forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დასაქმება უცხოეთში, რა და როგორ
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25044
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 20:30  #54823222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
zukiii4a
დაგუგვლით იპოვი ყველა ინფორმაციას, რაც შეიძლება დაგჭირდეს. ხელიც უნდა გაანძრიო რომ მიზნამდე მიხვიდე, აბა ერთ ადგილას ჯდომით და ვიშვიშით "ვაი რა ცუდ სიტუაციაში ვარ" წინ ვერ წაიწევ. არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ფაქტია რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოდის. მალე მასე გუგლით ნაპოვნი შესაძლებლობით მორიგ ვიზას ავიღებ. დეტალებს არ დავწერ. დანარჩენი თვითონ იცით რას იზამთ - კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებთ თუ "არაფერი გამოდის" მიდგომით გააგრძელებთ ცხოვრებას.


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
zukiii4a
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 795
წევრი No.: 101788
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 02:56  #54824943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ
QUOTE
დაგუგვლით იპოვი ყველა ინფორმაციას, რაც შეიძლება დაგჭირდეს. ხელიც უნდა გაანძრიო რომ მიზნამდე მიხვიდე, აბა ერთ ადგილას ჯდომით და ვიშვიშით "ვაი რა ცუდ სიტუაციაში ვარ" წინ ვერ წაიწევ. არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ფაქტია რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოდის. მალე მასე გუგლით ნაპოვნი შესაძლებლობით მორიგ ვიზას ავიღებ. დეტალებს არ დავწერ. დანარჩენი თვითონ იცით რას იზამთ - კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებთ თუ "არაფერი გამოდის" მიდგომით გააგრძელებთ ცხოვრებას.

ძალიან დიდი თემააა აი ძაან რო დავიწყო ალბათ წერით დავიღლები შესაბამისად მეც არ დავიწყებ არაფრის მტკიცებას უბრალოდ გეტყვი რომ ძალიან ცდები იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად ხდება სიტუაციების 90% ვიდრე ვირტუალურ სამყაროში წერია თანაც გუუგლში , ამიტომ სანამ სადმე წახვალთ და თუ წახვალთ უნდა მოიპოვოთ შესაბამისი მონაცემები ამთუიმქვეყანაზე და მარტო გუუგლს არ მიენდოთ ეს არის და ეს ! მე შენ აქამდე იმას გიხსნიდი უბრალოდ რომ
მაგალითიც მოგიყვანე რომ მინდოდა ირლანდიაში წასვლა და ისიც აღვწერე რა პრობლემებს გადავაწყდი ანუ ჩემთვის რაღაც მხრივ რთულია იქ წასვლა და ვერანაირი გუგლი ამაში ვერ დამეხმარება ! ავრცელებ ინფორმაციას რომელიც არასწორია მეგობარო მეტი რაგითხრა ? მონდომებას რაც შეეხება მონდომება მარტო არაფერია თუ ამის შესაძლებლობა სანაცნობო საახლობლო ან ვინმე ადამინები არ გყავს ვინც დაგეხამრებია სხვადასხვა სიტუაციებში !!! მონდომებით შეიძლება რაღაც ეტაპზე როცა ხარ მოინდომო და გააკეთო სასურველი მაგრამ ისიც როცა ამის რაღაცა შანსები ამინც გაქვს .... და უაზრო მონდომებამ კიდე შეიძლება ძალიან ცუდ დღეში ჩგაგაგდოს და ვეღარც ამოგიყვანოს იქიდან სადაც ჩავარდები , რეალისტურად უნდა გამოიყენო ეგ მონდომებაც და არა ფუჭად ეცადო და ხალასტოი ხოდით გუგლო სხვადასხვა ინფორმაციები . თან თემა გადაგაქვს ვაფშე სხვა რამისკენ ვაი რა ცუდად ვარ და წინ ვერ წავიწევ რაშუაშია თემა არის ის რომ საქართველოში გარკვეულ ტიპებს უჭირს უბრალოდ ცხოვრება იმიტომ რომ აქ არ არის გასაქანი შესაბამისი სიტუაცია ხელფაასი გრაფიქიკი და უამრავი ასეთი პრობლემა ამიტომ უნდა ხალხს რომ სადმე წავიდეს იშრომოს დაუფასდეს და ოჯახი ნორლაურ დონეზე მოიყვანოს ადამიანებს რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ სამუშაოდ წასვლა დამიჯერე აქ ნამდვილად არ ულხინთ , ანუ საგულაოდ თუ მიდიხარ 1 კვირით აქ გაქვს სამსახური კარგი ხელფასი ერთი საოჯახო ბიზნესიც მაშინ წახვალ მეგობარო დაისვენებ იგულავებ და ჩამოხვალ ვიზაზეთ არ მოგიწევს დაჟე სირბილი ყველაფერს გაგიკეთებენ ამაზე არაა აქ საუბარია ვინც არიცის როგორ მოიქცეს და უნდა რომ გაუზიარონ გამოცდილება და შენ გამოდიხარ და გუუგლი მოგყავს მაგალითად ერთი ლინკი მაინც ჩააგდე რომელიმე მაინც სად წერია რაანაირად წახვიდე რანაირად ნახო სამუშაო და რანაირად იცხოვრო რომელიმე ევროპის ქვეყანაში ? ყვველაფერს თავი რო დაანებო 10 000 ლარი იხარჯება ტყდება და იპარება ამ საქმეზე დღესაც იხდიან ისევ ეს საცოდავი ხალხი რომ რამენაირად წავიდნენ სადმე იმუშაონ ნორმალურ ანაზღაურებაზე ! შენ რა ჩემს ფეხებს წერ აქ რო ყველაფერი იმაზე მარტივია ვიდრე ჩვენ გგვონია და გუუგლის გამოყენება კიდე მარტო შენ შეგიძლია ? მეკაიფები თუ რა არის ?
დავწერ პოლონეთზე რომ ვინმემ არ შეიქმნას რაიმე ილუზია !
გადაწყდა, რომ ჯერ მე წავიდოდი, იამზე ხარაბაძეს 1350 დოლარი მივეცით, ამ თანხაში უნდა შესულიყო პოლონეთში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა და ოფიციალური სამუშო. ასევე უნდა ავეყვანე ე.წ. აღრიცხვაზე და პოლონური ბარათიც გაეკეთებინა, მაგრამ იამზეს დაპირებები დასრულდა პოლონეთის სადგურში, როცა უცხოეთში ჩასულს მიმითითა რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი და მიმატოვა.

მარტო მე არ ვიყავი ასეთი, იამზესთან ერთად, პოლონეთში 10-კაციანი ჯგუფი წავედით. ამ დროს ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა, იამზეს მიერ ერთ-ერთ დასაქმებულს შვილი დაეღუპა და გვითხრა, ამ კაცის საქართველოში წამოსაყვანად ფული მჭირდებაო და დამატებით 200 დოლარი გამოგვართვა, თუმცა, როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს კაცი საქართველოში საკუთარი ხარჯებით გამოფრინდა და ეს ფულიც გამოგვძალა.

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩასულებმა არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, შემდეგ იქ მცხოვრები ქართველების დახმარებით ვიპოვეთ ქარხანა, სადაც უნდა გვემუშავა, ჩვენით ვიპოვეთ საცხოვრებელიც... საშინელი პირობები იყო - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკისას მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ, ხელფასსაც არ გვიხდიდნენ, იქ ჩასულებს კიდევ 40 ქართველი დაგვხვდა იგივე პრობლემებით, ზოგიერთი მათგანი ჩემთან ერთად წამოვიდა საქართველოში, ზოგმა შეიცვალა სამუშაო ადგილი, ზოგი კი ქვეყნიდან დეპორტაციით გამოუშვეს. მე ვერ ვბრუნდებოდი საქართველოში, რადგან გზის ფულიც არ მქონდა. არ მინდოდა პასპორტი გამეფუჭებინა და ჩემმა ოჯახმა ნასესხები ფული გამომიგზავნა.

იამზე არ გვეკონტაქტება, ვურეკავთ, სოციალურ ქსელშიც ვწერთ, მაგრამ არ გვპასუხობს, მინდა, როგორმე ჩემი ნასესხები თანხა მაინც დამიბრუნოს. არ მინდა, რომ დააკავონ, რადგან უამრავი ადამიანის ფული დაიკარგება, სამართალდამცავებს ვთხოვ ისე მოახერხონ, რომ ამ ქალბატონმა ჩვენი ფული დაგვირუნოს.

ვთხოვ საზოგადოებას, ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩერეთ ეს ვითომ დამსაქმებლები ერთხელ და სამუდამოდ, ვიდრე ვინმეს იმსხვერპლებენ ან თვითონ ემსხვერპლებიან გამწარებულ ადამიანს.
იამზე ხარაბაძესაც დაუკავშირდა, მისი განცხადებით ის არ არის თაღლითი და ამ პრობლემების შემდეგ თავი დაანება ხალხის საზღვარგარეთ გაგზავნას.

"კი, ბატონო, გიორგი ლომიძე დასაქმებით გავუშვით, მე ყველაფერი დასაბუთებული მაქვს. დასაქმებით ხალხი დასაქმდა, მერე რა პრობლემები შეექმნათ, ეგ უკვე მე არ მეხებოდა. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ვინმეს ატყუებდეს...

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, პირიქით ბევრი ადამიანისთვის იქით მაქვს მოსათხოვი, რადგან არაადამიანურად მოიქცნენ. მინდოდა, ადამიანებს გვერდში დავდგომოდი, ყველას დიდ პატივს ვცემ... მე არ ვარ თაღლითი. როცა საქმე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო, საერთოდ დავანებე თავი ხალხის საზღვარგარეთ გაშვებას", - განაცხადა ჩვენთან საუბარში იამზე ხარაბაძემ და კიდევ ერთხელ გაგვიმეორა რომ ამ საკითხზე ის გამომძიებელსაც ესაუბრა და თავს დამნაშავედ არ გრძნობს. პ.ს. ეს არის დაკოპირებული ერთ ერთი სტატიიდან !!!!
--------------
1) პოლონეთი არ იბარებს ქართველებს და არის სრული ილუზია 0% კი იმედი არ გქონდეთ!
2) პოლონური ფირმები ქართველებს არ აგზავნიან სამუშაოდ ნორვეგიაში, ავსტრალიაში თუ ლიტვაში და არის სრული ბლეფი და ნუ გაეხვევით ავანტურაში და ჩავარდებით ვალებში
3) პოლონური "კარტა პობიტუს" მუშაობის უფლებით აკეთებს თვითონ დამსაქმებელი რომელიც ოფიციალურად ღირს 415 ზლოტი და არა ( 900 ევრო ) და რაც მთავარია ამ კარტით მხოლოდ ამ დამსაქმებელთან შეგიძლიათ იმუშაოთ და არა გერმანიაში და ავსტრალიაში
* * *

4) ლეგალური დასაქმება პოლონეთში პირდაპირ დამსაქმებლის ან დამსაქმებელთა შუამავალი ფირმის მიერ ხდება რომლებიც 150 ევროს იღებენ მომსახურების საფასურად და არა 1700 ევროს და ნუ დაბოლდებით
5) სამუშაო ვიზა 60 ევრო ღირს ოფიციალურად პოლონეთის საკონსულოში და ბილეთი და დაზღვევა თქვენთვითონ შეიძინეთ და ნუ გადაიხდით ორმაგს
6) მინიმუმი ანაზღაურება უცხოელებზე საათი 10 - 16 ზლოტია გააჩნია კვალიფიკაციას და არა 10 ევრო!
7) დამსაქმებელმა რომ ცნობა გასცეს თქვენი სამუშაოდ მიღების შესახებ 12 სამუშაო დღე სჭირდება რომლის საფუძველზეც ხდება ვიზაზე განაცხადის შევსება ან კარტა პობიტუზე საბუთების შეტანა ამიტომ ორდღეში ვერავინ დაგასაქმებთ და ხანგრძლივი პროცესია.



This post has been edited by zukiii4a on 18 Jun 2019, 02:58


--------------------
█ - █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █ █
Fuck Life Befor life Fucks You !
------------------------------------------
I always say truth, even when I lie...
--------------------------------

R 1 3 5
└┼┼┤
. .2 4 6
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25044
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 05:31  #54825059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
zukiii4a
რა არის არასწორი? ის რომ ყველა ინფორმაცია, რაც დამჭირდა გუგლით ვიპოვე? ყველაფერი გავაკეთე, ბოლომდე მივიყვანე საქმე და მივიღე გრძელვადიანი ვიზებიც. სავიზო პროცედურები რომ დაგუგლო იპოვი, სავიზო მოთხოვნებიც იქვეა, ყველა ქვეყნის შესახებ, ნებისმიერი ტიპის პროგრამის შესახებ, იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გაცვლითი თუ სხვა რამ. ჩაწერ "სამუშაო ვიზა ჩინეთში" და ამოგიყრის უამრავ მასალას, ოფიციალურ საიტებსაც და პირად გამოცდილებებსაც. ათასი ფეისბუქის ჯგუფია, ხალხი კონკრეტულ გვარებს და ფირმებს წერს, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა. ლინკებს არ დავდებ, სხვის მაგივრად არ მოვძებნი. ვისაც აინტერესებს თვითონ შეიწუხოს თავი, დახარჯოს დრო და გაიგებს ყველაფერს. ანალოგიურად, რომ დაგეგუგლა თავის დროზე, პოლონეთში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების პროგრამა შეიძლებოდა გეპოვა და ვიღაცის თაღლითობის მსხვერპლი არ გამხდარიყავი. ან დროზე გარკვეულიყავი საიმიგრაციო კანონებსა და პროცედურებში, გუგლის რუკაზე გენახა ქარხნის ადგილმდებარეობა, დაზღვევის მიზნით მაინც გაგერკვია სადგურიდან ქარხნამდე ტრანსპორტი და ა.შ. რატომ ხდება თაღლითობის და ტრეფიკინგის ფაქტები? იმიტომ რომ ვიღაცის იმედზე მარტივად და თავის აუტკივებლად უნდა ხალხს სწრაფი შედეგი..... გაჭირვებით ვის აკვირვებ ამ ქვეყანაში, ყოველ მეორე ოჯახი შიმშილობს და აქედან გაქცევა უნდა. მთავარია ამ გაჭირვებას მოტივატორად გამოიყენებ თუ ბარიერად. გაჭირვება არ გავალდებულებს რომ სადაც გეტყვიან თავჩაღუნული უნდა გაჰყვე, ან ერთ ადგილზე გაიყინო. კითხვების დასმა და ძიებაც უნდა შეგეძლოს. ჩემს და შენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე მირჩევია თვითონ გავიგო და ოფიციალურ წყაროებთან გადავამოწმო ინფორმაცია, შენ ამ ყველაფერს სხვას ანდობ. მე თუ რამე არ გამომივიდა, ის მიზეზი გამოვასწორე, შემდეგ კიდევ ვცადე, შენ კი ჩაკეტილი ხარ შესაძლებლობებისათვის. შენი ცუდი გამოცდილება არ ნიშნავს რომ ყველა უნდა დაფეილდეს და მოატყუონ.... შენი ფეხები და სხვა ორგანოებიც არ მაინტერესებს. საერთოდ აღარ დამტაგო... არსად არ მიდის შენთან დიალოგი და აღარ მიღირს დროის დაკარგვა.
gigaloz
Angel on the Earth


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5721
წევრი No.: 48699
რეგისტრ.: 7-December 07

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 18:33  #54828234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.facebook.com/hey.go.work/?modal=admin_todo_tour

დასაქმება სახლიდან გაუსვლელად
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0224 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]