Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > შეკითხვა მორწმუნეებს

Posted by: KobSak 1 Dec 2020, 20:37
რატომ აჩენს ღმერთი ადამიანს,თუ იცის რომ ჯოჯოხეთში მოხვდება?

Posted by: temart 1 Dec 2020, 22:06
KobSak

სამაგიეროდ თავისუფალი ნებით ღვთაებაში დარჩენის მსურველთა სულებს მონანიების გზით,ეძლევათ მარადისობის გააზრების ნება.
სამწუხაროდ გარკვეული ნაწილი ადამის მოდგმის ვერ იღებს ამ გზას და პირიქით უპირისპირდებიან საწყისს.

Posted by: KobSak 1 Dec 2020, 22:24
QUOTE
სამწუხაროდ გარკვეული ნაწილი ადამის მოდგმის ვერ იღებს ამ გზას და პირიქით უპირისპირდებიან საწყისს.

ხოდა ვინც ვერ იღებს ამ გზას, ისინი რატო იბადებიან?

Posted by: temart 1 Dec 2020, 23:21
KobSak
QUOTE

ხოდა ვინც ვერ იღებს ამ გზას, ისინი რატო იბადებიან?

არ იქნება მარჯვენა თუ არ გვაქვს მარცხენა

თავისუფალ ნებაში უნდა გამოვლინდეს ყველაფერი.

Posted by: KobSak 2 Dec 2020, 00:02
QUOTE
თავისუფალ ნებაში უნდა გამოვლინდეს ყველაფერი.

ღმერთმა ხო წინასწარ იცის ყველაფერი? იცის, მე სიკვდილის მერე სად მოვხვდები, ხო ასეა? ხოდა რატო აჩენს მაშინ ისეთ ადამიანს, რომელიც თავიდანვე იცის რომ ჯოჯოხეთში მოხვდება? რო დაუკვირდე, თავისუფალი ნება არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია გადაწყვიტოს, დაიბადოს თუ არა, ეს ერთი. მეორე, დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია გაუძლო იმ ცდუნებებს, რასაც ქრისტიანები ცოდვას უწოდებენ. რატომ შემოვიდა ამ სამყაროში ცოდვა? იმიტომ რომ ადამმა და ევამ ვაშლი შეჭამეს რომელიც არ უნდა შეეჭამათ და ამისთვის ღმერთმა დასაჯა და გააძევა ედემის ბაღიდან. აი აქაც იბადება ლოგიკური შეკითხვა:რატომ დაუშვა ღმერთმა ისეთი ადამიანების დაბადება, რომლებიც წინასწარ იცოდა, რომ იმ ვაშლს შეჭამდნენ და ამითი მთელ თავიანთ შთამომავლობას და შესაბამისად მთელს კაცობრიობას დაღუპავდნენ? ხო შეიძლება რომ ადამიანი დაიბადოს ძლიერი ნებისყოფით, ძლიერი თვისებებით, იმ თვისებებით რომლებიც მას დაეხმარება ამ სირთულეების დაძლევაში და ცოდვის არ ჩადენაში?

Posted by: Heracles12 4 Dec 2020, 13:48
QUOTE
ხო შეიძლება რომ ადამიანი დაიბადოს ძლიერი ნებისყოფით, ძლიერი თვისებებით, იმ თვისებებით რომლებიც მას დაეხმარება ამ სირთულეების დაძლევაში და ცოდვის არ ჩადენაში?

ანუ ნავაროჩენი ადამიანი - ეს იგივე ღმერთია ალბათ და როგორ გააჩენს კონკურენტს მაშინ როდესაც ეშმაკს ებრძვის და კიდევ დამატება უნდა მოწინააღმდეგის.

თუმცა როგორც ჩანს მალე მასეთ ადამიანს თანამედროვე მეცნიერება შექმნის. შექმნის რა, მართვის ისეთ სისტემას შექმნის და ისეთ გარემოს შეუქმნის ადამიანებს რომელიც უბიძგებს მათ იყვნენ ისეთი როგორიც საჭიროა.

Posted by: lasha kakauridze 4 Dec 2020, 14:55
Heracles12
QUOTE
თუმცა როგორც ჩანს მალე მასეთ ადამიანს თანამედროვე მეცნიერება შექმნის. შექმნის რა, მართვის ისეთ სისტემას შექმნის და ისეთ გარემოს შეუქმნის ადამიანებს რომელიც უბიძგებს მათ იყვნენ ისეთი როგორიც საჭიროა.

წინ დავჯდეთ რომ მალე მივიდეთ? .....გულწრფელად გჯერავს რაც დაწერე?.....შეგიძლია რაიმე მონახაზი დაწერო?

Posted by: Heracles12 4 Dec 2020, 15:05
lasha kakauridze

QUOTE
წინ დავჯდეთ რომ მალე მივიდეთ?

lol.gif
* * *
QUOTE
გულწრფელად გჯერავს რაც დაწერე?.....შეგიძლია რაიმე მონახაზი დაწერო?

დღესაც ასეა მაგრამ რაც დრო გავა უფრო მეტად შესამჩნევი გახდება. ზოგადად ადამიანის ცხოვრება და საერთოდ ყველა ორგანიზმის ცხოვრება გარემოზე რეაგირების პროცესია.

ადამიანმა მიაღწია შეექმნა ცხოვრების ის დონე სადაც "ფიქრი" აღარ სჭირდება, ანუ შექმნა ის გარემო სადაც დილით რომ გავა სახლიდან ისე მივა სადაც მისასვლელი აქვს რომ ფიქრი არ სჭირდება და შეუძლია ტელეფონში ცქერით დაკავებული მივიდეს იქ სადაც მიდის. (განვითარებული ქვეყნები მაქვს მხედველობაში ძირითადად დასავლეთ ევროპა).

ასევე მუშაობის პროცესი არის მხოლოდ ინსტრუქციების მოყოლა და რაღაც ღილაკებზე თითის დაჭერა რომელსაც მცირეოდენი ფიქრი ზოგჯერ თუ დასჭირდება და სრულიად ავტომატიზმად არის ქცეული, სახლში რომ ბრუნდება იგივე ტელეფონში იყურება და არ სჭირდება ფიქრი იმაზე თუ როგორ მივიდეს სახლამდე.

ანუ ისეთი გარემოა შექმნილი და ეს გარემო იხვეწება ყოველდღიურად რომ ადამიანი არის და გახდება ისეთი როგორიც უნდა. ჩვენ რომ ვფიქრობთ რომ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ესეც ილუზიაა, გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიღებთ მაგრამ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს რასაც გარემო - ძირითადად ტელეფონის საშუალებით თავში გვტენიან.
* * *
არაფერს ვიტყვი გენურ ინჟინერიაზე. მალე ასევე ტელეფონით შემოვა ახალ მოდა წყვილების გენების შემოწმების საჭიროებაზე და/ან მომავალი პირმშოს აწყობაზე. თუმცა ეს არაფერია (და შესაძლოა კაცობრიობისთვის უკეთესიც იყოს) იმასთან შედარებით რაც ზემოთ დავწერე გარემოს შექმნასთან დაკავშირებით. ანუ მალე მთელი განვითარებული მსოფლიო იცხოვრებს როგორც კონვეერზე - ფიქრის გარეშე. შესაბამისად არ ჩაიდენს (არ დასჭირდება) ისეთ საქციელს რომელიც არ არის საჭირო და იქნება ისეთი ადამიანი როგორიც საჭირო იქნება სისტემისთვის. (ამდენი მილიარდი ადამიანი ხომ უნდა იქნეს მართული - უბრალოდ რომ დააპურო ამდენი ადამიანი რამხელა შრომა სჭირდება)

Posted by: Heracles12 29 Dec 2020, 01:40
ესეთი კითხვა გამიჩნდა და მორწმუნეების აზრი მაინტერესებს - რა ფუნქციებს ასრულებს სული ადამიანის ორგანიზმში?

Posted by: temart 29 Dec 2020, 19:34
KobSak
QUOTE
რო დაუკვირდე, თავისუფალი ნება არ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია გადაწყვიტოს

გაჭიმული ზამბარა თუ მიუშვი საწყის მდგომარეობას უბრუნდება,შეიძლება ეს ერთი მთლიანი ციკლია

Posted by: Heracles12 29 Dec 2020, 22:56
ესეთი კითხვა გამიჩნდა და მორწმუნეების აზრი მაინტერესებს - რა ფუნქციებს ასრულებს სული ადამიანის ორგანიზმში?

Posted by: დაისი 30 Dec 2020, 02:05
QUOTE (KobSak @ 1 Dec 2020, 20:37 )
რატომ აჩენს ღმერთი ადამიანს,თუ იცის რომ ჯოჯოხეთში მოხვდება?

KobSak

არც ჯოჯოხეთი არსებობს და არც სამოთხე. ადამიანი ჩნდება ისევე როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები. ადამიანი მეტად განვითარებულია ვიდრე სხვა დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმები. ადამიანმა შექმნა თაყვანისცემის ობიექტი, ხატი, ზეადამიანური წარმოსახვითი არსებები, ღვთაებები, ფრთიანი ანგელოზები, ტარტაროზები, სერაფიმები, და ა.შ. სანამ ცოცხალი ხარ, გაერთე, იგულავე და დრო ატარე. ეგ შეგრჩება. მომავალში სამოთხე, ჯოჯოხეთი, ანგელოზები და ეგეთები სიკვდილის მერე აღარ იქნება ადამიანის წარმოსახვაში რადგან დაუბრუნდება მიწას, იქცევა მტვრად. ესაა ბუნების წესი და რეალობა.
* * *
მეც მაქ 1 შეკითხვა ღრმად მორწმუნეებთან: რატოა ყოველთვის ისე რო თქვენი რელიგიური იმედები სულ მუდამ მომავალ დროზეა ორიენტირებული?

Posted by: temart 30 Dec 2020, 13:59
დაისი
QUOTE
სანამ ცოცხალი ხარ, გაერთე, იგულავე და დრო ატარე. ეგ შეგრჩება.

გამოგრჩა ,თუ დაგჭირდა მოიპარე,მოკალი,ნარკოტიკები არ დაიკლო,იმრუშე.

ერთი კითხვა მაქვს შენთან შვილები გყავს?

Posted by: Heracles12 30 Dec 2020, 22:28
ესეთი კითხვა გამიჩნდა და მორწმუნეების აზრი მაინტერესებს - რა ფუნქციებს ასრულებს სული ადამიანის ორგანიზმში?

Posted by: lasha kakauridze 2 Jan 2021, 11:00
Heracles12
QUOTE
რა ფუნქციებს ასრულებს სული ადამიანის ორგანიზმში?

არ გჯერავს სულის არსებობის და რა აზრი აქვს ვინმემ რომ აგიხსნას? .....თუ მართლა გაინტერესებს ჯერ უნდა დაიწყო ცხოველებსა და ადამიანს შორის რა განსხვავებებია ....თუ იტყვი იგივეაო მაშინ დაიკიდე სული და მიაწექი ცოდნის გაღრმავებას თუ როგორ ცხოვრობნენ შიპანზეები 200 ატასი წლის წინ

Posted by: Heracles12 2 Jan 2021, 11:41
lasha kakauridze

QUOTE
არ გჯერავს სულის არსებობის და რა აზრი აქვს ვინმემ რომ აგიხსნას? .....თუ მართლა გაინტერესებს ჯერ უნდა დაიწყო ცხოველებსა და ადამიანს შორის რა განსხვავებებია ....თუ იტყვი იგივეაო მაშინ დაიკიდე სული და მიაწექი ცოდნის გაღრმავებას თუ როგორ ცხოვრობნენ შიპანზეები 200 ატასი წლის წინ

ძლივს ვიღაცამ მოინდომა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ეს კომენტარი პასუხს არ შეიცავს.

მე სულის არსებობის არ დაჯერებაზე არ ვარ ჩაციკლული. თუ ვინმე ამას ახსნის დავიჯერებ.

მაგ: ამბობენ რომ ჩვენ გვაქვს გული, შესაბამისად მეც მაქვს ის, თუმცა ის არასდროს მინახავს, თუმცა მჯერა მისი არსებობის. რადგანაც თუ დამჭირდება მისი ნახვა შემიძლია წავიდე სამედიცინო დაწესებულებაში და ვითხოვო დამანახონ ის, და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მას დამანახებენ. მე მისი არსებობის მჯერა იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად ამისხნეს მისი ფუნქციები, ვიცი სად მდებარეობს, აგრეთვე ვგრძნობ თუ როგორ იკუმშება ის და ა.შ. იგივეს ვიტყვი შარდის ბუშტზე, ღვიძლზე, თირკმელზე და ა.შ. არასდროს მინახავს ჩემი თუმცა მჯერა, რადგანაც თავისუფლად მტკიცდება მისი არსებობა.

სული კი გარდა იმისა რომ ამბობენ რომ ჩვენ გვაქვსო ის, არავინ იცის რა არის ის და რა ფუნქცია გააჩნია. უბრალოდ მეუბნებიან დაიჯერეო და ეს არ არის საკმარისი არგუმენტი. მსგავსი წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ადამიანს აქვს "ფურთიშთალი" და დავიჯეროთ მისი არსებობა.

"არ გჯერავს სულის არსებობის და რა აზრი აქვს ვინმემ რომ აგიხსნას?" - თუ ვიღაცამ არ ახსნა სად მდებარეობს, რა ფუნქცია გააჩნია, როგორ დავიჯერო მისი არსებობა. ჯერ უნდა დავიჯერო რომ არსებობს და მერე ამეხსნება?

ადამიანს და ცხოველებს შორის რა განსხვავებებს გულისხმობ? - მორფოლოგიურს, ფიზიოლოგიურს....

თუ ვინმე გასცემს ამ კითხვაზე პასუხს დიდი მადლობელი დავრჩები, და არა მარტო მე.

რა ფუნქციებს ასრულებს სული ადამიანის ორგანიზმში?

Posted by: Seek_er 2 Jan 2021, 13:08
KobSak
QUOTE
ღმერთმა ხო წინასწარ იცის ყველაფერი? იცის, მე სიკვდილის მერე სად მოვხვდები, ხო ასეა? ხოდა რატო აჩენს მაშინ ისეთ ადამიანს, რომელიც თავიდანვე იცის რომ ჯოჯოხეთში მოხვდება?

ადამიანს სურვილების და მიდრეკილებების გარდა აქვს:
1.გონება, რითაც იაზრებს რა არის კარგი და რა ცუდი;
2. თავისუფალი ნება, რითაც აირჩევს კარგს ან ცუდს, ოღონდ მერე პასუხსაც აგებ საკუთარ არჩევანზე.
3. ნებისყოფა, რითაც შეუძლია თავი შეიკავოს ცუდის ჩადენისგან.

შესაბამისად, შენი ლოგიკის მიხედვით, პედოფილს ვერაფერში დავადანაშაულებთ, რადგან ღმერთმა გააჩინა ასეთი გადახრით. სწორია?

ქვეყნის გამყიდველ, გაქსუებულ ჩინოვნიკს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ხო უნდა კარგი ფინანსური უზრუნველყოფა და რა ქნას? ლუკმას აცლის ბავშვებს და მუხუცებს და შვეიცარიულ ბანკებში და ოფშორულ ფირმებში აბანდებს. ეგეც ღმერთის ბრალია თურმე, რადგან უნდა ამ კაცს კაი ცხოვრება და რა ქნას?

ამ დროს, ილია ჭავჭავაძეს, გიორგი ანწუხელიძეს და ბევრ სხვა ყველასთვის უცნობ, სათნო ადამიანს არ უნდოდათ და არ უნდათ კარგი ცხოვრება? რატო ირჩევს ზოგი კვაჭი კვაჭანზირაძედ და ჯაყო ჯივაშვილად ყოფნას და ზოგი თორნიკე ერისთავად? საწყალ პედოფილს და სერიულ მკვლელს, მაგალითად, ღმერთმა არ მისცა არჩევანი? მისცა და მათ ბოროტი არჩიეს. ხოდა პასუხი რატო არ უნდა აგონ? და თუ მხოლოდ სამოთხისთვის გამზადებული ადამიანები დაიბადებიან, მაშინ რასთან ბრძოლით უნდა მოიპოვონ ეგ სამოთხე? ადამიანი იწრთობა ბოროტებასთან ბრძოლით და გამარჯვებით. თუ აქვეა სამოთხე, მაშინ რაღაა მოსაპოვებელი?

თუ ყველა კარგია, მაშინ სიკარგე საერთოდ კარგავს აზრს, რადგან ვის უნდა შეედაროს? მხოლოდ ბოროტთან შედარებით ხდება სიკეთის აღქმა. თუ უშნო არ არსებობს და ყველა ლამაზია, მაშინ როგორღა უნდა აღიქვა საერთოდ სილამაზე?
QUOTE
ატომ შემოვიდა ამ სამყაროში ცოდვა? იმიტომ რომ ადამმა და ევამ ვაშლი შეჭამეს რომელიც არ უნდა შეეჭამათ და ამისთვის ღმერთმა დასაჯა და გააძევა ედემის ბაღიდან. აი აქაც იბადება ლოგიკური შეკითხვა:რატომ დაუშვა ღმერთმა ისეთი ადამიანების დაბადება, რომლებიც წინასწარ იცოდა, რომ იმ ვაშლს შეჭამდნენ და ამითი მთელ თავიანთ შთამომავლობას და შესაბამისად მთელს კაცობრიობას დაღუპავდნენ?

მთელ კაცობრიობას კი არ დაღუპავდნენ, არამედ იმათ ვისაც არ უნდათ შრომა და ბრძოლა და ურჩევნიათ ლუარსაბ თათქარიძეობა.

ღმერთი გვეუბნება: ჭამისთვის და სიამოვნებისთვის არ ხართ ამქვეყნად, ცოტა დაფიქრდით, ტვინი და ხელი გაანძრიეთ და გეშველებათო. და ადამიანი ეუბნება, მოიცა, მეზარება, საერთოდ რაზე მაჩენდი, თუ სირთულეები მელოდა წინო? სირთულის გადალახვის გარეშე ადამიანი რჩება უძრაობაში, ჭაობში და ჩლუნგდება. ეგრე ჩლუნგად რატო უნდა იცხოვროს? იმიტო რო ვიღაცეებს ყველაფერი ეზარებათ და ყველაფერი "უჭირთ"? და მაგათ გამო კაცობრობა არ უნდა გაჩენილიყო საერთოდ? და თუ, დავუშვათ, მე ვცდილობ და ვწვალობ, რატომ არ უნდა მომეგოს სხვა გაქსუებულ ტიპზე მეტი? ან თუ ზარმაცი და უსინდისო ვარ, რატომ არ უნდა მივიღო დამსახურებისამებრ? სხვანაირად ხო უსამართლობა იქნება, ვიღაცამ ბევრი იწვალა და ისე მიიღო და მეორე საერთოდაც არ შეაწუხეს, მარტო იმიტომ რომ ყველაფერი ეზარებოდა?

ზოგიერთ კრიმინალს მოუსმინე და გეტყვის, რომ ყველა ცუდად ექცეოდა, ყველაფერი სხვების ბრალია და ფრთიან ანგელოზად დაბადებული ცუდმა ადამიანებმა გააფუჭეს. მერე მოსუმინე კარგ, სათნო ადამიანს და გეტყვის, რომ თვითონ ბევრი შეცდომა დაუშვია და ეხლაც უშვებს, მაგრამ ცდილობს გამოსწორებას. რომელია ამათგან მართალი? ღმერთმა მაგ კრიმინალს განგებ "გაუჩალიჩა" და იმ კარგ ადამიანს "ჩაწყობილი" აქვს წინასწარ და მაგიტო უპრობლემოდ ცხოვრობს?
QUOTE
ხო შეიძლება რომ ადამიანი დაიბადოს ძლიერი ნებისყოფით, ძლიერი თვისებებით, იმ თვისებებით რომლებიც მას დაეხმარება ამ სირთულეების დაძლევაში და ცოდვის არ ჩადენაში?

ზუსტად ეგეთებად იბადებიან. ყველას იმდენი მოეთხოვება, რამდენის დათმენის და გაკეთების უნარიც აქვს. მე არავინ დამსჯის, იმის გამო რომ დაყუდებული ბერი ან დავით აღმაშენებელი არ ვარ. რამდენიც მომეცა, ზუსტად იმდენს მომთხოვენ.

Posted by: გიორგი XII 2 Jan 2021, 13:16
QUOTE
დაიკიდე სული და მიაწექი ცოდნის გაღრმავებას თუ როგორ ცხოვრობნენ შიპანზეები 200 ატასი წლის წინ

lol.gif lol.gif up.gif

Posted by: lasha kakauridze 3 Jan 2021, 00:57
Heracles12
QUOTE
ადამიანს და ცხოველებს შორის რა განსხვავებებს გულისხმობ? - მორფოლოგიურს, ფიზიოლოგიურს..

როგორ შენ ხედავ ისე .....მერე შეიძლება რაღაცაზე ვისაუბროთ ....ისე ვერ გამოგვივა საუბარი

Posted by: Heracles12 3 Jan 2021, 01:45
lasha kakauridze

QUOTE
როგორ შენ ხედავ ისე .....მერე შეიძლება რაღაცაზე ვისაუბროთ ....ისე ვერ გამოგვივა საუბარი

ჰო, ვხედავ რომ არ გამოგივა საუბარი, და არა მარტო შენ. არაუშავს

Posted by: Zeref 3 Jan 2021, 01:54
QUOTE
მაგ: ამბობენ რომ ჩვენ გვაქვს გული, შესაბამისად მეც მაქვს ის, თუმცა ის არასდროს მინახავს, თუმცა მჯერა მისი არსებობის. რადგანაც თუ დამჭირდება მისი ნახვა შემიძლია წავიდე სამედიცინო დაწესებულებაში და ვითხოვო დამანახონ ის, და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მას დამანახებენ. მე მისი არსებობის მჯერა იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად ამისხნეს მისი ფუნქციები, ვიცი სად მდებარეობს, აგრეთვე ვგრძნობ თუ როგორ იკუმშება ის და ა.შ. იგივეს ვიტყვი შარდის ბუშტზე, ღვიძლზე, თირკმელზე და ა.შ. არასდროს მინახავს ჩემი თუმცა მჯერა, რადგანაც თავისუფლად მტკიცდება მისი არსებობა.

რაც შენ ჩამოთვალე და ამბობ რომ მათი არსებობის გჯერა რადგან ნახვა შეგიძლია,ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვა ცხოველსაც აქვს, მაშინ რატომ არ არიან ისინი ადამიანებივით? ლომსაც აქვს ტვინი,მაიმუნსაც და ადამიანსაც, რამ განაპირობა ევოლუციის დროს მხოლოდ ადამიანისთვის აზროვნების და ტვინის ასე განვითარება. თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ევოლუციაა რამდენია იმის შანსი რომ მხოლოდ ადამიანი შეიცნობდა საკუთარ მეს. რატომ მხოლოდ ჩვენ ამხელა დედამიწაზე და ამხელა ცოცხალი ორგანიზმების სახეობებიდან?

იქნებ სწორედ სულია ის რაც განასხვავებს სხვა ყველა არსებისგან დედამიწაზე ადამიანს,უბრალოდ ზოგს მახინჯი სული აქვს ზოგს კი პირიქით

Posted by: Heracles12 3 Jan 2021, 02:07
Zeref

QUOTE
რაც შენ ჩამოთვალე და ამბობ რომ მათი არსებობის გჯერა რადგან ნახვა შეგიძლია,ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვა ცხოველსაც აქვს, მაშინ რატომ არ არიან ისინი ადამიანებივით?

კარგი კითხვაა თუმცა კარგად რომ გავერკვე, განმარტე რას გულისხმობ როდესაც ამბობ - არ არიან ადამიანებივით.

QUOTE
ლომსაც აქვს ტვინი,მაიმუნსაც და ადამიანსაც, რამ განაპირობა ევოლუციის დროს მხოლოდ ადამიანისთვის აზროვნების და ტვინის ასე განვითარება. თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ევოლუციაა რამდენია იმის შანსი რომ მხოლოდ ადამიანი შეიცნობდა საკუთარ მეს. რატომ მხოლოდ ჩვენ ამხელა დედამიწაზე და ამხელა ცოცხალი ორგანიზმების სახეობებიდან?

ვფიქრობ რომ გულისხმობ იმას თუ რატომ არიან ადამიანები დედამიწაზე დომინანტი სახეობა?

და საკუთარ მე-ს შეგრძნებაში რას გულისხმობ? რა არის მე? ანუ ამბობ რონ ცხოველებს არ გააჩნიათ "მე" და მხოლოდ ადამიანებს აქვთ უნარი "მე"-სი?

QUOTE
იქნებ სწორედ სულია ის რაც განასხვავებს სხვა ყველა არსებისგან დედამიწაზე ადამიანს,უბრალოდ ზოგს მახინჯი სული აქვს ზოგს კი პირიქით

იქნებ. მაგრამ სად არის და რა ფუნქციები გააჩნია სულს. თუ მის როლს ადამიანის მოქმედებებში ვხედავთ მაშინ უნდა ითქვას რა ფუნქციებს ასრულებს ის.

Posted by: lasha kakauridze 3 Jan 2021, 02:27
Heracles12
Zeref
QUOTE
აც შენ ჩამოთვალე და ამბობ რომ მათი არსებობის გჯერა რადგან ნახვა შეგიძლია,ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვა ცხოველსაც აქვს, მაშინ რატომ არ არიან ისინი ადამიანებივით?

მართლა კარგი კითხვააა და მეც არაერთხელ დამისვია მსგავსი კითხვა ....თუ რატომ არის მხოლოდ ადამიანი და არ განიცადა დანარჩენებმა ის ევოლუცია რაც ადამიანებზე წერე? რატომ არ წერენ ან მეტყველებენ ადამიანებივით, რატომ არ აქვთ მედიცინა, ტექნიკა,მანქანები, მობილურები, რატომ არ იცმევენ და ასე შემდეგ

Posted by: Heracles12 3 Jan 2021, 03:27
lasha kakauridze

QUOTE
თუ რატომ არის მხოლოდ ადამიანი და არ განიცადა დანარჩენებმა ის ევოლუცია რაც ადამიანებზე წერე?

ყველამ და ყველაფერმა განიცადა ევოლუცია. ყველა სახეობას საერთო წინაპარი ჰყავს. ყველაფერი ერთიდან მოდის. ყველამ გადარჩენის საკუთარი გზა გაიარა ერთმანეთში სასტიკი კონკურენციის გზით. თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს და არავინ იცის თუ ადამიანის საბოლოო ვერსიაა ის რაც გვაქვს თუ ის კიდევ გაივლის ეტაპების და იქნება თუ არა ის ისეთივე როგორიც ახლა, ხუთი მილიონი წლის შემდეგ. შესაძლოა ადამიანს არ მიუღწევია თავისი საბოლოო ვარიანტისთვის, ან ამ ვარიანტს თუ მიაღწია მაშინ ალბათ ისევ მოხდება გამყინვარება ან რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმი და განადგურდება ყველაფერ და ის თავიდან გაივლის ევოლუციის გზას, როგორც ერთხელ უკვე გაიარა.

წარმოვიდგინოთ რომ ადამიანები გადასახლდნენ მარსზე და აქ არავინ დარჩა, ვარაუდობენ რომ რომელიმე სახეობა მოახერხებს ადამიანის ნიშის დაკავებას და ადამიანობის მიღწევას.

QUOTE
რატომ არ წერენ ან მეტყველებენ ადამიანებივით, რატომ არ აქვთ მედიცინა, ტექნიკა,მანქანები, მობილურები, რატომ არ იცმევენ და ასე შემდეგ

ადამიანებივით? ამაზონიის ჯუნგლებში თუ აფრიკის სავანაში მცხოვრები პირველყოფილი ცხოვრების სტილით (შემგროვებლობა/ნადირობით) მცხოვრებ ტომებსაც არ გააჩნიათ არც მედიცინა, ტექნიკა, მანქანები, მობილურები და ტანსაცმელი და შესაძლოა მეტყველებაც განსხვავებული ჰქონდეთ თუმცა ცხოველებად არ ვთვლით.

საუბარი საჭიროებაზეა, მასე ადამიანს ფრენა არ შეუძლია მაგრამ არწივი კარგად დაფრინავს და რომელი უფრო განვითარებულია არწივი თუ ადამიანი, ან ღამურა რომელსაც ფრენაც შეუძლია და ღამით ექოლოკაციის გამოყენებით ნადირობს, როდესაც ადამიანი ღამით ვერაფერს ხედავს და ფაქტიურად გადაადგილება არ შეუძლია თუ განათება არ არის, ამიტომ ადამიანი ღამურასთან შედარებით უფრო დაბალ დონეზეა, დელფინს რომ შევადაროთ ან ვეშაპს მაგათ ცურვა და წყალში ცხოვრება შეუძლიათ და ადამიანი წყალში ვერ იარსებებს და ამიტომ დელფინი და ვეშაპები უფრო მაგრები არიან?

Posted by: lasha kakauridze 3 Jan 2021, 03:56
Heracles12
QUOTE
წარმოვიდგინოთ რომ ადამიანები გადასახლდნენ მარსზე და აქ არავინ დარჩა, ვარაუდობენ რომ რომელიმე სახეობა მოახერხებს ადამიანის ნიშის დაკავებას და ადამიანობის მიღწევას.

რატომ მხოლოდ ერთი და არა ორი ან სამი? ...რომ გაიარა ევოლუციამ დიდი გზები ეს გასაგებია ....ისიც გასაგაებია რომ დიდი ბრძოლაა გადარჩენისთვის .....თუმცა ორი გონიერი არსება რომელიც მართლა დიდი ბრძოლა გადაეტანოს არც გაგვიგია .......აი ეს არის საინტერესო .....არადა ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა და უფრო გაამყარებდა ეცვოლუციის თეორემას ......წარმოიდგინე ორი გონიერი არსება, ისეთივე განვითარებულები როგორც ადამიანები ...და ამ ბრძლოაში ერთ ერთი დამარცხდა .....
* * *
Heracles12
QUOTE
საუბარი საჭიროებაზეა, მასე ადამიანს ფრენა არ შეუძლია მაგრამ არწივი კარგად დაფრინავს და რომელი უფრო განვითარებულია არწივი თუ ადამიანი, ან ღამურა რომელსაც ფრენაც შეუძლია და ღამით ექოლოკაციის გამოყენებით ნადირობს, როდესაც ადამიანი ღამით ვერაფერს ხედავს და ფაქტიურად გადაადგილება არ შეუძლია თუ განათება არ არის, ამიტომ ადამიანი ღამურასთან შედარებით უფრო დაბალ დონეზეა, დელფინს რომ შევადაროთ ან ვეშაპს მაგათ ცურვა და წყალში ცხოვრება შეუძლიათ და ადამიანი წყალში ვერ იარსებებს და ამიტომ დელფინი და ვეშაპები უფრო მაგრები არიან?

კაი რა ...რა ფრენებზე მესაუბრები ....საინტერესო ის იქნებოდა არწივი თვითფრინავს რომ ააწყობდა და თავის ფრთებს დაასვენებდა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ გამოვიგონეთ მანქანა და ფეხებს ვასვენებთ ....მე ამ გონიერებაზე გესაუბრები .....ამ სამყაროში ასეთი მხოლოდ ადამიანია

Posted by: Heracles12 3 Jan 2021, 04:07
lasha kakauridze

QUOTE
რატომ მხოლოდ ერთი და არა ორი ან სამი? ...რომ გაიარა ევოლუციამ დიდი გზები ეს გასაგებია ....ისიც გასაგაებია რომ დიდი ბრძოლაა გადარჩენისთვის .....თუმცა ორი გონიერი არსება რომელიც მართლა დიდი ბრძოლა გადაეტანოს არც გაგვიგია .......აი ეს არის საინტერესო .....არადა ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა და უფრო გაამყარებდა ეცვოლუციის თეორემას ......წარმოიდგინე ორი გონიერი არსება, ისეთივე განვითარებულები როგორც ადამიანები ...და ამ ბრძლოაში ერთ ერთი დამარცხდა .....

დავუშვათ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში - ყველა ყველას ებრძვის, ბევრი იგებს, თუმცა ბოლოს მხოლოდ ერთი იმარჯვებს. ასევეა სახეობებს შორის ბრძოლაც სადაც ადამიანმა მოიპოვა დღესდღეისობით გამარჯვება თუმცა შეიძლება საბოლოოდ ატომური ომით განადგურდეს და შემდეგ ვირთხა გადარჩეს და ის გახდეს გამარჯვებული და მისი გახდეს სამყარო

* * *
QUOTE
კაი რა ...რა ფრენებზე მესაუბრები ....საინტერესო ის იქნებოდა არწივი თვითფრინავს რომ ააწყობდა და თავის ფრთებს დაასვენებდა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ გამოვიგონეთ მანქანა და ფეხებს ვასვენებთ ....მე ამ გონიერებაზე გესაუბრები .....ამ სამყაროში ასეთი მხოლოდ ადამიანია

არწივი თვითმფრინავს ვერ ააწყობს რადგანაც მას საარსებოდ ის არ სჭირდება. არამგონია დედამიწის 8 მილიარდ მოსახლეობას ჰყავდეს თვითმფრინავი და შეეძლოს ფრენა, თუმცა ყველა არწივს შეუძლია ფრენა. მან ფრენა ისწავლა, თავიდან მანაც არ იცოდა ფრენა თუმცა როდესაც დასჭირდა შესძლო თვითმფრინავის გამოგონების რთული გზის გავლის ნაცვლად თვითონ ეფრინა.

ადამიანმა მიაღწია არსებულ დონეს იმით რომ ტვინი განავითარა, თუმცა არავინ იცის საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს. ადამიანის ტვინი ბოლო 20000 წელია რაც მცირდება და რა მოხდება მომავალში არავინ იცის.

Posted by: lasha kakauridze 3 Jan 2021, 04:15
Heracles12
QUOTE
დავუშვათ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში - ყველა ყველას ებრძვის, ბევრი იგებს, თუმცა ბოლოს მხოლოდ ერთი იმარჯვებს. ასევეა სახეობებს შორის ბრძოლაც სადაც ადამიანმა მოიპოვა დღესდღეისობით გამარჯვება თუმცა შეიძლება საბოლოოდ ატომური ომით განადგურდეს და შემდეგ ვირთხა გადარჩეს და ის გახდეს გამარჯვებული და მისი გახდეს სამყარო

ანუ მხოლოდ ერთი უნდა იყოს გონიერი არსება (როგორც ადამიანი) ....სხვა დაშვებები არ შეიძლება? დავუშვათ ფრედ რომ დამთავრდეს ....ამას მართლა ინტერესის გამო გეკითხები ....აი ნეინდერტალელი (თუ როგორც ქვია gigi.gif ) სხვა გზით რომ განვითარებულიყო ....ანუ უფრო დავაკონკრეტებ თაობა ხომ იყოფა ერთი იქით წავიდა მეორე ამ გზით და ბოლოს ორივე თავისივე დამოუკიდებელი გზებით დიდ განვითარებას მიეღწიოს ....ამ კუთხით არ შეიძლება რომ განვითარებულიყო ......შეიძლება მაგარ სულელურ კითხვებს ვსვამ თუმცა რაღაც ლოგიკას ვდებ მე მაინც
* * *
Heracles12
QUOTE
შემდეგ ვირთხა გადარჩეს და ის გახდეს გამარჯვებული და მისი გახდეს სამყარო

ისე ეგეც ძაან მაინტერესებს ....ადამიანი რომ არ ცხოვრობდეს ამ დედამიწაზე მეცნიერებს თუ აქვთ რაიმე ხედვა თუ რა დაემართებოდა დედამიწას
* * *
QUOTE
არწივი თვითმფრინავს ვერ ააწყობს რადგანაც მას საარსებოდ ის არ სჭირდება.

არც ჩვენ არ გვჭირდება საარსებოდ მანქანა რადგან ფეხები გვაქვს ...თუმცა მანქანას ვაწყობთ ....კაი რა ხომ მიხვდი რასაც გეკითხები?

Posted by: Heracles12 3 Jan 2021, 04:36
lasha kakauridze

QUOTE
ანუ მხოლოდ ერთი უნდა იყოს გონიერი არსება (როგორც ადამიანი) ....სხვა დაშვებები არ შეიძლება? დავუშვათ ფრედ რომ დამთავრდეს ....ამას მართლა ინტერესის გამო გეკითხები ....აი ნეინდერტალელი (თუ როგორც ქვია  ) სხვა გზით რომ განვითარებულიყო ....ანუ უფრო დავაკონკრეტებ თაობა ხომ იყოფა ერთი იქით წავიდა მეორე ამ გზით და ბოლოს ორივე თავისივე დამოუკიდებელი გზებით დიდ განვითარებას მიეღწიოს ....ამ კუთხით არ შეიძლება რომ განვითარებულიყო ......შეიძლება მაგარ სულელურ კითხვებს ვსვამ თუმცა რაღაც ლოგიკას ვდებ მე მაინც

ნეანდერტალელი ევროპაში ცხოვრობდა და უფრო ძლიერი იყო და თან ტვინი უფრო დიდი ჰქონდა, თუმცა საპიენსმა აჯობა.

ადამიანის ყველა სახეობა აღმოსავლეთ აფრიკიდან გამოვიდა და ყველა ერთი წინაპრისგან მოდის, უბრალოდ იქ სადაც მივიდნენ და დარჩნენ საცხოვრებლად იქაურ გარემოს შეეწყვნენ და იქ ადაპტირდნენ და გახდნენ ისეთები როგორებიც იქაურ გარემოში არსებობას სჭირდებოდა.
* * *
QUOTE
ისე ეგეც ძაან მაინტერესებს ....ადამიანი რომ არ ცხოვრობდეს ამ დედამიწაზე მეცნიერებს თუ აქვთ რაიმე ხედვა თუ რა დაემართებოდა დედამიწას

კარგი კითხვაა. ბევრი ვარიანტი იქნება. შესაძლოა დედამიწა ისეა მოწყობილი, ანუ სამყარო ისეა მოწყობილი, ქიმიურად, რომ, განვითარდა ისე როგორც განვითარდა. ალბათ სხვაგვარად არ გამოვა ამ ელემენტებისაგან თუმცა ვინ იცის.
* * *
QUOTE
არც ჩვენ არ გვჭირდება საარსებოდ მანქანა რადგან ფეხები გვაქვს ...თუმცა მანქანას ვაწყობთ ....კაი რა ხომ მიხვდი რასაც გეკითხები?

ვხვდები რასაც ამბობ. მანქანის გამოყენების საჭიროება რომ არ დამდგარიყო ის მას ვერ შექმნიდა. თავის დროზე ქვის იარაღის შექმნა გახდა საჭირო და იმიტომ შექმნა ის ადამიანმა, თორემ სანამ საჭიროება არ დადგა მანამდე არ შექმნა. ადამიანს ბრმა ნაწლავიც არ სჭირდება თუმცა ოდესღაც სჭირდებოდა. ზრფასრულ ადამიანის ტვინს დაახ. 90 მილიარდი ნეირონი აქვს თუმცა იბადება ორჯერ მეტი ნეირონით. ზრდასრული ასაკამდე ნახევარი კვდება რადგანაც მას ის არ სჭირდება. იმის თქმა მინდა რომ ყველა უნარი ენერგიას საჭიროებს და ორგანიზმმა ზედმეტი ენერგიის ხარჯვის ასაცილებლად უნდა მოიშოროზ ის რაც ენერგიას ხარჯავს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

სხვათა შორის მაიმუნებიც lol.gif როდესაც საჭიროებენ, იყენებენ სხვადასხვა ნივთებს ჯოხს, ქვას სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად.

Posted by: lasha kakauridze 4 Jan 2021, 01:41
Heracles12
QUOTE
არ გჯერავს სულის არსებობის და რა აზრი აქვს ვინმემ რომ აგიხსნას?" - თუ ვიღაცამ არ ახსნა სად მდებარეობს, რა ფუნქცია გააჩნია, როგორ დავიჯერო მისი არსებობა. ჯერ უნდა დავიჯერო რომ არსებობს და მერე ამეხსნება?

ჩვენ რომ ეხლა დავიწყოთ სულის შესხებ საუბარი დამიჯერე ეს ფორუმი არ გვეყოფა დასაბოოოდ მაინც ვერ ავხსნი ბოლომდე რა არის სული .....მითუმეტეს ურწმუნოსთან ....

ბოლომდე სულის შესახებ ვერავინ ვერაფერს გეტყვის ვერც რელიგიური ადამიანი და ვერ მეცნიერი .....ეს თავად უნდა განიცადო ინდივიდუალურად

ვამბობთ რომ ცხოველს არ ააქვს სული და ამ კუთხით დავიწყე საუბარი და თუ ადამიანი გულისყურით დააკვირდება მართლაც აღმოაჩენს განსხვავებებს ...თუმცა მეცნიერების მხრიდან მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა რომელიც მაიმუნმა სარკეში ამოიცნო თავისი თავი, ასევე ჟესტიკულაციებით ადამიანს გააგებინა რაღაცეები და სხვა მსგავსი ექსპერიენტებით ცხოველს აზროვნება გააჩნია ...თუმცა ყველა ცხოველს რაღაცა აკლია ის რაც ადამიანს აქვს ....

ადამიანიც არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირი მნიშვნელობით ცხოველია...და ასევე ექსპერიმენტებით დგინდება რომ თუ ადამიანმა ის საკუთარი მე დაკარგა პირდაპირი გაგებით ცხოველს ემსგავსება .. და თუ ადამიანს ის საკუთარ მეს მუდმივ პროგრეს განიცდის აშკარად განასხვავებს თავის თავს ცხოველისაგან

ასევე ვერ ვიტყვით ადამიანის სული რომელ ორგანოშია ....

ჩემის აზრით ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან რომ ორივეს გვაქვს სურვილები თუმცა ადამიანი ჯერ გაიაზრებს და მერე მოქმედებს ....ხოლო ცხოველის სურვილი და მოქმედება წამიერია .....ასევე ადამიანს თავის ფიქრებში მუდმივ ბრძოლებში იმყოფება, უნდა ერთი და აკეთებს მეორეს მე პირადად ამას დავარქმევდი სულის და ხორცის განუწყვეტელ ბრძოლას ...მაგალითის სახით რომ ვთქვათ ვიცი რომ სიგარეტი ცუდია, არც მინდა რომ მოვწიო თუმცა მაინც ვეწევი

ასევე ადამიანის შესაძლებლობა ცხოველთან მიმართებაში გამოიხატება თვითუფლებრივობაში ....ანუ რაღაც შეიზღუდოს თავი ...დიეტაზე დადგეს ან რაღაც რიტუალური სახე მისცეს და მარხვა დაიწესოს ...ასევე შეუძლია სუნთქვა რამოდენიმე წუთით გააჩეროს .....

ასევე ადამიანმა იცის რომ მოკვდება რომელიც არცერთ ცხოველს არ აქვს ამის განცდა

ასევე ადამიანს და ცხოველს გააჩნია 5 გრძნობა ...თუმცა ადამიანს ასევე დამატებული აქვს ქვეცნობიერება .

და ასე შემდეგ რომელიც შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი .....ეხლა ამ სხვაობებით შენ შეგიძლია სული დაარქვი და თუ გნდა სხვა რამე ....პირდაპირ გეტყვი ბოლომდე ამის ამხსნელი არავინ არის....არც რელიგია და არც მეცნიერება

Posted by: Heracles12 4 Jan 2021, 22:32
lasha kakauridze

QUOTE
ჩვენ რომ ეხლა დავიწყოთ სულის შესხებ საუბარი დამიჯერე ეს ფორუმი არ გვეყოფა დასაბოოოდ მაინც ვერ ავხსნი ბოლომდე რა არის სული .....მითუმეტეს ურწმუნოსთან ....

ბოლომდე სულის შესახებ ვერავინ ვერაფერს გეტყვის ვერც რელიგიური ადამიანი და ვერ მეცნიერი .....ეს თავად უნდა განიცადო ინდივიდუალურად

მესმის რომ სულის რაობის ახსნა გაგიჭირდება თუმცა შეგიძლია მისი ფუნქციები ორგანიზმში ჩამოაყალიბო?
* * *
QUOTE
ვამბობთ რომ ცხოველს არ ააქვს სული და ამ კუთხით დავიწყე საუბარი და თუ ადამიანი გულისყურით დააკვირდება მართლაც აღმოაჩენს განსხვავებებს ...თუმცა მეცნიერების მხრიდან მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა რომელიც მაიმუნმა სარკეში ამოიცნო თავისი თავი, ასევე ჟესტიკულაციებით ადამიანს გააგებინა რაღაცეები და სხვა მსგავსი ექსპერიენტებით ცხოველს აზროვნება გააჩნია ...თუმცა ყველა ცხოველს რაღაცა აკლია ის რაც ადამიანს აქვს ....

რადგანაც ცხოველები მოგყავს მაგალითად, გკითხავ შემდეგს, ისინიც ხომ ადამიანებივით არსებობენ, იბადებიან, იბრძვიან გადარჩენისათვის, მრავლდებიან. მათაც აქვთ ქორწინება, მაგათაც უყვართ შვილები და მათ იცავენ, ზრდიან, ასწავლიან. ეხმარებიან ერთმანეთს, ერთად ნადირობენ, საკვებს უწილადებენ, ღალატობენ ერთმანეთს სხვასთან, კვდებიან და ა.შ. რატომ არ აქვთ მათ სული და თუ მათ არ აქვთ ის ჩვენ რატომ გვაქვს? თუ წერა კითხვა არ იციან მაშინ ადამიანებმაც არ იცოდნენ და ზოგან ახლაც არ იციან.

შეხედე ამ ვიდეოებს და ვხედავთ რომ ცხოველებს შეუძლიათ ის რასაც ადამიანები ფიქრობენ რომ მხოლოდ მათი ექსკლუზივია.

https://youtu.be/qyJomdyjyvM

https://youtu.be/SNuZ4OE6vCk

* * *
QUOTE
ჩემის აზრით ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან რომ ორივეს გვაქვს სურვილები თუმცა ადამიანი ჯერ გაიაზრებს და მერე მოქმედებს ....ხოლო ცხოველის სურვილი და მოქმედება წამიერია .....ასევე ადამიანს თავის ფიქრებში მუდმივ ბრძოლებში იმყოფება, უნდა ერთი და აკეთებს მეორეს მე პირადად ამას დავარქმევდი სულის და ხორცის განუწყვეტელ ბრძოლას ...მაგალითის სახით რომ ვთქვათ ვიცი რომ სიგარეტი ცუდია, არც მინდა რომ მოვწიო თუმცა მაინც ვეწევი

შიმპანზეებში არის ფაქტები როდესაც აწარმოებენ ომებს მეზობლებთან ტერიტორიების გასაფართოვებლად, რაც ადამიანის საქმიანობად შეიძლება ჩაითვალოს. არ საკვებისთვის კონკრეტულ მომენტში, არამედ მომავალში მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.
* * *
QUOTE
და ასე შემდეგ რომელიც შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი .....ეხლა ამ სხვაობებით შენ შეგიძლია სული დაარქვი და თუ გნდა სხვა რამე ....პირდაპირ გეტყვი ბოლომდე ამის ამხსნელი არავინ არის....არც რელიგია და არც მეცნიერება

თუ შეუძლებელია სულის ახსნა მაშინ, როგორ ხერხდება იმის მტკიცება რომ ის არსებობს. მე არ დავიწყებ მტკიცებას მის არსებობა არარსებობაზე. ისინი ვინც ამბობენ რომ ის არსებობს რაზე დაყრდნობით ამბობენ იმაზე რისი ადგილსამყოფელიც ადამიანის ორგანიზმში გაურკვეველია, რისი შეხებაც შეუძლებელია, რისი ფუნქციაც გაურკვეველია, რისი ახსნაც შეუძლებელია და ა.შ. რომ არსებობს და ჩვენ გვაქვს. მესმის თუნდაც 500 წლის წინ ადამიანს სჯეროდა ამისა, არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმისთვის რომ ამაში ეჭვი შეეტანა. ოდესღაც ადამიანმა ისიც არ იცოდა რომ ადამიანი სექსის საშუალებით ჩაისახებიდა და იბადებოდა, თუმცა მოგვიანებით გაერკვა ამაში. როდის უნდა გავერკვეთ სული სად მდებარეობს და რა არის მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში?
* * *
მორიგი კითხვა მორწმუნეებს -

ადამიანი და ცხოველები და მცენარეები ღმერთმა ერთხელ შექმნა (როგორც ეს ბიბლიაშია მოცემული) თუ დღესაც ყველა მათგანს თვითონ ქმნის ყოველწამიერად?

Posted by: Heracles12 17 May 2021, 22:45
დათიკო

ვიფიქრე რომ ამ თემაში შეიძლებოდა გაგრძელება შესაბამისი განწყობა რომ გვექნება smile.gif

დისკუსია ეხებოდა საკითს თუ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ სხვა ადამიანი ან თუნდაც თვითონ არის მორწმუნე, რომელია ქცევა, რომელიც არ არის ბიოლოგიურად ჩადებული ადამიანში და მხოლოდ ღმერთის რწმენის შედეგია.

ჩემის აზრით რადგანაც ერთადერთი ინდიკატორი რწმენისა არის ქცევა (როგორც სხვა ნებისმიერი მდგომარეობისა - ტკივილი, სიამოვნება და ა.შ.) რადგანაც ადამიანი ამბობს რომ მას სწამს კონკრეტული რელიგიის, გამოდის რომ ის აღიარებს იმ ქცევის იმ ფორმებს, რომელსაც კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა სთავაზობს. თუმცა ადამიანის ქცევა განპირობებულია იმ ბიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რომელიც ადამიანში ჩადებულია დაბადებიდანვე. შესაბამისად ადამიანი ყოველგვარი რელიგიის არსებობის გარეშეც ახორციელებს იმ ქცევას რომელიც მან უნდა განახორციელოს ამ ინსტინქტებიდან გამომდინარე.
არის აგრეთვე კულტურის მიერ თავსმოხვეული, ასე ვთქვათ გაწვრთნილი ქცევები, რომელთაც არავითარი სასიცოცხლო მნიშვნელობის დანიშნულება არ გააჩნიათ, მაგ: სუფრაზე მოქცევის წესები, ჩაცმის სტილი, კონკრეტულ ენაზე საუბარი, სხვადასხვა რელიგიური თუ არა რელიგიური რიტუალი და ა.შ.

შესაბამისად რომელი ქცევა არის რწმენის შედეგად განხორციელებული და როგორ უნდა მივხვდეთ რომ ის რწმენის შედეგია. მაგ: ადამიანი სხვა ადამიანს იმიტომ კი არ კლავს რომ წიგნში წერია არა კაცჰკლა, არამედ იმიტომ რომ 1. არანაირი საჭიროება არ გააჩნია მისი მოკვლისა 2. არის საფრთხე რომ თუ სხვას მოკლავს მას ემუქრება სასჯელი (ციხე, ვენდეტა, წამება და ა.შ), ან გიყვარდეს მშობელი -ეს ბუნებრივია რომ მშობელი ადამიანისთვის არის ის ვინც ირველი 15-20 წელი უზრუნველყოფს ინდივიდის ძირითადი ინსტინქტის თვითგადარჩენის და იერარქიული ინსტინქტის დაკმაყოფილებას და ეს ჩადებულია თავიდანვე და არავითარი მოწოდება ამას არ სჭირდება, თუმცა ვიღაცას მაინც არ უყვარს არც შვილი და ვიღაცას არც მშობელი და ამას შეგონება არ შველის და ა.შ. უსასრულოდ შეგვიძლია მაგალითების მოყვანა.

ჰოდა სწორედ ამიტომაც ვკითხულობ როგორ უნდა მივხვდეთ რომ ადამიანს სწამს თუ ნებისმიერ ქცევას, რომლისგანაც მოუწოდებს რელიგია აქვს ბიოლოგიური ბაზისი. მინდა ვნახო ის განსხვავებული ქცევა, რომელიც ადასტურებს მის რელიგიურ, ე.წ. რწმენაზე დაფუძნებულ წარმომავლობას. ერთადერთი რაც ჩანს ქცევებში, რომელსაც რწმენის შედეგით შეიძლება იყოს განპირობებული ეს არის რიტუალები, თუმცა ამ რიტუალებში ყოველგვარი რწმენის გარეშე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ადამიანმა, რადგანაც ადამიანს მისი ბიოლოგიური მოწყობიდან გამომდინარე აქვს ამის ფიზიკური შესაძლებლობა - ადამიანს შეუძლია ბურთის თამაში, ქვის სროლა, ცეკვა, სიმღერა, პიანინოზე დაკვრა და ა.შ. შედეგად რიტუალებში მონაწილეობა თუ ითვლება (პირჯვრის გადაწერა, ხელზე მთხვევა, წელში მოხრა, ჭამა, კითხვა და ა.შ) რწმენად ეს სხვა საკითხია და ამიტომაც ვკითხულობ ეს არის თუ არა თქო რწმენა, და თუ დიახ მაშინ რა მნიშვნელობა აქვს იეღოველების მიერ ჩატარებულ რიტუალებს და მართლმადიდებლურ, კათოლიკეების, პროტესტანტების მიერ ჩატარებულ რიტუალებს შორის განსხვავებას, ეს ხომ უბრალოდ გემოვნების საკითხია.

Posted by: დათიკო 18 May 2021, 19:25
Heracles12
კარგია, რომ ამ თემაში გადმოიტანე. ნამდვილად შეესაბამება.

რაც შეეხება მოქცევას, რომელიც გამოარჩევს მორწმუნეს ურწმუნოსგან.
პირადად ჩემთვის, ქცევა არანაირად არ გამოარჩევს მორწმუნეს ურწმუნოსგან. ათეისტი ბევრად უფრო სათნო და მოსიყვარულე შეიძლება იყოს ვიდრე მორწმუნე.
არც გარეგნული მაჩვენებელია ამის დასტური. მაგალითისთვის ანდაზა: ნურასოდეს განსჯი წიგნს მისი ყდიდან გამომდინარე. რომც ეცვას რელიგიური სამოსი, არც ესაა იმის 100% იანი მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად მორწმუნეა.
ერთადერთი, რაც ჩემში იწყვევს იმის გრძნობას, რომ ესა თუ ის ადამიანი არის მორწმუნე არის მისი გამოხედვა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი თვალები სულის სარკეაო?!
შესაძლოა ბევრმა თქვას, რომ განმასხვავებელი ნიშანი უანგარო სიყვარული და თავგანწირვაა. თუმცა, ეს ათეისტსაც შეიძლება ჰქონდეს.

Posted by: Heracles12 19 May 2021, 13:55

გამოდის რომ თუ რწმენა როგორც თვისება ვერანაირად ვერ ვლინდება ქცევაში, მაშინ როგორ შეიძლება ადამიანი მიხვდეს რომ მორწმუნეა (ან სხვა არის მორწმუნე). თუ არაფერში არ ვლინდება მაშინ საერთოდ არსებობს რწმენა?

რომელი გამოხედვა არის შენთვის მაჩვენებელი ადამიანის რწმენისა და სხვებმა როგორ ისწავლონ მიხვედრა გამოხედვის მიხედვით სხვისი მორწმუნეობისა? ან საკუთარი მორწმუნეობის მისახვედრად სარკეში უნდა ჩაიხედოს ხშირად ადამიანმა რომ მიხვდეს რომ მორწმუნეა? და რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ცდომილებისა?

Posted by: დათიკო 19 May 2021, 18:16

რწმენა ეს ადამიანის ინდივიდუალური საქმეა. სხვამ რატომ უნდა იცოდეს საერთოდ ვის როგორ სწამს? ადამიანს თავად სჭირდება ეს თავისი თავისთვის. სხვისი რწმენა რატომ უნდა აინტერესებდეს?! ან რატომ უნდა ვლინდებოდეს ის? ქრისტემ გარკვევით თქვა, რომ სხვის დასანახად არ ილოცოთ თავი არ გამოაჩინოთ როგორც დიდმა მორწმუნეებმაო. თვალთმაქცობა და ფარისევლობაა ეგ. ამიტომ ვის სწამს და ვის არა, ეს მისი პირადი საქმეა და სულაც არ არის საჭირო ვინმემ დაინახოს.

თუმცა, არის მომენტი, როცა ადამიანი საკუთარი საქციელით, პირადი მაგალითით აჩვენებს ხალხს სათნოებას და სიკეთეს, რაც შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს და დადებითად იმოქმედოს საზოგადოებაზე. როგორც ეს მაგალითად აბო თბილელმა გააკეთა. საკუთარი რწმენით და თავგანწირვით სხვებზე მოახდინა გავლენა და მაგალIთი უჩვენა რწმენაში დასუსტებულ საზოგადოებას.

Posted by: Heracles12 20 May 2021, 10:29
დათიკო

QUOTE
რწმენა ეს ადამიანის ინდივიდუალური საქმეა. სხვამ რატომ უნდა იცოდეს საერთოდ ვის როგორ სწამს? ადამიანს თავად სჭირდება ეს თავისი თავისთვის. სხვისი რწმენა რატომ უნდა აინტერესებდეს?! ან რატომ უნდა ვლინდებოდეს ის?

აქ საუბარი იმაზე კი არ არის ეს ინდივიდუალური საქმე არის თუ არა, კითხვა არის როგორ მივხვდეთ ვართ თუ არა მორწმუნე, და როგორ მივხვდეთ სხვა არის თუ არა მორწმუნე. ზემოთ აღნიშნე რომ მცირედ მორწუნეც შეიძლება იყოს ადამიანი, და თუ შესაძლებელი არ არის მივხვდეთ რომ ადამიანი არ არის ან არის მორწმუნე, მაშინ როგორ უნდა დადგინდეს სხვისი ან საკუთარი მცირედ მორწმუნეობა, ანუ რწმენის დანაკლისი.
* * *
QUOTE
თუმცა, არის მომენტი, როცა ადამიანი საკუთარი საქციელით, პირადი მაგალითით აჩვენებს ხალხს სათნოებას და სიკეთეს, რაც შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს და დადებითად იმოქმედოს საზოგადოებაზე. როგორც ეს მაგალითად აბო თბილელმა გააკეთა. საკუთარი რწმენით და თავგანწირვით სხვებზე მოახდინა გავლენა და მაგალIთი უჩვენა რწმენაში დასუსტებულ საზოგადოებას.

როგორც ზემოთ აღნიშნე, თავგანწირვა და უანგარო სიყვარული, სათნოებასთან ერთად ათეისტმაც შეიძლება გამოავლინოსო და ეს არ არისო მხოლოდ რელიგიის, ანუ რწმენის მაჩვენებელიო.
* * *
ამ კითხვებზე პასუხები მაინტერესებს და ამიტომაც აქეთ გადმოვიტანე. იქნება ვინმემ დააფიქსიროს თავისი პასუხი: ცოდნა ან ვარაუდი

1. ისე ეს სიწმინდე რა ფენომენია, იცის კი მართლმადიდებელმა საზოგადოებამ რას ნიშნავს? რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანს და წმინდა ადამიანს შორის, რა თავისებურებები გააჩნია მას იმგვარი რომ მას წმინდად აქცევს.

ისე თუ დავაკვირდებით წმინდანად აღიარება უფრო წმინდანებისაგან უნდა მოდიოდეს რადგანაც მათ უფრო იციან რა არის სიწმინდე. მაგ: როგორც გამიგია კანონიერი ქურდის სტატუსს კანონიერი ქურდები ქურდები აძლევენ სტატუსს და არა მომპარავები, ექიმის წოდებას ექიმები იძლევიან და არა ექთნები, ლეიტენანტობას გენერლები და არა სერჟანტები და ა.შ. არაწმინდა ადამიანებისგან აღიარებული წმინდანის სტატუსი რამდენად ობიექტურად შეიძლება ჩაითვალოს
* * *
2. ისე ვინც სულის საკითხებში თავს გარკვეულად მიიჩნევს მინდა ვკითხო - სულს სქესი აქვს?

მამაკაცის სული და ქალის სული ერთმანეთისაგან განსხვავდება თუ არ აქვს მნიშვნელობა?

Posted by: Μοναχός 20 May 2021, 13:52
Heracles12
არასწორად სვამთ საკითხებს.
QUOTE
დისკუსია ეხებოდა საკითს თუ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ სხვა ადამიანი ან თუნდაც თვითონ არის მორწმუნე, რომელია ქცევა, რომელიც არ არის ბიოლოგიურად ჩადებული ადამიანში და მხოლოდ ღმერთის რწმენის შედეგია.

მოდით, ჯერ გავარკვიოთ რას ნიშნავს რწმენა. რწმენა არის დაჯერება იმის, რაც არ გიხილავს, ხომ? შესაბამისად ასე მშრალად ამის კითხვა თუ, როგორ უნდა შეატყოს სხვამ, რომ მე მორწმუნე ვარ, უკვე არასწორია.
რწმენას ჭირდება ღვაწლი, მარხვა, ლოცვა, წმინდა ზიარების ხშირი მიღება, აღსარება და ა.შ. რომ ადამიანში დაიმკვიდროს სული წმინდის მადლმა. აი სული წმინდის ნაყოფებზე პავლე მოციქული საუბრობს, რომ " სული წმინდის ნაყოფებია სიმშვიდე, სიხარული, სიყვარული, თავმდაბლობა" და .ა.შ.
ოღონდ, ღვაწლი უნდა იყოს სწორი. მაგალითად, ექიმთან შეიძლება მივიდეს ავადმყოფი, მაგრამ არ გაითვალისწინოს ექიმის რჩევები. მე ბევრი მინახავს, ღვიძლი ან გული რო აწუხებთ, მივლენ ექიმთან და წამლებსაც იყიდიან ხოლმე, მაგრამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ასევეა სულის მკურნალობაც, როცა ადამიანს წამს რო ღმერთი არსებობს, მაგრამ არ ითვალისწინებს სახარების სწავლებას, მოციქულების სწავლებას, წმინდა მამებს და ა.შ.
ერთ მაგალითს გეტყვით უცებ, არა განკითხვისთვის, არამედ იმის დასანახად, რომ ეკლესიაში მისვლა და მუხლის ჩოქებზე სიარული არ არის გარანტია სული წმინდის მიღების. პავლე მოციქული ამბობს, რომ მკვდრებს რო აღადგენდე და სასწაულებს ჩადიოდე, სიყვარული თუ არ გაქვს, არაფერს ფასი არა აქვსო. მაგალითად, ადამიანი რო ზიარების ან აღსარების რიგში დგას და იცლის საჩხუბრად, ან ეკლესიაში რო პატარა ბავშვი წამოიტირებს და მის მშობელს მივარდებიან გასაბრდღვნელად, ეს ნიშანია არასწორი სულიერი ცხოვრების.
მახსოვს, ერთხელ ახალგაზრდობაში შეყვარებული მყავდა და ეკლესიაში შევედით ხელიხელჩაკიდებული, ეკლესიის ეზოში, უფრო სწორად. ერთი ქალი მომვარდა ბრაზით, "გაუშვი ახლავე ხელიო" sad.gif(( იმ ქალს რო სწორი ღვაწლი ქონოდა უნდა მოსულიყო და ეთქვა, უფრო მაგრად მოკიდე შვილო ხელი, გაბედნიეროთ უფალმაო.
ამიტომაა თქვენს მიერ არასწორად დაყენებული საკითხი, რომ იმათ ყველას სწამთ, მაგრამ ღვაწლი აქვთ არასწორი...

Posted by: Heracles12 20 May 2021, 14:49
Μοναχός

QUOTE
არასწორად სვამთ საკითხებს

როგორ შეიძლება საკითხების (როგორც თქვენ ამბობთ) ან კითხვების სწორად ან არასწორად დასმა, არის კითხვა, და კითხვა იმისთვის ისმევა რომ პასუხი გაეცეს და არა იმისთვის რომ სწორი ან არასწორი დავუძახოთ.

QUOTE
მოდით, ჯერ გავარკვიოთ რას ნიშნავს რწმენა. რწმენა არის დაჯერება იმის, რაც არ გიხილავს, ხომ?

რწმენა არის დაჯერება იმისა რაც არ გინახავს ზოგადად თუ ეს შეეხება მხოლოდ ღმერთის არსებობის დაჯერებას? დაჯერება იმისა რომ ღმერთი არსებობს და არის წიგნი სადაც წერია რომ ღმერთი არსებობს? და როგორ უნდა დავიჯერო ეს? უნდა თქვა მჯერა და ეგ არის?

QUOTE
შესაბამისად ასე მშრალად ამის კითხვა თუ, როგორ უნდა შეატყოს სხვამ, რომ მე მორწმუნე ვარ, უკვე არასწორია.

არასწორად არის ჩემი შეკითხვა ინტერპრიტირებული - მე ვიკითხე როგორ შეიძლება მივხვდეთ რომ გვწამს ან როგორ მივხვდეთ რომ სხვას სწამს?

QUOTE
რწმენას ჭირდება ღვაწლი, მარხვა, ლოცვა, წმინდა ზიარების ხშირი მიღება, აღსარება და ა.შ. რომ ადამიანში დაიმკვიდროს სული წმინდის მადლმა.

ანუ თუ მე დავიწყებ მარხვას, ლოცვას, ზიარებას, აღსარებას მაშინ ჩემში დაიმკვიდრებს სული წმინდის მადლი და როგორ მივხვდე რომ სული წმინდის მადლმა დაიმკვიდრა ჩემში და მე ვარ მორწმუნე? რაში გამოვლინდება ჩემი მორწმუნეობა, რა შეიცვლება ჩემში? უფრო კეთილი გავხდები, უფრო ჯანმრთელი, უფრო გონიერი, უფრო ღონიერი, უფრო მორჩილი თუ რა?

QUOTE
პავლე მოციქული ამბობს, რომ მკვდრებს რო აღადგენდე და სასწაულებს ჩადიოდე, სიყვარული თუ არ გაქვს, არაფერს ფასი არა აქვსო.

პავლე მოციქულის მიხედვით გამოდის რომ სიყვარული მოდის რელიგიიდან გამომდინარე და რელიგიის გარეშე ან კონკრეტულად ქრისტიანობის გარეშე სიყვარული შეუძლებელია?

Posted by: lasha kakauridze 20 May 2021, 22:46
Heracles12
QUOTE
მე ვიკითხე როგორ შეიძლება მივხვდეთ რომ გვწამს ან როგორ მივხვდეთ რომ სხვას სწამს?

ძალიან მარტივად ......როდესაც ცხოვრობ ისე როგორც ღმერთი ამბობს, უკვე მორწმუნე ხარ.....როდესაც თითოეულ შენს საქმეს ათანხმებ ქრისტესთან (ღმერთან) უკვე მორწმუნე ხარ, როდესაც შენი ყოველი გადადგმული ნაბიჯზე კითხვას სვამს თუ რას იზამდა ქრისტე ჩემს მაგივრად -უკვე მორწმუნე ხარ და რაც ზემოთ დაგიწერეს, ახსარება, ზიარება, ლოცვა, მარხვა, და ა.შ

ხოლო რაც შეეხება თუ როგორ უნდა მივხვდეთ სხვა მორწმუნეა თუ არა, ძნელია ამაზე პასუხის გაცემა ....რადგან არ ვიცით მის გულში და სულში რა ხდება ...ამისთვის არის ღვთის სამართალი რომელიც თითოეულის გულის აზრებს ხედავს

ასევე წმინდანად აღიარება არ ხდება სიცოცხლეშივე .....ანუ წმინდანს ვერ დავუძახებთ ვერავის სანამ არ დატოვებს ამ წუთისოფელს

Posted by: Heracles12 21 May 2021, 09:22
lasha kakauridze

QUOTE
ძალიან მარტივად ......როდესაც ცხოვრობ ისე როგორც ღმერთი ამბობს, უკვე მორწმუნე ხარ.....როდესაც თითოეულ შენს საქმეს ათანხმებ ქრისტესთან (ღმერთან) უკვე მორწმუნე ხარ, როდესაც შენი ყოველი გადადგმული ნაბიჯზე კითხვას სვამს თუ რას იზამდა ქრისტე ჩემს მაგივრად -უკვე მორწმუნე ხარ და რაც ზემოთ დაგიწერეს, ახსარება, ზიარება, ლოცვა, მარხვა, და ა.შ

შენი კომენტარიდან გამოდის რომ ქცევაში ვლინდება შენი მორწმუნეობა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვგებულობ კომენტარის ამ ნაწილით. აღსარება, ზიარება, ლოცვა მარხვა გასაგებია ჩემთვის თუმცა გაუგებარია "ცხოვრობ ისე როგორც ღმერთი ამბობს"-ში რას მოიაზრებ, რას გულისხმობ? სახარებაში და ახალი აღთქმაში მოცემულ გარკვეულ წესებს გულისხმობ? და კონკრეტულად რომელს.

"როდესაც თითოეულ შენს საქმეს ათანხმებ ქრისტესთან"-ში რას მოიაზრებ? როგორ უნდა შეუთანხმო ქრისტეს, რომელიც 20000 წლის წინ ცხოვრობდა შენი საქმე? რა პროცედურაა ეს და როგორ უნდა გააკეთო? როგორც გაგიგე, მორწმუნე რომ ხარ ამას იმით უნდა მიხვდე რომ შენი საქმეების ქრისტესთან შეთანხმებას რომ დაიწყებ, თუმცა ეს როგორ უნდა გააკეთო გაუგებარი რჩება.

"რას იზამდა ქრისტე"-ში ეს ყველაზე რთული მომენტია, საიდან იცი რას იზამდა ქრისტე კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას დროს? ყოველ წამს ფიქრი თუ რას იზამდა ქრისტე იმ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო, რომელშიც ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე შეუძლებელია, ე.ი. ღმერთის ადგილას უნდა დაიყენო თავი და სამყაროს ასე შეხედო, ღმერთი გახდე წუთით, და თუმცა ეს როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება მიხვდე რომ ღმერთი მოიქცეოდა ისე როგორც შენ გადაწყვიტე? ამის გადამოწმება ხომ შეუძლებელია და შესაბამისად ვერასდროს ვერ მიხვდები ასე იზამდა ის თუ არა.

QUOTE
ხოლო რაც შეეხება თუ როგორ უნდა მივხვდეთ სხვა მორწმუნეა თუ არა, ძნელია ამაზე პასუხის გაცემა ....რადგან არ ვიცით მის გულში და სულში რა ხდება ...ამისთვის არის ღვთის სამართალი რომელიც თითოეულის გულის აზრებს ხედავს

თუ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ისე როგორც შენ ამბობ: "როგორც ღმერთი ამბობს, უკვე მორწმუნე ხარ.....როდესაც თითოეულ შენს საქმეს ათანხმებ ქრისტესთან (ღმერთან) უკვე მორწმუნე ხარ, როდესაც შენი ყოველი გადადგმული ნაბიჯზე კითხვას სვამს თუ რას იზამდა ქრისტე ჩემს მაგივრად" (რა თქმა უნდა თუ ეს შესაძლებელია" მაშინ ეს ქცევაში უნდა შეგეტყოს და სხვაც თუ ამგვარად ცხოვრობს ეს მასაც ქცევაში უნდა შეეტყოს. თუ ქრისტესავით იცხოვრა ინდივიდმა ეს აუცილებლად შეეტყობა მოქმედებაში, ქრისტეს ხომ ეტყობოდა რომ ის ქრისტე იყო, და ადამიანსაც უნდა შეეტყოს რომ ის ქრისტესავით ცხოვრობს, თუ მისი მიბაძვით ცხოვრობს. ამას შენი კომენტარის მიხედვით ვასკვნი.

QUOTE
ასევე წმინდანად აღიარება არ ხდება სიცოცხლეშივე .....ანუ წმინდანს ვერ დავუძახებთ ვერავის სანამ არ დატოვებს ამ წუთისოფელს

კი ბატონო გარდაცვალების შემდეგ, თუმცა არაწმინდა ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადამიანის წმინდანობაზე რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს? მათ რა იციან სიწმინდე რა არის? რადგანაც რომ იცოდნენ თვითონაც წმინდანის სიცოცხლით იცხოვრებდნენ, და თუ არ იციან როგორ უნდა იცხოვრონ წმინდა ცხოვრებით, მაშინ როგორ მიხვდებიან სხვის წმინდად ნაცხოვრებს?

დაახლოებით იგივეა როგორც რწმენის შემთხვევაში, თუ იცი როგორი უნდა იყოს მორწმუნე მაშინ გეცოდინება შენ ხარ თუ არა მორწმუნე და აგრეთვე გეცოდინება სხვა არის თუ არა მორწმუნე.

Posted by: დათიკო 21 May 2021, 09:22
Heracles12
QUOTE
კითხვა არის როგორ მივხვდეთ ვართ თუ არა მორწმუნე

დაახლოებით ასე: როდესაც ვინმე გიყვართ, როგორ ხვდებით, რომ ის ნამდვილად გიყვართ? თუ ამ გრძნობაში არის ეჭვი, ესე იგი დარწმუნებული არ ხართ და, შესაბამისად არც გიყვართ. ასეა რწმენაშიც, თუკი გწამთ, ესე იგი გწამთ.
QUOTE
როგორ მივხვდეთ სხვა არის თუ არა მორწმუნე

მაგას ვერ მიხვდები.
ნუ შესაძლოა იგრძნო, მაგრამ ეს დანამდვილებით არ იქნება მაინც ცნობილი.
QUOTE
ისე ეს სიწმინდე რა ფენომენია, იცის კი მართლმადიდებელმა საზოგადოებამ რას ნიშნავს? რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანს და წმინდა ადამიანს შორის, რა თავისებურებები გააჩნია მას იმგვარი რომ მას წმინდად აქცევს.

სიწმინდე არ არის მხოლოდ ღვთის მცნებების ზედმიწევნით შესრულება. თაგვანწირვაა საჭირო. სხვაგვარად ფუჭია ყველა მცდელობა.
QUOTE
ისე თუ დავაკვირდებით წმინდანად აღიარება უფრო წმინდანებისაგან უნდა მოდიოდეს რადგანაც მათ უფრო იციან რა არის სიწმინდე. მაგ: როგორც გამიგია კანონიერი ქურდის სტატუსს კანონიერი ქურდები ქურდები აძლევენ სტატუსს და არა მომპარავები, ექიმის წოდებას ექიმები იძლევიან და არა ექთნები, ლეიტენანტობას გენერლები და არა სერჟანტები და ა.შ. არაწმინდა ადამიანებისგან აღიარებული წმინდანის სტატუსი რამდენად ობიექტურად შეიძლება ჩაითვალოს

წმინდანად შერაცხვას თავისი წესი გააჩნია. ის ეკლესიის კრების პრეროგატივაა.
ეს არის პროფესორ ედიშერ ჭელიძის განმარტება მისი ერთ-ერთი ნაშრომიდან, სადაც იაკობ გოგებაშვილის კანონიზაციაზე აქვს საუბარი
"მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად და უმთავრესად, ნიმუში უნდა იყოს (და ყველა შემთხვევაში ასეა) ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა, მოღვაწეობითი თვითმარტვილობისა, დოგმატური უცთომელობისა, საკვირველთმოქმედებითი ღვთივმიმადლებულობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი სრული თავდადებისა."
ასევე ამ სტატიაში, სადაც აკაკი წერეთლის კანონიზაციაზეა საუბარი, იგივე ედიშერ ჭელიძე კარგად ხსნის რა კრიტერიუმებია საჭირო წმინდანად შერაცხვისთვის.
http://www.orthodoxtheology.ge/%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93/

Posted by: Heracles12 21 May 2021, 12:09
დათიკო

QUOTE
დაახლოებით ასე: როდესაც ვინმე გიყვართ, როგორ ხვდებით, რომ ის ნამდვილად გიყვართ? თუ ამ გრძნობაში არის ეჭვი, ესე იგი დარწმუნებული არ ხართ და, შესაბამისად არც გიყვართ. ასეა რწმენაშიც, თუკი გწამთ, ესე იგი გწამთ.

სწორედ ამაშია საქმე რომ ის რასაც სიყვარულს ვეძახით (გააჩნია ვინ რას გულისხმობს) არის ბიოლოგიური მოთხოვნილება და აგებული არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის, გამრავლების მისაღწევად, გენების შემდეგ თაობაში გადასაცემად, თუმცა კულტურის მიერ ყველა თაობაში სხვადასხვა ქცევებით თავისებურად გალამაზებულად ინტერპრიტირებული და თავს მოხვეული. რაც შეეხება მშობლების სიყვარულს, ეს არ არის ცალკე გრძნობა, რადგანაც ადამიანი მშობლის სიყვარულს ვერ გრძნობს რადგანაც იგივენაირად შეუძლია შეიყვაროს არაბიოლოგიური მშობელი, ანუ გამზრდელი, თუ არ იცის რომ ის მისი ღვიძლი მშობელი არ არის. ის მისთვის აღიქმება როგორც მფარველი, მზრუნველი, რომელიც უზრუნველყოფს მის არსებობას, შია - აჭმევს, სწყურია - წყალს ასმევს, ცივა - ათბობს, ეშინია - ამშვიდებს, საფრთხე ემუქრება - იცავს და ა.შ.
როგორც უწოდებენ მატერიალიზმზე არის ე.წ. სიყვარული დაფუძნებული თუმცა რწმენის შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე ისეთის მოფიქრება რომელიც ადამიანს შეიძლება ცხოვრებისეულ პრაქტიკაში სჭირდებოდეს.

QUOTE
როგორ მივხვდეთ სხვა არის თუ არა მორწმუნე

მაგას ვერ მიხვდები.
ნუ შესაძლოა იგრძნო, მაგრამ ეს დანამდვილებით არ იქნება მაინც ცნობილი.

ეს შენი ნაწერი ეწინააღმდეგება შენს მიერ მოყვანილ შემდეგ ფრაზას

QUOTE
მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად და უმთავრესად, ნიმუში უნდა იყოს (და ყველა შემთხვევაში ასეა) ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა, მოღვაწეობითი თვითმარტვილობისა, დოგმატური უცთომელობისა, საკვირველთმოქმედებითი ღვთივმიმადლებულობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი სრული თავდადებისა."

თუ შეუძლებელია მიხვედრა სხვისი მორწმუნეობისა, მაშინ საერთოდ როგორ უნდა შეაფასო სხვისი: ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობა, მოღვაწეობითი თვითმარტვილობა, დოგმატური უცდომელობა, საკვირველთმოქმედებითი ღვთივმიმადლებულობა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი სრული თავდადება? ოქსიმორონი გამოდის.
თუ წმინდანობასთან შედარებით მარტივი, სხვისთვის რწმენის შემჩნევა შეუძლებელია და დანამდვილებით მაინც არ იქნება ცნობილი, მაშინ წმინდანობის შემჩნევა საერთოდ როგორ უნდა შესძლო ნახო.

QUOTE
სიწმინდე არ არის მხოლოდ ღვთის მცნებების ზედმიწევნით შესრულება. თაგვანწირვაა საჭირო. სხვაგვარად ფუჭია ყველა მცდელობა.

თავგანწირვა? ანუ მოკვდომა რისთვის? როგორ შეიძლება მიხვდე რომ სწორად კვდები?

Posted by: დათიკო 21 May 2021, 12:20
Heracles12
QUOTE
სწორედ ამაშია საქმე რომ ის რასაც სიყვარულს ვეძახით (გააჩნია ვინ რას გულისხმობს) არის ბიოლოგიური მოთხოვნილება

ჭეშმარიტების შეცნობა ან ცხონება რატომ არ არის მოთხოვნილება, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი?
QUOTE
ეს შენი ნაწერი ეწინააღმდეგება შენს მიერ მოყვანილ შემდეგ ფრაზას

ვერ გავიგე შენ რა გაინტერესებს როგორ იცნო მორწმუნე თუ როგორ ხვდება ეკლესია ღირსია თუ არა ესა თუ ის ადამიანი წმინდანად შერაცხვის ღირსი?
ეკლესიისთვის საერთოდ არ დგას საკითხი რამდენად სწამს ადამიანს როცა მის წმინდანად შერაცხვაზე მიდის საუბარი.
წაიკითხე ის სტატიარაც დაგილინკე.

Posted by: Heracles12 21 May 2021, 15:17
დათიკო

QUOTE
ჭეშმარიტების შეცნობა ან ცხონება რატომ არ არის მოთხოვნილება, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი?

სწორად ამას ვკითხულობ მეც, როგორ ვლინდებათქო, როგორ მივხვდეთთქო ამას, რაში და როგორ შეიგრძნობათქო. რა ქცევაში გამოიხატებათქო?

მე არ ვამბობ რომ ის იქნება ან არ იქნება ბედნიერი, შენ როდესაც ახსენე სიყვარული მე ვთქვი რომ ეს არის ბიოლოგიური მოთხოვნილება რომელიც კულტურის მიერ არის კოსმეტიკურად გალამაზებული. სიყვარულად გამოხატული ქცევები ჩემთვის ცნობილია, მას ვგრძნობ, მაქვს ლტოლვა, ფიზიკურად შევიგრძნობ რადგანაც სქესობრივი ორგანო გამაჩნია და ა.შ.

QUOTE
ვერ გავიგე შენ რა გაინტერესებს როგორ იცნო მორწმუნე თუ როგორ ხვდება ეკლესია ღირსია თუ არა ესა თუ ის ადამიანი წმინდანად შერაცხვის ღირსი?

პირველი ის თუ როგორ მივხვდეთ რომ რწმენაში ვართ და აგრეთვე სხვისი რწმენაში ყოფნა როგორ გავიგოთ.

წმინდანებს რაც შეეხება, თუ შეუძლებელია სხვისი რწმენაში ყოფნის მიხვედრა (როგორც შენ ამბობ) მაშინ საერთოდ როგორ უნდა მიხვდე სხვის წმინდანებას, ეს ხომ რწმენაზე უნდა გადიოდეს. ანუ ჯერ მორწმუნე უნდა იყოს ადამიანი და შემდეგ ძალიან მაგარ რწმენაში უნდა იყოს რომ წმინდანად შეირაცხოს და ეს ორი ერთმანეთს გამორიცხავს შენი ნათქვამით.

QUOTE
ეკლესიისთვის საერთოდ არ დგას საკითხი რამდენად სწამს ადამიანს როცა მის წმინდანად შერაცხვაზე მიდის საუბარი.

ანუ მნიშვნელობა არ აქვს წმინდანი მორწმუნე იქნება თუ არა?
* * *
აგრეთვე მაინტერესებს სულს სქესი აქვს თუ არა

Posted by: დათიკო 21 May 2021, 22:02
Heracles12
მოდი მაშინ თავიდან დავიწყოთ: რა არის ღვთის რწმენა. რწმუნება იმაში, რომ არსებობს რაღაც ტრანსცენდენტული, ზემატერიალური, სულიერი სამყარო, რომელიც არის თავად ღმერთი (რადგან ის ყველგანმყოფია და ყოვლისმომცველი) და ჩვენი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი ბუნება ესწრაფვის მასთან მიახლოებას, შერწყმას თუ მის მფარველობას. ქვეცნობიერს იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანს, რომელსაც საერთოდაც არ სჭირდება ღმერთი მატერიალური არსებობისთვის, გააჩნია სინდისი. გაჰიკვირდება და სწორედ ეს სინდისია ის პირველადი ნიშანი რწმენისა, რომელიც ადამიანში ავტომატურად არის ჩადებული. რწმენა ნიშნავს უხილავად დაჯერებას. ანუ არა გჯერავს, არამედ გწამს. გწამს იმის, რაც არ გინახავს. ამას არ სჭირდება არანაირი ბიოლოგია, მოთხოვნილება, გარე ფაქტორების ზემოქმედება და ა.შ. ის უბრალოდ ჩნდება ადამიანში. რატომ, საიდან, როგორ და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხები მე არ მაქვს და მეეჭვება ვინმეს საერთოდ ჰქონდეს.

Posted by: Heracles12 22 May 2021, 09:54
დათიკო

QUOTE
მოდი მაშინ თავიდან დავიწყოთ: რა არის ღვთის რწმენა. რწმუნება იმაში, რომ არსებობს რაღაც ტრანსცენდენტული, ზემატერიალური, სულიერი სამყარო, რომელიც არის თავად ღმერთი (რადგან ის ყველგანმყოფია და ყოვლისმომცველი) და ჩვენი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი ბუნება ესწრაფვის მასთან მიახლოებას, შერწყმას თუ მის მფარველობას

ანუ რწმუნება არის იგივეა რაც დაჯერება, იმისა რომ არსებობს ეს ყველაფერი რაც შენ ჩამოთვალე.

გამოდის რომ მორწმუნე ადამიანი არის ის ვისაც ამ ყველაფრის სჯერა. მცირედ მორწმუნე გამოდის რომ სჯერა გარკვეული ნაწილი ამ ყველაფრისა თუმცა არა ყველაფერი.

QUOTE
ჩვენი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი ბუნება ესწრაფვის მასთან მიახლოებას, შერწყმას თუ მის მფარველობას.

ეს არის სწორედ ჩემი კითხვა, ეს რაში ვლინდება? როგორ შეიგრძნობა ეს? როგორ მივხვდეთ რომ ჩვენი ორი ბუნება ესწრაფვის მასთან მიახლოებას და როგორ შეიძლება დაინახო ეს სხვაში. თუ სხვაში დაუნახავია და საკუთარ თავში შეუგრძნიბადი მაშინ როგორ მივხვდეთ რომ რწმენაში ვართ?

QUOTE
ქვეცნობიერს იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანს, რომელსაც საერთოდაც არ სჭირდება ღმერთი მატერიალური არსებობისთვის, გააჩნია სინდისი. გაჰიკვირდება და სწორედ ეს სინდისია ის პირველადი ნიშანი რწმენისა, რომელიც ადამიანში ავტომატურად არის ჩადებული.

ახლა გვჭირდება უკვე სიტყვა სინდისის განმარტება, რადგანაც თუ რწმენა სინდისში ვლინდება, რა არის სინდისი და რა ქცევაში ვლინდება ის? როგორ უნდა შეიგრძნოს ადამიანმა რომ სინდისით სავსეა და როგორ რომ მას მცირე სინდისი აქვს. გამოდის რომ, ის ვინც არ აღიარებს ღმერთის არსებობას, ანუ იწოდება ურწმუნოდ, ათეისტად არის უსინდისო.

"გრძნობა, რომლითაც ადამიანი საკუთარ ქმედებას აფასებს და აკონტროლებს."
https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98
ეს არის განმარტება სინდისისა ამ საიტზე.

"Со́весть — психический (когнитивный) процесс, вызывающий эмоции и рациональные ассоциации, основанные на моральной философии или системе ценностей личности."

ეს არის განმარტება რუსულ ვიკიპედიაზე.

"სინდისი არის გონებრივი (შემეცნებითი) პროცესი, რომელიც იწვევს ემოციებს და რაციონალურ ასოციაციებს, რომლებიც დაფუძნებულია მორალურ ფილოსოფიაზე ან ადამიანის ღირებულების სისტემაზე"

სხვა განმარტება რუსულად
"Чувство нравственной ответственности за своё поведение перед окружающими людьми, обществом."

მორალური პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ საქციელზე გარშემო მყოფი ადამიანების წინაშე, საზოგადოების წინაშე

QUOTE
გაჰიკვირდება და სწორედ ეს სინდისია ის პირველადი ნიშანი რწმენისა, რომელიც ადამიანში ავტომატურად არის ჩადებული,
რწმენა ნიშნავს უხილავად დაჯერებას. ანუ არა გჯერავს, არამედ გწამს. გწამს იმის, რაც არ გინახავს. ამას არ სჭირდება არანაირი ბიოლოგია, მოთხოვნილება, გარე ფაქტორების ზემოქმედება და ა.შ. ის უბრალოდ ჩნდება ადამიანში.

ე.წ. სინდისი ყველა ადამიანში ვლინდება და არა მარტო ადამიანებში, არამედ სხვა სოციალურ ცხოველებშიც, რადგანაც სოციალურ ურთიერთობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარშემო მყოფი, ანუ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას საკუთარ ქცევაში, რადგანაც ეს პირდაპირ არის დაკავშირებული პირად უსაფრთხოებასთან, და მოგვწონს თუ არ მოგვწონს დაკავშირებული არის ადამიანის ბიოლოგიურ მოთხოვნილებასთან იყოს ცოცხალი, ანუ იარსებოს როგორც ინდივიდმა, რადგანაც მას მარტო ცხოვრების შემთხვევაში გადარჩენის შანსი არ აქვს.

Posted by: დათიკო 22 May 2021, 23:21
Heracles12
QUOTE
ანუ რწმუნება არის იგივეა რაც დაჯერება

არა დაჯერება სხვა ტერმინია, რწმენა კი სხვა.
აი, მაგალითად თომა მოციქულმა როდესაც არ დაუჯერა თავის მეგობრებს როცა უთხრეს აღმდგარი ქრისტე ვიხილეთო. შემდეგ თავად ნახა და ირწმუნა. დაჯერება იმიტომ დავწერე, რომ მან თავიდან არ დაიჯერა, შემდეგ ნახა და ირწმუნა. რწმენა არის ის, როცა უხილავად გწამს და არც ელოდები იმას, რომ ნახავ. ამიტომაც უპასუხა ქრისტემ:
"შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”. იოანე 20:29
QUOTE
გამოდის რომ მორწმუნე ადამიანი არის ის ვისაც ამ ყველაფრის სჯერა.

მორწმუნე ადამიანი ის არის, "ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს"
QUOTE
"გრძნობა, რომლითაც ადამიანი საკუთარ ქმედებას აფასებს და აკონტროლებს."
https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%A1%E1...%83%A1%E1%83%98
ეს არის განმარტება სინდისისა ამ საიტზე.

მე მომწონს ანდრო დგებუაძის განმარტება
http://ed.artarea.ge/storage/pdf/bfYl7Zjk4gsPt2kj1FPJ3b2HwSzEnKdzuIOjGde2.pdf

Posted by: Heracles12 23 May 2021, 08:07
დათიკო

QUOTE
არა დაჯერება სხვა ტერმინია, რწმენა კი სხვა.
აი, მაგალითად თომა მოციქულმა როდესაც არ დაუჯერა თავის მეგობრებს როცა უთხრეს აღმდგარი ქრისტე ვიხილეთო. შემდეგ თავად ნახა და ირწმუნა. დაჯერება იმიტომ დავწერე, რომ მან თავიდან არ დაიჯერა, შემდეგ ნახა და ირწმუნა. რწმენა არის ის, როცა უხილავად გწამს და არც ელოდები იმას, რომ ნახავ. ამიტომაც უპასუხა ქრისტემ:
"შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”. იოანე 20:29

შენი ნაწერიდან გამოდის რომ,
რწმენა არის დაჯერება იმ ფაქტის, შემთხვევის, ნათქვამის რომელიც არ გინახავს და გეუბნებიან რომ მოხდა ან ითქვა. იგივე ეჭვის არ შეტანა იმ ფაქტში, შემთხვევაში რომელსაც გეუბნებიან რომ მოხდა ან ითქვა.

ურწმუნოება გამოდის არ დაჯერება იმ ფაქტის, შემთხვევის, ნათქვამის რომელიც არ გინახავს და გეუბნებიან რომ მოხდა ან ითქვა. იგივე ეჭვის შეტანა იმ ფაქტში, შემთხვევაში რომელსაც გეუბნებიან რომ მოხდა ან ითქვა.

მცირედმორწმუნეობა გამოდის ეჭვის შეტანა ზოგიერთ (რაოდენობა დაუდგენელია) იმ ფაქტში, შემთხვევაში, ნათქვამში რომელიც არ გინახავს და გეუბნებიან რომ მოხდა ან ითქვა. იგივე ეჭვის შეტანა ზოგიერთ (რაოდენობა დაუდგენელია) იმ ფაქტში, შემთხვევაში რომელსაც გეუბნებიან რომ მოხდა ან ითქვა.

გამოდის რომ მორწმუნეს მოეთხოვება გულუბრყვილოება, ანუ მარტივად, ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე დაჯერება იმისა რასაც ეუბნებიან კონკრეტული ადამიანები ღმერთის შესახებ, სრული მორჩილება მათ მიმართ და მათი რეკომენდაციების განუხრელად შესრულება.

რადგანაც თუ ვერ ხედავ, თუმცა ვალდებული ხარ რომ დაიჯერო უხილავის არსებობა, ამ შენთვის უხილავზე და შენთვის არ არსებულზე ვიღაცამ უნდა მოგიყვეს რაღაც ისტორიები რომელიც შენ ვალდებული ხარ დაიჯერო, იმითვის რომ გახდე მორწმუნე. იმისთვის რათა დაიჯერო და ეჭვი არ შეიტანო ეს ინფორმაცია ამისთვის ვალდებული ხარ გახდე მორჩილი რადგანაც ვალდებული ხარ არ გაგაჩნდეს შენი პირადი აზრი რადგანაც ვალდებული ხარ არ შეგექმნას განსხვავებული მოსაზრება.

ანუ თომა, გულუბრყვილოდ, ეგრევე ვალდებული იყო არამარტო დაეჯერებინა ის რაც უთხრეს სხვებმა წარსულში მომხდარზე, არამედ ვალდებული იყო მომავალშიც მუდმივად დაეჯერა ის ნებისმიერი რამ, რასაც ისინი ეტყვიან, რადგანაც წინააღმდეგ ნებისმიერ შემთხვევაში ის ურწმუნო თომა გამოვა.
* * *
QUOTE
მორწმუნე ადამიანი ის არის, "ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს"

იმან, ვისაც არ უნახავს, რომ დაიჯეროს ის, რაც არ უნახავს, უნდა დაუჯეროს იმას, ვინც მას მოუთხრობს იმაზე რაც მასაც არ უნახავს. თუმცა იმას, ვინც მას მოუთხრო ეს ამბავი, იმას თვითონაც არ უნახავს ეს ფაქტი, რადგანაც მასაც ვიღაცამ მოუთხრო და მანაც თავის დროზე ვალდებულება აიღო დაეჯერებინა ის რასაც უყვებოდნენ მიუხედავად იმისა რომ არ უნახავს, და იმან ვინც ამას უყვება მას, თავის დროზე მიიღო ეს ინფორმაცია იმისგან, ვისაც ეს არ უნახავს თუმცა ვალდებულება აიღო დაეჯერებინა ის რასაც ეუბნებოდა ის ვისაც ის, რასაც ის ამბობდა არასდროს არ უნახავს, თუმცა თავის დროზე აიღო ვალდებულება დაეჯერებინა ის რაც არასდროს არ უნახავს და ასე უსასრულოდ ყველას სჯერა ის რაც არავის არ უნახავს თუმცა ვალდებულება აქვთ აღებული რომ დაიჯერონ.

ამ ჯაჭვში ჩართვას ეწოდება რწმენა და ურწმუნო ეწოდება ამ ჯაჭვში არ ჩართულობას.

Posted by: lasha kakauridze 27 May 2021, 14:40
Heracles12
QUOTE
გამოდის რომ მორწმუნეს მოეთხოვება გულუბრყვილოება, ანუ მარტივად, ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე დაჯერება იმისა რასაც ეუბნებიან კონკრეტული ადამიანები ღმერთის შესახებ, სრული მორჩილება მათ მიმართ და მათი რეკომენდაციების განუხრელად შესრულება.

არა მასეც არ არის საქმე .....

ვინმე რომ მოხვდეს ავარიაში, ხედავ დამტვრეულ მანქანას, ხედავ დასახიჩრებულ ადამიანს თუმცა ავტოავარიის პროცესი არ შესწრებიხარ ...გაუბნებიან ავარიაში მოვყევითო და შენ არ უჯერებ რადგან უშუალოდ არ გინახავს

ვხედავთ უსასრულო სამყაროს, ვხედავთ სიცოცხლეს, მილიონობით ადამიანი გვიყვება ღმერთან უშუალო პირდაპირ კავშირს და მის გამოცდილებას და ჩვენ ვამბობთ ღმერთს ვერ ვხედავთ და არ გვჯერაო .....ეს კიდევ სირაქლემას პოზააა

Posted by: Heracles12 27 May 2021, 15:49
lasha kakauridze

QUOTE
ვინმე რომ მოხვდეს ავარიაში, ხედავ დამტვრეულ მანქანას, ხედავ დასახიჩრებულ ადამიანს თუმცა ავტოავარიის პროცესი არ შესწრებიხარ ...გაუბნებიან ავარიაში მოვყევითო და შენ არ უჯერებ რადგან უშუალოდ არ გინახავს

როდესაც ხედავ ფაქტს, და გამოცდილებიდან იცი რომ ეს ფაქტი, ამ შემთხვევაში ეს შედეგი შეიძლება დამდაგრიყო მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, და გვეუბნებიან რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ამიტომაც არის მანქანა დამსხვრეული, რათქმა უნდა შენ იჯერებ, შეგიძლია ივარაუდო როგორ მოხდა ეს შემთხვევა, რა სიჩქარით მოდიოდა, რომელი ავტომანქანის ან სხვა მიზეზების შედეგად არის დამდგარი ეს შედეგი და ა.შ.

თუმცა რომ მოგითხროს ვითაცამ რომ ავტომანქანები 100 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდნენ თვითმფრინავებივით და იქ შეეჯახნენ ერთმანეთს და ამიტომაც დადგა ეს შედეგიო, რა თქმა უნდა არ დაიჯერებ, რადგანაც იცი რომ მანქანებს ფრენის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვთ.
* * *
QUOTE
ვხედავთ უსასრულო სამყაროს, ვხედავთ სიცოცხლეს, მილიონობით ადამიანი გვიყვება ღმერთან უშუალო პირდაპირ კავშირს და მის გამოცდილებას და ჩვენ ვამბობთ ღმერთს ვერ ვხედავთ და არ გვჯერაო .....ეს კიდევ სირაქლემას პოზააა

სამყაროს რომ ხედავ ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი არსებობს. ჯერ ერთი რასაც შენ ხედავ არ არის სრული სურათი, არის აგრეთვე ის რასაც ვერ ხედავ, არის დედამიწის სიღრმეები, არის უკიდეგანო კოსმოსი და ა.შ. ის რასაც მე და შენ ვხედავთ და ვიცით შეიძლება იყოს 0.0000000000000000 უსასრულო ნულებით და ბოლოს 1%. როგორ შეიძლება რაღაცის ამ მცირე ნაწილის ხედვით თქვა რომ ის ღმერთის შექმნილია.

Posted by: oldfriend 27 May 2021, 17:10
დავიჯერო ღმერთი ასეთი მეწვრილმანეა???
ანუ წარმოიდგინეთ თქვენი სახლი და შეადარეთ მთე დედამიწას.თქვენ იქნებით ამ შემთხვევაში წერტილი დედამიწაზე,ისევე როგორც ყველა ადამიანი თავის გადმოსახედიდან.ახლა შორს წავიდეთ აიღე შენი პლანეტა დედამიწა,შენ როგორც იდნივიდი ის მიგაჩნია უდუდეს ტერიტორიად, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.დედამიწა 9 პლანეტათაგან ერთ ერთია.თუ მზეს შევადარებთ რომლის გარშემო ბრუნავთ, დედამიწა გამოდის ერთი წერტილი.ანუ ჩვენ როგორც ადამიანები უკვე წერტილი წერტილში გამოვდივართ.ფაქტურად შეიძლება თქვა რო არც ვარსებობთ.ახლა გავზარდოთ მასშტაბი.ვიცით რო გარკვეულ გალაქტიკაში ვარსებობთ სადაც უკვე ჩვენზე გაცილებით დიდი მზე ამ გალაქტიკის ფონზე არც თუ ისე დიდია.აქედედან გამოდის რომ დედამიწა წერტილია წერტილში(ჩვენზე ადამიანებზე აღარაფერს ვამბობ).ახლა დაფიქრდი რო კიდე არსებობს არაერთი გალაქტიკა და შემდეგ გაიაზრე რა არის დედამიწა ამ მასშტაბებთან.ანუ ჩვენზე ამ მხრივ უკვე წერტილის წერტილის წერტილიც კი აღარ ითქმის.
ამ ყველაფრის შემდეგ გინდა დამაჯეროთ რო ღმერთი არსებობს და ამ უდიდესი (რბილად რო ვთქვათ)სამყაროდან აარჩია არაფრით გამორჩეული პლანეტა.ეს კიდე არაფერი,როცა გალაქტიკაში თითქმის არც არსებობ,მართლა გჯერა ამის შემდეგ ბიოცენტრიზმის იდეის???გჯერა რო ღმერთი ამ ყველაფრიდან(ოკ დავუშვათ მართლა არსებობს) გიყურებს შენ და ითვლის შენ მრუშობას,მოპარვას, კაცთ კვლას და აშ.???
კარგით რა.
უბრალოდ გვინდა ვიფიქროთ რო განსაკუთრებულები ვართ და იმაზე მეტს წარმოვადგენთ ვიდრე ეს სინამდვილეშია

Posted by: lasha kakauridze 27 May 2021, 17:10
Heracles12
QUOTE
როგორ შეიძლება რაღაცის ამ მცირე ნაწილის ხედვით თქვა რომ ის ღმერთის შექმნილია.

სამყარო და ასევე მილიონობით ადამიანის მონაყოლისგან, არა ისე რომ აი ვიღაცამ თქვა არამედ უშუალო კავშირი ზებუნებრივი ძალებთან ....შენ თუ ამ ხალხს აფერისტს უწოდებ ცოტა უხერხულიც კი იქნება

ასევე ჯერ არ გვაქვს არანაირი დადასტურება იმისა რომ თავისით რაღაცა იქმნებოდეს....თუმცა ხალხს სჯერა რომ თავისით შესაძლებელია იქნებოდეს

Posted by: Heracles12 27 May 2021, 18:49
lasha kakauridze

QUOTE
მილიონობით ადამიანის მონაყოლისგან,

მილიონობით ადამიანის მონაყოლი შეიძლება დავუპირისპიროთ სხვა მილიონობით ადამიანის სხვა მონაყოლი და ისევ გაურკვეველი დარჩება საკითხი. მილიონობით ადამიანის მიერ მოყოლილი ისტორია მტკიცებულების გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურად.

QUOTE
ასევე ჯერ არ გვაქვს არანაირი დადასტურება იმისა რომ თავისით რაღაცა იქმნებოდეს....თუმცა ხალხს სჯერა რომ თავისით შესაძლებელია იქნებოდეს

შენვე ამბობ რომ დადასტურება არის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის.
თავისით შექმნას რაც შეეხება, ფაქტები რომელიც არსებობს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ სამყარო ვიღაცამ შექმნა.
* * *
საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ, თუ ვიღაცა რაღაცამ შექმნა მაშინ გამოდის რომ ის ვიღაცაც ვიღაცამ შექმნა ან ის ვიღაცაც თვითონ შეიქმნა და ისევ იქ მივდივართ რომ ყველაფერი თვითონ შეიქმნა

Posted by: lasha kakauridze 27 May 2021, 20:17
Heracles12
QUOTE
მილიონობით ადამიანის მონაყოლი შეიძლება დავუპირისპიროთ სხვა მილიონობით ადამიანის სხვა მონაყოლი და ისევ გაურკვეველი დარჩება საკითხი.

არ გინდა მილიონი ...ერთი კაცი დააკავშირე მაგ მილიონს და საკმარისი იქნება ჩემთვის
QUOTE
შენვე ამბობ რომ დადასტურება არის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის.

თავისთავად

QUOTE
თავისით შექმნას რაც შეეხება, ფაქტები რომელიც არსებობს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ სამყარო ვიღაცამ შექმნა.

აბა სად არის ფაქტები რომ თავისით იქმნებოდეს რაღაცა?

QUOTE
საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ, თუ ვიღაცა რაღაცამ შექმნა მაშინ გამოდის რომ ის ვიღაცაც ვიღაცამ შექმნა ან ის ვიღაცაც თვითონ შეიქმნა და ისევ იქ მივდივართ რომ ყველაფერი თვითონ შეიქმნა

დროში და სივრცეში კი ბატონო ვიღაცა ქმნის რაღაცას ....მაგრამ რა ვქნათ როდესაც ღმერთი არც დროს ემორჩილება და არც ს8ვრცეს?

Posted by: Heracles12 27 May 2021, 20:25
lasha kakauridze

QUOTE

არ გინდა მილიონი ...ერთი კაცი დააკავშირე მაგ მილიონს და საკმარისი იქნება ჩემთვის

კი ბატონო, ავიღოთ ერთი კაცი. ავიღოთ ერთი ვინც ამბობს რომ შეხვდა ღმერთს და რას გვაძლევს ეს ინფორმაცია? არაფერს. უბრალოდ გვაქვს ინფორმაცია რომ ერთი კაცი ამბობს რომ შეხვდა ღმერთს. გვრჩება ორი ვარიანტი - დავუჯეროთ ან არ დავუჯეროთ. ამის იქით ვერ წავალთ.
* * *
QUOTE
შენვე ამბობ რომ დადასტურება არის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის.

თავისთავად

რა შეიძლება მივიჩნიოთ ღმერთის არსებობის დამადასტურებელ ინფორმაციად?

Posted by: lasha kakauridze 27 May 2021, 20:30
Heracles12
QUOTE
კი ბატონო, ავიღოთ ერთი კაცი. ავიღოთ ერთი ვინც ამბობს რომ შეხვდა ღმერთს და რას გვაძლევს ეს ინფორმაცია?

ეხლა ძააან გაურკვევლად მელაპარაკები თითქოს ოღონდ დაწერო რამე და სულ ერთია შენთვის .....ერთი კაცი თავისთავად არაფერს გვაძლევს მაგრამ მილიონი რომ საუბრობს უკვე რაღაცა არის.....ერთ კაცს ყვეოაფერი შეგიძლია შეტენო ( გიჟი, სულელი, აფერისტი და სხვა) ...ხოლო როგორ ვიტყვით მილიონი კაცი გაგიჟდა ან აფერისტია?

Posted by: Heracles12 27 May 2021, 20:42
lasha kakauridze

QUOTE
აბა სად არის ფაქტები რომ თავისით იქმნებოდეს რაღაცა?

გააჩნია რას დავუძახებთ "თავისით შექმნას". სოკო თავისით ამოდის და მზეც თავისით ამოდის, თუმცა ორივეს "თავისით" ამოსვლა ათასობით წლის წინანდელი ინფორმაციაა, ამჟამად ცნობილია როგორ ამოდიან ისინი. ის ფაქტი რომ "თავისით" მოხდა სამყაროს შექმნა მოდის ვარაუდებიდან, რომელიც სხვადასხვა ფაქტების ერთობლიობით მყარდება, და ეს ფაქტები ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარე დაკვირვების შედეგად დაგროვდა.
ყველაზე დიდი ფაქტი იმისა რომ ღმერთმა შექმნა სამყარო იქნება ის როდესაც ღმერთი გამოჩნდება.

QUOTE
დროში და სივრცეში კი ბატონო ვიღაცა ქმნის რაღაცას ....მაგრამ რა ვქნათ როდესაც ღმერთი არც დროს ემორჩილება და არც ს8ვრცეს?

ყველაზე რთული არის ის საკითხი, თუ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ღმერთი როდესაც გამოჩნდება, მიხვდეს ადამიანი რომ ის რაც გამოჩნდა არის ღმერთი. რა მახასიათებლები უნდა გააჩნდეს ღმერთს, რომ ის მივიჩნიოთ ღმერთად? რა უნდა გააკეთოს ღმერთმა ისეთი რომ მისი ღმერთობა დავინახოთ?

ღმერთმა როგორღაც უნდა დაგვიმტკიცოს რომ ის ღმერთია. ქრისტემ თავისი ქცევით ვერ
შესძლო დაემტკიცებინა თავისი თანამედროვეებისათვის საკუთარი ღმერთობა, ის ჯვარს აცვეს, რადგანაც თაღლითობაში ჩაუთვალეს პრეტენზია ღმერთობაზე და ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა ან "ძლიერებმა ამა ქვეყნისა" როგორ უნდა ვაღიაროთ ღმერთი? თუნდაც, როდესაც ამბობენ რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ წარსდგება ღვთის წინაშეო, როგორ უნდა მიხვდეს გარდაცვლილი რომ ის ღმერთის წინაშეა და არა ეშმაკის?
* * *
lasha kakauridze

QUOTE
ეხლა ძააან გაურკვევლად მელაპარაკები თითქოს ოღონდ დაწერო რამე და სულ ერთია შენთვის .....ერთი კაცი თავისთავად არაფერს გვაძლევს მაგრამ მილიონი რომ საუბრობს უკვე რაღაცა არის.....ერთ კაცს ყვეოაფერი შეგიძლია შეტენო ( გიჟი, სულელი, აფერისტი და სხვა) ...ხოლო როგორ ვიტყვით მილიონი კაცი გაგიჟდა ან აფერისტია?

შენ შემომთავაზე ერთი კაცი. ფაქტების გარეშე მილიონი კაციც და ერთი კაციც რასაც არ უნდა ამბობდეს რა მნიშვნელობა აქვს, თუ ძალაზე და მორევაზე არ არის საქმე smile.gif

Posted by: oldfriend 27 May 2021, 20:57
QUOTE (lasha kakauridze @ 27 May 2021, 20:30 )

ეხლა ძააან გაურკვევლად მელაპარაკები თითქოს ოღონდ დაწერო რამე და სულ ერთია შენთვის .....ერთი კაცი თავისთავად არაფერს გვაძლევს მაგრამ მილიონი რომ საუბრობს უკვე რაღაცა არის.....ერთ კაცს ყვეოაფერი შეგიძლია შეტენო ( გიჟი, სულელი, აფერისტი და სხვა) ...ხოლო როგორ ვიტყვით მილიონი კაცი გაგიჟდა ან აფერისტია?

ჩავერევი.
ეგრე ერთ დროს არაერთი მილიონი ადამიანი იმასაც ფიქრობდა რომ ებრაელები ცხოველებზე უარესები იყვნენ და იმ რწმენით აღვსილნი რო კარგ საქმეს აკეთებდნენ უამრავი ადამიანი წამებით დახოცეს....
ანუ შENI Nათქვამიდან რა გამოდის???რახან მილიონზე მეტი ნაცისტი ასე აზროვნებდა ესეიგი მართლები იყვნენ????

ან კიდე მილიონი ბუზი არ შეიძლება შეცდეს????

Posted by: Heracles12 27 May 2021, 21:00
oldfriend

QUOTE
ეგრე ერთ დროს არაერთი მილიონი ადამიანი იმასაც ფიქრობდა რომ ებრაელები ცხოველებზე უარესები იყვნენ და იმ რწმენით აღვსილნი რო კარგ საქმეს აკეთებდნენ უამრავი ადამიანი წამებით დახოცეს....
ანუ შENI Nათქვამიდან რა გამოდის???რახან მილიონზე მეტი ნაცისტი ასე აზროვნებდა ესეიგი მართლები იყვნენ????

თუნდაც.

ეს არის სწორედ ძალის და მორევის პრინციპი. ე.წ. ჯოგური აზროვნება.

Posted by: oldfriend 27 May 2021, 21:39
და აბსოლუტურად სერიოზულად გეკითხებით,რა განსხვავებაა ღმერთს და ჰიტლერს შორის????ოღონდ ისეთი პასუხები არ მინდა"ხუმრობ???""შენ თუ ეგ არ იცი"და რამე.

Posted by: Heracles12 27 May 2021, 21:54
.....................................................................................

Posted by: დათიკო 27 May 2021, 22:33
Heracles12
QUOTE
რწმენა არის დაჯერება იმ ფაქტის, შემთხვევის, ნათქვამის რომელიც არ გინახავს და გეუბნებიან რომ მოხდა ან ითქვა.

მთლად ეგრეც არ არის საქმე.
მე ვსაუბრობ მხოლოდ ღვთის რწმენაზე. ასევე ისეთ რწმენაზე როგორიცაა მაგალითად ის რომ ბიბლია ღვთივსულიერი წიგნია, ანუ დაწერილია ღმერთის შთაგონებით და არა ადამიანების მიერ.
დანარჩენს გადამოწმება და შესწავლა ესაჭიროება. აი, მაგალითად როცა მეუბნებიან, რომ ღმერთი ერთია და არა ცხრა, მე ვიწყებ ამ ფაქტის გამოკვლევას შესწავლას და გააანალიზებას. უაზროდ არ მჯერავს რომ მართლა ერთია.
QUOTE
იმან, ვისაც არ უნახავს, რომ დაიჯეროს ის, რაც არ უნახავს, უნდა დაუჯეროს იმას, ვინც მას მოუთხრობს იმაზე რაც მასაც არ უნახავს. თუმცა იმას, ვინც მას მოუთხრო ეს ამბავი, იმას თვითონაც არ უნახავს ეს ფაქტი, რადგანაც მასაც ვიღაცამ მოუთხრო და მანაც თავის დროზე ვალდებულება აიღო დაეჯერებინა ის რასაც უყვებოდნენ მიუხედავად იმისა რომ არ უნახავს, და იმან ვინც ამას უყვება მას, თავის დროზე მიიღო ეს ინფორმაცია იმისგან, ვისაც ეს არ უნახავს თუმცა ვალდებულება აიღო დაეჯერებინა ის რასაც ეუბნებოდა ის ვისაც ის, რასაც ის ამბობდა არასდროს არ უნახავს, თუმცა თავის დროზე აიღო ვალდებულება დაეჯერებინა ის რაც არასდროს არ უნახავს და ასე უსასრულოდ ყველას სჯერა ის რაც არავის არ უნახავს თუმცა ვალდებულება აქვთ აღებული რომ დაიჯერო

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ის ზეპირსიტყვიერებით და ქადაგებით ვრცელდებოდა, ყოველთვის წიგნიერი რელიგია იყო! მისი საფუძველი იყო ბიბლია, წმინდა წერილი! ქრისტიანი ვალდებულია შეისწავლოს საკუთარი რელიგია და არ დასჯერდეს მარტოოდენ სიტყვიერ თქმულებას.

Posted by: lasha kakauridze 27 May 2021, 23:56
Heracles12
QUOTE
გააჩნია რას დავუძახებთ "თავისით შექმნას". სოკო თავისით ამოდის და მზეც თავისით ამოდის, თუმცა ორივეს "თავისით" ამოსვლა ათასობით წლის წინანდელი ინფორმაციაა, ამჟამად ცნობილია როგორ ამოდიან ისინი. ის ფაქტი რომ "თავისით" მოხდა სამყაროს შექმნა მოდის ვარაუდებიდან, რომელიც სხვადასხვა ფაქტების ერთობლიობით მყარდება, და ეს ფაქტები ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარე დაკვირვების შედეგად დაგროვდა.
ყველაზე დიდი ფაქტი იმისა რომ ღმერთმა შექმნა სამყარო იქნება ის როდესაც ღმერთი გამოჩნდება

პოლიტიკოსებს აქვთ ასეთი საუბარი....როცა გინდა პირდაპირი პასუხი მიიღო და ალთას და ბალთას რომ ყვებიან......რა სოკო და რა მზის ამოსვლა? ან რა ფაქტები დაგროვდა? .....ანუ შენ ამბობ რომ შესაძლებელია არაფრისგან რაიმე შეიქმნას? ან მკვდარი მატერიისგან სიცოცხლე გაჩდეს? ....ეს დადასტურებულია?
QUOTE
ყველაზე რთული არის ის საკითხი, თუ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ღმერთი როდესაც გამოჩნდება, მიხვდეს ადამიანი რომ ის რაც გამოჩნდა არის ღმერთი. რა მახასიათებლები უნდა გააჩნდეს ღმერთს, რომ ის მივიჩნიოთ ღმერთად? რა უნდა გააკეთოს ღმერთმა ისეთი რომ მისი ღმერთობა დავინახოთ?

ღმერთი როგორ უნდა გამოჩდეს? წვერებიანი ბაბუა გგონია ღმერთი? ....არ ვიცი ალბათ მივხვდებით ან მიგვახვედრებენ რაღაც ენერგიებით ან დიდი ნათელით ...არვიცი ....
QUOTE
შენ შემომთავაზე ერთი კაცი. ფაქტების გარეშე მილიონი კაციც და ერთი კაციც რასაც არ უნდა ამბობდეს რა მნიშვნელობა აქვს, თუ ძალაზე და მორევაზე არ არის საქმე

ალბათ ვერ მიხვდი რა დაგიწერე ....მე დაგიწერე რომ საუკუნეების მანძილზე არსებობენ მილიონობით ადამიანი რომელიც ყვებიან უშუალო კავშირს და გამოცდილებას ღმერთან ...
შენ დამიწერე აი ეს
QUOTE
მილიონობით ადამიანის მონაყოლი შეიძლება დავუპირისპიროთ სხვა მილიონობით ადამიანის სხვა მონაყოლი და ისევ გაურკვეველი დარჩება საკითხი.

ხოდა ერთი კაცი მომიყვანეთ1ო ვინ მაგ მილიონს დაუპირისპირდებათქო ან როგორ უნდა დავუპირისპიროთ როცა თავის გამოცდილებას ყვებიან?

QUOTE
ეგრე ერთ დროს არაერთი მილიონი ადამიანი იმასაც ფიქრობდა რომ ებრაელები ცხოველებზე უარესები იყვნენ და იმ რწმენით აღვსილნი რო კარგ საქმეს აკეთებდნენ უამრავი ადამიანი წამებით დახოცეს....
ანუ შENI Nათქვამიდან რა გამოდის???რახან მილიონზე მეტი ნაცისტი ასე აზროვნებდა ესეიგი მართლები იყვნენ????

oldfriend

არასწორი შედარებააა ....შენი მაგალითი არის როდესაც ერთ პერიოდს მოიცავს და ერთი კაცის ხუშტურებზე დარბის მილიონი კაცი

მე ვამბობ რომ ათასწეულობის მანძილზე არსებობენ ადამიანები რომელიც უშუალო პირადი გამოცდილებიდან ყვებიან ღმერთზე, უშუაოდ ესაუბრებოდნენ ზეჰუნებრივ ძალებს და ამას მერ ფურცელზე გადმოქონდათ..

ალბათ ხვდები განსხვავებას

Posted by: oldfriend 28 May 2021, 00:38
lasha kakauridze
და რა იცი რომ მართლა ელაპარაკებოდნენ ღმერთს და გადმოქონდათ ნალაპარაკები ფურცელზე???
რა იცი რო ზღაპრები არ არის(თუმცა ზღაპრის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ბიბლიური ტექსტი)ვიღაცამ არ გამოიგონა და მერე სხვებმა უბრალოდ ფან ფიკების პონტში განავრცეს.

Posted by: lasha kakauridze 28 May 2021, 01:55
oldfriend
QUOTE
და რა იცი რომ მართლა ელაპარაკებოდნენ ღმერთს და გადმოქონდათ ნალაპარაკები ფურცელზე???

მე არაფერი არ ვიცი ..უბრალოდ მე მეუხერხულება აფერსტებად, გიჟებათ ან აფერისტებად მოვნათლო ამდენი ხალხი ....შე შეგიძლია რაც გინდა უწოდო ....მაგრამ ცოტა დამაფიქრებელი კი უნდა იყოს როდესაც სხვადასხვა მილიონობით ხალხი თავის გამოცდილებაზე საუბრობენ ზებუნებრივ ძალებთან....ეგ არის და ეგ ....

Posted by: Heracles12 28 May 2021, 02:46
lasha kakauridze

QUOTE
ანუ შენ ამბობ რომ შესაძლებელია არაფრისგან რაიმე შეიქმნას? ან მკვდარი მატერიისგან სიცოცხლე გაჩდეს? ....ეს დადასტურებულია?

მკვდარი ნიშნავს რომ რაღაცა ცოცხალი იყო და მოკვდა.

დადასტურებას რაც შეეხება - არის უამრავი ფაქტი რომ რომელიც კრეაციონიზმის თეორიას უარყოფს.

QUOTE
ღმერთი როგორ უნდა გამოჩდეს? წვერებიანი ბაბუა გგონია ღმერთი? ....არ ვიცი ალბათ მივხვდებით ან მიგვახვედრებენ რაღაც ენერგიებით ან დიდი ნათელით ...არვიცი ....

წვერებიანი ბაბუა თუ არ არის მაშინ რა არის?

* * *
QUOTE
ალბათ ვერ მიხვდი რა დაგიწერე ....მე დაგიწერე რომ საუკუნეების მანძილზე არსებობენ მილიონობით ადამიანი რომელიც ყვებიან უშუალო კავშირს და გამოცდილებას ღმერთან ...
შენ დამიწერე აი ეს

მეც ეგ ვიგულისხმე მილიონობით ადამიანში რასაც შენ ამბობ, გინდა ცალკე აღებული მილიონიდან ერთის ნათქვამი და გინდა ყველა მილიონობით ადამიანის ნათქვამი. დაუპირისპირე იმათი ნათქვამი რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ის არ უნახავთ. რატომ უნდა დავუჯეროთ იმ მილიონს რომლებიც ამბობენ რომ ღმერთს შეხვდნენ და რატომ არ უნდა დავუჯეროთ იმათ ვინც ამბობს რომ არ უნახავთ. იმათ თუ დაეჯერებათ, ამათ რატომ არ დაეჯერებათ
* * *
აგერ გვერდით თემაში კონფუციუსი იძახის ღმერთი ვარო და არავინ იჯერებს და როგორ უნდა დაუმტკიცოთ მას რომ ის ღმერთი არ არის, ან როგორ უნდა დაამტკიცოს მან რომ ღმერთია.

Posted by: lasha kakauridze 28 May 2021, 03:43
Heracles12
QUOTE
მკვდარი ნიშნავს რომ რაღაცა ცოცხალი იყო და მოკვდა.

სიტყვებზეც მეკიდები ........"არაცოცხალი" წავა?

QUOTE
წვერებიანი ბაბუა თუ არ არის მაშინ რა არის?

არ ვიცი....წმინდა წერილში წერია ამ სამყაროში ვერაფერს შეადარებო

QUOTE
მეც ეგ ვიგულისხმე მილიონობით ადამიანში რასაც შენ ამბობ, გინდა ცალკე აღებული მილიონიდან ერთის ნათქვამი და გინდა ყველა მილიონობით ადამიანის ნათქვამი. დაუპირისპირე იმათი ნათქვამი რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ის არ უნახავთ. რატომ უნდა დავუჯეროთ იმ მილიონს რომლებიც ამბობენ რომ ღმერთს შეხვდნენ და რატომ არ უნდა დავუჯეროთ იმათ ვინც ამბობს რომ არ უნახავთ. იმათ თუ დაეჯერებათ, ამათ რატომ არ დაეჯერებათ

რა უაზრო შედარებააა .....ასე მგონია ხავს ეჭიდები ....ვისაც არ უნახავს იმას როგორ უნდა შეადარო ვისაც უნახავს? ან როგორ უნდა დაუპირისპირო? ....მე არ მინახავს და რა გამოდის? ......ერთადერთი შეგიძლია იმ ადამიანებს უწოდო აფერისტები ან გალუცინაციაში მყოფები .....რავიცი ეგ ყველას ინდივიდუალური გადასაწყვეტია.....ან სად წაგვიყვანა საუბარმა მეც დავიკარგე.... ერთი და იგივე რაღაცაზე მიწევს თითოეულ პოსტში განმა4ტება .....უბრალოდ შენს პოსტს გამოვეხმაურე გულუბრყვილოდ ბრმა მორწმუნეებს რომ გვიწოდებ ....თუ ეგრე გინდა რომ ასეთები ვიყოთ გჯეროდეს, მე რა

QUOTE
არის უამრავი ფაქტი რომ რომელიც კრეაციონიზმის თეორიას უარყოფს.

რისი ფაქტი? არაფრისგან რომ რაღაცა იქმნება?.....

Posted by: Heracles12 28 May 2021, 09:15
lasha kakauridze

QUOTE

სიტყვებზეც მეკიდები ........"არაცოცხალი" წავა?

რას ეძახი სიტყვაზე გამოკიდებას? რომ გითხარი მკვდარი თავისთავად გულისხმობსთქო ცოცხალს.

QUOTE
არ ვიცი....წმინდა წერილში წერია ამ სამყაროში ვერაფერს შეადარებო

აუხსნელი როგორ უნდა ნახო, აღიქვა. შეუძლებელია ნახო ის რისი ახსნაც შეუძლებელია. სიტყვები იმისთვის არსებობს რომ რაღაცის ნახვა შევძლოთ.

* * *
QUOTE
რა უაზრო შედარებააა .....ასე მგონია ხავს ეჭიდები ....ვისაც არ უნახავს იმას როგორ უნდა შეადარო ვისაც უნახავს?

დავუშვათ უკანასკნელი 10000 წლის განმავლობაში დედამიწაზე იცოცხლა 20 მილიარდმა ადამიანმა. აქედან ვთქვათ მილიონი ამბობს ღმერთი ვნახეთო (ვინ რა ნახა ეგეც საკითხავია) დანარჩენ 19 მილიარდ რაღაცას არ უნახავს. რა გამოდის მილიონის სიტყვები დავიჯეროთ და დანარჩენის არა? ვთქვათ 1%-ის სიტყვები უპირისპირდება 99% სიტყვებს.
ასე შევადაროთ.
* * *
QUOTE
უბრალოდ შენს პოსტს გამოვეხმაურე გულუბრყვილოდ ბრმა მორწმუნეებს რომ გვიწოდებ ....თუ ეგრე გინდა რომ ასეთები ვიყოთ გჯეროდეს, მე რა

მე არ ვუწოდებ არავის არაფერს. რწმენის განმარტება ვიკითხე, როგორ უნდა მიხვდეთო რომ გამს ან სხვას რომ სწამსთქო, და გამოდის რომ, გულუბრყვილო დაჯერება არის საჭირო რომ ღმერთი ირწმუნო.

როგორ უნდა დაამტკიცოთქო რომ მორწმუნე ხარ. იქნება და ცდები და არ ხარ მორწმუნე და გგონია რომ ხარ. იქნება და მე ვარ მორწმუნე და ვერ ვხვდები.

Posted by: oldfriend 28 May 2021, 11:30
lasha kakauridze
ისლამისტებზე რა იტყვი.ეგენიც ელაპარაკებოდნენ საკუთარ ღმერთს და რა იცი რო ეგ არაა ჭეშმარიტება.
ბოლოს და ბოლოს უხერხულია მილიონობით ისლამისტს გიჟი დაუძაზო
* * *
lasha kakauridze
და კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან.
უამრავი ადამიანი არსებობს ვინც ქტულჰუს მიიჩნევს ღმერთად.
თან არანაკლებ პოპულარული წიგნია დაწერილი ქტულჰუზე დიდი ხნის წინ.
რატო გგონია რო ეს ხალხი ცდება?? უხერხული ხო არ იქნება რო გიჟები დავუძახოთ.

ან ავიღოთ ბრტყელი დედამიწის ადეპტები.რომლებიც ამბობენ რო დედამიწის სობრტყელე საკუთარი თვალით ნახეს.
ანუ მე კი არ დავიჯერებდი მაგრამ ეს ხალხი ყველა დროში არსებობდა,და ამას ყველა დროში ხედავდნენ.თან იმდენი არიან გიჟები რო დავუძახოთ უხერხულია ჩემთვის პირადად.

რა იცი იქნებ საიენტოლოგიაა ჭეშმარიტება.ამდენი ხალხი მხარს უჭერს სა პირდაპირ ამბობენ რო საიენტოლოგების შექმნილი პრეპარატები(რომელშიც ერთი მოკელულაც კი არაა მოქმედი ნივთიერების)უამრავ ადამიანს დაეხმარა.
ტომ კრუზი და ჯონ ტრავოლტაც კი საიენტოლოგები არიან(სრული სერიოზულობით).რა გამოდის ნუთუ ამდენი ხალხი ტყუილი მოწმეა და იდიოტობას სიმართლედ ასაღებს???? უხერხული არაა რო გიჟები ვუწოდოთ.

უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ამბობს რო უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს.ანუ რა გამოდის, შეიცვალა სამყაროს კონცეფცია და არაებობენ უცხოპლანეტელები??
ანუ ვიტყოდი სისულელეა მეთქი მაგრამ ერთი კაცი კი არ ამბობს(ერთ კაცს კიდე შეიძლება სიგიჟე შეტენო) პირიქით,უამრავია ასეთი.ანუ გიჟები არიან......
და ასე შემიძლია გავაგრძელო უსასრულოდ სანამ რაიმე ადეკვატურ არგუმენტებს არ მოიყვან

Posted by: Heracles12 29 May 2021, 15:25
დათიკო

QUOTE
მთლად ეგრეც არ არის საქმე.
მე ვსაუბრობ მხოლოდ ღვთის რწმენაზე. ასევე ისეთ რწმენაზე როგორიცაა მაგალითად ის რომ ბიბლია ღვთივსულიერი წიგნია, ანუ დაწერილია ღმერთის შთაგონებით და არა ადამიანების მიერ.

ღვთის რწმენაზე ვსაუბრობთ. ანუ დაჯერებაზე რომ ღმერთი არსებობს. დაჯერება რომ ღმერთი არსებობს არის წოდებული რწმენად. ამის დაჯერება გამომდინარეობს იქიდან რომ გჯერა რომ წმინდა წიგნს რასაც უწოდებ, ის არის წმინდა, და რომ ის არის დაწერილი ღმერთის შთაგონებით, თუმცა ღმერთის შთაგონება რა არის ესეც დაუდგენელია.
* * *
QUOTE
დანარჩენს გადამოწმება და შესწავლა ესაჭიროება. აი, მაგალითად როცა მეუბნებიან, რომ ღმერთი ერთია და არა ცხრა, მე ვიწყებ ამ ფაქტის გამოკვლევას შესწავლას და გააანალიზებას. უაზროდ არ მჯერავს რომ მართლა ერთია.

როგორ გამოკვლევ ამას? გამოკვლევა ცოცხალი ორგანიზმისა შესაძლებელია მაშინ როდესაც მას აქვს სიცოცხლისათვის დამახასიათებელი ნიშნები, ეს ნიშნები კი ღმერთს არ ახასიანეთებს. თუ რაღაცის რაოდენობის გარკვევა არის საჭირო, ის დათვლადი, გაზომვადი, აწონვადი უნდა იყოს, რაც უკვე თავისთავად გამორიცხულია რადგანაც მას არ აქვს ეს მახასიათებლები.
* * *
QUOTE
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ის ზეპირსიტყვიერებით და ქადაგებით ვრცელდებოდა, ყოველთვის წიგნიერი რელიგია იყო! მისი საფუძველი იყო ბიბლია, წმინდა წერილი! ქრისტიანი ვალდებულია შეისწავლოს საკუთარი რელიგია და არ დასჯერდეს მარტოოდენ სიტყვიერ თქმულებას.

ბიბლია რომ წმინდა წერილია როგორ დასტურდება? რა მახასიათებელი აქვს სიწმინდეს?
თუ რაღაცა ფაქტი მოხდა და ის წიგნად გამოიცა ეს ვერ ადასტურებს მის ე.წ. სიწმინდეს, ბუნებაში არ არის ცნობილი რაიმე რასაც შეიძლება დავუძახოთ წმინდა.

https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90

წმინდა- სუფთა, არამღვრიე, რაშიც სხვა არაფერი ურევია, სპეტაკი, პატიოსანი, წვრილი, ნაზი.

რომელია წმინდა წიგნის მახასიათებელი, რომელიც სხვა წიგნს არ შეიძლება გააჩნდეს.

Posted by: დათიკო 29 May 2021, 17:41
Heracles12
QUOTE
ღვთის რწმენაზე ვსაუბრობთ. ანუ დაჯერებაზე რომ ღმერთი არსებობს. დაჯერება რომ ღმერთი არსებობს არის წოდებული რწმენად. ამის დაჯერება გამომდინარეობს იქიდან რომ გჯერა რომ წმინდა წიგნს რასაც უწოდებ, ის არის წმინდა, და რომ ის არის დაწერილი ღმერთის შთაგონებით, თუმცა ღმერთის შთაგონება რა არის ესეც დაუდგენელია.

კი ბატონო. ასეა.
QUOTE
როგორ გამოკვლევ ამას? გამოკვლევა ცოცხალი ორგანიზმისა შესაძლებელია მაშინ როდესაც მას აქვს სიცოცხლისათვის დამახასიათებელი ნიშნები, ეს ნიშნები კი ღმერთს არ ახასიანეთებს. თუ რაღაცის რაოდენობის გარკვევა არის საჭირო, ის დათვლადი, გაზომვადი, აწონვადი უნდა იყოს, რაც უკვე თავისთავად გამორიცხულია რადგანაც მას არ აქვს ეს მახასიათებლები.

თეოლოგია არის საგანი, რომელიც ბიბლიაზე, წმინდა მამათა შრომებზე და სხვა მასალებზე დაყრდნობით შეისწავლის რელიგიის საკითხებს. რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ზუსტი, როგორც ფიზიკა ან მათემატიკაა, მაგრამ თავისი წესები გააჩნია.

QUOTE
ბიბლია რომ წმინდა წერილია როგორ დასტურდება? რა მახასიათებელი აქვს სიწმინდეს?

ნუ, რელიგიური სიწმინდე მატერიალურ სიწმინდესათან რომ არ არის კავშირში, იმედია ამას ხვდები. სუფთა და წმინდა სხვადასხვა ცნებებია.
წმინდა შესაძლოა იყოს ღვთის სიტყვა. ანუ, სიტყვა, რომელიც მომდინარეობს უფლისგან. მაგალითად ბიბლიური წინასწარმეტყველებები.
წმინდა შეიძლება იყოს წყალი, რომელიც იკურთხება და ღვთის მადლის მატარებელია. (მადლიც ცალკე განსასჯელი საგანია, რომელსაც თანამედროვე ტერმინოლოგიით შესაძლოა ენერგიაც ვუწოდოთ).
ბიბლია რომ წმინდაა, ამის დადასტურება შეუძლებელია. ესეც რწმენის საგანია. ჩვენ, ქრისტიანებს ამის გვწამს, მაგრამ ვერასოდეს დავარწმუნებთ სხვა რელიგიის მიმდევარს მის სიწმინდეში, თუ თავად არ იპოვის ამ რწმენას საკუთარ თავში.

Posted by: Heracles12 29 May 2021, 22:08
დათიკო

QUOTE
თეოლოგია არის საგანი, რომელიც ბიბლიაზე, წმინდა მამათა შრომებზე და სხვა მასალებზე დაყრდნობით შეისწავლის რელიგიის საკითხებს. რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ზუსტი, როგორც ფიზიკა ან მათემატიკაა, მაგრამ თავისი წესები გააჩნია.

თუ რელიგია არ არის ზუსტი, მაშინ ის არაზუსტია. არაზუსტი როგორ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. თუ ჭეშმარიტი არ არის, თუ ზუსტი არ არის ის არის მცდარი.
ის ხალხი, ვისაც წმინდა მამას ეძახი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, ადამიანები კონკრეტული უნარ-ჩვევებით, როგორც სხვა ადამიანები, ცოცხალი ორგანიზმები, რომლებსაც შეეძლოთ იმ კონკრეტულ პერიოდში ცხოვრება და სოციუმის სხვა წევრებთან ურთიერთობა. მათი შრომა არ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტებად, რადგანაც როგორც უკვე აღნიშნე რელიგია არ არის ზუსტი. მათი შრომებიც არაზუსტი არის და არაზუსტზე დაფუძნებული ვერ იქნება ზუსტი. მით უმეტეს მაგ პერიოდის ცოდნა ამჟამად არსებულ ცოდნას არ აღემატება არაფრით, პირიქით.
* * *
QUOTE
ნუ, რელიგიური სიწმინდე მატერიალურ სიწმინდესათან რომ არ არის კავშირში, იმედია ამას ხვდები. სუფთა და წმინდა სხვადასხვა ცნებებია.

წმინდას განმარტება იყო ზემოთ რაც დავდე. შენ რას ეძახი წმინდას?

QUOTE
წმინდა შესაძლოა იყოს ღვთის სიტყვა. ანუ, სიტყვა, რომელიც მომდინარეობს უფლისგან. მაგალითად ბიბლიური წინასწარმეტყველებები.
წმინდა შეიძლება იყოს წყალი, რომელიც იკურთხება და ღვთის მადლის მატარებელია. (მადლიც ცალკე განსასჯელი საგანია, რომელსაც თანამედროვე ტერმინოლოგიით შესაძლოა ენერგიაც ვუწოდოთ).

ან წმინდა ცეცხლი smile.gif

ეს რასაც წერ ყველაფერი არის რელიგიური სიმბოლიზმი და ნებისმიერი რამ შეიძლება შეირაცხოს წმინდად. თუმცა ამის ნახვა ან მიხვედრა ან დამტკიცება შეუძლებელია. თანაც წმინდა არ არის არაფერი, არაფერს ნიშნავს, ეს არის სიმბოლიზმი, ამ თვისებას (რაც ბუნებაში არ არსებობს) ვერანაირად ვერ აღიქვამს ადამიანი. თანაც ასე ვთქვათ წმინდად რაღაცის შერაცხვის პრიორიტეტი ე.წ. რელიგიური იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომ პირებს აქვთ და თუ სხვა ადამიანს რაღაცის სიწმინდის აღქმის უნარი არ გააჩნია, მაშინ როგორ უნდა ნახოს ის რასაც ვიღაც ადამიანები სიწმინდეს დაარქმევენ. მაგ: წმინდა ცეცხლის სიწმინდე როგორ უნდა ნახო? რით განსხვავდება წმინდა ცეცხლი სხვა ცეცხლისაგან? და როგორ შევამჩნიოთ ეს სიწმინდე?

Posted by: Heracles12 10 Jun 2021, 23:34
მორიგი კითხვა გამიჩნდა რწმენაზე - რწმენა ყოველწამიერად შეიგრძნობა თუ მხოლოდ მაშინ როდესაც ახსენდება ადამიანს?

განვავრცობ - სისხლი გამუდმებით მოძრაობს სხეულში გულის საშუალებით, თირკმლები გამუდმებით ფილტრავენ წყალს, ღვიძლი გამუდმებით ფილტრავს სისხლს და გამოიმუშავებს ნაღველს ა.შ. და ეს ყველაფერი ხდება მიუხედავად იმისა თუ რა საქმიანობით არის დაკავებული, მუშაობს, მირბის, ძინავს, სექსაობს და ა.შ. და რწმენაც ამგვარად მუდმივად აქვს ადამიანს თუ მხოლოდ მაშინ როდესაც ახსენდება? იმედია ნაფიქრი აქვთ მორწმუნეებს ამ საკითხზე და რაიმეს იტყვიან

Posted by: karlsoni 11 Jun 2021, 00:33

საინტერესო კითხვაა. . . .
გიპასუხებდი, მაგრამ წავედი, მწუხრის ლოცვა უნდა ჩავარაკრაკო. user.gif

Posted by: ვეგა 11 Jun 2021, 07:27
Heracles12
QUOTE
მორიგი კითხვა გამიჩნდა რწმენაზე - რწმენა ყოველწამიერად შეიგრძნობა თუ მხოლოდ მაშინ როდესაც ახსენდება ადამიანს?

როცა გყავს შვილი და ზრუნავ მასზე, როცა იცი სამუშაო გაქვს და ზრუნავ მასზე ასევეა ეს მომენტიც ოღონდ ცხოვრებისეულად როლი გაქვს ზრუნვის გააზრებული

Posted by: Heracles12 11 Jun 2021, 10:32
ვეგა

QUOTE
როცა გყავს შვილი და ზრუნავ მასზე, როცა იცი სამუშაო გაქვს და ზრუნავ მასზე ასევეა ეს მომენტიც ოღონდ ცხოვრებისეულად როლი გაქვს ზრუნვის გააზრებული

დასაფასებელია თქვენი მონდომება კითხვაზე პასუხის გაცემისათვის.

თუმცა ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია ეს პასუხი, ვერ ვაკავშირებ ერთმანეთთან შვილზე ზრუნვას და რწმენას.

Posted by: ვეგა 11 Jun 2021, 11:05
Heracles12
ზრუნავ სამყაროზე, ადამიანებზე, მოყვასზე, ყვ3ლა ცოცხალზე... ადამიანის არსი ესაა მხოლოდ გაზრდილის რომელმაც ამოიცნო თავის როლი, დიდბუნოვნება...

Posted by: kotte 11 Jun 2021, 11:28
QUOTE (KobSak @ 1 Dec 2020, 22:24 )
ხოდა ვინც ვერ იღებს ამ გზას, ისინი რატო იბადებიან?

- იმიტომ, რომ უშანსოდ სიკვდილი სასტიკი ბოროტებაა, ღმერთის არსი კი სიყვარულია;
- ნების თავისუფლება - ღმერთის სიყვარულის გამოვლინებაა ჩვენ მიმართ;
- თუმცა ბიოლოგიური ციკლი გარდაუვალია, სულიერი გამოცდილება "ბეჭდად" რჩება და გადაარჩენს ადამიანს;
- და ბოლოს, ადამიანი ხორციელ ფორმაში განსხეულებული უკვდავი, სულიერი არსებაა და მისი არსებობა უსასრულოა. ბოდიში ტავტოლოგიისათვის. fig.gif

Posted by: Heracles12 11 Jun 2021, 15:54
ვეგა

QUOTE
ზრუნავ სამყაროზე, ადამიანებზე, მოყვასზე, ყვ3ლა ცოცხალზე... ადამიანის არსი ესაა მხოლოდ გაზრდილის რომელმაც ამოიცნო თავის როლი, დიდბუნოვნება...

სამყაროზე, ადამიანებზე, მოყვასზე და ყველა ცოცხალზე ზრუნვა მორწმუნეს ექსკლუზივია? ერთმანეთზე ე.წ. "ზრუნვა" ყველა სოციალური ცხოველის დამახასიათებელი ქცევაა და ამას მხატვრულად "ხელი ხელს ბანს" ეწოდება

კითხვა კი არის რწმენა ყოველწამიერი არის თუ გახსენებაზეათქო? ანუ როდესაც ადამიანს სძინავს, მღერის, ცეკვავს, სექსაობს, ჭამს მაშინაც სწამს თუ მხოლოდ მაშინ როდესაც ახსენდება ღმერთი?

Posted by: ვეგა 11 Jun 2021, 16:09
Heracles12
მე უკვე გავეცი პასუხი ვფიქრობ smile.gif როცა ხარ მშობელი ყოველ წამს ფიქრობ შვილზე? აი რაღაც მსგავსი კითხვაა)) თუ შემიტრიალებთ და შემომიტრიალებთ კითხვას შინაარსი მაინც იგივეა... ეს ინდივიდუალურია, ყველა მშობელი იგივე ოდენობით ფიქრობს შვილზე? ყველა მუშაკი პროფესიონალია?

Posted by: Heracles12 11 Jun 2021, 16:38
ვეგა

QUOTE
მე უკვე გავეცი პასუხი ვფიქრობ  როცა ხარ მშობელი ყოველ წამს ფიქრობ შვილზე? აი რაღაც მსგავსი კითხვაა)) თუ შემიტრიალებთ და შემომიტრიალებთ კითხვას შინაარსი მაინც იგივეა... ეს ინდივიდუალურია, ყველა მშობელი იგივე ოდენობით ფიქრობს შვილზე? ყველა მუშაკი პროფესიონალია?

შეუძლებელია მუდმივად ფიქრობდე შვილზე ან ნებისმიერ რამეზე, სწორედ ამიტომ გავაკეთე შედარება გულის მიერ სისხლის ტუმბვისა და თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციისა. შვილზე შეიძლება არც იფიქრო მთელი დღე ისე იყო დაკავებული. შენი სიტყვებიდან გამოდის რწმენაც გახსენებაზე ყოფილა.

Posted by: ვეგა 11 Jun 2021, 16:49
Heracles12
რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ გულწრფელად გასცეთ პასუხი? ისევ შედარება რომ გავაკეთო> კითხულობთ როგორია მწარე... გიხსნიან გიხსნიან... მარა რჩება იქ უმნიშვნელოვანესი: უნდა განიცადო, იგემო, შეიგრძნო... ეს შინაგანი მომენტია, გააზრებული მომენტია, ქროსტეს ებრძვით ისე რომ გააზრებული არ გაქვთ ვის ებრძვით, ეს ხომ თავად ულოგიკობაა და გასაკვირი თავად ლოგიკის მომხრისგან

Posted by: Heracles12 11 Jun 2021, 17:00
ვეგა

QUOTE
რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი

მიჩნდება უამრავი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ვცდილობ. რაში მჭირდება - შეიძლება სხვადასხვაგვარი პასუხი დავწერო, თუმცა მხოლოდ ტვინმა იცის რეალური მიზეზი, რომელის ზუსტი ფორმულირება გაცნობიერებულად შეუძლებელია.
* * *
QUOTE
კითხულობთ როგორია მწარე... გიხსნიან გიხსნიან... მარა რჩება იქ უმნიშვნელოვანესი: უნდა განიცადო, იგემო, შეიგრძნო... ეს შინაგანი მომენტია, გააზრებული მომენტია,

სწორედ ეგ არის პრობლემა, თქვენ ცდილობთ ახსნათ ის (როგორც ამბობთ) რაც უნდა შეიგრძნო, თუმცა ასევე ამბობთ რომ ამის ახსნა შეუძლებელია. თუ ამ შეგრძნების ახსნა შეუძლებელია, როგორ ხვდებით რომ ის რასაც თქვენ გრძნობთ (როდესაც საუბრობთ რწმენაზე) და ის რასაც სხვა გრძნობს, ერთიდაიგივე გრძნობაა. ოქსიმორონი გამოგდით თუმცა ამას ვერ ამჩნევთ ან არ იმჩნევთ.
* * *
QUOTE
ქროსტეს ებრძვით ისე რომ გააზრებული არ გაქვთ ვის ებრძვით, ეს ხომ თავად ულოგიკობაა და გასაკვირი თავად ლოგიკის მომხრისგან

როგორ უნდა ვებრძოლო იმას რაც არ არსებობს. ეს თქვენ "მორჩილებთ" იმას რაც არ არსებობს და თანაც სხვები ცდილობთ დაარწმუნოთ არარსებულის არსებობაში.

Posted by: ვეგა 11 Jun 2021, 17:11
Heracles12
QUOTE
სწორედ ეგ არის პრობლემა, თქვენ ცდილობთ ახსნათ ის (როგორც ამბობთ) რაც უნდა შეიგრძნო, თუმცა ასევე ამბობთ რომ ამის ახსნა შეუძლებელია. თუ ამ შეგრძნების ახსნა შეუძლებელია, როგორ ხვდებით რომ ის რასაც თქვენ გრძნობთ (როდესაც საუბრობთ რწმენაზე) და ის რასაც სხვა გრძნობს, ერთიდაიგივე გრძნობაა. ოქსიმორონი გამოგდით თუმცა ამას ვერ ამჩნევთ ან არ იმჩნევთ.

ხოდა მშობლის მაგალითი ამიტომ მოვიყვანე, მგონია გაიგებდა ადამიანი ამას, ნუ გადაყევით ამ ტვინს smile.gif მის ტყვეობაში ყოფნას ჯობია ის დაიმორჩილოთ შეძლებისდაგვარად sad.gif
* * *
QUOTE
როგორ უნდა ვებრძოლო იმას რაც არ არსებობს. ეს თქვენ მორჩილებთ იმას რაც არ არსებობს და თანაც სხვები ცდილობთ დაარწმუნოთ არარსებულის არსებობაში.

დავწერდი მაგრამ გავა დრო ისევ იკითხავთ))

Posted by: Heracles12 11 Jun 2021, 17:19
ვეგა

მწარე უნდა შეჭამოს ორმა ადამიანმა რომ გარკვეული წარმოდგენა შეექმნას მწარეზე, თუმცა ორივე ადამიანისთვის მწარე შესაძლოა სხვადასხვანაირად აღთქმადი იყოს, თუმცა ზოგადი მნიშვნელობა სიმწარისა ორივესთვის გასაგები იქნება, თუმცა ვერასდროს ვერც ერთი მათგანი ვერ გაიგებს თუ როგორ აღიქვამს მეორე სიმწარეს. ანუ ის ემოცია რომელსაც ჩემთვის მწარეს თან ახლავს, ვერასდროს ვერ იქნება შემოწმებული თქვენს მიერ და შესაბამისად შედარებული თქვენს მიერ მიღებულ ემოციას როდესაც თქვენ მწარეს მიირთმევთ. ანუ, როდესაც ჩვენ ფიზიკურად გვაქვს შეხება რაღაც გემოსთან, მაშინაც კი შეუძლებელი ხდება ზუსტი კომუნიკაცია ერთსადა იმავე საკითხზე.

ახლა წარმოიდგინეთ საუბარი იმაზე რაც არავის უნახავს, არავინ შეხებია, არავის უსუნია და ა.შ. როგორ შეიძლება არ არსებულზე ისე საუბარი რომ ეს ყველაფერი ორი ადამიანისათვის გასაგები გახდეს. lol.gif ამბობთ ღმერთი და ვინ იცის ვინ რას მოისაზრებს ამ სიტყვის ქვეშ gigi.gif და ის რასაც თქვენ გულისხმობთ სიტყვა ღმერთის ქვეშ და ის რასაც გულისხმობს მაგალითად პატივცემული თანაფორუმელი Lasha Kakauridze ან ასევე პატივცემული temart გულისხმობს ერთსადაიმავეს?
* * *
ვეგა

QUOTE
ხოდა მშობლის მაგალითი ამიტომ მოვიყვანე, მგონია გაიგებდა ადამიანი ამას

ჰო, რადგანაც ეს თქვენთვის როგორღარცნაირად გასაგებ ფორმულირებად მიგაჩნიათ, არ ნიშნავს რომ ეს გასაგები იყოს ჩემთვის ან თუნდაც სხვა ადამიანისთვის.

QUOTE
ნუ გადაყევით ამ ტვინს  მის ტყვეობაში ყოფნას ჯობია ის დაიმორჩილოთ შეძლებისდაგვარად

ვერ გადავყვები ვერანაირად gigi.gif საქმე ის არის რომ სწორედ ტვინის "ტყვეობაში" ვართ და ამას ვერ ხვდება 99,99%, თუმცა მშვენივრად ესმით ღმერთის lol.gif და ურთიერთობს მასთან და თანაც სიკვდილის შემდეგ ცხოვრებასაც აპირებს lol.gif
* * *
QUOTE
დავწერდი მაგრამ გავა დრო ისევ იკითხავთ))

რადგანაც თქვენ დარწმუნებული ხართ რომ გარკვეული დროის მერე ისევ ვიკითხავ, თქვენ არ წერთ, და თუ სხვამ იკითხა გარკვეული დროის მერე, მაინც არ დაწერთ რადგანაც სხვამ თუ იკითხა და თქვენ რომ დაწეროთ, იმან შეიძლება ისევ იკითხოს და ამიტომ უმჯობესია არ დაწეროთ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)