სალამი ფორუმელებო. მინდა ვინმე მცოდნემ განმანათლოს, წინასწარ ვამბობ საქმე მოგვარდა თუმცა სხვა გზით. რომლიც თვით სრულიად გაუგებრობაში მყოფ ადამიანმა მიიღო.
მოხდა ისეთი შემთხვევა რომ კრიპტოვალუტის საფულიდან მოხდა გადარიცხვა ვიღაც ადამიანის მიერ. კრიპტოვალუტის საფულე ეყენა იმ კომპიუტერში რომელიც სრულიად გაუგებრობაში მყოფ ადამიანმა წაიღო(სამსახურიდან გაატანეს რათა გაკეთებინა ის საქმე რაც ქონდა დავალებული) და ეს დღე დამეთხვა კიდეც. როგორც მოგეხსენებათ კრიპტოვალუტა ჩაშენებულია ბლოქჩეინში რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ანონიმურ საცავს - ანუ გამგზავნი და მიმღების ვინაობა უცნობია, ცნობილია მხოლოდ საფულეები სადაც მოხდა ეს გადარიცხვები. რეალურად ამ საფულეების პატრონის მიგნება შეუძლებელია. ასევე ეს საფულეები ეყენა ისეთი პიროვნების კომპიუტერში რომელიც ფიზიკურად სხვა ქალაქში მდებარეობს, თუმცა სხვა ქალაქში მყოფმა პიროვნებამ გადარიცხვა არ იცის როგორ ხდება ამ საფულეში. არსებობს ასევე ბექაფ ფაილი რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერ კომპიუტერში გადაყენდეს ეს საფულე, ანუ შესაძლებელია ვიღაც კიბერკრიმინალმა ვირუსებით ,ეს იქნება მალვეარი - ტროიანი და ა.შ , ის საშვალებით მოიპაროს ეს ფაილი ნებისმიერი იმ კომპიუტერიდან სადაც ეს საფულე აყენია და აღადგინოს თავის მოწყობილობაში.
რეალურად გაუგებრობაში მყოფ ადამიანს ამ კომპიუტერზე ხელიც კი არ უხლია, შესაბამისად არც გადაურიცხავს/მოუპარავს, თან ისეთ თანხაზე მიდის საუბარი რომ თავის ასატკიებლად არც ღირს (სამნიშნა) , რადგან ამავე თანხას ის თითმის ერთ კვირაში გამოიმუშავებს. არ ჰქონია არანაირი ფორს მაჟორული სიტუაცია, არანაირი საჭიროება. მოხდა ყველაფერი ისე რომ თვითონაც არ მოელოდა.
არ ვიცი ემუქრებოდნენ თუ აფრთხილებდნენ თუ ეხმარებოდნენ , მაგრამ ასე უთხრეს რომ სანამ დროა აღიაროს და მოგვარდეს თორემ ციხემდე მივა საქმე, გაუგებრობაში მყოფმა ადამიანს საღარებელი არაფერი არ ჰქონდა
. უთხრეს რომ გამომძიებლებს თუ ვერ დაუმტკიცე შენ რომ არ გადარიცხავს ძაან გაიჭყლიტებიო და გაგსროკავენო, მაგათ არ აინტერესებთ ეგ მართლა შენ ქენი თუ არაო, თუ ვერ დაუმტკიცეო და მათაც ვერ დაადგინესო წახვალო ციხეში. რეალურად ეს ადამიანი საკუთარ თავთან მართალია , მაგრამ ვერ ამტკიცებს. გთხოვთ რა ვინც ერკვევით - ყველანაირი გარჩევის გარეშე ეგრეა ეგ ?
მოდერატორო ძალიან დიდი ბოდიში თუ არასწორად გავხსენი. გადამიადგილე სწორ განყოფილებაში და არ დამიხურო <3
This post has been edited by X_Datka_X on 26 Jun 2018, 01:06