ilushhზოგადად, არა.
მაგალითად, როცა ფოტოს იღებ 10 მეგაპიქსელიანი კამერით, ეს ნიშნავს რომ კამერის სერნორს აქვს 10 მილიონი წერტილის აღქმის საშუალება და გადაღებული სურათიც შედგება 10 მილიონი პიქსელისგან.
ხოლო, თუ იმავე ადგილს გადაიღებ 5 მეგაპიქსელიანი კამერით, ფოტოზე იქნება მხოლოდ 5 მილიონი წერტილი.
ანუ გამოდის, რომ ხუთი მილიონი პიქსელი, ფიზიკურად არ გაქვს, არ გადაგიღია და არ იცი, რეალობაში, იმ წერტილებზე, რა მოჩანდა.
ასე, რომ სურათის გაზრდისას, საიდან მოიტან იმ აღუბეჭდავ პიქსელებს?
პროგრამით გადიდებისას, პროგრამა, უბრალოდ თვითონ ქმნის და ამატებს მსგავსს წერტილებს, რაც სურათზეა. მაგრამ ეგ რეალობას არ შეესაბამება და ამიტომ ნამდვილ დიდ ზომასთან, ახლოსაც ვერ მივა ვერც ხარისხით და ვერც გარჩევადობით.
თუმცა, გააჩნია სურათს. რაღაც დონეზე და რაღაც სურათებზე, შეიძლება არ იყოს დიდად შესამჩნევი ხარისხის ნაკლებობა.
არის რაღაც ფუნქციები და მეთოდები, რომ ხარიხის დაკარგვის მინიმიზაცია იყოს.
http://www.wpbeginner.com/beginners-guide/...losing-quality/https://www.google.com/?client=firefox-b-ab...+losing+quality