლება და თავს ვიკავებ.
აი, ცომის მაცივარში გამოტარება კი შემიყვარდა.
ადრე თუ ხან კარგი და ხან ცუდი გამომდიოდა, ეხლა სულ კარგი გამომდის.
მართალია ეს პროპორციების დაცვითაც ხდება.
ესეც ჩემი პურები მაცივარცომგამოვლილები
http://www.radikal.ru
ესეც ჭრილში
http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 2 Jul 2014, 18:37
ninoma
QUOTE
ესეც ჩემი პურები მაცივარცომგამოვლილები

up.gif
სურნელი მომივიდა smile.gif

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 5 Jul 2014, 10:43
მაინტერესებს პურის საცხობში თუ იყენებთ ვინმე ბუნებრივ საფუარს?

ჩემი საცხობია გორენიე 1400

თუმცა მნიშვნელობა არ აქვს

Posted by: tikusha 5 Jul 2014, 10:50
მ ს ტ ო ვ ა რ ი
მე არ გამომიყენებია, თუმცა აქ ერთერთმა იუზერმა გამოიყენა მახსოვს, ოღონდ 3 სთში ბუნებრივი საფუარი ვერ ასწრებს ამოსვლას და მთელი ღამით დატოვა მოზელილი და დილით ჩაურთო ცხობა და კარგი ნასვრეტებიანი გამოვიდა

Posted by: lukanini 6 Jul 2014, 11:38
ninoma
რა გემრიელი პური ჩანს baby.gif
QUOTE
მე ბუნებრივ საფუვრამდე ვერ მივედი. ვიცი დამავიწყდება განახლება და თავს ვიკავებ.

არანაირი პრობლემა არ არის მაცივარში თუ შეინახავ.გააკეთე არ ინანებ.პური ნამდვილად გემრიელი გამოდის.მე თუ ხშირად არ ვხმარობ კვირაში ერთხელ ვაახლებ.რამოდენიმე კვირაც მქონია თავზე მუქ წყალს იკიდებს და ძალიან მჟავე სუნი ქონია მაგრამ რამოდენიმე გაახლების მერე სიმჟავიანობას კარგავს და შეგიძლია ისევ გამოიყენო.

QUOTE
აი, ცომის მაცივარში გამოტარება კი შემიყვარდა

ოო ეგ მეც ძალიან მიყვარს.ნელა რომ ფუვდება უკეთესია.საერთოდ საფუარს მე ძალიან ცოტას ვხმარობ.კილო ფქვილზე 0.5 % ცოცხალ საფუარს ვუშვები.ხანდახან ნაკლებსაც.

ესეც ჩემი წინა დღევანდელი პურები

user posted image

ქერისა და ჭვავის პური ბუნებრივი ჭვავის საფუარით

user posted image

ხორბლის და ჭვავის.ნიგოზით და ქიშმიშით.ჭვავის ბუნებრივი საფუარით.ძალიან გემრიელი გამოვიდა საუცხოო გემო აქვს love.gif

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: tikusha 9 Jul 2014, 14:18
lukanini
რამდენ ხანს აფუებ ხოლმე ცომს ცოტა საფუარს რომ ხმარობ?

Posted by: lukanini 9 Jul 2014, 20:47
tikusha
სიმართლე გითხრა არასოდეს არ ვუყურებ დროს.რადგან ყველა პური განსხვავებულია.რაც ნელა გაფუვდება უფრო უკეთესი.ასე უფრო გემრიელი პური გამოდის.ბევრჯერ როცა ფორმას მივცემ მაცივარში ვდებ და მეორე დღეს პირდაპირ ვაცხობ,უკვე კარგად გაფუებული მხვდება.

Posted by: tikusha 11 Jul 2014, 11:34
lukanini
ჩემი პურების ჩავარდნის მიზეზი ფქვილი არ ყოფილა, წყალი ყოფილა
სანამ სიგრილეები იყო მაისამდე მშვენიერი გმაოდიოდა, მერე არ ვიცი სიცხემ რა იოქმედა და იგივე წყლის დოზით ზედა თავი უვარდებოდა, ახლა მოვაკელი და მშვენიერი პურები ცხვება
500 გრ ფქვილზე 350 წყალს ვუშვრებოდი, ახლა 320-ით გამოდის მშვენიერი, საფუარიც დავაკელი 5 გრ-ის ანცვლად (მშრალი) ვუშვრები 3-4 -გრ-ს

ვაცხობ უმაესი ხარისხის (350 გრ) და მეორე ხარისხის (150 გრ) ფვილის ნაზავით და ძალიან გემრიელი გამოდის

Posted by: Milena 11 Jul 2014, 13:30
lukanini
QUOTE
ხორბლის და ჭვავის.ნიგოზით და ქიშმიშით.ჭვავის ბუნებრივი საფუარით.ძალიან გემრიელი გამოვიდა საუცხოო გემო აქვს love.gif

ძალიან კარგ პურებს აცხობ smile.gif ნიგვზიანი ჩემი ფავორიტია. love.gif

Posted by: lukanini 11 Jul 2014, 14:03
Milena
დიდი მადლობა.მეც ისე მომეწონა ეგ ნიგვზიანი რომ ხშირად ვიმეორებ.რა თქმა უნდა არაფერს ვატან.ასე თხლად ჩამოჭრილი
ძაან გემრიელად მიდის.

Posted by: lukanini 13 Jul 2014, 12:46
ჩემი ბავშვების ერთ ერთი ფავორიტი პური შოკოლადის წვეთებით და ფორთოხლის ცუკატებით

user posted image
user posted image

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 14 Jul 2014, 11:24
QUOTE (tikusha @ 5 Jul 2014, 10:50 )
მ ს ტ ო ვ ა რ ი
მე არ გამომიყენებია, თუმცა აქ ერთერთმა იუზერმა გამოიყენა მახსოვს, ოღონდ 3 სთში ბუნებრივი საფუარი ვერ ასწრებს ამოსვლას და მთელი ღამით დატოვა მოზელილი და დილით ჩაურთო ცხობა და კარგი ნასვრეტებიანი გამოვიდა

ვის აქვს აბა გამოცდილი ?

დეტალურად მაინტერესებს

Posted by: ninoma 22 Jul 2014, 20:27
lukanini
ჭვავის და შვრიის პურის რეცეპტს ვერ დაწერ როცა გეცლება.


Posted by: lukanini 24 Jul 2014, 22:13
tikusha
უი ეხლა წავიკითხე.რა საინტერესოა.საერთოდ ზაფხულში საფუარი ყოველთვის უნდა დააკლო.ფქვილს ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენ წყალს შეიწოვს.
ninoma
ჭვავის რომელი ბუნებრივ საფუარზე რომ არის დამზადებული? 80 % ჭვავის ფქვილით ?

* * *
ninoma
შვრიის პური

ხორბლის ფქვილი 750 გრ
ხორბლის რუხი ფქვილი 250 გრ
შვრიის ფანტელები 165 გრ
წყალი 625 გრ
რძე 110 გრ
თაფლი 75 გრ
მცენარეული ზეთი 75 გრ
მარილი 22 გრ
ცოცხალი საფუარი 5 გრ

შვრიას დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 15-20 წთ.დავამატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტები.მოვზილოთ კარგად.ვაცადოთ გაფუაბა დაახლ. 2 სთ. დრო რა თქმა უნდა მიახლოებითია.(მე არასოდეს არ ვუყურებ საათს)1 სააათის მერე გადავკეცოთ ცომი.შეგვიძლია იმდღესვე გამოვაცხოთ ანდა კიდევ შევდოთ მაცივარში მეორე დღემდე. გავყოთ 4 ნაწილად მივცეთ მოგრძო ფორმა და ჩავდოთ ყალიბში ისევ გასაფუებლად.(მე 20 სმ ყალიბი გამოვიყენე) ვაცხობთ 240 გრადუსზე .ადვილად იღებს ფერს თაფლის,რძის და ზეთის წყალობით.ამიტომ 15 წუთის ცხობის მერე დაუწიოთ ტემპერატურას 220 გრადუსზე.ცხვება დაახლოებით 30 წუთში. თუ ჩხირიანი თერმომეტრი გაქვს შეგიძლია პურის ტემპერატურა გაზომო.უნდა იყოს 94 გრადუსზე.

Posted by: ninoma 25 Jul 2014, 01:19
lukanini
დიდი მადლობა და ბოდიში ამდენი რომ გაწერინე.
რძიანი რეცეპტი ვიცი, რძე რომ წყლით შევცვალო და თაფლი საერთოდ არ ვუყო?
ცოცხალი საფუარი ჯერ არ გამიკეთებია.
ჭვავი იგივე rye-ია ხომ?
ადრე ვაცხობდი მარტო ჭვავის ფქვილით და არც კარგად ფუვდებოდა და გამოცხობითაც კარგად ვერ შრებოდა.
ეხლა ვაპირებ, წინა გვერდებზე რომ დადე მარცვლოვანი პურის რეცეპტი, იმის გამოცხობას მარცვლოვანების გარეშე.
ისე მარცვლოვანებში რა იგულისხმება, მარტო ხორბალი? დამტვრეული(დაღერღილი) თუ მთლიანი მარცვლები?

Posted by: lukanini 25 Jul 2014, 09:40
ninoma
რა ბოდიში არა გრცხვენია? პირიქით თუ კი რამე დაგაინტერესდა აქ ვარ.
QUOTE
რძიანი რეცეპტი ვიცი, რძე რომ წყლით შევცვალო და თაფლი საერთოდ არ ვუყო

შეგიძლია როგორ არა გამოსვლით ყველანაირად გამოვა.რაც მთავარია წყლის დოზა აკონტროლე ცომი ძაან თხელი არ გამოგივიდეს
QUOTE
ჭვავი იგივე rye-ია ხომ

yes.gif
QUOTE
ადრე ვაცხობდი მარტო ჭვავის ფქვილით და არც კარგად ფუვდებოდა და გამოცხობითაც კარგად ვერ შრებოდა

ჭვავის ფქვილი ხორბალის ფქვილთან განსხვავებით ყოველთვის ნესტიანი გამოდის.არც ძალიან ფუვდება. თუ კი ტემპერატურას გაზომავ უნდა იყოს 98 გრადუსზე.სადღაც 1 საათი მაინც უნდა ხოლმე ცხობა.
QUOTE
ეხლა ვაპირებ, წინა გვერდებზე რომ დადე მარცვლოვანი პურის რეცეპტი, იმის გამოცხობას მარცვლოვანების გარეშე.
ისე მარცვლოვანებში რა იგულისხმება, მარტო ხორბალი? დამტვრეული(დაღერღილი) თუ მთლიანი მარცვლები?

ძალიან გემრიელი პურია.შეგიძლია კი გამოაცხო თუ კი იშოვი მაგ მარცვლეულს გირჩევ გამოიყენო საუკეთესო გემოს აძლევს. სეზამი,მზესუმზირა,ყაყაჩოს თესლი,სელი....პრინციპში მგონი ესენი თესლებია ვიდრე მარცვლები. rolleyes.gif

Posted by: ninoma 25 Jul 2014, 19:04
lukanini
დიდი მადლობა. 2kiss.gif

Posted by: shilaida 13 Aug 2014, 19:30
ჩემი გამომცხვარი პურიsmile.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: tamo7779 13 Aug 2014, 20:50
shilaida
იიიიიიიფ
აუ როგორ მინდააააა sad.gif

Posted by: lukanini 18 Aug 2014, 22:57
shilaida
იიფ მეც მომინდაა.გემრიელად გამოიყურება ძალიან. baby.gif

Posted by: batula01 26 Aug 2014, 22:48
კახური შოთის პურებს მეტრო დელისთან გარემოვაჭრეები რომ ყიდიან ხომ არიცით საიდან მოაქვთ?

მირჩევნია ქუჩაში ყიდვას ადგილზე ვიყიდო. ცოცოხალი თავით არ მეუბნები ეს მოვაჭრეები თუ სად ცხვება lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: gchikovani 27 Aug 2014, 16:13
QUOTE (revolucioneri @ 13 Jan 2008, 21:53 )
ამ ბაგეტს აქ (ნახევრად)გამომცხვარი იყიდება ისე რომ ტავად უნდა შედო და დაბრაწო ღუმელში, ასე 10 წ ში მზადაა, გაჭრი შუაზე, წაუსვამ მარგარინს(კარაქს აქ ისე არავინ უსვამს ბუტერბროდზე), დაადებ ყველის ფენას, დახურავ რომ გადნეს, ამასობაში დაჭრილ პრასას (აქ სხვა გემო აქვს ამას, და არა მანდ რომ აქვს ნივრის), ბულგარულ წიწაკას, კიტრს, პომიდორს, მწვანე სალატის ფურცელს(კიდევ რაც გაქვტ სახლში, ყველაფერი წავა ბოსტენული) და ზეხვს ან ბუტერბროდზე დასადებს დაადებ და ზაან გემრიელად მიირთმევ, ამას ეზახიან 'ხეზონდ ბროდს' ანუ , სასარგებლოა და ტან გემრიელიც.

კაი ბაგეტი ლეგატო-ში იყიდება
უსაფუარო ცომით აკეთებენ.
ასე რომ თბილისშიც შეიძლება ყიდვა კაი ბაგეტის და არამარტო ბაგეტის ზოგადად კაი პურის !!

Posted by: gchikovani 1 Sep 2014, 09:58
უსაფუარო პურის დიდი არჩევანია ლეგატოში ირ.აბაშიძის 42-ში
ასე რომ არის ადგილი სადაც კაი პური ცხვება თბილისში..

Posted by: chipmunck 17 Sep 2014, 21:26
მე სპეციალურ პურის საცხობს ვხმარობ, დიდი ხანი კი სჭირდება მაგრამ ისეთი გემრიელი გამოდიის bis.gif

http://www.radikal.ru

Posted by: amadeus 19 Sep 2014, 11:42
chipmunck
QUOTE
მე სპეციალურ პურის საცხობს ვხმარობ, დიდი ხანი კი სჭირდება მაგრამ ისეთი გემრიელი გამოდიის

რა ღირს ეგ სიამოვნება?

Posted by: chipmunck 19 Sep 2014, 14:34
amadeus

http://www.ee.ge/?m=268&cat_id=1182

აი აქ ნახე, მე პანასონიკის მაქვს 3 წელი მაინც იქნება და მაშინ 300 ლარამდე ღირდა, პურის გარდა სხვადასხვა ტკბილეულიც ცხვება მანდ, წიგნი

მოყვება თავისი რეცეპტებით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ love.gif ისე თუ ყიდვას გადაწყვეტ გაუმჯობესებული ვარიანტი ჯობია იყიდო, რომელსაც

დიდი დრო არ სჭირდება ცხობისთვის.

Posted by: amadeus 19 Sep 2014, 15:27
chipmunck
QUOTE
აი აქ ნახე, მე პანასონიკის მაქვს 3 წელი მაინც იქნება და მაშინ 300 ლარამდე ღირდა

არ ყოფილა ძაან ძვირი უფრო ძვირი მეგონა რატომღაც.

Posted by: sanfol 20 Sep 2014, 11:25
chipmunck
მეც მაქვს პურის საცხობი და დამტანჯა რამე გამოგიცხვია ტკბილი? მასწავლე რა ან დამპატიჟე biggrin.gif

.............
აუ იტოგში მწვანეების ლიდერს აქვს ნათქვამი თბილისში უხარისხო თურქული საფუარი შემოდისო. რამე დარჩა კარგი რასაც ვყიდულობთ?

Posted by: chipmunck 20 Sep 2014, 18:36
sanfol

რატომ დაგტანჯა? უი არაა ტკბილი არ გამომიცხვია, არც მიცდია. წიგნი ხო მოყვება თავისი? იმის მმიხედვით არ აცხობ?

მე მარილზეც გავიგე, რომ თურმე ტექნიკურ მარილს გვტენიან mad.gif

http://press.mediamall.ge/?id=9018

http://reportiori.ge/?menuid=59&id=11472

ჰმ ბიზნესი უნდა დავატრიალო, მაღაზია უნდა გავხსნა სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქცია იქნება givi.gif

Posted by: sanfol 20 Sep 2014, 20:35
chipmunck
კი მოყვა იმის მიხედვით გავაკეთე, მაგრამ რამდენჯერმე არ გამოცხვა ნორმალურად რავი შეიძლება ცუდი საფუარის ბრალიცაა biggrin.gif

QUOTE
მე მარილზეც გავიგე, რომ თურმე ტექნიკურ მარილს გვტენიან  

ერთ თემაში მითხრეს მინერალური მარილია საუკეთესოო, არ ვიცი რამდენად მართალია მარა ტექნიკურ მარილს აღარ ემჯობინება? facepalm.gif

QUOTE
ჰმ ბიზნესი უნდა დავატრიალო, მაღაზია უნდა გავხსნა სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქცია იქნება  

კარგს იზავ biggrin.gif

Posted by: gchikovani 22 Sep 2014, 09:58
QUOTE (westsider @ 15 Jan 2008, 13:19 )
გერმანელებს მართლა უამრავი პურის სახეობა აქვთ

ალბათ რამდნეიმე ათასი იქნება ჯამში

მაგრამ მე ამათი თავი პური არ მიყვარს და არ მომწონს

ამათ აქვთ კარგი პურუკები
იგივე ბროთხენები

უამრავი სახეობის,ზოგი გოგრის თესლით,ზოგი მზესუმზირას თესლით და ა.შ.
აი ესენი მაგრებია



და გემრიელი პური მეგულება ევროპაში ბაგეტი
ამაზე გემრიელი არ ვიცი მე სხვა აქ
კი იქნება მარა მე არ ვიცი პროსტა




ქართულს რაც შეეხება

რამდენადაც ისტორიიდან მახსოვს ლავაში ჩვენი არაა
ეგაა ძველი სპარსული პური


შოთიც მაგათგანაა იმჰო



ჩვენი პური რომელია?
მრგვალი პური=?

გერმანული მაგარი აქვთ,|შავი..

გერმანული,ძაან მაგარია აქვთ, შავი..
* * *
ჩვენი პური რომელია და ვის პურს რო ვეძახით ასევე ჭვავის პური,..

Posted by: chipmunck 24 Sep 2014, 20:56
კარგი ხარისხის ფქვილი მირჩიეთ რაა ტომრით მინდა ყიდვა დაა უფრო ეკონომიური იქნება, მალე არ გამოილევა და არ დამაკლდება ხოლმე biggrin.gif

Posted by: Besa 28 Oct 2014, 22:11
ჭვავის ფქვილი სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: axavild 29 Oct 2014, 23:08
მეგობრებო, თბილისში არის რამე ადგილი, სადაც შემეძლება სხვადასხვა სახეობის, ფორმისა და ქვეყნის პურის შეძენა?

Posted by: improvi 3 Nov 2014, 03:51
იმისათვის, რომ შავი პური გამოვაცხო, სად ვიყიდო ალაო და სხვა ინგრიდიენტები?
მადლობთ პასუხისათვის.

Posted by: EKIKULI 4 Nov 2014, 15:22
პურის საცხობი მინდა ვიყიდო და რომელი ფირმისას მირჩევთ?

Posted by: nia4u 4 Nov 2014, 17:15
improvi
QUOTE
შავი პური გამოვაცხო, სად ვიყიდო ალაო და სხვა ინგრიდიენტები?

წინა გვერდები გადაათვალიერე, ვისაც უწერია, რომ შავ პურს აცხობს, ის დათაგე და იმას კითხე smile.gif
აუცილებლად გიპასუხებენ smile.gif
EKIKULI
QUOTE
პურის საცხობი მინდა ვიყიდო და რომელი ფირმისას მირჩევთ?

წინა გვერდები გადაათვალიერე, როგორც მახსოვს, უმეტესობას გორენიე აქვს,
მაგრამ მაინც გადახედე smile.gif

Posted by: improvi 6 Nov 2014, 00:44
QUOTE (EKIKULI @ 4 Nov 2014, 15:22 )
პურის საცხობი მინდა ვიყიდო და რომელი ფირმისას მირჩევთ?

EKIKULI
თუ განვიხილავთ, როგორც ფასი/ხარისხი, მე გირჩევ Gorenje BM1400E (ახლა იყიდება ელიტელექტრონიქსში - 400 ლარამდე).
მე მაქვს ეს საცხობი წელიწადნახევარზე მეტი, ძირითადში კმაყოფილი ვარ.
არის Gorenje 250 ლარად.

Posted by: maggie 25 Nov 2014, 21:04
QUOTE
 პური ჩვენი არსობისა

პურის საცხობის ყიდვა მინდა სად ვიყიდო და რომელი მირჩიეთ?

Posted by: juveman1 27 Nov 2014, 17:56
ხმელ ქინძს ვინც ხმარობთ მითხარით რა დოზირება და დაფქული უნდა იყოს თუ დაღერღილი?

Posted by: paplo 28 Nov 2014, 14:39
გამარჯობათ თუ იცით ვინმემ ისეთი პურის საცხობი რომელსაც უსაფუარო ცხობის რეჟიმი აქვს? გადავქექე ყველაფერი და ვერ ვიპოვე ეგეთი რეჟიმით. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: maggie 29 Nov 2014, 20:08
QUOTE
მე სპეციალურ პურის საცხობს ვხმარობ, დიდი ხანი კი სჭირდება მაგრამ ისეთი გემრიელი გამოდიის 

სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: nia4u 30 Nov 2014, 16:21
maggie
მაგის მომდევნო პოსტში დევს ლინკი მაგ საცხობის და ფასიც და ყველაფერიც წერია smile.gif
თუ მაგ ფორუმელთან გაქვს შეკითხვა უნდა დათაგო ანუ მის სახელს დააწკაპო და შემოვა smile.gif

Posted by: maggie 30 Nov 2014, 19:07
nia4u
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: sanfol 1 Dec 2014, 14:42
maggie
QUOTE
პურის საცხობის ყიდვა მინდა სად ვიყიდო და რომელი მირჩიეთ?

ნებისმიერი

Posted by: maggie 1 Dec 2014, 20:15
sanfol
გავიგე უკვე მადლობაა smile.gif))

Posted by: nia4u 2 Dec 2014, 17:25
http://woot.ge/offer?id=1334
კარგი ფასდაკლებაა smile.gif

Posted by: maggie 2 Dec 2014, 22:03
nia4u
ამაზე იაფად არც მინახავს smile.gif

Posted by: pigeon2 6 Dec 2014, 18:36
იცით რა მაინტერესებს ამ პურის საცხობებს თუ აქვს ფუნქცია მხოლოდ ცომის მოზელვის მაგალითად პასკის ან ხაჭაპურის ცომის და თქვენი პირადი გამოცდილებიდან რომ მითხრათ როგორი გამოდის მხოლოდ ცომი?

Posted by: natinatia25 15 Dec 2014, 11:33
სალამი ყველას, პურის საცხობი აპარატია
ჩემი ტკივილიიიი, 300 ლარი გადავიხადე
განვადებით გამივიტანე და არ აცხოობს, ;
( აბა ასე ჩაყარე ისე ჩაყარე
ინგრედიენტებიო არ მითხრათ 1 ტომარა
ფქვილი გავაფუჭე მაგ ცდებში. პირველად
კარგი გამოაცხო, მეორედაც, მერე სოფელში
წავიღე აგვისტოს თვეში იქაც ერთხელ
კარგად გამოაცხო, ეს იყო და ეს, მის მერე
ასე გვიკეთებს ( დიდი ხანი დავაკვირდი)
პურველად ზელს მაგრამ გუნდას არ აკეთებს,
ისვენებს გარკვეული პერიოდი, შემდეგ
აგრძელებს და უკვე აგუნდავებს ანუ
სრულყოფილად ზელს. ისვდნებს დიდი ხანი
უკვე 1:30 თი 1:10 წუთია დარჩენილი აპარატს
შუშის ჭრილიდან ჩავხედავ მიხარია ისეა
ამოფუებული მაგრამ რათგინდ!ა, იწყებს
მესამედ ტრიალს დაა აგდებს ცომს,
ვედრასაც ეტყობა სადამდე იყო ამისული
ცომი და როგორ ჩააგდო, უკვე ვეღარ
ასწრებს ცომი აფუებას ცხვება ასეთი
მიტყეპნილი ძირზე. რა ვქნა რა გავაკეთო
გადავაგდო ტუ რავუყო, ((( იქნეებ ვინმე მ
მირჩიოთ რამე.,
* * *
და კიდევ მაინტერესებს თქვენი აპარატებიც
სამჯერ ზელს ცომს? თუ ჩემსას აქვს არეული, ვაცხობ მეორე პროგრამაზე დაჩქარებული თეთრი პური ,ვცადე 4 საათიანი იქაც ასე გააკეთა მესამედ მოურია და ჩააგდო. ნუ მოკლედ რა აღარ ვცადე რა sad.gif(((

Posted by: tikusha 15 Dec 2014, 13:42
pigeon2
კი რა თქმა უნდა აქვს ეგ რეჟიმი და ძალიან კარგად ვიყენებ ხაჭაპურის და ღვეზელებისთვის smile.gif პიცისთვის smile.gif ძალიან კარგად დამუშავებული ცომია smile.gif

natinatia25
მე გორენიე მაქვს, ზელს 15 წთ, ისვენებს 5 წთ, ზელს კიდევ 1 0წთ ისვენებს 3 წთ, მერე კიდე ზელს 3 წთ მგონი და ისვენებს 40 წთ მდე, ამასობაში ცომი ამოდის, მერე ჩაზელს მე-40 წთ-ს და ელოდება მეორედ ამოსვლას და მროჩა ემრე აგდადის უკვე ცხობის რეჟიმზე

ანუ შენ ამბობ რომ რომ მოზელს და ჩააგდებს მერე ვეღარ ასწრებს ამოსვლას? ჩაგდებიდან ცხობაზე გადასვლამდე რა პერიოდი აქვს?
გარანტია ხომ გაქვს მაგ აპარატზე, თუ ვადა არ გასვლია ისარგებლე გარანტიით

Posted by: natinatia25 15 Dec 2014, 15:06
tikusha
სადღაც საათი და 10 თუ 20 წუთი რჩებაა ამოფუება + გამოცხობა. ხოდა ვეღარ ასწრებს ამ დროში საერთოდ აღარ აფუებს დაა რჩება ასე ჩავარდნილი sad.gif ეტყობა კიდეც სადამდე იყო ამოფუებული . სულ 3 ჯერ ზელს ჩემი პირველი და მეორე მოზელვააა ასე თუ ისე ახლო დროშ ხდება მესამე არის უკვე დიდ ხნიანი პაუზააა ცოდა ადრე რომ ზელდეს და დრო რჩებოდეს ამოსაფუებლად ამოფუვდებოდა, ეხლა მე რას ვაკეთებ, მორჩება თუ არაა მეორე ზელვას ეგრვე ვხდი აპარატს და დანას ვაცლი თუ რაც ქვია რითიც ზელს, მესამედ რომ იწყებს ჩაზელვას, ბოლოს თვალში საცემად არის ჩაღრმავებული გული ანუ ის ადგილი რაზეც დანა უკეთია. გარშემო არააა ჩავარდნილი smile.gif))))))))))) ეხლა ვფიქროოობ დრო დავინიშნოო ზუსტად და 1 წუთით ადრე ამოვიღო ვედრააა სანამ ტრიალს დაიწყებს რომ მორჩება ჩავდო დაა კაი გამოვაააა

Posted by: tikusha 15 Dec 2014, 15:15
natinatia25

1 სთ და 10 წთ რას ეყოფა ამოსვლას და გამოცხობას, ცხობას უნდა მარტო 1 სთ


მე რას ვაკეთებ ახლა გასწავლი
მე ეგ პრობლემა არ მაქვს, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან მაღლა ამოვიდეს, რომელსაც 3 სთიანი რეჟიმი არ ყოფნის, ვიქცევი ასე

ვრთავ მხოლოდ ზელვა-ამოფუების რეჟიმს ცხობის გარეშე, 1.5 სთიანი, მერე რომ მორჩება ამას ვთიშავ, კიდევ სადღაც 1 სთ ვაცლი და ამოდის ძალიან კარგად და მერე ვურთავ მხოლოდ ცხობის რეჟიმს

პური გამოდის სუპერი, კარგად დასვენებული ,კარგად ამოსული

Posted by: natinatia25 15 Dec 2014, 15:26
tikusha
არ აწერიაა ეგ თუ აქვს ჩემსას sad.gif 12 პროგრამა კი აქვს აი ესააა აბა ნახე http://onlineshop.ge/index.php?route=product/product&product_id=1222


აი ფოტოსაც ვდებ რა პროგრამები აქვს

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 11:39
natinatia25
10 ფუქნცია არის ცომის მომზადების ფუნქცია და აქ ცალკე ცხობის ფუნქცია რომელია ვერ მივხვდი

ნახე ინსტრუქცია

ანუ მე-10-ე ფუნქციით მოზელ ცომს და ააფუებ, მერე რომ დაასრულებს მოზლა აფუებას ანუ პროგრამა რომ შეწყვეტს მუშაობას მე ვაჩერებ კიდევ 1 სთ ჩაურთავ მდგომარეობაში მიხვდები როცა ბოლომდე ამოვა ცომი მერე ვურთავ ცხობას, ოღონდ მანდ ვერ მვიხვდი ცალკე მარტო ცხობის რომელია

Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 11:52
მემგონი 6 არის ექსპრეს ვიპეშკა რომ წერია, სწრაფი ცხობა, რავიცი დამღალა რააა...

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 12:21
natinatia25
არა ეგ სწრაფიო ცხობაა, არ ვიცი შეიძლება ეგ გამოგადგეს

მოკლედ ისე გააკეთე როგორც მე მოგწერე, მოაზელინე ცომი და ამოაყვანინე, სადღაცალბათ 1.5 სთიანი რეჟიმი იქნება, გაითიშება თავისთვის და არ შეეხო, ამოსული არ იქნება ბოლომდე და კდიევ აცალე და რომ შეხედავ რომ ბოლომდე შეავსო ჯამი მერე ჩაურთო ეგ ექსპრეს ცხობა

ოღონდ წყლის და ფქვილის რაოდენობა დაამუღამე, მე რეცეპტით აღარ ვაკეთებ, წყალ იშევუმცირე და ახლა ძალიან კარგი პურები გამომდის, თანაბრად ამოსული

Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 13:04
tikusha
მეც ეჭვი შემეპარა ეხლაა არ ვიცი აქვს თუ არა მხოლოდ ცხობა... ჩვეულებრიივ მეორე რეჟიმზე დავაყენებ სანამ მესამედ დაიიიწყებს ზელვას ცოტა ადრე ამოვიღებ, ის იტრიალებს 5 წუთი და მერე ცავდებ ასე ჯობია sad.gif ნერვები მეშლება ამდენი ჩალიჩი რომ მჭირდება რა

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 13:21
natinatia25
რა რა, ნუ წვალობ, ნახე ინსტრუქცია ეწერება რომელი ფუნქცია რას ასრულებს კონკრეტულად, იქნება რომელიმე მხოლოდ ცხობა და მოიქეცი ისე როგორც მე გეუბნები smile.gif

Posted by: ssvoapnoi 16 Dec 2014, 14:20
natinatia25


მე მაქვს philips HD9046 მოდელი, შენი აპარატის მომდევნო მოდელია,იგივე პროგრამები აქვს + კიდევ 2 ახალი პროგრამა, იოგურტი და მურაბები. 5 დღეა ვიყიდე და პირველი პური გამიფუჭდა მხოლოდ, 4 საათიან პროგრამაზე ვაცხობ თეთრ პურს 1 კგ-ს. ნელთბილი წყალი ჩაასხი, დოზები რეცეპტის მიხედვით, მხოლოდ ფქვილი ჩემი აზრით ცოტა მეტი უნდა ვიდრე იქ წერია, რადგან ის წონა ფქვილი რაც რეცეპტშია აშკარად არ ეყო, თხელი ცომი გამოვიდა ფაფასავით. ამიტომ თვალით ჩავუმატე პირველი ზელვის დროს, რომ აგუნდავებს შეხედავ შენ თვითონ ზემოდან და შეგიძლია ჩაუმატო ფქვილი რამდენიმე კოვზი. აუცილებლად გამოგივა. არცერთი აღარ გაფუჭებია დღესი 2ცალს ვაცხობ. ჩემიც 3ჯერზელს, ბოლოს რომ ჩაზელს სადღაც 1:30 წუთია მგონი და მერე იწყებს ამოსვლას, ზუსტად 1 საათი რომ აის დარჩენიი კარგად არის ამოსული და იწყებს ცხობას. მხოლოდ ფქვილის ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს დაზეპილი პური და წყალი როგორც გითხარი შეათბე. წარმატებები

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 14:32
ssvoapnoi
ანუ თავიდან ზელვას რომ იწყებს რამდენჯერ ზელს? პირველი ამოფუების მერე 1 ხელ ჩაზელს თუ ორჯერ?? ნათიას პრობლემა აქვს რომ ბოლო ჩაზელვის მერე 1.2 სთია დარჩენილი და აქიდან 1 სთ ცხობას უნდა მარტო და თავისთავად 1.20 სთ არ ეყოფა

Posted by: ssvoapnoi 16 Dec 2014, 14:37
თავიდან ზელს 15 წუთი, მერე ისვენებს და სითბოა შიგნით, მერე ისევ ზელს ალბათ ასე 15 წუთამდე, მერე ისევ ისვენებს და ეხლა ვაცხობ და გეტყვი ბოლო ჩაზელას ზუსტად რომელზე აკეთებს.

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 14:42
ssvoapnoi
ანუ მე გორენიე მაქვს და ზელს 3 ჯერ და იწყებს პიველ აფუებას, მერე სდღაც მე-40 წთ-ზე ჩაწელს და მერე იწყება მეორე აფუება და ბოლო 1 სთ ცხობა

მაგრამ 3 სთიანი რეჟიმია და ვერ ასწრებს კარგად ამოსვლას მე როგორც მინდა smile.gif, ყოველშემთხვევაში მე როცა ვაცლი კიდევ უფრო კარგად ამოდის და სუპერი პური რჩება smile.gif

ფქვილს მეც აშკარად მეტს ვყრი, უფრო სწორად წყალს ვაკლებ

Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 14:52
ssvoapnoi
ზუუსტად მასე აკეთებს ჩემიიც რაც დაწერე აი ზუსტაად, უბრალოოდ მესამეთ რომ ჩაზელს აბა დააკვირდიი ამოფუებულ ცომს ჩააგდებს ეგეც შენი ასწრებს ამოფუებას იმ 1.30 წუთში + ცხობასაც და ჩემი რატო ვერ ასწრებს ? biggrin.gif მე მეგონა გაფუჭებული იყო ჩემი და 3 ჯერ არ უნდა მოეზილა.

ისე მხოლოდ ცხობა ააქვს? აი ფოტო ჩემსას რეები აქვს აქედან ცხობა რომელია ? რომ არ მოზილოს და მარტო გამოაცხოს

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 14:58
ssvoapnoi
ან უშენ ამბობ, რომ ბოლო 1.30 სთ-ში ჩაზელს და ამოსვლას ასწრებს 0.30 წთში და მერე 1 სთ ცხვება?

ნახევარ სთშ-ი ამოდის? smile.gif

Posted by: ssvoapnoi 16 Dec 2014, 14:58
natinatia25
წესით 6 პროგრამაა ეგ, მაგრამ რად გინდა? ანუ ცომი შენ გააკეთო და მერე გამოაცხოინო? ცომი როორი გამოდის რომ ზელს თვითონ, თხელი ხომ არ არის? ხელით შეეხე წებოვანი არ უნდა იყოს არ უნდა მოგეკროს. მე მეორე ზელვისას კოვზით ვუმატებ კუთხეში ფქვილს, სანამ ა შევხედავ რომ აღარ იწებება. წონით ვერ დავამუღამე ჯერ, თან არ მაქვს სამზარეულოს სასწორი და ეს ხელის სასწორი მემგონი არ მიწონის ზუსტად. ეხლა ვაცხობ და 2 საათია დარჩენილი და ამოყავს, მესამე ზელას როდის იზამს დავაკვირდები და მოგწერ.

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 15:03
natinatia25
ან უიცი რისი დაზუსტება მინდა? მესამედ სანამ ჩაზელს მანამ კარგად ამოსულია? და მესამე ჩაზელვის მერე აღარ ამოდის?

Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 15:51
ssvoapnoi

კარგიი აბაა დააკვირდი და რასიზავს მომწერე.

tikusha

კიიიბაატონოოოო მაგის თქმა მინდა ამდენი ხანიიი რომ 1 და მეორე მოზელვას შორის ალბათ 15 წთ იანი ინტერვალია და მერე მესამეზე დიიდხნიანიიი ხოდა უკვე ამოფუშფუშებულია ჩემი საცოდავი პურუკაა თითქმის სავსეა ვედრა ვინ შეგარგებს დაიწყებს ტრუალს და ეგრევე აგდებს ატყეპნის, დრო სადღაც 1.30 წუთი რჩება და თავიდან ვეღარ ფუვდება ხომ მიხვდი?
* * *
დავუშვად 1 ტომარა ფქვილი ამ დოზების არცოდნის გამო გავაფუჭე აბააა მაშინ სანამ მესამედ დატრიალდება როგორ ფუვდება? და წარმომიდგენია უკვე სიზმარში ვხედავ მესამედ რომ არ დაატრიალოს დაა ისე გამოცხვეს ვედრას ამოცდებააა.

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 16:05
natinatia25
მესამედ ძალიან მსუბუქად უნდა ატრიალებდეს, ანუ როგორც მოზელვისას მოძრაობს დანები აქტიურად ისე არა, მსუბუქად აკეთებს რომ უბრალოდ ჩაზილოს
ეგრე არააა? თუ მესამე ჩაზელვამდე კარგად ამოდის მაშინ მერე რატომღა ვერ ამოდის არ ვიცი

Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 16:34
კიი მსუბუქად ტრიალებს, აქტიურად არა, მაგრამ უკვე რომ დაამთავრებს ცხობას და ავხდი სადამდე იყო ამოფუებული ეტყობა კიდეც, და ვეღაარ ააღწია იქამდე ისევ

Posted by: ssvoapnoi 16 Dec 2014, 16:43
natinatia25

მოკლედ რა ხდება: 2:10 წუთზე ჩაზილა ძალიან მსუბუქად მესამედ, და 2 საათიდან დაიწყო ამოსვლა. ზუსტად ბოლო 1 საათი აცხობს. ოღონდ მე გეუბნები 4 საათიან პროგრამას. ანუ პირველს. სცადე აბა შენც და ნახე რას იზამს. ეხლა ამთავრებს და ბოლომდე აავსო ფორმა, უკვე იბრაწება.

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 16:46
ssvoapnoi
2 სთიდან 1 სთ ამოფუებისთვის აქვს, მაშინ კი ამოიყვანს კარგად smile.gif

natinatia25
შენ სწრაფ ცხობას ხომ არ იყენებ? სწრაფი რეჟიმი არ გინდა, თორემ ვერასდროს გამოგივა ამოსული პური smile.gif


Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 16:54
ტლ ით ვარ და ცალ ცალკე ვერ გწერთ, 4 საათიანზეც ვცადე როგორ ფიქრობ არ ვცდიდი???? smile.gif)))) ესეიგი 2 საათიი რჩება ასაფუებელ გამოსაცხობად შენთაან ? მოკლედ ხვაალ მივდივარ სახლში დაა გამოვაცხოობ, ნაკლებ წყალსაც ვუზავ კიდე ვცდიი აბაა რასვიზავ სადაც 1 მეშოკიი ფქვილი იქაც მეორე biggrin.gif

Posted by: ssvoapnoi 16 Dec 2014, 17:00
natinatia25

წყალი 1კგ-იან პურს უნდა 350 მლ და ნუ დააკლებ, უბრალოდ შეათბე და ფქვილი 560 გრ-ის ნაცვლად გაუკეთე 600 ან 650. როგორც გითხარი ზელვისას ჩახედე, თუ თხელი ცომი იქნება და წებოვანი, დაუმატე რამდენიმე კოვზი ფქვილი. შეიზელს და სუპერ პური გამოგივა. წარმატებები

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 17:02
ssvoapnoi
მე 700 გრ ფქვილზე ვიყენებ 400 მლ წყალს, ინსტრუქციით 500 უნდა მაგრამ არ ვარგა smile.gif

მართლა კარგი პური გამოდის

რმელ ფქვილს ხმარობ? რომელი ხარისხისას? smile.gif


Posted by: ssvoapnoi 16 Dec 2014, 17:17
მაკფას ვხმარობ უმაღლეს ხარისხს. ჩემს მოდელს ეგრე უწერია დოზები. ყველა საცხობს ინდივიდუალურია მემგონი

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 17:36
ssvoapnoi
ჰო მაგრამ თუ თავიდან წყლის და ფქვილის დოზას ვიცავდი, ახლა ვეღარ იმიტომ რომ ამ დოზებით აშკარად აღარ გამომდის

ახლა დავამუღამე ჩემებური დოზები და რეჟიმი და კარგი პურები გამომდის

Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 17:37
ამბობენ 1 ხარისხი და 2 არის შერეული იდეალურიოოო , უმაღლესი ძაან ბულკივით იქნება და უფრო ტკბილიც, . ჩემთან წიგნში წერიაა სპეციალური ფქვილი უნდააო აი როგორც სარეცხის მანქანას უნდა ფხვნილი სპეციალური, ეგეც..ვიყიდეეე მაგრამ მაინც არ გამოვიდაა, ეხლა თქვენ პოსტებს რომ ვკითხულობ ვხვდები რომ ძაან ბევრ წყალს ვუკეთებდი მე 1 კილოზე 500 გრ წყალი ბევრი ცდის გამო 600 იც გამიკეთებია

Posted by: tikusha 16 Dec 2014, 18:07
natinatia25
ბევრია წყალი smile.gif მე უმაღლესი და მეორე ხარისხის ნაზავით ვაცხობდი მანამდე, მერე მომბეზრდა და უმაღლესით ვაცხობ

არანაირად არ არის ტკბილი smile.gif და უგემრიელესია smile.gif

დღეს საცხობს ლობიანების ცომს მოვაზელინებ bis.gif bis.gif ჩემი მარჯვენა ხელი, ეგ რომ არ მქონდეს რა მეშველებოდა smile.gif

Posted by: natinatia25 16 Dec 2014, 20:33
tikusha
QUOTE
ჩემი მარჯვენა ხელი, ეგ რომ არ მქონდეს რა მეშველებოდა

მეც მინდაა მარჯვენა ხელიიიიი cry.gif
ერთი სული მაქვს სახლში ჩავიდე და თქვენი რჩევების მიხედვით გამოვაცხო sad.gif

Posted by: mimithecat 17 Dec 2014, 21:00
http://receptebi.ge/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%95%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/#.VJG2IiuUf6W
http://receptebi.ge/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%95%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/#.VJG2IiuUf6W
ჭვავის ფქვილი და ჭვავის ფანტელი სად იყიდება?
ასევე, საფუარი ბრიკეტის სახით? ცვეულებრივი საფუვრით რომ ჩავანაცვლო, რა მოხდება?

Posted by: ssvoapnoi 20 Dec 2014, 22:47
natinatia25

რა ქენი გამოაცხვე? როგორი გამოვიდა?

Posted by: natinatia25 21 Dec 2014, 00:40
კი გამოვაცხე , ნუ ამოვიდა აღარ ჩააგდო მაგრამ გული მაინც არაა ბოლომდეე სრულყოფილად გამომშრალი.
შენიი რომმ გაცივდა კარგაად აი მეორე დღეს უფრო მაინტერესებს როგორი იყო?
მე მერე ცოტახანი დუხოვკაში შევდე შუაზე სიგრძეზე გავჭერი დაა გამოვაშრე. სადღაც 5 წუთში გამოშრა.

Posted by: gio_cxel 21 Dec 2014, 22:51
თემა გადავიკითხესავით.

რა მოდელის საცხობს მირჩევთ და სად ვიყიდო??
გამომდგარი მოდელი მინდა, კმაყოფილი მომხმარებლებით და ნორმალური ფასით smile.gif

მაღაზიაში ნადი პური ძაან უგემურია რა...

Posted by: tasikuna-taso 25 Dec 2014, 00:51
ერთი კითხვა მაქვს.

დღეს შევიძინე პურის საცხობი. პური ძალიან კატგი გამოცხვა, მაგრამ პრობლემა მაქვს - ცომის საზელი დანა.

გამომცხვარ პურს გადმოყვა, ფაქტიურად პურში იყო ჩამცხვარი.

რამე არასწორად გავაკეთე?

Posted by: natinatia25 25 Dec 2014, 02:00
tasikuna-taso

QUOTE
გამომცხვარ პურს გადმოყვა, ფაქტიურად პურში იყო ჩამცხვარი.


არა ნუ ღელავ ეგ ბუნებრივიააა, რაღაც რკინა ხომ მოყვაა? ერთი მხარე თაგვიის დახვულ კუდს გავს მეორე ბოლო უბრალოდ მოხრილი აქვს ? (სასწაულად ავხსენი პირდააპიიიირ biggrin.gif ) ხოდა აი მეორე ბოლო უბრალოოდ მოხრილი რომ აქვს ეგაა მაგისთვიის ჩაყავიი პურში ჩარჩენიილ საზელი დანის ნახვრეტში წამოედებაა ის მოხრილი და ამოიღე smile.gif

Posted by: tasikuna-taso 25 Dec 2014, 10:07
natinatia25

დიდი მადლობა.

ინტუიციით მივხვდი მაგ ჩხირის დანიშნულებას და თურმე გამიმართლა.

დავმშვიდდი ახლა.

ე.ი. პირველივეცდაზე კარგი გამომივიდა.

Posted by: gio_cxel 25 Dec 2014, 11:12
tasikuna-taso
რა ბრენდის და რა მოდელი იყიდე შეგიძLია დაწერო? ან სად იყიდე?

Posted by: tasikuna-taso 25 Dec 2014, 11:39
QUOTE
so
რა ბრენდის და რა მოდელი იყიდე შეგიძLია დაწერო? ან სად იყიდე?


გორენიეა

მოდელი არ ვიცი, სამსახურში ვარ ახლა.
სახლში მივალ, ვნახავ და დავწერ.

Posted by: stefani 25 Dec 2014, 13:54
gio_cxel
QUOTE
თემა გადავიკითხესავით. რა მოდელის საცხობს მირჩევთ და სად ვიყიდო??გამომდგარი მოდელი  მინდა, კმაყოფილი მომხმარებლებით  და ნორმალური ფასით  მაღაზიაში ნადი პური ძაან უგემურია რა...

მე ეს მოდელი შევიძინე და ძალაინ კმაყოფილი ვარ
http://www.megatechnica.ge/catalog/detail.php?IBLOCK_ID=19&ELEMENT_ID=3615&pn=PHILIPS-HD9046%2F90 პურის ცხობის გარდა იოგურტს და ჯემსაც აკეთებს,თუმცა ამ ზაფხულს ამავე მაღაზიაში 350 ლარი გადავიხადე და ეხლა გაძვირებულა...
ძალაინ აქებენ ასვე კენვუდის და პანასონიკის ფირმის პურის საცხობებს

Posted by: pirveli1 25 Dec 2014, 21:38
გამარჯობა..მე კენვუდის 1 კგიანი საცხობი მაქვს... როგორ აცხობთ ერთ კილოგრამიანს? დოზებს ვერ დამიწერთ? და რეჟიმს?

Posted by: tikusha 26 Dec 2014, 10:14
pirveli1
მე 400 მლ წყალზე ვიყენებ 700 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილს, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ საფუარი, 1 ს/კ ზეთი

Posted by: tasikuna-taso 28 Dec 2014, 12:17
პური ზედმეტად გამომშრალია და იფრჩხვნება.
რისი ბრალი უნდა იყოს?

დოზებს ზუსტად ვურჩევ, როგორც ინსტრუქციაშია.

Posted by: natinatia25 28 Dec 2014, 18:08
tasikuna-taso

მანდ რეჟიმეები ხომ აქვს, საშუალოდ დაბრაწვა და მაგრაად დაბრაწვა, საშუალოზე დააყეენე და აღარ გამოაშრობს ძალიაან სავარაუდოთ.

Posted by: BIG-BANG 30 Dec 2014, 14:16
ორი დღეა შევიძინე გორენიეს ფირმის საცხობი, Gorenje BM1400E. კარგია smile.gif

Posted by: lukanini 4 Jan 2015, 17:34
დიდი ხანია აქეთ აღარ შემომიხედავს.მიხარია რომ მომრავლდა პურისმცხობელები.

განახლებული სენდვიჩის რეცეპტი.ეხლა ისე ძალიან მომწონს სულ ამას ვამზადებ.

http://imgur.com/6Bf3jPs

http://imgur.com/VZvX5Uv

http://imgur.com/OldyIWU

http://imgur.com/PV9B9qs

40 % ჭვავის პური ძირას თესლით და ბუნებრივი საფუარით

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: natinatia25 4 Jan 2015, 18:44
lukanini
ვავაააა რა მაგარიიიაააა, გაზში აცხობთ ამ პურს?

Posted by: lukanini 4 Jan 2015, 20:16
QUOTE (natinatia25 @ 4 Jan 2015, 18:44 )
lukanini
ვავაააა რა მაგარიიიაააა,  გაზში  აცხობთ  ამ პურს?

yes.gif

Posted by: shilaida 4 Jan 2015, 23:49
lukanini
სენდვიჩის პურის რეცეპტმა დამაინტერესაsmile.gif
ჭვავის პურიც როგორი გემრიელი ჩანს!:)

Posted by: natinatia25 5 Jan 2015, 01:43
იქნებ ვინმემ მირჩიოთ როგორი გაზი ვიყიდოო? რამდენჯერაც წავედი საყიდლად იმდენჯერ ცარიელი დავბრუნდი თვალები მიჭრელდება და საბოლოოს 5 ცალი მაინც მინდა biggrin.gif lukanini
თქვენ რომელი გაქვთ ასეთ კარგ პურს რომ აცხობს?

Posted by: lukanini 5 Jan 2015, 02:32
QUOTE (shilaida @ 4 Jan 2015, 23:49 )
lukanini
სენდვიჩის პურის რეცეპტმა დამაინტერესაsmile.gif
ჭვავის პურიც როგორი გემრიელი ჩანს!:)

დავწერ აუცილებლად ხვალ თუ მოვიცალე.ჭვავის პური მეც ძალიან მომეწონა,მოუხდა ძაან ძირას არომატი

Posted by: natinatia25 5 Jan 2015, 02:35
lukanini
შეგიძლიათ თქვენი გაზიის ფირმა მითხრაათ? ნუ მარტო ფირმით რას მივხვდები როგორიაა, ეწერებაა გაზს მონააცემი ინტერნეტში რომ ვნახო?

Posted by: lukanini 5 Jan 2015, 02:37
natinatia25
ჩემი ძაან უბრალო ელექტრო ღუმელია. საერთოდ გამოდგომაზეა.და დამუღამებაც უნდა.მე ძალიან კმაყოფილი არ ვარ მაგრამ სულ არაობას მაინც კარგია.

Posted by: natinatia25 5 Jan 2015, 02:41
lukanini
მეც ზალიან უბრალო მინდა ბრალიანს ბრალიანი თანხები ჭირდება, აგერ თქვენ აქ არ ხართ? დოზები გრადუსები და ეგააა, დამტანჯა ჩემმა პურის საცხობმა მოვისვრი სარდაფში.

Posted by: lukanini 5 Jan 2015, 11:07
natinatia25
მოდელი იმიტომ არ დავწერე რომ მე რაც მაქვს საქართველოში არ იყიდებ.
მე თვიონაც არ ვცხოვრობ საქართველოში.ამ რამოდენიმე დღის უკან ჩემმა მეგობარმა გოგომ ზიმფერის ფირმის იყიდა და თქვა რომ თანაბრად აცხობსო. შუ ეკლერები დააცხო.ეხლა პურს როგორ გამოაცხობს აზრზე არ ვარ.ისე რაც მეტი ტემპერატურა აქვს მით უკეთესი. თუ ჰაერის რეჟიმი ექნება ეგეც კარგია მართალია პურს ეგ არ ჭირდება მაგრამ სხვა რამეში გამოგადგება.

Posted by: nadin 5 Jan 2015, 17:15
lukanini
ფანტასტიური პურებია, რეცეპტს თუ გაგვიზიარებთ?

Posted by: lukanini 6 Jan 2015, 00:21
სენდვიჩის პური

ხორბლის ფქვილი 1კგ
რძის ფხვნილი 50 გრ
შაქარი 25 გრ
კარაქი 50 გრ
წყალი 580-600 მლ.
მარილი 18 გრ
საფუარი 8 გრამი (მშრალი მესამედი 2,5)

ყველაფერი იყრება ერთად და იზილება.უნდა გამოვიდეს ძალიან ელასტიური ცომი.რომ გაფუვდება,ამოვაგუნდავოთ 250 გრამიანი ცომები.კარგად გავაცალოთ დაგროვილი ჰაერი. გადავახვიოთ რულეტივით და ჩავდოთ ცხიმწასმულ ყალიბში.კარგად რომ ამოვა ვაცხობთ 175 გრადუსზე მარტო დაბლა წვით.30 წუთით მაინც.


ვისაც პურის საცხობი გაქვთ მითხარით რამდენ გრამიან პურს აცხობთ შიგნით და დაგიანგარიშებთ რაოდენობას.

პ.ს წყლის რაოდენობა ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული.მე 580 გრ ვუშვები.

* * *
ეხლა გამოვიღე ღუმელიდან.ჯერ არ გამიჭრია ცხელია.ხორბლის თეთრი პური 100% ბუნებრივი საფუარით.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: natinatia25 6 Jan 2015, 07:01
lukanini


არის გაზები, 2 გAნყოფჯლებიანი, დენი+გაზი, თუ გაზზე ჩართავ მეორე განყოფილებას დენისას ვერ გამოიყენებ ერთდროულად, რამდენად კარგიავ ასეთი გაზები, არ ჯობია მთლუანად გაზი იყოს და კარგ ცირკულაციას აკეთებდეს, ან რაზეა ეგ დამოკიდებული გააკეთსბს თუ არა ცურკულაციას?

Posted by: lukanini 6 Jan 2015, 11:58
natinatia25
ეხლა რა ხდება ძველ ბინაში მქონდა მე გაზის.ძალიან ვწვალიბდი მითუმეტეს იმისა რომ გაზი ბევრად იაფია და მალევეც ახურებს ღუმელს ორქლი რომ მჭირდებოდა პურისთვის ეს რა თქმა უნდა მიქვრებოდა. ეხლა ბისკვიტების და პეჩენიების გამოცხობა პრობლემა არ იყო.მე რაც ელექტრო გავსინჯე ძაან მომწონს გაზთან შედარებით.თუნდაც იმიტომ რომ ერთდროულად შეგიძლია აუნთო ზედა ქვედა.შენ როგორც ვატყობ მთლიანი გაზის გამოცვლა გინდა ანუ კამფორებიანად.მე გირევდი ჩასაშენებელ ელექტრო ღუმელს და კამფორებს ცალკე.ისე არ გისინჯია ეხლა რა ღუმელიც გაქვს იმაში გამოცხობა იქნებ კარგიც გამოდის რა იცი.თუ სახლში მოგვეპოვება თუჯის თავსაფრიანი ქვაბი იმაში გამოდის ყველაზე კარგი პურები.

Posted by: Besa 6 Jan 2015, 17:05
lukanini
გილოცავთ შობა-ახალ წელს
ერთი თხოვნა მაქვს ბუნებრივი საფუარის რეცეპტი დაწერეთ თუ არ დაიზარებთ
ან თუ სადმე გიწერიათ იქნებ ლინკი დადოთ
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს

Posted by: tasikuna-taso 7 Jan 2015, 14:49
QUOTE
მანდ რეჟიმეები ხომ აქვს, საშუალოდ დაბრაწვა და მაგრაად დაბრაწვა, საშუალოზე დააყეენე და აღარ გამოაშრობს ძალიაან სავარაუდოთ.



დავაყენე საშუალოზე და ძალიან კარგი ცხვება.

მადლობა

Posted by: tasikuna-taso 7 Jan 2015, 14:49
QUOTE
მანდ რეჟიმეები ხომ აქვს, საშუალოდ დაბრაწვა და მაგრაად დაბრაწვა, საშუალოზე დააყეენე და აღარ გამოაშრობს ძალიაან სავარაუდოთ.



დავაყენე საშუალოზე და ძალიან კარგი ცხვება.

მადლობა

Posted by: natinatia25 7 Jan 2015, 18:57
lukanini
ვაიმეე თუჯის ტაფა არ გამახსენოოოო, ისეთი კარგიიიი მქონდაააააა ისეთი კარგი და დამეწვაა სუუუუუუულ გაშავაავდა და ვეღარ ვატეტრებ, ვინ რა აღარ მასწავლა მარა სულ ტყუილად ვიმტვრევ ხეელებს და ვანებებ თავს. ასეთს ვეღარც ვიყიდი.
ჩასენება ცემთან არ გამოვა ისე მაქვს სამზარეულო, მაშინ სულ უნდა ავყარ დავყარო, ესეიგიი მირჩევ რომ ორივე ზედაც და ქვედაც დენზე იყოს ხო? მე მაქვს ძველებური გაზიიი ტროცკის დროინდელია smile.gif)))) ახალი იყოოო გაუხსნელი ყუთში დედამთილმა მაჩუქა 1 წლის წინ. მარა არ მომწონს ეს ძაან ძველმოდურია, სახლს არ უხდება საერთოდ, ზველმანივით დგას, და ზედაპირი კიდე სულ წამდაუწუმ ისვრება
* * *
tasikuna-taso
არაფრის smile.gif

Posted by: lukanini 7 Jan 2015, 21:19
natinatia25
გოგო შენ მაგაზე რას ნერვიულობ იყოს გაშავებული.თავსაფარი ხომ აქვს? ეგ ისე უნდა გახურდეს ერთი 30 წუთით მაინც უნდა შედო გასაცხელებლად.გამოიღებ ფრთხილად ხელი არ დაგეწვას ჩადე პური უკვე გაფუებული დააფარე თავზე და შედე ისევ ღუმელში გამოსახცობად.მაგ დროს 10 წუთით მარტო დაბლა წვა უნდა,მერე კიდევ 10 წუთი ზედა ქვედა,მერე თავზე ვხდი ხოლმე და ისე ვაგრძელებ ცხობას .ტემპერატურასაც მერე ვუწევ.აი ბოლო სურათი რომ დავდე მაგ ქვაბში გამოვაცხვე.თუ თავსაფარს ხელის მოსაკიდი პლასმასისა აქვს უნდა მოხსნა თორემ დაგეწვება.არაფერი არ უნდა ქონდეს პლასმასის .
QUOTE
მე მაქვს ძველებური გაზიიი ტროცკის დროინდელია smile.gif)))) ახალი იყოოო გაუხსნელი ყუთში დედამთილმა მაჩუქა 1 წლის წინ. მარა არ მომწონს ეს ძაან ძველმოდურია, სახლს არ უხდება საერთოდ, ზველმანივით დგას, და ზედაპირი კიდე სულ წამდაუწუმ ისვრება

ეგ დენისაა? რას დაეძებ ძველია თუ არა შეიძლება მაგან უკეთესი გამოგიცხოს ვიდრე ახალმოდელურმა.ეხლა რომ მახსენდება მანდ სახლში ჩვენც ასე ძველი გაზი გვქონდა.ისეთ ტორტის ბისკვიტებს აცხობდა ხოლმე დედაჩემი საუკეთესოს.

Posted by: Patagonia 27 Jan 2015, 12:32
ჯანმრთელობისთვის რომელი პური ჯობია ვიყიდო,
იქნებ არ დაიზაროთ და დაწეროთ.
ყიდვას ვგულისხმობ და არა სახლში გამოცხობას.
რომელი ჯობია, უსაფუარო, ქვაზე გამომცხვარი, ჭვავის, ლიტვური თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება მარკეტში ყიდვისას?
მოკლედ ველოდები თქვენს რჩევებს...
smile.gif

Posted by: Rivera49 4 Feb 2015, 14:41
bazuka
QUOTE
თუ ვინმეს რეცეპტი დააინტერესებს, შემიძლია საღამოს დავწერო

თუ არ დაგეზარება დაწერე რეცეპტი წინასწარ მადლობა

Posted by: 365 9 Feb 2015, 22:02
გამარჯობათ. მაქვს პურის საცხობი გორენიე 1400, პურს ძალიან კარგს აცხობს, მაგრამ მაინტერესებს სააღდგომო პასკას თუ გამოაცხობს.
თუ ვინმემ იცით რეცეპტი იქნებ დაწეროთ, წინასწარ მინდა გამოვაცხო, დავტესტო როგორი გამოვა

Posted by: cuckna 11 Feb 2015, 23:10
აუ მეც მინდა პასკის რეცეპტი არავინ იცით?

Posted by: 365 21 Feb 2015, 13:58
პასკის რეცეპტი პურის საცხობისთვის არავინ იცით?

Posted by: თბილი_სი 21 Feb 2015, 14:48
ხალხოოოოოოოოოოოოოოოო : )))
კარგი, ჯანმრთელი პური, ფერის დამატების გარეშე, ალაოს გარეშეც( რასაც პურის შავად შესაღებად იყენებენ), სუფთა, უხეშად დაფქვილი პურის ფქვილით გამომცხვარი პური სად ვიყიდო?????
არის ასეთი ამ ქალაქში?

Posted by: nia4u 21 Feb 2015, 15:18
365
cuckna
QUOTE
პასკის რეცეპტი პურის საცხობისთვის არავინ იცით?

წინა წლის აღდგომის პერიოდის გვერდები გადაათვალიერეთ და სააღდგომო თემა, აცხობდნენ აქ პასკას, ასე მახსოვს....

თბილი_სი
QUOTE
კარგი, ჯანმრთელი პური,

ეგ საერთო ტკივილია sad.gif
თუ რამე გაიგე, მეც გამაგებინე...

Posted by: TaTa_TaTuLi 21 Feb 2015, 21:40
თბილი_სი
QUOTE
კარგი, ჯანმრთელი პური, ფერის დამატების გარეშე, ალაოს გარეშეც( რასაც პურის შავად შესაღებად იყენებენ), სუფთა, უხეშად დაფქვილი პურის ფქვილით გამომცხვარი პური სად ვიყიდო?????
არის ასეთი ამ ქალაქში?

sad.gif sad.gif
QUOTE
თუ რამე გაიგე, მეც გამაგებინე...

მეც smile.gif

Posted by: gio_cxel 1 Mar 2015, 12:16
პურის საცხობში უსაფუაროდ ცხვება პური?
ან ბუნებრივი საფუარი იყიდება სადმე??
ვფიქრობ საცხობის ყიდვაზე, მაგრამ თუ ისევ იგივე ფქვილი და მავნებელი საფუარი გამოვიყენე, რაგატომ ვაცხო თვითონ, ისევ მარაზიაში ვიყიდი sad.gif

Posted by: jjj 2 Mar 2015, 19:22
200 ლარის ფარგლებში შეიძლება ნორმალური პურის საცხობის ყიდვას, რა მოდელს მირჩევთ მაგ ფასში?

Posted by: Lady HaWaI 10 Mar 2015, 11:31
პურის საცხობის ყიდვა გადავწყვიტე და ფაქტიურად ამ თემიდან მივიღე სრულყოფილი ინფორმაცია)))
ძალიან კარგები ხართ)))

მაგრამ ერთ რამეში მაინც მჭირდება თქვენი დახმარება.
ყველა მოდელს თავისი მინუსი და პლიუსი აქვს როგორც მივხვდი. მოკლედ გაფილტვრით დავტოვე შემდეგი მოდელები

PANASONIC SD-ZB2502
PANASONIC SD-255

ეს მოდელები მე მგონი აღარ არის საერთოდ, უნდა დავიარო მაღაზიები.

GORENJE BM1400E
ძალიან მომეწონა ეხ გორენიე, მაგრამ რომ გადავიკითხე თითოს უჭირთ ცხობა.

PANASONIC SDZB2512KTS და ბოლოს ეს მოდელი.

არ დაიზაროთ რა, ვისაც გაქვთ ეს მოდელები ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მომწერეთ რა, იქნება მივიღო გადაწყვეტილება რომელი ვიყიდო.

ან პანასონიკებს ერთი ჯამი აქვთ ყველას?

Posted by: tikusha 11 Mar 2015, 00:02
Lady HaWaI
გორენიე მაქვს მე 1200 იანი, მშვენივრად ვაცხობ

არაფერიც არ უჭირს smile.gif

Posted by: da_ra 11 Mar 2015, 00:12
Lady HaWaI


PANASONIC SDZB2512KTS მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, თამამად შემიძლია გირჩიოთ. 7 თვის წინ შევიძინე და მის შემდეგ მაღაზიაში პური აღარ შემიძენია.ჯამი ერთი აქვს.

Posted by: Lady HaWaI 11 Mar 2015, 11:44

tikusha

ლამაზი დიზაინი აქვს გორენიეს ძალიან.
ხო წავიკითხე შენი პოსტები,
შენ ისეთი გამოცდილი ყოფილხარ უკვე ცხობაში ნამდვილად არ გაგიჭირდება)) :*



da_ra

რა მინდა იცი გკითხო მაგ მოდელზე, კექსზე უწერია რომ ცალკე უნდა გააკეთო ცომი და მერე ჩაასხა ფორმაში. და ნამდვილად მასეა? ზოგმა მითხრა რომ თვითონ აკეთებსო.

Posted by: jjj 11 Mar 2015, 16:09
QUOTE (tikusha @ 10 Mar 2015, 20:02 )
Lady HaWaI
გორენიე მაქვს მე 1200 იანი, მშვენივრად ვაცხობ

არაფერიც არ უჭირს smile.gif

რომელი მოდელი გაქვს???
___________________________

Posted by: Lady HaWaI 11 Mar 2015, 16:18
jjj

http://ee.ge/?m=268&cat_id=1182&pid=6873&GORENJE+BM1200BK

ეს მოდელი იგულისხმა ალბათ

Posted by: jjj 11 Mar 2015, 16:53
ზოგადად LG-ს საცხობებზე რას იტყვით, გაქვთ ვინმეს?

Posted by: tikusha 12 Mar 2015, 22:50
Lady HaWaI
კი ეგ მაქვს, ვამუშავებ ვირივით

Posted by: da_ra 13 Mar 2015, 01:47
QUOTE
რა მინდა იცი გკითხო მაგ მოდელზე, კექსზე უწერია რომ ცალკე უნდა გააკეთო ცომი და მერე ჩაასხა ფორმაში. და ნამდვილად მასეა? ზოგმა მითხრა რომ თვითონ აკეთებსო.

Lady HaWaI
რეცეპტურით გათვალისწინებულია საფუვრიანი კულიჩის გამოცხობა, რომელიც თვითონ აპარატში იზილება და ცხვება, ხოლო უსაფუვრო კექსი, სოდის დამატებით, ცალკე უნდა ათქვიფო და შემდეგ გამოაცხო ქაღალდჩაფენილ ფორმაში.

Posted by: Lady HaWaI 13 Mar 2015, 10:47
ვიყიდე გუშინ PANASONIC SDZB2512KTS.

ხვალე გამოვაცხობ პირველად)))

da_ra
საფუვრიან კულიჩს რომელი რეჟიმით აცხობ?

რას ვერ მივხვდი იცით
Дрожжи -B 1 ч.л. 11⁄2 ч.л. 2 ч.л.
Дрожжи -R 2 ч.л. 21⁄2 ч.л. 3 ч.л.

ეს ორი დროჟი რატომ უწერია?

Posted by: da_ra 14 Mar 2015, 01:39
Lady HaWaI
გილოცავთ შენაძენს, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. საფუვრიან კულიჩს 08 მენიუთი ვაცხობ, Дрожжи -B 1 ч.л. 11⁄2 ч.л. 2 ч.л. აქ იგულისხმება,რომ თუ ჩვეულებრივი რეჟიმით აცხობთ, ანუ 01 მენიუს იყენებთ,ნაკლებ საფუარს ამატებთ, ხოლო მეორე შემთხვევაში Дрожжи -R 2 ч.л. 21⁄2 ч.л. 3 ч.л დაჩქარებული რეჟიმით აცხობთ,03 მენიუთი და მეტ საფუარს ამატებთ. მე ძირითადად 02 რეჟიმს ვიყენებ, როდესაც ხორბლის ფქვილით ვაცხობ( პირველი და მეორე ხარისხის ფქვილის შერევით) და 09 რეჟიმს,ჭვავის პურისთვის. და კიდევ, ძალიან კარგი ხინკლის ცომი გამოდის 23 რეჟიმით.

Posted by: jjj 18 Mar 2015, 14:31
ამ ორ მოდელზე რა აზრის ხართ, წყალში გადაყრილი ფული ხომ არ იქნება?

https://www.freeshop.ge/product/11716/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98-philips-hd9020-40-breadmaker-white.html?

https://www.freeshop.ge/index.php?page=11&id=40720&&&&

Posted by: popins 18 Mar 2015, 15:06
Xelit vzilav mamapapurad
Da mschvenier lavaschebs vacxob.plius Exla ramdenime saxeobis fqvils vurev ertmanetschi da txil.nigozs msezumziras da weretlis mwvads vurev)) super puri gamodis

Posted by: nia4u 22 Mar 2015, 16:42
http://myrest.ge/index.php?m=449&news_id=427
ეს პური ხომ არ გაგისინჯავთ ვინმეს?

Posted by: Lady HaWaI 23 Mar 2015, 11:26
da_ra

მადლობა)))
უმაღლესი ხარისხის ფქვილით გამოვაცხე და ძალიან ფუმფულა გამოვიდა. ეხლა შენ როგორც მირჩიე პირველს და მეორეს შევურევ და ისე ვიზამ.
ჭვავის პური მინდა გამოვაცხო მზესუზირით და მაგისთვის ვემზადები))))
ფქვილს ვეძებ ეხლა სად ვიყიდო კარგი

Posted by: tikusha 23 Mar 2015, 23:45
რაც საცხობი შევიძინე დავასუქე ქმარ შვილი

ვაზელინებ ცომს და მერე ხან ღვეზელებს ვაცხობ, ხან ბულკებს, ხან ხაჭაპურებს, ხან პიცას და მიდის ასე საამურად ცხოვრება biggrin.gif

Posted by: N-Economist 24 Mar 2015, 11:06
tikusha
გორენიე მაქვს მეც ოღონდ GORENJE BM900W ეს მოდელი, და რაც რეცეპტები მოყვა იმით ვცადე რამოდენიმე ვერსია, მაგრამ არცერთი არ გამოვიდა, ზოგს გამოცხობა აკლდა, ზოგი ჩაცომდა. შენს მიერ გამოცდილი რეცეპტი იქნებ დამიწერო

Posted by: da_ra 25 Mar 2015, 02:31
Lady HaWaI
დეზერტირების ბაზრის მხრიდან პასაჟის შესასვლელის მარჯვენა მხარეს იყიდება ჭვავის ფქვილი და ჭვავის ალაოც. მეორე დახლია თუ არ ვცდები

Posted by: Dimitri_ 25 Mar 2015, 02:48
ედით

----
==========================

Posted by: avelum 31 Mar 2015, 16:14
მოგესალმებით, მჭირდება ინდ მეწარმე პასკების ცხობასთან დაკავშირებით
იქნება შეკვეთები
ან თუ ვინმეს გაქვთ საცხობი
თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ პირადში

Posted by: tikusha 31 Mar 2015, 23:50
N-Economist
დოზებს იცავ?? ჯერ სითხე, მერე მშრალი ინგრედიენტები

თან გრამობა უნდა დაიცვა smile.gif

Posted by: N-Economist 1 Apr 2015, 10:35
QUOTE (tikusha @ 31 Mar 2015, 23:50 )
N-Economist
დოზებს იცავ?? ჯერ სითხე, მერე მშრალი ინგრედიენტები

თან გრამობა უნდა დაიცვა smile.gif

კი დოზებსაც ვიცავ, და ჯერ სითხეს ვასხავ მერე მშრალ ინგრედიენტებს, ვერ გავიგე რატო არ გამოდის sad.gif მე მგონია რომ ის რეცეპტები რაც წიგნში მოყვება შესაცვლელია ინდივიდუალურად, მაგრამ ვერ ვხვდები რა შევცვალო smile.gif

Posted by: Manuelo Costa 2 Apr 2015, 09:04
QUOTE (N-Economist @ 24 Mar 2015, 11:06 )
tikusha
გორენიე მაქვს მეც ოღონდ GORENJE BM900W ეს მოდელი, და რაც რეცეპტები მოყვა იმით ვცადე რამოდენიმე ვერსია, მაგრამ არცერთი არ გამოვიდა, ზოგს გამოცხობა აკლდა, ზოგი ჩაცომდა.  შენს მიერ გამოცდილი რეცეპტი იქნებ დამიწერო

რუსულ საიტზე ვკითხულობდი მომხმარებელთა კომენტარებს.
თვითონ საცხობს ბევრი აქებს (ფასის გათვალისწინებითაც), უბრალოდ რაც მოყვება, მაგ რეცეპტებით არ გააკეთოთო.

ხოდა, ნამდვილად მაგ რეცეპტების ბრალია რომ არ გამოდის და არა პურის საცხობის yes.gif


პ.ს.

http://ee.ge/?m=268&cat_id=1182&pid=4817&GORENJE+BM900AL

ამაზე რას იტყვით?

ან 300 ლარის ფარგლებში მირჩიეთ რამე

Posted by: tikusha 2 Apr 2015, 21:32
ისე მეც ინდივიდუალური რეცეპტით ვაცხობ და გადასარევი გამოდის

იმიტომ რომ პირველად კი და მერე ერთი პერიოდი აღარ გამომდიოდა

ახლა გადასარევი გამომდის

Posted by: sony2005 3 Apr 2015, 11:48
Manuelo Costa

QUOTE
http://ee.ge/?m=268&cat_id=1182&pid=4817&GORENJE+BM900AL

ამაზე რას იტყვით?

ან 300 ლარის ფარგლებში მირჩიეთ რამე

მაგაზე იმას გეტყვი რომ ჩემ ბიძაშვილს აქვს კი აცხობს მაგრამ პრობლემურად,თუმცა დაამუღამა თვითინ რა რეცეპტებიც უწერია იმით არ ცხვება, სადაც იყიდა იქ მიიტანა ვერ ვაცხობო და იქ მისცეს რეცეპტი ამით გამოაცხვეო და იმის შემდეგ აცხობს biggrin.gif

მე მაქვს პანასონიკის საცხობი და სავსებით უპრობლემოა 275 ლარი მივეცი და რაც გამიგია პანასონიკი არის ყველაზე გამომდგარი, რა დოზებიც უწერია იმითაც აცხობს, გინდ ცოტა დაარღვიო მაგითაც გამოაცხობს,დედაჩემი ხანდახან არღვევს და სხნაირი გემოს გამოდის და ხანდახან კარგიც კია გემოს შეცვლა სულ ერთიდაიგივე მოსაბეზრებელია,ისე ეს საცხობი სოფლისთვის ვიყიდეთ ზაფხულში პური არ იყიდება ახლომახლო მაგრამ ისე გაამართლა თბილისშიც კარგად ვხმარობთ და არარც ვყიდულობ მაღაზიის პურს

Posted by: Manuelo Costa 4 Apr 2015, 09:01
sony2005
და შეგიძლია დამილინკო პანასონიკის სად იყიდება?

და ის ვერ გავიგე, გორენიეს მაგ პურის საცხობს თავისი, სპეციფიკური რეცეპტები აქვს? biggrin.gif
* * *
http://smiley.ge/category-818/category-757/category-761/sdzb2512kts.html

ამაზე შევაჩერე არჩევანი.

პანასონიკზე აბსოლუტურად ყველგან კარგი კომენტარები მხვდება

Posted by: sony2005 4 Apr 2015, 11:33
Manuelo Costa
QUOTE
* * *
http://smiley.ge/category-818/category-757...dzb2512kts.html

ამაზე შევაჩერე არჩევანი.

პანასონიკზე აბსოლუტურად ყველგან კარგი კომენტარები მხვდება

ძაან კარგი არჩევანია,ჩემუ ძველი მოდელია და აგერ უკვე 2 წელია შეუცერებლად მუშაობს ყოველ დღე ,ეგ მოდელი კი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია

Posted by: Manuelo Costa 4 Apr 2015, 15:00
sony2005
მადლობა smile.gif
შევიძინე უკვე, ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ თეორიულად (ტექნიკურ მხარეს ვგულისხმობ) ყველაფერი გავიგე biggrin.gif

ისე, კონსულტანტმა მითხრა, 4 საათიანისგან დიდად განსხვავებულ შედეგს არ იძლევა 2 საათიანი რეჟიმიო.
ორივე Basic-ია, უბრალოდ მეორე სწრაფია უფრო.

4 საათიანის დროს, პირველი 45 წუთი, თუ რამდენიცაა, ერთნაირ ტემპერატურამდე დაყვანას უნდება, სხვა არაფერი ხდებაო.

და რას იტყვით, ხარისხში და გემოში არის იმდენი სხვაობა, რომ 2 საათით მეტი ლოდინი ღირდეს?

Posted by: sony2005 4 Apr 2015, 15:21
Manuelo Costa
გილოცავ! ბედნიერებაში და კარგი პურების ცხობაში smile.gif
QUOTE
და რას იტყვით, ხარისხში და გემოში არის იმდენი სხვაობა, რომ 2 საათით მეტი ლოდინი ღირდეს?

განსხვავება ნამდვილად არის, 4 საათიანი უფრი ფუმფულა გამოდის 2 სააათიანი კი შედარებით მკვრივია,მე ფუმფულა უფრო მიყვარს აი ჩემ მეუღლეს კი 2 საათიანი, გემოვნების საკითხია რა როგორი გემოს მოგწონს

Posted by: tikusha 4 Apr 2015, 22:49
რა თქმა უნდა 4 სთიანი რეჟიმით გამომცხვარი ბევრად ხარისხიანია

Posted by: Lady HaWaI 6 Apr 2015, 11:17
da_ra

ვიყავი და შევიძინე)) მე და ემზარი (გამყიდველი) გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შევთანხმდით))))

მოკლედ იმის მერე ვაცხობ და ვაცხობ ჭვავის პურს, ჩემებს ისე მოსწონთ რომ თეთრ პურამდე ვეღარ მივედი. არადა ყოველდღე ჭვავის პური დაგამძიმებს ადამიანს.

ისე მართლა გემრიელი გამოდის.

Posted by: dogville 7 Apr 2015, 23:12
მეგობრებო ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება პურის საცხობში პასკის დაცხობის. დამეხმაროთ იქნებ....


Posted by: nia4u 8 Apr 2015, 21:30
dogville
https://forum.ge/?f=82&showtopic=34249532&st=690
აქ იკითხე, სააღდგომო თემაში.
მე როგორც მახსოვს, აზელინებენ, მაგრამ ცხობა - არ ვიცი smile.gif

Posted by: lionlevel 9 Apr 2015, 16:13
გამარჯობათ, პურის საცხობი ვიყიდე პანასონიკის, ადრე როცა ვაცხობდი 4 საათიანს პირველი ეტაპის ანუ ტემპერატურის დაყენების დროს თერმოსტატის ჩართვა გამორთვის ხმა ისმოდა, როგორც კი სტარტის ღილაკს დავაჭერდი, ახლა ამ პროცესის დროს აღარ ისმის და ამოსვლის დროს ისმის, რა მაინტერესებს ეს პროცესი გარემო ტემპერატურაზე არის დამოკიდებული? თქვენიც ეგრეა?

Posted by: rest 9 Apr 2015, 18:21
დღეს ვიყიდე მეც პანასონიკის საცხობი SD-ZB2512, დღეს კი ვიყიდე უმაღლესი ხარისხის ფქვილი 2 კილოგრამიანი სასინჯად, მერე კი მინდა 25 კილოგრამიანის ყიდვა და მაინტერესებს სად ვიყიდო კარგი ფქვილი და რომელი ხარისხის ჯობია, ისე მუქ პურებს უპირატესობა ვანიჭებ და რომლით ჯობია გაკეთდეს, თქვენ გამოცდილი გექნებათ უკვე
lionlevel
პასპორტში წავიკითხე რომ გარემო პირობების შესაბამისად ირთვება თერმოსტატი
* * *
Lady HaWaI
გემრიელი გამოდის ჭვავის პური?! რა ღირს კილოგრამი თუ როგორ ყიდულობ?! ნაღდი ჭვავის ფქვილია?! წინასწარ მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: lionlevel 9 Apr 2015, 18:59
rest
მადლობა გამოხმაურებისთვის, მეც ზუსტად ეს მოდელი მაქვს, ძალიან კარგ პურებს აცხობს, უბრალოდ რაც დათბა მის შემდეგ ასე დაიწყო და ამიტომ ვიეჭვე, ისევ უნდა დავაკვირდე.

Posted by: rest 9 Apr 2015, 19:21
lionlevel
რომელი ფქვილით აცხობ, რომელი ხარისხისაა, არ დაგეზაროს და მომწერე, სად ყიდულობ, და რა ღირს

Posted by: tikusha 12 Apr 2015, 00:09
ე.ი სხვადასხვა ფქვილს სხვადასხვა დენობის წყალი ჭირდება
მოვკვდი, რამდენი ფქვილს გამოცვლი იმდენი 2-3 პურზე დამუღამება მჭირდება წყალი რამდენი ვუყო

Posted by: rest 12 Apr 2015, 21:59
სასინჯად გამოვაცხვე უმაღლესი ხარისხის ფქვილით და შემდგომ 1 ხარისხის ფქვილით, ორივეგან ერთიდაიგივე დოზით, მოკლედ მაგარი პური გამოვიდა. მაინტერესებს კახური ფქვილით როგორი გამოვა. ასევე მე-2 ხარისხით როგორი გამოვა

Posted by: lionlevel 19 Apr 2015, 20:01
rest
უმაღლესი ხარისხის ფქვილი, გორის ფქვილი ასე აწერია.

Posted by: rest 20 Apr 2015, 07:26
lionlevel
მადლობა smile.gif

Posted by: 死海. 20 Apr 2015, 12:48
QUOTE (Lady HaWaI @ 6 Apr 2015, 11:17 )
da_ra

ვიყავი და შევიძინე)) მე და ემზარი (გამყიდველი) გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შევთანხმდით))))

მოკლედ იმის მერე ვაცხობ და ვაცხობ ჭვავის პურს, ჩემებს ისე მოსწონთ რომ თეთრ პურამდე ვეღარ მივედი. არადა ყოველდღე ჭვავის პური დაგამძიმებს ადამიანს.

ისე მართლა გემრიელი გამოდის.

ვინ არის ემზარი? user.gif კარგი ფქვილი აქვს? რა ღირს კილო? ჭვავის მარცვლის ყიდვა და სადმე წისქვილში დაფქვა ხომ არ ჯობია?

Posted by: Angel-A 20 Apr 2015, 22:28
QUOTE
ჭვავის მარცვლის ყიდვა და სადმე წისქვილში დაფქვა ხომ არ ჯობია?



როგორ არ ჯობია, მაგრამ სადაა...
არ შემოდის საქართველოში ჭვავის მარცვალი.
თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, იქნებ დაწეროთ smile.gif

Posted by: GunsN 22 Apr 2015, 21:15
გამარჯობა, პურის საცხობები რო იყიდება ღირს მაგის შეძენა?
ვინმე ხმარობთ ეგეთ რამეს?

Posted by: nia4u 22 Apr 2015, 22:02
GunsN
QUOTE
გამარჯობა, პურის საცხობები რო იყიდება ღირს მაგის შეძენა?
ვინმე ხმარობთ ეგეთ რამეს?

მთელი ეს თემა მაგ საცხობების გამოცდილებაზეა.
წინა გვერდებს გადახედე smile.gif

Posted by: GunsN 24 Apr 2015, 13:51
nia4u
კი გადავიკითხე და რორც ვხვდები გორენიე ყველაზე ნორმალურია.

Posted by: rest 24 Apr 2015, 14:31
GunsN
გორენიე არ ვიცი როგორია, მაგრამ პანასონიკი გამოცდილი და ლიდერია პურის საცხობების წარმოებაში

Posted by: tikusha 24 Apr 2015, 23:26
GunsN
QUOTE
გამარჯობა, პურის საცხობები რო იყიდება ღირს მაგის შეძენა?
ვინმე ხმარობთ ეგეთ რამეს?

რა თქმა უნდა ვიყენებთ და არა ამრტო პურის საცხობად smile.gif

მაგ საცხობის შედეგად ჩემს შვილებს ხაჭაპურ-ლობიანი, ნაირნაირი ღვეზელები, პიცა და კექსები არ მოკლებიათ smile.gif

ცომს მიზელს ფანტასტიურს

Posted by: GunsN 25 Apr 2015, 17:31
rest
წინა გვერდებზე აქეს.
tikusha
ძაან კაი, ვაპირებ ყიდვას მეც სახლისთვის.

Posted by: zenon 29 Apr 2015, 21:24
tikusha

გამარჯობა, დიდი იმედებით ვიყიდეთ გორენიე 1200 ერთფორმიანი. ცომი ან ვარდება, ან სველი და "გაზეპილი" გამოდის პური. ვცადეთ სხვადასხვა ფქვილი, სხვადასხვა პროპორციები. რეცეპტების წიგნიც ზედმიწევნით გავითვალისწინეთ, ამ თემაში დაწერილი რეცეპტიც. იქნებ ერთი რომელიმე რეცეპტი (პროპორციები) დაწეროთ, რის მიხედვითაც აცხობთ. ძალიან დაგვავალებთ...



help.gif help.gif
* * *
@tikusha

გამარჯობა, დიდი იმედებით ვიყიდეთ გორენიე 1200 ერთფორმიანი. ცომი ან ვარდება, ან სველი და "გაზეპილი" გამოდის პური. ვცადეთ სხვადასხვა ფქვილი, სხვადასხვა პროპორციები. რეცეპტების წიგნიც ზედმიწევნით გავითვალისწინეთ, ამ თემაში დაწერილი რეცეპტიც. იქნებ ერთი რომელიმე რეცეპტი (პროპორციები) დაწეროთ, რის მიხედვითაც აცხობთ. ძალიან დაგვავალებთ...



help.gif help.gif

Posted by: rest 2 May 2015, 13:27
zenon
და მაგიტომ ვურჩევდი ფორუმელს პანასონიკს, მე ვიყიდე პანასონიკი და გადასარევად აცხობს თავისი რეცეპტების წიგნით, ზოგჯერ ზუსტად ვერ ვიცავ პროპორციებს , მაგრამ მაინც კარგს აცხობს.
გორენიე შედარებით ახალი ფირმაა, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასავლელი სანამ დაამტკიცებს, რომ ბრენდია, მანამდე კი გამოცდილი ფირმის საქონელი უნდა იყიდოთ.
თუმცა პანასონიკი კი დამიჯდა 400 ლარი, მაგრამ საერთოდ არ მანერვიულებს და რაც ვიყიდე საცხობი, პური არ მიყიდიაsmile.gif
ერთი რჩევა კიდევ , აუცილებლად რუსულ ფორუმებს გადახედე, იქ უფრო გათვითცნობიერებულნი არიან ყველაფერში, მათ შორის საცხობების რეცეპტებშიც-ფირმის მიხედვით მოძებნე მუშა რეცეპტი

Posted by: nia4u 2 May 2015, 15:00
rest
კარგია, რომ შენი საცხობი არ განერვიულებს,
მაგრამ რა ქნას ახლა ამ ადამიანმა, zenon-მა,
რომელმაც უკვე იყიდა გორენიეს საცხობი?
გადააგდოს და ახალი იყიდოს?



Posted by: rest 3 May 2015, 15:49
nia4u
ბოლომდე რომ წაგეკითხა ნახავდი რაც უნდა ქნას!

Posted by: dympi-Tauri 5 May 2015, 08:48
სახლში პურის ცხობის მთელი ხიბლი იმაშია, რომ საფუარისგან თავისუფალი ცომი უნდა გამოაცხო და ასე გამოიკვებო, შენცა და შენი ოჯახს წევრებიც. ჩემი რჩევა იქნება ტრადიციული წესით დამზადებული საფუარი გამოიყენოთ - როგორც ძველად. დღევანდელი პური არის მხოლოდ "დროჟი". გაუფრთხილდით შვილების ჟანმრთელობას...
* * *
1 სუფრის კოვზი თაფლი
1 სუფრის კოვზი ზეთი
100 გრამი ფქვილი ( უმაღლესი ხარისხის)
90-100 გრამი წყალი
ამ ყველაფერს მოზელ კარგად გადაიტან სამუშაო მაგიდაზე და დაამუშავე კარგად 10 წუთი. მერე მინის ქილაში ჰერმეტულად თავდახურულში და ზეთწასმულში გააჩერე თბილ ადგლიას 48 საათი. ამის შემდეგ მზად არის გამოყენებისათვის.
იხმარება პურის ცომში პიცის ცომში ბულკის ცომში და კულიჩის ცომში .
თუ გინდა რომ მუდმივად გქონდეს სახლში ყოველ 2 -3 დღეში უნდა გნაახლო: ყოველ 100 გრამ საფუარს ემატება 100 გრამი პქვილი 45-50 გრამი წყალი აურევ ერთმანეთში კარგად .

ნახევარი პორციით გამოდის 170 გრამი საფუარი

ბუნებრივ საფუარს აქვს ეს დოზები. 1 კილო ფქვილზე 250 გრამი საფუარი.
შეგიძლია გქონდეს მთელი ცხოვრება . უბრალოდ უნდა გამოკვებო.
ეს გამოკვება კიდე გამოიხატება ყოველ 2 - 3 დღეში ფქვილით გადაზელაში ყოველ 100 გრამ საფუარზე ვაამტებ 100 გრამ ფქვილს და 45 გრამ წყალს.

ყოველ გამოკვებაზე განაახლე 50 გრამი და ბევრი არ დაგროვდება .
თავიდან 2 კვირა ყველა დღე გამოკვებე . მჟავე სუნი ექნება და ეს ნორმალურია
რადგან სანამ ახალია არაა ბალანსი დარეგულირებული მაჟავიანობაზე.
ამიტომ უნდა ყოველდღიური განახლება რომ ეს ბალანსი აღდგეს . ასე რომ მაგ მჟავე სუნმა არ შეგაშინოს. გამოკვებავ და აღარ ექნება .
2 კვირის მერე უკვე 2-3 დღეში ერთხელ უნდა განახლება .
ახალი ფერმენტირებული წებოვანია . მერე უკვე რომ განნახლებ ელასტიურ გუნდა მიიღებ.
თავიდან 3 საათში უნდა გაორმაგდეს .2 კვირის მერე 3-4 საათში გაანხლებიდან უნდა გასამმაგდეს

სახლში მომზადებული 250 გრამი უნდა 1 კილო ფქვილზე . თუ საფუარი დიდი ხნისაა კარგად მოვლილი და ჯანსაღი მაშინ 150 ც ყოფნის 1 კილოზე

Posted by: nia4u 5 May 2015, 12:03
rest
ბოლომდე კი წავიკითხე, მაგრამ შესავალი არ მომეწონა...

Posted by: rest 5 May 2015, 21:09
dympi-Tauri
კარგი ქენი, ეს რეცეპტი რომ დაწერე, ბუნებრივი საფუარი მართლაც კარგია, თუმცა ამისი ადაპტაცია საცხობთან როგორ უნდა მოვახდინოთ ეგაა პრობლემა smile.gif მე მაგალითად 600 გრამ ფქვილს, 370 მლ წყალს, 2 ჩ/კ ზეთს 2 ს/კ მარილს ვყრი ჩემს საცხობში, ხო დროჟი 1 ს/კ

nia4u
შესავალი, რომ არ მოგეწონა ეს არ გაძლევს უფლებას რიტორიკული და უკმაყოფილო ტონით წერო აქ ! შესავალი მე რომ დავწერე არის რეკომენდაცია, თუ რომელი საცხობი ჯობია, თუ არადა გინდა ილიტეკი გიყიდია და გინდა კრაზის ფირმის smile.gif

Posted by: nia4u 5 May 2015, 22:18
rest
QUOTE
შესავალი, რომ არ მოგეწონა ეს არ გაძლევს უფლებას რიტორიკული და უკმაყოფილო ტონით წერო აქ !

ზუსტადაც, ფორუმი მაძლევს იმის უფლებას, რომ არ ავიტანო ირონიული ტონი არც ჩემს და არც თანაფორუმელის მიმართ!
მითუმეტეს, რომ ის იუზერი შენ არც რჩევას გთხოვდა და არც დახმარებას!

Posted by: tikusha 6 May 2015, 22:02
რას ერჩით გორენიეს?? მე კმაყოფილი ვარ

Posted by: 死海. 11 May 2015, 00:36
ამ რეცეპტით გავაკეთე

მომეწონა, ახლად გამომცხვარი ძალიან გემრიელია. ხვალისთვისაც კარგი იქნება იმედია.

Posted by: kato_stropa 11 May 2015, 04:51
QUOTE (Lady HaWaI @ 6 Apr 2015, 11:17 )
da_ra

ვიყავი და შევიძინე)) მე და ემზარი (გამყიდველი) გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შევთანხმდით))))

მოკლედ იმის მერე ვაცხობ და ვაცხობ ჭვავის პურს, ჩემებს ისე მოსწონთ რომ თეთრ პურამდე ვეღარ მივედი. არადა ყოველდღე ჭვავის პური დაგამძიმებს ადამიანს.

ისე მართლა გემრიელი გამოდის.

ააააა,ეხლა დეტალურად დამიწერე როგორ მივიდე ემზარიმდე biggrin.gif ოცნებად გადამექცა ჭვავის პურის გამოცხობა და დიდად დამავალებ თუ მეტყვი და პროპორციებსაც,როგორაცხობ. ანუ 40% ჭვავი და 60 თეთრი თუ???

dympi-Tauri
საფუარი მაცივარში უნდა ინახებოდეს?

თქვენ გაიხარეთ,ოქრო რჩევებისთვის!

ესეც ჩემი საწყალი პურუკები თქვენი ბრწყინვალებების გვერდით smile.gif)
ნედლი ქინძით და აჯიკით

Posted by: Dr_Zuzumbo 26 May 2015, 16:43
პურის რეცეპტი ნატურალური, სახლში გაკეთებული საფუარით

“საფუარი”:

1000 გრ. წყალი
500 გრ. კარგი ხარისხის ქიშმიში
250 გრ. შაქარი
100 გრ. თაფლი

გაათბე წყალი მიახლოებით 32 გრადუსამდე. ყველა ინგრედიენტი ისეთ ჭურჭელში მოათავსე, რომელიც კარგად იხუფება. დაახურე სარქველი და შეაჯანჯღარე კარგად. მოუათავსე ჭურჭელი თბილ ადგილას, 26-28 გრადუსი.
4-8 დღემდე მიეცით საშუალება დუღილის პროცესის დაწყებისათვის. დღეში ერთხელ შეაჯანჯღარე.
ზედაპირზე ქაფი უნდა წარმოიქმნას და ალკოჰოლის სუნი უნდა იგრძნოთ, როცა მზადაა. მოაშორეთ ჭაჭა, გადაასხით ბოთლში. 2 თვე ასეთი საფუარი მაცივარში მშვენივრად შეინახება და ბევრ პურს გამოგიცხობს.



“Mother- საფეხური”:

60 გრ. გაკეთებული საფუარი
80 გრ. თეთრი ფქვილი

კარგად მოზილე, ჩადე მოსახუფ ქილაში და დადგი თბილ ადგილას 4 საათი.



"Chef-საფეხური":

მთელი დედა
60 გრ. წყალი
80 გრ. თეთრი ფქვილი

კარგად მოზილე მოხუფე ქილაში და დადგი თბილ ადგილას 4 საათი, ან მთელი ღამე. (დახუფული კარგად ინახება მაცივარში 2 კვირა)



“Levain-საფეხური”:


100 გრ. “Chef” ცომი
300 გრ. წყალი
540 გრ. თეთრი ფქვილი



ხუთი წუთი კარგად ზილე ცომის საზელ მანქანაში, ან ხელით. გადაიტანე თავსახურიან ჭურჭელში და 5-6 საათით, ან მთელი ღამე დადგი თბილ ადგილას.
(დახუფული კარგად ინახება მაცივარში 1 კვირა)




“თეთრი Levain პური”(2 პური):



500 გრ. თეთრი ფქვილი
400 გრ. Levain

315 გრ. წყალი
10 გრ. ზღვის მარილი



მარილის გარდა ყველაფერი ჩაყარე ერთად მოზილე ცომის საზელ მანქანაში, ან ხელით 13 წუთი. დაამატე მარილი და კიდევ 7 წუთი ზილე. დააფარე ზედ კარგად დადგი თბილ ადგილას 2-2.5 საათით. უნდა ორმაგად გაფუვდეს.
ამოიღე ფქივლმოყრილ მაგიდაზე და გაყავი ორად. გააკეთე გუნდები. მოაყარე ფქვილი, გადააფარე ჩაის ტილო და დადგი თბილ ადგილას 60-90 წუთით. როცა გაფუვდება დასერე რამდენიმე ადგილას დანით.
ამასობაში ჰაერღუმელი გაახურე 240 გრადუსზე. დადგი ლითონის ჭურჭლით წყალი, რათა ტენიანობაც იყოს ღუმელში. ასევე გქონდეს ღუმელში გახურებული ლითონის “პროწივენი” (კარგია პიცის საცხობი ქვა) რომელზედ პურის გუნდებს დადებთ. 5 წუთის შემდეგ ტემპერატურა დააგდეთ 200 გრადუსამდე და აცხვეთ 10 წუთი. გამოაღეთ რამოდენიმე წამით ღუმელის კარი და გააგრძელეთ ცხობა 20 წუთი. გამოაღე ღუმელის კარი რამოდენიმე წამით და გააგრძელე ცხობა 15 წუთი. სულ 50 წუთი უნდა ცხვებოდეს.

გამოიღე პური ღუმელიდან და ხელის შესაპკურებლით შეაპკურე ცოტაოდენი წყალი.



პური მზადაა smile.gif

Posted by: lukanini 26 May 2015, 20:07
Dr_Zuzumbo
მეც ხშირად ვიყენებ ხოლმე ქიშმიშის ფერმენტს.მომწონს მაგის პური განსაკუთრებული არომატი აქვს.ოღონდ მე თაფლს არ ვუშვები, მასეთსაც ვსინჯავ აუცილებლად. https://forum.ge/?f=82&showtopic=34223468&st=600

Posted by: Dr_Zuzumbo 27 May 2015, 10:45
ბარემ სურათსაც დავდებ ზემოთ დადებული რეცეპტით გამოცხვარის პურისას
ორი დღის წინ გამოვაცხვე

user posted image

Posted by: nia4u 27 May 2015, 21:51
Dr_Zuzumbo
გმადლობთ 2kiss.gif

Posted by: natataaa 3 Jun 2015, 00:03
nia4u

ლა ფრანსის პური არ გამისინჯავს, მაგრამ ბახტრიონზეა საცხობი სადაც უსაფუარო პურს აცხობენ. ძალიან გემრიელია, არ შეიცავს შაქარს, საფუარს, ქიმიურ დანამატებს.
გადავუღებ ხვალ სურათს და დავდებ smile.gif

Posted by: Ambre 3 Jun 2015, 12:49
natataaa
სადაა ბახტრიონზე, რა ადგილას?
თუ შეგიძლია ზუსტი მისამართი დაწერე

Posted by: natataaa 4 Jun 2015, 11:14
Ambre

ფანასკერტელზე არის უფრო სწორად, სუპერმარკეტ მერკურისთან თონე.
ახლობემა მირჩია და ძალიან მომწონს, ქართული ხორბლისგან არის დამზადებული (წითელი დოლი, დიკა, შავფხა),
ვცდილობ სხვა პური აღარ ვიყიდო ხოლმე smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Ambre 4 Jun 2015, 12:57
natataaa
მადლობა,
აბა გავსინჯავ...
რა პრობლემაა თბილისში ნორმალური პურის ყიდვა sad.gif

Posted by: vaho 4 Jun 2015, 15:24
აი ასეთი "ბუხანკა" პური იყიდება სადმე თბილისში?

Posted by: vaho 4 Jun 2015, 17:51
ან ასეთი............................................................

Posted by: natataaa 5 Jun 2015, 11:16
Ambre

დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, მარილიც კი ჰიმალაის არის გამოყენებული (ეტიკეტზე არის მითითებული) აი ძალიან სასარგებლო და გემრიელია.
უბრალოდ კარგი შეგრძნებაა როცა იცი რომ მაგარ პროდუქტს აწვდი შენს შვილებს და შენს ორგანიზმსაც smile.gif ნუცუბიძედან დავდივარ ფანასკერტელზე პურის საყიდლად :დ
სახლში გამომცხვარს რა ჯობია, თუ გაქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი და თანაც თუ ეს bio/ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი/ებია, და თანაც არ მუშაობ, დიდიიი ოჯახი არ გყავს...
მე სამწუხაროდ სახლში გაკეთებას ვერ ვახერხებ, ამიტომაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი "წყაროების" მიგნება.

Posted by: Angel-A 5 Jun 2015, 13:29
natataaa
QUOTE
დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, მარილიც კი ჰიმალაის არის გამოყენებული (ეტიკეტზე არის მითითებული) აი ძალიან სასარგებლო და გემრიელია.
უბრალოდ კარგი შეგრძნებაა როცა იცი რომ მაგარ პროდუქტს აწვდი შენს შვილებს და შენს ორგანიზმსაც  ნუცუბიძედან დავდივარ ფანასკერტელზე პურის საყიდლად :დ
სახლში გამომცხვარს რა ჯობია, თუ გაქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი და თანაც თუ ეს bio/ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი/ებია, და თანაც არ მუშაობ, დიდიიი ოჯახი არ გყავს...
მე სამწუხაროდ სახლში გაკეთებას ვერ ვახერხებ, ამიტომაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი "წყაროების" მიგნება.


ძალიან კარგია.
სასარგებლო ინფორმაციაა smile.gif
არც მეგონა ვინმე თუ იყენებდა ჰიმალაიურ მარილს პურის გამოსაცხობად.
მეც ვერ ვახერხებ ჯერჯერობით სახლში გამოცხობას, ასე რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ეს ,,წყარო"

ამ ინფორმაციას თქვენი ნებართვით გვერდით თემაში გადავიტან....

Posted by: somewe 9 Jun 2015, 14:31
ახლახანს ვნახე ფეისბუქზე იფქლის აფდეითი. გავოცდი, შავი პური თეთრივითაა. ნეტა მართლა ასე უნდა იყოს? http://tiny.cc/68n7yx რო არ ვაცხობ, წარმოდგენა არ მაქვს რა ფერი უნდა იყოს შავი ფქვილი სინამდვილეში. tongue.gif გაქვთ რომელიმეს გამოცდილება?

Posted by: Angel-A 9 Jun 2015, 16:41
natataaa

ვიყავი საცხობში და შევიძინე ეს პური.
მომეწონა ძალიან,
ეტყობა რომ ჯანმრთელი საკვებია.
იმედია მომავალში არ გააფუჭებენ...

Posted by: lukanini 9 Jun 2015, 20:11
somewe
ზუსტადაც რომ მასეთი უნდა იყოს.მე ვყიდულობ ხოლმე ეკოლოგიურ ქვის წისქვილზე დაფქულ ფქვილს,არაჩვეულებრივ გემოს აძლევს პურს.
* * *
Dr_Zuzumbo
თქვენს მიერ დადებული რეცეპტის მიხედვით.პატარა მოდიფიკაცია გავუკეთე ფქვილის 100 % შევცვალე თეთრი 80% _ით და 20% შავი ფქვილით და წყლის რაოდენობა გავზარდე 75%_ით.დიდი მადლობა რეცეპტისთვის.
user posted image
user posted image

Posted by: somewe 10 Jun 2015, 10:53
ლამაზად გამოიყურება!

მადლობა, ლუკანინი! მე რატომღაც შავი ფქვილი მართლა შავი წარმომედგინა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სინამდვილეში შავი პური მოთეთროა... რას არ გაიგებ smile.gif კარგია, რომ ჯანსაღი კვება ახლა ჩვენთანაც თემაა და ამას ხალხი ყურადღებას აქცევს. კარგია!

Posted by: Angel-A 10 Jun 2015, 12:14
lukanini
QUOTE
მე ვყიდულობ ხოლმე ეკოლოგიურ ქვის წისქვილზე დაფქულ ფქვილს,არაჩვეულებრივ გემოს აძლევს პურს.


აქ ყიდულობთ, საქართველოში?
რა ადგილას?

Posted by: lukanini 10 Jun 2015, 16:00
Angel-A
სამწუხაროდ არ ვიმყოფები საქართველოში.

Posted by: natataaa 12 Jun 2015, 12:58
Angel-A

მიხარია რომ მოგეწონათ smile.gif
არ გააფუჭებენ...
ჯერ იმიტომ რომ 5 წელზე მეტია ბაზარზე არიან , და თავდაპირველი მიზანი ფულის კეთება და "აშენება"არ ყოფილა...თავის თავის გამართლება და სასიკეთო საქმის გაგრდძლება...
მერე კიდე იმიტომ რომ ვისი იდეაც იყო და ვიცი რეცეპტით და მონდომებით გაკეთდა, პირველი მომხმარებელი თავად ეგ ადამიანია (ექიმი, ჯანსაღ კვებაზე გადაკეტილი რომ აქვს ისეთი smile.gif და თავის ოჯახი , რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე თუნდაც ვინმეს იქ მომუშავეს ჰქონდეს მცდელობა ხარისხი გააფუჩოს, ვერ გამოუვა smile.gif
ამიტომაც ვარ მშვიდათ და იმედიანათ smile.gif

პ.ს. მალე ჯანსაღ და გემრიელ ნამცხვარსაც გვპირდებიან

Posted by: nia4u 12 Jun 2015, 14:05
natataaa
იქნებ ფილიალები გახსნან...

Posted by: somewe 12 Jun 2015, 15:15
nia4u, natataaa,

ეს სად ხდება? თბილისში? და რატომაა მისი პური ჯანსაღი? როგორ აცხობს? მაგრა მაინტერესებს. მადლობა!

Posted by: nia4u 12 Jun 2015, 17:38
somewe
წინა გვერდზე წერია ყველაფერი

Posted by: tikusha 13 Jun 2015, 22:29
სახლში მომზადებული საფუარით მინდა ვაცხობდე პურებს და გული ვერ დავუდე მაგის მომზადებას

არადა იმიტომ ვიყიდე საცხობი, რომ ჯანსაღი პური მეჭამა და ეს მშრალი საფუარები საშინელებაა


Posted by: natataaa 14 Jun 2015, 00:12
somewe
მე რა ინფორმაციაც გამაჩნია...

პროდუქტის რეგულარული, ყოველდღიური გამოყენება განაპირობებს თანამედროვე ადამიანის არაბალანსირებული კვებით განვითარებული პრობლემების აღმოფხვრას.
აუმჯობესებს ორგამიზმის ბუნებრივ ენერგეტიკულ ბალანსს
· ანვითარებს დანაყრების შეგრძნებას, ამცირებს მადას;
· აუმჯობესებს იმუნიტეტს;
გააჩნია ორგანიზმის გამწმენდი მოქმედება; ახდენს კარცენოგენული, ტოქსიური ნივთიერებების, მძიმე მეტალების, რადიონუკლეარების, საკვები პროდუქტების დაშლისას გამოყოფილი მავნე პროდუქტების ადსორბცირებას და მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.
· ბოჭავს ქოლესტერინს, გამოიყენება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის;
· სახამებლის ნელი დაშლა განაპირობებს პროგრესული და აქტიური შაქრიანი დიაბეტის მაპროვაცირებელი ფაქტორების აღმოფვხრას
აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას;
ეხმარება წონის კორექციაში, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმების წვის დაჩქარებას;
გამოიყენება, როგორც საკვები უჯრედისის წყარო ღვიძლის ფუნქციის დარღვევის; ნაღვლის ბუშტის; კუჭქვეშა ჯირკვალის, გასტრიტის, გასტროდუოდენიტის, ენტეროკოლიტის, ყაბზობის, გაცხიმოვნების, მსხვილი ნაწლავის სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისას. აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას; აადვილებს ნაწლავების დაცლას.
აუმჯობესებს ნაღვლდენას(ნაღვლმდენი ეფექტი) და ფერმენტების სეკრეციას;
განაპირობებს ზედმეტი სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან.
პროდუქტის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების გათვალიწინებით, აქტიურად გამოიყენება სპორცმენთა კვებაში.
ასევე რეკომენდირებულია ჟანსაღი კვებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

I guess it more than enough smile.gif

* * *
nia4u

სამწუხაროდ ახლო მომავალში ფილიალების გახსნას ვერ გეგმავენ. ძალიან რთული გასაკონტროლებელი იქნება რამოდენიმე საცხობი, სუფთა პროდუქტების წარმოება ბევრ (გარე და შიდა) სიძნელეებთან არის დაკავშირებული და ხარისხის შენარჩუნება ქსელის შემთხვევაში ამ ეტაპზე გაგვიჭირდებაო...

Posted by: lukanini 15 Jun 2015, 00:02
tikusha
იქნებ ქიშმიშის საფუარი გესინჯა. რეცეპტი წინა გვერდზეა.ძალიან ადვილი მოსამზადებელია.

Posted by: tikusha 15 Jun 2015, 20:45
lukanini
ვერ მოვინდომე ერთი რომ ვცადო

სულ გამოკვება რომ უნდა ეგ მკლავს

Posted by: აბულაბას 18 Jun 2015, 11:32
გამარჯობა ხალხნო
პურის საცხობი ვიყიდე სახლისთვუს
მირჩიეთ კაი რეცეპტები რა

Posted by: lukanini 18 Jun 2015, 15:14
tikusha
კარგად რომ მოძლიერდება მაცივარში შეინახე და კვირაში ერთხელ შეგიძლია გამოკვებო თუ არ ხმარობ.

Posted by: tikusha 18 Jun 2015, 21:47
აბულაბას
თვითონ არ მოყვება?

Posted by: აბულაბას 18 Jun 2015, 22:28
tikusha
ჰო ეხლა ვნახე
მრავლად მოყოლია

Posted by: funcargo 24 Jun 2015, 22:38
გოგოებო მარტოხელა მამაკაცს მასწავლეთ რამე ადვილის გაკეთება ან შაურმა როგორ გავაკეთო სახლის პირობებში

Posted by: nia4u 25 Jun 2015, 13:30
funcargo
მთელი თემაა მარტოხელა მამაკაცებზე და მათ რეცეპტებზე
https://forum.ge/?f=82&showtopic=34629796
ჯერ აქ დადებული რეცეპტები აითვისე და ახლებს მერე გასწავლით smile.gif

Posted by: funcargo 25 Jun 2015, 14:30
QUOTE
მთელი თემაა მარტოხელა მამაკაცებზე და მათ რეცეპტებზე
მარტო მცხოვრები კაცების კლუბი
ჯერ აქ დადებული რეცეპტები აითვისე და ახლებს მერე გასწავლით

რა საყვარელი ხარ რა გქვია?

Posted by: Dr_Zuzumbo 2 Aug 2015, 14:14
როგორც იქნა ზუსტად ის ქიშმიში და თაფლი ვიპოვე, რომლითაც დღეს თითქმის იდეალური შემადგენლობისა გამოვაცხვე.
მსუბუქი, ხრაშუნა იფ, იფ

Posted by: KDI 6 Aug 2015, 21:26
გამარჯობათ , პურის საცხობის ყიდვას ვაპირებ და რომელ მოდელს მირჩევდით???ზედმეტი "ნავაროტკების" გარეშე რომ იყოს, ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია ხარისხიანად აცხობდეს პურს

Posted by: Maiko Shamugia 6 Aug 2015, 21:51
Dr_Zuzumbo
ძალიან ლამაზად გამოიყურება პური. ანუ განსხვავებული თაფლი და ქიშმიში უნდა?

Posted by: Dr_Zuzumbo 7 Aug 2015, 01:28
QUOTE (Maiko Shamugia @ 6 Aug 2015, 21:51 )
Dr_Zuzumbo
ძალიან ლამაზად გამოიყურება პური. ანუ განსხვავებული თაფლი და ქიშმიში უნდა?

კარგი ხარისხის ქიშმიში აუცილებლად. წინაზე ეტყობა არ იყო სულ მთლად საუკეთესო.
შავ ქიშმიშს არ გირჩევთ.
თაფლი ცხელი და გამჭვირვალე არა, სქელი რომაა, მოთეთრო

Posted by: Maiko Shamugia 7 Aug 2015, 10:32
Dr_Zuzumbo
ააა ოკ. ჩავინიშნავ. ისეთი ლამაზი პურია ჩვენთან საცხობებში არაა მასეთი smile.gif. მადლობაა !

Posted by: rest 8 Aug 2015, 22:47
KDI
მე პირადად პანასონიკის ფირმის მაქვს, ცოტა ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხიანად და ზედმეტი პრობლემების გარეშე აცხობს პურს. გირჩევ პანასონიკს

Posted by: pato-7 10 Aug 2015, 00:15
აქ ვიკIთხავ, გორენიეს პურის საცხობი გამიფუჭდა sad.gif და სად გავაკეთებინო? გარანტია გაუვიდა

Posted by: Maiko Shamugia 10 Aug 2015, 00:51
pato-7
სადაც გარანტიით აკეთებინებდნენ. მხოლოდ ფასს გამოგართმევენ. რომელ სერვისცენტრთან აქვა ხელშეკრულება მაღაზიაში იტყვიან სადაც შეიძინე.

Posted by: mariku 26 Aug 2015, 13:33
გამარჯობათ, შევიძინე პურის საცხობი PANASONIC SD-ZB2502BTS. პირველ ჯერზე გამოვაცხვე პური და არ გამოვიდა, მუქი ფერი დავაყენე და გარედან კარგად არ დაიბრაწა და შიგნითაც ოდნავ ცომივითაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? საცხობი არ ვარგა? დენი არ ყოფნის თუ არასწორად ვიღებ ინგრედიენტებს? კიდევ ერთ კითხვა PANASONIC SD-ZB2502BTS და PANASONIC SD-ZB2512KTS შორის რა სხვაობაა? რომელი ჯობია? ფასით მე რომლიც ვიყიდე ის უფრო ძვირია და ოპერაციებს PANASONIC SD-ZB2512KTS ეს უფრო მეტს აკეთბს მგონი და #####უვდი sad.gif(( 520ლარამდე დამიჯდა დაახლოებით განვადებით.გთხოვთ მომწერეეთ პასუხიი

Posted by: rest 26 Aug 2015, 17:55
რაღაც აშკარად აგერია ინგრედიენტების წონაში ან რაოდენობაში, რომ არ დაბრაწა შაქრის ბრალია, ალბათ ცოტა ჩაყარე, მოკლედ წიგნის მიხედვით გააკეტე ზუსტად და გამოვა, შიგნით თუ ცომივითაა ალბათ დროჟი დააკელი, ან პროგრამა აარჩიე არასწორად, მოკლედ მე როგორ ვაცხობ გეტყვი- 600 გრამი ფქვილი, 370 მლ წყალი, ერთი კოვზი დროჟი(პლასტმასის კოვზი რომ მოყვება პატარა საზომით), 2 კოვზი ისევ პატარა საზომი კოვზით მარილი, და 2 კოვზი დიდი საზომით შაქარი-ასევე ზეთი 2 კოვზი დიდი საზომით-რიგითობა წიგნში რომ წერია ისე დაიცავი- ანუ ფქვილი, შემდეგ შაქარი და მარილი ჩაყარე, შემდეგ ზეთი და წყალი, რომ ჩადებ ქვაბში, შენსას თუ ცალკე აქვს დროჟის ჩასაყრელი დროჟს ჩაყრი- დააყენებ პროგრამა 2 ზე, რაც 4 საათი და 55 წუთი . ეს ყველაფერი წიგნში წერია. თუ უფრო სწრაფი გინდა სხვა პროგრამა შეარჩიე, მაგრამ ინგრედიენტები იცვლება, წიგნში წერია ყველაფერი

Posted by: KDI 30 Aug 2015, 02:42
mariku
რაღაცას აკეთებ არასწორად, ინტრუქცია დაიცავი როგორც წერია


ZB2502 =ზე 1 პროგრამაა 4 საათიანი , 2 ორ საათიანი

ახალი ნაყიდი მაქვს მეც და უკვე ხაზები გაუჩნდა მრგავალდ ვედროს ძირზე, და თქვენთანაც ეგრეა?

პ.ს. 600 გრამი ბქვილი არის, ლაფათქის წვერის სწორად რომ გასწორდება, და წყალი თავის ჭიქა პირამდე სავსე

Posted by: i_am_goddess 23 Sep 2015, 16:49
გგამარჯობათ კარგო ხალხო smile.gif


პურის საცხობის ყიდვა მინდა სახლისთვის, ვათვალიერებ ინტერნეტში მაგრამ დიდად ვერ ვხვდები განსხვავებებს, კონსულტანტებს არ ვენდობი smile.gif
მირჩიეთ რამე თქვენი პრაქტიკიდან, რას იყენებთ, რომელი ჯობია.

Posted by: KDI 23 Sep 2015, 23:57
i_am_goddess
PANASONIC ZB2502

Posted by: rest 25 Sep 2015, 22:52
i_am_goddess
პანასონიკი ერთმნიშვნელოვნად

Posted by: Manuelo Costa 26 Sep 2015, 10:18
i_am_goddess
მეც ცალსახად პანასონიკს გირჩევ

Posted by: 365 12 Oct 2015, 09:47
გამარჯობათ, უმაღლესი ხარისხის ფქვილი –"იფქლი" აღარ გამოდისო მართალია?
და თუ მართალია, აბა რომელ ფქვილს მირჩევთ?

Posted by: rest 13 Oct 2015, 21:11
მე კარმენს ვხმარობ 1 ხარისხი, ძალიან კარგი პური გამოდის
პროგრესს არ გაეკარო, ერთხელ ვიყიდე და ფქვილი არ ვარგოდა

Posted by: kato_stropa 14 Oct 2015, 15:00
Солод ржаной - ესეთი რამე იყიდება ჩვენთან?
იარმარკას ჭვავის ფქვილი ვიყიდე და პური მინდა გამოვაცხო.
რეკომენდაციებს ხომ ვერ მომცემთ? პირველად უნდა ვცადო

Posted by: იფქლი 28 Oct 2015, 17:46
ძვირფასო მომხმარებლებო!

თქვენ ხშირად მოგვმართავთ კითხვებით პურის შემადგენლობისა და უვნებლობის შესახებ. ხვალ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას! მოგვწერეთ კითხვები თემაზე "პური და ვიტამინები" თაგით #ჰკითხეიფქლს. თქვენს კითხვებს "იფქლის" მთავარი ტექნოლოგი, პურის წარმოების ერთერთი საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში, ბატონი გელა კოდალაშვილი უპასუხებს.

არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან, შემოგვიერთდით! http://on.fb.me/1H9F1OH


Posted by: Universe 28 Oct 2015, 19:20
იფქლი
12:00 - 13:00-ა შუადღის საათები.

1:00 ღამეა



Posted by: nia4u 1 Nov 2015, 18:01
იფქლი
ეს თემა არის იმაზე, თუ როგორ გამოვაცხოთ სახლში ჯანსაღი და გემრიელი პური...
თქვენც თუ გაეცნობით ამ თემას, იქნებ თქვენი პურის ხარისხიც გააუმჯობესოთ და შეღებილი პური აღარ მოგვყიდოთ...
ასევე შეეშით სხვა პურების სახელების და ეტიკეტების გადაკოპირებას, საკუთრი პროდუქციის გასაღების მიზნით...
გმადლობთ smile.gif

Posted by: იფქლი 4 Nov 2015, 09:27
nia4u ნია, ცხობის თემაზე დისკუსია ყველას გამოადგება, იმისდა მიუხედავად, ის სახლში თუ საწარმოში აცხობს პურს. თუ რამე კითხვები გექნებათ პურის ცხობასთან დაკავშირებით, არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდით. https://www.facebook.com/Ipkli.ge/

რაც შეეხება რუხ პურს, ჩვენ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს ვიყენებთ. სამწუხაროა, რომ ჯანსაღი ფერის ამოცნობას ბევრი ვერ ახერხებს. შავი პურის ფერს ივლისის განმავლობაში კამპანია მივუძღვენით. თუ დაგაინტერესებთ, გაეცანით. http://bit.ly/1Pc5YZD
* * *
Universe
სამხედრო სიზუსტით თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. გავითვალისწინებთ მომავალში. ჩვენ ვიფიქრეთ 1 უფრო ადვილი აღსაქმელი იქნებოდა. მადლობა!

Posted by: nia4u 4 Nov 2015, 15:24
იფქლი
QUOTE
სამწუხაროა, რომ ჯანსაღი ფერის ამოცნობას ბევრი ვერ ახერხებს.

რას მეუბნებით, რა ჯანსაღი ფერის ამოცნობა, ზოლები ქონდა პურს საღებავის... biggrin.gif
და მარგებელს და ამარანტს რომ მოპარეთ სახელები და შეფუთვები მაგაზე რას მეტყვით? rolleyes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 15 Nov 2015, 22:14
დღეს გამომცხვარი პური ჩვენი არსობისა user.gif

Posted by: Sang_Cule 16 Nov 2015, 01:58
ერთი შეკითხვა მაქვს.
უფრო ეკონომიურია თქვენი აზრით სახლში, პურის საცხობში გამოცხობა, ვიდრე ყიდვა??
დილეტანტი ვარ ამ საქმეში smile.gif
* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
დღეს გამომცხვარი პური ჩვენი არსობისა

ეს როგორ გამოაცხვე?

Posted by: Dr_Zuzumbo 16 Nov 2015, 06:41
QUOTE (Sang_Cule @ 16 Nov 2015, 01:58 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
დღეს გამომცხვარი პური ჩვენი არსობისა

ეს როგორ გამოაცხვე?

https://forum.ge/?f=82&showtopic=34223468&st=840

Posted by: rest 16 Nov 2015, 17:42
Sang_Cule
მე კი გამომდის ეკონომია, მაგრამ აქ უმთავრესად შედარებით ჯანსაღი პურის გამოცხობა უფრო პრიორიტეტულია!

Posted by: nia4u 16 Nov 2015, 18:57
Sang_Cule
QUOTE
უფრო ეკონომიურია თქვენი აზრით სახლში, პურის საცხობში გამოცხობა, ვიდრე ყიდვა??

პურის საცხობი იქნება თუ ელექტრო ან გაზის ღუმელი, ყველა ვარიანტში უფრო ეკონომიურია...
ოღონდ დროის ფაქტორია გასათვალისწინებელი...
Dr_Zuzumbo
QUOTE
დღეს გამომცხვარი პური ჩვენი არსობისა

საოცარ პურებს აცხობთ...
love.gif

Posted by: nia4u 21 Nov 2015, 19:43
"Еда живая и мертвая". "Хлеб".
საინტერესო გადაცემაა, დრო თუ გექნებათ, ნახეთ...
http://telepoisk.com/peredacha-tv-archiv/647320137/21-11-2015
(დასაწყისში წინა გადაცემაა და რამდენიმე წამში იწყება პურზე)

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Nov 2015, 20:05
ფრანგული პროვინციული პური
ორი სახეობის ხორბლის ფქვილი და ცოტა ჭვავი

Posted by: lukanini 24 Nov 2015, 18:38
რამდენი ხანია აქეთ აღარ დამიპოსტავს.პურის ცხობა არ შემიწყვეტავს და ამ გვერდსაც ყოველთვის თვალს ვადევნებ. smile.gif ესეც ჩემი ამ ბოლო დროინდელი პურების ფოტოკოლაჟი

http://pix.ge/
ირანული პური
http://pix.ge/
ფრანგული ბაგეტი
http://pix.ge/
ებრაული პური Jalá (Challah)
http://pix.ge/
http://pix.ge/
ცოტა უცნაური სახოლწოდების პური.გერმანელი ფერმერის პური smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
მარცვლოვანი პური

Posted by: juveman1 1 Dec 2015, 12:28
ყაყაჩოს მარცვლები იშოვება სადმე? შავი მარცვლები რომ აყრია ხო ეგ არის?

Posted by: fermina 1 Dec 2015, 12:39
<a>juveman1</a>
არა, აკრძალულია ჩვენთან.
ევროპაში კი ბატონო.

თბილისში ნორმალური პური არ იყიდება. მაღაზიებში და მარკეტებში ნაგავს ყიდიან.

მარტო რამდენიმე ადგილს არის რაღაც სპეცსაცხობები. ყოველდღე სხვა უბანში ჰო ვერ ივლი პურისთვის?

Posted by: viblz 1 Dec 2015, 17:50
ყიფშიძეზე თუ მოხვდებით იქ ნიკორასთან და gpc-სთან მოპირდაპირე მხარეს გახსნეს პურის საცხობი. ექსკლუზიურად მარტო პური იყიდება მაღაზიაში მეტი არაფერი.


შეფასება მითხარით მერე smile.gif

Posted by: nia4u 2 Dec 2015, 16:19
lukanini
არაჩვეულებრივი ნახელავებია!
ჩემი აღფრთოვანებები შენ! 2kiss.gif
დრო თუ გექნება, ფრანგული ბაგეტის რეცეპტი იქნებ მოგვაშველო smile.gif
zanduki კითხულობდა ამასწინათ smile.gif

Posted by: Sang_Cule 3 Dec 2015, 14:16
კომპეტენტურებო და გამოცდილებო. მინდა ამ დღეებში შევიძინო პურის საცხობი და ბარემ თუ ვიყიდი, მინდა საუკეთესო ვიყიდო, ყველა კარგი ფუნქციებითა და ა.შ
მირჩიეთ ფირმა და მოდელი და მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: del desierto 3 Dec 2015, 15:50
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 26 May 2015, 16:43 )
პურის რეცეპტი ნატურალური, სახლში გაკეთებული საფუარით

“საფუარი”:

1000 გრ. წყალი
500 გრ. კარგი ხარისხის ქიშმიში
250 გრ. შაქარი
100 გრ. თაფლი

გაათბე წყალი მიახლოებით 32 გრადუსამდე. ყველა ინგრედიენტი ისეთ ჭურჭელში მოათავსე, რომელიც კარგად იხუფება. დაახურე სარქველი და შეაჯანჯღარე კარგად. მოუათავსე ჭურჭელი თბილ ადგილას, 26-28 გრადუსი.
4-8 დღემდე მიეცით საშუალება დუღილის პროცესის დაწყებისათვის. დღეში ერთხელ შეაჯანჯღარე.
ზედაპირზე ქაფი უნდა წარმოიქმნას და ალკოჰოლის სუნი უნდა იგრძნოთ, როცა მზადაა. მოაშორეთ ჭაჭა, გადაასხით ბოთლში. 2 თვე ასეთი საფუარი მაცივარში მშვენივრად შეინახება და ბევრ პურს გამოგიცხობს.




ხომ ვერ მეტყვით, ასე მომზადებული საფუარი რა პროპორციით უნდა გამოვიყენო პურის საცხობში, 1000 გრამიან ჩვეულებრივ თეთრ პურს ვაცხობთ ხოლმე.

Posted by: Dr_Zuzumbo 3 Dec 2015, 19:33
QUOTE (del desierto @ 3 Dec 2015, 15:50 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 26 May 2015, 16:43 )
პურის რეცეპტი ნატურალური, სახლში გაკეთებული საფუარით

“საფუარი”:

1000 გრ. წყალი
500 გრ. კარგი ხარისხის ქიშმიში
250 გრ. შაქარი
100 გრ. თაფლი

გაათბე წყალი მიახლოებით 32 გრადუსამდე. ყველა ინგრედიენტი ისეთ ჭურჭელში მოათავსე, რომელიც კარგად იხუფება. დაახურე სარქველი და შეაჯანჯღარე კარგად. მოუათავსე ჭურჭელი თბილ ადგილას, 26-28 გრადუსი.
4-8 დღემდე მიეცით საშუალება დუღილის პროცესის დაწყებისათვის. დღეში ერთხელ შეაჯანჯღარე.
ზედაპირზე ქაფი უნდა წარმოიქმნას და ალკოჰოლის სუნი უნდა იგრძნოთ, როცა მზადაა. მოაშორეთ ჭაჭა, გადაასხით ბოთლში. 2 თვე ასეთი საფუარი მაცივარში მშვენივრად შეინახება და ბევრ პურს გამოგიცხობს.




ხომ ვერ მეტყვით, ასე მომზადებული საფუარი რა პროპორციით უნდა გამოვიყენო პურის საცხობში, 1000 გრამიან ჩვეულებრივ თეთრ პურს ვაცხობთ ხოლმე.

არ მგონია პურის საცხობ მანქანაში ეს საფუარი გამოგადგეს, რადგან შემდგომ ეტაპებს ვერ შეუთავსებ მანქანას

Posted by: rest 4 Dec 2015, 00:45
Sang_Cule
პანასონიკის საცხობია კარგი და გამოცდილი

Posted by: del desierto 4 Dec 2015, 10:01
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 3 Dec 2015, 19:33 )
QUOTE (del desierto @ 3 Dec 2015, 15:50 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 26 May 2015, 16:43 )
პურის რეცეპტი ნატურალური, სახლში გაკეთებული საფუარით

“საფუარი”:

1000 გრ. წყალი
500 გრ. კარგი ხარისხის ქიშმიში
250 გრ. შაქარი
100 გრ. თაფლი

გაათბე წყალი მიახლოებით 32 გრადუსამდე. ყველა ინგრედიენტი ისეთ ჭურჭელში მოათავსე, რომელიც კარგად იხუფება. დაახურე სარქველი და შეაჯანჯღარე კარგად. მოუათავსე ჭურჭელი თბილ ადგილას, 26-28 გრადუსი.
4-8 დღემდე მიეცით საშუალება დუღილის პროცესის დაწყებისათვის. დღეში ერთხელ შეაჯანჯღარე.
ზედაპირზე ქაფი უნდა წარმოიქმნას და ალკოჰოლის სუნი უნდა იგრძნოთ, როცა მზადაა. მოაშორეთ ჭაჭა, გადაასხით ბოთლში. 2 თვე ასეთი საფუარი მაცივარში მშვენივრად შეინახება და ბევრ პურს გამოგიცხობს.




ხომ ვერ მეტყვით, ასე მომზადებული საფუარი რა პროპორციით უნდა გამოვიყენო პურის საცხობში, 1000 გრამიან ჩვეულებრივ თეთრ პურს ვაცხობთ ხოლმე.

არ მგონია პურის საცხობ მანქანაში ეს საფუარი გამოგადგეს, რადგან შემდგომ ეტაპებს ვერ შეუთავსებ მანქანას

გასაგებია, ეგრეც ვიფიქრე, მადლობა პასუხისთვის.

Posted by: lukanini 5 Dec 2015, 15:21
ფრანგული ბაგეტი

არ არის აუცილებელი გამოვიყენოთ უმაღლესი ხარისხის ფქვილი.შეგვიძლია 50% უმაღლესი და 50% პირველი ხარისხის ფქვილი
საფუარი:
ფქვილი 160გრ
წყალი 160 გრ
ცოცხალი საფუარი(თუ მშრალია ერთი მესამედი) 3 გრამი
მოვურიოთ კარგად .და დავდგათ გასაფუვებლად 1 საათით. შემდეგ შევინახოთ მაცივარში 12 საათით.თუ არ გვაქვს დრო და გვინდა იმ დღესვე გამოცხობა მაშინ გაზარდეთ საფუარის დოზა და დაელოდეთ როცა გასამმაგდება.
ცომისათვის:
მთლიანი საფუარი
ფქვილი 640
წყალი 340 -350 (ფქვილის ხარისხს გააჩნია რამდენ წყალს იწოვს.)ცომი არ უნდა იყოს მაგარი, ხელზე უნდა გვეკრობოდეს.
მარილი 16
საფუარი 3 გრ.
ავურიოთ ყველა ინგრედიენტები ერთმანეთში და დავიწყოთ მოზელა.5 წუთი ზელვის მერე ცომს თავზე დავაფაროთ რომ არ მოახმეს თავი და გავაჩეროთ 10 წთ დაალოვებით.მერე ისევ ვზილოთ.ასე გავიმეოროთ რამოდენჯერმე სანამ ცომი არ გაცდება ელასტიური.რაც მეტად გააჩერებთ ცომს მით მეტად გაგიადვილდებათ მოზელვა.დავდგათ თბილ ადგილას გასაფუვებლად.ერთი საათის მერე სამუშაო მაგიდაზე დავასხათ ზეთი და გადმოვიღოთ ცომი ჯამიდან.ფრთხილად ისე რომ რა ჰაერიც არის დაგროვილი არ გამოვაცალოთ.და ცომი გავFალოთ ცოტათი მივცეთ დაახოებით მართკუთხედი ფორმა და გადავკეცოთ კონვერტისებურად.ჯამში წავუსვათ ზეთი რომ ცომი არ მიეკროს და დაკეცილი ცომი ჩავდოთ შიგნით ისე რომ ნაკეცები ქვევით მოვუქციოთ.ასე ვიმეორებთ ორჯერ კიდევ.როცა გაფუვდება ცომი დავყოთ 200 გრ. პორციებად.
(ყურადღება მიაქციეთ რომ ბევრი ფქვილი არ დააყაროთ ცომს.)ფორმის მისაღებად უამრავი ვიდეოა იუტუბიზე.
ფორმას რომ მივცემთ ვაცადოთ გაფუვება ცოტათი.არ უნდა გაორმაგდეს თორემ ზევიდან გაჭრილი არ გაიხსნება კარგად.
გავახუროთ ღუმელი 250 გრადუსზე.დავსეროთ ცომი (საპარსი ბრიტვა მისწრებაა) შევდოთ ღუმელში და ღუმელის ძირზე დავასხათ ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი რომ ორთქლი წარმოიქმნას.სწრაფად ვხურავთ კარებს.პირველი 10 წთ მარტო ქვედა წვა,შემდეგ ზედა და ქვედა წვა 200 გრადუსზე 40 წთ დაახლოებით.რომ გამოცხვება ვდებთ პურებს სეტკაზე გასაცივებლად.
თუ რამე გაუგებარია არ მოგერიდოთ შეკითხა
smile.gif

Posted by: nia4u 5 Dec 2015, 20:31
lukanini
მადლობა, ჩემო კარგო!
გაიხარე! 2kiss.gif
zanduki
QUOTE
მადლობა დიდი,
მაგრამ გემრიელიას რეცეპტებს არ ვენდობი, არ აქვთ დატესტილი აშკარად ისე უდევთ, ფოტოები გუგლიდან

აი, შენ დატესტილი და გამოცდილი რეცეპტი ჩვენი თანაფორუმელსგან smile.gif

Posted by: asaqara 7 Dec 2015, 15:36
lukanini

ამ მშვენიერობებს როგორ ღუმელში აცხობთ? სპეციალური? გაზის? დენის? .....

Posted by: lukanini 7 Dec 2015, 16:00
asaqara
დენის. ხშირად თუჯის ქვაბს ვიყენებ გამოსაცოხბად რაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა.ასევე მაქვს უჟანგავი ფოლადის 6 მმ-იანი ფირფიტა.პირველის შემთხვევაში ორთქლის წარმოქმნაზე თავს აღარ ვიწუხებ.რადგან თავზე ეფარება.ყველას გირეჩვთ სახლში პურის ცხობას,სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნო პროცესია. smile.gif

Posted by: asaqara 7 Dec 2015, 16:51
lukanini
მადლობა პასუხისთვის! დიახ, ვაპირებ სახლში ცხობის დაწყებას და იმას ვწყვეტ, ვიყიდო საცხობი თუ დენის აერღუმელში გამოვაცხო, რაც პლიტას აქვს და ცუდი ნამდვილად არ არის.

ეს კარგად ვერ გავიგე: „პირველის შემთხვევაში ორთქლის წარმოქმნაზე თავს აღარ ვიწუხებ.რადგან თავზე ეფარებ“

ე.ი თავსახურიანი ფორმები უმჯობესია ცხობისას?

Posted by: lukanini 7 Dec 2015, 18:18
QUOTE (asaqara @ 7 Dec 2015, 16:51 )
lukanini
მადლობა პასუხისთვის! დიახ, ვაპირებ სახლში ცხობის დაწყებას და იმას ვწყვეტ, ვიყიდო საცხობი თუ დენის აერღუმელში გამოვაცხო, რაც პლიტას აქვს და ცუდი ნამდვილად არ არის.

ეს კარგად ვერ გავიგე: „პირველის შემთხვევაში ორთქლის წარმოქმნაზე თავს აღარ ვიწუხებ.რადგან თავზე ეფარებ“

ე.ი თავსახურიანი ფორმები უმჯობესია ცხობისას?

მე გირჩევდი დენის აეროღუმელში გამოცხობას.რადგან საცხობ აპარატში სულ ერთნაირი ფორმის პური ცხვება.დგება დრო რომ იღლები ერთფეროვნებით და გინდება სხვადასხვა ფორმის თუ სახის პურის გამოცხობა.საერთოდ რაც უფრო მეტად დაიგვიანებ პურის გამოცხობას მით მეტი არომატული და ჯანსაღი გამოდის.ხმარობ ნაკლებ საფუარს და წელავ დროს.შეგიძლია ცომის მაცივარში შენახვა და მეორე დღეს გამოცხობა.
რაც შეეხება ქვაბს ჩემი არის თავსაფრიანი რომელსაც წინასწარ 45 წუთით ვახურებ (თავსაფრიანად) და უკვე გაფუებულ ცომს ვდებ შიგნით ვაფარებ თავზე და ვაცხობ ასე.20 წუთის მერე თავზე ვხდი და ისევ ვაგრძელებ ცხობას.


Posted by: asaqara 7 Dec 2015, 21:49
მეც მაგ გზას დავადგები - ჰაერღუმელში გამოვაცხობ. გამუდმებით "ანტრეს" გემრიელი პურიც კი მოსაწყენია!

Posted by: lukanini 8 Dec 2015, 01:56
დღევანდელი მაწვნის საფუვრით მომზადებული . ისე პატარა პურებს რას ეძახიან ჩვენთან? პურიკები? smile.gif

http://pix.ge/
ძალიან მომეწონა გავიმეორებ აუცილებლად

Posted by: asaqara 8 Dec 2015, 16:38
Dr_Zuzumbo
წავიკითხე თქვენი პოსტები.
ჯერ არაფერი ვიცი, მხოლოდ ვიწყებ ცხობას, თუ შეიძლება გკითხავთ:

„კარგი ხარისხის ქიშმიში“ - ამას ფასით გამოვიცნობთ, თუ კონკრეტული ადგილებით?
„ზღვის მარილი“ - ადრე „კარფურში“ იყიდებოდა ხოლმე, კარგა ხანია აღარ არის. ხომ ვერ მიმასწავლით, სად იყიდება?

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Dec 2015, 18:26
QUOTE (asaqara @ 8 Dec 2015, 16:38 )
Dr_Zuzumbo
წავიკითხე თქვენი პოსტები.
ჯერ არაფერი ვიცი, მხოლოდ ვიწყებ ცხობას, თუ შეიძლება გკითხავთ:

„კარგი ხარისხის ქიშმიში“ - ამას ფასით გამოვიცნობთ, თუ კონკრეტული ადგილებით?
„ზღვის მარილი“ - ადრე „კარფურში“ იყიდებოდა ხოლმე, კარგა ხანია აღარ არის. ხომ ვერ მიმასწავლით, სად იყიდება?

სამწუხაროდ არაფერი ვიცი მაქაური მაღაზიების პროდუქციის შესახებ, რადგან თბილისში არ ვცხოვრობ.
აგერ, სხვამაც გამოაცხო ჩემს მიერ დადებული რეცეპტით და არა მგონია რჩევის მოცემაზე დაგზარდეთ

Posted by: lukanini 8 Dec 2015, 19:25
მე კი ვცადე ეგ რეცეპტი მაგრამ არც მე ვიმყოფები თბილისში.სხვათაშორის ამ ზაფხულს ვიყავი კარფურში და თითქმის ყველაფერი აქვთ მარცვლეულობას ვგულისხმობ.შეიძლება ქიშმიშიც ქონდეთ სხვადასხვა ხარისხის.რაც შეეხება მარილს მე აქ სუპერში რომ ვყიდულობ ზღვის მარილიო ასე აწერია.იოდებით და რაღაც რაღაც დანამატებით არ ვყიდულობ არასდროს.

Posted by: KDI 15 Dec 2015, 11:04
მოკლედ პანასონიკის პურის საცხობით ვაცხობ პურს და ვფიქობ რომ საკმაოდ ბევრი დროჟი ჭირდება. 800/ 900 გრამიან პურს ჭირდება ერთი სუფრის კოვზი საფუარი და ძან ბევრი არა? საფუარის გაკეთება თუ შეიძლება, ეს ნაყიდი დროჟი რომ არ ვუქნა ცომს?

Posted by: iverski 17 Dec 2015, 22:20
Dr_Zuzumbo
ჭვავის ფქვილს სად ყიდულობ?
........................................................

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Dec 2015, 21:33
QUOTE (iverski @ 17 Dec 2015, 22:20 )
Dr_Zuzumbo
ჭვავის ფქვილს სად ყიდულობ?
........................................................

სამწუხაროდ ვერ გეტყვი სად შეიძლება თბილისში მისი ყიდვა sad.gif
საქართველოში არ ვცხოვრობ

Posted by: workinggirl 18 Dec 2015, 22:05
lukanini
გტხოვ დადო შენი საცხობის სახელი და სურატი სად ვიყიდიტ
მეც კი მოვედი გამოცხობის ხასიატზე biggrin.gif

QUOTE (lukanini @ 24 Nov 2015, 18:38 )
რამდენი ხანია აქეთ აღარ დამიპოსტავს.პურის ცხობა არ შემიწყვეტავს და  ამ გვერდსაც ყოველთვის თვალს ვადევნებ. smile.gif ესეც ჩემი ამ ბოლო დროინდელი პურების ფოტოკოლაჟი

http://pix.ge/
ირანული პური
http://pix.ge/
ფრანგული ბაგეტი
http://pix.ge/
ებრაული პური Jalá (Challah)
http://pix.ge/
http://pix.ge/
ცოტა უცნაური სახოლწოდების პური.გერმანელი ფერმერის პური  smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
მარცვლოვანი პური

არ გადამრიო ამას შენ აცხობ? რიტი? სად

Posted by: lukanini 18 Dec 2015, 22:25
workinggirl
საცხობ აპარატს არ ვხმარობ,ჩვეულებრივი დენის ღუმელი მაქვს. ცომის საზელად ქენვუდის კომბაინს ვიყენებ.მიხარია რომ მეტი მოთხოვნაა სახლში პურის გამოცხობაზე.იქნებ მეტად გავააქტიუროთ თემა

Posted by: iverski 19 Dec 2015, 00:01
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 18 Dec 2015, 21:33 )
QUOTE (iverski @ 17 Dec 2015, 22:20 )
Dr_Zuzumbo
ჭვავის ფქვილს სად ყიდულობ?
........................................................

სამწუხაროდ ვერ გეტყვი სად შეიძლება თბილისში მისი ყიდვა sad.gif
საქართველოში არ ვცხოვრობ

საქათველო... რაღაც ბუნდოვნად მახსენდება... gigi.gif კიარადა საფრანგეთში რომელში ყიდულობ?
სუპერ უ ში?
არსად არაა, არც კარფურში, არც ინეტრში ან ლეკლერკში, ბიოებშია და ისიც ყველგან არა. მხოლოდ ებეიზე...

Posted by: lukanini 19 Dec 2015, 00:57
QUOTE (iverski @ 19 Dec 2015, 00:01 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 18 Dec 2015, 21:33 )
QUOTE (iverski @ 17 Dec 2015, 22:20 )
Dr_Zuzumbo
ჭვავის ფქვილს სად ყიდულობ?
........................................................

სამწუხაროდ ვერ გეტყვი სად შეიძლება თბილისში მისი ყიდვა sad.gif
საქართველოში არ ვცხოვრობ

საქათველო... რაღაც ბუნდოვნად მახსენდება... gigi.gif კიარადა საფრანგეთში რომელში ყიდულობ?
სუპერ უ ში?
არსად არაა, არც კარფურში, არც ინეტრში ან ლეკლერკში, ბიოებშია და ისიც ყველგან არა. მხოლოდ ებეიზე...

საფრანგეთში ვერ გიყიდია ფქვილი? eek.gif მე ესპანეთში ვიყიდე ინტერნეტით მაქაური წისქვილის ფქვილი
http://pix.ge/

ორი დღის უკან მივიღე.ჯერ არ მისინჯავს.იქნება აუცილებლად კარგად დაათვალიერე.ისე ფრანგულ ფქვილს აქებენ ძალიან.გემრიელი პური გამოდისო

Posted by: iverski 19 Dec 2015, 02:08
QUOTE (lukanini @ 19 Dec 2015, 00:57 )
QUOTE (iverski @ 19 Dec 2015, 00:01 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 18 Dec 2015, 21:33 )
QUOTE (iverski @ 17 Dec 2015, 22:20 )
Dr_Zuzumbo
ჭვავის ფქვილს სად ყიდულობ?
........................................................

სამწუხაროდ ვერ გეტყვი სად შეიძლება თბილისში მისი ყიდვა sad.gif
საქართველოში არ ვცხოვრობ

საქათველო... რაღაც ბუნდოვნად მახსენდება... gigi.gif კიარადა საფრანგეთში რომელში ყიდულობ?
სუპერ უ ში?
არსად არაა, არც კარფურში, არც ინეტრში ან ლეკლერკში, ბიოებშია და ისიც ყველგან არა. მხოლოდ ებეიზე...

საფრანგეთში ვერ გიყიდია ფქვილი? eek.gif მე ესპანეთში ვიყიდე ინტერნეტით მაქაური წისქვილის ფქვილი
http://pix.ge/

ორი დღის უკან მივიღე.ჯერ არ მისინჯავს.იქნება აუცილებლად კარგად დაათვალიერე.ისე ფრანგულ ფქვილს აქებენ ძალიან.გემრიელი პური გამოდისო

უნდა გაგაწბილო, ეგ ჭვავი არ არის.

http://www.bienmanger.com/1F2309_Farine_Ble_Meule_T65_Bio_Colagne.html

ფრანგულად ჭვავი არის Le seigle
http://www.ebay.fr/sch/i.html?_odkw=farine+e+seigle&_osacat=0&_from=R40&_trksid=p2045573.m570.l1313.TR0.TRC0.H0.Xfarine+de+seigle.TRS0&_nkw=farine+de+seigle&_sacat=0
აქ არის, მაგრამ მაღაზიაში ვეძებდი


ეს ჩვენი გამომხვარი გუშინ
user posted image

Posted by: lukanini 19 Dec 2015, 11:41
iverski
არ გავწბილებულვარ.როგორ გგონია ხორბლის ფქვილსა და ჭვავის ფქვილს ერთმანეთში ვერ ვარჩევ? gigi.gif ამ წისქვილს ჭვავის ფქვილიც აქვთ მის ვებ საიტზე თუ შეხვალ ნახავ. მე უბრალოდ ის ვიგულისხმე რომ ინყერნეტშიც ვერ ვნახეო რომ ამბობდი.

PS.კარგი პურიკები ჩანს

Posted by: XVTIURI 26 Dec 2015, 00:17
გამარჯობათ, მოკლედ მაქვს გორონიე 1400 E, პურს ვერ ვაცხობ, ერთხელ ცომი ჩამივარდა მეორედ კი არ შეიწვა კარგად, ვის გაქვთ გორონიეს ფირმა, რას მირჩევთ როგორ გამოვაცხო თუ შეგიძლიათ რეცეპტიც დამიწეროთ და რა ფუნქციაზე ჩავრთო ისიც, დიდი მადლობა წინასწარ.

tikusha პმ გავსებული გაქვთ და ვერ გწერთ, აი აქ დაგიწერთ

ცხობის პროგრამა 12
1) Basic - ძირითადი
2) Whole wheat - გაუცრელი ფქვილისგან, არ არის რეკომენდებული სტარტის გადავადება
3) French - ფრანგული პური, გაზრდილია ცომის ამოსვლის დრო
4) Quick - სჭრაფი
5) Sweet - ტკბილი
6) Cake - კეკსი, ნამცხვარი
7) Jam - ჯემი, მურაბა
8) Dough - ცომი
9) ultra fast - ძალიან სწრაფი ,ცხობა 1 საათი და 38 წუთი,წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 48-50 OC
10) Bake - მხოლოდ გამოცხობა , გამოცხობა მზა ცომისგან
11) Desert - დესერტი
12) Home make - საკუთარი პროგრამა, გამოცხობა საკუთარი რეცეპტის მიხედვით.

PAUSE CYCLE
TIME LIGHT
LOAF COLOR
MENU START/STOP[/QUOTE]

Posted by: დოლორეს 26 Dec 2015, 00:53
lukanini
სად ცხოვრობ ესპანეთში?
მე გადავწყვიტე სახლში დავიწყო ეკოლოგიურად სუფთა ფქვილით ცხობა.შევისწავლი ამ თემას. თუჯი როგორ არის ესპანურად შეგიძლია მითხრა?
QUOTE
ცომის საზელად ქენვუდის კომბაინს ვიყენებ.

შეგიძლია ფოტო მანახო ფლზ?

Posted by: tikusha 26 Dec 2015, 08:57
XVTIURI
1 პროგრამას ვხმარობ
პროპორციები თუ სწორად მახსოვს დავწერ სხვა ქვეყანაში ვარ კარგა ხანია არ გამომიცხვია

500 გრ ფქვილზე 285 გრ წყალი, 1 ჩ/კ საფუარი მშრალი, 1 ს/კ ზეთი

თანმიმდევრობა:ფქვილი, მარილი, ზეთი, ფქვილი ამოაღრმავე და ჩაასხი წყალი

გუუდ ლაქ smile.gif


Posted by: lukanini 26 Dec 2015, 13:33
QUOTE (დოლორეს @ 26 Dec 2015, 00:53 )
lukanini
სად ცხოვრობ ესპანეთში?
მე გადავწყვიტე სახლში დავიწყო ეკოლოგიურად სუფთა ფქვილით ცხობა.შევისწავლი ამ თემას. თუჯი როგორ არის ესპანურად შეგიძლია მითხრა?
QUOTE
ცომის საზელად ქენვუდის კომბაინს ვიყენებ.

შეგიძლია ფოტო მანახო ფლზ?

კი ესპანეთში ვცხოვრობ.მიხარია რომ გადაწყვიტე სალხში პურის ხცობა.თუ არ ვცდები შენც აქეთ ხარ.მე თუჯის ქვაბი იკეაში ვიყიდე
http://www.ikea.com/es/es/catalog/products/50232842/ თუჯი არის hierro fundido
ესეც ჩემი ქენვუდის მიქსერი.
http://www.amazon.es/Kenwood-Robot-cocina-1400-litros/dp/B008PDFH5C/ref=sr_1_3?s=kitchen&ie=UTF8&qid=1451121459&sr=1-3&keywords=kenwood+010
ნელ ნელა ვყიდულობ მის აქსესუარებს.თუ რამე დაგაინტერესდება არ მოგერიდოს კითხვა. 2kiss.gif

Posted by: დოლორეს 26 Dec 2015, 19:38
lukanini
მეც.შენ რომელ მხარეში ხარ? რომ მომწერო ახლა მალაგაშიო,გადავირევი სიხარულით. smile.gif
რა მაგარია ცომის საზელი.ჯერ ვერც ვიოცნებებ,ძვირია ძაან. ეგ რომელი ქვაბიც მანახე,მომინანქრებულია გარედან და მაგით შეიძლება სადილის მომზადება? ძაან დიდი მადლობა. 2kiss.gif შენ ძალიან დახვეწილი გაქვს პურის ცხობის ხელოვნება,მე მართო თეორიულად ვიცი ჯერ. sad.gif

Posted by: XVTIURI 26 Dec 2015, 21:03
tikusha
გამოვაცხვე შეიწვა მაგრამ თეთრი იყო, კარგი შებრაწული ფერის მაინც და მაინც არ გამოვიდა, მადლობთ chups.gif

Posted by: lukanini 26 Dec 2015, 22:38
დოლორეს
QUOTE
შენ რომელ მხარეში ხარ? რომ მომწერო ახლა მალაგაშიო,გადავირევი სიხარულით.

არაა,მე კატალუნიაში ვარ,ბარსელონასთან ერთი 30 კმ მოშორებით
QUOTE
რა მაგარია ცომის საზელი.ჯერ ვერც ვიოცნებებ,ძვირია ძაან.

იაფიანი ალტერნატივებიც არსებობს.ქენვუდს ბევრნაირი მოდელი აქვს
QUOTE
ეგ რომელი ქვაბიც მანახე,მომინანქრებულია გარედან და მაგით შეიძლება სადილის მომზადება?

კი საჭმელების მოსამზადებელია,უბრალოდ მე უფრო პურისთვის ვიყენებ.

Posted by: დოლორეს 27 Dec 2015, 03:04
lukanini
ე.ი.თბილისში რომ მქონდა ისეთია.მართლა ძალიან პრაქტიკულია ეგ ქვაბები.
იაფფასიანი მოდელი ალბათ ხელად გაფუჭდება.მირჩევნია დაველოდო შესაფერის მომენტს.მადლობა,გაიხარე. smile.gif

Posted by: lukanini 28 Dec 2015, 12:46
ესეც გუშინდელი პურები

http://pix.ge/
სენდვიჩის პური.ამ რეცეპტს ძალიან ხშირად ვიმეორებ

სამნაირი ფქვილი აქვს ჭვავის ბუნებრივ საფუარზე დამზადებული
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ჭვავის პური,100% ჭვავის ფქვილით და ჭვავის ბუნებრივი საფუარით love.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/


Posted by: nia4u 28 Dec 2015, 15:39
QUOTE
ჭვავის პური,100% ჭვავის ფქვილით და ჭვავის ბუნებრივი საფუარით 

აი, თურმე როგორია ნამდვილი ჭვავის პური!!!
smile.gif love.gif
იფქლი და ლიტვური უნდა დავთაგო აქ smile.gif

Posted by: GiorgiGoGiashvili99 29 Dec 2015, 01:22
ერთი შეხედვით რაარი და თურმე მთელი ფილოსოფია ყოფილა პურის ცხობა... lol.gif

Posted by: asaqara 2 Jan 2016, 16:52
Dr_Zuzumbo
=======================
“საფუარი”:

1000 გრ. წყალი
500 გრ. კარგი ხარისხის ქიშმიში
250 გრ. შაქარი
100 გრ. თაფლი

გაათბე წყალი მიახლოებით 32 გრადუსამდე. ყველა ინგრედიენტი ისეთ ჭურჭელში მოათავსე, რომელიც კარგად იხუფება. დაახურე სარქველი და შეაჯანჯღარე კარგად. მოუათავსე ჭურჭელი თბილ ადგილას, 26-28 გრადუსი.
4-8 დღემდე მიეცით საშუალება დუღილის პროცესის დაწყებისათვის. დღეში ერთხელ შეაჯანჯღარე.
ზედაპირზე ქაფი უნდა წარმოიქმნას და ალკოჰოლის სუნი უნდა იგრძნოთ, როცა მზადაა. მოაშორეთ ჭაჭა, გადაასხით ბოთლში. 2 თვე ასეთი საფუარი მაცივარში მშვენივრად შეინახება და ბევრ პურს გამოგიცხობს.

~
========================

ამ რეცეპტით, მაქსიმალური სიზუსტით, დავიწყე შინაური საფუარის პირველი ეტაპი.
ერთადერთი „გადახვევა“ ის არის, რომ მთელი 24 საათის განმავლობაში არ არის 26-28 გრადუსი ოთახში, ცოტა ნაკლებია.
დღეს მეშვიდე დღეა, მხოლოდ წყალი აიმღვრა შენჯღრევისას მცირეოდენი „ჯაჭვი“ ჩანს.

რა შეიძლება ვუშველო თქვენი გამოცდილებით. მოხუფულ ქილაშია, იქნებ სახურავი მოვხადო?

Posted by: lukanini 2 Jan 2016, 17:59
asaqara
ადუღებით მაინც ადუღდება.თავს რომ ხდი აქვს ალკოჰოლის სუნი? გემო გაუსინჯე იქნებ უკვე დუღს.შეგიძლია რამოდენიმე დღე კიდევ გააჩერო.ეს პროცესი ზაფხულში უფრო სწრაფია ვიდრე ზამთარში.სახურავი ქონდეს არ მოხადო.გაფუჭებით არა მგონია გაფუჭდეს ცოტა შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.გადაღვრას ისევ ლოდინი ჯობია. smile.gif

Posted by: asaqara 3 Jan 2016, 19:02
lukanini

მადლობა იმედის მოცემისთვის! :-) ჯერ-ჯერობით არა აქვს ალკოჰოლის სუნი. დღეს ზუსტად ერთი კვირა შესრულდა. აღვიჭურვები მოთმინებით!

Posted by: lukanini 7 Jan 2016, 21:33
asaqara
აბა როგორ მიდის ფერმენტირება? დაიწყო დუღილი თ არა? wink.gif

Posted by: Thats 7 Jan 2016, 21:52
QUOTE
პური, ჩვენი არსობისა, რომლის გარეშეც ადამიანის ყოფა წარმოუდგენელია

სრული აბსურდი!. ბავშვობიდან არ ვჭამ პურს და მშვენივრად ვმყოფობ და ვარსებობ.

Posted by: asaqara 7 Jan 2016, 22:02
Dr_Zuzumbo

თქვენი რეცეპტის თითქმის ზუსტი დაცვით დღეს პირველად ცხოვრებაში გამოვაცხვე პური! "ლევაინ". განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ 500 გრ. ფქვილიდან 200 გრამი ჭვავის იყო. პური შესანიშნავი გამოვიდა! მთელს სახლში პურის უაღრესად საინტერესო, ახალი არომატი ტრიალებს!

Posted by: Thats 7 Jan 2016, 22:03
ყოველთვის მესმოდა და დღესაც მესმის რომ პური აუცილებელია თუნდაც ერთი ნაჭერი დღეში. მაგრამ დღემდე ვერ გამიგია რისთვის არის აუცილებელი თუნდაც ის ერთი ნაჭერი. და რატომ აძალებენ და სტენიან მშბობლები შვილებს ამ პურს?! განსაკუთრებით ბებიები შვილიშვილებს აძალებენ და დიდად სწუხან რომ ბავშვმა საჭმელი ისე დაამთავრა რომ ერთი ნაჭერი პური არ მიუყოლებია. რა დონის სიბნელე და გაუნათლებლობაა ხომ წარმოგიდგენიათ? დარწმუნებული ვარ ვინც არ უნდა აუხსნას ეგეთებს, მაინც ვერაფერს შეაგნებინებს ადამიანი. ყოველთვის დარჩებიან იმ აზრზე რომ პური აუცილებელია, თუნდაც ერთი ნაჭერი.

Posted by: lukanini 7 Jan 2016, 22:05
QUOTE (asaqara @ 7 Jan 2016, 22:02 )
Dr_Zuzumbo

თქვენი რეცეპტის თითქმის ზუსტი დაცვით დღეს პირველად ცხოვრებაში გამოვაცხვე პური! "ლევაინ". განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ 500 გრ. ფქვილიდან 200 გრამი ჭვავის იყო. პური შესანიშნავი გამოვიდა! მთელს სახლში პურის უაღრესად საინტერესო, ახალი არომატი ტრიალებს!

ესეიგი გამოგივიდა?მიხარია .მეც გამოვაცხვე მასე.შერეული უკეთესი გამოდის.სულ სხვა გემო აქვს

Posted by: asaqara 7 Jan 2016, 22:21
lukanini
ბოლო ეტაპზე მომეჩვენა, რომ ცომი არ აფუვდა და ვინერვიულე - ამდენი ეტაპი წყალში გადაყრილი გამომივიდა-მეთქი, მაგრამ ღუმელში მერე თითქმის იდეალურად გამოცხვა! მადლობა რომ იზიარებთ ჩემს სიხარულს.

Posted by: lukanini 7 Jan 2016, 23:02
QUOTE (asaqara @ 7 Jan 2016, 22:21 )
lukanini
ბოლო ეტაპზე მომეჩვენა, რომ ცომი არ აფუვდა და ვინერვიულე - ამდენი ეტაპი წყალში გადაყრილი გამომივიდა-მეთქი, მაგრამ ღუმელში მერე თითქმის იდეალურად გამოცხვა! მადლობა რომ იზიარებთ ჩემს სიხარულს.

ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პური საერთოდ ცოტა მეტს იგვიანებს.ოთახში თუ ცივა ღუმელი ოდნავ გაათბე და ცომი შედე.მე შუქს ვტოვებ ხოლმე და 26 გრადუსამდე ადის სითბო.ცომს ყოველთვის დააფარე ცელოფნის პარკი.თავზე ზეთი წაუსვი.თუ ჭვავის ფქვილი გაქვს შეგიძლია აიღო ეგ ქიშმიშის ნაყენი 50 გრ და უყო 50 გრ ჭვავის ფქვილი. (თუ გინდა უფრო ნაკლებიც) დღეში ორჯერ მაინც გამოკვებე.მერე როცა მოძლიერდება და შეხედავ რომ 4 საათში უკვე ბევრი ნასვრეტები გაიკეთა მაგისგან მერე პური გამოაცხვე.ნახე ჭვავის საფუარისგან გამომცხვარი მაინც სულ სხვა გემოსია.მე მაგრად მიყვარს.ცოტა პროცესის დასაჩქარებლად ნახევარ კილო ფქვილზე შეგიძლია 2 გრ.მშრალი საფუარი უქნა.

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Jan 2016, 01:25
QUOTE (asaqara @ 7 Jan 2016, 22:02 )
Dr_Zuzumbo

თქვენი რეცეპტის თითქმის ზუსტი დაცვით დღეს პირველად ცხოვრებაში გამოვაცხვე პური! "ლევაინ". განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ 500 გრ. ფქვილიდან 200 გრამი ჭვავის იყო. პური შესანიშნავი გამოვიდა! მთელს სახლში პურის უაღრესად საინტერესო, ახალი არომატი ტრიალებს!

მეც ძალიან გამიხარდა რომ გამოგივიდათ.
"ლევაინით" როცა აცხოფთ სიჩქარე არაა საჭირო. ნიუანსებს კი პრაქტიკით დაამუღამებთ.

რამდენიმე რამ დავამუღამე--- იმის მიუხედავად, რომ რეცეპტში თხევადი საფუარის შენახვის ვადა მაცივარში 2 თვეა, ჩემი გამოცდილებით სადღაც 2 კვირაში ისე ძველდება, რომ უკვე იდეალური აღარ გამოდის პური. ამიტომ გირჩევთ, რომ შეძლებისდაგვარად გამოიყენოთ.
მე, ბოლომდე ვხარჯავ სანამ მოვასწრებ და გამომცხვარ პურს საყინულეში ვინახავ. 2-3 კვირა მყოფნის ოჯახში ერთხელ გამომცხვარი პურები.

Posted by: asaqara 8 Jan 2016, 08:24
მადლობა ფასეული რჩევებისათვის! პრაქტიკა ბევრის მომცემია, დარწმუნებული ვარ, მეორე ჯერზე - ამ შაბათ-კვირას ვაპირებ - უფრო იოლად და უკეთესად მოვახერხებ.

* * *
ჭვავის ფქვილი "ელკანა" მაქვს. ამ ჯერზე გავცერი, ნაგრამ მერე დავფიქრდი-- იყო კი გაცრა საჭირო? გაუცრელად უფრო სასარგებლო იქნება. რას მირჩევთ?

Posted by: lukanini 8 Jan 2016, 23:50
asaqara
QUOTE
ჭვავის ფქვილი "ელკანა" მაქვს. ამ ჯერზე გავცერი, ნაგრამ მერე დავფიქრდი-- იყო კი გაცრა საჭირო? გაუცრელად უფრო სასარგებლო იქნება. რას მირჩევთ?

არ უნდა გაცრა.გაუცრელი უფრო გემრიელია.ეგ იგივეა რაც ხორბლის ფქვილი.თავის კანიანად რომ არის დაფქვილი მეტად ჯანსაღია ვიდრე თეთრი ფქვილი.

Posted by: aloha__ 9 Jan 2016, 16:09
lukanini

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან მაგარ პურებს აცხობ smile.gif

ბურგერის პური გამოგიცხვია?

ქურა არ მაქვს კარგი და დიდი მნიშვნელობა აქვს ხო? როგორი ქურაა კარგი პურის ცხობისთვის ძაან ზოგადად მითხარით თუ არ გეზარებათ..


Posted by: lukanini 10 Jan 2016, 00:01
aloha__
QUOTE
ქურა არ მაქვს კარგი და დიდი მნიშვნელობა აქვს ხო? როგორი ქურაა კარგი პურის ცხობისთვის ძაან ზოგადად მითხარით თუ არ გეზარებათ.

ქურას გააჩნია რას აცხობ.შეიძლება ტორტის ბისკვიტისთვის არ ვარგოდეს დე პურისთვის გამოგადგეს.სინჯვა უნდა.ბურგერის პურის რეცეპტს დაგიწერ.გამოცდილი რეცეპტია და კარგი გამოდის

ფქვილი- 500გრ
წყალი -230გრ
კვერცხი -52გრ(1 პატარა)
დარბილებული კარაქი- 40გრ
შაქარი -30გრ
რძის ფხვნილი -25გრ
მარილი -10 გრ
საფუარი დაწნეხილი 8 გრ მშრალი 3გრ

ყველაფერი ერთად ავურიოთ და მოვზილოთ ცომი.იმდენ ხანს უნდა იზილოს რომ ცომი გამოვიდეს ძალიან ელასტიური.შეგიძლია მიქსერის სპირალიანი ფეხები მოიშველიო.ცომის პატარა გუნდას რომ მოწყვიტავ უნდა იწელებოდეს და არ იხეოდეს. თუ გლუტენი კარგად დამუშავდა (ცომის ზელვაში გამომდინარეობს)მაშინ მიიღებს ამ წელვადობას.და ბოლოს გამოცხობის დროსაც კარგ შედეგს მიიღებ.პირველი ფერმენტაციის მერე დაყავი ცომი 100 გრამებად და დააგუნდავე.გააჩერე დაახლ.5 წუთი თავდაფარებული.მოაყარე ცოტა ფქვილი და გააბრტყელე 9-10 სმ-ზე გადააფარე ცელოფნის პარკი და აცადე გაფუვება.ცხვება 200 გრადუსზე დაახლ.20 წუთი.გამაცხობის წინ შეგიძლია დანამო წყლით და მოაყარო სეზამის მარცვლები. smile.gif



Posted by: დოლორეს 12 Jan 2016, 12:34
lukanini
თუჯი hierro fundido თუ aluminio fundido?ჯერჯერობით რაც დავათვალიერე,ყველგან ალუმინიო ფუნდიდო აქვთ.სად შეიძინე?

Posted by: lukanini 12 Jan 2016, 13:43
დოლორეს
თუჯი hierro fundido_ა მე იკეაში ვიყიდე.საერთოდ ეს ქვაბები ძალიან მძიმეა.ინტერნეტში მოიძიე თუ მაღაზიებში ვერ ნახულობ.აი ყველაზე მაგარი ქვაბები ამათა აქვთ.ოუტლეტზე თუ იყიდი თორე ისე ძალიან ძვირები ღირს.
https://www.lecreuset.es/cocotte-redonda-evolution

Posted by: aloha__ 12 Jan 2016, 22:52
lukanini


შენ რა ხარ ხო არ იცი love.gif


Posted by: lukanini 13 Jan 2016, 00:40
QUOTE (aloha__ @ 12 Jan 2016, 22:52 )
lukanini


შენ რა ხარ ხო არ იცი love.gif

ხომ არ გამოგიცხია?

Posted by: G2009G 14 Jan 2016, 20:13
იცით სადმე რომ იყიდებოდეს ქატოიანი (цельнозерновой) ხორბლის და ჭვავის ფქვილი?..

Posted by: juveman1 15 Jan 2016, 10:54
QUOTE (G2009G @ 14 Jan 2016, 20:13 )
იცით სადმე რომ იყიდებოდეს ქატოიანი (цельнозерновой) ხორბლის და ჭვავის ფქვილი?..

ეგ მეც მაინტერესებს. ვაგზალზე ვიყიდე ჭვავის ფქვილი და მე მგონი ეგეთი არ არის.

Posted by: Thats 15 Jan 2016, 20:37
ისე რატომ უყვარს ამ ხალხს ასე ეს პური საინტერესოა. ყოველდღე ჭამენ და არ წყინდებათ.. ბავშვობიდან ორ რამეს არ ვჭამ პურ არასდროს ვაყოლებდი საჭმელს და არც ისე მიყვარდა ცარიელი პურის ჭამა და ხახვს. რომელიც დღემდე მეზიზღება მწვანილებთან და ნიორთან ერთად... წვნიანი რომ დავინოხო სადაც ხახვი და მწვანილი დატივტივებს მომენტალურად გავრბივარ

Posted by: marimarita 15 Jan 2016, 20:51
thats უფ, რა სჯობს ცხელი შოთის პურს ყველთან ერთად........

Posted by: lukanini 16 Jan 2016, 13:00
thats
უკვე მესამე პოსტს ვკითხულობ შენსას და არ შემიძლია რომ არ გიპასუხო.პირველი იქიდან დავიწყოთ რომ აქ გემოვნებაზე არ არის საუბარი და არის ჯანსაღ საკვებზე.არ გიყვარს? გაიარე, არ არის აუცილებელი ყველა გვერდზე პოსტო, ერთხელაც საკმარისი იყო შენი აზრის გამოხატვა.
QUOTE
ყოველთვის მესმოდა და დღესაც მესმის რომ პური აუცილებელია თუნდაც ერთი ნაჭერი დღეში. მაგრამ დღემდე ვერ გამიგია რისთვის არის აუცილებელი თუნდაც ის ერთი ნაჭერი. და რატომ აძალებენ და სტენიან მშბობლები შვილებს ამ პურს?! განსაკუთრებით ბებიები შვილიშვილებს აძალებენ და დიდად სწუხან რომ ბავშვმა საჭმელი ისე დაამთავრა რომ ერთი ნაჭერი პური არ მიუყოლებია. რა დონის სიბნელე და გაუნათლებლობაა ხომ წარმოგიდგენიათ? დარწმუნებული ვარ ვინც არ უნდა აუხსნას ეგეთებს, მაინც ვერაფერს შეაგნებინებს ადამიანი. ყოველთვის დარჩებიან იმ აზრზე რომ პური აუცილებელია, თუნდაც ერთი ნაჭერი.

შენ ეტყობა ბავშვობის ტრამვა გაქვს biggrin.gif ცნობისათვის პური რატომ არის აუცილებელი : იგი შეიცავს ნახშირწყლებს,რკინას,მაგნიუმს,კალიუმს და ასშ.რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია.დიეტოლოგებიც კი არ კრძალავენ პურს დიეტის დროს.ეხლა შენ გინდა ჭამე გინდა არა ეგ ჩვენ სულ არ გვაღელვებს. boli.gif

Posted by: Thats 18 Jan 2016, 20:07
lukanini
QUOTE
უკვე მესამე პოსტს ვკითხულობ შენსას და არ შემიძლია რომ არ გიპასუხო.პირველი იქიდან დავიწყოთ რომ აქ გემოვნებაზე არ არის საუბარი და არის ჯანსაღ საკვებზე.არ გიყვარს? გაიარე, არ არის აუცილებელი ყველა გვერდზე პოსტო, ერთხელაც საკმარისი იყო შენი აზრის გამოხატვა.

გასაგებია. ხელს აღარ შეგიძლით. მეც მივხვდი რომ გემოვნებაზე არ დაობენ. შემოვედი ამ თემაში პირველი პოსტი ვნახე და გამოვეხმაურე.
QUOTE
ცნობისათვის პური რატომ არის აუცილებელი : იგი შეიცავს ნახშირწყლებს,რკინას,მაგნიუმს,კალიუმს და ასშ.რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია.

სხცა პრუდუქტებიდანაც არის ამ ყველაფრის მიღება შესაძლებელი. მაშ სადღაა პურის აუცილებლობა? თუ არ გემის სიტყვა აუცილებლობის მნიშვნელობა მკითხეთ და განგიმარტავთ...

Posted by: nia4u 20 Jan 2016, 12:23
thats
უბრალოდ გვიყვარს და რა არის აქ საკამათო?
ვისაც უნდა შეჭამს, ვისაც არა-არ შეჭამს...
არ ღირს ნერვიულობად ეგ ამბავი, დამიჯერე... yes.gif 2kiss.gif

Posted by: Angel-A 20 Jan 2016, 15:17
G2009G
juveman1
QUOTE

QUOTE (G2009G @ 14 Jan 2016, 20:13 )
იცით სადმე რომ იყიდებოდეს ქატოიანი (цельнозерновой) ხორბლის და ჭვავის ფქვილი?..

ეგ მეც მაინტერესებს. ვაგზალზე ვიყიდე ჭვავის ფქვილი და მე მგონი ეგეთი არ არის.

ჭვავი ვერსად ვნახე ჯერჯერობით,
მარცვლის სახით არაა.
ფქვილია მხოლოდ შემოტანილი, გარსის და ჩანასახის გარეშე...

Posted by: Power_VANO 20 Jan 2016, 17:31
მეგობრებო, ლიტვური საცხობის ჭვავის პური რამდენად კარგია თუ იცით?

Posted by: nia4u 20 Jan 2016, 20:24
Power_VANO
QUOTE
მეგობრებო, ლიტვური საცხობის ჭვავის პური რამდენად კარგია თუ იცით?

ყველა სხვას და დანარჩენს - ჯობია...
0%-იანს ვყიდულობ სისტემატურად
და კიდევ მზესუმზირიანი შემხვდა ამასწინათ შემთხვევით და კაი იყო ისიც...

Posted by: Power_VANO 21 Jan 2016, 09:17
nia4u
აჰაა გასაგებია, მადლობა smile.gif

მეც 0%-იანს ვყიდულობ ხოლმე და მაგიტომ მაინტერესებდა.

Posted by: faverliki 23 Jan 2016, 23:35
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Manuelo Costa 27 Jan 2016, 14:11
ისე, პანასონიკის პურის საცხობის რეცეპტებში დიეტური პური ზუსტად იგივე რეცეპტითაა მოცემული, როგორც ჩვეულებრივი პური, უბრალოდ რეჟიმი აქვს განსხვავებული და ხომ არ იცით, რას შვრება ეგ რეჟიმი განსაკუთრებულს? :დ

Posted by: Estrella 30 Jan 2016, 18:49
გამაროჯბა მცხობელებო.
აუ სასწრაფო დახმარება მჭირდება.
პურის საცხობში ჩავყარე ფქვილი, მარილი, შაქარი, კვერცხი, გამდნარი კარაქი, თბილი რძე და საფუარი,ვანილი, ქიშმიში.
2სთ. გავიდა და ცომის კი არ მომზადდა. 2სთ-ში პროგრამა სრულდება.
რა გავაკეთო?
იქნებ მიშველოთ...

უფრლ სწორედ მეგობარს ვურჩიე ასე და იმან მომმართა შეშფოთებულმა და იქნებ გადავურჩე. არადა ასე წერია წიგნშიც მგონი.

Posted by: Mafanya 30 Jan 2016, 19:02
ESTRELLA
რა რეჟიმია? კექსის ცხობის რეჟიმი ხომ არა?

Posted by: Estrella 30 Jan 2016, 19:04
Mafanya
კი, კი. წიგნში რაც ვნახე ის მივუთითე. ახლა მასა ამოვიღეთ და ისე აგრძელებს "ცხობას" ..

Posted by: lukanini 10 Feb 2016, 15:38
ამოვწიოთ თემა wink.gif
ჩემი ბოლო დროინდელი პურები
http://pix.ge/
http://pix.ge/
Soda Bread ირლანდიური პური შვრიით

http://pix.ge/
http://pix.ge/
განსხვავებულად მომზადებული 100% ჭვავის პური ანისულის და ძირას სანელებლებით

http://pix.ge/
http://pix.ge/
სამნაირი სეზამით.თეთრი,შავი და ოქროსფერი

http://pix.ge/
http://pix.ge/
ამ პურს სან -ფრანცისკოს პური ქვია 4 დღე სჭირდება მის მოსამზადებლად

ყველა პური არის ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პირველი პურის გარდა

Posted by: Power_VANO 11 Feb 2016, 17:22
lukanini
ძალიან ლამაზი პურებია და რადგან ბუნებრივია საფუარიც, სასარგებლოც up.gif
საქართველოში ცხოვრობ? საცხობს რას იყენებ?

Posted by: lukanini 11 Feb 2016, 19:15
Power_VANO
საქართველოში არა ვცხოვრობ. ელექტრო ღუმელში ვაცხობ
* * *
გუშინდელი შოკოლადის პური შავი ლუდით ესეც ბუნებრივი საფუარით
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: John Jolie 12 Feb 2016, 15:26
ხაშის საფუარი როგორ მზადდება არავინ იცით? ინტერნეტში 1 რეცეპტი ვნახე და ვერაფერი გავუგე.. ვინმემ გლეხურად და გასაგებად დამიწერეთ რა, პლზ









revolucioneri
QUOTE
ხალხო, კიდევ დამავიწყდა, სხვადასხვა კულტურაში, თურმე, პურისგან კერზებს ამზადებენ, თუ იცით, დადეთ რაა. კახეტში ამზადებენ პურის შეჭამანდს, ვინ იცის, ზუსტად როგორ კეტდება?


ოჰ მაგარი რამეა. ჩემს ოჯახში ხარშოს ეძახიან და სხვაგან არ ვიცი
თუ აქამდე არ უსწავლებიატ აგერ რეცეპტი. დედაჩემს ვაკარნახებინე biggrin.gif


იღებ თონის პურს. გამხმარს . აი რომ მოგვრჩებოდა და ისე ვეღარ შეჭამ რა... მაგრამ პურს ხომ ვერ გადაყრი? ამიტომ შეგიძლია გააკეთო შეჭამანდი
(მეორე ვარიანტი: შეიძლება პური სპეციალურად გაახმო. ბებიაჩემი ასე აკეთებდა: რომ მოვრჩებოდით თონეში ცხობას, მერე ზოგიერთ პურს უკვე ჩანავლებბულ თონეში ჩავაყუდებდით და ხდებოდა კრაწუნა <3 ესე გამომხმარი პური არ ობდებოდა და უფრო დიდხანს ინახებოდა. მერე ბებიაჩემი წყალში ალბობდა და ისე ჭამდა-რასაც მე ვერ ვიტანდი და ან კიდე ამ პურის შეჭამანდს ვაკეთებდით )

ვაზის მაკრატლით, თუ რაც გაქვთ... ლუკმებად ამტვრევ ხმელ პურებს
მოუშუშულ ხახვს დაასხამ წყალს, დაკუწულ პამიდორს(ან ტომატს), მწვანილებს, მარილს, სუნელებს ვისაც რა გევასებათ და რომ მოდუღდება, ჩააყრი პურს
რამე დოზები არაა საჭირო, თვალით გააწონასწორეთ
* * *
lukanini

მეგობარო, თუ რამე ბიზნეს საიდუმლო ან ეგეთი არაა, იქნებ ბუნებრივი საფუარის რეცეპტი და ამ საფუარის საშუალებით პურის გამოცხობის ტექნოლოგია და დოზები (რამდენ კილო ფქვილს რამდენი საფუარი უნდა) მომწეროთ პირადში (ან აქ)?

ძალიან დავინტერესდი. ორსული ცოლი და პატარა ბავშვები მყავს და მინდა ამიერიდან ჯანსაღ პურზე გავზარდო. საცხობი მინდა გავაკეთო სახლში ოჯახისთვის

Posted by: aninia 12 Feb 2016, 17:28
John Jolie

ეგ რეცეპტი ბებიაჩემს ჰქონდა -უპამიდვროდ, მაგრამ ბოლოს ჩიხირთმასავით, გათქვეფილი კვერცხის დამატებით. wink.gif

Posted by: Power_VANO 12 Feb 2016, 20:39
lukanini
QUOTE
მეგობარო, თუ რამე ბიზნეს საიდუმლო ან ეგეთი არაა, იქნებ ბუნებრივი საფუარის რეცეპტი და ამ საფუარის საშუალებით პურის გამოცხობის ტექნოლოგია  და დოზები (რამდენ კილო ფქვილს რამდენი საფუარი უნდა)  მომწეროთ პირადში (ან აქ)?

+1, ძალიან კარგი იქნება, თუ გაგვიზიარებ შენს რეცეპტებს. ბრწყინვალე პურებს აცხობ smile.gif

Posted by: lukanini 12 Feb 2016, 20:58
Power_VANO
John Jolie
დიდი სიამოვნებით smile.gif ამ ჟამად მაქვს ორი საფუარი ჭვავის და ხორბლის.იმდენად დიდი ხნის წინ გავაკეთე რომ აღარც მახსოვს რეცეპტი.მაგრამ ეხლა ექსპერიმენტებს ვატარებ ხილის ფერმენტზე.კერძოდ ვაშლზე.და შედეგით კმაყოფილი ვარ.როცა დავხვეწავ აუცილებლად გაგიზიარებთ.
თუ რომელიმე პური დაგაინტერესდათ მითხარით და დავდებ რეცეპტს.
QUOTE
ხაშის საფუარი როგორ მზადდება არავინ იცით? ინტერნეტში 1 რეცეპტი ვნახე და ვერაფერი გავუგე.. ვინმემ გლეხურად და გასაგებად დამიწერეთ რა, პლზ

ხაშის მომზადება ძალიან ადვილია.ფქვილი იმდენი რაოდენობით უნდა რაც წყალი.ანუ 100 გრ ფქვილზე 100 გრ წყალი.
რაც შეეხება საფუარს გააჩნია რა დოზით უზავ და რამდენ ხანს გააჩერებ
2,5% ფერმენტაცია 2 საათი
1,5% 3 საათი
0,5% 8 საათი
0,1% 16 საათი
პროცენტები განისაზღვრება ფქვილის რაოდენობაზე.ანუ ფქვილი იგულისხმება 100% და იმის და მიხედვით იღებ საფუვრის პროცენტობას.მაგ: თუ აიღებ 100 გრ ფქვილს მაგის 2,5 % საფუარი იქნება 2.5 გრ საფუარი და ასშ.თუ რამე გაუგებრად დავწერე არ მოგერიდოს კითხვა.

Posted by: John Jolie 12 Feb 2016, 23:41
lukanini
QUOTE
დიდი სიამოვნებით  ამ ჟამად მაქვს ორი საფუარი ჭვავის და ხორბლის.იმდენად დიდი ხნის წინ გავაკეთე რომ აღარც მახსოვს რეცეპტი.მაგრამ ეხლა ექსპერიმენტებს ვატარებ ხილის ფერმენტზე.კერძოდ ვაშლზე.და შედეგით კმაყოფილი ვარ.როცა დავხვეწავ აუცილებლად გაგიზიარებთ.


აუცილებლად
თუ არ შეწუხდები


QUOTE
ხაშის მომზადება ძალიან ადვილია.ფქვილი იმდენი რაოდენობით უნდა რაც წყალი.ანუ 100 გრ ფქვილზე 100 გრ წყალი.

ანუ უბრალოდ გადავზელავ 1:1 ფქვილს და წყალს. და ეს საფუვრად გადაიქცევა?რამდენ ხანში? რამე პირობები არ შევუქმნა?

ნახევარ კილოიანი პურისთვის 2.5 * 5=125 გრამი ხაში მინდა ხო? თუ მინდა რომ 2 საათში გამიფუვდეს ცომი და გამოვაცხო

1,5 % თუ ვუზამ, ცომის გაფუეაბს 3 საათი უნდა? და აშ?
სწორად გავიგე?

და გემოში განსხვავება არ იქნება? ანუ ცოტა ხაშიანს მაგრამ დიდი ხნის ნაფუებს და ბევრ ხაშიანს სხვადასხვა გემო ხო ექნება?

Posted by: lukanini 15 Feb 2016, 19:49
John Jolie
ორი საათი ხაშის გაფუვებას მოუნდება.კიდევ აუცილებლად გასათვალისწინებელია ოთახის ტემპერატურა. თუ ძალიან ცხელა პროცესი მეტად ჩქარდება.ხაში როცა მაზს არის მერე იზილება ცომი და კიდევ ელოდები გაფუებას.მე დროს არასოდეს არ ვუყურებ ცომი უნდა გაორმაგდეს.კარგია თუ დრო გექნება ყოველ ერთ საათში ცომი გადაკეცო ისე რომ რაც მასში ჰაერია არ გამოეცალოს.ერთი ორჯერ უნდა გადაკეცვა.მე მაგიდაზე ვასხავ ცოტა ზეთს გადმოვიღებ ცომს და ვკეცავ კონვეთისებულად.მერე ისევ ჯამში ვაბრუნებ.
არასოდეს ჩამიტარებია ექსპერიმენტი ბევრი ხაში ცოტა დრო ცოტა ხაში ბევრი დრო.მაგრამ ერთს გეტყვი პურის გაომცხობას რაც უფრო მეტად დაიგვიანებ მით უფრო გემრიელი გამოვა.ამიტომ უნდა ცოტა საფუარი რომ ხაში არ გადამჟავდეს.მერე რომ მოვიცლი ერთ კარგ რეცეპტს დავდებ გემრიელი პური გამოდის ძალიან.პირდაპირ იზილება.
* * *
ცოტა უცნაური სახელწოდების პური.გერმანელი ფერმერის პური smile.gif

პრის ფქვილი 880 გრ (არ არის აუცილებელი იყოს უმაღლესი ხარისხის)
ჭვავის ფქვილი ცეხვილი 120 გრ . თუ არა გაქვთ ხორბლის ცეხვილი ფქვილითაც შეიძლება შეცვალოთ.თუ არ ვცდები ცეხვილი ფქვილი არის თავის კანიანად დაფქული ფქვილი თუ ვცდები შემისწორეთ . (საქართველოს ხორბლის ფქვილის ხარისხებში და სახელწოდებებში ცოტა ვიჭედები tongue.gif)
წყალი 700 გრ.(წყლის დოზა ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული.)
მარილი 20 გრ
შაქარი 12 გრ
მაწონი 70 გრ
ცოცხალი საფუარი 3 გრ.მშრალი 1 გრ.
ამ მასალიდან გამოდის 2 მოზრდილი პური.შეგიძლიათ გაყოთ ინგრედიენტები მარტო ერთი პურისთვის

მაშ ასე ვყრით ყველაფერს თასში და ვზელთ.ყურადღება მიაქციეთ მარილი არ მოხვდეს საფუვრის კონტაქტში.საფუარს ძალას აკარგვინებს
ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური.ადვილად რომ მოიძილოს შეგიძლიათ დრო და დრო გააჩეროთ თუნდაც 10 წუთით და ნახავთ მერე უკეთესად მოსაზელი იქნება.
ყოველ 1 საათში ცომს ვკეცავთ კონვერტისებულად. სულ 2 ჯერ ან სამჯერ.სამუშაო მაგიდაზე ვასხავთ ცოტაოდევ ზეთს,ცომს გადმოვიღებთ ჯამიდან და ისე ვაკეთებთ გადაკეცვებს.ამ დროს არ იზილება მარტო იკეცება.კარგად რომ გაფუვდება ვყოფთ ორ ნაწილად და ვაძლევთ ან მოგრძო ან მრგვალ ფორმას და ისევ ვდებთ გასაფუვებლად.ამ დროს არ არის აუცილებელი გაორმაგდეს.ვაცხობთ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე.

Posted by: John Jolie 19 Feb 2016, 13:55
lukanini

აჰა, გასაგებია და კიდე რა მაინტერესებს.
ხაში ზოგადად ვიცი რაცაა-წინა ცომიდან გადანახული ცომი , რომელიც უნდა გადაურიო ახალ ცომში
მაგრამ როცა იწყებ, სულ პირველად როგორ უნდა დაამზადო?
აი დავუშვათ მოხვდი სადღაც სხვა ქვეყანაში, და გინდა ხაშით დააცხო შენით, ეს რეცეპტი არის ასე ვთქვათ "პირველადი ხაში? " (წინა გვერდებიდან დავაკოპირე)



QUOTE


1 სუფრის კოვზი თაფლი
1 სუფრის კოვზი ზეთი
100 გრამი ფქვილი ( უმაღლესი ხარისხის)
90-100 გრამი წყალი
ამ ყველაფერს მოზელ კარგად გადაიტან სამუშაო მაგიდაზე და დაამუშავე კარგად 10 წუთი. მერე მინის ქილაში ჰერმეტულად თავდახურულში და ზეთწასმულში გააჩერე თბილ ადგლიას 48 საათი. ამის შემდეგ მზად არის გამოყენებისათვის.
იხმარება პურის ცომში პიცის ცომში ბულკის ცომში და კულიჩის ცომში .


მერე უკვე ცომს მოაკლებ და იმას გადაინახავ შემდეგი მოზელვისთვის
ესეა?
* * *
QUOTE
ხაშის მომზადება ძალიან ადვილია.ფქვილი იმდენი რაოდენობით უნდა რაც წყალი.ანუ 100 გრ ფქვილზე 100 გრ წყალი.


თუ ესაა? ამან როგორ უნდა გააფუვოს რამე spy.gif

Posted by: 200000 19 Feb 2016, 14:12
პურის საცხობი მირჩიეთ რა .
თქვენ რომ გაქვთ, რომ მოგწონთ, თან პასკების ცხობაც რომ შეეძლოს.

Posted by: lukanini 19 Feb 2016, 14:32
John Jolie
შენ სწორად ვერ გაიგე რისი თქმა მინდოდა.მე ხაში ვიგულისხმე საფუვრიანი ეგწ.დროჟიანი.რაოდენობაც დაგიწერე.თურმე ბუნებრივ საფუარს გულისხმობ.რა თქმა უნდა მარტო ფქვილი და წყალი პირველ ჯერზე არაფერსაც არ იზავს.ბუნებრივ საფუარს. როცა დაიწყებ ერთ კვირიანი (შეიძლება მეტიც ოთახის ტემპერატურას გააჩნია) მომზადება ჭირდება რომ მოძლიერდეს და მარტო მაგით აცხო პური.საფუვრის რეცეპტი რაც დადე კარგად გადაიკითხე.ცომს არასოდეს არ აკლებ საფუარს(პურის ცომს ვგულისხმობ).ცოტა უნდა შემოინახო და გამოკვებო.ეგ არის 50% წყლით მე მაქვს 100% ანუ რამდენ ფქვილსაც ვუშვრები იმდენ წყალს ვუმატებ.ასე მეტად მეადვილება ცომის დასაანგარიშებლად.
* * *
https://youtu.be/HMhda5wlwjU
შეგიძლია გადახედო მომზადების წესს.მე უშაქროს მაქვს განაკეთები. შაქარი მეტად აჩქარებს პროცესს ცუდი იდეა არაა.

Posted by: 200000 20 Feb 2016, 12:21
QUOTE (200000 @ 19 Feb 2016, 14:12 )
პურის საცხობი მირჩიეთ რა .
თქვენ რომ გაქვთ, რომ მოგწონთ, თან პასკების ცხობაც რომ შეეძლოს.


Posted by: John Jolie 21 Feb 2016, 14:37
ჭვავის ფქვილი სად იშოვება საქართველოში?


Posted by: Ze Moreira 21 Feb 2016, 19:06
QUOTE
ჭვავის ფქვილი სად იშოვება საქართველოში?

ამის საკითხავად შემოვედი ამ თემაში biggrin.gif

Posted by: juveman1 22 Feb 2016, 10:47
QUOTE (Ze Moreira @ 21 Feb 2016, 19:06 )
QUOTE
ჭვავის ფქვილი სად იშოვება საქართველოში?

ამის საკითხავად შემოვედი ამ თემაში biggrin.gif

ვაგზალზე პასაჟის ჩაყოლებაზე არის მარჯვენა მხარეს. ერთი კაცია ფქვილეულობას ყიდის. ძველი დეზერტირების ბაზრობა რომ იყო აი მაგ ჩაყოლებაზე. smile.gif

Posted by: Ze Moreira 22 Feb 2016, 12:38
juveman1
მადლობა
კარფურში და მსგავს სუპერმარკეტებში არაა არსად?

კიდევ ერთი კითხვა, წინა გვერდებზე ეწერა პანასონიკის საცხობია კარგიო, მაგრამ ბევრი მოდელია და რომელს გულისხმობთ?

Posted by: lukanini 24 Feb 2016, 15:56
საინტერესო ვიდეოა
https://vimeo.com/37596446

Posted by: Manuelo Costa 24 Feb 2016, 21:27
QUOTE (200000 @ 19 Feb 2016, 14:12 )
პურის საცხობი მირჩიეთ რა .
თქვენ რომ გაქვთ, რომ მოგწონთ, თან პასკების ცხობაც რომ შეეძლოს.

გააჩნია რა თანხაში გინდა.

ისე პანასონიკის პურის საცხობებია ყველაზე კარგი

Posted by: lukanini 24 Feb 2016, 22:47
მაშ ასე მოვედი დაპირებული რეცეპტით.კერძოდ ბუნებრივი საფუარის რეცეპტით.მეც ჯერ კიდევ ცდებს ვატარებ , რაც აქამდე ვცადე კარგი შედეგი მივიღე და მინდოდა ჩემი გამოცდილება თქვენთვის გამეზიარებინა.ეს საფუარი მზადდება ფერმენტირებული ხილით კერძოდ ვაშლით და ქიშმიშით.


http://pix.ge/
ეს არის სამი დღის დადუღებული.

პირველ ჯერზე ვიღებთ 200 გრ წყალს, 40 გრ ქიშმიშს და სადღაც ნახევარ ვაშლს (ნუ თუ ძალიან დიდი ვაშლია ნაკლებიც).ვაშლი უნდა იყოს ტკბილი.მჟავე ვაშლი არ გამოდგება.ვდგავთ თბილ ადგილას და ვაცდით რომ ადუღდეს.არ უნდა ამჟავდეს.ოთახის ტემპერატურას გააჩნია ისე თუ სითბოა სამ დღეში უკვე მზადაა.მე ცოტა ხანი გარეთაც მქონდა მზეზე(მეორე დღეს) ცოტა რომ შემთბარიყო.მეამე დღეს ასეთი ბუშტულები გაიკეთა.
გადავწუროთ ნაყენი და ხილი გადავყაროთ.თუ ვაპირებთ პურის გამოცხობას მოვაკლოთ 50 გრ ნაყენი და თუ არა და ვუმატებთ ცოტაოდენ ვაშლს რომ ისევ გამოვკვებოთ.ანუ ეს ნაყენი იკვებება შაქრით ამ ჯერზე ვაშლით.ვაცდით ერთ-ორ საათს და ვდებთ მაცივარში შესანახად.ვამატებთ წყალს როცა ნაყენი 50 გრამამდე ჩამოვა (დაახლოვებით)მაშინ ვამატებთ ქიშმიშს და ვაშლსაც რა თქმა უნდა.მე კვირაში ერთხელ ვკვებავ.დროის უქონლობის გამო კვირა დღეს ვაკლებ 50 გრ ნაყენს ვწურავ და ვწონი თუ შევატყვე რომ ძალიან დაცოტავდა ვამატებ წყალს რომ გახდეს 150 გრ.ვუმატებ სადღაც 15-20 გრ ქიშმიშს და ვაშლს.თუ არადა მარტო ვაშლს.ვაცდი რამოდენიმე საათს და ვინახავ ისევ მაცივარში.

საფუვრის დაყენება (იკვებება 3 ჯერ)
1 ეტაპი---50 გრ ფერმენტირებული ხილის ნაყენი
50 გრ პურის ფქვილი
ვურევთ კარგად და ვაჩერებთ 4 საათით.
2 ეტაპი---ვამატებთ 100 გრ წყალს
100 გრ პურის ფქვილს
ვურევთ კარგად და ვაჩერებთ 5-6 საათს.
3 ეტაპი---ვამატებთ 200 გრ წყალს
200 გრ პურის ფქვილს ვურევთ და ვდგავთ მთელი ღამე მეორე დღისთვის.მე 4 საათშიც გამიფუვდა მაგრამ შემდეგ პურის გამოსაცხობად ძალიან გაუჭირდა გაფუება ამიტომ ეხლა მთელი ღამე ვტოვებ რომ მეტად მოძლიერდეს.
ამ სამი ეტაპიდან მივიღეთ 400 გრ ბუნებრივი საფუარას.ყოველ 500 გრ ფქვილზე იხმარება 200 გრ საფუარი. (ზაფხულში ნაკლებიც დაჭირდება )დანარჩენს ვინახავთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღით.

მაცივრიდან რომ გამოიღებთ ნაყენს აცადეთ ცოტა შეთბეს და ისე გამოიყენეთ თორემ გაუჭირდება ამოსვლა ძალიან ცივი თუ იქნება.


თეთრი პური
200 გრ ბუნებრივი საფუარი
500 გრ პურის ფქვილი(შეგიძლიათ 50-100 გრამი ჭვავის ფქვილით შეცვალოთ)
300 გრ წყალი(წყლის დოზა ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული შეიძლება მეტი დასჭირდეს ან კიდევ პირიქით)
10 გრ მარილი

მოვზილოთ ცომი ისე რომ უნდა იყოს ელასტიური.ვაცადოთ გაფუება დაახლოებით 3-4 საათი.ყოველ ერთ საათში ცომი გდავკეცოთ,ეს პროცესი გავიმეოროთ ორჯერ მაინც.ამოვაგუნდაოთ ვაცადოთ 20 წუთი და შემდეგ მივცეთ ფორმა.ვდებთ ყალიბში და კიდევ ვაცდით გაფუებას.მე ერთი საათის შემდეგ ვანთებ ღუმელს და ვდგავ თუჯის ქვაბს ( ყველაზე დაბალ თაროზე თავსაფრის გარეშე) გასახურებლად 1 საათით.ვსერავ პურს ვდებ ქვაბში თავზე ვაფარებ და ვტოვებ 15 წუთით მაქსიმუმ ტეპერატურაზე მარტო ქვედა წვით.15 წუთის შემდეგ კიდევ 10 წუთი ზედა ქვედა წვა და ვუწევ ტემპერატურას 200 გრადუსზე.შემდეგ თავზე ვხდი და ვაგრძელებ ცხობას სადღაც 40 წთ მაინც.







Posted by: ketiL 25 Feb 2016, 17:33
ეხლა ვათალიერებდი საიტებს და პანასონიკის პურის საცხობები მხოლოდ სმაილში ვნახე რამოდენიმე მოდელი... სად იყიდეთ ვინც უკვე შეიძინა?

Posted by: Gigii 3 Mar 2016, 01:27

ვინმე ხომ ვერ მეტყვით Whole Grain/wheat ფქვილი სადმე თუ იყიდება? სრულ მარცვლოვანი და ცეხვილი ჰქვია მგონი, გადავქექე სმარტი და ვერ ვნახე. თუ არსად იყიდება იქნებ მირჩიოთ ქართულ ბაზარზე რომელია ყველაზე სასარებლო, გადაუმუშავებელი და დაბალკალორიული ფქვილი.

Posted by: rest 3 Mar 2016, 06:17
ketiL
Ze Moreira
მეც სმაილში ვიყიდე, ყველაზე იაფი მანდ იყო, მოდელს მოგწერთ მოგვიანებით, ნუ მახსოვს 400 ლარი მივეცი 1 წლის უკან
ჭვავის ფქვილი ვაგზალზე იყიდება, ფქვილების სექციაში , მეტროს მეორე ამოსასვლელის გასწვრივ, მართალია რამდენადაა 100 პროცენტით ჭვავი არ ვიცი

Posted by: asaqara 4 Mar 2016, 16:26
ჭვავის ფქვილი „ბიოაგრო“ (ელკანა)-ს მაღაზიაში, გაზაფხულის ქუჩაზე (საბურთალო) იყიდება. 2.5 ₾/კგ.

Posted by: ketiL 8 Mar 2016, 11:35
rest
მადლობააა :* ფილიფსი მაქვს და ვერ აცხობს. კარგაად და აღარ მინდა ტყუილად ფულის. გადაყრა

Posted by: John Jolie 25 Mar 2016, 15:47
lukanini
გამარჯობა. ხაშის დამუღამებას ვცდილობ ჯერ-ჯერობით
ეხლა ვამზადებ აი ამ საფუარს. ჩემი აზრით ესაა ხაში
https://www.youtube.com/watch?v=3m_sVYitwnc

დრო რომ არ დაგაკარგვინოთ მაგის ყურებაში მოკლედ გეტყვით რომ 5 დღის განმავლობაში ჭვავის და ხორბლის ფქვილით და წყლით კეთდება საფუარი


დოზა ის ავიღე რაც ვიდეოშია (3 ს.კ ჭვავი პირველად და თითქმის წოველდღე ემატება 2-3 კოვზი ფქვილი და წყალი)
და მთელ ამ საფუარს რამდენი კგ ფქვილი დავაყარო და რამდენი ხანი გავაფუოთ? მგონი ხაშის ნაკლი ისაა რომ დიდხანს უნდა გაფუებას, მგონი 1 ღამე

და მერე ცომი რომ მოიზილება, ხომ უნდა გადავდო ცომი მომდევნო პურის გამოსაცხობად და
აი ამ გადადებულ ცომზე (ანუ ხაშზე), რამდენ გრამ ცომს უკვე რამდენი ფქვილი დავაყარო?
(ანუ ვთქვათ 400 გრამი მოზელილი ცომი გადავდე, მომდევნო ცხობაში რამდენი ფქვილი უნდა დავაყარო?)
რამდენი ხანი შეიძლება შევინახო ხაში, რა პირობებში და გადაზელვა-გამოკვება ხომ არ სჭირდება? ანუ მოვლა და შენახვა მაინტერესებს კიდე

ძაან დაღეჭილად ვკითხულობ და ალბათ გამაღიზიანებელია, მაგრამ აზრზე არ ვარ და მირჩევნია ესე დებილივით დაწვრილებით ამიხსნან რა... მე მაპატიეთ


* * *
Gigii
QUOTE
ვინმე ხომ ვერ მეტყვით Whole Grain/wheat ფქვილი სადმე თუ იყიდება? სრულ მარცვლოვანი და ცეხვილი ჰქვია მგონი, გადავქექე სმარტი და ვერ ვნახე. თუ არსად იყიდება იქნებ მირჩიოთ ქართულ ბაზარზე რომელია ყველაზე სასარებლო, გადაუმუშავებელი და დაბალკალორიული ფქვილი.


მე ვაგზალზე ვიყიდე, პასაჟის უკან, ჩაყოლებაზე, ერთი კაცი ყიდის, სულ ბოლოში იდგა წონის ბურღული და ფქვილეული სადაც იყიდება. ლარი და 10 თეთრი ღირდა
კიდე ჭვავის ალაო ქონდა, ესეც მიქვთ და კილოზე 50 გრამს ურევენ და ფერს და სუნს აძლევს პურსო და ეგეც ცოტა ვიყიდე. თან ვკითხე, რა არის, ნატურალურია თუ ქიმიაა რამემეთქი და ნატურალურიაო. დიდად არ ვენდე მის სიტყვას მაგრამ 1 ლარის მაინც წამოვათრიე, რავი

Posted by: lukanini 25 Mar 2016, 16:39
John Jolie
გამარჯობა.მიხარია რომ დაიწყე მომზადება. პირველ რიგში მოდი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ.რასაც შენ ამზადებ ქვია ბუნებრივი საფუარი 100% გამოკვებილი და არა ხაში.რადგან ხაში მზადდება მშრალი ან დაწნეხილი საფუარით.იმიტომ იყო რომ წინა პოსტში შეცდომაში შევედი და სულ სხვა რამ დაგიწერე.მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან გირჩევ ფერმენტირებულ ხილის წყალს საფუვრის მოსამზადებლად.წედა პოსტში დაწვრილებით მაქვს გამოყენების წესი დაწერილი.ნუ თუ მაინც მაგის გაკეთება გსურს არც ეგ არის პრობლემა რადგან ეგეთი საფუარიც მაქვს მაცივარში.ანუ პირველად უნდა მოაძლიერო ეგ საფუარი და დაახლოებით 4 საათში უნდა კარგად იყოს აქტიური ბევრი ბუშტუკები უნდა ქონდეს რომ შეძლოს პურის ამოსვლა.შეგიძლია ასეც მოიქცე აიღო საფუვრის პატარა ნაგლეჯი და წყალში ჩააგდო თუ ტივტივებს ეს იმას ნიშნავს რომ უკვე მზადაა. ეს მეთოდი მხოლოდ ხორბლის ფქვილზე მაქვს ნაცადი ჭვავის საფუარზე არა.გამოყენების წესი არის შემდეგნაირად იკვებება 100% ეს იმას ნიშნავს რომ თუ გაქვს 50 გრ საფუარი უმატებ 50 გრ წყალს და 50 გრ ფქვილს. ყოველ 500 გრ.ფქვილზე(პურის მოსამზადებლად აღებული) 200 გრ საფუარი( ამ 200 გრ.საფუარში უნდა გაითვალისწინო რომ 100 გრ.წყალია.რადგან 500 გრ ფქვილს რომ აიღებ პურისთვის თუ უნდა უქნა 350 გრ წყალი უნდა გამოაკლო 100.თორემ ძალია თხელი ფაფა გამოგივა და გაგიჭირდება მოზელვა ).ზაფხულში თუ ცხელა 150 წავა.მოზელილ ცომს არასოდეს უნდა მოაკლო რადგან ის უკვე სხვა დანამატებსაც შეიცავს როგორის არის მარილი,ზეთი,შაქარი...ანუ თვითონ საფუარი მოიტოვე ცოტა თუნდაც 20 გრ.მერე დაამატე იმ რაოდენობის წყალი+ფქვილი.და ასე გაზრდი რაოდენობას.მე პირადად საფუარს მაცივარში ვინახავ.რადგან არ მიწევს ყოველდღიურად პურის ცხობა.
მგონი ყველა კითხვას გავეცი პასუხი და თუ კიდევ არის რაიმე გაუგებარი შემეკითხე შეძლებისდაგვარად გაგცემ პასუხს.მოსარიდებელი არაფერია.

Posted by: Kavto 9 Apr 2016, 14:37
Panasonic SD-ZB2502 ამ პანასონიკის ყიდვა სად შეიძლება? mymarket-ზე ვნახე ნახმარი 280 ლარიო , რას მირჩევთსად შევიძIნო პანასონიკი მინდა ყველა აქებს

Posted by: asaqara 12 Apr 2016, 16:46
Dr_Zuzumbo და lukanini მინდა გითხრათ დიდი მადლობა.
თქვენთან კონსულტაციებით დავიწყე დეკემბერ-იანვარში, მერე სხვა რესურსებსაც გავეცანი და უკვე თვეებია, პურს აღარ ვყიდულობთ.

ხორბლის + ჭვავის ფქვილით დამზადებულ საფუარს ვკვებავ ყოველდღიურად და კვირაში 2-3-ჯერ ვაცხობ.
ძირითადად ხორბლის ფქვილით, ზოგჯერ ჭვავნარევით.

სურათების დადება ვერ ვახერხებ (კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო),
მაგრამ არაჩვეულებრივი გამოდის შესახედავად და კიდევ უფრო კარგი გემოთი.

ბოლოს "ciabatta" ავითვისე, ეს უკვე სხვა დონეა!



Posted by: status 12 Apr 2016, 17:28
QUOTE
ბოლოს "ciabatta" ავითვისე, ეს უკვე სხვა დონეა!


შეგიძლია რეცეპტი დაწერო პურის საცხობისთვის smile.gif

Posted by: lukanini 12 Apr 2016, 19:27
asaqara
jump.gif მიხარია რომ დაიწყე პურის ცხობა.სურათებს ველი.პურის საცხობში აცხობ თუ ღუმელში?
QUOTE
სურათების დადება ვერ ვახერხებ (კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო),

http://pix.ge/ მე აქედან ვტვირთავ.თან ზომაც შეგიძლია შეცვალო.BB კოდი ფორუმისთვის ამას დააკოპირებ და აქ ჩასვავ.

Posted by: asaqara 14 Apr 2016, 12:24
lukanini

მადლობა, მეც ეგ საიტი გამოვიყენე სურათების ასატვირთად.

ეს "ყოველდღიური" ხორბლის, 'პურის' ფქვილით, ჭვავის ფქვილის დამატებით ან მის გარეშე - მაინც გემრიელია.

http://pix.ge/


Ciabetta -ამას იშვიათად ვაცხობ, უფრო მეტ დროს და ოსტატობას მოითხოვს

ცხობის პროცესი:
http://pix.ge/

მზა პროდუქტი, ხაზგასმულად rustique :-)
http://pix.ge/

ვცდილოდ სხვა რეცეპტებიც ავითვისო!

დამავიწყდა მეთქვა - ჩვეულებრივი პლიტის ელექტრო ჰაერღუმელში ვაცხობ.

Posted by: lukanini 15 Apr 2016, 19:55
asaqara
მშვენიერ პურებს აცხობ ყოჩაღ. ისე ეგ ხორბლის საფუარი მარტო ჭვავზეც შეგიძლია გამოკვებო და გექნება ორი საფუარი ხორბლის და ჭვავის.ცორბლის პურს ჭვავის საფუვრით თუ გამოაცხობ ეგეც მოგეწონება,სულ სხვა გემო აქვს.როგორი საფუარი გაქვს 100% გამოკვებილი თუ 50%?
QUOTE
ვცდილოდ სხვა რეცეპტებიც ავითვისო!

ჩემს ფავორიტ პურის რეცეპტს დაგიწერ თუ გინდა ნიგვზით და ქიშმიშით კეთდება.უგემრიელესი რამეა.მე ჭვავის საფუვრით ვაცხობ თუმცა ხორბლის საფუვრითაც კარგი გამოდის.


Posted by: asaqara 15 Apr 2016, 21:54
lukanini

საფუარი 100% მაქვს.

მადლობა რჩევისათვის, აუცილებლად ვცდი ჭვავით გამოკვებას.

ფავორიტი პურის რეცეპტიც ძალიან მაინტერესებს, ჩემი საფუარით თუ გამოვა. :-)
--------------------
საფუარის ყოველდღიური კვება ცოტა მიჭირს - მუდმივად მოსაწყენია.
თუ არის რაიმე გზა საფუარის სხვაგვრი შენარჩუნების?

Posted by: lukanini 15 Apr 2016, 23:15
asaqara
თუ ყოველ დღე არ ხმარობ მაცივარში შეინახე.რომ გამოიღებ აცადე დადგეს ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გამოკვებე.ან ოდნავ თბილი წყლით გამოკვებე. მაგ საფუარს აღარ ვხმარობ ეხლა ხილი მაქვს ფერმენტირებული და იმის ნაყენს ვიყენებ.მეტი პრაქტიკულია.და შედეგითაც კმაყოფილი ვარ.წინა გვერდებზე მაქვს დაწერილი
* * *
ხორბლის პური ჭვავით,ქიშმიშით და ნიგოზით.
ბუნებრივი ჭვავის (ხორბლის) საფუარი 150 -200 გრ
ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილი 400 გრ
ჭვავის ფქვილი 100 გრ
წყალი (65%) 300 გრ
შაქრის ლერწმის თაფლი ან თაფლი 15 გრ
მარილი 10 გრ
ქიშმიში 125 გრ

თასში ჩაყარე ყველაფერი ქიშმიშის და ნიგოზის გარდა.მოზილე ცომი.ბოლოს შეურიე მშრალი ხილი და აცადე გაფუება დაახლ.3-4 საათი. ფრთხილადს გადმოიღე ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე მიეცი მოგრძო ფორმა და ისევ აცადე გაფუება.გამოცხობუის წინ არ დაგავიწყდეს პურის დასერვა.პირველი 10 წთ მარტო ქვედა წვა და ორთქლი შემდეგ ძედა ქვედა წვა 200 გრადუსზე.დაახლოებით 40-45 წთ.

Posted by: asaqara 16 Apr 2016, 06:53
lukanini
დიდი მადლობა! რამდენ რამეს ვიგებ აქ ურთიერთობით, რასაც პრაქტიკით გვიან გავიგებდი -- თუ საერთოდ გავიგებდი.

შენი ფავორიტის გამოცხობაც არ ყოფილა რთული. მაგრამ სპეციფიური პურია: ლობიოს ალბათ არ მოუხდება. :-) რისთვის უფროა - ბუტერბროდებისთვის?

ხილის საფუარზე მეც ვცდი ამ გამოცდილებით გადასვლას. სულ თავიდან აქ ნასწავლი ქიშმიშის საფუარი გავაკეთე. ზუსტად, მაგრამ ახლა ვხდები, რომ ვერ მიაღწია საჭირო ძალას - მაინცა და მაინც კარგი პური ვერ ცხვებოდა.. ზამთარი იყო და სითბო არ ეყო ეტყობა. ახლა, წესით, უნდა გამოვიდეს.

Posted by: lukanini 16 Apr 2016, 10:38
asaqara
QUOTE
სპეციფიური პურია: ლობიოს ალბათ არ მოუხდება. :-) რისთვის უფროა - ბუტერბროდებისთვის?

მე პირადად არანაირ საჭმელს არ ვატან.ყავასთან მიყვარს.ხანდახან ვტოსტავ ხოლმე და ეგრეც გემრიელია თუ არა და ისე ვჭამ.თხლად დაჭრილი სულ ლიწინ ლიწინით მიდის biggrin.gif
QUOTE
ხილის საფუარზე მეც ვცდი ამ გამოცდილებით გადასვლას. სულ თავიდან აქ ნასწავლი ქიშმიშის საფუარი გავაკეთე. ზუსტად, მაგრამ ახლა ვხდები, რომ ვერ მიაღწია საჭირო ძალას - მაინცა და მაინც კარგი პური ვერ ცხვებოდა.. ზამთარი იყო და სითბო არ ეყო ეტყობა. ახლა, წესით, უნდა გამოვიდეს.

ქიშმიშის ფერმენტი მეც ნაცადი მაქვს და გამოსვლით კარგი გამოვიდა თუმცა მაინც ქონდა თავის პლიუს მინუსები რადგან ახალი გაკეთებული ძალიან ძლიერი იყო და ნაყენი დიდი ხნის შენახვის მერე კარგავდა ძალას.ხილის საფუარი კი სულ სხვა რამეა მას კვებავ ხილით და მუდმივად აქტიურია.ინახება ესეც მაცივარში და კვირაში ერთხელ ესაჭიროება გამოკვება. ნუ რა თქმა უნდა რა სიხშირით აცხობ გააჩნია.თუმცა მინდა ვაღიარო რომ იმ ძალიან დიდ ნასვრეტებს მეორე საფუარით (ფქვილი+წყალი) რომ ვიღებდი ამისგან ვერ მივაღწიე.სამაგიეროდ გემო მეტად მომწონს.ასე რომ ჯერ ჯერობით ამას ვიყენებ და მომავალში ვნახოთ.

ესეც წინა დღევანდელი ხორბლის პური ორნაირი საფუვრით,ხორბლის და ჭვავის
http://pix.ge/

კიდევ ერთი ჭვავის პური .ესეც ძალიან არომატული.კარდამონით,ანისულით და ფორთოხლის ცედრით. love.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: asaqara 16 Apr 2016, 15:55
lukanini
ძალიან ლამაზები და მადისმომგვრელებია! ბოლო სურათებზე სუფთა ჭვავის პურია, ხომ? ასეთი არ მიცდია. თუ არის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ხორბლის ან ნარევთან შედარებით, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ცხობისას?

Posted by: lukanini 16 Apr 2016, 17:07
asaqara
QUOTE
სუფთა ჭვავის პურია, ხომ?

კი სულ ჭვავია,ჭვავის საფუარით.მეტი მუქი ფერი გამოვიდა. შაქრის ლერწმის თაფლი აქვს და იმან მისცა მუქი ფერი .
QUOTE
თუ არის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ხორბლის ან ნარევთან შედარებით, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება ცხობისას?

არანაირი.რადგან ორივეს ხორბლის ფქვილი აქვს.მაგრამ თუ მარტო ჭვაით აცხობ მეტი დრო სჭირდება გამოცხობას. მაგ:ცხობის დროს თუ გავზომავთ ხორბლის პურს თერმომეტრით არის თუ არა მზად,ტემპერატურა უნდა აღწევდეს 92-93 გრადუსს.ამ გრადუსზე პური უკვე გამომცხვცარია. და შეგიძლია ან გამოიღო ან კიდევ გააჩერო მეტი ხანი ქერქის დასაბრაწად.მაგრამ ჭვავის პური 93 გრადუსზე გერ კიდევ გამოუცხობია.მისი ტემპერატურა უნდა იყოს 97-98 გრადუსი.ისედაც ჭვავის პური მეტი ნესტიანი გამოდის.სურათს თუ დააკვირდები მე მეორე დღეს გავჭერი და ჯერ კიდევ სველი იყო.ქაღალდში გადახვეული წესით სამი დღის შემდეგ იჭმევა.მოზელვითაც სხვანაირად იზილება.ჭვავის ფქვილს უბრალოდ ვერ მოზილავ როგორც ხორბლისას.უნდა იყოს თხელი ცომი და კოვზით იზილება.

Posted by: asaqara 18 Apr 2016, 10:02
lukanini

წუხელ გავამზადე, დავტოვე ასაფუებლად და ამ დილით გამოვაცხვე შენი პური "ხორბლის პური ჭვავით,ქიშმიშით და ნიგოზით."

ჩემი მოძველებული პლიტის ელექტროღუმელს თურმე არ შეუძლია ზევიდან და ქვევიდან განცალკევებულად გახურება,
მაგრამ მე მგონია, ამას ხელი არ შეუშლია:
ნამდვილად ძალიან გემრიელი პური გამოცხვა!

მიჭირს მოვწყდე: ხელი თავისთავად იპარება პურისკენ მორიგი ულუფის მოსაჭრელად! :-)

Posted by: lukanini 18 Apr 2016, 10:13
asaqara
2kiss.gif jump.gif მიხარია!! აი ზუსტად მეც მასე ვარ.ძალიან თხლად ვჭრი და ისე მივირთმევ.იმ დღეს
ზებრა პური გამოვაცხვე და ვერაფრით ვერ ვტვირთავ.pix.ge არ იტვირთება.სხვა საიტი უნდა ვნახო რამე.


Posted by: 200000 18 Apr 2016, 11:43
პური გამოცხობიდან მეორე დღეს უკვე რომ იფშვნება ეგ ფქვილის ბრალი მგონია და მართალია ?
და თუ ფქვილის ბრალია , კარგი და ხარისხიანი ფქვილი სად ვიყიდო ისიც მირჩიოთ იქნებ ?

Posted by: lukanini 18 Apr 2016, 23:52
200000
იქნებ კარგად დააკონკრეტო რამდენ ფქვილზე რამდენ წყალს უშვები და რამდენ საფუარს? რამდენ საათში აცხობ და ასშ.ეგ მარტო ფქვილის ბრალი არ უნდა იყოს.მიზეზი ბევრია.ცოტა წყალი,ბევრი საფუარი.მოკლე დროში გამოცხობა ცომის კარგად არ დამუშავება....
* * *
ესეც ჩემი ზებრა პური ბუნებრივ საფუარზე დამზადებული
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: 200000 19 Apr 2016, 08:14
lukanini
საცხობ აპარატში ვაცხობთ;
წყალს და საფუარს იმდენს ვუშვებით, რამდენიც ინსტრუქციაში წერია;

Posted by: lukanini 19 Apr 2016, 08:25
200000
ხოდა რამდენი რამდენზე უშვრები.შეიძლება მეტი წყალი იყოს საჭირო.ყველა ფქვილი სხვადასხვა ნაირია.ზოგი მეტს იწოვს და ზოგიც ნაკლებს.სინჯე ცოტა მეტი წყლის დამატება აბა.მაგ აპარატების არაფერი არ გამეგება.სწრაფი რეჟიმით აცხობ?საერთოდ რაც ნაკლებ საფუარს უზავ და პურიც ნელა ამოფუვდება ის მეტი სასარგებლოც არის. ფქვილს თუ უმაღლეს ხარისხს უშვრები აბა ნახევარი პირველი ხარისხის უქენი

Posted by: 200000 19 Apr 2016, 13:50
lukanini
დიდი მადლობა რჩევებისთვის smile.gif გავითვალისწინებ აუცილებლად : )

Posted by: volfmai 3 Jun 2016, 18:26
როგორ გამოვიყენოთ პურის საცხობი:

http://www.aura.ge/168-kulinaria/5403-rogor-gamovikenot-puris-sacxobi.html
* * *
როგორ ავირჩიოთ პურის საცხობი:

http://www.aura.ge/menu/49-archevani/25-sakofacxovrebo-teqnika/5404-rogor-avirchiot-puris-sacxobi.html

Posted by: Power_VANO 10 Jun 2016, 15:13
lukanini
QUOTE
თუ დააკვირდები მე მეორე დღეს გავჭერი და ჯერ კიდევ სველი იყო.ქაღალდში გადახვეული წესით სამი დღის შემდეგ იჭმევა

ქაღალდში გახვეულს რა ტემპერატურაზე ინახავ?
ან 3 დღე ნორმალურად ძლებს? არ იწყებს გაფუჭებას?

Posted by: lukanini 10 Jun 2016, 18:46
QUOTE (Power_VANO @ 10 Jun 2016, 15:13 )
lukanini
QUOTE
თუ დააკვირდები მე მეორე დღეს გავჭერი და ჯერ კიდევ სველი იყო.ქაღალდში გადახვეული წესით სამი დღის შემდეგ იჭმევა

ქაღალდში გახვეულს რა ტემპერატურაზე ინახავ?
ან 3 დღე ნორმალურად ძლებს? არ იწყებს გაფუჭებას?

უკვე კარგად გაცივებულს გაზეთში ვახვევ და ოთახის ტემპერატურაზე ვინახავ.
გაფუჭება კი არა იმდენად სველი გული აქვს ერთი კვირა თავისუფლად ძლებს.

Posted by: nia4u 11 Jun 2016, 00:25
lukanini
სოფას აინტერესებდა შენი სახელი და გვარი,
არ ვიცოდით არავინ, შენც არ გამოცენილხარ, კაი ხანია smile.gif
ფეიბუქზე უნდოდა რაღაც
და თუ შეგიძლია, შეეხმიანე smile.gif
https://www.facebook.com/groups/272708876413436/
ტელ....558010966....
ფბ-გვერდი---sofia margvelashvili----
კულინარიული ფბ- ჯგუფი : სოფიას გემრიელი სამზარეულო....

შენ ნუ დაგვეკარგები 2kiss.gif

Posted by: Power_VANO 22 Jun 2016, 14:24
მეგობრებო, ახალი ქართული კომპანია რომ დაარსდა, ბროტმაისტერი (ავსტრიულ ტექნოლოგიებს და მასალებს იყენებენ), მაგათი პური გასინჯეთ? როგორია?

აი ესაა: https://www.facebook.com/brotmeisterge/



lukanini
QUOTE
უკვე კარგად გაცივებულს გაზეთში ვახვევ და ოთახის ტემპერატურაზე ვინახავ.გაფუჭება კი არა იმდენად სველი გული აქვს ერთი კვირა თავისუფლად ძლებს.

გასაგებია, მადლობა smile.gif

Posted by: lukanini 24 Jun 2016, 00:34
nia4u
მე სულ აქ ვარ საყვარელო 2kiss.gif აქ აღარავინ პოსტავს და აღარც შემოვდივარ.ფეისზე ნინი მათურელი ვარ.შევეხმიანები სოფას.

Posted by: guramdolidze 15 Aug 2016, 16:03
მე ძალიან მომწონს "ხვასტაგის" ნებისმიერი პური, კარგად არის გამომშრალი ყოველთვის და თან ნამდვილი პურის გემო აქვს და არა ჩალის biggrin.gif

Posted by: @dolf@ 19 Aug 2016, 14:58

გამარჯობა, ამ ორიდან რომელს მისცემთ რეკომენდაციას?

http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=17666

http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=19284

Posted by: rest 19 Aug 2016, 17:01
@dolf@
პირველს, ზუსტად ეგეთი მაქვს და კარგად მუშაობს ! ანუ შავი ჯობია! საკმაო ხანს ვარჩევდი!

Posted by: @dolf@ 22 Aug 2016, 12:22
QUOTE (rest @ 19 Aug 2016, 17:01 )
@dolf@
პირველს, ზუსტად ეგეთი მაქვს და კარგად მუშაობს ! ანუ შავი ჯობია! საკმაო ხანს ვარჩევდი!

მადლობა.

მეორე მოდელი ვიყიდე. სტანდარტული პური გამოცხობა ვცადე და თავი არ დაბრაწა, გული კი ცომივით იყო, არადა 4 საათი ცხვებოდა. რისი ბრალი შეიძLება იყოს?

Posted by: xelogia 25 Aug 2016, 12:29
ვინ მირჩევს ყველაზე გამძლე და გამომდგარი პურის საცხობი რომელია

Posted by: @dolf@ 30 Aug 2016, 18:08
QUOTE (@dolf@ @ 22 Aug 2016, 12:22 )
QUOTE (rest @ 19 Aug 2016, 17:01 )
@dolf@
პირველს, ზუსტად ეგეთი მაქვს და კარგად მუშაობს ! ანუ შავი ჯობია! საკმაო ხანს ვარჩევდი!

მადლობა.

მეორე მოდელი ვიყიდე. სტანდარტული პური გამოცხობა ვცადე და თავი არ დაბრაწა, გული კი ცომივით იყო, არადა 4 საათი ცხვებოდა. რისი ბრალი შეიძLება იყოს?

მოკლედ რომ დავფიქრდი ძალიან ძალიან ბევრი ვიჩალიჩე რომ პირველ ცდაზე არ გამომსვლოდა პური და ასეც მოხდაsmile.gif

საფუარი იყო ვადაგასული.
წყალი ძალიან ცივი ჩავასხი
ცხობისას თავი რამდენჯერმე ავხადე.

ეს შეცდომები გამოვასწორე და შედეგად მივიღე მშვენიერი კნატუნა პური რომელიც მეორე მესამე დღეს არც ცომდება და არც ობდება.



xelogia Posted on 25 Aug 2016, 12:29
ვინ მირჩევს ყველაზე გამძლე და გამომდგარი პურის საცხობი რომელია

http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=19284

ეს მაქვს მე ორი კვირაა და ძალიან მაგარია. შეიძლება მერე გაუბეროს მაგრამ რევიუ რაც წავიკითხე ყველა აქებს. უპრობლემოა და როგორც დავწერე ძაან უნდა იჩალიჩO რომ არ გამოვიდეს

Posted by: toyota555 31 Aug 2016, 14:31
მოგესალმებით. წონაში მინდა რომ დავიკლო ბევრ პროდუქტზე ვთქვი უარი მაგრამ პურის გარეშე არ შემიძლია 1 დღე რაღაცნაირად გავქაჩე მაგრამ

მეორე დღესვე თავბრუს ხვევა დამეწყო და მივხვდი რომ რაც არ უნდა მეჭამა მშიერი ვარ პურის გარეშე. მაინტერესებს რომელ პურს მირჩევთ რომელსაც მართლა 0 კალორია ექნება ან ძალიან ცოტა, და ისე არა უამრავ პურს რომ აწერია დღესდღეობით საფუარის გარეშეო და ამ დროს ჩვეულებრივი პურია.

Posted by: lukanini 31 Aug 2016, 20:55
toyota555
QUOTE
რომელ პურს მირჩევთ რომელსაც მართლა 0 კალორია ექნება ან ძალიან ცოტა

ეგეთი პური არ არსებობ 0კალორია რომ ქონდეს.საფუვრის გარეშე პური იმას არ ნიშნავს რომ რამდენიც გინდა ჭამო არ გასუქდები.მას სხვა ჯანსაღი თვისებები აქვს რაც მაღაზიაში გამომცხვარ პურს არა აქვს.ჭვავის პური არის დაბალ კალორიული,სერი პურებიც.თეთრი პურიც რომ ჭამო ზომიერად არაფერიც არ მოხდება.დიეტის დროს დიეტოლოგი პურს არ კრძალავს.ვახშმის დროს მოერიდე ჭამას.

Posted by: toyota555 31 Aug 2016, 21:00
lukanini
გასაგებია მაგრამ იძახიან რომ სერი პურიც სინამდვილეში თეთრი არისო უბრალოდ ფერს უცვლიანო და ვეღარ გავიგე, ლიტვური საცხობის სვისკატა რომ არის აწერია 0 საფუარი და მაგაზე რას მეტყვით ნორმალურია? თან დავაკვირდი ძალიან დიდი ხანი ძლებს სხვა პურებთან შედარებით და ძალიან მანაყრებს

Posted by: asaqara 23 Sep 2016, 23:46
ცოტა აგრილდა და განვაახლე პურის ცხობა, თანაც ახალი, ხილის საფუარით. შავი ყურძნით დავიწყე, მერე ტკბილი მსხალიც შევურიე. თაფლი, წყალი და უკვე ერთი კვირის თავზე საფუარმა ისეთი ძალა შეიძინა, რომ უფრო იოლად ვაცხობ, ვიდრე ფქვილის საფუარით ვაცხობდი.
ახლა შედეგი?
არომატული, მშვენივრად ამოსული, ხრაშუნა ქერქით - ძალიან გემრიელი!

Posted by: shilaida 24 Sep 2016, 09:34
asaqara
თუ არ დაიზარებ დაწვრილებით დაგვიწერე ხილის საფუარის რეცეპტი

Posted by: lukanini 24 Sep 2016, 09:50
toyota555
სამწუხაროდ მაქაურ გამომცხვარ პურზე ვერაფერს გეტყვი რადგან მე საქართველოში არ ვიმყოფები.ისე ათასნაირად კი მაიმუნობენ.ეგ მანდაც მასეა და ევროპაშიც.ამიტომ ვაცხობ სახლში პურს და ვიცი რას შეიცავს და რაც მთავარია 100% ჯანსაღია.
asaqara
კარგიააა tuk.gif მე დავანებე ხილის საფუარს თავი და ისევ ჩვეულებრივზე გადავედი.

* * *
shilaida
https://forum.ge/?f=82&showtopic=34223468&st=990
არ ვიცი asaqara ამას იყენებს თუ არა მაგრამ ეგ საფუარი დატესტილი მაქვს და მშვენიერ პურებსაც ვაცხობდი. წარმატებები

Posted by: asaqara 24 Sep 2016, 20:12
http://www.zhizn-vkusnaja.com.ua/2014/09/fruktovaja-drozhzhevaja-voda-dlja-hleba-recept.html?m=1

მე ამ რეცეპტს ვიყენებ. ხილის საფუარმა გემოს და ეფექტურობის გარდა, იმითაც მომხიბლა, რომ ყოველდღიური გამოკვება არ სჭირდება.

lukanini

საინტერესოა, შენ რატომ დაუბრუნდი ჩვეულებრივ საფუარს?


* * *
ბოდიში, ლინკი შემშლია.

აი, ეს არის:

http://www.zhizn-vkusnaja.com.ua/2014/09/fruktovaja-drozhzhevaja-voda-dlja-hleba-recept.html

Posted by: lukanini 25 Sep 2016, 19:53
asaqara
ისეთ შედეგს ვერ ვაღწევდი როგორც წყალი+ფქვილი.
QUOTE
ყოველდღიური გამოკვება არ სჭირდება.

კვირაში ერთხელ ვკვებავ.მაცივარში ვინახავ და როცა მჭირდება გამოვიღებ ან დილას ადრე და გამოვკვებავ ან ღამე და დილით ვზელ ცომს.გააჩნია როგორ მომიხერხდება.რადგან ექსპერიმენტები მიყვარს შეიძლება მომავალში კიდევ დავიწყო მაგის მომზადება.

Posted by: asaqara 25 Sep 2016, 20:58
lukanini

ფქვილის საფუარს კვებავთ კვირაში ერთხელ?
მეც ვცადე ერთი-ორჯერ მასეთი საფუარის მაცივარში შენახვა, მაგრამ რატომღაც, ვეღარ „გავაცოცხლე“ ხოლმე მაცივრიდან გამოღების შემდეგ.

ეს ხილის (უფრო ზუსტად - თკბილი შავი ყურძენია) - გაცილებით უფრო ძლიერია - უფრო კარგად და სწრაფად „ამოჰყავს“ ცომი.

Posted by: lukanini 1 Oct 2016, 21:16
asaqara
კი ფქვილის საფუარს ვკვებავ.მე არანაირ პრობლემას არ მიქმნის.მშვენივრად ამოყავს ცომი.ანუ მოტოვილ დაახლ.20გრ საფუარს ვამატებ 20 წყალი და 20 ფქვილი.ვურევ კარგად და ვაჩერებ ერთ ორ საათს.დროს არასოდეს არ ვითვლი.რომ დავინახავ ბუშტულები გაიკეთა ვდებ მაცივარში.რომ დამჭირდება პურისთვის გამოვიღებ და ხელმეორედ ვკვებავ, ამ დროს გააჩნია რამდენი პურის გამოცხობა მინდა.თუ ერთ კილო ფქვილზე მინდა მოვზილო 250 გრ საფუარი დამჭირდება.ამის მიხედვით ვზრდი საფუარის გამოკვებვას ისე რომ ერთი 20 გრამით ზედმეტი . ისე ამ დროს ფქვილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორს იხმარ.მე მარტო გამოსაკვებად უმაღლეს ხარისხს ვიყენებ.რადგან მეტად უძლებს დიდი ხნის ფერმენტაციას.

Posted by: asaqara 3 Oct 2016, 08:19
lukanini

ყოველთვის საინტერესოა კვალიფიციური ადამიანის გამოცდილება, პრაქტიკაზე რომაა დაფუძნებული.
მაგრამ ჯერ-ჯერობით ხილის საფუარზე დავრჩები, ისე მომწონს.

ფქვილს რომელსაც "პურის საცხობი ფქვილი" ჰქვია, "კარფურში" ვყიდულობ, ხარისხი არ აწერია, არ ვიცი რით განსხვავდება ჩვეულებრივი ფქვილისაგან.
ადრე ჭვავის ფქვილსაც ვურევდი, მაგრამ ხილის ამ საფუარში განსაკუთრებულად ხაზგასმულია - ხორბლის ფქვილით გამოაცხვეთო.

პურის ზომა გავზარდე, ისე სწრაფად გვითავდება ხოლმე - ყოველდღიური ცხობა რომ არ იყოს საჭირო!

Posted by: holden kolpildi 3 Oct 2016, 09:57
toyota555
მე ვჭამდი ხოლმე დიეტის დროს ლიტვურის 0%
2 ნაჭერი არის 100 გრამი +- 10 გრ
საკმაოდ ნოყიერია და დაბალკალორიულიც
დღეში მაქსიმუმ 200 გრამი მიიღე მეტიაარა

Posted by: lukanini 3 Oct 2016, 11:01
asaqara
QUOTE
ადრე ჭვავის ფქვილსაც ვურევდი, მაგრამ ხილის ამ საფუარში განსაკუთრებულად ხაზგასმულია - ხორბლის ფქვილით გამოაცხვეთო.

თვითონ საფუარში შეგიძლია 25% ჭვავის ფქვილი უქნა.განსაკუთრებულ გემოს აძლევს.და კიდევ თვითონ ცომშიც ბევრი არა თუნდაც 10-15% რომ უქნა უკეთესი პური გამოგივა. ანდა კიდევ ჭვავის ნაცვლად ხორბლის ცეხვილი ფქვილი რომ უქნა ეგრეც გემრიელია. შეგიძლია სხვადასხვა მარცვლეულიც შეურიო

Posted by: Lаki 9 Oct 2016, 11:12
სად იყიდება (სასურველია ცნობილი ქსელი დაასახელოთ, არ ვარ თბილისში) ჭვავის ხარისხიან ფქვილს? (ან მარცვალს)
და როგორ უნდა დამზადდეს ჭვავის პური (საკუთარ ელექტროსაცხობში) ისე რომ იყოს გემრიელიც და დაბალკალორიულიც.

ამხელა თემას ნუ გადამაკითხებთ რა 2kiss.gif

Posted by: nia4u 11 Oct 2016, 19:38
Lаki
ჭვავის ფქვილი ქსელებში არ გამიგია, ბაზრობებზე ყიდულობენ, როგორც მახსოვს...
და
QUOTE
და როგორ უნდა დამზადდეს ჭვავის პური (საკუთარ ელექტროსაცხობში) ისე რომ იყოს გემრიელიც და დაბალკალორიულიც.

ფქვილს თუ იშოვი, დაპოსტე და მოგიძებნი წინა გვერდებზე რეცეპტს...
ტყუილად
QUOTE
ამხელა თემას ნუ გადამაკითხებთ რა

wink.gif

Posted by: sophka 11 Oct 2016, 20:16
Lаki
nia4u


მე ვყიდულობ ნიკორაში, ფრესკოსა და კარფურში ჭვავის ფქვილს. რუსული წარმოების, мука ржаная დაფასოებულია...

ფოტოსაც დავდებ თვალსაჩინოებისთვის


Posted by: nia4u 11 Oct 2016, 20:21
sophka
კარგია, არ შემიმჩნევია...
მადლობა smile.gif
Lаki
კაი, მოგიძებნი რეცეპტს,
კაი ხნის პოსტი კია... biggrin.gif

Posted by: sophka 11 Oct 2016, 20:28

nia4u

არაფერს smile.gif

მეც გამომადგება კარგი რეცეპტები ))))

Posted by: sandroia 22 Oct 2016, 20:38
ხალხო ორ კონტეინერიანი პურის საცხობი სახლისთვის სად იყიდება?
კარფურებში არაა
კარგი ხარისხის მინდაა

Posted by: sophka 24 Oct 2016, 00:11
sandroia
ნებისმიერი ტექნიკის მაღაზიებში იყიდი, ყველანაირს : )))

Posted by: forever`s_NEVER 27 Oct 2016, 12:18
ხალხებო, შვრიის ფქვილი მაჩუქეს, ბლომად.
თუ გაქვთ გამოცდილება, გემრიელი პურების რეცეპტები დამიწერეთ.
ეგრევე ვაცხობ ცომის მოზელვის მერე თუ ამოფუება უნდა? სადაღაც წავიკითხე მგონი არ უნდა.
მოკლედ, გელით smile.gif

Posted by: MeBeforeYou 28 Oct 2016, 15:47
ღუმელში მინდა გამოვაცხო პირველად ნიგვზით და განსაკუთრებული ტემპერატურა სჭირდება თუ სტანდარტულად?

გამარკვიეთ რა გამოცდილებო.

Posted by: lukanini 29 Oct 2016, 10:35
forever`s_NEVER
მარტო შვრიის ფქვილისგან ისეთი პური არ გამოგივა როგორიც ხორბლისგან კეთდება.თუ გლუტენზე პრობლემა არ გაქვს ხორბლის ფქვილში უნდა გადაურიო.მე პირადად არ გამომიცხვია. დაგუგლე არის რაღაც რეცეპტები.

MeBeforeYou
სტანდარტულს როგორს ეძახი.მე პირადად მაგრად რომ გავახურებ ღუმელს, უჟანგავი ფოლადის ფირფიტა მიდევს სადღაც 6მმ -იანი.და ძირზე პატარა თასში ვულკანურ ქვებს ვახურებ.მერე წყალს რომ ვასხავ ორთქლს წარმოშვავს დიდი რაოდენობითი.პირველი 10-15წთ მარტო ქვედა წვის რეჟიმი მერე ტემპერატურას ვუწევ 200გრადუსზე ამჟამად ზედა ქვედა წვით ვაგრძელებ. 10 წთ-ის მერე კარებს ვაღებ და ქვებს ვიღებ.ვაგრძელებ ცხობას კიდევ 30წთ.გააჩნია პურის ზომას.შეიძლება ტემპერატურის დაწევაც 180ამდე.

Posted by: Thylacine 9 Dec 2016, 17:21
ფრანგი რომ ყიდის ქართულ პურს ვაკეში,რა დროებშია ხომ არ იცით?
არიან ეხლაც?

Posted by: takotatuli1989 15 Apr 2017, 21:21
აბა მომეხმარეთ გამოცდილებო
.. გორენიე მაქვს ბმ 1400 ე მოდელი ორ განყოფილებიანი და 1 განყოფილებიანი საცხობით აცხობს 1000გრ, 1200 გრ და 1400გრ_სო აწერია და 12 რეჟიმი აქ. მოკლეთ პასკის მასა ორ განყოფილებაში რო ჩავასხი.. 170მლ რძე ცივი, მარგარინი 30გრ, კვერცხი 2 ცალი? ფქვილი 330 გრ, 6 კოვზი შაქარი, ვანილი ნახევარი პაკეტი და 1 სუფრის კოვზი დროჟი _ ეს ყველაფერი თითო კუბიკში და მივეცი ქუიქ რეჟიმი ჯერ ხო ვერ მოზილა წესივრად და რეიზ 3 ეყაპზე მივეხმარე და მერე დაიწყო ცხობა და გამოვიდა დაზეკილი გამოუმცხვარი შიგთავსით ... ესაა ქართული რეცეფტით გაკეთებული ინტერნეტში რაც ვნახე და კაშმარ.... ეხლა ერთგანყოფილებიანი ავიღეთ და 400მლ რძე თბილი, გამდნარი 40გრ მარგარინი, 3 კვერცხი, 700გრ ფქვილი, ვანილი და უკვე აფუებული დროჟი ვატაკა და მარილი დამავიწყდა... ხო შაქარიც რძეშივე გავხსენი 10 კოვზი და მივეცი უკვე ბეიზიქ და 2:55 დააწერა მედიუმი ფერის 1200 წონით და ზილა კარგად, მერე ამოვიდა და რეიზ მესამეზე ისევ ჩავარდა... ეხლა ველოდები თუ კიდე ამოვა და გამოცხვება და თუ არა და გადავირევიიი... რას ვაკეთებ არასწორს?

Posted by: lukanini 15 Apr 2017, 21:31
takotatuli1989
და მარტო რომ მოაზელინო და ღუმელში გამოაცხო ვერა?

Posted by: takotatuli1989 15 Apr 2017, 21:56
lukanini
ეგ შეიძლება? ... ეხლა ცხობაზე გადავიდა და კიდე უფრო ჩავარდა... აბა რა რეჟიმზე მოვაზელინო ბრძანეთ?

Posted by: takotatuli1989 16 Apr 2017, 22:09
მოკლეთ პასკას დავნებდით და მივხვდით რო არ გამოგვივიდოდა და მერე პურის გამოცხობა ვცადეთ... ცომიც კაი სისქის გამოვიდა რეცეფტით და ამოსვლითაც გადასარევად ამოვიდა ... ხოდა რეიზ3 ეტაპი რო მთაცრდებოსა უცებ ჩავარდა ანუ მაშინ როცა 60 წუთი იყო დარჩენილი და 2 წუთში ცხობაზე გადავიდა და კიდევ უფრო ჩავიდა და ჩავიდა... ცომი არ იყო შიგნით მარა დაზეკილი პური გამოვიდა ნავივით ჩაღრმავებით... ხეელფ თორე უკვე სასოწარკვეთას მივეცით ამ აღდგომებზე... პურის რეცეფტი მაინც დაწერეთ გორენიე ბმ 1400 ე მოდელისთვის.. ფლიზ

Posted by: lukanini 16 Apr 2017, 22:23
QUOTE (takotatuli1989 @ 15 Apr 2017, 21:56 )
lukanini
ეგ შეიძლება? ... ეხლა ცხობაზე გადავიდა და კიდე უფრო ჩავარდა... აბა რა რეჟიმზე მოვაზელინო ბრძანეთ?

აზრზე არ ვარ.წესით უნდა ქონდეს მარტო მოზელვის რეჟიმი.მე ეგეთი საცხობი არ მქონია.არიან მაგაზე გამოცდილი ხალხი,იქნებ შემოიხედონ და დაგეხმარონ.

Posted by: takotatuli1989 17 Apr 2017, 00:04
lukanini
მადლობა რო ნახულობ საერთოდ პოსტებს... როგორც ჩანს აღარაა ეს თემა აქტიური ან ყველა უპურო დიეტაზე გადავიდა smile.gif

Posted by: Nemiroff 20 Apr 2017, 10:50
რომელი პურის საცხობია ყველაზე გამართლებული?
პანასონიკის შეძენას ვაპირებ იქნებ მირჩიოთ რამე გამოცდილებმა ტყულად რო არ გადავყარო ფული

Posted by: John Jolie 16 Jun 2017, 13:17
Nemiroff
პანასონიკს თუ გადაწყვეტ, მაგას აქებენ ყველაზე ძალიან, მე მოგყიდი 499 ლარიანია და ცოტას დაგიკლებ ოღონდ მოვიშორო sad.gif

მე ვიყიდე და ჯერ არ მიხმარია. ჟურნალი ამოვიღე მარტო და

როგორც მივხვდი მე რა ტიპის პურის გამოცხობაც მინდოდა, არ გამოცხვება მაგაში sad.gif

კონსულტანტმა ვერაფერი მითხრა არადა "სპრავოჩნიკში" ყველაფერი ისე დეტალებშია, შენს ჭკუაზე ვერ გამოაცხობ ვერაფერს

მე მინოდა ნატურალური საფუარით გამომეცხო და არ გამოვა სავარაუდოდ... ცდაც არ მინდა, მერე ნახმარზე ძალიან მომიწევს ფასის დაკლება და ამდენი არ მინდა ვიზარალო
* * *
მოკლედ დავუშვი დიდი შეცდომა
კარგად არ ვიყავი გარკეული და ისე ვიყიდე პანასონიკის საცხობი 1 კვირის წინ
კონსულტანტებდან ერთმა მმითხრა არ ვიციო, მეორემ შეძებთ, მთავარია რომელიმე რეცაპტს მიუსადაგოთ და შესაბამისი რეჟიმით გამოაცხოთო
(კი ვცდიდი მე14, კექსის რეჟიმზე, იქ შეიძლება მზა ცომის ჩასხმა, მაგარამ მაიც რომ არ გამოვიდეს და მერე გავყიდო, ნახმარზე ფასის ძალიან ჩამოკლება მომიწევსsad.gif )
აღმოჩნდა რომ სახლში დამზადებული საფუარით მაგაში ვერ გამოვახხობ ( მე მაგისთვის მინდოდა)
ხოდა ვყიდი. არ მიხმარია საერთოდ
განვადებით 553 თუ რაღაც ეგრე მიანგარიშეს. 499 ღირს ქეშად თუ იხდი. ერთი 20 ლარსაც დაგიკლებთ, ოღონდ მომაშორეთ sad.gif (ანუ 480 მოგცემთ)



lukanini
,თქვენ იმ თქვენს სასწაულ პურებს, ხილის ფერმენტაციით მიღებული საფუარით რომაა გაფუებული, ჩვეულებრივი გაზქურის "დუხვკაში" აცხობთ?

Posted by: lukanini 16 Jun 2017, 14:12
John Jolie
ყველანაირ პურს დენის ღუმელში ვაცხობ

Posted by: asaqara 11 Jul 2017, 17:06
კოლეგებო,
იქნებ თქვენმა ცოდნამ მიშველოს - რაღაც მოხდა და მიზეზს ვერ ვიგებ.

უკვე დიდი ხანია ვაცხობ ხილის სტარტერით, მერე ფქვილში ვურევ და საფუარი გამოდის,
მერე ამ საფუარით ცომი ....
და ბოლოს მშვენიერი პურები - მაღაზიის პურს ახლოსაც აღარ ვეკარებოდით.
პროცესი ისე მქონდა ათვისებული, ხელები თავად აკეთებდნენ ყველაფერს.

რამდენიმე კვირის წინ საფუარი მოცულობაში თითქმის აღარ გაიზარდა, გათხევადდა, ძააინ წვრილი ბუშტულები კი აქვს.
მაინც გამოვაცხვე - პურმა რა ივარგა.

გადავწყვიტე, რომ ფქვილის ბრალია. გამოვცვალე ფქვილი,
სულ თავიდან გავაკეთე ხილის სტარტერიც და საფუარიც.

რამდენიმე დღის კვებამ თითქმის არაფერი შეცვალა - საფუარი ისევ ძალიან სუსტია და მოცულობაში იმის ნახევარზე ადის, ვიდრე ადიოდა.
შესაბამისად პურის ცომიც - რომ მოვზილავ კარგია, 1-2 საათი პროცესი მიდის,
მერე ცომი წებოვანი და უფრო თხელი ხდება ვიდრე თავიდან იყო.

იქნებ ვინმემ რამე მირჩიოს, როთ ვუშველო?


Posted by: John Jolie 18 Jul 2017, 15:40
მაქვს პანასონიკის საცხობი (რომ ვყიდდი, მაგრამ რახან არავინ გაომეხმაურა, გადავიფიქრე biggrin.gif )

ინგრედიენტები რა მიმდევრბით უნდა ჩავაყარო?მგონი ჯერ მშრალები და ბოლოს სითხეები ხო?

საერთდ არ მცალია "სპრავოჩნიკის" წასაკითხად.

asaqara
მაგ საფუარს როგორ ამზადებთ?

Posted by: asaqara 19 Jul 2017, 14:12
John Jolie

აი, ერთ-ერთი აღწერა:
http://www.zhizn-vkusnaja.com.ua/2014/09/f...eba-recept.html

თუ ცდით მოძებნას, კიდევ ბევრს იპოვით.

Posted by: Adi 19 Jul 2017, 20:44
QUOTE
 პური ჩვენი არსობისა

პური ჩვენი გამასუქებელი და დამაავადებელი biggrin.gif
ბოლოს როდის ვჭამე არც ახსოვს.
მავანს გაუკვირდება და არსებობა არ შემიწყვეტავს. პირიქით, არსებობაში მოვედი biggrin.gif

Posted by: Adi 20 Sep 2017, 03:38
QUOTE
1990 წელს აშშ-ში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია ექიმ ონკოლოგ ნატუროპათ სტროგარტის წიგნმა "კიბო". ავტორმა მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმსიმნური დაავადების წარმოშობაში უმთავრეს როლს თამაშობს არა ატმოსფეროს დაბინძურება, ნერვული სტრესები, მავნე სამუშაო პირობები, თამბაქოს მოწევა, ჭარბი რაოდენობით ხორცის მიღება და ა.შ (თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს და აჩქარებს ამ შაშინელი დაავადებების განვითარებას), არამედ უპირატესი მოხმარება... გაწმენდილი ხორბლის.
პროფესორმა სტროგარტმა ერთმანეთს შეადარა კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ ხალხთა შორის, რომლებიც საკვები კულტურის სახით იყენებენ ხორბალს (აშშ, კანადა, ევროპა), ბრინჯს (ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნები) და სიმინდს (მაგალითად:ინდიელები, მოლდაველები, სამეგრელო) აღმოჩნდა სენსაციური კორელაცია: კიბოთი ყველაზე მეტი დაავადება და სიკვდილიანობა "ხორბლის" ქვეყნებშია, შემდეგ მოდის "ბრინჯოვანი" და "სიმინდოვანი" ქვეყნები(სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია).
ერთი შეხედვით ეს თითქოს პარადოქსია, როგორ შეიძლება ხორბალმა და მისგან მიღებულმა პურმა ასეთი ზიანის მოტანა შეძლოს მით უმეტეს რომ იგივე ამ ხორბლის მარცვლების გაღვივებით მიღებული პროდუქტი ლამის ყველა დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ და უფრო მეტიც იმავე სტროგარტის გამოკვლევებზე დაყრდნობით, ხორბალში შემავალი E ვიტამინი (რომლის რაოდენობა ხორბლის გაღივებისას მნიშვნელოვნად მატულობს) იცავს(მკურნალობს კიდეც) ორგანიზმს კიბოსაგან.
იქმნება წინააღმდეგობა: ხორბალში არის კიბოს საწინააღმდეგო ფაქტორი, ხორბლისგან მიღებული პურის ჭარბი მოხმარება კი კიბოს წარმოშობისს შანსს ზრდის. სინამდვილეში არანაერი წინააღმდეგობა არ არის. ყველაფრის თავი და თავი ხორბლისგან პურის მიღების დამზადების ტექნოლოგიაში მდგომარეობს.

პურს ამზადებენ ფქვილისგან, რომელიც ხორბლისგან იწარმოება. ხორბლის შემადგენლობაში შედის: ენდოსპერმა 85 პროცენტი ( ძირითადად სახამებელი) , ჩანასახი 15 პროცენტი ( მარცვლის ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი); გარსი - კანი 14 პროცენტი. გაღივებულ ხორბალს რაც კი სასარგებლო თვისება გააჩნია ეს მხოლოდ მარცვლის ჩანასახთან და მის ხუთშრიან ცილოვან გარსთან არის დაკავშირებული. ჩანასახში და გარსში თავმოყრილია ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ფქვილი და დამუშავებული მარცვალი არ შეიცავს არც გარსს და არც ჩანასახს და მაშასადამე ორგანიზმისათვის აუცილებელ იმ ნივთიერებებს რაც მარცვალშია. საბოლოოდ რჩება შიშველი სახამებელი, რომელიც ყოველგვარ ცვოცხალის თვისებებს მოკლებულია. იმისათვის, რომ პურს მისცენ საგემოვნო თვისებები, მას უმატებენ სხვადასხვა ნივთიერებებს, რაც მთელი რიგი პათოლოგიების გამომწვევია, კერძოდ: 1)პურს უმატებენ მარილს. მარილი კი ნაწლავების კედლებიდან იწოვს სითხეს, რაც იწვევს კედლების სიმშრალეს, დაავადებებს და შეკრულობას. 2) პურს უმატებენ ხელოვნურ ვიტამინებს. ეს ვიტამინები რომ ორგანიზმმა აითვისოს სჭირდება დიდი ენერგიის დახარჯვა. 3)ფქვილს თეთრი ფერისა და გემოს მისაცემად უმატებენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები გროვდება სისხლძარღვების კედლებში, მყესებში,ღვიძლში. 4)ცომის ამოსაყვანად მას უმატებენ საფუარს. ყველაზე მეტი ზიანი პურში არსებულ საფუარს მოაქვს. პურის საფუარი ანადგურებს მსხვილ ნაწლავში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს. რაც დისბაქტერიოზს იწვევს. ხორბლის ფქვილი შეიცავს წებოვანას. ამერიკაში გამოცემულ "სამედიცინო ცნობარში" კიბოს წარმოშობის მექანიზმი შემდეგრაირადაა გადმოცემული: "როცა წვრილი ნაწლავები შედიან კონტაქტში წებოვანასთან, ნაწლავების მფარავი ლორწოვანი გარსი კარგავს რბილ სტრუქტურას და მყიფე ხდება. ამის შედეგად ნაწლავები საკვები ნივთიერებების შეწოვის ფუნქციას კარგავენ" ეს არცაა გასაკვირი პურის ფქვილი შპალერს აწებებს ბეტონის კედელზე და მასში შემავალი წებოვანა ნაწლავის ნაზ ლორწოვან გარსს რას უზამს! თვით ხორბლის მარცვალი კი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამ წებოვანას გახსნის, მაგრამ მარცვლის დაფქვის დროს ის ღერღილში რჩება.

ბავშვობაში რატომ არ ვიცოდი თორემ ავაფარებდი ჩემებს სახეზე ამ სტატიას. ეხლაც ბევრი ვიცი რო აძლალებენ ბავშვებს. გინდა თუ არა აუცილებელია ვერ გაირზდება და განვითარდებაო facepalm.gif

Posted by: INA-INA 22 Sep 2017, 20:46
user posted image
თავად გადავწყვიტე საფუარის გაკეთება,და მერე მინდა პური გამოვაცხო,ოღონდ ხორბლის არა. ავზილე 100 გრამი ფქვილი,45 გრ.წყალი. ნახევარ-ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი და ზეითუნის ზეთი. ხოდა ველოდები ახლა რა მოხდება 48 საათის მერე)) რეცეპტში წერია რომ ასი გრამი უნდა აიღოთ და თავიდან გადაზილოთ 100 გრამ და 45 ლმ.წყალშიო.და ასე ყოველდღე ორი კვირაო. გიცდიათ ვინმეს? კარგი გამოდის?


.Adi
))არაუშავს სამაგიეროდ ახლა აღარ გაძალებენ. მე ამ წინებზე წავიკითხე რუსეთში პურს ადრე აკეთებდნენ ამარანტისგან. ძალიან სასარგებლო რამე ყოფილა

Posted by: Adi 22 Sep 2017, 21:13
INA-INA
QUOTE
არაუშავს სამაგიეროდ ახლა აღარ გაძალებენ

ნამდვილად biggrin.gif

Posted by: INA-INA 19 Oct 2017, 19:42
user posted image

ჭვავის პური) ასეთი გემრიელი მე არაფერი მიჭამია,საოცრება გამოვიდა, საფუარის გარეშეა. ჭვავი გავაღვივე, დავაბლენდერე,დავამატე ასევე დაბლენდერებული სელი, ცოტა ძირა,გამხმარი და დაფქული ქინძის მარცვლები. პირველად მოვსინჯე, ძალიან მომეწონა ახლა სამმაგ ოდენობა ჭვავს ვაღვივებ ბევრი უნდა გამოვაცხო. ვაცხვე 1 სთ. 160 გრადუსზე. შიგნით სველი დარჩა,სხვა დროს ცოტა მეტ ხანს გავაჩერებ,მაგრამ აი ჩაცომებული სულ არაა,ისეთი ნაზია,მოტკბო,თითქოს ცხიმიც აქვს. ცხობის დროს ისეთი სურნელი დადგა,ეს არის ყველაზე მაგარი პური მსოფლიოში)

Posted by: Adi 19 Oct 2017, 19:58
INA-INA
QUOTE
ჭვავის პური) ასეთი გემრიელი მე არაფერი მიჭამია,საოცრება გამოვიდა, საფუარის გარეშეა. ჭვავი გავაღვივე, დავაბლენდერე,დავამატე ასევე დაბლენდერებული სელი, ცოტა ძირა,გამხმარი და დაფქული ქინძის მარცვლები. პირველად მოვსინჯე, ძალიან მომეწონა ახლა სამმაგ რაოდენობა ჭვავს ვაღვივებ ბევრი უნდა გამოვაცხო. ვაცხვე 1 სთ. 160 გრადუსზე. შიგნით სველი დარჩა,სხვა დროს ცოტა მეტ ხანს გავაჩერებ,მაგრამ აი ჩაცომებული სულ არაა,ისეთი ნაზია,მოტკბო,თითქოს ცხიმიც აქვს. ცხობის დროს ისეთი სურნელი დადგა,ეს არის ყველაზე მაგარი პური მსოფლიოში)

ესეთ გემრიელ პურზე მეც არ ვიტყოდი უარს. :დ

Posted by: lukanini 19 Oct 2017, 20:14
INA-INA
ჭვავის პური ისეთია.რაც არ უნდა აცხო მაინც სველი რჩება გული.მეორედ რომ სინჯავ გამოაცხვე მაღალ ტემპერატურაზე და შემდეგ ერთი 20 წუთის მერე დაუწიე.თუ თერმომეტრი გაქვს გულის გრადუსს 98 მაინც უნდა აჩვენებდეს.ხო კიდევ კარგია ერთი დღე მაინც რომ გააჩერო,შეახვიე გაზეთში და მეორე ან მესამე დღეს გაჭრა.უკეთესად უჯდება გემოები.

Posted by: dimaopena 19 Oct 2017, 20:29
INA-INA
სად იყიდება ჭვავი და რა ღირს?

Posted by: INA-INA 19 Oct 2017, 20:41
lukanini

დიიდი მადლობა რჩევებისთვის ) მასე გავაკეთებ ) მაღალი ტემპერატურა 200? 250? რომელი ჯობია? პური როგორ გავაგრილო? ერთი საათი ცხობის მერე გამოვიღე,ტილო დავაფარე და ისე გაცივდა.
* * *
dimaopena

საქართველოში არ ვარ. ისე აქ წინა პოსტები რომ წავიკითხე ადრე ვაგზალზე ყიდულობდა ვიღაც.

Posted by: lukanini 20 Oct 2017, 09:44
INA-INA

პირველი 15 წუთი 250 გრადუსზე და შემდეგ დაუწიე 200 და აცხვე 45 წუთით.რომ გამოცხვება სეტკაზე დადე და აცადე კარგად გაცივრბა.შემდეგ შეფუთე

Posted by: INA-INA 20 Oct 2017, 17:30
lukanini

მადლობა) ახლა უნდა გამოვაცხო,გაღვივდა

Posted by: lukanini 20 Oct 2017, 17:37
INA-INA
გაღვივებულით არასოდეს გამომიცხვია.რამდენი დღე აღვივებ და რა პროცედურაა საჭირო? მე ქერი მაქვს განაღივები ალაოს გასაკეთებლად

Posted by: INA-INA 20 Oct 2017, 17:51
lukanini
user posted image

ვრეცხავ,12 საათი ვაჩერებ წყალში. შემდეგ ისევ ვრეცხაც,წყალს ვუწურავ და ზევიდან ან სველი მარლა შეგიძლია დააფარო ან გამჭცირვალე ცელოფანი და ნასვრეტი გაუკეთე ჰაერმა იმოძრაოს, ერთი ორჯერ აურიე,ზედაპირი უშრება და რომ ტენიანი იყო. თუ სულ გამოშრა ცოტა წყალი დაამატე,აურიე და გააჩერე მასე. 1-2 მმ რომ გამოეზრდება ღერო ყველაზე კარგი მაგ დროს არისო. მე სადღაც 18 საათში გამიღივდა. ზოგადად გააჩნია ტემპერატურას ოთახში. ვამატებ კიდევ დაბლენდერებულ სელს, მწვანე წიწიბურას ფქვილი ვიყიდე დღეს მაგასაც შევურევ)
* * *
user posted image

ეს ნახე უფრო გაღივებულია, გასული ვიყავი და რომ მოვედი დამხვდა აფურჩქნული)) ასეც კარგია მაგრამ ინტერნეტში რაც წავიკითხე ყცელაზე კარგიაო 1-2 მმ. თვთქვათ თუ გაღივდა და ვერ ახერხებ ხცობას,შეგიძლია მაცივარში შედო და მოგვიანებით გამოაცხო.

Posted by: lukanini 21 Oct 2017, 14:11
INA-INA
ზუსტად მასე ვაკეთებ ოღონდ ქერს. სამზარეულოს სალფეთკებს შორის მქონდა და დრო და დრო პურვერიზორით წყალს ვაპკურებდი რომ სინესტე ქონოდა.
ასე გაღივებული უნდა იყოს ნედლი თუ აშრობ მერე.რა და რა პროპორციებით უკეთებ სელის თესლს,მარილს.წყალი უნდა?

იქნებ ლინკი დამიდო რომ წავიკითხო რეცეპტი?

Posted by: INA-INA 21 Oct 2017, 17:34
მარილს არ ვამატებ, ყველაფერს რავი როგორც მომხვდება ხელში ისე. წყალს მგონი 250 მლ. ვუმატებ. აი ამ ვიდეოს ვუყურე.


Posted by: lukanini 21 Oct 2017, 21:09
INA-INA
დიდი მადლობა 2kiss.gif სად ხარ ტერიტორიულად?

Posted by: INA-INA 21 Oct 2017, 22:44
lukanini

შენც მადლობა :* პირადში მოგწერე)
შემოვდგი ჭვავი გასაღვივებლად) წინაზე წიწიბურას ფქვილი დავამატე არ მომეწონა)

Posted by: asaqara 16 Jan 2018, 17:26
ხალხნო, იქნებ აქ იცოდეთ:
კახური შოთი, „დედას პური“ ს ცომი - რით განსხვავდება ჩვეულებრივის შოთის ცომისგან?
მოკლედ, რა განაპირობებს გემოს და სტრუქტურის განსხვავებულობას?

Posted by: lukanini 17 Jan 2018, 16:22
QUOTE (asaqara @ 16 Jan 2018, 17:26 )
ხალხნო, იქნებ აქ იცოდეთ:
კახური შოთი, „დედას პური“ ს ცომი - რით განსხვავდება ჩვეულებრივის შოთის ცომისგან?
მოკლედ, რა განაპირობებს გემოს და სტრუქტურის განსხვავებულობას?

მნიშვნელობა არ აქვს კახური შოთის პური იქნება თუ ჩვეულებრივი პური.პურის დედაზე რაც მზადდება უდაოა რომ უკეთესია ვიდრე საფუარზე მომზადებული ცომი.არა მარტო გემო და სტრუქტურა,მას უამრავი დადებითი თვისებები აქვს.თუნდაც კუჭ ნაწლავის მონელებასთან დაკავშირებით.

Posted by: lukanini 20 Mar 2018, 20:05
რამდენი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ.გოგოებო ჯგუფი გავხსენი პურის ფეისზე და შემომიერთდით jump.gif tuk.gif

https://www.facebook.com/groups/1777449442325612/

Posted by: Master_Nick 20 Mar 2018, 21:23
რა კარგი თემაა, უსაფუარო ჭვავის პური სად ვიყიდო? საღებავების და დანამატების გარეშე მინდა

Posted by: <<Innamorata>> 20 Mar 2018, 21:27
Master_Nick
ფურნეში...





Posted by: max-14 20 Mar 2018, 21:29
QUOTE
საღებავების და დანამატების გარეშე მინდა

ეგეთი პური არის საქართველოში?

Posted by: Master_Nick 20 Mar 2018, 21:49
QUOTE (max-14 @ 20 Mar 2018, 21:29 )
QUOTE
საღებავების და დანამატების გარეშე მინდა

ეგეთი პური არის საქართველოში?

ვეძებ, იქნებ ვიპოვო სადმეsmile.gif................

Posted by: <<Innamorata>> 20 Mar 2018, 21:49
https://www.facebook.com/%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94-Forno-1075395959177960/

გემრიელი და ხარისხიანი.

Posted by: Dybala 24 Mar 2018, 19:58
Whole-Grain
whole wheat bread

ქართულად როგორაა ან რომელია?

თეთრი პურის ამოღება მინდა და რამე ისეთზე გადასვლა თითო ჭამაზე ერთი ნაჭერზე მეტი რომ არ ვჭამო და რას მირჩევთ?

თუნდაც ძვირი ღირდეს თუ წონის დაგდებაში დამეხმარება მიღირს რომ კარგი პური ვიყიდო და ცოტა ვჭამო

Posted by: sophka 24 Mar 2018, 20:20
Dybala
მთლიანი მარცვალი,
-ცეხვილი,
მთლიანი მარცვლით დამზადებული პური.


შენვე შეგიძლია იყიდო ხორბალი, დაფქვევინო და აცხო,
ჭვავის ფქვილი ან ქატო შეურიო ან ცალ-ცალკე.
ჯანსაღი თუ გინდა ეგაა ))
საფუარის გარეშე, ე.წ. ხაშზე დამზადებული პური.
რეკლამა გამომივა თუმცა მე ძალიან მომწონს მზეთამზეს პურები. უგემრიელესი და ჯანსაღია.ქართული ხორბლის პურია რაც მთავარია.
იყიდება დიდ სუპერმარკეტებში: გუდვილი, აგროჰაბი, ევროპროდუქტი, ორი ნაბიჯი და ა.შ.


Posted by: Dybala 24 Mar 2018, 20:25
sophka
მადლობა ინფოსთვის smile.gif


ჩემით ცხობა ეჭვი მეპარება. მირჩევნია ვიყიდო თუ ნამდვილად ჯანსაღი იქნება.


დანკე

Posted by: GEORGEXIII 4 Apr 2018, 00:44
დედას პურებს რომ ეძახიან ერთი ვიცი ვაჯვრის ასახვევშია ერთი ჩეჩენი ქალი რომ ადიხარ გზის მარჯვენა მხარეს არის პატარა სარდაფივით უნდა დაიკუზო რომ ამოგაწოდოს მანდ ვიცი კარგი და და გლდანისკენ არ გეგულებათ სადმე კაი???
DKD-ს ხიდთან იყო დაბლა მესამე მიკროსკენ გახსნილი თავიდან კარგი იყო მერე გააფუჭეს.

Posted by: INA-INA 9 Apr 2018, 15:36
ბუნებრივ საფუარს როგორ აკეთებთ პურისთვის?

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 19:13
INA-INA
ეს ახლა ვნახე smile.gif
აქ რაღაც ვარიანტები უწერია ლუკანინის, წინა გვერდებზეა მოსაძებნი.

ეს კი, რაც ზუსტად ვიცი და ადვილად ვპოულობ,
ლუტას რეცეპტი, კარგად და დაწვრილებით აქვს დაწერილი smile.gif
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1755-e1839ce18394e18393e1839ae18398-e183a1e18390e183a4e183a3e18390e183a0e18398

Posted by: lukanini 19 Apr 2018, 20:04
https://www.facebook.com/groups/1777449442325612

აქ დაემატეთ გოგოებო.ჩემი ჯგუფია და მაქვს ბუნებრივი საფუარი როგორ უნდა მოამზადოთ.ისე აქაც არის წინა გვერდებს თუ გადაათვალიერებთ

Posted by: nia4u 19 Apr 2018, 20:28
lukanini
დამატებული ვარ მე wink.gif 2kiss.gif

Posted by: Tengiz@@. 27 Apr 2018, 19:30
იფქლის პურს ვყიდულობ ხოლმე და აწერია ზედ რომ ბუნებრივი საფუარით მზადდება და უმაღლესი ხარისხის პურია
დაჭრილს ვყიდულობ ხოლმე ხან შავს და ხან თეთრს .
მომწონს სხვათაშორის გემრიელი პურია
აი ჩვეულებრივი კეცის პურს რო ეძახიან მაგას ვერ ვჭამ რაღაცნაირი ცომის გემო აქვს , მითუმეტეს თუ ახალი გამომცხვარია

Posted by: INA-INA 27 Apr 2018, 23:12
nia4u

მადლობა. smile.gif

ჭვავის ფქვილით ვცადე და რაღაც ვერ ვქენი ეტყობა სწორად. ახლა თავიდან ვსინჯავ.

Posted by: lukanini 28 Apr 2018, 09:37
nia4u
უი მართლა? რომელი ხარ? bis.gif

INA-INA
ჭვავით ადვილად კეთდება საფუარი მაგრამ ლუტას რომ აქვს მაგას იტალიელები ამზადებენ არა ერთხელ გამიკეთებია და გამოდის კარგად.მე კიდევ უფრო იოლი ვარიანტი მაქვს ხილის ფერმენტი.წინა გვერდზე მიდევს რეცეპტი

Posted by: max-14 1 May 2018, 22:05
ეხლა ყველა საცხობმა დაიწყო ეგრედწოდებული უსაფუარო პურის ცხობა,მაგრამ რამდენად უსაფუაროა ღმერთმა იცის............

Posted by: dadu____ 8 May 2018, 21:14
ლაზური პური გავსინჯედა ძალიან მომეწონა

Posted by: novak_djokovic 20 Jun 2018, 17:32
მეგობრებო სად იყიდება გემრიელი პური ,შავ პურს ჭვავის პურს და ქატოს პურს ვერ ვჭამ კუჭს მატკიებს და თეთრი პური კიდევ აფუებულია და არაფრის გემო არა აქვს
არც სუნი აქვს და არც გემო მარტო ჩავიდეს მუცელში რო დანაყრეს ესეთი შთაბეჭდილება მრჩება.
სად ვიყიდი კარგ გემრიელ პურს 2 ლარს და 3 ლარსაც გადავიხდი ოღონდ მიმასაწავლეთ

user posted image

Posted by: sophka 20 Jun 2018, 22:35
novak_djokovic
გამოაცხე თავად :დ პირველი ან მეორე ხარისხის ფქვილითsmile.gif
შენს გემოზე:დ სზვადასხვა მარცვლეულით და გემოებით.

მე მზეთამზეს და ბროტმაისტერის პურები მომწონს, მაგრამ
ამათ ყველგან ვერ იყიდი,
ისე, შოთის პურს რას ერჩი? არც გაფუებულია და გემრიელია, ლამის ყველა ნაბიჯზე ცხვება.


Posted by: Master_Nick 23 Jun 2018, 14:24
sophka
ამ მზეთამზეს პურს ვერ შევეგუე და მომკალი თუ გინდაsmile.gif ჩემთვის ძალიან მჭავეა მაგათი ჭვავის პური, არადა ჭვავის პური ძალიან მიყვარს. ბროტმაისტერს ააქვს ჭვავის პურები?

Posted by: sophka 27 Jun 2018, 00:14
Master_Nick
მე მომწონს რავიცი, გემოც და მძიმე კია ცოტა, მაგრამ გემრიელია.
კი, აქვს ჭვავის პური და ბევრი სახეობა კიდევ სხვადასხვა პურების, მაგათი ჩიზქეიქიც ძალიან გემრიელია.

Posted by: Geotrg025001 7 Jul 2018, 10:49
პურის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს .

Posted by: Manuelo Costa 7 Aug 2018, 11:11
პანასონიკის პურის საცხობი მაქვს, ეს მოდელი

user posted image

ხოდა, სახაჭაპურე ცომის რეცეპტი ხო არავის გაქვთ კონკრეტულად ამ საცხობისთვის?

Posted by: sabiels 7 Aug 2018, 17:02
QUOTE
პური ჩვენი არსობისა

ბავშვობაში სულ ძალით მტენიდნენ ხოლმე.
სასტიკად არ მიყვარდა.

Posted by: KDI 19 Sep 2018, 16:13
გამარჯობათ,
უკვე წლებია მაქვს ეს მოდელი და ყოველდღე ვაცხობ პურს, Panasonic SD-ZB2502
ორჯერ შევცვალე ეს ნაწილი (ADE97A107)
ერთხელ ეს შევცვალე Panasonic Mounting Shaft for SD-ZB2502

ეხლა დაეწყო ასეთი პრობლემა, პური არ ამოყავს. ნახევარი ქვაბის მეტი სიმაღლეზე. არადა ჩვეულებრივ ძველი რეცეპტით ვაცხობ ადრე როგორც ამოყავდა. შევამოწმე ტემპერატურის სენსორი და მუშაობს, ტენიც წითლდება და მეტი რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 20:54
პურს როგორ გადავეჩვიო თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება, აი ყველანაერ საჭმელზე შემიძლია უარი ვთქვა ჩაისაც კი უშაქროს ვსვამ წონა მინდა დავიკლო და პირველი რაც ენდოკრინოლოგმა მითხრა პური და ცომეული ამოიღეო და პური მხოლოდ მხნეობა დამიწერა ისიც დღეში ერთი ნაჭერი და ეგ მხნეობა ჩემს უბანში 2 ნაბიჯის მარკეტში ძალიან იშვიათად აქვთ და გემოთიც ვერ დავუმუღამე.

ერთი სიტყვით რაც არ უნდა ვჭამო პური თუ არ მივაყოლე იმენა მშიერი ვარ საჭმელს გემოს ვერ ვუგებ რავი როგორ შევეშვა პურს არ ვიცი.........

Posted by: INA-INA 11 Nov 2018, 19:12
toyota12345

პურის მაგივრად ბრინჯი ცადეთ, ამარანტი, ქენოა, კუსკუსი, წიწიბურა.
ან თავად გააკეთეთ პური, გაღივებული მარცვლეულით და სელით საფუარის გარეშე. არის ვიდეოები იუთუბზე და ნახეთ. ეგენი პირიქით დიეტური და სასარგებლოა)

Posted by: GreenMonkey 4 Dec 2018, 10:37
გამარჯობა. მე ახალი ვარ ფორუმზე. პურის ცხობაში ვარ ძალიან დაინტერესებული. კარგი ხარისხის ფქვილი სად იშოვება არ იცით?

Posted by: odontos1 11 Apr 2020, 21:13
სად ვიყიდო პურის ცოცხალი საფუარი,სხვანაირად -ხაში?

Posted by: lilu777 18 Apr 2020, 04:16
ხალხო პურს საფუარის მაგივრად რა შეიძლება გავუკეთო?

Posted by: ninicool 20 Apr 2020, 04:02
lilu777
QUOTE
ხალხო პურს საფუარის მაგივრად რა შეიძლება გავუკეთო?

შეგიძლია, ხაში მოამზადო თავად. დაგუგლე, არის ინტერნეტში პერფექტზე ლუტას რეცეპტი

Posted by: MAKIAVELI_ 24 May 2020, 22:45
პური რაც ამოვიღე რაციონიდან ამოისუნთქა ორგანიზმა

Posted by: Uzumaki 16 Jun 2020, 18:22
მე არ მაქვს სუპერ მაღალი სტანდარტები და ლიტვური საცხობის პური მიყვარს მზესუმზირით.

Posted by: ElChico 16 Jun 2020, 21:16
პურის გიჯივიარ მაგრამ სამწუხაროთ ძალიან ასუქებს.

გერმანელებს რომ გემრიელი და მრავალსი სახის პურიაქვთ არ მგონია რომელიმე ქვეყანაში იყოს ამდენი.

Posted by: max-14 23 Jun 2020, 21:24
QUOTE
გერმანელებს რომ გემრიელი და მრავალსი სახის პურიაქვთ არ მგონია რომელიმე ქვეყანაში იყოს ამდენი.

შვედების და დანიელების გამომცხვარი პურებიც მაგარია
QUOTE
პური რაც ამოვიღე რაციონიდან ამოისუნთქა ორგანიზმა

აუ,აქ რა პური იყიდება რა sad.gif((((((((((((((((((

Posted by: lilu777 19 Aug 2020, 00:58
გამარჯობათ,
ხომ არ იცით როგორ მზადდება მსხვილ მარცვლიანი უსაფუარო პური?
იქნებ ვინმემ იცოდეთ ? smile.gif
* * *
max-14

არც ამერიკაში არ იყიდება ნაკლები საშინელი პურები ორგანიზმისთვის , თორე გემო ფანტასტიური აქვს ბევრს smile.gif


Posted by: masai11 1 Sep 2020, 13:29
მცხეთაში, სამთავროს მონასტერში რომ პური იყიდება გაგისინჯავთ?
მომეწონა, რაღაც მართლა პურის გემო ჰქონდა. მგობი ქართული ხორბლისაგან ამზადებენ.
ისე ძვირი კი ღირს.

Posted by: masai11 7 Oct 2020, 21:20
შინ მიმავალ გზაზე, უბანში 2 თონეს უნდა ჩავუარო გვერდით. ისეთი უსიმოვო სუნი გამოდის ორივესგან .... რავიცი, რა ჯანდაბას აცხობენ ასეთს ?

Posted by: Artist 29 Dec 2020, 00:02
რაც ეს ვირუსი გამოჩნდა... პურის ცხობა დამაწყებინა... თავიდან რაღაცნაირი მძიმე პური გამოვიდა, შემდეგ უფრო ჰაეროვანიც..
ეხლა ისე დავამუღამე რომ საკუთარი რეცეპტიც გამოვიმუშავე და ძაან გემრიელი გამოდის, თანაც ვეგანურ პურს ვაცხობ არაფერი
ცხოველური არაა მასში, ანუ რძის ნაწარმი თუ კარაქი... ვიღებ სოიოს რძეს და სოიოს ნაღებს და საკმაოდ კარგი პური გამოდის... smile.gif
ბევრი მოზელვაც არ სჭირდება, უბრალოდ გადავურევ ფქვილს სითხეში და ერტი 15-20 წუთი სითბოში ვათავსებ, შემდეგ რომ
ამოფუვდება კიდევ გადავურევ ცოტას და ეგრევე ვდებ ელ.ღუმელში... ხო ჩემეული ისაა რომ ვუშვები კაკაოს შაქრით ასე სამ ჩ. კოვზს
ერთ ჩ.კოვზ მარილს და ვურევ ცოტა წყალსაც ვამატებ თუ აკლია სითხე... მშვენიერი მუქი ფერის პური გამოდის... smile.gif

Posted by: GEORGEXIII 29 Jan 2021, 00:34
მეგობრებო თბილისში რამე კარგი პურის საცხობი არ იცით? რომ მივიდეს კაცი და ნორმალური პური იყიდოს. 3-4ლარის ფარგლებში თუნდაც 1კგ-ს მოცულობის?

Posted by: deiar123 6 Apr 2021, 06:11
გამარჯობა მეგობრებო
საუზმე ლანჩის ობიექტს ვაკეთებ, ფართი პატარაა და რას მირჩევთ ელ. საცხობი თუ პურის საცხობი მანქანა შევიძინო? სიმარტივით ალბათ პურის საცხობი უკეთესია, მაგრამ რამდენად გაუძლებს დატვირთვას დღეში 7-8 პური გამოაცხოს? თანხა არ არის პრობლემა, მთავარია ხარისხიანი იყოს და რაც შეიძლება მალე აცხობდეს.

Posted by: rest 6 Apr 2021, 09:28
QUOTE (deiar123 @ 6 Apr 2021, 06:11 )
გამარჯობა მეგობრებო
საუზმე ლანჩის ობიექტს ვაკეთებ, ფართი პატარაა და რას მირჩევთ ელ. საცხობი თუ პურის საცხობი მანქანა შევიძინო? სიმარტივით ალბათ პურის საცხობი უკეთესია, მაგრამ რამდენად გაუძლებს დატვირთვას დღეში 7-8 პური გამოაცხოს? თანხა არ არის პრობლემა, მთავარია ხარისხიანი იყოს და რაც შეიძლება მალე აცხობდეს.

ვერ გაუძლებს და ვერც მოასწრებ დღეში 8 პურის გამოცხობას,
მაქსიმუმ 3 პური გამოაცხო 1 კილოიანები

Posted by: deiar123 6 Apr 2021, 11:39
QUOTE (rest @ 6 Apr 2021, 09:28 )
QUOTE (deiar123 @ 6 Apr 2021, 06:11 )
გამარჯობა მეგობრებო
საუზმე ლანჩის ობიექტს ვაკეთებ, ფართი პატარაა და რას მირჩევთ ელ. საცხობი თუ პურის საცხობი მანქანა შევიძინო? სიმარტივით ალბათ პურის საცხობი უკეთესია, მაგრამ რამდენად გაუძლებს დატვირთვას დღეში 7-8 პური გამოაცხოს? თანხა არ არის პრობლემა, მთავარია ხარისხიანი იყოს და რაც შეიძლება მალე აცხობდეს.

ვერ გაუძლებს და ვერც მოასწრებ დღეში 8 პურის გამოცხობას,
მაქსიმუმ 3 პური გამოაცხო 1 კილოიანები

გასაგებია, მადლობა პასუხისთვის, სადღაც წავიკითხე ზოგი 2 საათშიც აცხობსო და მაგიტომ ვიფიქრე, რამხელა პრობლემაა, ხორბლის ქვეყანაში რო პური გაგვიხდება სანატრელი. ისევ ღუმელს მივაწვები

Posted by: DeveloperX 10 May 2021, 12:57
1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ვაპირებ ყველანაირ ცომეულობაზე უარი ვთქვა. მაინტერესებს როგორ აისახება ჩემს მუცელზე. მგონია ადამიანის რაციონიდან ერთ-ერთი ყველაზე სასწრაფოდ მოსაშორებელი ორგანული საკვებია.

Posted by: Universe´ 10 May 2021, 13:51
პურის და სხვა მარილიანი ცომეულისთვის sophka-ს მიერ დადებულ პროპორციებს ვიყენებ ხოლმე, თვალის(ხელის)ზომით ანგარიში ნაცვლად.
ხოდა ყოველთვის კარგი გამოდის. მადლობა სოფ chups.gif

Posted by: დოლორეს 26 May 2021, 22:33
DeveloperX
ნამდვილად.


.............................

Posted by: anona 13 Jul 2021, 10:30
DeveloperX
QUOTE
1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ვაპირებ ყველანაირ ცომეულობაზე უარი ვთქვა. მაინტერესებს როგორ აისახება ჩემს მუცელზე. მგონია ადამიანის რაციონიდან ერთ-ერთი ყველაზე სასწრაფოდ მოსაშორებელი ორგანული საკვებია.

ქატოს პურს მიაწექი! აგდებს მუცელს




* * *
Universe´
QUOTE
პურის და სხვა მარილიანი ცომეულისთვის sophka-ს მიერ დადებულ პროპორციებს ვიყენებ ხოლმე, თვალის(ხელის)ზომით ანგარიში ნაცვლად.
ხოდა ყოველთვის კარგი გამოდის

ჩვენთვისაც რომ დადო?

Posted by: PoteRii 12 Mar 2022, 14:20
გამარჯობა,
პურის საცხობი Panasonic SD-B2510 გაქვთ ვინმეს? რამდენად კარგია? კმაყოფილი ხართ?

Posted by: masai11 12 Mar 2022, 21:18
QUOTE (PoteRii @ 12 Mar 2022, 14:20 )
გამარჯობა,
პურის საცხობი Panasonic SD-B2510 გაქვთ ვინმეს? რამდენად კარგია? კმაყოფილი ხართ?

ჩემს მეგობარს ჰქონდა, ორგანიზაცამ შეიძინა ოფისში, ბუფეტისთვის.
კმაყოფილები იყვნენ, ერთობოდნენ რა, საკუთარ პურს რომ აცხობდნენ ხალისობდნენ.
ჩემს ბიძაშილსაც ჰქონდა/აქვს. პანდემია და პირველი ლოქდაუნები რომ დაიწყო მაშინ იყიდა, ეგ და 1 ტომარა ფქვილი biggrin.gif
ესეც ერთობიდა, 1-2-3 ჯერ რაღაცები გამოცხო და უდევს ახლა "პადაკონნიკზე" smile.gif და პურს მაღაზიაში ყიდულობს.
მოკლედ, ცუდი არ არის.

Posted by: GEORGEXIII 13 Mar 2022, 01:21
დედას პურები კაი სად გეგულებათ? სულ მარილი აკლია ამ ბოლო დროს რასაც ვყიდულობ შოთს. გლდანი-მუხიანისკენ მირჩიეთ ნორმალური თონე.

Posted by: toyota12345 13 Mar 2022, 20:52
ლიტვური საცხობის სვეიკატა მაგას ვჭამ მხოლოდ ბოლო პერიოდი და ისიც ცოტას. ჩემი აზრით თეთრ პურს ჯობია და რას იტყოდით მართლა დიეტურია???user posted image

Posted by: Universe´ 13 Mar 2022, 21:02
anona
გვიან გპასუხობ...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: PoteRii 28 Mar 2022, 16:55
masai11
სასწაულ პურს აცხობს.
ყოველ 3-4 დღეში ვაცხობთ და სხვა პურისკენ აღარც ვიხედებით. ინახება მშვენივრად.

Posted by: masai11 28 Mar 2022, 19:59
PoteRii
QUOTE
სასწაულ პურს აცხობს.
ყოველ 3-4 დღეში ვაცხობთ და სხვა პურისკენ აღარც ვიხედებით. ინახება მშვენივრად.


მშვიდობაში და სიხარულში, ბარაქა და დოვლათი შენს ოჯახს smile.gif

Posted by: PoteRii 29 Mar 2022, 20:57
masai11
გაიხარე, შენც იმავეს გისურვებ

Posted by: beka331 28 Nov 2022, 18:04
გამარჯობა, ვიყიდე პურის საცხობი sencor sbr 0770w..

არ მოყვა მანუალი, რამე ნაცადი რეცეფტები ხომ არ გაქვთ?
არ მინდა ჩემი საცხობი შევარცხვინო ოჯახში

Posted by: ASIMO 26 Jun 2023, 17:15
სად შეგხვედრიათ ნამდვილად გემრიელი თონის პურები თბილისში?
საცხობების მისამართები დაწერეთ, პლზ

Posted by: lovelock 26 Jun 2023, 20:52
ASIMO
სოლოლაკი.
მაჩაბელის 13 თუ 14. რომ აუხვევ ნახავ იქვეა.
მაგარია up.gif

Posted by: ASIMO 27 Jun 2023, 17:41
lovelock
QUOTE
მაჩაბელის 13 თუ 14. რომ აუხვევ ნახავ იქვეა.

მაგ ნომრებში არ ვიცი და ლეონიძიდან რომ შეუხვევ მაჩაბელზე, 2 თუ 4 ნომერშია კარგი თონის პური.
მადლობა smile.gif

კიდევ ძალიან კარგი თონის პურია კრწანისის ქუჩის დასაწყისში ხელმარცხნივ, სერიოზულია.
მერე
ამაღლების (დავითაშვილის) ქუჩაზე, შუქნიშანთან ავტობუსის გაჩერების გვერდით.
https://www.google.com/maps/place/Tone+(Georgian+bakery)/@41.6899062,44.7948745,3a,75y,90t/data=!3m8!1e2!3m6!1sAF1QipO2Hct0KNwqtpqwrV4Ageb9oqc61OJ6J27xDNjo!2e10!3e12!6shttps:%2F%2Flh5.googleusercontent.com%2Fp%2FAF1QipO2Hct0KNwqtpqwrV4Ageb9oqc61OJ6J27xDNjo%3Dw86-h114-k-no!7i3024!8i4032!4m15!1m7!3m6!1s0x40440dc5ae2412bb:0xd191127df1823a73!2sTone+-+Traditional+Georgian+Bakery!8m2!3d41.696651!4d44.796298!16s%2Fg%2F11hzxfzm4g!3m6!1s0x40440ced111e8ddd:0x8554ca957498a448!8m2!3d41.6900599!4d44.7948782!10e5!16s%2Fg%2F11dzsycfxr?entry=ttu

შემდეგ პავლე ინგოროყვას შესახვევის და ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩის კუთხეში, უსერიოზულესი
https://www.google.com/maps/place/Tone+-+Traditional+Georgian+Bakery/@41.696651,44.7959302,89m/data=!3m1!1e3!4m6!3m5!1s0x40440dc5ae2412bb:0xd191127df1823a73!8m2!3d41.696651!4d44.796298!16s%2Fg%2F11hzxfzm4g?entry=ttu


Posted by: lol3r4 13 Sep 2023, 08:37
დებო და ძმებო, პურის საცხობი მირჩიეთ
user posted image

ფორუმზე ძველ პოსტებში პანასონიკს აქებდნენ და ახლა როგორია"? ბაზარზე პირველობა უჭირავს ისევ ხარისხით და მრავალფუნქციურობით ?


Posted by: Ronaldo9 13 Sep 2023, 10:13
lol3r4
პანასონიკი ისევ პირველია, მაგრამ მე გორენიეს მაქვს 5-6 წელია და კარგია

Posted by: Катеньки 22 Sep 2023, 05:17
სახლში გამოცხობა სჯობს. გაცილებით გემრიელია და თან ეკონომიური.
Универсальное Тесто для Хлеба/Колер для Хлеба
https://www.youtube.com/watch?v=G637i_1bR-c


***

კლასიკური ბურგერი | შეფი ლუკა ნაჭყებია
https://www.youtube.com/watch?v=4OLLXkQJP2U


ბურგერის პური | შეფი ლუკა ნაჭყებია
https://www.youtube.com/watch?v=IRpxmX1szvA


Posted by: masai11 5 Mar 2024, 17:20
user posted image
user posted image
ეს ლაქები რა უბედურებაა, ძველ, ვერ გაყიდულ პურებს ამუშავებენ თავიდან?

Posted by: Besa 6 Mar 2024, 14:54
masai11
QUOTE
ეს ლაქები რა უბედურებაა, ძველ, ვერ გაყიდულ პურებს ამუშავებენ თავიდან?


ჯამი, რომელშიც ცომი იზილება, ცუდად იყო გაწმენილი. წინა პარტიის ცომი შეერია.

Posted by: masai11 6 Mar 2024, 20:57
QUOTE (Besa @ 6 Mar 2024, 14:54 )
masai11
QUOTE
ეს ლაქები რა უბედურებაა, ძველ, ვერ გაყიდულ პურებს ამუშავებენ თავიდან?


ჯამი, რომელშიც ცომი იზილება, ცუდად იყო გაწმენილი. წინა პარტიის ცომი შეერია.

გასაგებია. მადლობა პასუხისთვის, გაიხარე.
აწი მეცოდინება რომ იქფლის პური არ უნდა ვიყიდო.

Posted by: Hermyon 11 Mar 2024, 05:17
ქერის პურს აცხობთ ვინმე?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)