უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს ყველაზე მასშტაბური ტურნირი ძიუდოში, მსოფლიო ჩემპიონატი.
ისტორიაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 1956 წლიდან იღებს სათავეს. პირველი მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოს სამშობლოში ტოკიომ უმასპინძლა. ტურნირი მხოლოდ აბსოლუტურ წონაში გაიმართა და ოქროს მედალს იაპონელი შოკიტი ნაცუი დაეუფლა. ტურნირის ფორმატი 1965 წელს შეიცვალა, როდესაც რიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთ სხვადასხვა წონაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სწორედ რიოში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი ანზორ ქიბროწაშვილმა. სწორედ ამ წლიდან დადგინდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების დროს და ის ყოველ ორ წელიწადში იმართებოდა.
მომდევნო მნიშვნელოვანი თარიღია 1987 წელი, როდესაც დასავლეთ გერმანიის ქალაქ ესენში პირველად ძიუდოს ისტორიაში ქალების და კაცების მსოფლიო ჩემპიონატი პარალელურ რეჟიმში ჩატარდა. მანამ ქალების მსოფლიო ჩემპიონატი დამოუკიდებლად 1980 წლიდან იმართებოდა. 1994 წელს კი პარიზმა პირველ გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ქართველებმა საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზეს 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, კანადის ქალაქ ჰამილტონში. პირველი მედალი საქართველოსთვის გიორგი ვაზაგაშვილმა მოიპოვა (ბრინჯაო), შემდეგ კი დავით ხახალეიშვილს ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა ოქროს მედლამდე. ქართველები ამ ერთი შეხვედრის მოგებას 15 წელიწადი ელოდნენ, სანამ 2007 წელს რიოში ირაკლი ცირეკიძემ ილიას ილიადისი არ დაამარცხა. ის არის საქართველოს სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი.
2009 წლის როტერდამის მსოფლიო ჩემპიონატიდან ტურნირი ყოველ წელს იმართება. 2013 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა მეორე მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სახელით, ასევე აღსანიშნავია საქართველოს გუნდის სამ გზის მსოფლიო ჩემპიონობა 2006, 2008, 2013 წლებში.
რეკორდებიყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე - ტედი რინერი (8ოქრო)
ყველაზე მეტი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ინგრიდ ბერგმანსი (6 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი - რიოკო ტამურა (1992, 18 წელი და 1 თვე)
ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - იაპონია (11ოქრო)
ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონის ქვეყანა: იაპონია (125 ოქრო)
ქართველი მსოფლიო ჩემპიონებითემურ ხუბულური (1979, 1981)
კობა კურტანიძე (1989)
ამირან ტოტიკაშვილი (1989)
ირაკლი ცირეკიძე (2007)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014)
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 28 აგვისტოს აიღებს სტარტს და 3 სექტემბერს დასრულდება. უნგრეთი ასეთი მასშტაბის ტურნირს პირველად მასპინძლობს. ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში განსაკუთრებულად შევა იმ მხრივ, რომ პირველად ერთმანეთს ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტუნრირზე მონაწილეობას მიიღებს 796 მონაწილე 136 განსხვებული ქვეყნიდან.
საქართველოს ნაკრები-60: ამირან პაპინაშვილი
-66: ვაჟა მარგველაშვილი
-73: ლაშა შავდათუაშვილი
-81: ზებედა რეხვიაშვილი
-90: ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100: ვარლამ ლიპარტელიანი
+100: ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.
-57: მარიამ ჯანაშვილი
-70: ესთერ სტამი, ნინო ოძელაშვილი
+78: ელენე ქებაძე
ბადეები:
https://ippon.orgპირდაპირი ონლაინტრანსლაცია:
https://ippon.tv პირდაპირი ტელეტრანსლაცია: სილქ უნივერსალი (12:00 - 16:00, 18:00 - 20:00 )
აბა წავედით
This post has been edited by Rammstein on 22 Aug 2017, 17:41