Roberti
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 290
წევრი No.: 224600
რეგისტრ.: 3-October 16
|
#50982318 · 17 Jul 2017, 19:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყივჩაღებისა და ქართველების დაპირისპირება. ქართულ წყაროებში დამალული ამბავი. 1123 წელი.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი,რომელიც მეფის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს იწონებს,მათ შორის ყივჩაღების საქართველოში ჩამოსახლებას,ფაქტიურად არაფერს ამბობს ყივჩაღებისა და ქართველების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. თუმცა ისტორიის ერთ ადგილას,მემატიანეს მაინც წამოცდა იმ პრობლემების შესახებ,რომელიც საქართველოს მეფეს და ქართველებს ჩამოსახლებულ მომთაბარეებთან ჰქონდათ. მეფის ისტორიკოსის თქმით, ყივჩაღებმა მას 5 წლის განმავლობაში მრავალჯერ უღალატეს : '' რა-ოდენ-გზის ყივჩაყთა თჳსთა განიზრახეს ღალატი, და განაჩინნეს კაცნი მჴნენი, რომელნი-მე ჴრმლითა, რომელნი-მე შუბითა, სხუანი ისრითა; და ესე არა ერთ და ორ, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის;'' თუმცა,სამწუხაროდ, მეტი კონკრეტიკა ამ წყაროში არაა და მიზეზების გარკვევა ნამდვილად ჭირს.
ერთი საინტერესო ეპიზოდი ყივჩაღებისა და ქართველების დაპირისპირების შესახებ დაცულია არაბი ისტორიკოს იბნ ალ-ასირის თხზულებაში.თავად იბნ ალ-ასირი ქართველებისადმი მეტისმეტად ანტი-პათიით გამოირჩევა. მისი წყაროს მიხედვით,ყივჩაღებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება 1123 წლის ზაფხულში,შირვანში მომხდარა.მიუხედავად იმისა,რომ ეს ლაშქრობები მეფე დავითის ისტორიკოსს დეტალურად აქვს აღწერილი,იმდენად რომ ამინდის მდგომარეობასაც აღწერს,თუმცა გარკვეული ბუნდოვანება შეიქმჩნევა.მისი თქმით როდესაც მაჰმუდ სულთანი შირვანში მიდის და შირვანშაჰს იპყრობს,დავითს მუქარიტ სავსე წერილს უგზავნის,ხოლო მეფე ჯარს კრებს და მასზე სალაშქროდ მიდის : ''და წარემართა სულტანსა ზედა, და ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ, და იყო შემბმელი კაცი ორმოცდაათი ათასი''
ამ დაპირისპირების სამხედრო და პოლიტიკურ შედეგების აღწერისას ისტორიკოსი მხოლოდ იმას ამბობს,რომ დავითმა გარემოიცვა შამახიის მიდამოები და შევიწროვებული მაჰმუდი იძულებული გახდა მისთვის ზავი ეთხოვა,რომელსაც დავითი დათანხმდა.შემდგომ კი საქართველოში წამოვიდა.თუმცა იმავე მემატიანის აზრით,გამარჯვებულ დავითს,შემდეგ თვეში ისევ დასჭირვებია შირვანში წასვლა : ''და მეორესა თუესა, ივნისსა, კუალად წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წარმოვიდა ქართლად''
აშკარად ფაქტია, რომ დავითის ისტორიკოსი ყველაფერს ისე არ აღწერს,როგორც საჭიროა და რაღაცას შეგნებულად მალავს. იბნ ალ-ასირის ცნობა ამ ყველაფერს ნათელს ჰფენს. არაბი ისტორიკოსი,რომლის ცნობაშიც ბევრი ბუნდოვანებაა,აღწერს,რომ როდესაც ქართველები მაჰმუდ სულტანიც ჯარს პირისპირ დაუდგნენ,მუსლიმები დიდმა შიშმა მოიცვა,ხოლო ნიზამ ალ-მუკის ძემ,შემს ულ-მუქ ოსლანმა სულთანს შამახიის ზღუდეში შესვლა და იქიდან წინაარმდეგობა ურჩია,რაც სულთანმა დაიჯერა და შემახიის ზღუდეში გამაგრდა. მთელი ღამე მუსულმანურმა ლაშქარმა დიდ შიშში გაათენა და ფაქტიურად წინასწარვე დამარცხებულ მდგომარეობაში იყო. ობნ ალ-ასირის სიტყვებით,სწორედ ამ დროს,ალაჰმა მუსლიმებს ხსნა მოუვლინა,ქართველები და ყივჩაღები ერთმანეთს დაერივნენ,შემდეგ კი ბრძოლის ველს გასცილდნენ.სულანი ცოტა ხანი შირვანში დარჩა,ხოლო შემდეგ ჰამადანში წასულა. იბნ ალ-ასირი ამ ყველაფერს მუსლიმების გამარჯვებად მიიჩნევს
ამ ორი წყაროს შედარებით აშკარა ხდება,თუ რატომ ვერ მოახერხა დავითმა პირველივე ლაშქრობის დროს მაჰმუდის სრული განადგურება და შირვანის პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა.ამიტომაც გახდა საჭირო შემდგომი ლაშქრობა მეორე თვეს.ყივჩაღების საქართველოში ინტეგრაცია,მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა და სათანადო პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებისა,მაინც არ ხერხდებოდა.ამიტომაცაა,ალბათ,რომ დავითის ისტორიკოსი შეგნებულად მალავს იმ პრობლემებს,რაც ახალჩამოსახლებული ყივჩაღებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინა.
მეფის სიკვდილის მერე კი,რუსული წყაროების მხიედვით ათრაქა,თავის რაზმებთან ერთად,საქართველოდან აიყარა და ჩრდილოეთის სტეპებში გადასახლდა
|