Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > პროფესიული გადამზადების პროგრამა


Posted by: აჩრდილი 23 Dec 2012, 17:27
ფაქტია რომ უმუშევრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უბრალოდ კვალიფიციურობის არარსებობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამის დონეზე.

ამაზე ფიქრობს ახალი ბიძმთავრობა? მე არაფერი გამიგია, არსად უთქვამთ.

დაჟე შეკითხვაც არ დაუსვია არც ერთ მაღალკომპეტენტურ ჟურნალისტს(არაკომპეტენტურები ჩვენთან არ არიან მოგეხსენებათ).


Posted by: Geronti 23 Dec 2012, 17:32
აჩრდილი
QUOTE
ამაზე ფიქრობს ახალი ბიძმთავრობა? მე არაფერი გამიგია, არსად უთქვამთ.

შესაძლოა მიაჩნიათ, რომ მიშას მთავრობას მოუვიდა ამაზე ბევრი ფიქრი.

საგანმანათლებლო დაწესებულებები
http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo

საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები
1. სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
2. სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“
3. სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“
4. სსიპ - ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი
5. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
6. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“
7. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“
8. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“
9. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „მერმისი“
10. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ოპიზარი“
11. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“
12. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“
13. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“
14. სსიპ - პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“

კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები
1. შპს - „ილია“ - ი. ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საგანმანათლებლო დაწესებულება
2. შპს - „ალსო“
3. შპს - „არგო“
4. შპს - „ბარაკონი“
5. შპს - „გურჯაანის მრავალპროფილიანი კოლეჯი +“
6. შპს - „დემეტრე 96“
7. შპს - „მომავლის პროფესიული სკოლა“
8. შპს - „ცხუმ-ეგრისი“
9. შპს - ახალციხის სამედიცინო სასწავლებელი 2009
10. შპს - ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი
11. შპს - ბათუმის მრავალდარგოვანი კოლეჯი „მედიცინა“
12. შპს - ბუღალტერთა მომზადების ცენტრი
13. შპს - ზუგდიდის სამედიცინო პროფესიული სასწავლო ცენტრი
14. შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, „თბილისი - SPA“ ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
15. შპს - პროფესიული კოლეჯი „დასტაქარი“
16. შპს - მარნეულის სამედიცინო კოლეჯი
17. შპს - მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლო ცენტრი „იმედი“
18. შპს - საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი „ეკვატორი“
19. შპს - საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო, მრავალდარგოვანი პროფესიული კოლეჯი
20. შპს - სასწავლო უნივერსიტეტი „მასკი“
21. შპს - ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი
22. შპს - ე.პატონის სახელობის შედუღებისა და მონათესავე ტექნოლოგიების საქართველოსა და უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „ინტერველდი“
23. შპს - „პროფიუნიტი“
24. შპს - „ორიენტირი“
25. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
26. შპს - ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი
27. შპს - შიდა ქართლის პროფესიული კოლეჯი
28. შპს - საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი
29. შპს - თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია
30. შპს - ქუთაისის სამედიცინო სკოლა
31. შპს - საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“
32. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი - ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია
33. შპს - საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“
34. შპს - ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი
35. შპს - ქართულ-ევროპული აკადემია
36. შპს - ზედაეწერის აგრობიზნესისა და ტექნოლოგიის კოლეჯი
37. შპს - წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი
38. შპს - საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯი
39. შპს მრავალდარგოვანი საზოგადოებრივი კოლეჯი „მედიკ-ფორტე“
40 შპს აგრობიზნესისა და აგროეკოლოგიის საზოგადოებრივი კოლეჯი
41. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „კოლხა11“
42. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „პროფესიონალი“
43. შპს „ორიენტირი+“
44. შპს „ლაზარე+“
45. შპს ჯავახეთის პროფესიული კოლეჯი
46. შპს - თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებელი
47. შპს „სიო“
48. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „ეტალონი“
49. შპს - საზოგადოებრივი კოლეჯი XXI საუკუნე
50. შპს - თბილისის ტურიზმის აკადემია
51. შპს „საერთაშორისო კავკასიის ტურიზმის საზოგადოებრივი კოლეჯი“
52. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი საგანძური
53. შპს ინტერბიზნესის აკადემია
54. შპს კოლეჯი გამა
55. შპს „მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი“
56. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „ეკოლოგია და დიზაინი“
57. შპს ხაშურის ილია ჭავჭავაძის სახელობის კოლეჯი
58. შპს პროფესიული ინოვაციების კოლეჯი
59. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი
60. შპს თბილისის საზეგადოებრივი კოლეჯი „გარანტი“
61. შპს „ლაზიკა“
62. შპს საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი

ა(ა)იპ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები
1. ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“
2. ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
3. ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“
4. ა(ა)იპ - ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი
5. ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „ორიენტი“
6. ა(ა)იპ - „ადამიანი და ბუნება“
7. ა(ა)იპ - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი
8. ა(ა)იპ ახალციხის საზოგადოებრივი კოლეჯი
9. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი


2011 წლის ანგარიში:
http://mes.gov.ge/uploads/angarishi%20-%202011.pdf


* * *
QUOTE
მამენტ რატო მიკვირს

biggrin.gif





* * *
dd69
QUOTE
ეგენი ნიპრიჩომ არიან

ალბათ.
QUOTE
რეგიონებზე იქნებ გაგენაწილებინა?
ეს პროფესიული სასწავლებელი უნივერსიტეტი არაა, ყველა რომ თბილისში იყოს

რა ვიცი, არაერთზე წერია, რომ რეგიონისაა.
QUOTE
საკმაოდ არაეფექტი სქემაა

ვერ გეტყვი. როცა თემის ავტორმა იკითხა, გამახსენდა, რომ ამ სფეროში წინა მთავრობას წელოდვიჟენიები ჰქონდა და სამინისტროს საიტზე მივაკვლიე. მაგრამ საკითხში არასოდეს ჩამიხედავს.

Posted by: აჩრდილი 23 Dec 2012, 17:35
Geronti
მდაა
ესე იგი სწავლა არ გვინდა. მამენტ რატო მიკვირს biggrin.gif

Posted by: dd69 23 Dec 2012, 18:26
QUOTE
5. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა



ეგენი ნიპრიჩომ არიან


რეგიონებზე იქნებ გაგენაწილებინა?

ეს პროფესიული სასწავლებელი უნივერსიტეტი არაა, ყველა რომ თბილისში იყოს


საკმაოდ არაეფექტი სქემაა

Posted by: აჩრდილი 23 Dec 2012, 18:36
იტოგში ეზარება ქართველობას თუ არა - სახელმწიფოს მხრიდან პროპაგანდა უნდა მიდიოდეს. პლუს სწავლის დაფინანსებაში ხელშეწყობა.
მარგველაშვილი, აჩნის! თუ მაგის საქმე არ არი ესა?

Posted by: The Driller 23 Dec 2012, 18:47
რაც ვისწავლე იმას ხო ვიყენებ და ეხლა კიდევ გადამზადების პროგრამა...

ეჰჰ... sad.gifsad.gifsad.gifsad.gifsad.gifsad.gifsad.gif


პს.. 15 500 000руб. რამდენი ლარია ??

Posted by: dd69 23 Dec 2012, 20:04
The Driller


5 წელი ჯავახიშვილი ვხეხე. არცერტი დღე და ლექცია არ გამიცდენია. წითელი დიპლომი მეკუტვნის. დაცული მაქვს


მაგრამ იმავე წლებში იქვე ერთთვიანი კომპიუტერის კურსები გავიარე. რომელმაც 5 სამინისტრო გამომაცვლევინა. ახლაც მინიმუმ 2 000 ლარიან სამსახურს ორ დღეში ვიშოვი. ამას გარდა მიყვარს ჩემი სამუშაო, ხალხს ვეხმარები, სიკეთეს ვუკეთებ მატივე მომავლისთვის.


ანუ იმის თქმა მინდა, რომ პროფესიის შერჩევა და გადამზადება მნიშვნელოვანი მომენტია. განათლება სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს და არის (ბიუჯეტი კიდევ გაუზარდეს)


ამდენი უმაღლეს სასწავლებელი ნამდვილად არ გვჭირდება, სახელმწიფოს ვიწრო პროფილის სპეციალიტები სჭირდება.

ვთქვათ ჩემს რაიონში ერთი კომპიუტერის მცოდნე ბუღალტერი არ არის. 600 ლარს ვუხდი ბათუმელს. ხშირად მჭირდება ოპერატორები. სხვადასხვა ხელოსანი, და ა.შ.

Posted by: Geronti 23 Dec 2012, 20:07
dd69
QUOTE
მაგრამ იმავე წლებში იქვე ერთთვიანი კომპიუტერის კურსები გავიარე. რომელმაც 5 სამინისტრო გამომაცვლევინა. ახლაც მინიმუმ 2 000 ლარიან სამსახურს ორ დღეში ვიშოვი. ამას გარდა მიყვარს ჩემი სამუშაო, ხალხს ვეხმარები, სიკეთეს ვუკეთებ მატივე მომავლისთვის.

eek.gif
აუფ, შენს გახარებას, მოყევი რა როგორ ახერხებ ამას, თორემ გამწყვიტა წელში შრომითმა ტრეფიკინგმა user.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 23 Dec 2012, 20:09
აჩრდილი
QUOTE
უნდა იყოს პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამის დონეზე.

ამაზე ფიქრობს ახალი ბიძმთავრობა? მე არაფერი გამიგია, არსად უთქვამთ

ამაზე ხომ იფიქრა უკვე წინა ხელისუფლებამ, პროფესიული გადამზადების ცენტრებიც ხომ ზარ-ზეიმით იხსნებოდა.

Posted by: dd69 23 Dec 2012, 20:23
bejanbejani
QUOTE
ამაზე ხომ იფიქრა უკვე წინა ხელისუფლებამ, პროფესიული გადამზადების ცენტრებიც ხომ ზარ-ზეიმით იხსნებოდა.

კარგი ვთქვათ, არ იფიქრა წიონა ხელისუფლებამ, არც იმის წინამ არ იფიქრა, ესეიგი ახალმაც არ იფიქროს?

იქნებ დავამთავროთ წინა და წინისწინა ხელისუფლებაზე მოზომება?

Posted by: ბეჟანბეჟანი 24 Dec 2012, 00:21
dd69
QUOTE
კარგი ვთქვათ, არ იფიქრა წიონა ხელისუფლებამ, არც იმის წინამ არ იფიქრა, ესეიგი ახალმაც არ იფიქროს?

იქნებ დავამთავროთ წინა და წინისწინა ხელისუფლებაზე მოზომება?

დავამთავროთ, ვინაა წინააღმდეგი?

საქმე ისაა, რომ არა თუ გადამზადების, სწავლის პროცესიც კატასტროფულია. პროფესიული მომზადების სასწავლებლები ფუქციონირებენ თუ არა, ვერ გეტყვი (გაპიარებული კი იყო), უმაღლესებში სტუდენტები ცოდნას ვერ იღებენ მიშ-ლექტორთა დაბალი კვალიფიკაციის და დაფინანსების მახინჯური სისტემის გამო. სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეფასების სისტემა ძალიან ლიბერალურია ისევ ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე, კერძოებში კი სტუდენტის ჩაჭრაა წახალისებული საჯარიმო სისტემის არსებობის გამო.

მომავალი წლისათვის განათლების სამინისტროს ორჯერ გაეზაედა დაფინანსება. განათლების მინისტრს იმდენი დრო რჩება, რომ ტელეკომპანია კავკასიაზე აქუსთან ფილოსოფოსობით ერთობა. მხოლოდ დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს. ვნახოთ, დაველოდოთ.

Posted by: dd69 24 Dec 2012, 00:34
QUOTE
განათლების მინისტრს იმდენი დრო რჩება, რომ ტელეკომპანია კავკასიაზე აქუსთან ფილოსოფოსობით ერთობა.


ახლაც?

მე ტელევიზორს არ ვუყურებ

Posted by: ბეჟანბეჟანი 24 Dec 2012, 01:06
dd69
QUOTE
განათლების მინისტრს იმდენი დრო რჩება, რომ ტელეკომპანია კავკასიაზე აქუსთან ფილოსოფოსობით ერთობა.


ახლაც?

ვაი, რომ ახლაც.
sad.gif

QUOTE
მე ტელევიზორს არ ვუყურებ

პროტესტო?

Posted by: zarzeimi 24 Dec 2012, 02:02
აჩრდილი
QUOTE
პროფესიული გადამზადების პროგრამა

მუსიკოსი ვიყავი.
თვითმფრინავმშენებელი ვიყავი.
მუზეუმის დირექტორი ვიყავი.
საგარეო საქმეების ამბავში ვიყავი.
პუტჩისტი ლაითად მარა ვიყავი.
მეომარი ვიყავი.
ამერიკელებთან ერთად კომანდოსს ვქმნიდი.
რკინიგზელი, მებეტონე და შპალების გურუ ვიყავი.
ამასობაში გავხდი 54 წლის და აწი გინეკოლოგობის მეტს ვეღარაფერს ვერ ვისწავლი.
ხოდა კეთილი ინებონ და ზემოთხსენებული სფეროებიდან დამასაქმონ, ნუ მუსიკოსობა აღარ მინდა, არ მოუსმენენ ჩემს მუსიკას.

Posted by: აჩრდილი 24 Dec 2012, 02:04
zarzeimi
შენი შემთხვევა სხვა არის, მე ზოგად სიტუაციაზე ვამბობ.

Posted by: dd69 24 Dec 2012, 02:09
zarzeimi
იქნებ დამსახურებულ პენსიაზე გიშვებენ


ან 4 ფიცრის ხელოსნობა გამოგივიდეს















ფუფუ ფუ 3ჯერ დავაკაკუნე მუხაზე

smile.gif

Posted by: zarzeimi 24 Dec 2012, 02:16
dd69
QUOTE
ან 4 ფიცრის ხელოსნობა გამოგივიდეს

დურგლობა ბავშვობიდან მეხერხება, რამეს ხომ არ აპირებ?
ან მიიხედ-მოიხედე უცნაური ბუზი ხომ არ დაფრინავს სადმე ახლომახლო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)