ბარნსი და ... შარი "ექვსი ერის" ფინიშზე ირლანდიამ სლემი აღარ დაანება პირველობა’ დაბევებულ ინგლისს,
პარიზის რკენა კი 102-ე წუთზეღა, სკანდალით დასრულდაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))კარგა ხანია, ბოლო რაუნდში სამივე თამაში შაბათს, ზედიზედ ეწყობა. ტელე’მარათონმა ახლაც გაამართლა: სქოთებმა ნულზე მოსრეს დაბდურა იტალია; გალებმა თრილერი მოუგეს უელსს, მაგრამ მსაჯსაც დაემდურნენ; ირლანდიამ კი მოაშთო ინგლისი და "ჩემპიონის თასი" კუდ’ამოძუებულს ააწევინა
ცხრილში ისეთი სიმჭიდროვე იყო, რომ ყოველი მოგებული შემდეგ მატჩამდე მეორე ადგილზე ჯდებოდა. მაგ პოზიციაზე საბოლოოდ ირლანდია მოეწყო, რაკი იტალია კონკურენტებზე უფრო ბარაქიანად ძლია. ასე რომ, ბონუსის შემოღებამ ტურნირს ბევრი ვერაფერი არგო ცხრილში გუნდების გაბნევის მხრივ
ინგლისმა ზედიზედ მეორედ იჩემპიონა, მაგრამ დაბლინში სლემი - ამ საუკუნეში უკვე მესამედ (2001 2011 2017) - ჩაუფლავდა. ირლანდიამ შემოდგომაზე თვით ზელანდიას არ დაანება მიჯრით მე-19 ტესტის მოგება და ახლა იგივე დამართა "ვარდებსაც"
ფრანგებმა უელსი 2011 წლის მსოფლიო თასის აქეთ პირველად ძლიეს და 2019 წლის განთესვაში მეორე კალათში დარჩნენ; იტალიამ კი "6 ერზე" ზედიზედ მე-12 მატჩი წააგო, ტურნირი ნული (0) ქულით დაასრულა, სქოთებთან 27-ე ტესტში პირველად ახლაღა დამარცხდა მშრალად და 18 სეზონში მე-12-ედ დარჩა ბოლო ადგილზე
გადამწყვეტი დერეფანიდაბლინში ცრიდა და ქარი ქროდა. მასპინძლებს წმ’პათრიქის დღე აღენიშნათ და საომრად დარაზმულიყვნენ
დაშავებულები - 15 ნომერი რობ ქარნი და 9 ქონორ მარი - ჩინებულად შეცვალეს ჯარედ პეინმა და ქიარან მარმიონმა; მოთელვაზე გამოკლებული ჯემი ჰიზლიპის ნაცვლად 8 ნომრად დადგა ბური სი’ჯეი სტანდერი, მარქაფიდან მარბიელად დაწინაურებულმა პითერ ო’მანიმ კი ბოლოს გადამწყვეტი დერეფანიც მოუგო სტუმრებს
"სამყურებმა" პირველ ტაიმში ისე იძალეს, რომ ბურთი დროის 74% ეპყრათ და 77% მეტოქის ნახევარზე გაატარეს. მაშინვე დაიდო მატჩის ერთად’ერთი ლელო - 5’მეტრა დერეფანში აგორებული მოლიდან იენ ჰენდერსონი წაქცეული ეწია მიზანს. პეინმა ორივე ტაიმში თითო გრძელი რეიდი მოაწყო, ჯონი სექსთონმა კი - თუმც ამჯერადაც ბლომად მოხვდა - სამიდან სამი (გ 2ჯ) მაინც გაიტანა * 13:9
სტუმართა ოზმა გურუმ, ედი ჯოუნზმა ნაცად ყაიდაზე - საათის თავზე ბრძოლაში ჩააბა რეზერვი, მაგრამ ამათ თამაში ვეღარ გარდატეხეს; კივი ლიგელი ბენ თეო კი დარეტიანებული მალევე თავად შეიქნა გასაყვანი
წამატებულ დროში მაიქ ბრაუნს დაუვარდა ბურთი თავის ნახევარზე, ძლეულთა მოძღვარმა კი აღიარა, წაგება ჩემი ბრალია; მარცხი გვარგებს; 4-წლიან პროექტში ჯერ მხოლოდ 14 თვეა გასული - მთავარია, მომავალი მსოფლიო თასის ფინალის საღამოს ვიყოთ მზადო
წვიმაშიც ხაზმაშოტლანდიამ ტოპ 14-ში გააცილა ზელანდიელი მწვრთნელი ვერნ ქოთერი. ამას გული ამოუჯდა და დაიბარა, მიღწეული განამტკიცეთო, იტალიის ირლანდიელი გადია, ქონორ ო’შ(ე)ი კი გაოგნებულია, ნულზე როგორ დავრჩითო
კარლო კანამ პირველ ტაიმში კარს სამივე ჯარიმა ააცდინა, მესამე მეოთხედში კი, ფორვარდთა მოლაობის კვალად, ტექნიკამ დააღალატა ბექები: ჯერ მეტობა გაიფლანგა და ანჯელო ესპოზიტო ლელოში გააკავეს, მერე კი ედოარდო პადოვანს ხაზთან დაუვარდა ნაპასევი
სქოთთა ოთხივე ლელო წვიმაშიც "ხაზმა" დადო; ალი პრაისმა ახლოდან დაგეზა ფილ რასელი; პრაისმავე ხეირზე ლიგური ღრმად აუწია სთიუართ ჰოგს, ამან ჩამოაგდო და მეთ სქოთმა დაამიწა; ჰოგმა გადაიკიდა და თიმ ფისერმა დაასწრო რასელს, პრემიის მომტანზე კი, 18 ფაზის ბოლოს, რასელმა და ჰოგმა ახეირეს თომი სიმორი * 29:0
რეფს ატყუებდნენშარი და ვეინ ბარნსი განუყრელნი არიან! მთელი თამაში უხვად აჯარიმა ბრიტმა გალები. ჰოდა, ტულონელმა ლი ჰაფ’პენიმ 6-დან 6 რომ შეაგდო - სამი ძაან შორიდანაც - უელსი ბოლოსკენ * 18:13 იგებდა
მერე მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: 79’ წუთზე "ლე ბლეს" 5’მეტრა ნიშნულზე ჯარიმა ერგო და შერკინება აიღო, ბრძოლა კი კიდევ 20 წუთს გაგრძელდა - ფრანგები ეძალებოდნენ, უელსი ჯარიმდებოდა, მასპინძლები ისევ შერკინებას ითხოვდნენ და ომს ბოლო აღარ უჩანდა
მავანს დაუთვლია და უელსი ამ მონაკვეთში თურმე 9-ჯერ დაჯარიმდა! ბარნსმა "ურჩხულებს" მარჯვენა ბურჯი გაუსინბინა, ამათ კი "ცრუ შერკინება" ინდომეს და რეფს ატყუებდნენ, მეტი სპეციალისტი აღარა გვყავსო. მაშინ მსაჯმა კომისარი მოიკითხა და შეცვლილი 3 ნომერი ძალის’ძალად დააბრუნებინა, უელსი კი მეტად გაოჩნდა - თითქო არ იცოდა, რომ მოედნიდან ვინმე უნდა გაეყვანა
მეტოქემ ისიაფანდაომსაჯმა სამართალი მაინც გააჩინა. განახლდა მიძალება და ლელოს რაგინდარა ხერხით დაცვა. იოან მაესტრი ბარნსისგან საჯარიმო ლელოს ამაოდ ითხოვდა; "დროის მსაჯი" მთლად დაიბნა და საათს აღარც აჩერებდა; ამასობაში კი რეფს უთუოდ აწიოკებდა ტელევიზია, "დროზე მორჩი, დაბლინში თამაშია დასაწყები და გველოდებიანო"
ამ, 20-წუთიანი ამაოების წინ, საფრანგეთმა იაზრა და 3 ნომრად დააბრუნა შეცვლილი და დასვენებული რაბა სლიმანი, ოღონდაც ოდნავ იმაშიღა ჩაიჭრა, რომ "მეოთხე მსაჯს" მიზეზად უინი ატონიოს "შერყევაზე გასინჯვა" მიუთითა და არა "კისრის | წელის ტკივილი"
უელსმა ამაზე ერთი ამბავი ატეხა: მეტოქემ ისიაფანდა, რაკი სლიმანი წინდაწინ ხურდებოდაო - ვითომც იგივე არა ხდებოდეს უკლებლივ ყველა დონეზე, ყოველ მეორე მატჩში! მერე კიდევ, ჯორჯ ნორსმა გაგანია ომში მოიგონა, მკლავზე მიკბინესო და ვიდეოზე გადა’მოწმება მოითხოვა, რათა ბიჭებს სული როგორმე მოეთქვათ
აღარც გადაამოწმებინანაკბენი ვერც მაშინ იპოვეს და ვერც მერე, მაგრამ ორივე საკითხს კი მაინც იძიებს "მსოფლიო რაგბი" და უეჭველია, რომ ახლაც ჩაფარცხავს ინციდენტს. სხვაფრივ, ფრანგთა ბებერი გურუ, გი ნოვესი ცილის წამებაზე ისე გაფიცხდა, რომ პრეს’კონფერენციაზე მკლავზე თავად იკბინა და ჟურნალისტებს აჩვენა, აგერ, დამეტყოო
გაჭიანურებული ჭიდილი იმით დასრულდა, რომ ანტუან დიუპონი ზედ ხაზთან დასცეს და დამიან შულიმ ლელოში დაანარცხა ოვალი. იხერხა დროის მსაჯმა და საათი 99’55-ზე გააქვავა, რადგან სამ’ნიშნა ნაღდად ვერ ჩაეტეოდა დიზაინში, ტელე’ვიზიის მიერ დაწიოკებულმა ბარნსმა კი ლელო უმალ ჩათვალა - ვიდეოზე აღარც გადაამოწმებინა
დაბნეული რეფი ბოლო შეტევაში დენ ბიგარს თუმც დაექადნა, გაგაგდებო, პირობა დაივიწყა - კამი ლოპესი გარდასახვას რომ ურტყამდა, უელსის 10 ნომერი გამეტებით უფარებდა * 20:18
დაბლინში კი მაინც დაგვიანდა თამაშის დაწყება და გუნდებს თავიდან დაჭირდათ გახურება, მაგრამ ოღრაშ ჯოუნზს მაგაზე მერე აღარ დაუჩივლია. თუმცა ვინ უწყის? ეგებ გამოგვრჩა ...
ექვსი ერი * 2017ბოლო, მეხუთე რაუნდი
(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში, ოქმებში ))შოტლანდია$ 29:0 იტალიაშტლ: ჰოგ სიმორ ჯოუნზ (სქოთ 27, ვიარ 75) დანბარ ფისერ
<10-9> რასელ პრაის (პირგოს 54) /
რიდ (დელ 56) ფორდ (ბრაუნ 66) ფეიგერსონ (ბერგან 66)
გილქრისთ (სვინსონ 57) ჯ.გრეი; ბარქლეი ^კაპ სბ 49, ვოთსონ ვილსონ (დიუ’პრე 49) -
4ლ: რასელ სქოთ ფისერ სიმორ; 3გ: რასელ; ჯ: ჰოგ
იტა: პადოვანი ესპოზიტო ბენვენუტი მაკ’ლეინ ვენდიტი
<10-9> კანა (სპერანდიო 63) გორი (ვიოლი 53) /
ლოვოტი (პანიკო 63) ჯეგა (გირალდინი 41) ჩიტადინი (კისტოლინი 41)
ფუზერ (ფან’სხალკვეიკ 53) ბიაჯი (რუძა 75) სტეინ მბანდა (მინტო 53) პარისე^კაპ
რეფ გაიუზერ (სფრ) 18/03 @ ედინბურგი, მარი’ფილდ (67 144)
3:0(5) 10:0(29) 15:0(38) ნახ(40+4) /
სბ(49შ) 22:0(63) 29:0(74$პ)
საფრანგეთი 20:18 უელსი$სფრ: დიულენ ნაკაიტათი ლამერა (ტრენ-დიუკ 66) ფიკუ ვაკატავა სბ 19 (იუჟე 54)
<10-9> ლოპეს (ტრენ-დიუკ 33-39) სერენ (ა.დიუპონ 19-24, 72) /
ბაი (ბენ’არუ 55) გირადო^კაპ (შა 72) სლიმანი (ატონიო 55-80)
ვაამაინა (ლე’დევდეკ 78) მაესტრი; სანკონი (შული 55) გურდონ პიკამოლ -
2ლ: ლამერა შული; 2გ 2ჯ: ლოპეს
უელ: ჰაფპენი (ფრენსის 80+6 - 80+12) ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს (რობერთს 54) ლმ.ვილიამს
<10-9> ბიგარ ვებ /
რ.ევანს (სმით 80+17) ოუენს ფრენსის (ლი 60 სბ 80+2)
ბოლ (ბოლდვინ 60, მორიართი 72) ავ.ჯოუნზ^კაპ (ჩართერის 52) ვორბერთონ თიპურიქ მორიართი (ფალეტაუ 54) -
6ჯ: ჰაფპენი
რეფ ბარნს (ინგ) 18/03 @ პარიზი, სან’დენი (78 688)
7:0(8) 10:0(16) 10:3(20სბ) 10:6(28) 10:9(40) /
10:12(54) 10:15(65) 13:15(67) 13:18(72) სბ(80+2უ) 20:18(80+22)
ირლანდია 13:9 ინგლისი$ირლ: პეინ ერლს (ე.ქონვეი 41) რინგროუზ ჰენშოუ ზიბო
<10-9> სექსთონ მარმიონ (ლ.მაკ’გრას 69) /
ჯ.მაკ’გრას (ჰილი 60) ბესთ^კაპ (სქანელ 10-17, 73) ფურლონგ (ჯ.რაიან 76)
დ.რაიან (თოუნერ 65) ჰენდერსონ; ო’მანი ო’ბრაიენ (ლივი 66) სტანდერ -
ლ: ჰენდერსონ; გ 2ჯ: სექსთონ
ინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ (ნოულ 68) ფარელ დეილი
<10-9> ფორდ (თეო 63-69) იანგს (ქეა 63) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 41) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 55) ქოულ (სინქლერ 78)
ლონჩბრი ლოზ; ითოჟე ჰასქელ (ვუდ 60) ბ.ვუნიპოლა (ჰიუზ 63) -
3ჯ: ფარელ
რეფ გარსეზ (სფრ) 18/03 @ დაბლინი, ავივა (51 700)
3:0(11) 3:3(18) 10:3(24) /
10:6(51) 13:6(63) 13:9(67) ბოლო(80+2)
"პლანეტ რაგბის" რჩეულნიბოლო რაუნდის: 15 ჯარედ პეინ (ირლ),
14 თომი სიმორ (შტლ), 13 რემი ლამერა (სფრ), 12 რობი ჰენშოუ (ირლ), 11 ელიოთ დეილი (ინგ);
10 ფინ რასელ (შტლ), 9 ქიარან მარმიონ (ირლ) /
1 ჯო მარლერ (ინგ), 2 რორი ბესთ (ირლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 დონაქა რაიან (ირლ), 5 ჯო ლონჩბრი (ინგ);
6 პითერ ო’მანი (ირლ), 7 ჰემიშ ვოთსონ (შტლ), 8 სი’ჯეი სტანდერ (ირლ)
სულ: 8 ირლ; 3 შტლ, ინგ; 1 სფრ * 0 იტა, უელ
ტურნირის: 15 სთიუართ ჰოგ (შტლ),
14 თომი სიმორ (შტლ), 13 რემი ლამერა (სფრ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 ლიამ ვილიამს (უელ);
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 რის ვებ (უელ) /
1 ჯო მარლერ (ინგ), 2 ქენ ოუენს (უელ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ჯონი გრეი (შტლ);
6 სი’ჯეი სტანდერ (ირლ), 7 სემ ვორბერთონ (უელ), 8 ლუი პიკამოლ (სფრ)
სულ: 4 უელ; 3 შტლ, ინგ, ირლ; 2 სფრ * 0 იტა
ექვსი ერი 2017ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით
შაბ 04/02 შოტლანდია 27:22 ირლანდია $
შაბ 04/02 ინგლისი 19:16 საფრანგეთი $
კვი 05/02 იტალია 07:33 უელსი
შაბ 11/02 იტალია 10:63 ირლანდია $
შაბ 11/02 უელსი $ 16:21 ინგლისი
კვი 12/02 საფრანგეთი 22:16 შოტლანდია $
შაბ 25/02 შოტლანდია 29:13 უელსი
შაბ 25/02 ირლანდია 19:09 საფრანგეთი
კვი 26/02 ინგლისი $ 36:15 იტალია
პარ 10/03 უელსი 22:09 ირლანდია
შაბ 11/03 იტალია 18:40 საფრანგეთი $
შაბ 11/03 ინგლისი $ 61:21 შოტლანდია
შაბ 18/03 შოტლანდია $ 29:00 იტალია
შაბ 18/03 საფრანგეთი 20:18 უელსი $
შაბ 18/03 ირლანდია 13:09 ინგლისი $
საბოლოო ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $ინგლისი 19 +65 16/08 146:081 4-1 3
ირლანდია 14 +49 14/07 126:077 3-2 2
საფრანგეთი 14 +17 08/06 107:090 3-2 2
შოტლანდია 14 +4 14/12 122:118 3-2 2
უელსი 10 +16 08/07 102:086 2-3 2
იტალია 0 -151 06/26 050:201 0-5 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (20/03_2017)
1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 8953, 3 ავსტრალია 8635,
4 ირლანდია 8466, 5 შოტლანდია 8218, 6(8) საფრანგეთი 8200,
7 აფრიკა 8179, 8(6) უელსი 8136, 9 არგენტინა 7991,
10 ფიჯი 7646, 11 იაპონია 7422,
12 საქართველო 7292, 13 ტონგა 7194, 14 სამოა 7125, 15 იტალია 7117,
16 რუმინეთი 7015, 17 შტატები 6679, 18 ესპანეთი 6305
+/-: ირლ 148 ინგ, სფრ 79 უელ * შტლ 0 იტა *
რუმ 122 საქ (8:7 შ)
"ექვსი ერის" ჩემპიონებიინგლისი 2000 2001# 2003^ 2011 2016^ 2017
საფრანგეთი 2002^ 2004^ 2006# 2007# 2010^
უელსი 2005^ 2008^ 2012^ 2013#
ირლანდია 2009^ 2014# 2015#
^ სლემ (5-0) # უკეთესი სხვაობით’ღა, ვთ = ვაით’ვოშ (0-5)
18 სეზონის (2000-2017) ჯამიქვეყანა ქ% მ-წ*ფ$ბ გატ:გაშ სხვ ჩმ სლ ვთ
ინგლისი 72.5 64-25*1$3 2496:1408 +1088 6 2 -
ირლანდია 66.7 58-29*3$2 2206:1613 +593 3 1 -
საფრანგეთი 65.0 57-31*2$2 2191:1624 +567 5 3 -
უელსი 56.7 49-38*3$2 2086:1897 +189 4 3 1
შოტლანდია 28.3 24-64*2$2 1500:2233 -733 - - 3
იტალია 13.9 12-77*1$0 1289:2993 -1704 - - 7
ქ% = (4*მ + 2*ფ + პრ) / (4*თ) * 100@