forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ★მომავალ მშობელთა კლუბი★, :ღიპების ბირჟა:
narkozeli
გვანც ♡


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24229
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 18:08  #55352706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალ თემას გილოცავ მომავალო დედიკოებო love.gif მხოლოდ სიყვარულით და სიხარულით სავსე ამბები გვქონოდეს ერთმანეთისთვის გასაზიარებელი ^_^


ეს ჩვენი დახატული სია bis.gif

1. 7 ნოემბერი-narkozeli- ბიჭი
2. 9 ნოემბერი-ratom86-გოგო
3. 9 ნოემბერი-Rebel=))-გოგო
4. 14 ნოემბერი- Mybaby-ბიჭი
5. 15 ნოემბერი-ketket123-გოგო
6. 19 ნოემბერი-Tua-ბიჭი
7. 21 ნოემბერი-keti11111-ბიჭი
8. 28 ნოემბერი-თინი1990-ბიჭი და გოგო
9. 28 ნოემბერი- Anuki1995 ბიჭი


10. 3 დეკემბერი-tako_91 გოგო
11. 3 დეკემბერი-flower girl-ბიჭი
12. 8 დეკემბერი-november777 გოგო
13. 9 დეკემბერი-tako_93 ბიჭი
14. 12 დეკემბერი-whateverr- ბიჭი
15. 20 დეკემბერი- aeternitas- გოგო

16. 1 იანვარი-VAMPIRE_W-გოგო
17. 9 იანვარი-inchiba_inchibu -გოგო
18. 13 იანვარი-anuki198889-ბიჭი
19. 15 იანვარი-Chloë-ბიჭი

20. 2 თებერვალი-sunny_flower -გოგო
21. 2 თებერვალი-ninoonin- ბიჭი
22. 16 თებერვალი-lika_kiskisa- გოგო და ბიჭი
23. 18 თებერვალი-@ninuca@-ბიჭი
24. 20 თებერვალი-moonwalker-ბიჭი

25. 1 მარტი-ninucanodo- გოგო
26. 13 მარტი-bbb5- ბიჭი
27. 18 მარტი-saloo.mee-უცნობი
28. 23 მარტი-ma1ka-გოგო

29. 24 აპრილი-თუსი-უცნობი

30. 4 მაისი-nionia- უცნობი



ორსულობის კალენდარი ♡

user posted image


ჩვენი მუცლადმყოფი პატარა ბაჭიების ზომა-წონების ცხრილი ♡

user posted image


სამშობიაროში წასაღები აუცილებელი ნივთების სია:

დედის ნივთები:

1.ხალათი
2.ჩუსტები ოთახის, აბაზანის
3.პერანგი და პიჟამო (მშობიარობის შემდეგ)
4.მეძუძურის ლიფი
5.საცვლები
6.პირსახოცი აბაზანის, პირის
7.პაკეტები დიდი ზომის
8.ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი,პასტა,დეოდორანტი,საპონი,სასაპნე,შამპუნი,სავარცხელი)
9.მობილურის დამტენი
10.მკერდის საფენები
11.საბუთები



ბავშვისთვის:
1.მატყუარა
2.ბოთლი
3.ბოდეები
4.ნასკები
5.ქუდი
6.პოლზუნკა
7.პირის მოსაწმენდი ტილოები
8. ადიალა (გამოყვანის დროს)

რას ვახვედრებთ პატარას სახლში:

ინვენტარი

1.საწოლი
2გამოსაცვლელი მაგიდა ან დაფა
3.კალიასკა (ე.წ. "ლულკა" და სასეირნო პოზიცია)
4. ქარსითი
5. ბაუნსერი

ჰიგიენა
1. სველი სალფეტკები,პამპერსი
2.ყურის ჩხირები
3.ბამბა
4ტანის კრემი
5.მაკრატელი
6. სავარცხელი
7. ბავშვის აბაზანა
8. ღრუბელი
9.საპონი
10.სარეცხი ფხვნილი


ჯანმრთელობა
1. ელექტრო თერმომეტრი
2. გაზგამყვანი.
3.ოყნა
4. შესაბამისი მედიკამენტები რაც ბავშვს დაჭირდება.

ტანსაცმელი
1. ბოდეები (მოკლე, გრძელი, სეზონის შესაბამისი)
2. პირის მოსაწმენდი ტილოები.
3. ნასკები
4. ქუდი
5. ხელთათმანები.
6.პოლზუნკები და გასაპრანჭი ტანსაცმელები


ჩვენი თემის ფავორიტი რადიოლოგების სია და მისამართები:


სერგო მათითაშვილი
ვაჟა ფშაველას მე 6კვ.5ა კორპუსი
2 306936
599 120501


ბადრი შარიქაძე
თოდუას კლინიკა, თევდორე მღვდლის, # 13
ტელ: 2 56 03 60
577 68 12 01


კახა ტატიშვილი
ჩაჩავას კლინიკა, კოსტავას 38
ტელ: 2 95 33 11
599 49 20 09


რამაზ ჭიღლაძე
კლინიკა მედიქეა.
შმიდტის ქ .20
2 37 07 63
599 56 11 40
599 12 05 01

გენრიეტა გაგოშიძე
გაგუას კლინიკა
ლუბლიანას ქ. 2/6
593 10 82 83


ამირან გურგენიძე
ჯანმრთელობის სახლი
წინანდლის ქ.9
2 77 19 06
2 77 19 07

კობა ხაჭვანი
ავერსის კლინიკა
ვაჟა–ფშაველას გამზ. 27ბ
555 28 62 44

თამარ ხეცურიანი
კლინიკა ინოვა
თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


წინა თემის ლინკი:

★★★მომავალ მშობელთა კლუბი★★★



ბევრი დადებითი ემოციებით სავსე ორსულობა ყველას ♡ მშვიდობიანი მშობიარობა ♡ და უჯანმრთელესი და უსაყვარლესი ბაიები ♡

user posted image

This post has been edited by narkozeli on 10 Oct 2019, 18:22


--------------------
What Goes Around Comes Around : )


კნაწუწი©
nionia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 590
წევრი No.: 251438
რეგისტრ.: 4-July 19

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 18:42  #55352835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narkozeli
გილოცავ პირველ ადგილს bis.gif

ყველას მშვიდი ორსულობა და ბედნიერი დედობა გოგონებო love.gif
narkozeli
გვანც ♡


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24229
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 18:44  #55352843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nionia

მადლობა love.gif


დავიწყეთ 37-ე კვირა და გადავწყვიტე რომ 37 კვირის ბოლომდე ჩემოდანი ჩალაგებული გავიმზადო)) პრინციპში ყველაფერი ნაყიდი მაქვს, უმნიშვნელო დეტალებიც კი. ჩასალაგებელია მხოლოდ.

ჩემი წონა 36 კვირაზე bis.gif

user posted image

This post has been edited by narkozeli on 15 Oct 2019, 17:30
Mybaby
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 513
წევრი No.: 250907
რეგისტრ.: 1-June 19

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 19:04  #55352910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გოგოებო,ყველას წარმატებული ორსულობა-მშობიარობა გვქონდესsmile.gif

narkozeli
გვანცა არ მჯერაა)) გოგო,პირველ ადგილზე ხარ უკვე და მოგყვები მეც. რაღა დარჩაsmile.gif ჩაალაგე უკვე დროა,მეც ორშაბათს ჩავალაგებ,ჯერ გასაკრიალებელი მაქვს ჩანთა,ყველაფერს ვწმენდ და ვრეცხავ გიჟივით))) გვანცა,ნატას კერ არ მოუთხოვია ჩემთვის არც ანალიზები,არც გაცვლა-გამოცვლიწ ბარათი და ეს ნორმალურია? მე კი ვკითხავ იმ კვირაში რომ მივალ,მაგრამ წინასწარ ხომ უნდა ჰქონდეთ ინფო? ნუ ჩემს მიტანილ ანალიზებს გადახედა და ოფიციალურად არ მოუთხოვია ჯერ.
Tua



******
ჯგუფი: Members
წერილები: 5089
წევრი No.: 248641
რეგისტრ.: 12-February 19

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 19:54  #55353076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბედნიერიი ორსულობა და მშობიარობა ყველას ❤❤❤❤

აუუ არ მჯერაა ეხლა ვიყავი 29ე smile.gif))) რაღაც სხვანაირი შიში მაქვს ამ.ბოლო დროს მეც და იმედია გავუმკლავდები sad.gif ჩანთის 80% ჩალაგებულია, პირადი ჰიგიენის ნივთები დამრჩა მხოლოდ და მეანთან მისვლა. თან ქმარს ოპერაციას ვუკეთებ და იმედია მანამდე არ დაიწყება რამე.რომ ეგეც მოშუშდეს sad.gif

This post has been edited by Tua on 10 Oct 2019, 19:56
narkozeli
გვანც ♡


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24229
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 20:23  #55353164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mybaby


QUOTE
გვანცა არ მჯერაა)) გოგო,პირველ ადგილზე ხარ უკვე და მოგყვები მეც. რაღა დარჩა


აბა გოგო ამ ხუმრობა ხუმრობაში სიის სათავეში ვართ ნოემბერი ჩვენი თვეა love.gif
შენც გადახვედი 36-ე კვირაში ხო bis.gif გილოცავ მე-9 თვეს♡


QUOTE
ყველაფერს ვწმენდ და ვრეცხავ გიჟივით)))


ჩემსავით lol.gif თან ვნერვიულობ წასვლამდე კიდე არ მექნეს გასარეცხი, მტვერი დაედებათქო biggrin.gif

QUOTE
გვანცა,ნატას კერ არ მოუთხოვია ჩემთვის არც ანალიზები,არც გაცვლა-გამოცვლიწ ბარათი და ეს ნორმალურია? მე კი ვკითხავ იმ კვირაში რომ მივალ,მაგრამ წინასწარ ხომ უნდა ჰქონდეთ ინფო? ნუ ჩემს მიტანილ ანალიზებს გადახედა და ოფიციალურად არ მოუთხოვია ჯერ.


36კვირიდან ითხოვენ ოფიციალურ გაცვლა-გამოცვლის ბარათს, ნუ მთავარია მშობიარობამდე მიუტანო, ბევრი არაფერი წერია, შენს ვიზიტებზე ზოგადი ინფორმაციაა და ეგაა. თუმცა მე ნუკრიმ მომთხოვა მომიტანე რომ მოხვალო, აი ხვალ დილას მივალ და ვნახავ რას მეტყვის, თუ წაიკითხავს
* * *
Tua

ისე კარგად მესმის შენი)) მგონი ამას ქვია მშობიარობამდელი დეპრესია :შ
lika_kiskisa
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 581
წევრი No.: 231726
რეგისტრ.: 7-May 17

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 20:34  #55353207      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველას მშვიდობიანი მშობიარობა და ბედნიერი დედობ გქონდეთ ლამაზებო, გვანცამ ამომწურავად დაიწყო ახალი გვერდი ,ახალი ფურცელი smile.gif
Tua



******
ჯგუფი: Members
წერილები: 5089
წევრი No.: 248641
რეგისტრ.: 12-February 19

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 20:41  #55353228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narkozeli
გაჩენის მეშინიაა lol.gif კიდე რომ იჯდნენ ცოტახანი ნეტა არშეიძლებაა smile.gif))))) რაღაც არ ვარ მზად smile.gif))) თან ყველა პრობლემა ერთად გამოჩნდა და საყიდელო რაც მაწვს ბოლომდე ეგეც ვერ ვიყიდე sad.gif
narkozeli
გვანც ♡


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24229
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 21:14  #55353330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tua

მოდი ერთად ვინერვიულოთ lol.gif lol.gif lol.gif
Tua



******
ჯგუფი: Members
წერილები: 5089
წევრი No.: 248641
რეგისტრ.: 12-February 19

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 22:01  #55353477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narkozeli
lol.gif lol.gif დაიცა ჯერ ჩემი ქმრის ოპერაცია გადავიტანო და მერე ვინერვიულებ უფრო.smile.gif))

user posted image

თუ ვინმეს გაინტერესებგ პინეოsmile.gif)
narkozeli
გვანც ♡


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24229
წევრი No.: 55083
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 22:43  #55353650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tua

გოგი რისი ოპერაციაა? სერიოზულია რამე?
Elikuda
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 251810
რეგისტრ.: 23-July 19

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 23:01  #55353729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გოგოებო,მოვახერხე და გწერთ... 7ში ღამის 12ის ნახევარზე ერთი ღიპუცა მოგაკლდათ... გაჩნდა ჩემი თათა გოგო 3.850 51 სანტიმეტრი,საერთოდ ყველაფრის აზრი და სურვილი... სიყვარულზე მეტი kiss.gif kiss.gif love.gif
anuki198889
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 973
წევრი No.: 235706
რეგისტრ.: 27-September 17

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 23:13  #55353786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Elikuda
Elikuda
აუუუ როგორ გელოდებოდიი. გილოცაავ. მსუქანა თათას ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ თავის დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად. :*
უკვე ვღელავდი ძაან რომ არ ჩანდი. ხომ ხართ კარგად და ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
lika_kiskisa
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 581
წევრი No.: 231726
რეგისტრ.: 7-May 17

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 23:18  #55353813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Elikuda
გილოცავ ,მსუქანა გოგო მოვლენილა , მთავარია კარგად ხართ,რა გველოდება წინ რა ბედნიერებააა smile.gif
Tua



******
ჯგუფი: Members
წერილები: 5089
წევრი No.: 248641
რეგისტრ.: 12-February 19

გამოგზავნილია: 10 Oct 2019, 23:26  #55353844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narkozeli
ადენოიდი აქვს იმხელა ყლაპვის პრობლემა დაეწყო და ეხლა იკეთებს sad.gif

Elikuda
გიილოცაააავ მსუქანა გოგოს , ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს ❤❤❤ მოყევი მერე უცებ როგორ ჩაიარა, ნაკერები გაქვს თუ არა და ასევე ბოლოს ექოზე წონა 3600 გითხრეს მემგონი და რომელ.კვირაზე?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0212 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]