TETISAკარგი რჩევაა
ვცდი. ხომ ვამბობ, კვალიფიციური ფსიქოლოგის ერთი ფრაზაც სულ სხვა სიმძლავრით მოქმედებს..
---------------
არ მენატრები, თუმცა ის დღეები მენატრება. რა კარგად ვიყავით ერთად. აუ გახსოვს?
გიჟივით გიხაროდა ჩემი ნახვა და მეც გელოდი ხოლმე. ძალიან არეული ვიყავი მაშინ და გაუწონასწორებელი, და შენს გარდა არავინ მყავდა. შენ კი სულმოდიოდი და... აუ რატომ გიყვარდი ასე? იმის მერე ბევრჯერ ვკითხე ჩემს თავს, ასეთი ბანძი, არეული და მოუვლელი რატომ გიყვარდი თქო. ალბათ არც ასეთი ბანძი ვიყავი, ალბათ. გახსოვს? შენს საყვარელ ადგილას რომ წამიყვანე? მაპატიე, მე ვერ ვაცნობიერებდი რა მინდოდა და ვინ, და მეგონა ფეხებზე მეკიდე, და ის მთაც, შენი ყველაზე საკრალური ადგილი ფეხზე მეკიდა. თუმცა მაინც გავიგე, იმიტომ რომ მახსოვს, ძალიან კარგად, ეგ მახსოვს. ესე იგი, გავიგე. ის გოგოც მახსოვს, ქალი, შენ რომ გიყვარდა. როგორ ცდილობდი გადამერჩინე მისგან და ფარივით აგფარებოდი მისი სიყვარულისადმი. აუ რატომ შეგიყვარდი ასე როცა ვერ გხედავდი? წამიყვანე და დამაყენე, მანქანით, მისი სახლის წინ. სადა ბევრი წელი იდექი ხოლმე. სულელივით. დღემდე მახსოვდა - რატომ დაშორდი? ძაან გაასაიდუმლოე. სიგიჟემდე მიყვარდაო და თან ჩემი ბრალიაო. ვერ გავიგე, არაუშავს. რამე სულელური მიზეზი იქნება, რომ ვერ ვახტებით - იმიტომ რომ წესია და უხერხულია - ხომ იცი. აი, თავში ჩაჭედილი დებილური წესები რომ გვაქვს... მე ისევ ავტყდი - ჩქარა, ჩქარა, წავედით.
არა, კარგს გავიხსენებ.
იმ ღამით,
მთელი ღამე არ მეძინა. პირველად დავრჩი მარტო და შემეშინდა უცნაურად. დავურეკე ვიღაცებს, ვერავინ დამამშვიდა. და, დაგირეკე, გახსოვს, შუაღამისას. მოვალ. მეუბნები. არა, ეხლა არა, დილით მეთქი. დილით სადღაც მიდიოდი. მოხვედი. მახსოვს :
კარგი გავაღე, წითელი მაიკა გეცვა და საშინლად გიხდებოდა - და მახსოვს - კინაღამ გული წამივიდა ემოციისგან. რატომღაც აჩემებული მქონდა - არა, არ შევიყვარებ. მორჩა. შემოხვედი და. რა საოცარია, რატომ, რატომ მქონდა ეს აჩემებული?
_ დილა იყო, გამოუძინებელი ვიყავი, და მოუწესრიგებლი. რომ გამებუტე, ადექი და პირში მომახალე ყველაფერი, თან ძაან საზიზღრად, თავს არ უვლიო. ცუდად ვიყავი და იმიტომ. მერე წახვედი. იმ ღამით, რომ დაგირეკე, მაშინვე დავმშვიდდი. მჯეროდა შენი. რამდენი წლის ხარ ეხლა? 30. ?
რა სასაცილოა.
მეტი არაფერი მახსოვს. გჯერააა? მე ვერ. ძალიან, ძალიან ხშირად გნახულობდი და წარმოიდგინე, არაფერი, სულ არაფერი მახსოვს იქიდან. ისე საშინალდ გაბრაზდი, ისე საშინლად, დრემდე ხმამაღლა, კივილივით მახსოვს ეს ყველაფერი, აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა, ეგრე. მოკვდიო, მომახალე და.. აი, როცა წახვედი, იმის მერე მახსოვს ყველაფერი. მერე კიდევ მნახე. არა, კარგი ვქენი რომ არ გამოგყევი. შენ ხომ არ გიყვარდი. საშინლად მოგექეცი, მართალია, ძალიან სულელუარდ გამოვიდა, და მაინც - როცა უყვართ, მაინც უყვართ. არავინ მიყვარდაო, მთელი ხუთი წელი ვცდილობდი ვინმე შემყვარებოდა და შენც გული მატკინე, კიდევ კაი, გამოცდილი მქონდა გულისტკენა, თორემ გავგიჟდებოდიო, ძლივს შენ შეგიყვარე და შენც მატკინეო. მატყუარა. გიყვარდი არა ისა. არადა, მაინც შემეძლო შენი ცოლი გავმხდარიყავი. აი, ეს მაგიჟებს ყველაზე მეტად. მერე ესეც მომახალე - ჩემნაირი ბიჭი არ გყოლია, არ იმსახურებდი. მერე ვიფიქრე - მართალი იყო თქო მგონი, მაშინ კი ძალიან მეწყინა. ეპილაციას რატომ არ იკეთებო. ესეც ძალიან ძალიან საზიზღრად მითხარი. უფრო - გავვოცდი. - ვერ მითხარი? მე ცუდად ვიყავი და ეს არც შემიმჩნევია. მერე ყველამ გაგლანძღა. ვისაც მოვუყევი რაღაცები. არადა, : )გახსოვს? ერთხელ მითხარი - ნუ მოუყვები ნურავის შენს პირად ამბებს, მეგობრებს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა მოყვე, მაიცნ ერთი დეტალი იქნება და ისინი ამის მიხედვით განსჯიან, სრული სურათი კი მხოლოდ შენ იცი. წიგნი მახსოვს კიდევ. აჩემებული მქონდა მაშინ, დღემდე მიყვარს, იცი. წაიღე, ამ ჩემს საყავრელ გოგოს (ალბათ ამ ფიქრით) ნეტავ რა მოსწონსო. ვერ გაიგე. ნახევრად წაიკითხე და მანქანის ბარდაჩოკში შეაგდე - ვიღაც ტიპის და მაგის ნაშის ამბავია. აუ, იცი, თვალები გამიფართოვდა - რა ნაშა? ამ წიგნში სექსია? - გავიფიქრე. საშინლად გულუბრყვილო ვიყავი და ამჩემისაყვარელი წიგნის რომანტიკაც შემილახე, : ) ჰაჰაჰააა. რა სასაცილოდ მახსოვს.
მერე რომ ვცდილობდი შეგრიგებოდი, ეგ მახსოვს. კაფე მახსოვს, შენი საყვარელი. იმ ქალთან თუ გოგოსთან ერთად დადიოდი და . იცი სად ცხოვრობს ეგ ქალი? ჩემი ძაან ახლობელი ოჯახის ახლო უბანში. ძალიან ტყუილად ცდილობდი იმ ქალის მაგივრად ჩაგენაცვლებინე. რა წესია? ის კაფეც, თქვენი საყვარელი და ამოჩემებული. ჰაჰაჰააა,
იცი, - იმჩემისაყვარელი წიგნის ავტორს მეორე ჩემისაყვარელი წიგნიც აქვს დაწერილი და , ეგ კაფე აქვს ნახსენები, კოხტად, საყვარლად, მე კი ისე მენიშნა, გამახსენდი, რამ მოაფიქრა, სად ამოქექა. ალბატროსი. ''ეკა კაფე ალბატროსში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა''.
ის დღეც მახსოვს, სადღაც ჯანდაბაში რომ წამიყვანე, აუ როგორ მენატრებოდი. ძალიან, ძალიან მიყვარდი, არავინ მყავდა - შენსავით და ასე ახლოს. არავინ, სულ არავინ. ახალი გამოსული ვიყავი კი არადა, ახალი მომხდარი იყო ის ამბავი, რომელმაც გონება და გული ჩამიკეტა და მერე ბევრი, ბევრი წელი დამწირდა რომ... არ გკიდია? მოკვდი. ძალიან ნაწყენი იყავი. შენც დაისვენებ და მეც. მერე მთელი წელი აზრივით რეკავდა ეს სიტყვები ყურებში. არავის უთქვამს. ასე არა.
დღე იყო - აი, გველივით ჭრელიო, ამასწინთ მოვკარი თვალი. და მზე ცხრათვალა : ))) ქარიანი უაზრო მინდორი. ძაან ნაწყენი იყავი. საშინლად და უაზროდ. ის ბიჭიც მახსოვს. მთავარი დამნაშავე იდიოტი. იცი, ალბათ ეხლაც მიყვარს. გულის სიღრმეში, ვერ გეტყვი რატომ. ჩემნაირი დაცენტრილი იყო, რაღაც. იყო! ლექსებს მწერდა ღამით! მწერდა! უბრალოდ, კარგად შეეძლო გველურად ეცხოვრა დილით. მე კი - ვერ. ალბათ. აუ რა გულუბრყვილო ვიყავი, ვგიჟდები.
მახსოვს. ის ოთახიც. მე ყველაფერი მახსოვს. თურმე ყველაფერს ვხვდებოდი. ყველაფერს, რაც გამოკვეთილად ჩანდა და შენთვის ფაქიზი და მთავარი იყო. აბა როგორ მახსოვს? ჩააქრე შუქი და იჯქეი. იჯექი რა, მთხოვე. საკუთარ თავს გინდოდა დაბრუნებოდი, საკუტარ ტავს ა მ. ისევ ავხტი - აუუ, აანთე რა, გავიდეთ იქით და ასე შემდეგ. რა სულელურად ვიქცეოდი, ვგიჟდები. არ მიყვარდი, მაპატიე. მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხვდებოდი მაინც.
ეხლა ვფიქრობ - რომ არა ეს სისულელე, რა მოხდებოდა? დაბრუნდებოდი. მომენატრებოდი? გამოგყვებოდი ცოლად? კარგი იქნებოდა ეს? 18 წლის დედა. ორი შვილი მეყოლებოდა. მეყვარებოდი? მეზიზღებოდი ხოლმე.. არ დაგშორდებოდი?
სისულელეებს ვკითხულობდი მაშინ და ერთ ჟურნალში ეწერა: დააკვირდით ფეხსაცმელს, თუ მოუვლელია, ესე იგი, ბევრს ვერ მიაღწევს. იმ დღეს რომ გაგიცანი, კეტებზე დაგხედე. ჩვეულებრივი, თეთრ-შავი, შეძლებისდაგვარად დასვრილი, და გავიფიქრე - არა, ეს ბიჭი არ გამომადგება. და ვსიო, არა. ამ სისულელის გამო? მე ვერ მჯერა რომ სისულელეებს შეუძლიათ დიდი სიყვარული დაანგრიონ. ვერ მჯერა და მომკალი. სამაგიეროდ, მჯერა, რომ.. შეიძლება მე სულაც არ შემხვდეს ეს დიდი სიყვარული, რომელსაც ვერაფერი ანგრევს და ისეთი შემხვდეს, უაზრო ფერება და ლოლიავი რომ სჭირდება. გაფრთხილება სჭირდება ალბათ, ჰო, თუმცა არა ლოლიავი. რაც ვარ - ვარ. ან იქნებ შემხვდეს.
შენც ბანძად გახსოვდა ეგ დღე. რა სისულელე იყო, არა? მითხარი. არ გიყვარდი. და მერე შემიზიზღე კიდევაც. შენი ყველა იმედგაცრუება მე დამაბრალე. მე კი მთელი წლები მტანჯავდა - არჩადენილი? დანაშაული. მერე, წლების მერე, ერთმა ფსქიოლოგმა მითხრა - ვერ ხვდები? გამოგიყენა! საძაგელი! შენ არ იყავი დამნაშავე. ცოტა გულზე მომეშვა. რა ვიცი. ვიყავი? არ ვიყავი? სჭირდება 16 თუ 17 წლის გოგოს იმის ახსნა, რომ გიყვარს? ან მოგწონს? როცა ხვდები და უნამიოკებ. და ვსიო. როდის ამთავრებ გამოცდებს? ცოლად უნდა მოგეყვანე. და ეს მაშინ, როცა ერთი წლის მერე მითხარი - მთვრალმა - გამომყევი. - რატომ? გიყვარვარ? - არა! უბრლოდ, კარგი გოგო ხარ, ლამაზი, ჭკვიანი (ნუ რაღაც ეგეთი). ენა ჩამივარდა. გარიგება არ მოგწონს? . არ ვიმსახურებ, რომ სხვაზე ფიქრობდე და მეორეხარისხოვანი ვიყო-მეთქი.
წვიმდა იმ დრეს. იმ ბევრი წლის წინ. და მე ავხტი - სახლში მეჩქარება. ძალიან დაიგრუზე. დარჩესო, დარჩესო, მეგობრები გაძალებდნენ. ვერა, სახლში უნდა წავიდეს და მეც ვეღარ წამოვალ თქვენთან ერთადო, გამაცილე, ცოტა მოწყენილმა, და წვიმდა მარჯანიშვილის მოედანზე და მაშინ ვიფიქრე პირველად - მგონი, ვუყვარვარ, ჩემი წასვლის გამო მოიწყინა მეთქი.
იმ მწერალს აქვს - ''მერე ტაქსში ვიჯექი მარჯანიშვილის მოედანზე და ვტიროდი. თქვე ბოზებო, მოვდივარ... '' შენ კი ამბობდი, ბანძი მწერალიაო.
სახლში არ ვყვებოდი შენზე, არ გთვლიდი მნიშვნელოვნად, სულ მეგონა რომ უნდა წასულიყავი, აი, ხვალაც და ვსიო, აღარ ვნახავ. ბევრი სისულელე დაემთხვა მაშინ. ჩემი არეული ცხოვრება. თორემ შეგიყვარებდი ალბათ. და არ გაწყენინებდი. კარგი და მოვლილი გოგო ვიქნებოდი და , ერთად ვიცხოვრებდით, ალბათ, და ორი შვილი მეყოლებოდა ეხლა. ალბათ ისე შეგიყვარებდი, რომ არ მოგნდომებოდა ჩემი გადაყვარება.
არ ვიცი, მოგიხადო ბოდიში? შენც ხომ ძალიან მაწყენინე. იმ ყველაფრით კი არა, გადაყვარებით. ერთ წელიწადში როგორ დაივიწყე გოგო, რომლის ცოლად მოყვანასაც აპირებდი? მე არ ვჩქარობდი... როცა მომინდება დავიბრუნებ. და ამასობაში ცოლიც მოიყვანე. და თან, არ შემირიგდი. დაიხვეწე. მითხარი იმ ერთი წლის მერე.
გიყვარდისავით, ჰო. ოღონდ არ იყო ეგ დიდი სიყვარული და ნუ მაჩეჩებ. უბრალოდ, ვერ გამიგია - შევცდი თუ არა. და თუ - კი - რატომ. მე ხომ სიგიჟემდე გულწრფელი ვიყავი. თან არც. ბევრი საზიზღრობაც - გამოვიდა - რომ გამომივიდა გაკეთებული. ძალად არ გამიკეთებია, მართლა. ცუდად ვიყავი და სხვანაირად, გააზრებულად, დალაგებულად, არ შემეძლო. ეხლაც კი არ შემიძლია ბოლომდე.
მენატრება ეგ დრო. მენანება. ძალიან მენანება. ისე მენატრებოდი მერე. შეიძლება ეხლაც მენატრები. თან ძაან. ძალიან. ძალიან. ყველაზე კარგად მახსოვს. პირველი რომანი. ხელიც არ გადაგიხვევია! არასოდეს გითქვამს - მომწონხარ. ან მიყვარხარ - მით უმეტეს. რომ წახვედი, ცოტა ხნით, ორი კვირით რომ დაიკარგე ( '' უნდა დავლაგდე'' ) , ვიფიქრე - ეგაა და ვსიო. ხომ ვამბობდი. პროსტო მხვდებოდა და უბოდიშოდ წავიდა მეთქი. რა ვქნა? ასე ვფიქრობდი. არ მიყვარდი, არა, მაშინ, ალბათ არა... ან ვერ ვხვდებოდი მაინც. და მერე, როცა ყველაფერი გავაფუჭე და დავანგრიე - თურმე შენი ძმაკაციც მომწონს. - ძაან გაბრაზებულმა, გაცეცხლებულმა, დანარჩენ საშინელ სიტყვებთან ერთად ეგეც მომახალე - მიყვარდი ძალიანო.
მართლაააა?
ვააა.
გეთქვა მერე!
და, კიდევ რა ჩამრჩა იცი? ''და ამის მერეც ვცდილობდი რაღაცას'' ... უნდა გეცადა. დამპალო. აბა არა? ეგრ ტოვებენ საყვარელ ადამიანებს?
არ ვიცი. არაფერი ვიცი. მახსოვხარ ხოლმე. იქ, იმ ქუჩის, იმ აღმართის ბოლოში, სადღაც, ცოლთან, შვილთან, დისშვილიც გყავდა, ხო, ძალიან ცოტა რამ მახსოვს, ავად რომ იყავი და წამლის მოტანა მინდოდა, ვღელავდი, თუ მოგიტანე კიდეც მგონი, სად მუშაობდი, როგორ შეგხვდი - უცნაურად, და შენც სულ ამას იხსენებდი, როგორ გამაცილე მაშინ, და ისევ როგორ მლოდი, და ისევ წამიყვანე სადღაც, როგორ დამპირდი რარაც სისულელეებს, რაზეც მეც ავირიე და გავაფუჭე რაღაცები. პატარა ვიყავი, თავის გამოჩენა მომინდა, ცხოვრებაში პირველად - მეც გავაკეთებ რამე მნიშვნელოვანს, ჩემზე რომ იქნებიან დიდები დამოკიდებული.
შენი მეგობარი - არ ვიცი რა სჭირს. დედამისიც ნერვიულობს.
შენ არ ამოხვედი.
გიყვარდისავით, ხო. აი ისე, დალაგებულად, დავარცხნილად რომ უყვართ, და იმის იქით, ვეღარ.მეც ასე დალაგებულად უნდა აგყოლოდი თურმე.
მე სხვანაირი ვარ, არ შემიძლია. ბევრი შრე მაქვს, რომლებშიც უნდა ჩააღწიო და შეკრიბო, რომ აღარ გავიხედო სხვაგან. ერთი არა, ბევი მაქვს და გაფანტული, ვიღაცების ხსოვნით, ფიქრით, სადღაც მიმავალი, დაბნეულად. შენ კი გინდოდა დალაგებულად, წესიერად, შენკენ მომემართა. ასე იყო. ეხლა შეიძლება უფრო დალაგებული ვარ და არეული სადღაც გაფანტული ბილიკებიც გაქრნენ და მთავარი გზაღა დამრჩა, ლამაზი პატარა ბილიკებით...
მე ყველაფერი მახსოვს. ახალი წელიც. და ის საღამოც. ერთი მეგობარი მყავდა მაშინ, იმანაც დამივიწყა მერე. ავად იყო, და წითელი ვაშლი ავუტანე. ვეძებდი, მეგონა ძაან გავახარე.
ქარიანი გაჩერება. არაფერი არ მომხდარა? მეკითხებოდი. მერე გავბრაზდი. აუ მერე, პირველი რეაქცია გაბრაზება იყო. რატომ გითხრა? რატომ ჩაგიშვა? დამპალი! როგორ გაგიმეტა გულის სატკენად. ... .დღემდე ვფიქრობ.
მართალი იყო?
არ ვიცი. მე მგონია, რომ არა. რა ვქნა, ბუს, მე მგონია რომ არა, არა... არა. თუმცა ყველა, სულ ყველა იტყვის რომ - კი.
მე არ მჭირდებოდა დალაგება? საკუთარ თავთან დარჩენა? მხოლოდ შენ? მე არა? 17 წლის არეულ გოგოს? მე არ მქონდა უფლება?
მე სხვანაირი ვარ. ვფიქრობდი რომ... ეხლა სისულელეა რას ვფიქრობდი, და მაინც ვიტყვი, თუმცა ზუსტად ვიცი, არავინ დამიჯერებს. ''რა მაგარი, დაე იამაყოს ამ დებილმა, ვინ ჩემი ფეხებია რომ მომეწონა, როგორ, ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდა და არ იცოდეს?''
აუ როგორ მახსოვს და მტკივა.
ძაან. სუნთქვა მეკვრის. იქნებ მიყვარს კიდეც დღემდე. ვიცი? უზარმაზარი ზიზრი და სიბრაზე ფარავს ამას. მიყვარდა ალბათ, რა ვიცი? ან უბრალოდ რაღაცნაირი მეგონა, მე რომ მიყვარს, ისეთი და ავიჩემე არც ვიცნობდი წესიერად.
ჰოდა, იმას მოგიყვები. არა, შენ არა. მაინც ვერ გაიგებ, ჩემს თავს მოვუყვები, იმას ხომ სჯერა ჩემი : ) და ზუსტად იცის, რომ რასაც ვეუბნები, ზუსტად ეგრე იყო, ან მჯეროდა, რომ ასე ვაკეთებდი. ან, რომ ასე არ შეიძლება, ოღონდ მე უნდა მეპატიოს. არა, არა, შეიძლება ასე. შეიძლება. ! .
ცხოვრებაში ერთადერთხელ- გულწრფელად მინდოდა ეს - არ გაგეგო, იმიტომ რომ გული არ გტკენოდა. ამას მივხვდი. ამიტომ ვადანაშაულებ ჩემს თავს. ესე იგი, ვხვდებოდი რომ გული გეტკინებოდა. ან გაგიტყდებოდა. კარგი. მითხრა იმან. მერე დაგირეკა ან გნახა და გითხრა. როგორ მეზიზღება. არ უდნა მეზიზღებოდეს?
_ ეს ჩარევა იყო.
მან ხომ არ იცოდა ყველაფერი.
ჩარევა იყო! მეც მქონდა უფლება დავლაგებულიყავი. და ჩემი ემოციებიც არ ყოფილა ყალბი. მე მქოდნა უფლება, ისევე როგორც შენ, ცოტა გაურკვევლად ვყოფილიყავი და შენთან ერთად სხვაზე მეფიქრა, სულელურად, გატაცებით, ან თუნდაც ძლიერად. გეკიტხა და გეტყოდი. ან რა ვიიც. შენ ხომ საერთოდაც გიყვარდა სხვა, ვიღაც. ასეა ტუ ისე, არ უნდა ეთქვა. დღემდე ასე მგონია და ვცოფდები, როცა მახსენდება, როგორ გიტხრა ყველაფერი, თან დამპირდა რომ - არა, და თან ყველა მართლებს. მე კი ხომ ვიიც, რომ არ უნდა ეთქვა : ) არ მინდოდა, არ ჰქოპნდა უფლება, არ უნდა ჩარეულიყო, ის უბრალდო პერსონაჟი იყო ამ ამბავში, ან არ იყო, და დღემდე მიყვარს. მაინც არ უნდა ეთქვა. მისი საქმე არ იყო, რას ვიგრძნობდი მერ.
წლების მერე, როცა ისევ - ცოტა უცნაურად გადიკვეთა ჩვენი გზები და იმ საზიზღარ ტიპს დავურეკე - ხომ სასაცილოა?
იმ ტიპმა - ჰაჰაჰაააააააააააააააა
ძაან, ძააან, ძაან, ძაან სასაცილოა და საშინელი, საშინელი სასაცილო რამ - ამ ტიპმა ასე თქვა - რა კარგი აურა ჰქონდა ამ გოგოს.
მართლა?
მძულს და მიყვარს, ალბათ, არ ვიცი. მიუხედავად ყველაფრისა. ვერ ვპატიობ. ალბათ უარყოფასაც ვერ ვპატიობ. არადა, საშინლად დაიბნა მაშინ, ვიტომ - დებილი, და გულწრფელი იყო, ეხლა ვფიქრობ - არა, როგორ მოიგონებდა, რომ შენი და უყვარდა. და მთელი წლები და ნუ მერე ეს და გათხოვდა. მერე არეული დავბრუნდი სახლში, ბევრი ვიარე ფეხით, მზე იყო, გირეკავდი გნახავ მეთქი, სასსსწრაფოდ, და არ მნახე. ნათიას დავურეკე, ნათიამ გამკიცხა და ჩამომენგრა ბოლო ახლობელი ადამიანი - მაშინ ასე ვფიქრობდი, მახსოვს, (დებილი : ) ) და სახლში რომ მოვედი - მზე იყო, მახსოვს, ვიტირე მგონი, და საშინლად ამიჩუყდა გული, და ეს ჩემი გატაცება სულ სულელური და სასაცილო მეჩვენებოდა.
მერე რომ გნახე. მანქანაში. ზამთარში. გეზიზღებოდი?
ბევრი წლის მერე, როცა მომენატრე და დაგირეკ, ბევრი, დიდი სიძულვილი და ბრაზი იყო შენს ხმაში და ლაპარაკში. ეხლა ვხვდები - ესეც ხომ სიყვარულია. წყენა არა. გაპატიეო, მკიდიაო. და მაინც ბრაზობდი. რომ დაგეკიდა, ასე ძალიან ნაწყენი ვერ იქნებოდი.
მენატრები ხოლმე, ან მახსოვს.
ახალი წელი. რატომ არ მაჩუქე არაფერი? მეგონა მაჩუქებდი. შენ კი - მთვრალი. ხელში, მგონი, ბოთლით ან შოკოლადით, რაღაც კარგი სუნამო გესხა, მახსოვს. მე ჩემი ვარდისფერი პიჟამი გავიხადე და ჩავიცვი ტანსაცმელი რომ დაგხვედროდი. ძალიან მიყვარდა და მიხაროდა ის პიჟამო და დიდი ფუმფულა ძაღლუნიები.
ჩვენი - შენი მთვრალი შეხვედრა, პეკინი და ბანკომატი, უცნაურად უხეში იყავი, ძალიან შემეშინდა, და კინაღამ მომიტაცე. მანამდეც. გზაზე, სადღაც, ორთაჭალაში. მართლა შემეშინდა. გამკეთებელია-მეთქი. და მანქანა ჩაგიქრე. გაგიჟდი. გახსოვს? რა დასამახსოვრებელია, მე მახსოვს. და ვიღაც ბიჭი, დიდუბეში, ვიღაცის მანქანით, ან მანქანაში. დედიდაჩემის წლისთავი და შენი პირველი მესიჯები. - წითელი ღვინო გიყვარს? რა გოიმია-მეთქი, გავიფიქრე და ცალყბად, ცივად, მედიდურად, მაინც გიპასუხე.
შარდენი. მეტეხის მოედანი. ძაან, ძაან ციოდა. ნეტა რა მინდოდა იქ? და გელოდი. ჩქარა, ჩქარა! მბრძანებლურად. შენც მანქანაშიც ციოდა, ისე, მგონი. თან მეკიდა. ჩქარა, ვიყინები, მოდი.
საბილიარდო. გეტყვი! - მწვანე. ადგილიც კი მახსოვს. ისევ არის იქ საბილიარდო? .
და შენი სადოქტორო. დამირეკე, ოღონდ არ დამპატიჟე. და მე ვერ ვხვდებოდი რატომ. გბალელშიკობდი. ბოლოს და ბოლოს, ბევრს მიაღწიე მართლა. ყოჩაღი იყავი. და რომ მირეკავდი სამსახურიდან, მე კი ვირაც იდიოტს გადარებდი მაშინ, და ცოტა ბანძი მეჩვენებოდი.
ის დათოვლილი მთა არ დამვიწყებია.
მერე, ძალიან დიდხანს, ყველგან შენ მეჩვენებოდი, არანორმალურად მენატრებოდი. და სულ მეგონა ვიღაც გამვლელი შენ იყავი, ერთხელ კინაღამ ვეცი ვიღაცას. შენ კი დამცინე - აა, ახლობელია? ახლობელი არა ისა. აღარ გჯეროდა ჩემი. გაგება დაკარგე. არადა, მე სულ სხვანაირი ვარ. ან არ ვარ და მგონია რომ ვარ. მე მაინც მგონია რომ ვარ. იმიტომ, რომ ახლა, როცა თავის კონტროლი შემიძლია, ისე ვიქცევი, როგორც ადრე მოვიქცეოიდ - კარგად და წესიერად, ძალიან კარგად და ძალიან წესიერად. შეყვარებულიც კი არ მყოლია - დროებით ქარაფშუტა ურთიერთობებს პატივს არ ვცემ-მეთქი. ვნანობ ეხლა
კარადის კიდეზე ვიჯქი მაშინ, ეს საშინელებები რომ მომწერე, და მეტი სიმძაფრისთვის, საკუთარი სიმართლით და იმედგაცრუებით გულაჩუყებულმა, მომწერე - რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს... შექსპირი. იცი რას მწერდა გიო? მე ძლიერ იყვარს იისფერ თოვლის... ძვირფასო, მუდამ მემახსოვრება. ...შენი თოვლივიტ თეთრი ხელები. თოვდა მერე, და მომენატრა, მინდოდა მენახა. შენ კი ამტკიცებ, რომ სუფთა და კაი ტიპიაო და ისიც ეგრე გამოვიდა. აბა რატომ მმწერდა ლექსებს? ჰა? ეგ კიდევ შენი ძმაკაცია. ანუ შეიძლება ხო რაღაცების ჩაყლაპვა, მთავარია, კარგად გამოძვრე და სუფთა სინდისით გააგრძელო ცხოვრება...
ისიც მახსოვს, სად გავიცანი. უცებ დამარტყდა და ბრახ. სასაცილოა... კარგი აურა. კუს ტბაზე ავედით მერე, სამნი, ეს სულელუკა რაღაცას ქაქანებდა და. შენ - გულისამრევი ირონიით - ახლობელი არა. ის. ალბათ არ ვიქცეოდი კარგად, გრეგნულად. თუმცა გულსი სიღრმეში სულ მჯეროდა რომ კარგად და სუფთად ვიქცეოდი, ასე მინდოდა. უბრალოდ, სითბო მაკლდა ყოველთვის და ამას ვერ ვერეოდი. ეგაა და ეგ. ასე ზუსტად თითქმის არაფერი ჩამომიყალიბებია არასოდეს. შენ კი არ გესმოდა, შენ რა, არავის არ ესმოდა. არც ეხლა ესმით. თვითონ თუ არ გადაიტანეს, ვერ გაიგებენ.
მე კი, მინდა ხოლმე, გნახო. ისე, უბრალოდ. არავინ არ მყოლია იმის მერე ასე ახლოს, ასეთი დამცვლი და ასეთი საყვარელი. ერთს შევეჩვიე და იმანაც სასტიკად მატკინე გული.
კარგი ცოლი გყავს? შვილი? შვილები?
მინდა ხოლმე დაგირეკო. რომ დაგივიწყო. რა მოხდება? რა მოხდება? არ ხარ ვალდებული ნატკენი და ნაწყენი გული შენს თავზეც აიღო? და დამეხმარომ რო ჩემს თავს დავუბრუნდე? შენ არაფერი? მინდა ხოლმე. და ვსიო.
შენი მეგობარი სადღაც ფორუმებზე დახეტიალობს. იმას ესმოდა. და ამ ცოტა სხვანაირობის გამო თქვენ არ გესმოდათ მისი. დადამისიც ვერ ცნობს. - ჩემგან რა უნდა? ვუყვარვარ? - მგონი, ჰო. ვერ ხედავ? მეც არ ვიცი. არაფერს ამბობს. რაღაც ესეთი.
შენ კიდე გამომლანძღე და წახვედი. მე სულაც არ ვარ ცუდი გოგო. მართლა არ ვარ. რომ ვყოფილიყავი, ასე ხომ არ მეტკინებოდა.
მინდა ხოლმე გნახო და არ ხარ. ჩაგკეტა ცოლ შვილმა. სად ხარ? ნუთუ ასეთი დანაშაულია გიყვარდეს ან გახსოვდეს ვინმე, და წლების მერეც იყოს ძვირფასი? იცი რამდენი წელი გავიდა? ექვსი ან შვიდი.
რა მოხდება გნახო.
ხომ შეიძლება. გამოიარე. ანარ ვიცი. მე მახსოვხარ. ისევ ისე. და ისევ ისე მეძვირფასები. მიუხედავად ყველაფრისა. ნამდვილ მონატრებებს ის სისულელეები ვერ ერევა, რომელიც შენ მოგერია. ალბათ შენც გახსოვს, რაღაცები. არ ვიცი.
მე მახსოვხარ : ) დღემდე. :* აი, კოცნის სმაილიკიც. ეს კოცნები არ მახსოვს, არც ყოფილა ალბათ, უბრალოდ, ეს ყველაზე თბილია და გულწრფელი
მე მახსოვხარ. დღემდე :*