Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > სიყვარული, სიყვარული, სიყვარული...

Posted by: dylan 25 Dec 2013, 21:37
სიყვარული გადაგარჩენთ.
გიყვარდეთ დედა, მამა, ბიძიები, გიყვარდეთ შალვა და ამირანი, გიყვარდეთ მოყვასი და ნაყვასი.
სიყვარული, სიყვარული, სიყვარული....
გადავსებულია ფბ-ს თუ სხვა ქსელების თუ გაზეთების გვერდები სიყვარულის მოწოდებით.

შენ, ვინაც ამას მომიწოდებ, შენ კი გიყვარს ყველანი?
ნუთუ მართლაც ასეთი უკიდეგანოა შენი სიყვარული?
თუ დაფიქრებულხარ შენსავე შიგნით არსებულ სიყვარულზე ან იმაზე, საერთოდ გაგაჩნია კი სიყვარული?

სიყვარული ადამიანებს სამწუხაროდ გვეძლევა მხოლოდ ბიოლოგიურად ახლობლების მიმართ - დედა, მამა, ძმა... ასევე გვიყვარს გემრიელი საჭმელი და ლამაზი ჩასაცმელი თუ კომფორტი.
ძალზე ვიწროა ჩვენი თანდაყოლილი სიყვარულის არეალი.
მე დავფიქრდი და ვიცი, რომ მართალს ვამბობ.
შენ კი, ასეთი სიამაყით რომ მოგვიწოდებ, რომ მიყვარდეს ყველანი,
- შენ თუ დაფიქრდი?
დაფიქრდი და როცა გულწრფელად დაფიქრდები, მეტყვი, - მართალი ხარ, ასე მარტივად არ ყოფილა ყველაფერი.
როცა ასეთი მომენტი დაგიდგება, სიყვარულის მოწოდებათა კოპირებას შეწყვეტ...
შენს საკუთარ მოწოდებებსაც შეწყვეტ.
შეგრცხვება და გაიფიქრებ - ჰო, მე აბსტრაქტულად ვიცი, რომ კარგია სიყვარული, მაგრამ მე ამას ცოცხლად არ განვიცდიდი - თავს ვიტყუებდი.
ჩემში არ არის ეს სიყვარული!
თუ აღმოგაჩნდა მაძიებლის იმპულსი, მაშინ ძიებასაც დაიწყებ.
იმის ძიებას, როგორ აღმოაცენო შენში ნამდვილი, რელიგიური და ყოვლისმომცველი სიყვარული.

მერე ქვევით ნათქვამსაც დაეთანხმები მორხცვად და დანანებით -

ხოლო ის დიდი სიყვარული, ქრისტე რომ გვესაუბრება და მისი მოციქულები, ჩვენში არ არის თავისთავად მოცემული.
არც ქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ ეს სიყვარული, სანამ მათ ქრისტესგან არ მიიღეს ცოდნა, როგორ აღმოეცენებინათ მათ საკუთარ თავში ასეთი სიყვარული.
მათ სიყვარული რომ "ესწავლათ," ამისთვის დასჭირდათ გამოეღოთ უდიდესი ძალისხმევა და ამ ძალისხმევას მათში საოცარი ძალით აძლიერებდა მაცხოვართან სიახლოვე და მისგან მომდინარე ღვთაებრივი სიყვარული და მისი მოძღვრების ნათელი.

სიყვარული მოსაპოვებელია და არა ნაჩუქარი და დაბადებითვე თანშობილი.
ფულის მოპოვება რომ ისწავლო, რამდენი წელი უნდა გაატარო სასწავლებლებში?

ქიმია რომ შეიმეცნო რაღაც დონემდე, რამდნი წელი უნდა გაატარო სასწავლებელში?
ან ელექტრონიკა ან რომ გახდე მარქშეიდერი?
რამდენი წლის შრომა დაგჭირდება რომ მოიპოვო გამოფიტული დიპლომი?
ბევრი...

და სიყვარული რომ ისწავლო, რაც ფულზე მილიონჯერ ძვირფასია და ქიმიაზე, ან მარექშეიდერიზმზე და ყოველივეზე, რაც რამ კი არის, იყო და მოდის, განა ამისთვის არაფერია საჭირო, - არც შრომა, არც სწავლა და სიყვარული ჩვენი წვერიანი მოძღვრისგან მოგვეცემა როგორც საჩუქარი?

თუ გულწრფელი ხარ, იტყვი, რომ საქმე არ არის შენ რომ გეგონა ისეთი მარტივი.
ჩაუჯდები აღმოსავლურ თუ დასავლურ რელიგიურ მოძღვრებებს.
მანდ მართლა შეიძლება მიაგნო გზას, რომელიც სიყვარულამდე მიგიყვანს, მაგრამ თუ ძალისხმევა არ გეყოფა და ერთგულება, მალევე, თავს მოგაბეზრებს ეს ყველაფერი და ქვიშაში ჩავარდნილი მარცვალივით მყისიერად გაიდგამ ვითომ ფესვებს და მყისიერადვე შემოგახმება ეს ეფემერული ფესვები...
კვლავ დაბრუნდები.
იქ დაბრუნდები სადაც იყავი და კვლავ დაიწყებ მოწოდებებს - გიყვარდეთ შალვა და გურამი და გარდანქეშანი!

Posted by: onlyfighter 25 Dec 2013, 21:42
up.gif

Posted by: attool 25 Dec 2013, 21:43
რა იყო დილან, სიზმარი ნახე ჭეშმარიტებისsmile.gif .

Posted by: goglimogli 25 Dec 2013, 21:45
თავმდაბლობის გარეშე, არ იქნების სიყვარული.

Posted by: axalirevolucia 25 Dec 2013, 22:29
საზოგადო სიყვარულის, რომ გადაგვარჩენს იმ სიყვარულის რეცეპტი -
1.
განათლება

2. განვითარებულობა

3. პერსონალ სპეისის დაცვა

4. მასის თავხედის მიერ ადვილად დაჩმორებადობის დასრულება.

Posted by: Choncxis mzera 25 Dec 2013, 22:45
sa.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: M A N E R A 25 Dec 2013, 22:51
QUOTE
სიყვარული, სიყვარული, სიყვარული..., სიყვარულის ქვეყანა

Posted by: ბეჟანბეჟანი 25 Dec 2013, 22:59
dylan
QUOTE
ნაყვასი.

ეს რაა?
QUOTE
შენ კი, ასეთი სიამაყით რომ მოგვიწოდებ, რომ მიყვარდეს ყველანი,
- შენ თუ დაფიქრდი?

მიტომ მოგიწოდებ, რომ მეც დავფიქრდი და იქნებ შენ გაქაჩო ჩემზე მეტად...
QUOTE
სიყვარული ჩვენი წვერიანი მოძღვრისგან მოგვეცემა

უფ, შე კაცო. ამით დაგეწყო givi.gif

Posted by: iaiameri 26 Dec 2013, 00:15
სიყვარული აქტუალური არაა თორე ისე კაი რამეა

Posted by: Xoshgeldi 26 Dec 2013, 01:56

როცა სიყვარული გტოვებს, ცხოვრება ხდება უფერული და მერე ცდილობ სხვადასხვა იაფფასიანი რამე რუმეებით მოახდინო მისი კომპენსირება, უნდა გაწუხებდეს ეს და თუკი ტკივილსაც არ განიცდი ტეხავს,
ემოციურად კვდები და რაც მთავარია თავი არ უნდა მოიტყუო და არ უნდა თქვა რომ ყველაფერი რიგზეა,
მწუხარება და სევდა ზოგჯერ უფრო სასარგებლოა ვიდრე უაზრო გართობა და რაღაცით გატაცება,
საკუთარ თავში ჩაღრმავება ყველაზე ძნელია, მაშინაც კი როდესაც მარტო ხარ ფიქრები გარბის, უკეთეს შემთხვევაში ხვალინდელი დღის პრობლემების გადაწყვეტისკენ, უარეს შEმთხვევაში ფიქრები თავისით ფიქრობს, ხტება აქეთ იქით და ხშირად შენთვის კი არ ფიქრობ, არამედ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ, გაქვს თუ არა უნარი იყო გულახდილი საკუთარ თავთან, ზოგჯერ შეხედო გვერდიდან, მიუკერძოებლად და გაერკვიო რა გინდა, რეალურად რას ფიქრობ და სადაა ნამდვილად შენი აზრი და არა სხვისთვის ნათქვამი და მომზადებული ფრაზა//////////////////

როდესაც შეიყვარებ შენს ცხოვრებას და მიიღებ

Posted by: Q 7 26 Dec 2013, 02:14

up.gif

Posted by: ErK 26 Dec 2013, 02:35
დილან, მოცემული როგორ არაა, მარცვალი არის და გაღვივება უნდა... "არეალი" რომ გაფართოვდეს...

Posted by: axalirevolucia 26 Dec 2013, 06:55
დილან

ვერ მიგიხვდნენ სიყვარულის მასშტაბებს.

პატრიოტიზმი ჰქვიან მაგ სიყვარულს და წესიერება.
დაუზუსტე
თორე გადავიდნენ ბაილამოოო-ზე.

იმის მაგივრად რომ ბობ დილანი გაახსენდეთ.

http://forum.ge/?showtopic=34263104&hl=
წაით ამ თემაში, ვინც დილანს ვერ გაუგეთ.

Posted by: დიაბლო 26 Dec 2013, 08:58
QUOTE
სიყვარული აქტუალური არაა თორე ისე კაი რამეა

მოგიკვდი user.gif

Posted by: dylan 26 Dec 2013, 08:58
Xoshgeldi
QUOTE
როცა სიყვარული გტოვებს, ცხოვრება ხდება უფერული და მერე ცდილობ სხვადასხვა იაფფასიანი რამე რუმეებით მოახდინო მისი კომპენსირება, უნდა გაწუხებდეს ეს და თუკი ტკივილსაც არ განიცდი ტეხავს,
ემოციურად კვდები და რაც მთავარია თავი არ უნდა მოიტყუო და არ უნდა თქვა რომ ყველაფერი რიგზეა,
მწუხარება და სევდა ზოგჯერ უფრო სასარგებლოა ვიდრე უაზრო გართობა და რაღაცით გატაცება,
საკუთარ თავში ჩაღრმავება ყველაზე ძნელია, მაშინაც კი როდესაც მარტო ხარ ფიქრები გარბის, უკეთეს შემთხვევაში ხვალინდელი დღის პრობლემების გადაწყვეტისკენ, უარეს შEმთხვევაში ფიქრები თავისით ფიქრობს, ხტება აქეთ იქით და ხშირად შენთვის კი არ ფიქრობ, არამედ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ, გაქვს თუ არა უნარი იყო გულახდილი საკუთარ თავთან, ზოგჯერ შეხედო გვერდიდან, მიუკერძოებლად და გაერკვიო რა გინდა, რეალურად რას ფიქრობ და სადაა ნამდვილად შენი აზრი და არა სხვისთვის ნათქვამი და მომზადებული ფრაზა//////////////////

როდესაც შეიყვარებ შენს ცხოვრებას და მიიღებ

yes.gif yes.gif

ErK
QUOTE
დილან, მოცემული როგორ არაა, მარცვალი არის და გაღვივება უნდა... "არეალი" რომ გაფართოვდეს...

მეც ამას ვგულისხმობ "აღმოცენებაში."

axalirevolucia
QUOTE
დილან

ვერ მიგიხვდნენ სიყვარულის მასშტაბებს.

პატრიოტიზმი ჰქვიან მაგ სიყვარულს და წესიერება.
დაუზუსტე
თორე გადავიდნენ ბაილამოოო-ზე.

იმის მაგივრად რომ ბობ დილანი გაახსენდეთ.

სასიყვარულო მუსიკა ან სიმღერები
წაით ამ თემაში, ვინც დილანს ვერ გაუგეთ.

პატრიოტიზმი მახეა მრავალთათვის.

http://forum.ge/?showtopic=34603957&hl=

Posted by: viegel 26 Dec 2013, 09:18
Hermann Hesse, What Trees Teach Us

For me, trees have always been the most penetrating preachers. I revere them when they live in tribes and families, in forests and groves. And even more I revere them when they stand alone. They are like lonely persons. Not like hermits who have stolen away out of some weakness, but like great, solitary men, like Beethoven and Nietzsche. In their highest boughs the world rustles, their roots rest in infinity; but they do not lose themselves there, they struggle with all the force of their lives for one thing only: to fulfill themselves according to their own laws, to build up their own form, to represent themselves. Nothing is holier, nothing is more exemplary than a beautiful, strong tree. When a tree is cut down and reveals its naked death-wound to the sun, one can read its whole history in the luminous, inscribed disk of its trunk: in the rings of its years, its scars, all the struggle, all the suffering, all the sickness, all the happiness and prosperity stand truly written, the narrow years and the luxurious years, the attacks withstood, the storms endured. And every young farmboy knows that the hardest and noblest wood has the narrowest rings, that high on the mountains and in continuing danger the most indestructible, the strongest, the ideal trees grow.

Trees are sanctuaries. Whoever knows how to speak to them, whoever knows how to listen to them, can learn the truth. They do not preach learning and precepts, they preach, undeterred by particulars, the ancient law of life.

A tree says: A kernel is hidden in me, a spark, a thought, I am life from eternal life. The attempt and the risk that the eternal mother took with me is unique, unique the form and veins of my skin, unique the smallest play of leaves in my branches and the smallest scar on my bark. I was made to form and reveal the eternal in my smallest special detail.

A tree says: My strength is trust. I know nothing about my fathers, I know nothing about the thousand children that every year spring out of me. I live out the secret of my seed to the very end, and I care for nothing else. I trust that God is in me. I trust that my labor is holy. Out of this trust I live.

When we are stricken and cannot bear our lives any longer, then a tree has something to say to us: Be still! Be still! Look at me! Life is not easy, life is not difficult. Those are childish thoughts. . . . Home is neither here nor there. Home is within you, or home is nowhere at all.

A longing to wander tears my heart when I hear trees rustling in the wind at evening. If one listens to them silently for a long time, this longing reveals its kernel, its meaning. It is not so much a matter of escaping from one’s suffering, though it may seem to be so. It is a longing for home, for a memory of the mother, for new metaphors for life. It leads home. Every path leads homeward, every step is birth, every step is death, every grave is mother.

So the tree rustles in the evening, when we stand uneasy before our own childish thoughts: Trees have long thoughts, long-breathing and restful, just as they have longer lives than ours. They are wiser than we are, as long as we do not listen to them. But when we have learned how to listen to trees, then the brevity and the quickness and the childlike hastiness of our thoughts achieve an incomparable joy. Whoever has learned how to listen to trees no longer wants to be a tree. He wants to be nothing except what he is. That is home. That is happiness.

user posted image

Posted by: goglimogli 26 Dec 2013, 09:29
viegel
ხეებზე გამახსენდა:

Seltsam, im Nebel zu wandern!
Einsam ist jeder Busch und Stein,
Kein Baum sieht den andern,
Jeder ist allein.

Voll von Freunden war mir die Welt,
Als noch mein Leben licht war;
Nun, da der Nebel fällt,
Ist keiner mehr sichtbar.

Wahrlich, keiner ist weise,
Der nicht das Dunkel kennt,
Das unenntrinnbar und leise
Von allen ihn trennt.

Seltsam, im Nebel zu wandern!
Leben ist Einsamsein.
Kein Mensch kennt den andern,
Jeder ist allein.

აი ინგლისურიც:
In The Fog

It's strange to wander in the fog!
A lonely bush, a lonely stone,
No tree can see the other one,
And one is all alone.

The world was full of friends back then,
As life was light to me;
But now the fog has come,
And no one can I see.

Truly, no one is wise,
Who does not know the dark
Which inevitably and silently
Does from others him part.

It's strange to wander in the fog!
Life is loneliness
No Man knows the other one,
And one is all alone.

Hermann Hesse

Posted by: dylan 26 Dec 2013, 09:30
viegel
QUOTE
Hermann Hesse, What Trees Teach Us

For me, trees have always been the most penetrating preachers. I revere them when they live in tribes and families, in forests and groves. And even more I revere them when they stand alone. They are like lonely persons. Not like hermits who have stolen away out of some weakness, but like great, solitary men, like Beethoven and Nietzsche. In their highest boughs the world rustles, their roots rest in infinity; but they do not lose themselves there, they struggle with all the force of their lives for one thing only: to fulfill themselves according to their own laws, to build up their own form, to represent themselves. Nothing is holier, nothing is more exemplary than a beautiful, strong tree. When a tree is cut down and reveals its naked death-wound to the sun, one can read its whole history in the luminous, inscribed disk of its trunk: in the rings of its years, its scars, all the struggle, all the suffering, all the sickness, all the happiness and prosperity stand truly written, the narrow years and the luxurious years, the attacks withstood, the storms endured. And every young farmboy knows that the hardest and noblest wood has the narrowest rings, that high on the mountains and in continuing danger the most indestructible, the strongest, the ideal trees grow.

Trees are sanctuaries. Whoever knows how to speak to them, whoever knows how to listen to them, can learn the truth. They do not preach learning and precepts, they preach, undeterred by particulars, the ancient law of life.

A tree says: A kernel is hidden in me, a spark, a thought, I am life from eternal life. The attempt and the risk that the eternal mother took with me is unique, unique the form and veins of my skin, unique the smallest play of leaves in my branches and the smallest scar on my bark. I was made to form and reveal the eternal in my smallest special detail.

A tree says: My strength is trust. I know nothing about my fathers, I know nothing about the thousand children that every year spring out of me. I live out the secret of my seed to the very end, and I care for nothing else. I trust that God is in me. I trust that my labor is holy. Out of this trust I live.

When we are stricken and cannot bear our lives any longer, then a tree has something to say to us: Be still! Be still! Look at me! Life is not easy, life is not difficult. Those are childish thoughts. . . . Home is neither here nor there. Home is within you, or home is nowhere at all.

A longing to wander tears my heart when I hear trees rustling in the wind at evening. If one listens to them silently for a long time, this longing reveals its kernel, its meaning. It is not so much a matter of escaping from one’s suffering, though it may seem to be so. It is a longing for home, for a memory of the mother, for new metaphors for life. It leads home. Every path leads homeward, every step is birth, every step is death, every grave is mother.

So the tree rustles in the evening, when we stand uneasy before our own childish thoughts: Trees have long thoughts, long-breathing and restful, just as they have longer lives than ours. They are wiser than we are, as long as we do not listen to them. But when we have learned how to listen to trees, then the brevity and the quickness and the childlike hastiness of our thoughts achieve an incomparable joy. Whoever has learned how to listen to trees no longer wants to be a tree. He wants to be nothing except what he is. That is home. That is happiness.

Posted by: kvangel 26 Dec 2013, 09:38
QUOTE
თორე გადავიდნენ ბაილამოოო-ზე.

biggrin.gif

Posted by: kato-ki 26 Dec 2013, 10:38
თითქოს დაეშვა ბნელი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისევ მწარდები:
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.

თითქოს რაღაცას ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი..
არაფერია, არაფერია,
სხვა მოვა, უფრო დაუძლეველი

წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება?
თითქოს ბერდები? არაფერია,
ათასი წლისაც არ დაბერდები

Posted by: ქართლოსი 13 Jan 2014, 17:42
QUOTE
 სიყვარული, სიყვარული, სიყვარული..., სიყვარულის ქვეყანა.

პოლიტიკაში ამას რა უნდა.

Posted by: laci 13 Jan 2014, 17:45
axalirevolucia
QUOTE
. პერსონალ სპეისის დაცვა

უფრო ''ქულ'' ხდები ასე რომ წერ?

Posted by: pattern 12 Feb 2014, 06:13
ბოროტი ენები ამბობენ.
მე არა.
სიყვარული ქიმიური პროცესიაო.

თუ მართალია-
სიყვარული სწავლებას და ქადაგებას არ ექვემდებარება.

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 08:25
laci
იეა ბრო.
ქუულ ..
არაბიჯოდა ყელწიანურს დავწვდები.

შენ ნასკი და მაიკა რომ გითქვამს სხოდუ კლიოვი პაცან გამხდარხარ?
დროა მივიღოთ რუსულის გარდა ანგლოსაქსური ბარბარიზმები.

მოიცადა, სიყვარულის ავტორი სადაა?
დილან წადი ჰაწვალზე, შენი დროა.
მე გასწავლი თხილამურებზე დგომას.
ბიძინას უთქვამს გუჯაბიძეს, ოდეს 17 მწვერვალის დალაშქვრის შემდეგ თხილამურზე დადგა -ეგეთი კაიფი სხვა არ არსებობსო, ზასოროკ ასაკში.
ჰოდა ჰაწვალშია შენი სიყვარული, ხოა თოვლი.
ბოვშვები დაჰყავთ თბილისიდან ზამთრის სკოლაში ბიწო, არ გამაზო ეს სეზონი. ჩვენ გუდაურლებს შენი გვშურს.

Posted by: Stirling 12 Feb 2014, 09:45
არ გამოვა ეს ყველას სიყვარული.
აი ვიღაცა რო ჩაგათხლიშავს თავში უსამართლოდ და რო გადაირევი, მერე იძახე სიყვარული.

პ.ს. ძნელია ძნელიაო რო იძახიან, ძნელია კიარა საერთოდ საჭიროა?
სიდებილეში არ გადაიზარდოს. ყველას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ვიღაც ნაბოზრების სიყვარული არ მესმის მე და არც მაგათთვის მიტევება არ მიმაჩნია გამართლებულად.

Posted by: dylan 12 Feb 2014, 11:05
axalirevolucia
QUOTE
მოიცადა, სიყვარულის ავტორი სადაა?
დილან წადი ჰაწვალზე, შენი დროა.
მე გასწავლი თხილამურებზე დგომას.

My time is gone,
My burden is still heavy
I'm waiting now for the miracle of dying...
"Jesus gonna make up my dying bed..."

ჩავაინგლისურე! biggrin.gif

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 17:27
dylan
შენ მოგიკვტი მე

გაყიდე ყველაფერი და აწვალში სახლი აიშენე, იქაა შენი ადგილი დიოგენ.
ფულს იშოვი მევიყო. ზედ კანატკასთან ააშენე სასტუმროს პონტში.
65 წლამდე მე გაძლევ დაბროს სრიალზე.

ჩუ, მეც არ ვიცი დგომა, მაგრამ ასერთი პროცენტით ვიცი რო დავდგები. მომავალი წლიდან ვიწყებ სნოუბორდს.
ტრანსია ოზონის საბურველში.

Posted by: Green Card 12 Feb 2014, 17:31
axalirevolucia
QUOTE
ჩუ, მეც არ ვიცი დგომა,

არც მეsad.gif
მაგრამ იმ სიცივეში დადგომას
ზღვაზე მირჩევნია
: )

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 17:34
http://m.youtube.com/watch?v=1vdY0iYGLQw
რა სიცივე.
ადრენალინნ..

Posted by: Green Card 12 Feb 2014, 17:40
axalirevolucia

ვაუ,მაგარია .
მაგრამ მე ხომ ვიცი მოვჯდები.ზღვა მირჩევნია
: )

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 17:43
Green Card
მოჯდი და იჯდერაო.
რა მოხდა მერე.
ბოლო ჩამოსვლაზე 7 მალაყი ვყავი. შარშანსწინ.

Posted by: Green Card 12 Feb 2014, 17:46
axalirevolucia
კინჩხ-კისერს არ იტეხავ მერე?
ზღვაა კაი
ჩაყვინთავ და გასცურავ და გამოსცურავ..

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 18:19
Green Card
დამე ცვეტი,
ძეწიამ მაროჟენნოე.
ზაფხულში ზღვა
ზამთარში სნოუბორდი.

Posted by: Green Card 12 Feb 2014, 18:20
axalirevolucia
ახლაც წავიდოდი სადმე ეგვიპტეში

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 18:26
Green Card
იქ ვერ იცურავებ.
ჰადაჰაა ფერად თევზებთან ძაან მლაშე წყალში ჩაყვინთო 15 წთ 50 დოლარად.
ბასეინი კი ბენდუსაც აქვს ბაგებში.
კსტაწი სეილია, 400 ლარად ორი თვე კვირაში ორი შესვლა.

Posted by: Green Card 12 Feb 2014, 18:27
axalirevolucia
QUOTE
კსტაწი სეილია, 400 ლარად ორი თვე კვირაში ორი შესვლა.

რა ამბავია
მაგის სეილზედაც ძვირია

Posted by: kupara 12 Feb 2014, 19:48
კარგი რამეა სიყვარული, მაგრამ ნამეტანი მწვალებელია smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Green Card 12 Feb 2014, 19:55
kupara

თუ არ იწვალე რაა მამული.

Posted by: dylan 12 Feb 2014, 19:55
axalirevolucia
QUOTE
dylan
შენ მოგიკვტი მე

გაყიდე ყველაფერი და აწვალში სახლი აიშენე, იქაა შენი ადგილი დიოგენ.
ფულს იშოვი მევიყო. ზედ კანატკასთან ააშენე სასტუმროს პონტში.
65 წლამდე მე გაძლევ დაბროს სრიალზე.

ჩუ, მეც არ ვიცი დგომა, მაგრამ ასერთი პროცენტით ვიცი რო დავდგები. მომავალი წლიდან ვიწყებ სნოუბორდს.
ტრანსია ოზონის საბურველში.

ბავშვობაში კარგად ვსრიალებდი.
ახლაც კი შევძლებ რაღაცას.
სასტუმრო და მისთანეები კი არა.
ჩემნაირები ფულს ვერ შოულობენ.
არ ვიმჩნევ თორემ სიღარიბის ქვემოთ რო ქვემოთაა, იქ ვარ. biggrin.gif

ეზოში კემპინგი მოვაწყვე და ჰოსტელი.
იანვრამდე გამწვდა.
მერე ისევ ვალი და მერე ისევ და ახლიდან...
სიზიფეს შრომა.

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 20:46
dylan
მოიცა!
შენ ბავშვობაში რა სრიალიც იცოდი ( ძაანაც კარგი რომ იცოდი),
შეგიძლია მწარე მოგონებად ჩათვალო.
აი უყურე, ახლა ისეთი ბატინკები, კრეპლენიები და თხილამურებია... ჩაჯდები შიგ და -გრენდაიზერ, გაძლიერდი, ეგრევე ტანკში ხარ.
უცდფ გაიხსენებ, ერთი საათით ითრიე ინსტრუქტორი.
გუდაურში 60 წლის ინსტრუქტორები საათში 50 ლარს იღებენ.
შენც შეძლებ. ჩერეზ ერთი წელი.
იუთუბზე იმაცადინე- ჰოვ ტუ. სკიინგ ლესსონს.
საკაიფო გაკვეთილებია.

ეხლა ფული.

წელს არ გირჩევ სახლკარის გაყიდვას და ახლის აშენებას აწვალში, ემანდ აფსაიტში არ ავღმოჩნდეთ.
დაელოდე ე თეთნულდზე რას აპირებენ.
თუ გონდოლა-საბაგიროს დგამენ ( გაარკვიე ახლავე, ეგენი სუ ნაცებისდროინდელი პროექტებია), ჯობია იმას დაელოდო და იქ გადასახლდე უპადნოჟია.
თუ არადა აწვალიც წავა.
.
მანდ ერთი სასტუმრო არის საკაიფო, მაგრამ ვერ იხეირებს სანამ ეგრე მარტო იქნება კიკოსავით.
პახოდუ გუდაურისგან განსხვავებით ტყეა და საზაფხულო კურორტიცაა, თან ზაფხულში ეგ კანატკა მუშაობს გუდაურისგან განსხვავებით.

სუ ვბრაზობდი შავიზღვისპირეთში ქართველები ნაპირიდან 300 მეტრში რო ცხოვრობდნენ ჩვეულებრივ გლეხებად, ხოლო უცხოები ეგრევე ზღვისპირას და მოშნად ხეირობდნენ. დამიჯერე ცოტა ხანში აწვალში სასტუმროს თბილისელი სკმეხი გაგიხსნჯს და იხეირებს კიდევაც. ღმერთმა გაუმარჯოს სანამ ადგილი კიდევაა. რაც მეტი მით უკეთესი ყველასთვის ცალცალკე.

http://gudauri.travel/news/novosti-gudauri/novyi-gruzinskiy-gornolyzhniy-kurort-tetnuldi-otkroetsya-2015-godu.html

ხო , ფული თქო.
ვალი აიღე იპოთეკური, ქართუში მაგალითად. ოღონდ მე არ დამაბრალო, შენ ხარ მანდ თავი.
ბიძინა ისე როგორ გაგვიწყრება სახლი წაგართვას, ეს კი მწარედ ვიხუმრე, არწართმევაზე.
გათვალე იტოკში.
გუდაური.ტრაველ - შედი საიტზე და მესტია აწვალის დვიჟენიებში იმეცადინე.

პ.ს. მესტიაში რომელ ფერდზე ხარ?
კოშკი გაქვენ?

Posted by: Green Card 12 Feb 2014, 20:50
dylan
ყველაფერი გამოგივა.
პოზიტიურად განეწყვე.

Posted by: erfiro 12 Feb 2014, 21:28
არ ვიცი, მაგრამ ეს მინდა დავდო აქ.................................

Posted by: dylan 12 Feb 2014, 21:35
axalirevolucia

ბავშვბაში თხილამურზე კარგად ვიდექი.
ძველი, კოშკიანი სახლი დიდი ხანია გავყიდეთ.
ეს კი მე-2 საჯარო სკოლასთან არის.
კემპინგი და ჰოსტელი.
ერთ მხარე ჰაწვალი ჩანს, მეორე მხარეს ძველი უბნები.

კრედიტი უკვე მაქვს აღებული ამ მცირე საქმისთვის.
ასე რომ სასტუმროსთვის არ გამოვა.
თან დიდი ფულია საჭირო.

http://pix.ge/

http://pix.ge/

Green Card
QUOTE
dylan
ყველაფერი გამოგივა.
პოზიტიურად განეწყვე.

მადლობა.

Posted by: karlsoni 12 Feb 2014, 21:37

30 პოსტი

Posted by: axalirevolucia 12 Feb 2014, 21:42
QUOTE
კრედიტი უკვე მაქვს აღებული ამ მცირე საქმისთვის.
ასე რომ სასტუმროსთვის არ გამოვა.
თან დიდი ფულია საჭირო.

აზზე არ ხარ რაა.
კაკრაზ კრედიტი უკვე რო გაქვს აღებული და რო ატრიალებ, რო თავობ, ეგ ფოტოები რო გაქვს, ეგაა შენი სეზამი ბანკთან საბაზროდ.
თუ ახალ კრედიტს აიღებ მაგ მიმდინარე კრედიტს იმაში გადაგიტანენ. ერთი დიდი კრედიტი გექნება, ზატო საშვილიშვილო .

Posted by: dylan 12 Feb 2014, 21:46

ეეჰ, სათქმელად ადვილია.
ჩვენი ბანკები გრძელვადიან კრედიტებს არ იძლევიან.
სანამ სასტუმროს ააშენებ.....

Posted by: axalirevolucia 17 Feb 2014, 11:46
dylan
კაკრაზ გრძელვადიანი კრედიტი უფრო ადვილი ასაღებია, უფრო ხეირობენ გრძელვადიანი კრედიტით.

.........................................................................................

Posted by: dylan 17 Feb 2014, 11:52
axalirevolucia
QUOTE
dylan
კაკრაზ გრძელვადიანი კრედიტი უფრო ადვილი ასაღებია, უფრო ხეირობენ გრძელვადიანი კრედიტით.

რეგიონებში არა, თბილისში კი რეგიონებს არ აძლევენ კრედიტებს, თუ მილიონერი არ ხარ.

იშოვე კრედიტი.
აქ მე მოგეხმარები.

Posted by: grafinia79 17 Feb 2014, 12:00

„გამარჯვებაო“. რამდენჯერმე ვუთხარ დიდს, საზარელს კლდეს, მაგრამ ყური არ მიგდო, იდგა თავისთვის დინჯად, ყურსაც არ იბღერტდა, თითქოს ბუზიც არ აჰფრენოდეს.
– ხომ არ გეძინა, შავ-კლდეო, ბოღმა-ნაღველით შედედებულო, უბედურო, უდაბურო, გულღრძუვო! – გავუმეორე კვალად, – კაცი ვარ, სალამს გაძლევ, რატომ ბოდიშს არ იხდი?..
– ბოდიში? – სთქვა კლდემ და შუბლშეკრულმა გადმომხედა მაღლიდან, - რას ეძახით კაცნი ბოდიშს?.. ჰო, ვიცი, ვიცი... ერთმანეთს სულ მუდამ დღე გამარჯვებას ეუბნებით ენით, ხოლო საქმით ერთურთის დაღუპვაზე სდგეხართ. კლდე იმით არის კლდე, რომ ენას არ ალაკლაკებს წაღმა-უკუღმა. როგორ გაგეხარდებოდა, როგორ მადლობელი იქნებოდი, როგორ ქება-დიდებით მომიხსენებდი, შენს “გამარჯვებაზე” გაგიმარჯოს, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, თავს შემოგევლეო, რომ მეთქვა, არა? უმეცარო! არ გესმის, გამოუცდელი ხარ, ჯერ ბევრი რამ გაკლია, ბევრისაგან ბევრი...
– ჩვენ კაცნი ამას ზრდილობას ვეძახით. ბოდიშის მოხდა ვალად გვძე ადამიანის შვილთა.
– ჰმ, ჰმ, ჰმ! – გაიღიმა უგემურად, – უზრდელთ ვინ მოგცათ ზრდილობა?! ერთმანერთს სჭამთ, ერთმანერთსა ჰჟლეტთ. ვითომ კლდე ბრიყვია, არ იცისო, გგონიათ? ვიცი, ყრმაო, ვიცი! დიდი ხანია აქედან დავყურებ ქვეყანას... რაც იქ სისხლი და ცრემლი დაღვრილა და იღვრება, აქ ჩემს გულში გუბდება, აქა გროვდება. ბუნებაში ჩემზე უშნო ერთი ქმნილებაც არ გგონიათ. მთას რომ უცქერით კაცნი, მე მუდამ თვალს გადამაცილებთ თავზე, რათა ჰპოვოთ რამ სხვა თვალისათვის საამური – ყვავილი, ბალახი და სხვა. უნდა გაიცნოთ ჩემი გული, უნდა ჩაიხედოთ შიგ, იქნება მაშინ აღარ გეუშნოვოთ, აღარ შემიჯავროთ. თუ ვინმე სასოებამიხდილი, თავმობეზრებული დამადგება თავსა და ამბობს: აქედან უნდა გადავვარდე, რომ მოვრჩე ტანჯვას, მოვისპო სიცოცხლეო, – თვალებსწინ საზარელს სურათს დავუყენებ სიკვდილისას, ვაგრძნობინებ – ნუო; დაიშლის – ხომ კარგი, არა და – ჩემს კალთაზე სიკვდილს ჰპოვებს. იმის სულის დალევის წამი გულში ჩამეწვეთება და ტანჯვად მექცევა. დიდის ტანჯვის მტვირთველი ვარ, იმიტომ მუდამ მუნჯი, მუდამ პირქუში ვდგევარ, არ არის ჩემთვის მოსვენება, არ ვიცი, ლხინი რასა ჰქვიან. არა ვარ უმადლო. ნუ, ნუ სცოდებთ ღმერთსა, ნუ მიკიჟინებთ უდაბურ-უბედურებას, ნუ დამწამებთ გულღრძუვობას.
– ახ, რა კარგად ლაპარაკობ; რომ ჩამოხვიდოდე სოფლად და კაცთა შორის დაიწყებდე საუბარს, რა დიდს მადლს იზამდი! მერე, როგორ უჭირს ქვეყანას კარგი მთქმელი, კარგი ჩამგონებელი!.. კაცი კაცს არ უჯერებს, კარგსაც რომ ეუბნებოდეს- ესეც წესია ერთნაირი ბუნებისა, მაგრამ როცა დაინახავდენ – კლდე ლაპარაკობსო, მთლად სმენად გადაიქცეოდენ ადამიანის შვილნი; შენ შეგეძლო ანგელოზებად გარდაგექმნა კაცნი. მე მრწამს ესა: იოტის ოდნად არ ვეჭვობ, რომ წინააღმდეგი რამ მოხდეს, თუ გაჰბედავ და იქაც ეგრე აუქჩარებლად, დინჯად, მოხდენით ისაუბრებ.
– კიდევ არ იცი, გამოუცდელი ხარ და იმიტომ. ძალიან ცოტა ხნის გამარჯვება მექნებოდა, ბოლოს, ისევ ცილისწამება, მეძავობა, შური იჩენს თავს. იტყვიან: “მოჩვენებაა, კლდეს როგორ შეუძლიან ჯერ საუბარი და მერე ეგრე ჩაგონებით, ადამიანივითო! ეშმაკის მანქანება რამ უნდა იყოსო”- და მორჩა... მერე წერაქვი, ლაღუმი, ამტვრიეთ კლდე, ვისაც რად გესაჭიროებათ: ჩაყარეთ ლიბო სახლისა, ააშენეთ კედლები, დააგეთ ფილაქანი, გათალეთ საფლავის ქვები. არ იქნება ასე? იფიქრე, კარგად იფიქრე!.. ეგრე რომ არ იყოს, ეგ ზნე რომ არ ვიცოდე კაცისა, დღესვე მთელი ქვეყნის თვალწინ გავფენდი, რაც კაცობრიობას ცოდვა ჩაუდენია, რაც შეცდომა მოჰსვლია, რაც საცოდაობა დატრიალებულა დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამაო შრომა იქნება: კაცმა უნდა სცოდოს, კიდევ შეცდომა ჩაიდინოს, რომ მერე ინანოს, შემდეგ ისევ ეცადოს, შეცდომა გაასწოროს. ესაა მისი სიცოცხლე. დიაღ, დავანახვებდი ყველა მის გონების, გრძნობის უსუსურობას, ამას რომ არ ვხედავდე და მეც დავიფუშებოდი. აღარ მინდოდა მას შემდეგ სიცოცხლე, აღარც იყო ჩემი ყოფნა საჭირო.. გულდამშვიდებით, ბედნიერად დავხუჭავდი თვალს და მოვისვენებდი.
– ააახ! როგორ გულით მონდომებული ვარ ადგილიდან დაიძრა, გახვიდე ხალხში და იქადაგო! რა მშვენიერი სურათი დამიდგებოდა თვალწინ: აუარებელი ხალხი და მათ შუაში ჩამდგარი შენ, კლდე, ჰქადაგებდე ეგრე მედიდურად, წარბშეუხრელად, მოურიდებლად, უკრძალავად. ჩვენ, როცა კაცის ხასიათის სიმტკიცე გვინდა გამოვსახოთ, ვამბობთ: კლდეა, სწორედ კლდეაო. და ახლა ის წარმოიდგინე, თვით კლდე ესაუბრებოდეს ქვეყანას... მაშინ რა იქნება? ნუთუ სასწაულს არ მოახდენდი? მაგრამ არა, ჰზარობ, გეძნელება ადგილიდან დაძვრა, შეჩვეული ხარ ერთ ადგილს დგომას, არ გეხერხება განძრევა. გეშინიან, რომ გავინძრე, გავჩუჩუნდე, სულერთიანად დავიფუშებიო.
– მე რას ვიტყვი ისეთს, შენც არ შეგეძლოს იმისი თქმა?
– რისა, მაგალითად?
– მხოლოდ სამი სიტყვისა: გიყვარდეთ კაცნო, ერთმანერთი! შენ გგონია, საკვირველს, ახალს რასმე გასწავლი და ან ვასწავლი ქვეყანას? ხოლო ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, შინა და კარში ეს ხმა უნდა ისმოდეს, პირველი მცნება ეს უნდა იყოს, დედა ამას უნდა ჩასჩიჩინებდეს შვილს აკვანში, ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარა გზით ვერ ამოიშალოს ადამიანის გულიდან, როგორც ჩემს მკერდზე ვერაფერი ამოჰშლის წყალთა და ზვავთა ნაკვალევს. ანუ, უკედ რომ ვსთქვათ, ის პატარა ბუშტი ლეშისა, რომელსაც თქვენ გულს ეძახით, იქცეს ერთ, მხოლოდ ერთ სიტყვად – გიყვარდეს.
სთქვა ეს და სდუმდა. დაბლა ხევებიდან მოაწვა შავი კუპრივით ნისლები და კლდე სრულიად დაფარა. ბევრი ვეძახე, ბევრი ვემუდარე, კიდევ ხმა გაეცა კდლეს ჩემთვის, მაგრამ ამაოდ, ხმას აღარ იღებდა, ჩემს ხვეწნა – მუდარას ყური აღარ უგდო.
დაიწყო მთიდან ცივმა ქარმა ქროლა, ცივს ჟინჟლს წვიმისას პირზე მაშლიდა და ჩემს ცრემლებს უერთებდა...
მერე კიდევ მოვდივარ ხშირად კლდესთან იმ იმედით, რომ გამოვესაუბრო, მაგრამ ამაოდ. დიაღ, ამაოდ, აღარ იღებს ხმას და აღარც მეჩვენება. გადიცვამს ტანზე ჯავშნად შავს ჯანღს და მემალება....

'კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა"
ვაჟა-ფშაველა

Posted by: dylan 17 Feb 2014, 12:08
grafinia79
QUOTE
– ბოდიში? – სთქვა კლდემ და შუბლშეკრულმა გადმომხედა მაღლიდან, - რას ეძახით კაცნი ბოდიშს?.. ჰო, ვიცი, ვიცი... ერთმანეთს სულ მუდამ დღე გამარჯვებას ეუბნებით ენით, ხოლო საქმით ერთურთის დაღუპვაზე სდგეხართ. კლდე იმით არის კლდე, რომ ენას არ ალაკლაკებს წაღმა-უკუღმა. როგორ გაგეხარდებოდა, როგორ მადლობელი იქნებოდი, როგორ ქება-დიდებით მომიხსენებდი, შენს “გამარჯვებაზე” გაგიმარჯოს, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, თავს შემოგევლეო, რომ მეთქვა, არა? უმეცარო! არ გესმის, გამოუცდელი ხარ, ჯერ ბევრი რამ გაკლია, ბევრისაგან ბევრი...

ვაჟა მართლაც რომ ვაჟაა...

ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა გვაქვს თუ იცით?

Posted by: U-33 17 Feb 2014, 12:11
dylan

მთლად მასე არაა.
აირე მარცვალი და დათესე. არის მიწა გინდა ხანი, გინდა მორწყე გინდა სასუქები შეიტანე, ვერ გაიხარებს მარცვალი მანდ.
იმიტომ რომ გამოფიტულია ეგ მიწა. არ ვარგა.
არის მიწა სადაც ეგ მარცვალი მოუხნელად და მოურწველადაც გაიხარებს.
სიყვარულს ვერ ისწავლი. ეს თვისება დამაიანს დაბადებიდან აქვს.

Posted by: dylan 17 Feb 2014, 12:17
U-33

QUOTE
dylan

მთლად მასე არაა.
აირე მარცვალი და დათესე. არის მიწა გინდა ხანი, გინდა მორწყე გინდა სასუქები შეიტანე, ვერ გაიხარებს მარცვალი მანდ.
იმიტომ რომ გამოფიტულია ეგ მიწა. არ ვარგა.
არის მიწა სადაც ეგ მარცვალი მოუხნელად და მოურწველადაც გაიხარებს.
სიყვარულს ვერ ისწავლი. ეს თვისება დამაიანს დაბადებიდან აქვს.

ჩემში არ არის ეს სიყვარული!
თუ აღმოგაჩნდა მაძიებლის იმპულსი, მაშინ ძიებასაც დაიწყებ.
იმის ძიებას, როგორ აღმოაცენო შენში ნამდვილი, რელიგიური და ყოვლისმომცველი სიყვარული.

მერე ქვევით ნათქვამსაც დაეთანხმები მორხცვად და დანანებით -

ხოლო ის დიდი სიყვარული, ქრისტე რომ გვესაუბრება და მისი მოციქულები, ჩვენში არ არის თავისთავად მოცემული.
არც ქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ ეს სიყვარული, სანამ მათ ქრისტესგან არ მიიღეს ცოდნა, როგორ აღმოეცენებინათ მათ საკუთარ თავში ასეთი სიყვარული.
მათ სიყვარული რომ "ესწავლათ," ამისთვის დასჭირდათ გამოეღოთ უდიდესი ძალისხმევა და ამ ძალისხმევას მათში საოცარი ძალით აძლიერებდა მაცხოვართან სიახლოვე და მისგან მომდინარე ღვთაებრივი სიყვარული და მისი მოძღვრების ნათელი.

სიყვარული მოსაპოვებელია და არა ნაჩუქარი და დაბადებითვე თანშობილი.

Posted by: U-33 17 Feb 2014, 12:36
dylan
dylan
QUOTE
ჩემში არ არის ეს სიყვარული!

არ არი და ნუ არი. ვახ.

მაგი დავწერე ზოგში არის ზოგში არა. ამას სწავლებასთან არაფერი აქვს საერთო.

თუ არ არის ვინ რა უნდა გასწავლოს ერთი რა.

უამრავი ხალხია საერთოდ არ აქვს შეხება რელიგიასთან და სიკეთით ცხოვრობს, სიყვარულს თესავს.

მასეა ხალხის ნაწილი არიან ბიოფილები და არიან ნეკროფილები დაბადებიდანვე.

ხოლო ნაწილში ორივეა , რომელსაც მისცემ გასაქანს ის გამოვა. მაგრამ ეს ფუნდამენტური არაა, გავა დრო და შეიცვლის პოზიციას.

Posted by: dylan 17 Feb 2014, 12:44
U-33
QUOTE
dylan
dylan
QUOTE
ჩემში არ არის ეს სიყვარული!

არ არი და ნუ არი. ვახ.

უკაცრავად,
ვერაფერი გაიგე თემაში.
ამგვარი მიდგომით ვერც ვერასდროს გაიგებ.

Posted by: U-33 17 Feb 2014, 12:48
dylan
QUOTE
უკაცრავად,
ვერაფერი გაიგე თემაში.
ამგვარი მიდგომით ვერც ვერასდროს გაიგებ

რა იზამ/თემა კი გავიგე მშვენივრად. ეგ ისე დავწერე.

პასუხი არ გაქვს და ჰე.

Posted by: dylan 17 Feb 2014, 12:51
U-33
QUOTE
dylan
QUOTE
უკაცრავად,
ვერაფერი გაიგე თემაში.
ამგვარი მიდგომით ვერც ვერასდროს გაიგებ

რა იზამ/თემა კი გავიგე მშვენივრად. ეგ ისე დავწერე.

პასუხი არ გაქვს და ჰე.

კარგი,
მშვიდობით იყავი.

Posted by: U-33 17 Feb 2014, 12:54
dylan

ნაკლები იწვალე შემდგომ.

მეტი პრაგმატიზმი ჩემო დულან tongue.gif

Posted by: dylan 20 Mar 2014, 08:21
ბეჟანბეჟანი
QUOTE
dylan
QUOTE
ნაყვასი.

ეს რაა?

აი, ამ სიტყვაშია თემის გასაღები! biggrin.gif

Posted by: tavri 20 Mar 2014, 08:59
დღეს ისეთი ამინდია, მეც კი ყველა მიყვარხართ!
მიშისტების ჩათვლით!
არაფერი გვაქვს გასაყოფი (ნუ, ახლა მთლად ჩემი გულის ქალში არ და ვერ შემეცილებით და დანარჩენი - მკიდია).
სამშობლო თქვენც კი გიყვართ, თავისებურად და ტუტუცურად, მარა რა გიყოთ...

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Mar 2014, 10:30
QUOTE
QUOTE
QUOTE
ნაყვასი.

ეს რაა?

აი, ამ სიტყვაშია თემის გასაღები!

მოყვასი, ნაყვარები, ნაქონარი...
ე.ი. სიყვაული გარდასულ დღეთა?
ყოფილი საყვარელი, ყოფილი მოყვასი?..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)