Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > იონჯა


Posted by: lado1977 19 Apr 2012, 22:42
გამარჯობა ყველას, რაღაც-რაღაც ცხოველების ყოლას ვაპირებ და ყველას იონჯა ესაჭიროება ნუ იონჯის გარდა სხვა რამეც რა თქმა უნდა, საერტოდ წარმოდგენა არ მაქვს იონჯის მოყვანა მოვლის. მაგალიტად: როდის ითესება,რამდენ ხანში ითიბება და რამდენჯე სეზონზე, თესლის ყიდვა სად შეიძლება და ჰა-ზე რამდენი ჭირდება და ასე შემდეგ.... მოკლედ თქვენი დახმარების დიდი იმედი მაქვს yes.gif დიდი მადლობა ყველას

Posted by: dzleviskedeli 19 Apr 2012, 22:52
იონჯაიონჯა (Medicago), მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს 70—90 სმ (ზოგჯერ 150 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან. ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15—20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ოვალურთირკმლოსებრი თესლი ყვითელი ან მოყვითალო-წაბლაა. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5—10 მ-მდე) ჩადის. ცნობილია იონჯის 100 სახეობა, რომლებიც გავრცლებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. პირუტყვი იონჯის ყველანაირ საკვებს გემრიელად ჭამს, ადვილად ინელებს (მონელებადობა 70—80%-ს აღწევს). 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 21,7 საკვებ ერთეულს და 4,1 კგ მონელებად ცილას (პროტეინს); 100 კგ თივა — 45,3 საკვებ ერთეულს და 10,3 კგ მონელებად ცილას. იონჯის სამშობლოა ირანი, შუა აზია და კავკასიის მთები და მთისწინები. საქართველოში იონჯა ყველგან გვხვდება. გავრცელებულია სლავური ადგილობრივი და უნგრული ადგილობრივი ჯიშები. ადგილობრივი ჯიშია ქართული იონჯა.

http://www.mechanization.ge/?action=page&p_id=79

Posted by: ჯიმი ლევი 19 Apr 2012, 23:43
არა და იყო თემა იონჯაზე .
ვეღარ ვპოულობ .
იყოს ესეც . თუ ვიპოვი ძველს , შევუერთებ .

Posted by: dzleviskedeli 20 Apr 2012, 00:21
ჯიმი ლევი

ამას გუისხმ0ბ?

http://forum.ge/?f=41&showtopic=34380905

Posted by: lado1977 20 Apr 2012, 00:25
გმადლობთ გამოხმიანებისთვის, ეს იონჯის ზოგადი დახასიატება და მოყვანა მოვლაზე რას მეტყვიტ?

Posted by: dzleviskedeli 20 Apr 2012, 00:31
lado1977


http://www.mechanization.ge/?action=page&p_id=79

რაც აქ წერია მაგდენიც არ უნდა დაჟე wink.gif

Posted by: ჯიმი ლევი 20 Apr 2012, 00:44
dzleviskedeli
QUOTE
ამას გუისხმ0ბ?

არა smile.gif
ადრე წავიკითხე თემა
ალბათ შარშან
დაწვრილებით იყო იონჯაზე ყველაფერი მგონი smile.gif .
ეხლა კი ვერ ვპოულობ .

Posted by: lado1977 20 Apr 2012, 01:28
QUOTE
http://www.mechanization.ge/?action=page&p_id=79

რაც აქ წერია მაგდენიც არ უნდა დაჟე wink.gif

გაიხარე, დიდი მადლობა ყურადღებისთვის
ჯიმი ლევი
QUOTE
არა და იყო თემა იონჯაზე .
ვეღარ ვპოულობ .
იყოს ესეც . თუ ვიპოვი ძველს , შევუერთებ .

მეც გადავაბრუნე ფორუმი და ვერსად ვერაფერი ვნახე sad.gif იმის გარდა რომ იონჯა კარგია ბალახის მჭამელი ცხოველებისთვის smile.gif
* * *
რა მაინტერესებს, ყველგან სასუქები წერია და ამ შხამ-ქიმიკატების გარეშე იონჯაც არ მოდის? sad.gif
* * *
dzleviskedeli
QUOTE

ამას გუისხმ0ბ?

ქერი,ხორბალი,სიმინდი, იონჯა

ეგეც მე გავხსენი wink.gif

Posted by: mahamba 30 Apr 2012, 16:33
რა რაოდენობით ითესება დასად შეიძლება ყიდვა?

* * *
მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების წარმოების ტექნოლოგია
(მომზადებულია RDRL პროექტის ფარგლებში)


იონჯა. საქართველოში სამრეწველო მიზნისათვის იონჯის რამდენიმე სახეობიდან გამოყენებულია ლურჯი და ყვითელი. ლურჯი იონჯა, ჩვეულებრივ, სარწყავ მიწებზე მოჰყავთ, ხოლო ყვითელი, რომელიც შედარებით გვალვაგამძლეა, ძირითადად, ურწყავ მიწათმოქმედებაშია გამოყენებული. ლურჯი იონჯის ფართობების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება მეცხოველეობის დაბლობ და მთისწინა ზონებში, ძირითადად იქ სადაც სარწყავებია, თუმცა მაღალნალექიან პირობებში მისი წარმოება ურწყავადაც შეიძლება. უნდა გვახსოვდეს, რომ მის პროდუქტიულობას განაპირობებს ხარისხინი, აბრეშუმასაგან გაწმენდილი თესლის თესვა, ღრმად მოხნულ და სათანადოდ დამუშავებულ ნიადაგში, რომელიც განოყიერებული უნდა იყოს ორგანულ-მინერალური სასუქების სამი წლის ნორმით. თესვის წინა კულტივაციაში უნდა შევიტანოთ ე.წ. აზოტის სასტარტო ნორმა 50-75 კგ/ჰა ამონიუმის გვარჯილა, ხოლო გათიბვებს შორის სასურველია, გამოკვებოს აზოტის იგივე რაოდენობით. გამოკვება ტარდება გათიბვისთანავე, მცენარის წამოზრდის დაწყებამდე. ამის შემდეგ სარწყავ პირობებში იგი დაუყოვნებლივ უნდა მოირწყას. ამ შემთხვევაში დაბლობ ზონებში იგი შეიძლება 5-6-ჯერ გაითიბოს და მივიღოთ 800-1000 ც/ჰა მწვანე მასა. ასევე ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა ნათესი საძოვრად გამოიყენება, მხოლოდ ამ დროს ნაკვეთზე პირუტყვი უნდა გაუშვათ სასუქების შეტანიდან 3-4 კვირის შემდეგ.
ადგილი თესლბრუნვაში. იონჯისათვის კარგი წინამორბედებია სათოხნი კულტურები: სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი, თამბაქო, ბაღჩეული, რომლებიც მინდორს სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში ტოვებენ, აგრეთვე თავთავიანი პურეულებისაგან განთავისუფლებული მინდორი.
ნიადაგის დამუშავება. საფარი კულტურის ქვეშ თესვის შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს საფარი კულტურის მოთხოვნების შესაბამისად. უსაფროდ გაზაფხულზე თესვისათვის ნიადაგი უნდა მოიხნას მზრალად და დამუშავდეს მზრალის სისტემის შესაბამისად. თუ თესვის წინ ნიადაგის ზედაპირი ზედმეტად ფხვიერია, საჭიროა თესვამდე მისი მოტკეპნა საგორავებით. ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე თესვის შემთხვევაში ხნული თუ ბელტიანია, უნდა დამუშავდეს საჭიროების მიხედვით დისკოებიანი იარაღით ბელტის სრულ დაშლამდე. ფერდობებზე ნიადაგის დამუშავება ტარდება დახრილობის გარდიგარდმო მიმართულებით.
თესლის მომზადება დასათესად და თესვა. გაზაფხულზე იონჯა უნდა დაითესოს 10 აპრილიდან 30 აპრილამდე, ხოლო შემოდგომით 20 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე.
იონჯა ითესება როგორც სუფთად, ისე მრავალწლიან მარცვლოვან საკვებ ბალახებთან ნარევში, საფარქვეშ ან უსაფროდ. უპირატესობა უნდა მიეცეს ნარევად თესვას, რადგან ამ შემთხვევაში მიიღება მაღალყუათიანი, ცილებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული საკვები. სუფთად ითესება სათესლე ნათესები. იონჯასთან ნარევში შეიძლება დაითესოს ერთი ან ორი მარცვლოვანი კომპონენტი: კოინდარი, სათითურა, მდელოს წივანა, მდელოს ტიმოთელა.
საფარი კულტურის ქვეშ იონჯა, როგორც წესი ითესება გაზაფხულზე, ხოლო საფარი კულტურა (საშემოდგომო ხორბალი, ჭვავი, ქერი) მისთვის დადგენილ ვადაში 10-15 %-ით შემცირებული ნორმით. თესვა უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში, საფარი კულტურის მწკრივების გარდიგარდმო მიმართულებით. თუ საფარ კულტურად გამოიყენება შვრია ან საგაზაფხულო ქერი, ამ შემთხვევაში იონჯა და საფარი კულტურა ითესება ერთდროულად, ერთ ვადაში – ჯერ საფარი კულტურა, შემდეგ იონჯა.
სათივედ ბალახნარევი უნდა დაითესოს ჩვეულებრივ მწკრივად, ხოლო სამარცვლედ უპირატესობა ფართო მწკრივად თესვას ეძლევა.
სუფთად იონჯა უნდა დაითესოს თივად 14-16 კგ/ჰა-ზე. სათესლედ 6-8 კგ; ორკომპონენტიან ნარევში: იონჯა 9-11 კგ, კოინდარი 12-14 კგ, სათითურა 10-12 კგ, მდელოს წივანა 10-12 კგ, მდელოს ტიმოთელა 5-7 კგ; სამკოპონენტიან ნარევში: იონჯა 6-8 კგ, კოინდარი 5-7 კგ, სათითურა 5-7 კგ, მდელოს წივანა 6-8 კგ, მდელოს ტიმოთელა 4-5 კგ.
თესლის ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ-ია. უფრო ღრმად (4-5 სმ) თესვა დასაშვებია მსუბუქი შედგენილობის ნიადაგზე.
თესვა უნდა ჩატარდეს სზტნ-31, სზტნ-47, სზტნ – 19 მარკის სათესებით, ან თუ ეს სათესები არ არის სზნ-24-ით.
თესვის წინ და თესვის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს.
იონჯას წვრილი თესლი აქვს. ამიტომ სუფთა სახით ხორბლის სათესით თესვის დროს ნორმის დაცვის მიზნით, თესლს უნდა შეერიოს ბალასტი (გრანურილებული სუპერფოსფატი, გაცრილი მშრალი ქვიშა, გადამწვარი ფხვიერი ნაკელი). ერთ ჰექტარზე დასათესი თესლი უნდა აირიოს 20-25 კგ ბალასტში.
თესლი ისე უნდა მოვაბნიოთ, რომ მობნევის შემდეგ რაღაც რაოდენობა დაგვრჩეს. დარჩენილი თესლი ისევ თანაბრად უნდა განაწილდეს მთელ ფართობზე და ა.შ. თესვის დამთავრების შემდეგ ნათესზე მსუბუქი ზიგზაგი ან დაწნული ფარცხი უნდა გადატარდეს და შემდეგ დაიტკეპნოს. საფარი კულტურების ქვეშ თესვა უნდა ჩატარდეს ჯეჯილის დაფარცხვის წინ.
ნათესის მოვლა. იონჯის საფარის გარეშე წარმოებისას დასაშვებია თესვამდე ან აღმოცენებამდე ნიადაგის 24 %-იანი გერბიტრეფით (პროდატე) 6 ლ/ჰა შესხურება, დაუყოვნებლივ ჩაკეთებით ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ. ძველ სათესლე ან ვეგეტაციის პირველი წლის ნათესებში ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ შესაძლებელია 48 %-იანი ბაზაგრანის 2 კგ/ჰა გამოყენება კულტურის 1-2 ფოთლის (შერეულში თავთავიანების ბარტყობაში). იონჯის სათესლე ნაკვეთებში ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნების, ზოგიერთი ორლებნიანი სარეველებისა და რაც მთავარია აბრეშუმას კერების მოსასპობად გამოიყენება 50 %-იანი კერბი ვ 4-5 კგ/ჰა, ოღონდ 3-4 ფოთლის ფაზაში. ჰერბიციდების გამოყენების თავის არიდების შემთხვევაში კი ახლადაღმოცენებული ნათესის დასარევლიანების შემთხვევაში იგი უნდა გაიმარგლოს ან გაითიბოს და ეს მასა დაუყოვნებლივ გაიზიდოს ნაკვეთიდან.
ყოველი გათიბვის შემდეგ მოსავალი ოპტიმალურ ვადაში უნდა გაიზიდოს, ჩატარდეს ნათესის გამოკვება, დაფარცხვა და სარწყავებში მორწყვა.
საფარქვეშ თესვისას იონჯის უკეთესად განვითარებისა და გადაზამთრებისათვის საფარი კულტურების მოსავალი აღებულ უნდა იქნეს მაღალ ჭრაზე (15-20 სმ). ნამჯა მინდვრიდან გატანილ უნდა იქნას იმავე ან მეორე დღეს. მეორე წელს, ადრე გაზაფხულზე, ბალახის წამოზრდამდე, ნაწვერალი უნდა გაითიბოს დაბალ ჭრაზე და გატანილ იქნას მინდვრიდან.
მოსავლის აღება. იონჯა სათივედ უნდა გაითიბოს ყვავილობის დაწყების ფაზაში, ხოლო მწვანე საკვებად ადრე დაკოკრების დროს. ბალახნარი უნდა გაითიბოს ნიადაგის ზედაპირიდან 6-8 სმ სიმაღლეზე. ამ შემთხვევაში მცენარეები უფრო ძლიერ იტოტებიან შემდეგ გათიბვისათვის და იძლევიან უფრო მაღალ მოსავალს. შემოდგომაზე ბოლო გათიბვა უნდა ჩატარდეს 10-12 სმ სიმაღლეზე, რადგან დარჩენილი ნაწვერალი კარგად აკავებს თოვლს და იცავს ნიადაგს ეროზიისაგან. ფოთლების მეტი რაოდენობით შენარჩუნების მიზნით გათიბული ბალახი მოუგროვებლად უნდა დავტოვოთ რამდენიმე დღე, შემდეგ კი მოვფოცხოთ ღვარეულებად და საბოლოოდ გაშრობის შემდეგ გავიტანოთ ნაკვეთიდან, რომ ახალი წამონაზარდის განვითარებას ხელი არ შეეშალოს. კარგი ხარისხის თივა უნდა იყოს მწვანე ფერის, სასიამოვნო სუნით და ტენიანობით არაუმეტეს 20 %-ისა.
ესპარცეტი. ურწყავი მიწათმოქმედების პირობებში იგი შეუცვლელი კულტურაა მისი აგრობიოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ადგილი თესლბრუნვაში. ესპარცეტი თესლბრუნვაში ჩერდება არა უმეტეს 2-3 წელიწადს. მისთვის სასურველი წინამორბედია სათოხნი კულტურები და თავთავიანები. თვით ესპარცეტი კარგი წინამორბედია თითქმის ყველა კულტურისათვის.
ნიადაგის დამუშავება. საფარქვეშ თესვის შემთხვევაში ესპარცეტისათვის ნიადაგის დამუშავება ისეთივეა, როგორიც საფარი კულტურებისათვის.
ესპარცეტის შემოდგომაზე თესვისათვის ნიადაგი უნდა მოიხნას წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე წინმვხნელიანი გუთნით. ნიადაგის თესვისწინა დამუშავება ტარდება ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით. გაზაფხულზე დასათესად იქ, სადაც ამის საშუალებაა, ნიადაგი უნდა დამუშავდეს მზრალის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან და ძლიერ დახრილობის ფერდობებზე ნიადაგი უნდა მოიხნას ადრე გაზაფხულზე და დამუშავდეს ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით.
თესლის მომზადება დასათესად და თესვა. სხვა მრავალწლიანი ბალახების მსგავსად ესპარცეტი ითესება როგორც შემოდგომაზე (აგვისტოს მეორე ნახევარი, სექტემბრის პირველი ნახევარი), ისე ადრე გაზაფხულზე. იგი ძირითადად ითესება გვალვიან, ურწყავ პირობებში. ამიტომ მისი თესვის დრო უნდა განისაზღვროს კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებულებით - თუ არსებობს დროული და თანაბარი აღმონაცენის მიღების გარანტია, იგი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თესვა გადატანილ უნდა იქნას გაზაფხულზე. ესპარცეტი შეიძლება დაითესოს როგორც საფარი კულტურის გარეშე, ისე საფარქვეშ, სუფთად ან მრავალწლიან მარცვლოვან საკვებ ბალახებთან ნარევში.
საშემოდგომო თავთავიანი კულტურების საფარქვეშ ესპარცეტი უნდა დაითესოს ადრე გაზაფხულზე ხორბლის სათესი მანქანით, საფარი კულტურის მწკრივების გარდიგარდმო, ხოლო თუ საფარი კულტურის და ესპარცეტის თესვა ერთდროულად ტარდება გაზაფხულზე, ჯერ უნდა დაითესოს საფარი კულტურა ნიადაგის დატკეპნით და შემდეგ ესპარცეტი საფარი კულტურის ნათესის გარდიგარდმო მიმართულებით, ან მის დიაგონალზე (სათესის გამოთესვის ნორმაზე დაყენების წესი იხილეთ თავთავიანი პურეული კულტურების რეკომენდაციაში).
ესპარცეტის თესვის ნორმებია: სუფთად თესვის დროს 100-120 კგ, ორკომპონენტიან ნარევში: ესპარცეტი 70-75კგ, სათითურა 10-12 კგ, მდელოს წივანა 10-12 კგ, კაპუეტა 6-10 კგ; სამკომპონენტიან ნარევში: ესპარცეტი 40-75კგ, სათითურა 5-7 კგ, მდელოს წივანა 6-8 კგ, კაპუეტა 6-8 კგ.
თესლის ჩათესვის სიღრმე მძიმე ნიადაგზე 2-3 სმ, მშრალ და მსუბუქ ნიადაგზე 4-6 სმ.
ძლიერ დაქანებულ და მცირე ზომის ნაკვეთებზე ესპარცეტი ხელით უნდა დაითესოს, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღვროს საჭირო თესლის რაოდენობა, თანაბრად განაწილდეს ნაკვეთზე და ჩაკეთდეს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეზე, თესვის შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს (ხელით თესვის წესი იხილეთ იონჯის რეკომენდაციაში).
საფარი კულტურის ქვეშ თესვა უნდა დაემთხვეს საფარი კულტურის ჯეჯილის საგაზაფხულო დაფარცხვას.
ნათესის მოვლა. ესპარცეტი მეტად მგრძნობიარეა სარეველების მიმართ, ამიტომ მისი ახალი ნათესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიმარგლოს ან წაითიბოს და განათიბი მასა სასწრაფოდ გამოტანილ იქნეს ნათესიდან. დიდი მნიშვნელობა აქვს საფარი კულტურის დროზე და შემჭიდროებულ ვადაში აღებას და მინდვრის დროზე განთავისუფლებას ნამჯისა და სხვა ანარჩენებისაგან. საფარი კულტურების მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს მაღალ ჭრაზე (15-18 სმ), რაც უზრუნველყოფს ნათესის ნორმალურ გადაზამთრებას. კარგ შედეგს იძლევა გათიბვის შემდეგ ნათესის გამოკვება და დაფარცხვა.
მოსავლის აღება. ესპარცეტი თივად უნდა ავიღოთ დაკოკრების ფაზაში. სრულ ყვავილობამდე დაგვიანება ბევრ დანაკარგებთან არის დაკავშირებული - თივა უხეშდება, კარგავს კვებით ღირებულებას. გათიბვა უნდა მოხდეს 6-8 სმ სიმაღლეზე. ბალახი ერთი ან ორი დღე გაშლილი ან ღვარეულად შეგროვილი უნდა დარჩეს. თუ მასა დიდია, იგი მეორე ან მესამე დღეს უნდა გადაბრუნდეს, ამის შემდეგ თივა უნდა დაბულულდეს, ნაკვეთიდან მალე გაიზიდოს და დაიზვინოს, რადგან 3-4 დღით დაგვიანების შემთხვევაშიც კი ბულულების ქვეშ ნათესი ზიანდება. თივა მზადაა დასადგმელად, როცა ბულულიდან აღებული თივის კონა გადაგრეხისას ტყდება.
განოყიერება. სასუქის დოზები და შეტანის ვადები იგივეა, როგორც იონჯისთვის.
პარკოსანი ბალახების მავნებელ-დავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები. პარკოსან ბალახებს აზიანებენ ნაირჭამია მავნებლები - კალიები, მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, ხვატრები, მდელოს ფარვანა, კარადრინა და სპეციალიზირებული მავნებლები - ბუგრები, ბაღლინჯოები, ფიტონომუსები, კოღონები, ტიხუსები, სქელფეხიანები, მემარცვლიები, მეგალეები და ა. შ. დავადებებიდან კი ფესვის სიდამპლეები, ასკოხიტოზი, ცერკოსპოროზი და სხვა ლაქიანობები, პერონოსპოროზი, ჟანგა, ნაცარი, რიზოკტონიოზი, სხვადასხვა ჭკნობები, ბაქტერიული და ვირუსული დავადებები.
მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების მავნებელ-დავადებებისა და სარეველების საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება წინამორბედი კულტურის აღებისთანავე, ნიადაგის აოშვით სარეველებისა და ძირითადი კულტურის თესლის ნაცვენის პროვოცირებისა და მოსპობისათვის. ბალახების თესლი შეიძლება დამუშავდეს ინდაზოლით (1-1.5კგ/ტ) ან სხვა რომელიმე თესლის დასამუშავებელი პრეპარატით, მაგრამ არა უადრეს 1 თვისა მის ნიტროგენიზაციამდე. მომღრღნელი ხვატრებისა და ნიდაგის სხვა მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა გრანულირებული 5 ან 10%-იანი ბაზუდინის, ანდა დურსბანის (50 კგ/ჰა) ნიადაგში შეტანა.
აღმონაცენის ფაზაში ებრძვიან კალიებს, გამოჩენის შემთხვევაში და კოჟრის ცხვირგრძელებს, შემდეგ კი ფიტონომუსის, ბაღლინჯოების და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ტარდება პერიდულად წამლობა სინთეზური პირეტროიდებით (მაგ., 0,24 ლ/ჰა შერპა (არივო), ან 0,15 ლ/ჰა დეცისი, 0,1 ლ/ჰა კარატე) ან ფოსფორგანული პრეპარატებით (მაგ., 2-2,5 ლ/ჰა ბაზუდინი კგ/ჰა), რომელთაც ფუზარიოზების და სხვა ფესვის სიდსმპლეების, ან ნაცრების და ასკოხიტოზის თავიდან ასაცილებლად ემატება 0,3 კგ/ჰა ვექტრა ან 1,5-2,0 კგ/ჰა; ტილტი ან 3,0 კგ/ჰა ფუნდაზოლი. ვეგეტაციის პერიოდში ანთრაქნოზის, პერონოსპოროზის წინააღმდეგ შესაძლებელია 5-7 კგ/ჰა სპილენძის ქლორჟანგის, ან 10-15 კგ/ჰა შაბიამანის (ბორდოს სითხე) გამოყენება. თაგვისებრი მღრღნელების წინააღმდეგ კი დაღერღილ სიმინდზე, ან ხორბალზე დამზადებული (3%-იანი მცენარეული ზეთის დამატებით) 5%-იან თუთიის ფოსფიდის მისატყუარი მასალის უშუალოდ სოროებში შეტანა, გვიანშემოდგომასა და ადრეგაზაფხულზე.
ასეთივე სქემის გამოყენება შეიძლება ცულისპირას, ხანჭკოლის, ცერცველისა და ზოგიერთი სხვა პარკოსანი კულტურების მავნებელ-დავადებათა და სარეველების საწინააღმდეგოდ.


ცერცველასა და მისი ნარევების (ჭვავთან და ქერთან) წარმოება.
ცერცველა ერთწლიანი პარკოსანი ბალახია და მას ფართოდ იყენებენ ჯავახეთის ზეგანზე, თუმცა მისი გამოყენება რაჭა-ლეჩხუმის პირობებშიცაა შესაძლებელი. საქართველოში გავრცელებულია ამ კულტურის საგაზაფხულო ფორმა და სამწუხაროდ საშემოდგომო- ბანჯგვლიანმა ცერცველამ გავრცელება ვერ ჰპოვა. თუმცა მას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა იმ ზონებში, რომლებიც არ ხასიათდება ხანგრძლივი და ძალიან ცივი ზამთრით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საშემოდგომო ფორმის შუალედურ კულტურად გამოყენება ნიადაგის ეროზისაგან დაცვისა და მისი ნაყოფიერების ასამაღლებლად, ამასთან ერთად იგი ძვირფასი საკვები კულტურაცაა მესაქონლეობისათვის.
ადგილი თესლბრუნვაში. როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო ცერცველის კარგი წინამორბედებია თავთავიანი პურეული და სათოხნი კულტურები - კარტოფილი, სიმინდი, ჭარხალი. თვით ცერცველა საუკეთესო წინამორბედია ყველა მინდვრის კულტურისათვის.
ნიადაგის დამუშავება. გაზაფხულზე თესვისათვის ნიადაგი უნდა დამუშავდეს მზრალად. დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან პირობებში და დიდი დახრილობის ფერდობებზე ნიადაგი იხვნება გაზაფხულზე დახრილობის გარდიგარდმო მიმართულებით და მუშავდება დიფერენცირებულად, ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით.
შუალედურ კულტურად თესვის დროს ნიადაგი უნდა დამუშავდეს წინამორბედი (ძირითადი) კულტურის მოსავლის აღებისთანავე. თუ ნიადაგი ფხვიერ მდგომარეობაშია და სუფთაა სარეველებისაგან, შეიძლება მოიხნას ზერელედ - 16-18 სმ სიღრმეზე ან დამუშავდეს მინიმალური დამუშავების წესით - დაიდისკოს დისკოებიანი იარაღით თანმიყოლებული ზიგზაგით.
დარაიონებული ჯიშები. საქართველოში გვხდება ცერცველას შემდეგი ჯიშები: საგაზაფხულო - ახალქალაქის ცერცველა, მცხეთა; საშემოდგომო - ბანჯგვლიანი ანუ შავი ცერცველა და პანონსკაია.
თესლის დასათესად მომზადება და თესვა. თესვის წინ, ფესვის ფუზარიოზული და ნაცრისფერი სიდამპლეების წინააღმდეგ, თესლი უნდა შეიწამლოს ინდაზოლით 1-1,5 კგ პრეპარატის ანგარიშით ერთ ტონა თესლზე.
საგაზაფხულო ცერცველა ძირითად კულტურად ადრე გაზაფხულზე ითესება, მაგრამ მისი თესვა შეიძლება შემოდგომაზეც შუალედური კულტურის სახით როგორც სუფთად, ისე შვრიასთან, ჭვავთან და ქერთან ნარევში. საშემოდგომო ცერცველა შემოდგომით ჭვავთან ერთად უნდა დაითესოს, ხოლო გაზაფხულზე შვრიასთან, საგაზაფხულო ქერთან და მზესუმზირასთან ერთად.
საშემოდგომო ცერცველა პირველ პერიოდში უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ჭვავი, ამიტომ ცერცველა 10-15 დღით ადრე უნდა დაითესოს და შემდეგ მის მწკრივებს შორის ჩაითესოს ჭვავი.
სუფთა სახით 1 ჰა-ზე უნდა დაითესოს საგაზაფხულო ცერცველა 130-150 კგ, საშემოდგომო 100-120 კგ, ნარევში კი 70-80 კგ/ჰა-ზე. ჭარბტენიან პირობებში და მობნევით თესვის დროს თესვის ნორმა უნდა გაიზარდოს 10-15%-ით.
თესვა უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივ მწკრივად 3-4 სმ-ის სიღრმეზე ხორბლის სათესით (სათესის გამოთესვის ნორმაზე დაყენების წესი იხილეთ თავთავიანი პურეული კულტურების რეკომენდაციაში).
პატარა ზომისა და ძლიერ დაქანებულ ნაკვეთებზე ცერცველისა და მისი მარცვლოვნებთან ნარევის ხელით თესვის დროს ზუსტად უნდა განისაზღვროს დასათესი თესლის რაოდენობა, თანაბრად განაწილდეს ნაკვეთზე და ჩაკეთდეს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეზე (ხელით თესვის წესი მოცემულია თავთავიანი პურეული კულტურების რეკომენდაციაში).
ნათესის მოვლა. თესვის დამთავრების შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს საგორავებით. თესვის შემდეგ აღმონაცენის გამოჩენამდე ნიადაგის ქერქის გაჩენის შემთხვევაში ტარდება დაფარცხვა მსუბუქი ფარცხით. კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე აღმონაცენის დაფარცხვაც. იგი ტარდება მწკრივების გარდიგარდმო მიმართულებით ან დიაგონალზე, მცენარის 2-3 ფოთლის განვითარების ფაზაში.
მოსავლის აღება. მწვანე საკვებად ცერცველა და მისი ნარევები უნდა გაითიბოს ყვავილობის დასაწყისში, ხოლო თივის დასამზადებლად - სრულ ყვავილობაში, სასილოსედ და სენაჟად - დაპარკების ფაზაში. ცერცველის აქვიტიანობა დამოკიდებულია გათიბვის დროზე და მოჭრის სიმაღლეზე. იგი დამაკმაყოფილებელ აქვიტს იძლევა მხოლოდ ყვავილობამდე გათიბვის შემთხვევაში და არანაკლებ 6 სმ-ზე გადაჭრისას. გათიბული მწვანე მასა ღვარეულებში უნდა გაშრეს.
ცერცველას მარცვლად იღებენ პარკების 60-70% მომწიფებისას. ცერცველას ახასიათებს პარკების გახანგრძლივებულად მომწიფება და უნდა გაითიბოს დილით ან საღამოს. მოუმწიფებელი პარკები კარგად მწიფდება ღვარეულებში. გათიბული მასა გაშრობის შემდეგ უნდა გამოილეწოს.
განოყიერება. ცერცველა და მისი მარცვლოვნებთან ნარევები მაღალ მოსავალს იძლევა სასუქების ფონზე. ძირითად კულტურად (სუფთად) თესვის შემთხვევაში ცერცველას გასანოყიერებლად საჭიროა ამონიუმის გვარჯილა 45-60 კგ, სუპერფოსფატი 350-500 კგ, კალიუმის მარილი 150-200 კგ/ჰა-ზე, ხოლო მარცვლოვნებთან ნარევებისათვის _ ნაკელი 10-15 ტონა, ამონიუმის გვარჯილა 100-150 კგ, სუპერფოსფატი 350-500 კგ, კალიუმის მარილი 150-200 150-200 კგ/ჰა-ზე.
ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები შეაქვთ ხვნის წინ, აზოტიანი - თესვის წინ.

გოდერძი გოდერძიშვილი, ქეა საერთაშორისო კავკასიაში

Posted by: ika1991 6 May 2012, 22:42
თუ იცით სად შეიძლება იონჯის ,,ტუკების" გაყიდვა?

Posted by: davit727 7 May 2012, 11:00
სად შეიძლება იონჯას თესლის ყიდვა საქართველოში?

Posted by: lado1977 7 May 2012, 17:25
მეც ვეძებ რამოდენიმე თვეა და ვერ ვიშოვე, სადაც არ დავრეკე ან აღარ აქვთ ან შემპირდენ რომ გვექნება შეგეხმიანებითო და ველოდები, სეზონმა კი ჩაიარა sad.gif sad.gif

Posted by: lexa 12 May 2012, 15:53
ეს არის იონჯა?
http://www.google.nl/search?hl=nl&q=Medicago&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.,cf.osb&biw=1280&bih=893&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=ak6uT4qRO6XJ0QW4zO23CQ

ეს არის იონჯა? აგერ რა იაფი ღირს იბეიზე
http://www.ebay.com/sch/i.html?_nkw=Medicago+seeds&_sacat=0&_odkw=Medicago&_osacat=0&_from=R40
* * *
http://www.ebay.com/itm/British-Wild-Flower-Medicago-lupulina-Black-Medick-800-Seed-/220888650036?pt=UK_HomeGarden_Garden_PlantsSeedsBulbs_JN&hash=item336dfd5134#ht_931wt_952

http://www.google.nl/search?sourceid=chrome&ie=UTF-8&q=buy+Medicago+seeds

Posted by: lado1977 23 May 2012, 16:23
lexa
გმადლობ კურადგებისთვის smile.gif რა მაინტერესებს აქ იბეიში 500 მარცვალი 5$ ზე ოდნავ მეტი გირს, ნახევარი კილო სადღაც 11-12$ და საქართველოში მაშინ რა ფასები აქვს? და მანდ თუ უფრო დზვირია ვინგა ტესავს??
* * *
მე მინდოდა დამეთესა სადღაც 5-6 ჰა და წარმოიდგინა რა მაყუთი დასჭირდება და მერე ეგ ძროხას როგორ მივცე საჭმელად biggrin.gif

Posted by: duza1 2 Jun 2012, 23:19
მაქვს რამოდენიმე კითხვა:

1. ჰექტარზე რამდენი (დასავლეთ საქართველოში, საკმაოდ ტენინა ადგილზე) ტუკი უნდა ამოვიდეს საშუალოდ წლის სეზონზე?
2. 1 ტუკით დღეში რამდენ მოზვერს გამოკვებავ კარგად

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: chuvak_lexo 30 Jun 2012, 08:59
და იონჯის ყიდვა სად შეიძლება?





............................................

Posted by: mahamba 19 Jul 2012, 16:50
სოფქიმიის შენობა რომ არის დიდუბეში იქ იყიდება 1 კგ მგონი 18 ლარი ღირს.

Posted by: omerta 23 Jan 2013, 16:41
როგორც ვიცი, დღეს გავარკვიე, ერთ გათიბვაზე 400 შეკვრა უნდა გამოვიდეს.
ითიბება სამჯერ.
ფასი 10 ლარი ირს 1 შეკვრა, 30 კგ მწვანე მასა. ეს ადგილზე, მოსავლის აღებისას. ახლა შოვნა შეუძლებელია.
არც ისე მარტივი მოსაყვანია. მინდვრის თაგვი დიდი მტერია ნათესების.
ბევრი მხოლოდ ორჯერ თიბავს და მესამე გათიბვას აღარ ახდენს, რომ დარჩენილმა მასამ სასუქის ადგილი დაიკავოს, ხოლო მწიფე თესლმა შემდეგი წლის მოსავალი უფო ხშირი გახადოს.

Posted by: makaveli222 24 Jan 2013, 22:33
ერთი კილოგრამი იონჯა რამდენზე ითესება?ან უფროსწორად რომ დავსვა კითხვა მაგალითად,რამდენი უნდა იონჯის თესლი 1 ჰეკტარს?
* * *
და კახეთში ვერმოვა ხო კარგი მოსავალი?იმიტომრომ აქ ნაკლები ტენიანობაა ვიდრე დასავლეთში..

Posted by: orovela87 28 Jan 2013, 13:23
QUOTE (makaveli222 @ 24 Jan 2013, 22:33 )
ერთი კილოგრამი იონჯა რამდენზე ითესება?ან უფროსწორად რომ დავსვა კითხვა მაგალითად,რამდენი უნდა იონჯის თესლი 1 ჰეკტარს?
* * *
და კახეთში ვერმოვა ხო კარგი მოსავალი?იმიტომრომ აქ ნაკლები ტენიანობაა ვიდრე დასავლეთში..

ეგ დეტალები არ ვიცი მაგრამ იონჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალი თუ ურწყავში დათესავ იონჯას არსად არ ექნება აზრი, ხოლო პირიქით ყველგან აქვს აზრი კახეთშიც ქართლშიც და ქვემო ქართლშიც.

Posted by: dato12 7 Mar 2013, 22:59
QUOTE (omerta @ 23 Jan 2013, 16:41 )
როგორც ვიცი, დღეს გავარკვიე, ერთ გათიბვაზე 400 შეკვრა უნდა გამოვიდეს.
ითიბება სამჯერ.
ფასი 10 ლარი ირს 1 შეკვრა, 30 კგ მწვანე მასა. ეს ადგილზე, მოსავლის აღებისას. ახლა შოვნა შეუძლებელია.
არც ისე მარტივი მოსაყვანია. მინდვრის თაგვი დიდი მტერია ნათესების.
ბევრი მხოლოდ ორჯერ თიბავს და მესამე გათიბვას აღარ ახდენს, რომ დარჩენილმა მასამ სასუქის ადგილი დაიკავოს, ხოლო მწიფე თესლმა შემდეგი წლის მოსავალი უფო ხშირი გახადოს.

ზუსტი ინფორმაცია? ანუ 1ჰა-ზე 400 ტუკი გამოვა ხო?

Posted by: fat man2 3 Apr 2013, 12:21
QUOTE
ფასი 10 ლარი ირს 1 შეკვრა

ეგ იონჯა და თივა რაღა ღირს?
მე ვაპირებ ესპარცეტის ან ლიუცერნას დათესვას. ვინმემ იცის რა ღირს ერთი ტუკი ესპარცეტი. ტულის წონაც მაინტერესებს. რომელი ჯობია დავთესო ესპარცეტი თუ ლიუცერნა, რომელი უფრო მოთხოვნადია საქართველოს ბაზარზე?

ბევრი კითხვა დავსვი smile.gif

Posted by: shmagii333 12 Apr 2013, 15:55
ხო მარიცით როგორ ითესება იონჯა? და გათიბვის დროს რაღირს ტუკი და რამდენჯერ შეიძება გათიბვა?

Posted by: astra81 13 Apr 2013, 15:28
საინტერესოა სად შეიძლება იონჯის რეალიზაცია ერთიანად მე მაქვს 3 ჰექტარი და მინდა მაგ საქმიანობით დავკავდე (იონჯის მოყვანით). თუ იქნება ვინმე ფერმერი ვინც აიღებს ერთიანად ნამდვილად ღირს

Posted by: Pshaveli 14 Apr 2013, 10:22
წელს იმდენი იონჯა დაითესა, რომ შემდეგ ზამთარს სავარაუდოდ ტუკი 3 ლარზე მეტი არ ეღირება.

Posted by: Good Man 14 Apr 2013, 22:31
ხალხი სვავს კითხვებს და არავინ არ პასუხობს! ან არ იციან საქართველოში არაფერი და მართლაც დარჩენილები ვართ პირველყოფილ პერიოდში! ან? იციან და არ წერენ! თუ გვინდა რომ განვითარდეს სოფლის მეურნოება საქართველოში! უნდა ვეხმარებოდეთ ერთამენთს! მე მაგალითად მაინტერესებს ეს ლიუცერნა უფრო ჯობია თუ იონჯის მოყვანა? რამდენი მოდის საშუალოდ? ასევე შემადგენლობით რომელი ბალახი უფრო სასარგებლოა ცხოველისთვის? მადლობთ.

Posted by: Pshaveli 15 Apr 2013, 11:13
QUOTE
მე მაგალითად მაინტერესებს ეს ლიუცერნა უფრო ჯობია თუ იონჯის მოყვანა

ერთიდაიგივეა...

Posted by: Good Man 15 Apr 2013, 20:07
Pshaveli
მადლობ! და კიდევ მაინტერესებს, საქართველოში პროტეინებით და ვიტამინებით რომელი ბალახია მდიდარი? ეს იონჯა თუ ჩვეულებრივი მინდვრის ტიმოთელა და სხვა ადგილობრივი მინდვრის ბალახებში არის ისეთი რომ იყოს ყუათიანი? მადლობ.

Posted by: presbiteri 15 Apr 2013, 20:49
ეხლა რა.... დავწერ შარშანდელ (შემოდგომის) მონაცემებს: ჩვეულებრივი თივა ღირდა პრესი (ანუ როგორც თქვენ ეძახით) 5-6 ლარი. ეს ძვირია, რადგან საშუალოდ ღირს ხოლმე 3.5-4 ლარი. იმიტომ, რომ თივა არ მოვიდა, იონჯა მართლაც 10 ლარი ღირდა, მაგრამ ყოველთვის ეგრე არ იქნება. საშუალოდ ინდა იანგარიშო 8 ლარი. მასობრივად თესავენ მარნეულის რაიონში და კლიენტი არ აკლიათ.ბევრჯერ მინახია ბათუმიდანაც კი ჩამოსულა შულავერში ტრაილერები იონჯის პრესების გულისთვის.
* * *
არაფერი მორწყვა არ უნდა. მარნეულში მორწყვად მიწაზე იონჯას არავინ თესავს--სხვა კულტურას მეტი მოგება მოაქვს. სამაგიეროდ იონჯა ადვილი მოსავლელია, თოხნა მაგას არ ჭირდება და მარგვლა

Posted by: fat man2 15 Apr 2013, 23:52
presbiteri
QUOTE
ჩვეულებრივი თივა ღირდა პრესი (ანუ როგორც თქვენ ეძახით) 5-6 ლარი. ეს ძვირია, რადგან საშუალოდ ღირს ხოლმე 3.5-4 ლარი. იმიტომ, რომ თივა არ მოვიდა, იონჯა მართლაც 10 ლარი ღირდა, მაგრამ ყოველთვის ეგრე არ იქნება. საშუალოდ ინდა იანგარიშო 8 ლარი

ძლივს ვნახე ნორმალური პასუხი.
იმასაც თუ დაწერ 1 ჰექტარზე დაახლოებით რამდენი პრესის აღება შეიძლება მთლათ ამომწურავი პასუხი იქნება.

Posted by: Pshaveli 17 Apr 2013, 00:30
QUOTE
იმასაც თუ დაწერ 1 ჰექტარზე დაახლოებით რამდენი პრესის აღება შეიძლება მთლათ ამომწურავი პასუხი იქნება.

მე ვიცი 290-300 პრესი სამჯერადი თიბვის გათვალისწინებით.
თითო თიბვაზე 100 პრესი ჰექტარიდან.

Posted by: astra81 17 Apr 2013, 12:24
მე როგორც ვიცი 350–400 პრესი უნდა გამოვიდეს ერთ გათიბვაზე, მორწყვა უნდა (თუ გამოცდილ ხალხს დავუჯერებთ) და უნდა გაითიბოს 4–5 ჯერ

Posted by: fat man2 17 Apr 2013, 13:59
QUOTE
იონჯა მართლაც 10 ლარი ღირდა, მაგრამ ყოველთვის ეგრე არ იქნება. საშუალოდ ინდა იანგარიშო 8 ლარი

მანდაც ხომაა სხვაობა. იონჯა, რამდენადაც ვიცი მწვანე მასაცაა და თივაც. ალბათ ფასებიც სხვადასხვა იქნება. თუ იცი ეგების დაწერო ფასები, დაახლოვებით მაინც.

Posted by: gugushaaa 18 May 2013, 10:54
იონჯას ვყიდი, ეხლა მიწევს აღება უკვე ერთ კვირაში და ვისაც სურვილი აქვს PM-ში მომწერეთ კარგ ფასად......

Posted by: khvaramze 20 May 2013, 20:46
მე როგორც ვიცი თურქეთში გააქვთ ასე მითხრა ტრაილერის მძღოლმა მთელი საქართველოს მასშტაბით ტუკებს ვეძებდითო. ამიტომ არ მგონია გაიაფდეს ძალიან. ეს იმ შემთხვევაში თუ სიმართლე მითხრა, რა ვიცი ისე უაზროდ იტყუება ხოლმე ზოგიერთი. არავისი მჯერა. smile.gif

Posted by: Pshaveli 20 May 2013, 23:14
QUOTE
იონჯას ვყიდი, ეხლა მიწევს აღება უკვე ერთ კვირაში და ვისაც სურვილი აქვს PM-ში მომწერეთ კარგ ფასად......

წელს დათესე? როდის?

Posted by: iorkezi7777 10 Jun 2013, 18:24
QUOTE (Pshaveli @ 20 May 2013, 23:14 )
QUOTE
იონჯას ვყიდი, ეხლა მიწევს აღება უკვე ერთ კვირაში და ვისაც სურვილი აქვს PM-ში მომწერეთ კარგ ფასად......

წელს დათესე? როდის?

აი დასავლეთ საქართველოში კერძოდ კოლხეთის დაბლობზე ტენიანობა 50% ქვევით არ ჩამოდის მორწყვა მაინც დასჭირდება?

Posted by: jangulashvili 23 Jun 2013, 15:16
ხო არ იცით ეხლა სად იყიდება იონჯა და რა ღირს დაახლოებით მაინც?

Posted by: Pshaveli 29 Jun 2013, 13:04
QUOTE
ხო არ იცით ეხლა სად იყიდება იონჯა და რა ღირს დაახლოებით მაინც?

3- დან 5 ლარამდე.
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=4458517
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=4438680
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=4417700

მე როგორც ვხვდები ფასი დამოკიდებული უნდა იყოს პროტეინის შემცველობაზე.
ოღონდ რა ხელსაწყოთი იზომება ვერ ვხვდები.

Posted by: Pshaveli 21 Jul 2013, 11:58
გავთიბე იონჯა. გამოვიდა 110 ტუკი ჰექტარზე. ეს პირველი თიბვაა. გათიბულში ბევრი სარეველაა შერეული.
ყველაზე შრომატევადი ტუკების დატვირთვაა მანქანაზე. ალბათ რამეს მოვიფიქრებ.

Posted by: Pshaveli 24 Jul 2013, 13:08
ვყიდი პირველი მოსავლის იონჯას, 3 ლარი ტუკი ადგილიდან.

Posted by: Good Man 24 Jul 2013, 18:04
Pshaveli
რა 3 ლარი? გაგიჟდი? lol.gif ფაქტიურად ჩუქნი? 7 ლარზე ნაკლები არსად არაა! და 5 ლარად თუ იშოვი მადლობა უნდა თქვა! და შენ 3 ლარიოოო? biggrin.gif vis.gif facepalm.gif lol.gif

Posted by: Pshaveli 24 Jul 2013, 21:19
Good Man
QUOTE
რა 3 ლარი? გაგიჟდი?  ფაქტიურად ჩუქნი? 7 ლარზე ნაკლები არსად არაა! და 5 ლარად თუ იშოვი მადლობა უნდა თქვა! და შენ 3 ლარიოოო?

5 და 7 ლარი ზამთარში.
3 ლარი თუ ჩუქნაა რიგი უნდა მედგეს მყიდველების. ასე არაა?
ვნახოთ, რამდენიმე დღეში გამოჩნდება...

Posted by: Good Man 25 Jul 2013, 16:50
Pshaveli
სად გაქვს თივი რომელ რაიონში? რიგები ცოტა გადამეტებულია რადგან ხალხს ფული არ აქვს და ისიცაა რომ ეხლა ბალახს ჭამს საქონელი და როდესაც თოვლი მოვა! როცა თივა არ ექნება ზამთარში 7 ლარი კი არა 15 ლარსაც მისცემენ! წელს თივა არსად არაა და ხალხი ტირის რა ქნან აღარ იციან როგორც მითხრეს 7 ლარი ეხლავე ღირს და შენ? 3 ლარი? არ ვიცი შენი საქმისა შენ იცი.

Posted by: Pshaveli 25 Jul 2013, 20:00
Good Man
თელავიდან 16 კმ-ში ახმეტისკენ.
QUOTE
რიგები ცოტა გადამეტებულია რადგან ხალხს ფული არ აქვს

ეგეც გავითვალისწინე, მზად ვარ ყველით მივიღო.

Posted by: Pshaveli 7 Aug 2013, 17:24
QUOTE
ვყიდი პირველი მოსავლის იონჯას, 3 ლარი ტუკი ადგილიდან.

მყიდველი არ ჩანს, მხოლოდ ტელეფონით რეკავენ(სავარაუდოდ თვითონაც იონჯის გამყიდველები არიან).
ზამთრისკენ რა თქმა უნდა ფასიც შეიცვლება.
მე მგონი ზაფხულში იონჯის გაყიდვა საქართველოში ზღაპარია.
მომავალი მეიონჯეებო გაითვალისწინეთ.
ეს იონჯის ფასი შტატებში:
http://www.haycountry.com/hay-for-sale
ტუკი არის small square.

Posted by: tutanhamon 7 Aug 2013, 17:43
როდის არის საუკეთესო პერიოდი დათესვის? ასე მითხრეს თავიდან ქერი გაურიე თესლშიო დაუჯერო?

Posted by: Pshaveli 7 Aug 2013, 21:28
QUOTE
როდის არის საუკეთესო პერიოდი დათესვის? ასე მითხრეს თავიდან ქერი გაურიე თესლშიო დაუჯერო?

გაზაფხულზე უნდა დათესო.
რაც შეეხება ქერის გარევას, მეც ეგრე გამიგია, ზოგი იძახის გვარჯილაში უნდა აურიოო თესლი, თუმცა მე მშრალ ქვიშაში არეული თესლი დავთესე.

Posted by: Golden Talon 14 Aug 2013, 18:30
დამაინტერესა ამ თემამ,თელავის რაიონშI მაქვს 20 ჰა სასოფლო სამეურნეო სავარგული.იქნებ დაწეროთ თავიდან რამდენი უნდა გამოვყო ბიუჯეტი მიწის დამუშავება-დათესვა და მარცვლეულის ყიდისთვის.

Posted by: Pshaveli 15 Aug 2013, 23:49
Golden Talon
QUOTE
დამაინტერესა ამ თემამ,თელავის რაიონშI მაქვს 20 ჰა სასოფლო სამეურნეო სავარგული.იქნებ დაწეროთ თავიდან რამდენი უნდა გამოვყო ბიუჯეტი მიწის დამუშავება-დათესვა და მარცვლეულის ყიდისთვის.

1 ჰა-ზე:
მოხვნა 110 ლარი, კულტივაცია 60 ლ, დათესვა(თესლის ფასის გარეშე)-50 ლ, დატკეპნა-30ლ.
თესლი: 1კგ-17-20 ლ. 1 ჰა-ზე 20 კგ.
მოსავლის აღება 1ჰა-ზე:
თიბვა -80ლ,
დატუკვა(100 ტუკი ჰექტარზე) 0,5ლ/ცალი=50ლარი/ჰექტარზე.
მანქანაზე დადება-ჩამოღება 2x0,2ლ=0,4x100=40ლარი/ჰექტარზე.
ტრანსპორტირება(თუ იქვეა) 0,2ლx100ც=20ლარი.
იტოგში 1 ჰა-ზე თესავ და ეს პროცესი ჯდება 650ლარი
თითოეული მოსავლის აღება(მეორე წლიდან წელიწადში 3-ჯერ): 190 ლარი(100 ცალი).
თუ შენ თვითონ არ ხარ პროდუქციის მომხმარებელი არ გირჩევ, ზაფხულში 2-ჯერ უნდა აიღო და ზამთრის ბოლომდე ვერ გაყიდი(ზამთარში სავარაუდო ფასი 3-5 ლარი იქნება).

Posted by: luka_B 16 Aug 2013, 18:57
Pshaveli
QUOTE
100 ტუკი ჰექტარზე

QUOTE
650ლარი


რა ვერ გავიგე იცით მაგ კალკულაციით, 6.5 ლარი გამოდის ტუკი, თუ ეს პირველადი მოხვნა კულტივაციის გათვალისწინებით ? მეორე წელს ხომ უნდა თესლის შეტანა თუ მრავალწლიანი კულტურაა??

Posted by: Pshaveli 17 Aug 2013, 15:47
QUOTE
მეორე წელს ხომ უნდა თესლის შეტანა თუ მრავალწლიანი კულტურაა??

ხუთწლიანია. მეორე წელს მხოლოდ მორწყვა(წელს არ დაჭირდა), მოთიბვა, დატუკვა ჭირდება.
ისე სასუქის შეტანაც ჭირდება(მე არ ვქენი).

Posted by: მართვის თეორია 30 Sep 2013, 20:36
ამოვწევ ამ თემას, რაიცი რაში გამომადგეს biggrin.gif

Posted by: Pshaveli 1 Oct 2013, 14:24
QUOTE
ამოვწევ ამ თემას, რაიცი რაში გამომადგეს

ამოწიე, ამოწიე.
ჩემს იონჯას არ დაადგა საშველი, ჯერაც ვერ გავყიდე.
გაითვალისწინეთ ვინც აპირებთ მეიონჯეობას!

Posted by: მართვის თეორია 5 Oct 2013, 22:45
QUOTE (Pshaveli @ 1 Oct 2013, 14:24 )
QUOTE
ამოვწევ ამ თემას, რაიცი რაში გამომადგეს

ამოწიე, ამოწიე.
ჩემს იონჯას არ დაადგა საშველი, ჯერაც ვერ გავყიდე.
გაითვალისწინეთ ვინც აპირებთ მეიონჯეობას!

მე ის უფრო მაინტერესებს, ერთ ჰექტარზე მხოლოდ 1800 კილო თივა როგორ მოიყვანე?
საერთოდ არ მოგივლია სათიბისთვის თუ სხვა ფაქტორებმა შეგიშალეს ხელი?

Posted by: omerta 18 Jan 2014, 23:18
Pshaveli
QUOTE
ჩემს იონჯას არ დაადგა საშველი, ჯერაც ვერ გავყიდე.
გაითვალისწინეთ ვინც აპირებთ მეიონჯეობას!


უკიდურეს აღმოსავლეთში იონჯას აზრი ნული...
მოსავალი დაბალი იქნება და აზრი ეკარგება; არ ღირს სრულყოფილად სასუქით მომარაგება, ვერ რწყავ, ვერ ყიდი. არ ღირს სარეველების განადგურება, სერბიციდით დამუშავება და ასე შემდეგ.
მყიდველამდე მიტანა ძვირი ჯდება.

იონჯა უნდა დაითესოს დაბლობებში. ნესტიან ადგილებში, სადაც სარწყავი საშუალება არის.
იონჯას მოხმარება ხდება იმ რეგიონებში, სადაც ზამთარში ნალექები იცის. ანუ დასავლეთ საქართველოში.
ძირითადი მომხმარებლები თურქები არიან. ყიდულობენ და გააქვთ.

იონჯის მოყვანა ძვირი ჯდება და თუ ისეთ რეგიონში არ გაქვს მიწა, სადაც ჰექტარი გათიბვაზე 200 ტუკს მაინც არ გაძლევს და მინიმუმ ოთხჯერ ვერ თიბავ, მაშინ აზრი არ აქვს.

კახეთში სარწყავი საშუალება არ არის და რქაწითელი აჯობებს ყველა ვარიანტშიsmile.gif


იონჯა რომ მოიყვანო, პირველადი დამუშავება არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. 1000-1200 ლარი ჰექტარზე.

1. აუცილებელია ადრე გაზაფხულზე სერბიციდებით დამუშავება. ორჯერ, ჯერ დაუხნავი, მერე დახნული მიწის...
2. დამუშავებული მიწა რასაც ჰქვია უნდა გაჟღინთო სასუქებით... ფოსფორით, აზოტით, კალიუმით. მთავარი ამმხვრივ ფოსფორი და კალიუმია. გვარჯილას შემდეგშიც შეიტან. თანდათანობით. ვინაიდან დახვნა რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, ფოსფორი და კალიუმი წინასწარ შესატანია 5 წლის დოზა. ანუ სადღაც 200-250 კგ/ჰა თითოეული (ზოგიერთი ცნობით 400-500კგ/ჰა).
3. სარწყავი სისტემა თუ არ გამართეთ, ამ საქმეს ხელი არ მოკიდოთ. ყოველი გათიბვის შემდეგ გვარჯილაა შესატანი და შეტანისთანავე კარგად უნდა მოირწყას.
4. ეს ერთადერთი საქმეა, სადაც მექანიზაციით უფრო მეტ შედეგს მიიღებთ, ვიდრე ხელით დამუშავებისას... გათიბა უნდა მოხდეს სპეციალური დანადგარებით, აუცილებელია სიმაღლის დაჭერა...
5. ეს საქმე მუშახელის ხუშტურზე არაა დიდად დამოკიდებული და ამითაა მარტივი. პერსონალმა რომც დაგიკიდოს, ასწრება ახალის მოძებნას... მიუხედავად ამისა, თუ 1-2 ჰექტარს შეეჭიდები, მაშინ არაფერი, მაგრამ 10 და 20 ჰექტარს მარტო ნუ დაიწყებთ. თუ მუშახელმა დაგაღალატათ, მორწყვა უნდა შეძლოთ...
6. არაფრით არ დაიწყოთ ეს საქმე თუ საეჭვოა სარწყავი წყლის საკითხი.
7. თუ არ გყავთ მყიდველი, ან არ ხართ მოთხოვნად რეგიონში და კლიენტი 400 კილომეტრშია საძებნი, ამ საქმეს ნუ შეეჭიდებით... დიდი მოცულობის პროდუქტია და ყოველ 100 კილომეტრში 1 ლარით ძირდება. ტრანსპორტი, რომელიც 500 ტუკს გადაიტანს, კილომეტრში 2 ლარს ითხოვს. თან გზას იქეთ-აქეთ ითალისწინებს და ახმეტიდან ფოთში ჩატანა 2000 ლარი ჯდება. ანუ უკვე 7 ლარია თვითღირებულება.

ესაა, რაც 6 თვის ძიების შემდეგ გავიგე...

Posted by: Odontos 19 Jan 2014, 12:45
ზაფხულში რა ღირს 1ტუკი იონჯა-სეზონზე ===ვთქვათ 200-300ტუკის კლიენტისთვის?

Posted by: Pshaveli 19 Jan 2014, 21:42
Odontos
QUOTE
ზაფხულში რა ღირს 1ტუკი იონჯა-სეზონზე ===ვთქვათ 200-300ტუკის კლიენტისთვის?

ზაფხულში 2 ლარად ვერ გავყიდე, მოთხოვნილება არ არის.

Posted by: from tbilisi 20 Jan 2014, 11:28
Pshaveli

QUOTE
ზაფხულში 2 ლარად ვერ გავყიდე, მოთხოვნილება არ არის.


2 ლარად ვერ გაყიდე ერთი პრესი?? 1 თვე ვრეკავდი ხან ვისთან ხან ვისთან რო ნორმალური პრესი მეყიდა და ბოლოს 7 ლარად ძლივს ვიყიდე ისიც ნახევრად ნაგავი.საუბარია ივლისი/აგვისტოს თვეზე


კურდღლების ფერმა გვაქვს მეგობრებს დიდი გაერთიანება უკვე ხოდა სამომავლოდ დაგვჭირდება პრესი აუცილებლად... ასე რომ ვისაც გაქვთ გაგვითვალისწინეთ რა თქმა უნდა ფორუმულ ფასში და არა ჩვენზე გამდიდრების მსურველებმა...

http://rabbits.boards.net/

ქართველი მებოცვრეების პირველი ფორუმი

Posted by: Pshaveli 20 Jan 2014, 21:44
from tbilisi
თუ გაინტერესებს იონჯის პრესები დამიკავშირდი პმ-ში.
გამდიდრებას არ ვაპირებ იონჯით.
უფრო სწორედ ვაპირებდი, მაგრამ ხელი ჩავიქნიე.

Posted by: david49bk 21 Jan 2014, 00:38
აუ რა ბიზნესად აიყვანედ ეს იონჯა კაიტ რა უაზრობებს წერტ რაა ტუკი ტუ გაქვტ ცხოვრებაში ნანახი ისიც საკითხვაია წადით სოფლებში და გაიგებთ რა არის ტუკი და რა არის ძროხის ძღნერი ე.წ ფუნა რა ერთ ჰექტარზე რამდენი მოდის ისე უმისამრთოტ წერტ ჯერ ადგილიც არ იცით სად უნდა დატესოთ ეს იონჯა არის წადიტ ზოგერტმა წიგნი წაიკიტხეტ ამ უაზრო კიტხვები რომ იკლავტ ტავს biggrin.gif biggrin.gifD:DD

Posted by: shotiko066599 27 Jan 2014, 14:34
Eრთ ჰექტარზე რამდენი კილო Uნდა დაითესოს და საშვალოდ რამდენი პრესი ამოვა წელიწადში, თუ ვინმემ იცით იქნებ მითხრათ, წინასწარ მადლობთ

Posted by: Pshaveli 29 Jan 2014, 00:21
shotiko066599
QUOTE
Eრთ ჰექტარზე რამდენი კილო Uნდა დაითესოს და საშვალოდ რამდენი პრესი ამოვა წელიწადში, თუ ვინმემ იცით იქნებ მითხრათ, წინასწარ მადლობთ

18 კგ დავთესე 1 ჰა-ზე.
პირველ წელს ერთ აღებაზე 100-110 პრესი.
მეორე წელს რა იქნება ზაფხულში მეცოდინება.

Posted by: zakx 4 Apr 2014, 00:40
Pshaveli
ანუ ერთხელ გათიბე მარტო?

Posted by: მუმლაძე 3 May 2014, 16:17
QUOTE
თუ გაინტერესებს იონჯის პრესები დამიკავშირდი

სავარაუდოდ როდისთვის გექნება რომ დაგიკავშირდე?

Posted by: rex 18 May 2014, 15:02
მე მითესია იონჯა 1 ჰა –ზე... (შარშან დავთესე)...

ეხლა ერთ 10-15 დღეში იქნება გასათიბი... სავარაუდოდ ერთ გათიბვაზე, საშუალოდ რამდენი ცალი პრესი გამოდის?..

Posted by: davita74 27 Feb 2015, 18:17
rex
მუმლაძე
Pshaveli

იონჯას მოვლა მოყვანასთან დაკავშირებით მაინტერესებს ყველაფერი და იქნებ ვინმე გამოცდილი დამეხმაროს?

Posted by: iagi01 3 Mar 2015, 19:57
davita74 -- კარგი სტატიაა იონჯაზე ნახე.. http://agrokavkaz.ge/dargebi/memcenareoba/ionja-mesaqonleobis-asaghordzineblad-sauketheso-sashualebaa.html

Posted by: davita74 4 Mar 2015, 14:49
iagi01
მართლა კარგი სტატიაა , კარგად არის ახსნილი, უბრალოდ პრაქტიკაში ვისაც ააქვს გაკეთებული იმის რჩევა იქნება კარგი yes.gif yes.gif up.gif up.gif

Posted by: lankasteri 31 Mar 2015, 23:59
QUOTE (shotiko066599 @ 27 Jan 2014, 14:34 )
Eრთ ჰექტარზე რამდენი კილო Uნდა დაითესოს და საშვალოდ რამდენი პრესი ამოვა წელიწადში, თუ ვინმემ იცით იქნებ მითხრათ, წინასწარ მადლობთ

დათესვით 20-25 კილო უნდა დაიტესოს. ნუ თუ მეტი იქნება (25 კგ.) უკეთესია

Posted by: advanced_clubber 5 Feb 2016, 13:39
lankasteri
Pshaveli
shotiko066599


ჰექტარზე ლიტერატურაში წერია რომ 5-6 კილო ერთ ჰექტარზეო .. და პრაქტიკაში ასე განსხვავდება ? ? ? 20 კილო ?

Posted by: illmatic 17 Feb 2016, 20:55
გამარჯობა
არსებობს იონჯის რამე ჯიში, რომელიც შეიძლება გაზაფხულზე დაითესოს და წელსვე მომცეს მოსავალი?

Posted by: jjj 24 Feb 2016, 17:48
იონჯის თესლი რა ღირს ხომ არ იცით? "კავკასიის გენეტიკა" არის ეგეთი ფირმა და ერთი კილოგრამი იტალიური თესლი 17,90 ლარიო და ძალიან ძვირი მეჩვენება, ეგეთი ფასებია მართლა???

Posted by: davita74 24 Feb 2016, 18:21
jjj
QUOTE
17,90 ლარიო

მე 5 დღის წინ ვიყავი და 20 ლარი დამიფასეს იონჯის თესლი და 1 ჰექტარზე 7 კილო კიარა 20 კილო ითესება

illmatic
QUOTE
არსებობს იონჯის რამე ჯიში, რომელიც შეიძლება გაზაფხულზე დაითესოს და წელსვე მომცეს მოსავალი?

რა პრობლემაა???? დათესე და წელსვე გათიბავ უპრობლემოდ

Posted by: jjj 24 Feb 2016, 18:43
QUOTE (davita74 @ 24 Feb 2016, 14:21 )
jjj
QUOTE
17,90 ლარიო

მე 5 დღის წინ ვიყავი და 20 ლარი დამიფასეს იონჯის თესლი და 1 ჰექტარზე 7 კილო კიარა 20 კილო ითესება

სად დაგიფასეს 20 ლარი, "კავკასიის გენეტიკა"-ში? ხო, ჰექტარზე მანდ 20კგ მითხრეს, სხვებმა საერთოდ 25 კგ მირჩიეს მინიმუმ. შვრიაც მინდა და თუ იონჯასათან ერთად თესავო 60-70 კგ მითხრეს.

ისე ერთი რამე ვერ გავიგე, ტრაქტორისტს ვკითხე დათესვა რა ჯდებათქო და 60 ლარიო, ოღონდ თუ იონჯას შვრიასთან ერთად თესავო, მაშინ 120 ლარიო, ანუ მე ხომ ორი ოპერაცია უნდა ჩავატაროო და კი დამავიწყდა მეკითხა, არ შეიძლება ორივე თესლი ავურიო და ერთ ავლაზე დათესოს იონჯაც და შვრიაც?

Posted by: davita74 24 Feb 2016, 19:00
jjj
ერთად ითესება შვრიაც და იონჯაც ერთმანეთში შერევით, რას ამბობ 2 ოპერაცია რად უნდა? ერთ ავლაზე ითესება ორივე ერთმანეთში არეული, სამთო ქიმიის შენობა რომ არის დიდუბეში იმის გვერდით არის სარდაფივით ქვემოთ ჩასასვლელი შპს ჩემი მამული და მანდ მითხრეს ეგ ფასიც და თესვის ნორმებიც, არა ისე რაც მეტს დათესავ ცუდი არ არის მაგრამ მიდი მანდ და იკითხე, მგონი ერთმანეთში ნარევი 25 კგ საკმარისი არის, მე მარტო იონჯაზე მითხრეს 20 კილო და შენ რამდენიც გინდა იმდენი შეურიე სხვა თესლი, შპს მექანიზატორის მომსახურების ტარიფები იცი თესვასთან დაკავშირებით?????? თუ გინდა გადმოგიგზავნი ტარიფებს თავისი დარაიონებით ანუ რომელ რეგიონში რა ფასი აქვს

Posted by: jjj 24 Feb 2016, 19:07
QUOTE (davita74 @ 24 Feb 2016, 15:00 )
jjj
ერთად ითესება შვრიაც და იონჯაც ერთმანეთში შერევით, რას ამბობ 2 ოპერაცია რად უნდა? ერთ ავლაზე ითესება ორივე ერთმანეთში არეული, სამთო ქიმიის შენობა რომ არის დიდუბეში იმის გვერდით არის სარდაფივით ქვემოთ ჩასასვლელი შპს ჩემი მამული და მანდ მითხრეს ეგ ფასიც და თესვის ნორმებიც, არა ისე რაც მეტს დათესავ ცუდი არ არის მაგრამ მიდი მანდ და იკითხე, მგონი ერთმანეთში ნარევი 25 კგ საკმარისი არის, მე მარტო იონჯაზე მითხრეს 20 კილო და შენ რამდენიც გინდა იმდენი შეურიე სხვა თესლი, შპს მექანიზატორის მომსახურების ტარიფები იცი თესვასთან დაკავშირებით?????? თუ გინდა გადმოგიგზავნი ტარიფებს თავისი დარაიონებით ანუ რომელ რეგიონში რა ფასი აქვს

კი, მექანიზატორის ფასები მაქვს, უბრალოდ ეგ 60 ლარიანი ტრაქტორისტი კერძო პირია, მირჩიეს მაგრა თესავსო smile.gif ეგეც ვერ გავიგე, ტრაქტორით თესვას რაღა ცოდნა უნდა, ია ვიცი, ია ვიცი... smile.gif

ისე, ჩვენ მგონი ერთნაირ "შარში" გვაქ თავი გაყოფილი smile.gif მეც იჯარით ავიღე მიწა სახელმწიფოსგან, იმედია ყველა პრობლემას მოვერევით smile.gif

Posted by: davita74 24 Feb 2016, 19:23

jjj
QUOTE
ისე, ჩვენ მგონი ერთნაირ "შარში" გვაქ თავი გაყოფილი  მეც იჯარით ავიღე მიწა სახელმწიფოსგან, იმედია ყველა პრობლემას მოვერევით


biggrin.gif lol.gif lol.gif შენ სად აიღე და რამდენი???????

Posted by: jjj 24 Feb 2016, 19:57
QUOTE (davita74 @ 24 Feb 2016, 15:23 )
jjj
QUOTE
ისე, ჩვენ მგონი ერთნაირ "შარში" გვაქ თავი გაყოფილი  მეც იჯარით ავიღე მიწა სახელმწიფოსგან, იმედია ყველა პრობლემას მოვერევით


biggrin.gif lol.gif lol.gif შენ სად აიღე და რამდენი???????

მე კოდისკენ მაქვს აღებული, დაახლოებით 9 ჰექტარია...

Posted by: davita74 24 Feb 2016, 20:27
მე ნორიოში მაქვს 3 ჰექტარია და კიდევ 8 ჰექტარის დამატებას ვგეგმავ აუქციონს ველოდები, შენ სარწყავის პრობლემა არ გექნება ალბად და აქ არსად არ არის სარწყავი ეხლა არტეზიულის გაკეთებას ვგეგმავ

Posted by: gigibuba 25 Feb 2016, 01:18
ვინწ აწარმოებთ იონჯას მინიმუმ 50 ჰექტარზე ან აპირებთ, გთავაზობთ ახალი სახეობის თანამედროვე თესლებს და დაგეხმარებით ტექბიკური კონსულტაციით, ხოლო რაც მთავარია გაგიფორმებთ ხელშეკრულებას შესყიდვაზე საშ. 1 ტონა სველი იონჯა- 20 აშშ დოლარი, 1 ჰექტარზე მოგება 1,050 აშშ დოლარი წელიწადში

Posted by: davita74 25 Feb 2016, 01:37
gigibuba
QUOTE
ვინწ აწარმოებთ იონჯას მინიმუმ 50 ჰექტარზე ან აპირებთ, გთავაზობთ ახალი სახეობის თანამედროვე თესლებს და დაგეხმარებით ტექბიკური კონსულტაციით, ხოლო რაც მთავარია გაგიფორმებთ ხელშეკრულებას შესყიდვაზე საშ. 1 ტონა სველი იონჯა- 20 აშშ დოლარი, 1 ჰექტარზე მოგება 1,050 აშშ დოლარი წელიწადში

რამდენ ხანს ყოფნის ერთი თესვა და რამდენია თესლის ფასი? რა არის ანუ რა პირობები არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული? რამდენი ხნით იდება ხელშეკრულება?

Posted by: gigibuba 25 Feb 2016, 11:18
ზოგადად ერთი დათესვა არის 4 წლიანი ციკლი და ხელშეკრულებაც შესაბამისად იგივე პერიოდზეა, ჩვენ ახლა ვაშენებთ იონჯის შესაფუთ და გამოსაშრობ საწარმოს და დამუშავებულის ექსპორტირებას განვახორციელებთ.
თესლი შეგიძლიათ თქვენითაც იყიდოთ, ოღონდ უნდა იყოს თანამედროვე სახეობები, რადგან ადგილობრივად მოყვანილი იონჯის პროტეინის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

Posted by: jjj 25 Feb 2016, 16:48
დანიური იონჯის თესლი გაგიგიათ, ვარგა?

Posted by: jjj 1 Mar 2016, 01:21
ახალი დილემა და კითხვა გამიჩნდა, იონჯის თესლი არის ჩვეულებივი და იგივე თესლი სასუქით დამუშავებული თუ სასუქში გატარებული ( 2 ლარით მეტი ღირს) და ღირს ამ 2 ლარის ზედმეტის გადახდა, ანუ ეფექტი არის შესაბამისი, თუ დაბოლების პონტია?

Posted by: davita74 2 Mar 2016, 00:51
jjj
QUOTE
იგივე თესლი სასუქით დამუშავებული

სასუქით არ მუშავდება თესლი ის უბრალოდ დამუშავებული შეიძლება იყოს ადვილად გაღვივებისთვის და მავნებლების მიმართ მდგრადობისთვის შეიძლება დამუშავდეს ფუნგიციდებით

Posted by: kaxaberski66 4 Mar 2016, 01:43
მოგესალმებით მეურნეებო. იონჯას ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია როგორც ცხოველებისთვის ისე ფრინველისთვის. თუ მჭვანე საკვებათ იყენებთ, მითუმეტეს. ამ შემთხვევაში გასათიბათ იონჯის დაყვავილებას არ უნდა დაელოდოთ, სანამ ქორფაა ასე 25–35სმ სი უკვე გათიბეთ დაგამოკვებეთ ცხოველები. თუ თივათ გინდათ, 70 პროცენტის ყვავილობისას, თუ ამინდიც ხელს გიწყობთ და წვიმის საშიშროებაც არ არის, გათიბეთ და დატუკეთ, მარალი ხარისხის თივა გამოგივათ.

Posted by: gogita513 28 Mar 2016, 23:10
გამარჯობათ, გვაქვს 1 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონ სოფელ წილკანში, მინდორში, მაინტერესებს თუ ღირს იონჯის დათესვა, მელიორაცია მოწყობილია, სასუქსაც თუ მივაშველებ წესით ნორმალური მოსავალი უნდა მოქვცეს, (ახლა განათხოვრებულია სიმინდი მოყავთ) და ღირს თუ არა მაინტერესებს და რამდენად შემოსავლიანი იქნება. მადლობა წინასწარ

Posted by: davita74 29 Mar 2016, 00:09
kaxaberski66
QUOTE
მოგესალმებით მეურნეებო. იონჯას ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია როგორც ცხოველებისთვის ისე ფრინველისთვის. თუ მჭვანე საკვებათ იყენებთ, მითუმეტეს. ამ შემთხვევაში გასათიბათ იონჯის დაყვავილებას არ უნდა დაელოდოთ, სანამ ქორფაა ასე 25–35სმ სი უკვე გათიბეთ დაგამოკვებეთ ცხოველები. თუ თივათ გინდათ, 70 პროცენტის ყვავილობისას, თუ ამინდიც ხელს გიწყობთ და წვიმის საშიშროებაც არ არის, გათიბეთ და დატუკეთ, მარალი ხარისხის თივა გამოგივა

თუ ძმა ხარ ეს ტექსტი გადმოთარგმნე რომელიმე ტექსტიდან თუ შენი გმოცდილებით წერ???????????? რაღაც ძაან არეულად წერია ტექსტი და იქნებ დააკონკრეტო რა როდის და როგორ უნდა გაკეთდეს ????


gogita513
QUOTE
გამარჯობათ, გვაქვს 1 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონ სოფელ წილკანში, მინდორში, მაინტერესებს თუ ღირს იონჯის დათესვა, მელიორაცია მოწყობილია, სასუქსაც თუ მივაშველებ წესით ნორმალური მოსავალი უნდა მოქვცეს, (ახლა განათხოვრებულია სიმინდი მოყავთ) და ღირს თუ არა მაინტერესებს და რამდენად შემოსავლიანი იქნება. მადლობა წინასწარ


არ ირჩევ ძამიკო არას თუ აკეთებ ცოტა დიდი ფართობი უნდა გქონდეს, თუ შენი საქონლის საკვებად გინდა მაშინ გიღირს და თუ ბიზნესისთვის გინდა 1 ჰექტარს აზრი არა აქვს

Posted by: kaxaberski66 6 Apr 2016, 20:46
QUOTE
davita74

არსაიდან არ გადმომითარგმნია, რაც ვიცი ის დავწერე. ყველა საკვებს გააჩნია კვებითი-ენერგეტიკული ღირებულება.მაგალითად. იონჯის მწვანე მასა, რომელიც შეიცავს 17-22%მშრალ ნივთიერებას, 1კგ შეიცავს 0.20-0.215 საკვებ ერთეულს.რაც უფრო მატულობს იონჯის მასაში მშრალი ნივთიერების შემცველობა ანუ უხეშდება მწვანე მასა, კლებულობს კვებითი ღირებულებაც.როდესაც ნორჩ იონჯას მოთიბავთ, მოაყრით სასუქს და მორწყავთ, სწრაფად იზრდება მწვანე მასა და ასე წელიწადში 5-8ჯერ შეიძლება გაითიბოს. მწვანე მასასაც დიდი რაოდენობით იღებთ და ხარისხიც მაღალი იქნება, ხოლო გადაზრდილ იონჯას მხოლოდ თივათ თუ გამოიყენებთ, ისიც დროულად უნდა გაითიბოს, თუ ამინდები ხელს გიწყობთ, არ უნდა გადაყვავილდეს. საქონლის მწვანე მასით კვებისას აუცილებლად საყურადღებოა, რომ იონჯა არ გაითიბოს წვიმიან ამინდში, ან თუნდაც ნამიანი. ის აუცილებლად უნდა გაშრეს და მერე გაითიბოს, თორემ გამოიწვევს საქონლის გაბერვას და დახოცვას. ამ მხრივ ესპარცეტი უვნებელია თუნდაც სველი ჭამოს.

Posted by: advanced_clubber 7 Apr 2016, 20:53
გამარჯობა

ახალმოთიბული იონჯის პრესის ფასს მიახლოებით ხომ ვერ დაწერთ ?

Posted by: basha 27 May 2016, 22:55
გამარჯობა

იქნებ გამარკვიოთ 1 ჰექტარზე რამდენი ტუკი იონჯა მოდის , რა წონა აქვს ერთ ტუკს და წელიწადში რამდენჯერ არის შესაძლებელი აღება,რათქმაუნდა ყველა წესის დაცვის შემთხვევაში smile.gif

Posted by: Pshaveli 28 May 2016, 12:53
basha
QUOTE
იქნებ გამარკვიოთ 1 ჰექტარზე რამდენი ტუკი იონჯა მოდის , რა წონა აქვს ერთ ტუკს და წელიწადში რამდენჯერ არის შესაძლებელი აღება,რათქმაუნდა ყველა წესის დაცვის შემთხვევაში

20-22 კგ ერთი სტანდარტული ტუკი.
რაოდენობას ვერ გეტყვი, ჯიშზე და მოსავლიანობაზეა დამოკიდებული, მორწყვაზეც.

Posted by: basha 28 May 2016, 17:22
დიდი მადლობა.დავუშვათ ყველა წეისის დაცვით ყველაზე ხარისხიანი ჯიში .სტატისტიკა არ არსებობს?
* * *
საშუალოდ 150-200 ტუკიო, ზოგიც 300 ტუკიო, ზოგიც 100 იო. საკმაოდ დიდი სხვაობაა მითუმეტეს თუ საშუალოდ ვიანგარიშებთ. და მითუმეტეს რომ იონჯას დიდი ფართობი ჭირდება, პატარას აზრი არ აქვს.

Posted by: basha 30 May 2016, 23:47
მოკლედ რომ ვთქვა მაქვს მიწა და რის მოყვანას მირჩევდით? 1 წლიან კულტურას ვგულისხმობ,რომ დანახარჯი მაინც დავაბალანსო

Posted by: TORO 23 Aug 2016, 17:22
სად შევიძინო სუპერფოსფატი და ამოფისი?

Posted by: ladolado999 29 Aug 2016, 12:14
გამარჯობათ მაქვს იონჯის ტუკები შემიძლია ადგილზე მოტანა 1 ტუკი 10 ლარი. მომწეეთ პიარადში

Posted by: asbalo 29 Aug 2016, 22:41
ლადო, მაგ ფასად 1,5 კგ ხორცს იყიდი ბითუმის, რაღა ბალახი იყიდოს კაცმა, გიფიქრია ამაზე?

Posted by: guriaaa 22 Dec 2016, 20:38

იონჯა ხომ აქვს ვინმეს გასაყიდი დიდი რაოდენობით?

Posted by: erdurden 13 Jan 2017, 20:49
asbalo
იქნებ 300კილიოანი ტუკი აქ?


ისე 1 ჰექტარზე სტანდარტი რამდენია, რამდნეი ტუკი მოდის
რო მორწყა სისტემატიურად

სასუქი უნდა მაგას?

Posted by: modest lawyer 24 Jan 2017, 13:06
gigibuba
QUOTE
ჩვენ ახლა ვაშენებთ იონჯის შესაფუთ და გამოსაშრობ საწარმოს და დამუშავებულის ექსპორტირებას განვახორციელებთ.


გაკეთდა ეგ პროექტი?

ნორმალური აგრონომი, იონჯის ამბებში რომ ერკვეოდეს ვინმეს ხომ არ გეგულებათ ?

Posted by: naxuca 24 Jan 2017, 18:19
რაგაინტერესებს იონჯასთან დაკავშირებით? @

Posted by: modest lawyer 24 Jan 2017, 19:48
naxuca
QUOTE
რაგაინტერესებს იონჯასთან დაკავშირებით? @


პმ ნახეთ

Posted by: naxuca 24 Jan 2017, 20:11
QUOTE
პმ ნახეთ

არაფერი არააა

Posted by: firalifirali 26 Jan 2017, 03:50

გაზაფხულზე რა ფასი ექნება იონჯას თქვენი აზრით?

Posted by: naxuca 26 Jan 2017, 11:21
QUOTE
გაზაფხულზე რა ფასი ექნება იონჯას თქვენი აზრით?

გაზაფხულზე პრესს გულისხმობ ალბათ ხო?

Posted by: firalifirali 26 Jan 2017, 15:04

დიახ ტუკის ფასს, 21-25 კგ-ს
შესაბამისად ტონის ფასს


Posted by: naxuca 26 Jan 2017, 21:38
QUOTE
დიახ ტუკის ფასს, 21-25 კგ-ს
შესაბამისად ტონის ფასს

გაზაფხულზე ფასიიკლებ უკვე ზაფხულში ძალიან იაფია პრესი მინდვრიდან 2.5-3 ლარია მიტანით 3-4 პრეს გააჩნია ვერიტყვი ასე

Posted by: ucxo777 26 Jan 2017, 21:45
Megobrebo raa mainteresebs, gaulewav shvrias anu sanam dapurdeba marcvali mwvaned rom gatibo ufo magali kvebiti girebuleba aqvs tu ionjas?

Posted by: beso183 1 Oct 2017, 19:43
სალამი ყველას
ერთი შეკითხვა მაქვს იონჯის თესლის ყდვა მინდა დასათესად და ვერ გავერკვიე სად ვიყიდო სხვადასხვა ვარიანტებია და ფასებიც განსხვავებული და მირჩიეთ რომელი ვიყიდო:
13 ლარი ღირს რუსული წარმომავლობისაო მეუბნება 5-6 წლიანი;
15 ლარი ლურჯი იონჯა
20 ლარი იტალიური

Posted by: vixn 2 Oct 2017, 07:05
ucxo777
იონჯას უკეთესია ბევრად.
beso183
შენ პირობებს უნდა უხდებოდეს, როგორი მომტხოვნია ნიადაგის, კვების, სინესტის?

Posted by: kaxaberski66 4 Oct 2017, 09:32
ucxo777
QUOTE
Megobrebo raa mainteresebs, gaulewav shvrias anu sanam dapurdeba marcvali mwvaned rom gatibo ufo magali kvebiti girebuleba aqvs tu ionjas?

იმ დოს უნდა გათიბო, სანამ გასალეწი გახდება, მაგრამ არც მწვანე არ უნდა იყოს.
მარცვალი კარგად უნდა ისინჯებოდეს. ამ დროს გათიბული იონჯას აჯობებს ყუათიანობაში, მაგრამ ჩამორჩება პროტეინის შემცველობაში.

Posted by: beso183 7 Oct 2017, 08:36
vixn
აღაიანში მინდა დავთესო ის მომენტია რომ 1 ან 2 წელი სარწყავი ვერ მ8ვიდეს და გვალვა გამძლე ჯიში მინდა მარა გამყიდველები ვერ მეუბნებიან ზუსტად ნუ იმ იტალიურზე მითხრეს გვალვაგამძლეო და რიავი პრაკტიკაში ვისაც დაუთესია ურწყავ ადგილას ვისაც დაუთესია რა თესლი დათესა საინტერესოა.
და ეხლა შემოდგომისას ანუ როდემდე შეიძლება დათესვა?

Posted by: vixn 7 Oct 2017, 09:24
beso183
თუ დათესვას აპირებ, მოუჩქარე, მე შენი ადგილი არ ვიცი, მაგრამ ზოგადად სანამ აცივდება და დაათოვს, ამოსვლა და ფესვის მომაგრება უნდა მოასწროს, გაზაფხულზე რომ ინტენსიურად განვითარდეს და უკვე გათიბვა შეძლო.

Posted by: iBoss 15 Oct 2017, 23:46
vixn
ნესტიან ცოტა ნამწყრალ ადგილას რა ბალახის თესლის დაყრას მირჩევ? სათიბად არ მინდა უბრალოდ ბალახი რო იყოს ჯიგრულად..

Posted by: vixn 16 Oct 2017, 00:02
Iboss
ვერაფერს გეტყვი, არ გამომიცდია, ხეებიდან აკაცია წავა სავარაუდოდ,მიწასაც კარგად იკავებს.

Posted by: namo 19 Oct 2017, 10:49

იონჯის რა ნაირსახეობები არსებობს ჩვენთAნ ? ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება რა ჯიშმა სად გაიხარა კარგად ?

Posted by: Filtel 4 Nov 2017, 13:22
რა დროს უნდა დაითესოს იონჯა? და უკვე ტუკის სახით, გადახურულ ადგილას რამდენიხნითაა მისი შენახვა რეკომენდირებული?

Posted by: vixn 4 Nov 2017, 19:55
Filtel
სასურველია სექტემბრის ბოლომდე, ჯობია აგვისტოში, რომ ამოვიდეს და ფესვი მოიმაგროს. შენახვა დიდხანს შეიძლება, მაგრამ კვებითი ღირებულება ერთი წელი არ მცირდება, მერე იკლებს.

Posted by: Filtel 4 Nov 2017, 22:31
QUOTE (vixn @ 4 Nov 2017, 19:55 )
Filtel
სასურველია სექტემბრის ბოლომდე, ჯობია აგვისტოში, რომ ამოვიდეს და ფესვი მოიმაგროს. შენახვა დიდხანს შეიძლება, მაგრამ კვებითი ღირებულება ერთი წელი არ მცირდება, მერე იკლებს.

Jigaar, ე.ი. პირველი მოსავლიდან პირველ მოსავლამდე შეილება გამლზლგვა.... რითი ითესება? რაღაც.ხორბლის სათესი ტრაქტორი როა ის თესავს?

Posted by: vixn 4 Nov 2017, 22:39
Filtel
რითი თესავენ არ ვიცი, ტექნიკა სავარაუდოდ, აბა ხელით ვინ მოაბნევს მაგას??

Posted by: kaxaberski66 8 Nov 2017, 00:36
Filtel
ითესება ხორბლის სათესით.
იონჯის თესლი უნდა აერიოს ლამში, სილაში. ჩაჰყარო სათესში და დათესო ისე როგორც ხორბალს თესავენ.

Posted by: torni_torni91 18 May 2018, 16:03
ვინმეს თუ გექნებათ გასაყიდი იონჯა 200 პრესი მინდა ადგილზე მოტანით

Posted by: firalifirali 24 May 2018, 01:10
რასაც საქართველოში ეძახიან იონჯას, თავისი კვებითი ღირებულებით ეგ იონჯა არ არისsmile.gif
უმრავლესობას ანალიზიც კი არ აქვს გაკეთებული პროტეინის შემცველობაზე, რაც ყველაზე მთავარი კომპონენტია იონჯის ხარისხის განსაზღვრისას
ეს მაჩვენებელი უნდა იყოს მინიმუმ 16-18%..ევროპაში აქვთ 20-22%...ასეთი მაღალი შემცველობა პროტეინის ავტომატურად ნიშნავს მაღალ ფასს..ტონის ფასი 250 დოლარზეც კი ადის
ცოტას ყიდულობენ და საქონელს მთელი სეზონი ჰყოფნის...

აქ კი უამრავ შეცდომას ვუშვებთ: არ ვაკეთებთ მიწის ანალიზს, დარღვეული გვაქვს თესვის და მოსავლის აღების ვადები..არ გვაქვს სპეცტექნიკა ...არ ვიცით მოყვანა და გვგონია რო იონჯა მოგვყავს..

შარშან, ერთ უცხოელს აინტერესებდა ეს ბიზნესი..მოვიარეთ მთელი საქართველო, სტანდარტის შესაბამისი იონჯა ვნახეთ მხოლოთ ერთ ადგილზე, იქაც უცხოელი ტექნოლოგები ჰყავდათ ჩამოყვანილი და მაგიტო ჰქონდათ უმაღლესი ხარისხი..
უმრავლესობას ჰქონდა პროტეინი 2-3%, რაც ბალახია ჩვეულებრივია, ძაან ცოტას 5-7%, ესეც ძალიან ძალიან დაბალი შემცველობაა

იმიტომაც არის რო მხოლოდ ლაზებს გააქვთ აქვე ართვინის მხარეს და ისიც ბალახის პონტში..
არადა მაგარი პერსპეტიული საქმეა სწორად თუ დაგეგმავ

Posted by: torni_torni91 24 May 2018, 11:19
კი ეგრეა მაგრამ აქ ტონაში 250 დოლარს ვერავინ გადაიხდის. შარშან 6 7 ლარი ღირდა პრესი და ხალხს ყიდვა გაუჭირდა და აბა აწიოს ვინმემ 10 ლარამდე ფასი 1 პრესსაც ვერ გაყიდის. სამწუხაროდ ჩვენთან ფასი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხარისხი

Posted by: Nat_asha 24 May 2018, 11:47
firalifirali
თესლის ხარისხს ააქვს პირველრიგში მნიშვნელობა. სულ რომ კარგი მიწა გქონდეს და კარგად მოუარო, თუ კარგი თესლი არ გაქვს მაინც ვერ მოვა კარგი იონჯა

Posted by: firalifirali 24 May 2018, 23:39
თესლი თავისთავად, ჩვენები რას თესავენ აზრზე არ ვარ...რაღაცა გაუგებრობაა..
შინდისში ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა ესპანურ ჯიშს - ვიქტორიას და გიგანტს..

torni_torni91
გეთანხმები, მაგიტომაც ვართ მეცხოველეობაში მე-19 საუკუნის დონეზე

Posted by: Cymbaline 5 Jun 2018, 13:51
ადამიანმა რა ფორმით შეიძლება ჭამოს?.............. ყვავილი/ღერო ორივე ერთად?


Posted by: Nat_asha 21 Jun 2018, 09:30
Cymbaline
რამდენადაც ვიცი მარტო ახალგაღვივებულის 2 კვირიანი ნაზარდის ჭამა შეიძლება.

Posted by: momxre 22 Jun 2018, 22:12
firalifirali
QUOTE
სტანდარტის შესაბამისი იონჯა ვნახეთ მხოლოთ ერთ ადგილზე, იქაც უცხოელი ტექნოლოგები ჰყავდათ ჩამოყვანილი


სადაა ეს ადგილი იქნებ დაწერო
ყიდვა შეიძლება?

Posted by: firalifirali 24 Jun 2018, 16:45
momxre

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11748727/

Posted by: nikusha11211 9 Oct 2018, 16:27
გამარჯობა.
აქ გარკვეული სახის ინფორმაცია იძებნება მაგრამ საკმაოდ ძველი კომენტარებია.
ვინმემ ხომ არ იცით მიახლოებით მაინც ინფორმაცია, 1 ჰა-ზე რამდენი სტანდარტული პრესის მიღებაა შესაძლებელი, როდის უნდა მოხდეს დათესვა რომელ თვეებში (გაზაფხული/შემოდგომა), როგორ უნდა მოხდეს დათესვა, რომელია კარგი ჯიშები, ან დასავლეთ საქართველოში რომელი ჯიში უფრო ხარობს და ა.შ.
ამ თემით ვარ დაინტერესებული და კომპეტენტური ადამიანებისგან რჩევებს თუ მივიღებ ძალიან კარგი იქნება ^_^

Posted by: kaxaberski66 12 Oct 2018, 16:21
nikusha11211
ძველი კი არის მაგრამ, იონჯაზე ინფორმაცია ისეთივეა როგორც დავუშვათ, 5წლის წინ.

Posted by: kshaneli 12 Oct 2018, 16:24
ახალმოთიბული იონჯის პრესის ფასს მიახლოებით ხომ ვერ დაწერთ ?

Posted by: Zmuzu 18 Oct 2018, 15:58
ჟოლოს და მაყვალს მინდა გვერდით დავუთესო ბუნებრივი აზოტისთვის და რას ფიქრობთ, გაამართლებს?

Posted by: kshaneli 18 Oct 2018, 17:58
კი ჩემმა მეზობელმაც ისე ქნა თავის ყანაში. გაამართლა და კმაყოფილიც დარჩა საკმაოდ

Posted by: Zmuzu 18 Oct 2018, 20:46
kshaneli
QUOTE
კი ჩემმა მეზობელმაც ისე ქნა თავის ყანაში. გაამართლა და კმაყოფილიც დარჩა საკმაოდ

რომელს უთხარი? ))

Posted by: elpaso77 21 Oct 2018, 17:19
მოკლედ მინდა ჩამოვყალიბდე იონჯა სჯობს თუ ესპარცეტი? რომელი არის უფრო მომგებიანი და ეფექტური ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: kaxaberski66 21 Oct 2018, 18:03
თუ მიწა სარწყავია, იონჯა ჯობია. თუ არ ირწყვება და თან გვალვები იცის იქ, მაშინ ესპარცეტი.
იონჯაში საქონელი რომ აძოვო, გაბერავს და დახოცავს. ახალი გათიბულიც უნდა ცოტა მოითელოს, ცოტა შეშრეს და მერე დაუყარო საქონელს. ნამიანის დაყრაც არ შეიძლება.
ესპარცეტი არ ბერავს სულ რომ ნოლში აძოვო და გინდაც სველი იყოს.

Posted by: elpaso77 21 Oct 2018, 18:48
kaxaberski66
მიწა არაა მოეწყვადი მაგრამ ძლიერი გვალვებიც არ იცის... თუ რომელიმეს დავიწყებ მითუმეტეს იონჯას პირდაპირ არ ვაჭმევ სილოსის სახიტ მივცემ სქონელს მგონი უკეთესია ხომ?
უბრალოდ რითი ითესება ეს მაინტერესებს... ისე ალტერნატივად ხელოვნური ბალახიც მაქვს

Posted by: kaxaberski66 22 Oct 2018, 09:18
სილოსს როგორ გააკეთებ?
იონჯას თესავენ დიდ ფართობებზე ხორბლის სათესით. პატარაზე ხელით.
იონჯის თესლი ერევა სილაში და ასე თესავენ.
ხელოვნური ბალახი რანაირია და რისგან გაქვს?

Posted by: elpaso77 22 Oct 2018, 10:43
სათბურები მაქვს დიდი აქ ასეთუ ისე სამტრედიაში მცირე მეწარმეებს ბევრს აქვთ. აქ შემიძლია ხობლის ან სიმინდის აყვავება წყალზე და სინათლის ხარჯზე. კილოდან კილო ნახევრიდან 16-17 კილოიანი ბალახი გამოდის ხორბლისგაან.

Posted by: Nat_asha 22 Oct 2018, 13:04
elpaso77
ჰიდროფონიკაზე ამბობ შენ ხო? გათბობა გაქვს ზამთარში? თუ გათბობის გარეშეც ამოდის?

Posted by: elpaso77 23 Oct 2018, 02:34
Nat_asha
კი ჰიდროფონიკა დიდი ვაგონი მაქვს შეფუთულია 10სმ სისქე 1,80 სიგრძის ფირფიტებით და დაიჭირა 19 გრადუსი.
ეხლა მწვანილია მაგრამ შარდან ხორბი ვსინჯე და გაიზარდაა 8 დღეზე.
ზამთრისთვის მინდა მხოლოდ თივა ჩალაში არეული ვაჭამო ვფიქრობ.
რომ იტყვიან ჯერ საკვების ვარიანტებს ვეძებ ვალაგებ და გამომდინარე ისე გადავწყვეწ აპა ისე მგონი აზრიც არააქ

Posted by: d_guruli 20 Feb 2019, 14:18
სალამი, გადავიკითხე მთლიანი პოსტი ძალიან ძველი კომენტარებია ვისაც აქვს ინჯის მოყვანის გამოცდილება მოიწეროს რა კითხვები მაქვს

Posted by: კუსლარხევი 9 Jun 2019, 23:32
სტანდარტული პრესი რამდენს იწონის?

Posted by: namo 10 Jun 2019, 21:17
კარგი იონჯის თესლი სად უნდა ვიშოვოთ ?

.................

Posted by: DRA 31 May 2020, 13:35
გამარჯობა. თუ შეგიძლიათ დაახლოებით რომ თქვათ ერთ ჰექტარზე იონჯის დათესვა თავის სასუქებით მოვლა 1წლის განმავლობაში რა თანხასთანაა დაკავშირებული. და მერე რამდენი ტუკი მოდის საშუალოდ და რამდენჯერ ითიბება.

Posted by: თორნიკე- 31 May 2020, 19:46
QUOTE (DRA @ 31 May 2020, 13:35 )
გამარჯობა. თუ შეგიძლიათ დაახლოებით რომ თქვათ ერთ ჰექტარზე იონჯის დათესვა თავის სასუქებით მოვლა 1წლის განმავლობაში რა თანხასთანაა დაკავშირებული. და მერე რამდენი ტუკი მოდის საშუალოდ და რამდენჯერ ითიბება.

რთული კითხვაა, იონჯის მოსავლიანობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული,გადახედეთ საიტს აგროკავკაზ.გეს, ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ სოფ. მეურნეობაზე. yes.gif

Posted by: merabc 1 Jun 2020, 10:00
იონჯა ჩემპიონია პროტეინის შემცველობის (20-22%) და გვალვაგამძლეოვბის მხრივ. შეუძლია განავითაროს 8-10 მეტრამდე ფესვები და ამ სიღმიდან ამოქაჩოს წყალი, თუ ფესვების სისტემის განვითარების საშუალებას მივცემთ.
ამისთვის პირველ გათიბვაზე (დათესვის მერე) უნდა ვაცალოთ ცოტა და აკოკრების ბოლოს გავთიბოთ და არა აკოკრების დასაწყისში, როგორც რეკომენდებულია სხვა გათიბვებისას. ამით პირველი განათიბის ხარისხი დაეცემა, მარა სამაგიეროდ შემდეგ გათიბვებზე მეტს მივიღებთ.
თუ დავაგვიანებთ და ყვავილობაში გადავა, მასში კლებულობს პროტეინის შემცველობაც და მონელებადი უჯრედანაც და აღარაფერი ფასი არ აქვს.

ბევრს ჰგონია, რომ იოჯას მოვლა არ უნდა, ერთხელ დათესავ და მორჩა, თიბე 5 წელიწადი, მაგრამ ასე არაა. იონჯა თავად წარმოქმნის აზოტს ჰაერიდან და აზოტის სასუქი არ სჭირდება, მაგრამ კალიუმის გარეშე, ჰაერიდან აზოტის მიღება უჭირს, ამიტომ კალიუმის საკვები სჭირდება. ეს შეიძლება ნაკელიდან შევიტანოთ. ოღონდ ბევრი ნაკელი უნდა - 22 ტონა ჰექტარზე წელიწადში. 3 წელზე გათვლით (რამდენ წელსაც ვთიბავთ) 66 ტონა დასჭირდება.
ინსექტიციდებით შეწამლვაც სჭირდება, თორემ მოსავალიც ნაკლები იქნება და პროტეინ-ენერგიაც მასში.
საერთოდ ინოკულანტებით თესავენ, ბაქტერიებით, რომელიც აზოტის წარმოქმნაზე მუშაობენ. თუმცა არა მგონი ეს საქართველოში იშოვებოდეს.
რაც ახლო ახლო დავთესავთ უკეთესია, უფრო მონელებდი იქნება და მოსავალიც მეტი.

როგორც ვთქვი აკოკრების დასაწყისში უნდა მოითიბოს, ამისთვის სულ 3 დღე გაქვთ და უნდა მოასწროთ.

იონჯის მთელი სიმდიდრე (პროტეინი და მონელებადი უჯრედანა) ფოთლებშია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის, რომ მოჭრისას, გადაბრუნებისას და აკრეფისას არ გასცვივდეს. ღეროები და ფოთლები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს თივაში.
თუ დავაგვიანებთ აღებას, ღეროები მსხვილი იქნება და შესაბამისად უჯრედანა მასში მოუნელებელი.

ჰო კიდევ, ნუ იწუწკებთ და დაბალზე ნუ მოჭრით (10-12 სმ სიმაღლეზე უნდა მოიჭრას), სკუპოი დვაჯდი პლატიტ. პირველ გათიბვაზე კი მიიღებთ მეტს, მარა შემდეგი გათიბვები ნაკლები იქნება და ბევრად უფრო წააგეთ საბოლოო ჯამში. თუმცა არ ვიცი ჩვენთან არსებული ტექნიკით ეს რამდენად შესაძლებელია.
* * *
DRA
QUOTE
ერთ ჰექტარზე იონჯის დათესვა თავის სასუქებით მოვლა 1წლის განმავლობაში რა თანხასთანაა დაკავშირებული

დაგუგლე, არის ქართულად ინტერნეტში. არ მცალია თორემ დაგიდებდი

Posted by: shuma89 12 Jun 2020, 17:19
ზოგ ინტერნეტ რესურსზე წერია 150 პრესი ერთ გათიბვაზე 17-20 კილოგრამ წონით, მორწყვის შემთხვევაშI თიბვა 3-5-ჯერ შეიძლებაო.
რამდენად რეალურია ვერ მივხვდი, ზოგიერთ საიტზე წერია ჯამში 250 პრესი საუკეთეოს ემტხვევაშიო, ძალიან შორსაა ერთმანეთისგან ეს ციფრები.
ასევე, რა სასუქი ვიხმარო, ნაკელი გამიჭIრდბეა დიდი რაოდენობით უნდა ძალიან.
22 ტონა მშრალი ნაკელი ჰექტარზე რო გაიშალოს ეგ კი გამოდის მგონი 10 ზილი, ხოოდა დავიბვენი, იქნებ ისეთი სასუქი მირჩიოთ რაც უფრო დაბალხარჯიანია და ნაკლები შრომატევადი.
4-4.5 ჰექტარზე მაქვს საუბარი.

Posted by: kaxaberski66 13 Jun 2020, 00:38
shuma89
QUOTE
ზოგ ინტერნეტ რესურსზე წერია 150 პრესი ერთ გათიბვაზე 17-20 კილოგრამ წონით, მორწყვის შემთხვევაშI თიბვა 3-5-ჯერ შეიძლებაო.
რამდენად რეალურია ვერ მივხვდი, ზოგიერთ საიტზე წერია ჯამში 250 პრესი საუკეთეოს ემტხვევაშიო, ძალიან შორსაა ერთმანეთისგან ეს ციფრები.
ასევე, რა სასუქი ვიხმარო, ნაკელი გამიჭIრდბეა დიდი რაოდენობით უნდა ძალიან.

გააჩნია იონჯის მმოსულობას.
ეხლა რასაც მე დავწერ დაითვალე და გაიგებ რამდენ პრესს მიიღებ.
იონჯა სათივედ ნამდვილად ითიბება სამჯერ. ოღონდა არა გვალვაში არამედ მორწყვისას.
საქონლის მწვანე მასით გამოსაკვებად კი ხუთჯერაც ითიბება და შეიძლება შვიდჯერაც.
იონჯა სარწყავში და ნოყიერ ნიადაგზე 60000კგ მოდის. ეს გაყავი 5ზე და მიიღებ მასას თივის სახით. ეხლა ეს გაყავი 18-20 კგ ზე რაც არის კარგი იონჯის პრესის წონა და მიიღებ ტუკების რაოდენობას.

Posted by: shuma89 14 Jun 2020, 18:03
სხვა ბალახი რო არ გამოერიოს გამიგია ზაფხულზე იხვნება და შვრიას თესავენო, ბალახს კლავს შვრიაო, აღარ აძლევს საშუალებას ბალახი რომ ამოვიდესო, გვიან შემოდგომაზე ჩაიცელება შვრია და გადაიხვნება ახლიდან, ჩაითესება იონჯა და სარეველები და სხვა ბალახი აღარ შეერევა.
რამდენად მართებული მსჯელობაა? იქნებ მიპასუხოთ გამოცდილმა ხალხმა?

Posted by: merabc 16 Jun 2020, 01:11
shuma89
QUOTE
ხვა ბალახი რო არ გამოერიოს გამიგია ზაფხულზე იხვნება და შვრიას თესავენო, ბალახს კლავს შვრიაო, აღარ აძლევს საშუალებას ბალახი რომ ამოვიდესო, გვიან შემოდგომაზე ჩაიცელება შვრია და გადაიხვნება ახლიდან, ჩაითესება იონჯა და სარეველები და სხვა ბალახი აღარ შეერევა.
რამდენად მართებული მსჯელობაა? იქნებ მიპასუხოთ გამოცდილმა ხალხმა?

სიდერატები ჰქვია მაგას. არა მგონი შვრია მაგ კატეგორიაში გადიოდეს. მაინდამაინც იონჯაზე არ იყენებენ. საკვები კულტურების მოსავლის აღების მერე თესავ შემოდგომაზე, მიწას ამდიდრებს და სარეველებს თრგუნავს, თან გათიბავ გაზაფხულზე და საკვებად იყენებ. მოკლედ ნახე რუსულად ან ინგლისურად თუ იცი - сидераты Green manure.
ისე ჩვეულებრივი პრაქტიკაა, შემოდგომაზე თესავ მარვლეულს, მაისში სასილოსედ იღებ, ან ივნისში მარცვლად და მერე უშვებ სიმინდს, უფრო სასილოსედ, რადგან შეიძლევა ვერ მოასწროს მარცვლად თუ დათესავ. გააჩნია რეგიონს

Posted by: kaxaberski66 16 Jun 2020, 01:30
shuma89
QUOTE
სხვა ბალახი რო არ გამოერიოს გამიგია ზაფხულზე იხვნება და შვრიას თესავენო, ბალახს კლავს შვრიაო, აღარ აძლევს საშუალებას ბალახი რომ ამოვიდესო, გვიან შემოდგომაზე ჩაიცელება შვრია და გადაიხვნება ახლიდან, ჩაითესება იონჯა და სარეველები და სხვა ბალახი აღარ შეერევა.
რამდენად მართებული მსჯელობაა? იქნებ მიპასუხოთ გამოცდილმა ხალხმა?

merabc
QUOTE

სიდერატები ჰქვია მაგას. არა მგონი შვრია მაგ კატეგორიაში გადიოდეს. მაინდამაინც იონჯაზე არ იყენებენ. საკვები კულტურების მოსავლის აღების მერე თესავ შემოდგომაზე, მიწას ამდიდრებს და სარეველებს თრგუნავს, თან გათიბავ გაზაფხულზე და საკვებად იყენებ. მოკლედ ნახე რუსულად ან ინგლისურად თუ იცი - сидераты Green manure.
ისე ჩვეულებრივი პრაქტიკაა, შემოდგომაზე თესავ მარვლეულს, მაისში სასილოსედ იღებ, ან ივნისში მარცვლად და მერე უშვებ სიმინდს, უფრო სასილოსედ, რადგან შეიძლევა ვერ მოასწროს მარცვლად თუ დათესავ. გააჩნია რეგიონს

ეგ საქმე ასე ხდება.
როცა ახალ მოხნულსი უნდა დათესო იონჯა, მაშინ თესავენ შვრიასთან ან ქერთან ერთად. მიზანი ის არის რომ ქერი და შვრია შემოდგომაზე სწრაფად ღივდებიან და ივითარებენ ფესვთა სისტემას.
გაზაფხულზე სანამ იონჯა ან რომელიმე სხვა სარეველა გაიღვიძებს, ქერი და შვრია უკვე მუხლში არიან.
გათიბვისას შეგიძლია მარცვლადაც აიღო მარცვლოვნები და შეგიძლია მწვანე მასადაც. ოღონდ უნდა აიღო მიწიდან 20 სანტიმეტრზე მაინც.
პირველი მოსავლის აღების შემდეგ იონჯა ძლიერდება და ვითარდება. ამის შემდეგ უკვე იღებ იონჯის მოსავალს.
შემოდგომაზე აღარ მოხნავ რადგანაც იონჯა 4-5 წელი იძლევა კარგ მოსავალს.
ესეიგი, პირველ დათესვისას თესავ ერთად. ეს ამცირებს თესვისას იონჯის თესლის თესვის ნორმას ორჯერ და ხარჯებიც გიმცირდება.

Posted by: shuma89 18 Jun 2020, 19:09
თივის საპრესებზე ხო არავის გაქვთ ინფორმაცია?
15000 ლარის საშუალება მაქვს, სარწყავი წყალი არის, სარწყავად ნასოსი და შლანგები მინდა, იონჯის დათესვა დენის შეყვანა და საპრესი. ამ ყველაფერს მოერევა ეს თანხა?
პრესები ერთი 2500 ფოლარში ვნახე, მეორე 4500- შე, დიდი იყო უფრო, პრესების ზომები აქვთ სხვაობა თუ თივის ამკრები სიგანე?
ტრაკტორის მოცელილზე ეგრევე გაივლის თუ ფორცხიც უნდა?

Posted by: shuma89 11 Jul 2020, 02:01
დაწვიმებითი სარწყავი სისტემა სად შეიძლება შევიძინო 50 მეტრიანი რადიუსით გამაფრქვევლებით?
იონჯის ფართობის მოსარწყავად მინდა.
მადლობა წინასწარ.

Posted by: dato379 8 Apr 2021, 09:37
გამარჯობათ, იონჯა უნდა დავთესო 1 ჰექტარზე, სად და როგორი თესლი ვიყიდო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)