საერთოდ ყველა იარაღი კარგია კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად.
ამიტომ ჯერ იმაზე უნდა ვიფიქროთ რა გვაქვს გასაკეთებელი, მერე იმაზე რა შეასრულებს ამოცანას არსებული შეზღუდვების პირობებში და ბოლოს რისი თავი გვაქვს ფინანსურად.
ამოცანა: გვჭირდება იარაღი თავდაცვისათვის სახლში და გარეთ
შეზღუდვები გამოყენებაზე, ვარჯიშზე, შენახვაზე და ტარებაზე:
1. საკანონმდებლო: (ა) აუცილებელი მოგერიება, სისხლის სამართლის კოდექსი თავი VIII, მუხლი 28. ბ) კანონი იარაღის შესახებ).
2. საკუთარი თავდაცვითი იარაღით ვარჯიში გართულებულია (გადატანაზე საჭიროა ნებართვა), თუ არ გაქვთ ტარების უფლება.
3. ჩვეულებრივ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან შეუძლია ატაროს/გადაიტანოს მხოლოდ სანადირო იარაღი (სპორტული არ ითვლება).
4. მოკლერულიანი იარაღი ისევე როგორც სხვა ტიპის იარაღი უნდა ინახებოდეს კანონის შესაბამისად იხ. კანონი
თავდამსხმელის შეფასება:
უნდა ჩავთვალოთ:
1. რომ თავდამსხმელი ემუქრება თქვენს სიკეთეს, რისთვისაც იგი მზად არის ჩაიდინოს სამართალდარღვევა, მათ შორის ხელყოს თქვენი და თქვენი ოჯახის სიცოცხლე.
2. თავდამსხმელი ყოველთვის თქვენზე ძლიერია, ხშირად არის ალკოგოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ (სიმამაცისათვის) რაც მას ხდის გამძლეს ტკივილის მიმართ, ამიტომ ძალიან რთულია მისი შეჩერება.
3. თავდამსხმელი იშვიათად არის მარტო.
თავდამსხმელის შეჩერება
ზიანის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია თავდამსხმელის დაუყოვნებლივი შეჩერება, რაც შესაძლებელია:
1. თუ მას დაუზიანდება ტვინი - ნიშნავს ზუტ გასროლას თავის არეში.
2. თუ მას დაუზიანებთ სხეულს იმ დონეზე, რომ მაშინვე წაერთვას საერთოდ სხეულის და კიდურების გამოყენების უნარი.
3. თავდამსხმელ ყოველთვის აქვს მოულოდნელობის უპირატესობა.
საკუთარი თავის შეფასება და შეზღუდვები
1. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში უნდა გქვონდეს იარაღთან დაუყოვნებლივი წდომის და გამოყენების შესაძლებლობა.
2. ვიქნებით ძლიერი სტრესის პირობებში, რა დროსაც ზუსტი გასროლის შესაძლებლობა დამოკიდებულია იარაღის ფლობის პროფესიულობაზე და სტრესის პირობებში მოქმედების უნარზე, რაც მიიღწევა მუდმივი ვარჯიშით და კრიზისულ სიტუაციებში საღი აზროვნებით მოქმედების გამოცდილებით.
3. თუ არ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ იარაღის გამოყენება პროფესულ დონეზე და სტრესი ქვეშ, მაშინ ისე უნდფა მოვახერხოთ მისი სხეულის დაუზიანება, რომ მაშინვე წაერთვას საერთოდ სხეულის და კიდურების გამოყენების უნარი.
4. სროლის დროს არ უნდა დავაზიანოთ საკუთარი ოჯახის წევრები და უნდა ავიცილოთ კედლებში ტყვიის გავლა, რომ სხვა ოთახში არ დავაზიანოთ არავინ.
კალიბრის შერჩევა:
1. თუ შეგვიძლია გვაკეთოდ ზუსტი გასროლა, მაშინ გამოდგება ნებისმიერი მცირე კალიბრი და შესაბამისი ვაზნა, რომელსაც გააჩნია საკმარისი ენერგია შეაღწიოს ადამიანის თავში და დააიზანოს ტვინი (,22; 9X18; 9X19);
2. თუ არ შეგვიძლია გავაკეთოდ ზუსტი გასროლა თავის არეში, მაშინ გვჭირდება დიდი კალიბრი და შესაბამისი ვაზნა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ენერგია გამოიწვიოს ადამიანის სხეულის ისეთი დაზიანება, რომ მან მაშინვე შეწყვიტოს მოქმედება (9X19 ექპანსიური ვაზნა; 0.40; .45; 12 კლ, ვაზნა 00 ან 000 - 12 კაკლიანი ან 9 კაკლიანი);
იარაღის შერჩევა:
იარაღი უნდა იყვეს ისეთი:
1. რომ სჭირდებოდეს რაც შეიძლება ნაკლები მანიპულაციები გასროლის გასაკეთებლად;
2. უნდა უზრუნველყოფდეს ინსტიქტურად გამოყენებას და არ უნდა სჭირდებოდეს დიდი დრო დამიზნებისათვის.
3. იარაღმა უნდა უზრუნველყოს დაუყოვნებლივი განმეორებით გასროლა.
4. იარაღი უნდა იყოს ისეთი, რომელითაც შესაძლებელია რეგულარული ვარჯიში ქვეყანაში არსებული პირობებიდან გამომდინარე.
ეს არის ძალიან კარგი საინფორმაციო რესურსი როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ხალხისთვისაც.
http://shooterscentral.ge, თუ ჯერ კიდევ არ იცით ეს გვერდი, ძალიან მოგეოწნებათ.