ე.ი.
ტრანზიტული მზე მე-12 სახლში
მზე მეთორმეტე სახლში მიანიშნებს ინტუიციის გაძლიერებაზე და ზოგადად სილამაზის განსხვავებულად აღქმისკენ მიდრეკილებაზე. მოიმატებს ფარული ზეგავლენის ალბათობა,ამიტომ უმჯობესია "კულისებში დგომა".
თუ მზე დაზიანებულია ასპექტებით მოიმატებს მარტოობისკენ მიდრეკილება,ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. კარგია პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება ან რაიმე გეგმაზე მუშაობა. ეცადეთ ამ პერიოდში მეტი დაისვენოთ,ნაკლები ინერვიულოთ და მოერიდოთ ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებას. "დაბადებისწინა" პერიოდის განვლა სიმშვიდეში აჯობებს.
ტრანზიტული ვენერა მე-11 სახლში
მოიმატებს მეგობრული კონტაქტების რაოდენობა,მეგობრების მხრიდან თქვენი გაგება,ემოციური კავშირი მაღალია და მეგობრებისგან სრულ მხარდაჭერას იღებთ. შესაძლოა ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ,გაწევრიანდეთ ახალ ორგანიზაციებში. ასევე შანსია რომ რომელიმე მეგობრული ურთიერთობა გადაიზარდოს სიყვარულში და სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების კარგი პერიოდია. მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ ჯგუფში მუშაობით ან მეგობრებთან კონტაქტის მეშვეობით. თუ ვენერა დაზიანებულია ასპექტებით გრძნობებში გარკვევა გაგიჭირდებათ.
ტრანზიტული მარსი მე-12 სახლში
მარსის ერთ-ერთი რთული მდებარეობაა, რაც საკმაოდ მძიმე პერიოდის დადგომაზე მიუთითებს.იმატებს ფარული ინტრიგების რაოდენობა. ფარული მტრების გააქტიურების და ენერგიის ნაკლებობის პერიოდი დგება.ქვეცნობიერად ადამიანში იმატებს აგრესია,ფარული სურვილები უფრო მეტად ვლინდება.შეიძლება მოიმატოს კავშირმა საავადმყოფოებთან, საქველმოქმედო ფონდებთან, ბავშვთა სახლებთან,ეკლესიასთან.ასევე იმატებს რაიმე ზებუნებრივი მოვლენებისადმი ინტერესი. თუ მარსი დაუზიანებელია ადამიანს მატებს ინტუიციას და მგრძნობელობას, რაც მას საქმეების დასრულებაში ეხმარება, ხოლო თუ დაზიანებულია ასპექტებით- წინა პლანზე იწევს ფიზიკური და ფსიქიკური ენერგიების დაქვეითება, ადამიანში იმატებს სისუსტე და შიში.
ტრანზიტული სატურნი მე-7 სახლში
როცა სატურნი მოძრაობს დესცენდენტის მიდამოებში, იწვევს ადამიანში პასუხისმგებლობის გაჩენას ახლობლებთან მიმართებაში, სამართლიანობის შეგრძნება მოიმატებს.ტრანზიტული სატურნი წინა პლანზე წევს პირად და საქმიან ურთიერთობებს. თუ ინდივიდი დაუქორწინებელია, სწორედ ამ პერიოდში დიდი შანსია რომ ოჯახი შექმნას.პარტნიორულ ურთიერთობებში და თუ დაუზიანებელია სატურნი (ანუ არ აქვს უარყოფითი ასპექტები) ქორწინების შემთხვევაში მოიმატებს პასუხისმგებლობაის გრძნობა პარტნიორის მიმართ . თუმცა ამავე პერიოდში სატურნი აჩენს ღია მტრებს, დაპირისპირებებს. დაზიანებული სატურნის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანს პრობლემები შეექმნას- ოჯახის ყოლის შემთხვევაში სირთულეები ოჯახში, შესაძლოა ეს იყოს ყველაზე კრიტიკული პერიოდი ოჯახურ ცხოვრებაში, ასევე მოიმატებს კომპანიონებთან კამათის რაოდენობა და შეიძლება მოუწიოს სასამართლოსთან ურთიერთობა.
ტრანზიტული ურანი I სახლში
ურანი პირველ სახლში გამოიწვევს მოულოდნელ ცვლილებებს ცხოვრებისეულ გეგმებში ან სულაც შეიძლება პიროვნულად შეიცვალოს ადამიანი.ცვლილებები იქნება რადიკალური.იწყება ახალი და მოულოდნელი მოვლენების პერიოდი. ახალმა ნაცნობობამ,მეგობრობამ ან ორგანიზაციებში პარტნიორობამ შეიძლება პიროვნება განვითარების ახალ ეტაპზე "გადაიყვანოს".მოიმატებს პირადი თავისუფლების სურვილი.ჩნდება ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი იდეები, რომელთა განხორციელების სურვილი იმატებს. შესაძლოა ცვლილებები გარეგნობასაც შეეხოს-მაგალითად ქალებს მოუნდეთ ექსტრავაგანტული ვარცხნილობების გაკეთება
ამ პერიოდში პიროვნება ხდება უფრო ექსცენტრიული, ორიგინალური , მიმზიდველი. ურანის I სახლში "მოგზაურობის " დროს, ადამიანები უნდა მოუფრთხილდნენ გულს. დაზიანებული ურანის შემთხვევაში ვიღებთ კაპრიზობას, საკუთარ თავში გაურკვევლობას,შეცდომებს ან სულაც ბუნტისთავობას.
Selfish_kidრა უნდა და დროა პირად ცხოვრებას მიხედოო
წინა პლანზე პირად ან საქმიან ურთიერთობებს დააყენებ ან მოგიწევს უფრო მეტი ყურადღების გამახვილება