Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ფრანგული უბანი


Posted by: nikoarch 1 Sep 2016, 16:10
http://unix.ge


ევროპელი ინვესტორების მიერ დაარსებული სამშენებლო კომპანია „უნიქს დეველოპმენტი“, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო თბილისში "ფრანგული უბნის" მშენებლობა.

კომპანიის მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებით, სიმწვანეში, სასურველი სახლის შეძენის შესაძლებლობა. აერთიანებენ 4 ბიზნეს მიმართულებას: პროექტირება, მშენებლობა, დიზაინი & რემონტი, უძრავი ქონების მართვა.

"ფრანგული უბანი" ჩანაფიქრის თანახმად, თბილისის სწორ განვითარებასა და განტვირთვას მოემსახურება. ფრანგული უბნის შემუშავებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბინების ხელმისაწვდომ პროექტირებას (ბინის კვადრატულობა 35,8 კვ.მ-დან იწყება და ამ ფართში იზოლირებული საძინებელიცაა მოთავსებული), სივრცის დაგეგმვას (საცხოვრებელი კომპლექსი ყველა აუცილებელი კომერციული-გასართობი ობიექტით არის აღჭურვილი) და რეკრეაციული ზონის მოწყობას (აქვს გამორჩეულად დიდი ეზო, სპორტული მოედანი და სკვერი).

კონცეფცია რომელიც ფრანგული უბნის პროექტირებისას იქნა გამოყენებული ეკუთვნის მე-20 საუკუნის ცნობილ ფრანგ მოდერნისტ არქიტექტორს - Le Corbusier-ს (ლე კორბუზიეს). სწორედ მას მიიჩნევენ სტუდიოს ტიპის ბინების იდეის ერთ-ერთ ავტორად. მისი კონცეფცია თანამედროვე ქალაქის შესახებ, ეხმარება ადამიანებს სწრაფად განვითარებადი ქალაქების პირობებში, დააღწიონ თავი ურბანულ სტრესს, რომელიც კლებადი მწვანე საფარით და მზარდი შენობებით არის გამოწვეული.

პროექტის ძირითადი მახასიათებლები:

მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 30 000 კვ.მ
გამწვანების საერთო ფართი: 3 960 კვ.მ.
შიდა ეზოს ფართი: 2 200 კვ.მ
საცხოვრებელი ბინების რაოდენობა: 1 069 ბინა
ბინის გეგმარებები: ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები, შესაძლებელია გეგმარების შეცვლა
ბინის ფართები: 35.8 კვ.მ - 123 კვ.მ, შესაძლებელია ფართების შეცვლა
სპორტული მოედანი: მრავალფუნქციური სპორტული მოედანი კალათბურთის, ფეხბურთის და ჩოგბურთის სათამაშოდ
პარკინგი: 1069 ავტოსადგომი
საბავშვო ბაღი: 657,5 კვ.მ.-ის საბავშვო ბაღი და 90 კვ.მ. ეზო, გათვლილი 80 ბავშვზე
კომერციული ფართი: 2 234,4 კვ.მ.-ზე განთავსებული დახურული ფიტნესი კლუბი, მარკეტი, საცხობი, კაფე და ა.შ.

http://unix.ge/gallery

მდებარეობა: თბილისი, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქ. #10

ლოკაცია გამოირჩევა დიდი სივრცით, ბუნებრივი გამწვანებით, ლამაზი ხედებით მთებზე და ქალაქზე, სუფთა ჰაერით, განიავების მაღალი მაჩვენებლით, განვითარებული ინფრასტრუქტურით.

ფრანგულ უბანში არსებული კომერციული-გასართობი ობიექტების გარდა, მაცხოვრებლებს წვდომა აქვთ უკვე არსებულ და ფუნქციონირებად სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებზე, რომლებიც კომპლექსის მახლობლადაა განთავსებული.

ობიექტების არასრული ჩამონათვალი:

 სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS - 20 მ.
 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი 112 - 200მ.
 ხელბურთის ოლიმპიური ცენტრი - 250 მ.
 მეტრო ახმეტელი - 450 მ.
 გლდანი მოლი - 550 მ.
 ავჭალის რაგბის სტადიონი - 600 მ.
 მაკდონალდსი - 750 მ.
 160-ე საჯარო სკოლა - 800 მ.

ფრანგულ უბანში ბინები ბარდება თეთრი კარკასით:

• რკინის მთავარი შესასვლელი კარი
• მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის გარე კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით
• მაღალი ხარისხის ქვიშა-ცემენტით მოჭიმული იატაკი
• გაჯით გალესილი კედლები
• ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის ძირითადი მილები
• ბინებამდე მიყვანილი ცენტრალური ელექტრო-გაყვანილობა
• დენის მრიცხველები

შენობა-ნაგებობები იგება მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით. კონსტრუქცია სეისმომედეგია და გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე. მშენებლობაში გამოყენებულია ჰაიდელბერგის ბეტონი და საუკეთესო უკრაინული არმატურა (АрселорМиттал Кривой Рог –ის ბრენდის).

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: cucarаcha 1 Sep 2016, 16:34
რა უბანია??????????????????????????????????????????????

Posted by: lashapxaturi1453 2 Sep 2016, 11:33
QUOTE
რა უბანია??????????????????????????????????????????????


აუ ვიცი ეს ადგილი, ქერჩის ქუჩასთანაა ხო? ჩემი სახლის წინ შენდება ამბობენ რაღაც კარგი პროექტი ჩანსო. თუ ფრანგული დროშები ფრიალებს :დ მაშინ ეს ადგილია. მშენებლობაზეც ვიყავი და გაყიდვებს სექტემბრის ბოლოს ვიწყებთო, უკვე მე5 სართულამდე ავიდნენ. აქაც ჩანს მშენებლობა


Posted by: nikoarch 2 Sep 2016, 11:37
QUOTE
რა უბანია??????????????????????????????????????????????

QUOTE
აუ ვიცი ეს ადგილი, ქერჩის ქუჩასთანაა ხო? ჩემი სახლის წინ შენდება ამბობენ რაღაც კარგი პროექტი ჩანსო. თუ ფრანგული დროშები ფრიალებს :დ მაშინ ეს ადგილია. მშენებლობაზეც ვიყავი და გაყიდვებს სექტემბრის ბოლოს ვიწყებთო, უკვე მე5 სართულამდე ავიდნენ. აქაც ჩანს მშენებლობა


http://unix.ge/location


აი გადახვალთ და რუკაზე ჩანს. მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქ. #10-შია, ქერჩის ქუჩის გადაკვეთასთან. რესტორანი ქართლის მოპირდაპირე მხარესაა. არც ერთ უბანს არ აკუთვნებენ, ხაზს უსვამენ რომ იზოლირებულია კომპლექსია, თავისი ინფრასტრუქტურაც აქვს და ბუნებრივად შემაღლებულ ადგილასაა.
* * *
უფრო დეტალურად პროექტი აქ არის აღწერილი

http://unix.ge/about

http://unix.ge/projects/about

http://unix.ge/location

http://unix.ge/infrastructure

http://unix.ge/gallery

http://unix.ge/Contact

Posted by: axlguns 2 Sep 2016, 15:11
QUOTE
არც ერთ უბანს არ აკუთვნებენ

თვითონ უწერიათ რომ გლდანშია

Posted by: n-i-c-k 2 Sep 2016, 17:41
ეს კორპუსის - კორპუსზე მიდგმა როგორ ევასებათ დეველოპერებს !


Posted by: nikoarch 2 Sep 2016, 17:42
QUOTE
თვითონ უწერიათ რომ გლდანშია


ჰო მართალი ხარ

Posted by: Pshaveli 5 Sep 2016, 10:42
QUOTE
ეს კორპუსის - კორპუსზე მიდგმა როგორ ევასებათ დეველოპერებს !

არა, უბრალოდ სიხარბით მოსდით...

Posted by: nikoarch 5 Sep 2016, 14:57
QUOTE
ეს კორპუსის - კორპუსზე მიდგმა როგორ ევასებათ დეველოპერებს !


ამათ სივრცე მაინც აქვთ და აივნიდან რომ გადმოიხედები მეორე მეზობლის აივანს ან ფანჯარას არ შეაჯდები ზედ. ისიც კარგია რომ ცხვირ წინ სხვა კორპუსს ვერ აგიშენებს. ვიყავი მშენებლობაზე და მართლა დიდი ტერიტორია აქვთ, თან შემაღლებულია და მოკლედ ეზოში არავინ არ ჩაგიდგამს კორპუსს ))


Posted by: lashapxaturi1453 7 Sep 2016, 14:14
QUOTE
ამათ სივრცე მაინც აქვთ და აივნიდან რომ გადმოიხედები მეორე მეზობლის აივანს ან ფანჯარას არ შეაჯდები ზედ. ისიც კარგია რომ ცხვირ წინ სხვა კორპუსს ვერ აგიშენებს.  ვიყავი მშენებლობაზე და მართლა დიდი ტერიტორია აქვთ, თან შემაღლებულია და მოკლედ ეზოში არავინ არ ჩაგიდგამს კორპუსს ))



ფასები ხომ არ იცი? თეთრი კარკასის ბინებია? კომპანია სადაურია? მე მინდა მანდ ბინა )

Posted by: nikoarch 8 Sep 2016, 14:47
QUOTE
ფასები ხომ არ იცი? თეთრი კარკასის ბინებია? კომპანია სადაურია? მე მინდა მანდ ბინა )



სექტემბრის ბოლოს იწყებენ გაყიდვებს და ამ დროისთვის ფასებიც იქნება ცნობილი. ბინებს თეთრი კარკასის სახით აბარებენ. რაც ვნახე ევროპული კომპანიაა. მე ამ უბანს დიდი ხანია თვალი დავადგი, 2 ბინა მინდა მანდ, ერთ-ერთი გასაქირავებლად უეჭველი )

ისე მანდ რამდენად აქირავებენ ბინებს?


Posted by: Did_Giorgi 16 Mar 2017, 10:43
nikoarch
QUOTE
ევროპელი ინვესტორების მიერ

QUOTE
რაც ვნახე ევროპული კომპანიაა.


კომპანია იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი (405133822)
დამფუძნებლები:
- ნექსტრონ ლიმიტედ, არაბთა გაერთიანებული საემიროები 50,1%
- შპს იუნიქს 2 49,9%

მიყვარს კომპანია რომ ტყუილით იწყებს ურთიერთობას მომხმარებელთან smile.gif

Posted by: achi7878 22 Mar 2017, 02:50
კარგი რამე კი შენდება, მანდ ვარ მეც და აივნის მოაჯირებს ვაკეთებ, ყველაფერი მაღალი ხარისხით კეთდება
http://unix.ge/#/live
სერიოზული კომპანიაა

Posted by: wgs_shopping 11 May 2017, 23:20
nikoarch

UNIX ში მუშაობთ თქვენ ?

Posted by: Rachvelo90 13 May 2017, 12:34
ვინმემ შეიძინა აქ ბინა? როგორი ხარიხით აშენებენ? იმედია ვინმე ნეიტრალური დაპოსტავს და არა ამ კომპანიის თანამშრომელი

Posted by: ttammo 14 Oct 2017, 00:19
მე შევიძინე და ველოდები რომ ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩაგვბარდეს ჯერჯერობით ვთვლი რომ ძალიან ბევრ პროექტს ჯობი დანარჩენს მერე გეტყვთ რომ გადავალ smile.gif)))

Posted by: DrumFest` 21 Sep 2018, 02:35
აბა რა სიახლეებია ამ პროექტთან დაკავშირებით?
გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები ...

Posted by: diapragma 21 Sep 2018, 10:50
nikoarch
რამდენ სართულიანია?

Posted by: masha 28 Sep 2018, 09:51
ჰა, დამთავრდა- როგორი კმაყოფილები ხართ?

Posted by: აგრაფინა 1 Oct 2018, 14:34
ისე გლდანში ფრანგული უბანი რამ დაარქმევინათ, ცოტა მაზალოა rolleyes.gif

Posted by: kshaneli 2 Oct 2018, 10:01
გლდანის განვითარების პროგრამას ემსახურება ეს სახელი? biggrin.gif

Posted by: BAKURMEFE 2 Oct 2018, 13:35
აგრაფინა
kshaneli
თქვენი აზრით ფრანგული უბანი სად უნდა აშენებულიყო ? რომელ უბანს მიაკუთვნებდით ? ანუ გლდანი არადა ვერა ვაკე კი ?

აქ ხარისხზე უნდა გამხვილდეს ყურადღება და არა ადგილმდებარეობაზე, თუ იგივე ინვესტიცია ხაშურის რომელიმე ტერიოტრიაზე ჩაიდებოდა, იქ დარქმეოდა ფრანგული უბანი , არაფერი შეიცვლებოდა ამით.



პროექტს რაც შეეხება, მაცხოვრებლებიც და არა მაცხოვრებლებიც შთაბეჭდილებების ქვეშ არიან, თუ გავითვალისიწნებთ იმასაც თუ როგორ შენდება თბილისში კორპუსები , რეალურიც კი არის ეგ შთაბეჭდილებები.

რომელიმე ახალ აშენებული უბანი ან კორპუსი 500ზე მეტ უფასო საპარკინგე ადგილს თუ სთავაზობს მომხმარებელს , დაწერეთ. სხვა დეტალებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, მინუსებიც აქვს , თუმცა პლიუსები იმაზე მეტია ვიდრე მინუსები.

ხარისხს რაც შეეხება , მშენებლებში და გამოცდილ ხალხშI უფრო ჯობია გაიკითხოთ.


აი კიდე ერთს დავწერ, და თუ ვინმეს გინახავთ ეგეთი რამე კი ბატონო biggrin.gif

შუადღეს 2 დან 3-მდე შესვენბა აქვთ მუშებს, მშენებლობაზე ! საქართველოში ! 2 დან 3მდე ისვენებ , როგორი წარმოუდგენელი რამ არის თქვენი არვიცი და მე გაოცებული კი დავრჩი ცოტათი, 6-ის მერე ვერ ნახავ კაციშვილს .

დანარჩენი მიდით ნახეთ.

Posted by: amsona69 2 Oct 2018, 17:04
QUOTE
შუადღეს 2 დან 3-მდე შესვენბა აქვთ მუშებს, მშენებლობაზე ! საქართველოში ! 2 დან 3მდე ისვენებ , როგორი წარმოუდგენელი რამ არის თქვენი არვიცი და მე გაოცებული კი დავრჩი ცოტათი, 6-ის მერე ვერ ნახავ კაციშვილს .

სულაც არაა წარმოუდგენელი.
ყველა მშენებლობაზე აქვთ შესვენება.დღიურ მუშებზე მაქვს ლაპარაკი.
ხელოსნები,რომლებიც მოლაპარაკებით არიან და ფულსშესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებენ ისინი უნდათ დაისვენებენ უნდათ არა.
მე მაგალითად არ ვისვენებ ხოლმე.მირჩევნია ერთი საათით ადრე დავამთავრო ვიდრე გავჩერდე შუადღით და ტემპი დავკარგო.

Posted by: BAKURMEFE 2 Oct 2018, 18:28
amsona69
სადაც მიმუშავია , უმეტესწიალდ შესვენების მიმართ დამოკიდებულება თანამშრომლებსაც და უმფროსობასაც აქვს ისეთი, აი რად გინდა biggrin.gif
შრომით ბაზარზე სამშენებლო სექტორში როგორი განუკითხაობაც იყო, იქიდან გამომდინარე გამიკვირდა სასიამოვნოდ.

Posted by: diapragma 2 Oct 2018, 23:06
BAKURMEFE
QUOTE
სადაც მიმუშავია , უმეტესწიალდ შესვენების მიმართ დამოკიდებულება თანამშრომლებსაც და უმფროსობასაც აქვს ისეთი, აი რად გინდა 
შრომით ბაზარზე სამშენებლო სექტორში როგორი განუკითხაობაც იყო, იქიდან გამომდინარე გამიკვირდა სასიამოვნოდ.

მშენებლობაზე შემთხვევა, შესვენების გარეშე მუშაობისაც კი მართალი გითხრათ არ მახსენდება.

Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 23:25
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: kshaneli 3 Oct 2018, 10:02
შესვენება 1 საათიანი განკუთვნილია ყველა სამსახურში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)