რა რეკომენდაციებიც მოგეცი გააკეთე ისენი?
ეგ ტომოგრაფია თავიდანვე უნდა გაიკეთო რო ნახოს სპეციალისტმა რა გჭირს, რო სწორად გიმკურნალოს და რაღაცეები გამორიცხოს. მერე რაღათ გინდა ემერტე. მაგრამ აუცილებელიც არარის ეგ მრტ თუ ქრონიკულდ არგაწუხებს ზურგის ტკივილი, თორე რო გაიკეთებ იმდენ პრობლემას გაჩვენებს გული გაგისკდება. უბრალოდ დიაგნოზები რო დაგისვა მაგაზე გითხარი.
რა მარილები ედებაო რას ედება მარილებიო ავად ხო არ არი ვისთან მიხვედი
კიარ შეგაშინა მეტი არიციან, მიდი ათი კაცი მიგზავნე ეხლა მაგასთან ყველას ერთიდაიგივეს ეტყვის მარილები გაქვსო და ყველას ერთიდაიგივე მკურნალობას გამოუწერს, ვიღაცას უშველის შემთხვევით თუ გაუმართლა თუ კუნთების პრობლემა აქვს, ვიღაცას კიდე ვერ უშველის მერე ეტყვის სურათი გადაიღეო და ნევროლოგთან ან ვინმესთან გადაამისამართებს რო თავიდან მოიშოროს, ეგრე ხდება საქართველოში
რა ჩამოხტომა, ჩამოხტომა კიარა სიმძიმეს აწევაზე გამოდის თიაქარი ძირითადად ან რამე ტრავმაზე , ხტუნაობით იხტუნავე რამდენიც გინდა სიმძიმის აწევას მოერიდე მეთქი და ორპირ ქარს, გაციებებს, რბილ საწოლს.
რაც შეეხება თიაქარს, ეგ შენ ისედაც გექნება, ადამიანების უმრავლესობას რამოდენიმე თიაქარი აქვს თან ისე რო არც იციან, და თიაქარის 93 % ტკივილებს არ იწვევს, იშვიათად რო თიაქარმა ტკივილი გამოიწვიოს და მაგ შემთხვევაში მერე ნეიროქირურგი და მოკვეთა გინდა დიდი ალბათობით, მაგრამ კიდე გიმეორებ მაგის ალბათობა რო თიაქარი ტკივილს გამოიწვევს 5-7 პროცენტია.
რა ვარჯიშები უნდა გააგრძელო სიმძიმე არაწიო მეთქი გეუბნები
მანდ ეხლა მიდის ანთება, ჯერ ჩაქრეს ეს ანთება წავიდეს ტკივილები და მერე დაიწყე ვარშიში მსუბუქი წონიდან. ვვარჯიშობო და მძიმე სამუშაოზე ვმუშაობო თავიდანვე დაწერე და კუნთები არ გაქვს? თუარადა კუნთების მცირე მასა მარტო მაშინ არის ზურგის ტკივილთან კავშირში როდესაც ხერხემლის მალები ვერ უჭირავთ და смешение позвоночника გემართება, ქართულად არვიცი როგორ არის. სხვა შემთხვევაში სულ რო რემბოსავით კუნთები დაიყარო მასაჟებიც თუ არ მიაყოლე მაგ ვარჯიშს დაინგრევ მთლიან ზურგს. მოკლედ რა გჭირს ზუსტად წარმოდგენა არ გაქვს მაგრამ იდეები კი გაქვს უხვად და ისიც ზუსტად იცი უკვე როგორ იმკურნალო :დ
ლიმფა რაარი საერთოდ იცი ? ზურგზე ლიმფა საერთოდ არ გადის, და შესაბამისად ზურგზე სისხლის მიმოქცევასთანაც არარის კავშირში, ლიმფასისტემის სტიმულირებით ზოგადად ორგანიზმში არსებულ ზედმეტ წყალს ებრძვიან ხოლმე. ლიმფას უმოძრაობა სისხლის მიმოქცევას კი ანელებს მაგრამ დისკკებამდე რო სისხლი არ მიდის და საჭირო ნივთიერებები არ მიაქვს ეგ უფრო паравертебральные мышци-ს დაძაბულობის და გაქვავების ბრალია რომელსაც არასწორ პოზაში ჯდომა, დიდხანს ჯდომა არასწორ საწოლზე წოლა და სხვადასხვა რაღაცეები იწვევს კიდე, ამას კიდე მხოლოდ და მხოლოდ ღრმა ქსოვილის მასაჟი ხსნის და აღადგენს იმ სისხლის მიმოქცევას. მარტო მოძრაობით და გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევით რო ზურგის ტკივილი გვარდებოდეს, დავრჩენილვარ უმუშევარი და ეგ არი. მოკლედ მე გითხარი შენ რაც გჭირდება და რეკომენდაციებიც მოგეცი, დანარჩენი შენ იდეებს გაყვები თუ ჩემ რჩევებს გაითვალისწინებ ეგ უკვე შენი საქმეა. იარე მაგ მასაჟისტთანაც, ოღონდ ნუ მოუსმენ ბოდავს რაღაცეებს. უბრალოდ შენ უთხარი მაგარი მასაჟი გამიკეთეო, თუ თავი არ დაზოგა და მაგარი, ღრმა ქსოვილების მასაჟი გაგიკეთა მოგეშვას უნდა წესით რადგანაც მასაჟი ტრიგერულ წერტილებსაც აგიღებს, ანთებასაც ებრძვის, და თუ ხედავ რო ვერ ქაჩავს და თავს ზოგავს შეეშვი. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს
* * *
უბრალოდ რელაქს მასაჟს ნებისმიერ სპაში გაგიკეთებენ ასეთუისე ხარისხიანად, ერთი და იგივე დონეა საქართველოში რომელშიც არუნდა მიხვიდე ამიტომაც მიდი ნებისმიერში რომელიც უფრო ბიუჯეტურია
მაგრამ რახან არაფერი გაწუხებს არნიშნავს იმას რომ მაინცდამაინც რელაქს მასაჟი უნდა გაიკეთო )) გაიკეთე მიქსი მაგალითად არვიცი თუ იციან აქ ცხელ ქვებთან ერთად, აი ყველაზე მაგარი კაიფია თუ კარგი სპეციალისტი აკეთებს. მიქსს ფეხის ტერფების წერტილოვან მასაჟსაც თუ დაამატებს საერთოდ, მაგრამ ეგ უფრო გოგოებს უსწორდებათ. ასევე ყურადღება მოაქციე რო უბრალოდ სარელაქსაციოდ გაკეთებული მასაჟი მთლიან სხეულზე გააკეთონ ფეხის თითებიდან დაწყებული სახით და თავზე რო ნერვული დაბოლოებებია იმით დამთავრებული, ყველაზე მაგარი კაიფი მაგაშია. თუ ისეთი მაგარი მასაჟი უფრო გიყვარს ძვლებში რო ლეწავენ 2 საათიანი ტაი მასაჟი აიღე, თუ აქვს ვინმეს ტაი სალონი გახსნილი და ტსაილანდელებს ამუშავებს თორე ზუსტად მაგის გაკეთება აქ არავის ეცოდინება ესე ვფიქრობ, ოღონდ ყველაზე ძვირი მასაჟია ეგ