Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ვინ რამდენი ნერგი დარგო


Posted by: konti 26 Nov 2021, 15:29
ვაგრძელებთ მოდერაციის მითითებით ..

თუ გამომივიდა რაცხა საქმე.... მერე ერთი სანერგის ორგანიზებას აუცილებლად გავაკეთებ... თავისი ქველმოქმედებებით...

უპირატესობას ვაძლევ .. მუხას, სოჭს, კედარს, შავ ფიჭვს, აკაკს, არყს და ა.შ.

Posted by: artavazi 16 Dec 2021, 10:31
აზიმინას ნერგი დავრგე.............................

Posted by: rest 16 Dec 2021, 10:32
18 ნერგი გავრგე, დასარგავი კიდევ ბევრი მაქვს smile.gif)

Posted by: artavazi 16 Dec 2021, 10:39
ფინიკის კურკები ჩავთესე, იმედია ამოვა.


ზეთისხილის ნერგი მინდა, მაგრამ 50 ლარი დამიფასეს, ძვირია.

ისე მაღაზიებში ნედლი ზეთისხილი არ იყიდება? თესლით რომ გავახარო

Posted by: rest 16 Dec 2021, 13:27
QUOTE (artavazi @ 16 Dec 2021, 10:39 )
ფინიკის კურკები ჩავთესე, იმედია ამოვა.


ზეთისხილის ნერგი მინდა, მაგრამ 50 ლარი დამიფასეს, ძვირია.

ისე მაღაზიებში ნედლი ზეთისხილი არ იყიდება? თესლით რომ გავახარო

აქ ნახე აბა, იქნებ უფრო იაფად ჰქონდეს
https://www.facebook.com/Agronet.ge/photos

Posted by: artavazi 16 Dec 2021, 18:34
QUOTE (rest @ 16 Dec 2021, 13:27 )
QUOTE (artavazi @ 16 Dec 2021, 10:39 )
ფინიკის კურკები ჩავთესე, იმედია ამოვა.


ზეთისხილის ნერგი მინდა, მაგრამ 50 ლარი დამიფასეს, ძვირია.

ისე მაღაზიებში ნედლი ზეთისხილი არ იყიდება? თესლით რომ გავახარო

აქ ნახე აბა, იქნებ უფრო იაფად ჰქონდეს
https://www.facebook.com/Agronet.ge/photos

მადლობა

...................................

Posted by: rommel 19 Dec 2021, 17:30
მეზობელი ავიყოლიე და 22 ცაცხვი დავრგე უბანში.
ვნახოთ რა გამოვა

Posted by: Master_Nick 19 Dec 2021, 19:45
QUOTE (rommel @ 19 Dec 2021, 17:30 )
მეზობელი ავიყოლიე და 22 ცაცხვი დავრგე უბანში.
ვნახოთ რა გამოვა

კარგი საქმე გაგიკეთებიათ up.gif ცაცხვი ერთ ერთი გამორჩეული და ლამაზი ხეა.

Posted by: webdesigner93 19 Dec 2021, 20:47
rommel
QUOTE
მეზობელი ავიყოლიე და 22 ცაცხვი დავრგე უბანში.
ვნახოთ რა გამოვა

რა კარგი რამე გაგიკეთებია , მახარებს ძალიან მსგავსი საქციელი.

მე ჩემთან უბანში და არა ეზოში წელს ნაძვის პატარა ძირები დავრგე და საკმაოდ ბევრი ტუია , მთელი ზაფხულიც მოვლა არ მომიკლია რო პირველი წელი კარგად გაევლოთ. იმედია გაიხარებენ და გაალამაზებენ გარემოს მომავალში , ჰაერის სისუფთავეზეც ეგება ჰქონდეს გავლენა .... ასე რომ ქნას ბევრმა ისე თავ თავის უბანში , ჯამში კი გამოვა ალბათ რაღაცა ეკოლოგიის მხრივ.

Posted by: sandroia 20 Dec 2021, 18:13
40
--------------------------------------------

Posted by: fermina 20 Dec 2021, 18:39
წელს თითქმის ვერაფერი, ერთი კარალიოკი, ერთი ბროწეული და ერთი ირმის რქა smile.gif

Posted by: PAINKILLER 20 Dec 2021, 22:22
QUOTE (sandroia @ 20 Dec 2021, 18:13 )
40
--------------------------------------------

რა ამბავია, არ დაგეზარა? biggrin.gif


მეც თავიდან დიდი მონდომებით 60 ნერგი დავრგე, იქიდან ნახევარი პირველივე წელს გახმა, დარჩენილებიდან დაახლოებით 15-ს მოვუარე მეტნაკლებად და ნაყოფიც მომცა უმეტესობამ, სხვები დაიჩაგრნენ ....

Posted by: ალევარი 22 Dec 2021, 05:52
ჩემთვის თბილისში ტყეების (სარეკრეაციო, როგორც დიღმისაა) დასარგავად პრიორიტეტული დიდი ხეებია მუხა რათქმაუნდა ყველანარი (მუხის ტყე იყო აქ ადამიანებამდე), მინდვრის ნეკერჩხალი (Acer campestre), ძელქვა (Zelkova carpinifolia, დიღმის ტყის კუთხეში დროშასთან დიდი ხეებია ულამაზესი), გლედიცია (Gleditsia triacanthos ესენიც იქვეა, კარგი ზომის ხეები, კაცისხელა ეკლებით), „აკაცია“ Robinia pseudoacacia შედარებით პატარა იზრდება ჩვენთან მაგრამ ტყეს მაინც შექმნის, ყვავილები ულამაზესი და უკეთილსურნელოვანესი, ნეტავ მალე მოვიდეს გაზაფხული, რცხილა (Carpinus betulus), ცაცხვი, იფანი(ოღონდ Fraxinus ornus
და არა fraxinus excelsior , მეორე გავრცელებულია მაგრამ ფაქტობრივად ჯუჯაა, მშრალ თბილისში ვერ იზრდება/ძალიან ნელა იზრდება, პირველი ვგონებ უკეთესად ქაჩავს, ნორმალურ ზომას აღწევს) რაც ჩამოვთვალე თესლები შეგროვებული მაქვს რცხილის და ცაცხვის გარდა.
კარგი ვერხვიც კარგია (ალვა გაწიეთ), გაზაფხულზე შევაგროვებ მაგათ ბუნტყლებს
კიდევ არის საშუალო/დიდი ზომის ხის სახეობები რომლებიც გამოდგება ტყის აღსადგენად მაგრამ მხოლოდ ის ჩამოვთვალე რისი თესლის შეგროვებაც შემიძლია
* * *
მთის ბოყვი (Acer pseudoplatanus) როგორ დამავიწყდა. კორპუსებთან შედარებით ნესტიან ჩრდილიან ადგილებში არის ხოლმე გაზრდილი სადაც მინახავს და მშვენიერი ხეა. ამის 670 თესლი შეგდებული მაქვს ახლა მაცივარში ცივ სტრატიფიკაციაზე ქვიშაში, კვლევევი ვეძებე და ვიკითხე google scholar ზე და ვნახე მეთოდი 63 დღე მაცივარში სტრატიფიკაციის 4 გრადუსზე და შემდეგ 42 დღე 20 გრადუსიან მიწაში ამ თესლის მოთავსების (გაღივების პერიოდი)
* * *
თესლიდან ორი პატარა აღმოცენებული აკაცია მაქვს ეგ თუ ითვლება თემის კითხვაზე პასუხად. მანამდე ბევრი ჭერამი/გარგარი მქონდა ორ ქოთანში კომპაქტურად მარა ბევრი რომელშიც მქონდა იმაში მიწა მეყარა რამდენიმე წლის გადანახული, მკვდარი როგორც ჩანს, სულ დამიჭკნა ნერგები. გადამირჩა 6 ჭერამი ერთ წლამდე. ჭერამი იმიტომ და არა გარგარი რომ ჭერამი Prunus armeniaca var. iberica აქაურია და უკეთ უძლებს აქაურ კლიმატურ სირთულეებს.

აი მოზრდილი კარგი მსხმოიარე გარგარი ჩემი კორპუსის წინაც გახმა და მახლობელი კორპუსის წინაც. სხვაგანაც შემიმჩნევია. ალბათ ჭირია გარგრის რამე ან კლიმატის ბრალია. ისეთი ცხელი ზაფხული იყო სულ დამჭკნარებს გჰვანდნენ კვიდოები, ისე ჰქონდათ ჩამოდღლეზილი ფოთლები (მარა მაგათ რა დააჭკნობთ, გამართეს ფოთლები)
* * *
დათვისთხილა Corylus colurna, Turkish hazel თუ მოგეპოვებათ ვინმეს? თხილია ოღონდ ხის ფორმის. წავიკითხე რომ ამის ფოთოლი და რცხილა კომბინაციაში ჰქმნიან ძალიან კარგ ფოთლების ხალიჩას (ალბათ სინესტეს ინარჩუნებენ კარგად) რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მასში პატარა ხერხემლიანებიც კი ცხოვრობენ, ის ხელს უშლის ნიადაგის დატკეპვნას, აუცილებელია ტყის ბუნებრივი რეგენერაციისათვის. მომავალში ევროპის ტყეებში აპირებენ შეიტანონ, ის ამაგრებს ტყეს (ფოთლების აღნიშნული თვისებების გამო ალბათ, პირდაპირ არ ეწერა). ქუჩისპირა ცხელ და მშრალ გარემოსაც უძლებს, არის ქალაქები თბილისის კლიმატის მსგავსი რომელსაც ქუჩის ხეებად აქვთ უნგრეთში სერბეთში. თუმცა მიივიწყეს ეს ხე ევროპელებმა და ახლა იხსენებენ. ჩვენთან იზრდება მარტო რაჭის მაღალ მთაში მაგრამ ბევრად სხვანაირ კლიმატებშიცაა, სომხეთშია, თურქეთშია. მოკლედ თბილისში გაიხარებს და დააკვდება ზედ. თუ ეს არა ჩვეულებრივი თხილებიც დავრგოთ არ იქნება ურიგო

Posted by: artavazi 23 Dec 2021, 17:00
+ 5 ალუბალი, 4 ფეიჰოა .......................

Posted by: sandroia 27 Dec 2021, 12:33
QUOTE
რა ამბავია, არ დაგეზარა?

PAINKILLER
10 ჩემთან, 30 ნონას ნაკვეთში smile.gif))

Posted by: PAINKILLER 27 Dec 2021, 13:05
QUOTE (sandroia @ 27 Dec 2021, 12:33 )
QUOTE
რა ამბავია, არ დაგეზარა?

PAINKILLER
10 ჩემთან, 30 ნონას ნაკვეთში smile.gif))

კარგია, შემოდგომაზე დარგული უფრო კარგად იხარებს, ნეტავ მეც მასე მექნა თავიდანვე...



წელს მხოლოდ ერთი ნაძვი დავრგე....


შარშანდელი დარგული კავკასიური სოჭი კი მთლიანად გახმა sad.gif


Posted by: muhambe 29 Dec 2021, 14:14
PAINKILLER
შენ სოჭს თუ სწორად მახსოვს ცუდი ფესვები ქონდა და გამყიდველის ბრალია რომ გახმა. ფესვების დიდი მასა ქონდა დაკარგული.

Posted by: konti 30 Dec 2021, 13:08
კარგია, კარგია .. გაცოცხლდა თემა..

სამწუხაროდ, ადამაინებს ჩვენთან ნაკლები თავსუფალი დრო აქვთ ხოლმე და აქედან გამომდინარე ასეთის საქმეებისთვის..

ჩემი ერთერთი მიზანია თესლების (რომლებიც შედარებით ადვილად სტრატუფუცრდება და ისეთი რომლებსაც არ სჭირდება) გამოყვანის ანდა უკვე გამოყვანილი (ამაზე ვინმემ უნდა იზრუნოს) სკოლის პროგრამაში შეტანა და ბავშვების დაინტერესება (ასე 1-2-3-4 კლასები).. დასარგავი სივრცის გამოყოფა (რაც ყოველთვის შეიძლება ზედმეტი ადმინსიტრაციული ბიუროკრატიის გარეშე.. სკოლის სივრცეში და უბნებში მოსახლეობის თანხმობის შემდეგ (ამაზე ვინ უნდა თქვას უარი თავის ეზოში ნერგების დარგვაზე... და ა.შ. )..

Posted by: PAINKILLER 30 Dec 2021, 16:30
QUOTE
შენ სოჭს თუ სწორად მახსოვს ცუდი ფესვები ქონდა და გამყიდველის ბრალია რომ გახმა. ფესვების დიდი მასა ქონდა დაკარგული.

muhambe

მეც მასე მგონია... ცენტრალური ფესვი არასწორად იყო განვითარებული, კაპრონის ტომრით იყო დიდი ხნის განმავლობაში დარგული და ფესვი სიღრმეში ვერ წავიდა, დახვეული იყო და გვერდით მიდიოდა... მასე აკეთებენ იმის გამო რომ მერე ადვილად ამოიღონ ფესვის შემდგომი დაზიანება თავიდან რომ აიცილონ, მაგრამ დიდი ხნით არ შეიძლება ეგრე დატოვო, ამას სავარაუდოდ მინიმუმ 1 წელი მასე ჰქონდა დარგული...



Posted by: ალევარი 15 Jan 2022, 12:52
სხვადასხვა ხეების და ბუჩქების თესლიდან გაზრდის მარტივი და აკადემიური სახელმძღვანელო, ინფორმაცია სად რა კვლევიდანაა სულ მითითებულია. რა აღარაა შიგნით, ამერიკაზეა გათვლილი მარა ძალიან ბევრი ჩვენთან არსებული გვარები და სახეობებიცაა. სამაგიდო წიგნია რა
https://www.fs.fed.us/rm/pubs_series/wo/wo_ah727.pdf

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jan 2022, 13:47
ალევარი
QUOTE
სხვადასხვა ხეების და ბუჩქების თესლიდან გაზრდის მარტივი და აკადემიური სახელმძღვანელო, ინფორმაცია სად რა კვლევიდანაა სულ მითითებულია. რა აღარაა შიგნით, ამერიკაზეა გათვლილი მარა ძალიან ბევრი ჩვენთან არსებული გვარები და სახეობებიცაა. სამაგიდო წიგნია რა

კაი რამეა საკმარისად ინგლისურიც თუ იცი

Posted by: rest 16 Jan 2022, 09:01
konti
QUOTE
ჩემი ერთერთი მიზანია თესლების (რომლებიც შედარებით ადვილად სტრატუფუცრდება და ისეთი რომლებსაც არ სჭირდება) გამოყვანის ანდა უკვე გამოყვანილი (ამაზე ვინმემ უნდა იზრუნოს)

წმინდა ექსპერიმენტის თვის ასამდე ოქროსფერია ტუია სმარაგდის თესლი გადის ჩემთან სტრატიფისკაციას მაცივარში აგერ უკვე 1 თვეა, ვნახოთ რა გამოვა-პირველად ვაკეთებsmile.gif
იდეა კი ნამდვილად კარგია და ვეთანხმები...

Posted by: konti 24 Jan 2022, 16:21
rest
QUOTE
წმინდა ექსპერიმენტის თვის ასამდე ოქროსფერია ტუია სმარაგდის თესლი გადის ჩემთან სტრატიფისკაციას მაცივარში აგერ უკვე 1 თვეა, ვნახოთ რა გამოვა-პირველად ვაკეთებ
იდეა კი ნამდვილად კარგია და ვეთანხმები...


წარმატებები...


Posted by: rest 30 Jan 2022, 13:27
MISTERIA777
QUOTE
კვიპაროსის, ან ვერცხლისფერი კვიპაროსის თესლები სად იყიდება იცით? 3 კვიპაროსიდან 1 ვახარე მარტო, თან თითოში 30 ლარზე მეტი მაქვს მიცემული,,, და მირჩევნია თესლიდან ვისწავლო მათი აღზდრა

ზუსტად მაგ პრინციპით ვხელმძღვანელობ, ტუია სმარაგდის თესლები რომ მოვაგროვე, ვცდი არაფერს ვკარგავsmile.gif

Posted by: ალევარი 31 Jan 2022, 18:54
მახსოვს ძველ თემაში დაიწერა მუხა ქალაქში არ ვარგაო, უნდა მოვჭრათ რაც არისო, და ვეღარ ვპოულობ ნაწერს, მგონი ჰაერის ხარისხს ეხებოდა. მართლაც არ გვჭირდება თბილისში მუხები? თბილისში ხეებიდან ყველაზე დიდი და ჯანმრთელი იზრდება და ბუნებრივადაც ამოდის, "ხრიოკი" ადგილების გასამწვანებლად მგონი ფიჭვს ჯობია მუხის გამოყენება

Posted by: konti 2 Feb 2022, 16:44
QUOTE
მახსოვს ძველ თემაში დაიწერა მუხა ქალაქში არ ვარგაო, უნდა მოვჭრათ რაც არისო, და ვეღარ ვპოულობ ნაწერს, მგონი ჰაერის ხარისხს ეხებოდა. მართლაც არ გვჭირდება თბილისში მუხები? თბილისში ხეებიდან ყველაზე დიდი და ჯანმრთელი იზრდება და ბუნებრივადაც ამოდის, "ხრიოკი" ადგილების გასამწვანებლად მგონი ფიჭვს ჯობია მუხის გამოყენება


ნაღდათ არ ვიცი რა გიპასუხო... დიღმის ტყეში რო არის მუხები ამას ვადასტურებ... ისე ქალაქში მართლაც არ არის ხოლმე.. თან არსად .. ეტყობ ამ თემაზე ნამუშევარი აქვთ...
ალბათ ფართოფოთლოვანებში იფანი, ნეკერჩხალი და სხვა უფროა მიზანშეწონილი.

* * *
თუ მოვიცალე წელს და მექნა დრო ალბათ თესლების უფრო მეტ სტრატიფიცირებას გავაკეთებ.. უფრო წიწვოვნები... ვნახოთ..

Posted by: ალევარი 3 Feb 2022, 05:02
konti
QUOTE
ნაღდათ არ ვიცი რა გიპასუხო... დიღმის ტყეში რო არის მუხები ამას ვადასტურებ... ისე ქალაქში მართლაც არ არის ხოლმე.. თან არსად .. ეტყობ ამ თემაზე ნამუშევარი აქვთ...
ალბათ ფართოფოთლოვანებში იფანი, ნეკერჩხალი და სხვა უფროა მიზანშეწონილი.

მადლობა. ქუჩებზე ალბათ ფესვების პრობლემის გამო არ დარგეს მუხები. ჰაერის გაწმენდასთან არ უნდა იყოს პრობლემა.
https://ecobnb.com/blog/2019/03/anti-smog-trees/ აქ სულაც სმოგის საწინააღმდეგო ხეებში (ზუსტად ის რაც ასე გვჭირდება) მესამე ადგილზე გავიდა. დიდი თურქული (თუ ახლომონათესავე წაბლფოთოლა) მუხები სასოფლოს წინ დგას. სასოფლოს წინ ლურჯი ნაძვები რომ იყო, სამწუხაროდ თითქმის ყველა გახმა ბოლო 2 წელში და მოიჭრა. ყველა გამხმარი ფერდობზე იდგა, რაც სწორზე იდგა ცოცხალია. მუხები დაქანებულზეა და მაინც არხეინად არიან. გარშემო ბევრი მათი შთამომავალი ამოდის. ახლა შევხედოთ, მასივში მუხნარი, სასოფლოსთონ მუხნარი, დანარჩენ დიღმის დაბლობზე აღარ გაიხარებს?? დიდ დიღომში დიდი მინდორი რომაა მე-3 მიკრომდე იმის გატყევებას ვუმიზნებ. environmentalist ური გადმოსახედიდან მართებულია ბუნებრივად არსებული სახეობის დარგვა. ამ ადგილებში მუხაზე მეტად ასეთი სხვა არცერთია. შიდა ქართლის ვაკე ადრე მუხის ტყე იყო, ქვემო ქართლის დაბლობი სტეპი. თბილისი გარდამავალი
* * *
სასოფლოსთონ დიდი ქართული ძელქვებიცაა, მუხის სტილშია მაგრამ მთლად ის ზომა არაა. საქართველოში ძელქვა, როგორც ვიცი, მიშველებას საჭიროებს, შემცირებულია. ძელქვების თესლი ბევრი უნდა შეგროვდეს, მათი ძალიან მცირე ნაწილია საღი.
konti
QUOTE
უფრო წიწვოვნები

იშვიათი სოჭის ახლო ნათესავი Keteleeria ჩინეთიდან. ეს უნდა იცადოს ჩვენში, სიმშრალეს იტანს. ისე სოჭიც როგორ ძლებს, დიღმის ტყესთან მე5 კვარტალში დგას ერთი მოზრდილი სოჭი, იქნება ალბათ 5 სართულიანი ხრუშჩოვკის 3 ან 4 სართულის სიმაღლე. ნაძვი კი ვერაფრით ხარობს აქ, რაც მინახავს ახალი დარგულები, მათ გახმობასაც შევსწრებივარ. დიღმის ტყეში კიდევ ერთი 1-2 წლის გადმორგული კრიპტომერიაა, კარგადაა. მის გარდა კიდევ 2 დაურგავთ მაშინ მოშორებით, აწ ხმელი.
თბილისში ასევე უნდა იცადოს ფიჭვ-ნაძვის ახლო ნათესავი, ძალიან იშვიათი Cathaya (ჩინურია, Cathay ჩინეთის ძველი სახელია, შეადარეთ ხატაეთს). ბუნებაში ტენიან ტყეში კი გვხვდება მაგრამ, თურმე, საკვირველად, ძალიან კარგად იტანს სიმშრალეს.
* * *
აღმოსავლეთში იქნებ კიდევ იცადოს მეტასექვოია (ჯუჯა სექვოია, რა ჯუჯა, 40 მეტრია). უნგრეთის ქალაქ kecskemét-ში მოედანზე დგას. მართალია ეს ხე ჭაობებშიცაა ჩინეთში, მაგრამ უნგრეთი და მისი ეს ნაწილი აქაურობასავით მშრალია და ცხელია. ქალაქში ქუჩებზე ვერა მაგრამ იქნებ მახლობლად გაიხაროს.
წიწვოვან არაუკარიისებრ და პოდოკარპუსისებრ ხეებს დასავლეთში შემოვიტანდი.
* * *
ესეც Maclura (თუთავაშლა) . ძალიან მარტივად ამოდის და მაღალი პროცენტულობით (თუმცა ზოგს ობი მოედო). ხე დაბალი კია მაგრამ პლიუსები აქვს რომ როგორც თუთის ნათესავი ფოთლებს გვიანობამდე ინარჩუნებს და ნაყოფი უბრალოდ მშვენიერია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: konti 7 Feb 2022, 16:49
ალევარი
QUOTE
დიდ დიღომში დიდი მინდორი რომაა მე-3 მიკრომდე იმის გატყევებას ვუმიზნებ. environmentalist ური გადმოსახედიდან მართებულია ბუნებრივად არსებული სახეობის დარგვა.


თუ მიგიშვეს კი.. კაი აზრია.. ეგეთები მეც მომდის ტავში, მაგრამ რეალიზაციაა რთული... სოჭსაც ზოგადად უჭირს აქ, მაგრამ ჩინური გამოყვანილი ჯიში ალბათ შეიძლება..ისე ქვემო ფონიჭალაშია რამდენიმე ძირი, ეტყობა უვლიდა პატრონი.. გზის პირასაა.. ისეთი ლამაზებია... მუხები სკვერებში კარგი იოქნებოდა ..
ძალიან ბერვი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი... აი სკოლებს რო დაავალონ ეგეთი რამეები, თესლების გახარება მერე დარგვა და ა.შ. თაობაც ცოტა უფრო ტოლერანტული გახდება ...

Posted by: PAINKILLER 9 Feb 2022, 22:44
QUOTE
. ნაძვი კი ვერაფრით ხარობს აქ, რაც მინახავს ახალი დარგულები, მათ გახმობასაც შევსწრებივარ

ალევარი

ქართული ნაძვი თბილისში ძნელად ხარობს, ვერცხლისფერი (ცისფერი) ნაძვის ნაირსახეობები კი ბევრი მინახავს



QUOTE
ესეც Maclura (თუთავაშლა) . ძალიან მარტივად ამოდის და მაღალი პროცენტულობით (თუმცა ზოგს ობი მოედო). ხე დაბალი კია მაგრამ პლიუსები აქვს რომ როგორც თუთის ნათესავი ფოთლებს გვიანობამდე ინარჩუნებს და ნაყოფი უბრალოდ მშვენიერია.


მაკლურა ბლომად არის მუშთაიდის ბაღის გასწვრივ ქუჩის პირას, არც ისე დაბალია, სადღაც 15 მეტრამდე იქნება, შეიძლება მეტიც

Posted by: konti 10 Feb 2022, 16:11
PAINKILLER
QUOTE
მაკლურა ბლომად არის მუშთაიდის ბაღის გასწვრივ ქუჩის პირას, არც ისე დაბალია, სადღაც 15 მეტრამდე იქნება, შეიძლება მეტიც



up.gif

Posted by: ალევარი 10 Feb 2022, 17:14
PAINKILLER
QUOTE
ქართული ნაძვი თბილისში ძნელად ხარობს, ვერცხლისფერი (ცისფერი) ნაძვის ნაირსახეობები კი ბევრი მინახავს

სასოფლოსთან გამხმარ და მერე მოჭრილ ცისფერ ნაძვებზე 51 წელი დავთვალე. როგორც დავგუგლე სიცოცხლის ეს ხანგრძლივობა ნორმალურია კულტივაციაში მყოფი ცისფერი ნაძვისთვის, თუმცა ბუნებაში 200 წელი მაინც უნდა იცოცხლოს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

სასოფლოსთან ყველა ცისფერი ნაძვი არ გამხმარა. აი შიდა ეზოში უკეთესი პირობებია წიწვოვნებისთვის, სამი მხრიდან შემოსაზღვრულნი არიან შენობით, და ეს ალბათ ტენს უნარჩუნებთ
აი სურათებიც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მარჯვენა ორი ჩვენებური სოჭია. სულ მარცხნივ, უკანა ფონზე, ჩვენებური ნაძვი უნდა იყოს. მოკლე და მწვანე წიწვები. ხედავთ აქაც კი როგორი დაკუტებულია. სხვათაშორის ეს სოჭები ასე კარგად რომ გამოიყურებიან, სულ რაღაც 150 მეტრში, ქვემოთ, ტრასასთან, ასე 20 მეტრით დაბლა, იდგა 3-4 ახალგაზრდა სოჭი. ალბათ ასე 8 მეტრის. ბოლო 2 წელიწადში გახმა.
* * *
QUOTE
მაკლურა ბლომად არის მუშთაიდის ბაღის გასწვრივ ქუჩის პირას, არც ისე დაბალია, სადღაც 15 მეტრამდე იქნება, შეიძლება მეტიც

ესენი დიღმის ტყის ხიდანაა რომელიც არაა მაღალი. შევაგროვებდი ახლა მუშთაიდიდან თესლს, დამპალი ხილიდან კურკის გამოცალკევება უფრო ადვილია. მე მაგარ ხილზე საკმაოდ ვიწვალე. მაგრამ ქოთნების ადგილში შეზღუდული ვარ. მიწის ნაკვეთი რომ მქონდეს სახლთან bareroot სანერგეს გავაკეთებდი, ანუ ნერგები პირდაპირ მიწაში და ახლო-ახლო. სიმჭიდროვე ნერგებისთვის პრობლემა არაა, მაინც უნდა გადაირგოს და მიწის გარეშე
* * *
გლედიციები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
konti
QUOTE
თუ მიგიშვეს კი.. კაი აზრია.. ეგეთები მეც მომდის ტავში, მაგრამ რეალიზაციაა რთული...

https://tbilisi.gov.ge/news/12546 დაუწყიათ დიდი დიღმის ცენტრში, პირველ და მესამე მიკროებს შორის პარკის გაკეთება. საკადასტრო რუკებზე ჩანს რომ ამ ტერიტორიების უმეტესობა კერძოა. დიღმის ტყე-პარკის ნაწილიც კერძოა თუმცა იმედია ვერასდროს გაანადგურებენ ტყეს. არ იქნება ახალი პარკი სათანადოდ მწვანე და დარგავენ იქაც 3-4 მეტრიან ხეებს როგორც დანარჩენ ქალაქში, რომლებიც ალბათ ძალიან ძვირი ღირს.

Posted by: konti 11 Feb 2022, 11:04
QUOTE
აი შიდა ეზოში უკეთესი პირობებია წიწვოვნებისთვის, სამი მხრიდან შემოსაზღვრულნი არიან შენობით, და ეს ალბათ ტენს უნარჩუნებთ



კი ზუტსად ეგაა... ეგენი ხომ მეზოფიტებია და ტენი სჭირდებათ..


QUOTE
პირველ და მესამე მიკროებს შორის პარკის გაკეთება. საკადასტრო რუკებზე ჩანს რომ ამ ტერიტორიების უმეტესობა კერძოა. დიღმის ტყე-პარკის ნაწილიც კერძოა თუმცა იმედია ვერასდროს გაანადგურებენ ტყეს. არ იქნება ახალი პარკი სათანადოდ მწვანე და დარგავენ იქაც 3-4 მეტრიან ხეებს როგორც დანარჩენ ქალაქში, რომლებიც ალბათ ძალიან ძვირი ღირს.


ქალაქში პრაქტიკულად ვერ გაახარებ... მე მასე რუსთავში რამდენიმე ძირი დავრგე გზის გასწვრივ.. რამდენიმე კვირაში ამოაძრეს მიწიდან... მერე მანდ რაღაც ობიეტები გაკეთდა... მოკლედ მხოლოდ ჩემი კორპუსის ეზოშიღა გავახარე ნერგები.....
თანაც ასეთი რამ ტოტალურად უნდა გაკეთდეს.. ადრე შაბათობები რო ეწყობოდა მაგის მსგავსი...

Posted by: rest 13 Mar 2022, 14:11
დავთესე დაახლოებით 100 -მდე ტუია სმარაგდის თესლი- წმინდა ექსპერიმენტის მიზნით და ერთ-ერთი ამოვიდაsmile.gif
user posted image

Posted by: aizek-asimovi 14 Mar 2022, 13:42
ცემენტის ქარხანამ და ცემენტის მტვერმა შეიძლება გაახმოს ალუბბლები, 100 მეტრშია ნაკვეთიდან?

Posted by: fermina 14 Mar 2022, 14:11
aizek-asimovi
QUOTE
ცემენტის ქარხანამ და ცემენტის მტვერმა შეიძლება გაახმოს ალუბბლები, 100 მეტრშია ნაკვეთიდან


კასპში გაქვს ნაკვეთი? biggrin.gif

მაგ მტვერმა ალუბლებს კი არა, ადამიანებს უტირა დედა.

მაგრამ მართლა არ ვიცი ნერგებზზე როგორ მოქმედებს.

Posted by: konti 17 Mar 2022, 10:41
aizek-asimovi
QUOTE
ცემენტის ქარხანამ და ცემენტის მტვერმა შეიძლება გაახმოს ალუბბლები, 100 მეტრშია ნაკვეთიდან?


იმდენი რა ეფრქვევა ზედ რო რამე დაუშავოს... არა მგონია...
ისე ეგ იგივეა ვულკანის ახლოს რო გქონდეს, რომელიც ცოტცოტას აფრქვევს ფერფლს... თუმცა ასეთ ადგილებში სპეციალურად მიდიან და თესავენ რო კარგი მოსავალი აიღონ...
rest

ეგ ერთი და სხვა მრავალი..

აი მე 7-8 კედრის ნერგი გავახარე ... ერთი კვირაა ამოვიდნენ..

კიდე მაქვს მაცივარში სხვადასხვა თესლები - სტრატიფიკაციას გადიან და დავთესავ, ოღონდ არ ვიცი რამდენი გაიხარებს...))

Posted by: aabbaa 12 Apr 2022, 06:53
ჩავრგე მალინა და ვნახოთ თუ ამოვა, ამოფეთქავს.
მაყვალიც მაქვს და გაიხარა, აქამადე ნაყოფიც ჰქონდა (აივანზე ვახარებ)მაგრამ გახმა,და ეს ახალი ამოწვერილებიც მახარებს.

Posted by: konti 13 Apr 2022, 17:57
დავთესე სხვა კედრები, მაგრამ ამ სიცივემ ცოტა დაამუხრუჭა ამოსვლა... ალბათ ამოვა... (((((((((

Posted by: ალევარი 26 Apr 2022, 08:50
რცხილა რატომ არ იზრდება ქალაქში არსად, ბევრს ვეძებ

Posted by: konti 26 Apr 2022, 18:39
ალევარი
QUOTE
რცხილა რატომ არ იზრდება ქალაქში არსად, ბევრს ვეძებ


ალბათ არაა ქალაქის ლანდშაფტისთვის.... არ ვიცი... ისე მეზოფიტია და დასავლეთის ტენიანობა უფრო მოსწონს...

Posted by: sunny-day-today 26 Apr 2022, 20:37
6 ძირი ბლის დარგვაში მივიღე მონაწილეობა

Posted by: ალევარი 27 Apr 2022, 04:07
konti
QUOTE
ალბათ არაა ქალაქის ლანდშაფტისთვის.... არ ვიცი... ისე მეზოფიტია და დასავლეთის ტენიანობა უფრო მოსწონს...

ორნაირი რცხილა გვაქვს. დიდი რცხილა Carpinus betulus მართლაც ეგეთია, მაგრამ ჯაგრცხილა Caucasus orientalis აღმოსავლეთშიც გავრცელებულია და ქსეროფილად ითვლება

Posted by: konti 28 Apr 2022, 15:55
ალევარი
QUOTE

QUOTE
ალბათ არაა ქალაქის ლანდშაფტისთვის.... არ ვიცი... ისე მეზოფიტია და დასავლეთის ტენიანობა უფრო მოსწონს...

ორნაირი რცხილა გვაქვს. დიდი რცხილა Carpinus betulus მართლაც ეგეთია, მაგრამ ჯაგრცხილა Caucasus orientalis აღმოსავლეთშიც გავრცელებულია და ქსეროფილად ითვლება


რცხილა საკმაოდ სიმპათიურია, თან არც ბუნტყლები იცის, თან ჩრდილიც აქვს... არ ვიცი, რატო არ ითვალისწინებენ...აკაკიც არაა ცუდი... მე პირადად რამდენიმე ჩინური ნეკერჩხალი დავრგე.. პატარებია, ოღონდ ჯერ....

Posted by: aabbaa 3 May 2022, 14:31
ახლა ვცდილობ ავოკადო გავახარო.
რო ამოიყრის ნერგს დავდებ.

Posted by: rest 31 May 2022, 08:33
ექსპერიმენტი გრძელდება, ზემოთ ვლაპარაკობდი, რომ ტუიას თესლი დავთესეთქო და დღევანდელი შედეგი ასე გამოიყურება
user posted image
user posted image
* * *
konti
QUOTE
rest

ეგ ერთი და სხვა მრავალი..

აი მე 7-8 კედრის ნერგი გავახარე ... ერთი კვირაა ამოვიდნენ..

კიდე მაქვს მაცივარში სხვადასხვა თესლები - სტრატიფიკაციას გადიან და დავთესავ, ოღონდ არ ვიცი რამდენი გაიხარებს...))

ძალიან სასიამოვნო პროცესია და მეც ვაპირებ გაგრძელებასsmile.gif

Posted by: konti 3 Jun 2022, 17:55
rest
QUOTE
ექსპერიმენტი გრძელდება, ზემოთ ვლაპარაკობდი, რომ ტუიას თესლი დავთესეთქო და დღევანდელი შედეგი ასე გამოიყურება



მეც მაქვს 5-6 პატარა კედრები....

Posted by: Mr Angry 6 Jul 2022, 00:28
M-A-S-E-R-A-T-I

თქვენ მოგნიშნავთ, მაგრამ სხვებსაც ვკითხავ იქნებ გამარკვიოთ 2 კითხვა მაქვს

1) თუ არსებობს ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია ხეების სახეობების კატალოგი ან სადმე საიტზე იყოს ეგ განთავსებული, სახეობები თავისი აღწერით, სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანებული, ქვეჯგუფები და ა.შ.


2) რამოდენიმეჯერ შემხვდა საქართველოში უკვე და დამაინტერესა რომელი ხეა, სამწუხაროდ ფოტოს გადაღება არცერთხელ არ გამახსენდა sad.gif დიდი ზომის ხეა, ფოთლები აქვს, მსხვილი ღერო, მაღალია და გაშლილი ცაცხვივით ფართოდ. რაღაც ბამბასავით თეთრ რაღაცეებს აფრქვევს ჰაერში, ცემინება ამიტყდა რამდენჯერაც ჩვენი კონტაქტი შედგა.

Posted by: Fizikismama 6 Jul 2022, 16:54
rest
მაცივარში ამყოფე თესლები გარკვეული დროით და შემდგომ გადაიტანე მიწაში, თუ პირდაპირ მიწაში?

konti
სტრატიფიკაციის შემდგომ პატარა ფესვივით უნდა გამოიღოს და მხოლოდ ისინი უნდა გადაიტანო მიწაში, თუ არაფერიც არ უნდა გამოიღოს და მაგ პროცესის შემდგომ ყველა თესლი მიწაში უნდა გადაიტანო და შემდგომ რაც ამოვა, ამოვა?

Posted by: rest 7 Jul 2022, 12:33
QUOTE (Fizikismama @ 6 Jul 2022, 16:54 )
rest
მაცივარში ამყოფე თესლები გარკვეული დროით და შემდგომ გადაიტანე მიწაში, თუ პირდაპირ მიწაში?

konti
სტრატიფიკაციის შემდგომ პატარა ფესვივით უნდა გამოიღოს და მხოლოდ ისინი უნდა გადაიტანო მიწაში, თუ არაფერიც არ უნდა გამოიღოს და მაგ პროცესის შემდგომ ყველა თესლი მიწაში უნდა გადაიტანო და შემდგომ რაც ამოვა, ამოვა?

მაგალითად ტუიებს უნდა სტრატიფიკაცია, მაცივარში ჩავდე დეკემბრის თვეში და დაახლოებით 1-2 თვე მქონდა, შემდეგ ტოფრფიან გრუნტში ჩავდე და ვრწყავდი, და ცოტახანი ერთი 2 კვირა ბნელ ადგილას მკონდა ცელოფან დაფარებულში, ნესტიანობა რომ შემექმნა და ამოვიდა ამასობაში, ერთი 40 ნერგი მაინც, მთავარია წყალი არ მოაკლო, მიწა არ უნდა გაუშრეს თორემ გახმება--ასევე რომ ამოვა ძვირი არ ღირს სიდამპლის წამალი დაუსხი თორემ გაფუჭდება და სულ ეგაა.
როგორც ინტერნეტში ეწერა მაგალითად კიპარისს არ უნდა სტრატიფიკაცია , სხვადასხვა მცენარეებს უნდა და ასე შემდეგ.
ანუ მაცივარში მედო ფესვები მშრალად და შემდეგ ჩავაგდე მიწაში, კვერცხის ლატოკები ან რამე ჭურჭელი შეგიძლია გამოიყენო, ეგრევე გრუნტში დარგვას არ გირჩევ, რომ მოძლიერდება მხოლოდ მას შემდეგ

Posted by: datunia93 8 Jul 2022, 10:05
გარგარის კურკები როდის ჩავრგო ქოთანში, ეხლავე თუ შემოდგომით? ვიცი რო ჭერამი ამოვა, მაგრამ დიდ ტერიტორიაზე მინდა რამოდენიმე ასეული რო დავრგო, გატყიანების მიზნით

Posted by: PAINKILLER 8 Jul 2022, 13:39
QUOTE
ვიცი რო ჭერამი ამოვა

QUOTE
გარგარის კურკები



datunia93

გარგარის კურკიდან ჭერამი როგორ ამოვა? smile.gif



Posted by: datunia93 8 Jul 2022, 17:22
PAINKILLER
ნუ ეგრეა smile.gif ჭერამი ამოდის, რომელზეც დაამყნობ მერე ისევე გარგარს და ეგაა. ყოველშემთხვევაში ნაყოფი როგორიც იყო, ეგეთებს არ მოისხავს smile.gif

Posted by: Fizikismama 12 Jul 2022, 12:38
rest
გასაგებია, მადლობა!

Posted by: konti 21 Sep 2022, 19:00
მე როგორც მახსოვს პირიქითაა ტუიას არ უნდა სტრატიფიკაცია ხოლო კიპარისს უნდა....

რაც მეტი მცდელობებია მით მეტი წარმატება იქნება..

ამ შემოდგომაზე სკოლას მოვამარაგებთ თესლებით.. ვნახოთ რა გამოვა...


Posted by: IirinOK 14 Nov 2022, 01:30


ჩვენ შარშან 1700-მდე ნერგი დავრგეთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

Posted by: konti 30 Nov 2022, 17:21
ძალიან დაკავებული ვიყავი, მაგრამ რამდენიმე სურო მაინც გავახარე.. გაზაფხულზე დავრგავ... და ამაფოსითაც გავამდიდრებ...

Posted by: konti 14 Dec 2022, 15:29
ვიყიდე ბიოგუმატი... ბიოსასუქი.. გაზაფხულზე გამოვიყენებ....

Posted by: konti 3 Jan 2023, 11:12
მოუთმენლად ველოდები გაზაფხულს.... ისე კედრის გირჩები ვერსად ვერ დავლანდე... ვინმეს ხომ არ გეგულებათ თბილისის საზღვრებში და ძან მაღლა რო არ იყოს??

Posted by: rommel 3 Jan 2023, 21:05
konti
ეზოში მაქვს ორი დიდი კედარი. ერთ თვეში ვბრუნდები საქართველოში და შემიძლია მოგცეთ გირჩები.

Posted by: aresi 4 Jan 2023, 19:16
rommel
მადლობა გამოხმაურებისათვის.. მისამართი მითხარი სადაა და მე თვითონ მოვწყვიტავ... ერთ თვეში შეიძლება ქარმა ჩამოაგდოს...ფლიიზ..

Posted by: rommel 5 Jan 2023, 09:52
aresi
მგონი სხვას გამოვეხმაურე, მაგრამ არაა პრობლემა თქვენც მოგცემთ smile.gif

ვთხოვ ოჯახის წევრს და თბილისში გამოართვით.

პმ მომწერეთ

Posted by: konti 5 Jan 2023, 10:43
rommel

ეგეც მე ვარ.. ოღონდ ტელეფონით..
smile.gif

Posted by: rommel 6 Jan 2023, 18:53
konti
არ ვიცი ნახე თუ არა პმ.
შეგიძლია წაიღო გირჩები

Posted by: aresi 7 Jan 2023, 16:57
ოკ..მადლობა ძმა ... გაიხარე .. გილოცავ შობას .!!

Posted by: rommel 7 Jan 2023, 21:53
არაფრის

მეც გილოცავ!
.........................

Posted by: konti 12 Jan 2023, 14:30
rommel მივიღე .. ძალიან ხარიხიანი გირჩებია.. მადლობა..

Posted by: Muziq 22 Feb 2023, 15:35
ამ წუთას ჩავდე თესლი ჩითილში თან ღვთიური სახელობის ამასთან ერთად ახალი განათებაც დავიადე)

Posted by: charebula2000 6 Mar 2023, 21:13
ყოველ წელს ვრგავ სხვადასხვა ხილის ნერგებს smile.gif)))

Posted by: konti 22 Mar 2023, 14:08
ჩემები სწრაფ სტრატიფიკაციას გადის.. ახლა საყინულეშია.. მალე დავთესავ...

Posted by: fermina 22 Mar 2023, 14:59
წელს დავრგე ბროწეულები, ტყემალი "წითელი დროშა", ალიბუხარი, მსხალი, ვერცხლისფერი ნაძვი.

Posted by: qartlimela 22 Mar 2023, 20:43
დღეს დავრგე, ვაშლი, მსხალი და ნუში. ხვალ ვრგავ თუთას და კომშს.

Posted by: Mr Angry 26 Mar 2023, 23:07
კაკლის ხეზე მსმენია ფოთლები შხამს გამოყოფსო, რამდენად მართალია არ ვიცი. და ამ შხამის გამო მის ჩრდილში უჭირს სხვა მცენარესო. რამდენად მართალია? რაიმე ბუჩქი ან დაბალი ხე იქნებ მირჩიოთ რაც შეიძLება გავახარო დიდი კაკლის ქვეშ. მზე ისე ამოვა და გადაივლის სხივები ვერ მოხვდება. ამიტომ კაკალთან ტოლერანტობის გარდა მუდმივად ჩრდილში არსებობაც რომ შეეძლოს. გამოუყენებელი ტერიტორია მაქვს და ათვისება მინდა sad.gif
მეზობლის კაკლის ხეა ვერაფერს მოვუხერხებ

Posted by: lordilidan 24 Apr 2023, 14:47
QUOTE (Mr Angry @ 26 Mar 2023, 23:07 )
კაკლის ხეზე მსმენია ფოთლები შხამს გამოყოფსო, რამდენად მართალია არ ვიცი. და ამ შხამის გამო მის ჩრდილში უჭირს სხვა მცენარესო. რამდენად მართალია? რაიმე ბუჩქი ან დაბალი ხე იქნებ მირჩიოთ რაც შეიძLება გავახარო დიდი კაკლის ქვეშ. მზე ისე ამოვა და გადაივლის სხივები ვერ მოხვდება. ამიტომ კაკალთან ტოლერანტობის გარდა მუდმივად ჩრდილში არსებობაც რომ შეეძლოს. გამოუყენებელი ტერიტორია მაქვს და ათვისება მინდა sad.gif
მეზობლის კაკლის ხეა ვერაფერს მოვუხერხებ

გაგონილი დონეზე მეც მითხრეს, მეც მაინტერესებს, კახეთში თუთა შევცვალე კაკლით და ხო არ დავწამლავ ბავშვებს, ლიტერატურიდან იქნებ იცოდეს ვინმემ

Posted by: konti 31 May 2023, 14:05
სამი კედარი გადავრგეთ + თეთრი ბალი... სამივე კარგადაა..

კაკალთან მსხმოიარე ბალი, მსხალი.. არამსხმოიარე კედარი.. დედას უტირებს .. თან თუ რამდენიმეს მოახერხებ კრუგში..

ისე კაკალიც მეორე იარუსის მცენარფეა და მაგის დაბლა უკვე ბუჩქს თუ მიურგავ , რადგან მესამე იარუსი ბუჩქებია მხოლოდ.. შვინდი, ზღმარტლი და ეგეთები...

Posted by: power light 31 May 2023, 15:31
ჯერ-ჯერობით ალუბალი, კომში და ნაძვი. ვაპირებ ნუშის დარგვას, ხოლო ვაშლის და მე-2 ძირი ალუბლის გადარგვას, რომელიც ბროწეულთან ძალიან ახლოს არის და მიჩაგრავს.

Posted by: konti 1 Jun 2023, 16:49
QUOTE
ჯერ-ჯერობით ალუბალი, კომში და ნაძვი. ვაპირებ ნუშის დარგვას, ხოლო ვაშლის და მე-2 ძირი ალუბლის გადარგვას, რომელიც ბროწეულთან ძალიან ახლოს არის და მიჩაგრავს.



up.gif

Posted by: PAINKILLER 1 Jun 2023, 17:36
შემოდგომაზე დავრგე ლეღვი, ალუჩა, მსხალი, ნუში, კარალიოკი, ბროწეული


აქედან ბროწეულის და ლეღვის გარდა ყველამ გაიხარა


ამათ რა ეტაკათ არ ვიცი, როგორც ჩავრგე ჯოხები ისევ ისეთი ჯოხებია, სიცოცხლის ნიშანიც არა აქვთ...

Posted by: konti 5 Jun 2023, 10:52
ვენახი (უწამლი) ამოვა წელს აივანზე...

არა რა ვერ უძლებს თბილისის კლიმატს ზოგიერთი მცენარე .. ერთი მიმოზა გავიმხმა , მეორეს ტოტები მოუხმა..

Posted by: jjj 22 Aug 2023, 15:35
კარგ მიწას ტომრებში დაფასოებულს (სუპერმარკეტებზე იაფად) სად ყიდიან?

Posted by: konti 30 Aug 2023, 13:41
jjj

სადაც წააწყდები სანერგეებს ყველგან აქვთ ხოლმე...

Posted by: GEORGEXIII 7 Sep 2023, 23:08
შემოდგომაზე ვაპირებ ნერგების დარგვას და კაი გარგლის ნერგებს სად მირჩევთ?

Posted by: nick385264 18 Sep 2023, 20:49
გაამარჯობა მეგობრებო. თუ იცით ცაცხვის თესლი როგორ გავაღვივო მარტივად?

Posted by: Pasadena 19 Sep 2023, 11:09
მე მაქვს დარგული ალუბლის ხეები ბევრი love.gif

Posted by: ჩხრამბურთლაძე 24 Nov 2023, 13:24
ხალხო

კორპის მუხა Quercus occidentalis, ლაგოდეხში თუ შემორჩა და როგორ მოვიძიო?




Posted by: umaturmanidze 24 Apr 2024, 00:24
არ დამირგია მაგრამ ბოტანიკურის ვირჯინიული უხრავის თესლები მიმოვაბნიე დიღომში. დათვისთხილა და მეტასექვოია სჭირდება თბილისს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)