Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მწეველთა და ალკოჰოლის მოყვარულთა ზნეობა


Posted by: kaiser Soze 20 Feb 2018, 13:20
ეს თემა გამოძახილია იუზერი bochormeli-ის მიერ გახსნილ თემაზე: https://forum.ge/?f=29&showtopic=35008053

თავიდან იქ მინდოდა დამეპოსტა, მაგრამ ეგ საკითხი იმსახურებს ცალკე თემას.

იუზერი bochormeli-ის არგუმენტები კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეხლა მოდი თამბაქოს და ალკოჰოლს შევხედოთ.

1. თამბაქო:
- იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდას 2-4 ჯერ
- იწვევს ინსულტის რისკის ზრდას 2-4 ჯერ
- იწვევს ფილტვის კიბოს რისკის ზრდას 25 -ჯერ
- იწვევს შემდეგი კიბოს ტიპების რისკს: (სპოილერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

- ორსულობისას მოწევა იწვევს შემდეგი რისკების ზრდას: ნაადრევი მშობიარობა, დაბალი დაბადების წონა, მკვდარშობა, საშვილოსნოს გარეთ მშობიარობა.
- კაცებში მოწევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სპერმის დონეზე და გაზარდოს უშვილობის ან შობადობის დეფექტების რისკი
- მოწევა იწვევს მეორე ტიპის დიაბეტის რისკის ზრდას 30-40% -ით
- თამბაქო (ნიკოტინი) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდების გამომწვევი სუბსტანცია, მოწევა ცვლის ტვინის დოპამინერგული ნეირონების სტრუქტურას. სხვა სიტყვებით ეს ნიშნავს რომ მწეველის ტვინი ვერ შეიგრძნობს სიამოვნებას, თუ ნიკოტინის თან დოზა არ ჩაარტყა.
- მოწვევა ყოველწლიურად კლავს 7 მილიონ ადამიანს მსოფლიოში, აქედან 900,000 არიან პასიური მწეველები.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

2. ალკოჰოლი
- გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე და მეტაბოლიზმე, რაც აისახება ადამიანის ქცევებზე, ხასიათზე, და მოტივაციაზე.
- ხშირი სმა იწვევს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს (არითმია, მაღალი წნევა, ინფაქტის რისკი).
- ხშირი სმა იწვევს ღვიძლის ფუნქციონირების მოშლას (ციროზი, ფიბროზი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ცხიმიანი ღვიძლი).
- ორსულობისას დალევა იწვევს დაბადების დეფექტების რისკის ზრდას - შეიძლება ნაყოფის ტვინის დაზიანება.
ამაზე უფრო დეტალურად: https://www.cdc.gov/ncbddd/fasd/index.html
- ხელს უწყობს დემენტიის განვითარებას ასაკთან ერთად და იწვევს ე.წ. "აღმასრულებელი ფუნქციის" მოშლას (რაც არის პრეფრონტალური კორტექსის მთავარი ფუნქცია რომ დაგეგმოს და კონტროლს ქვეშ აიყვანოს ადამიანის ქცევა).
- იწვევს სოციალურ პრობლემებს, პროდუქტიულობის მოშლას, სექსუალური ფუნქციის მოშლას, ძალადობის და ჰომიციდის ზრდას, ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას.
- რაც მთავარია: ალკოჰოლის სოციალური ხარჯერბი:
* CDC-ს გამოთვლით ალკოჰოლის ხარჯები საზოგადოებისთვის მხოლოდ ამერიკაში იყო 249 მილიოარდი დოლარი 2010 წელს. აქედან ხარჯების 72% მოდის სამუშაო პროდუქტიულობის დაკარგვაზე, 11% ჯანდაცვაზე, 10% კრიმინალური მართლმსაჯულების ხარჯებზე, 5% - ავტოსაგზაო შემთხვევებზე.
* ხარჯების 77% მოდის არა ხშირ- მძიმე დალევაზე, არამედ ე.წ. binge drinking-ზე, რაც არის შიგადაშიგ 4 ან მეტი ერთეული ალკოჰოლის დალევა ერთ დაჯდომაზე.
* მხოლოდ ამერიკაში იწვევს ყოველწლიურად 88,000 სიკვდილს და დაახლოებით 2.5 მილიონი პოტენციური სიცოცხლის წლის მოსპობას. ალკოჰოლით დაღუპულთა ცხოვრების ხანგრძლივობა არის საშუალოდ 30 წლით შემცირებული
* ქვემოთა ლინკზე ალკოჰოლისგამო სიკვდილიანობის რიცხვი ყოველ 100,000 მოსახლეზე ქვეყნების მიხედვით. ჩვენში 4.46
http://www.worldlifeexpectancy.com/cause-of-death/alcohol/by-country/

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ყველამ ვიცით, რომ თამბაქო და ალკოჰოლი ლეგალურია და ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი (თინეიჯერებისთვისაც კი). მეტიც, ჩვენს საზოგადოებაში ეგ ქმედებები წახალისებულია, და გარკვეულ სოციალურ დივიდენდებს გმატებს.

ხოდა მოდი კითხვა დავსვათ ზნეობაზე:

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ქვია იმ ადამიანს რომელიც ეწევა, შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად 4 კათხა ლუდს სვამს ფეხბურთის ყურებისას, და ამ დროს მარიხუანის ლეგალიზაციას კბილებით ეწინააღმდეგება და ერის გადაშენების გზად მიიჩნევს?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: SNYPI 20 Feb 2018, 13:25
QUOTE
ალკოჰოლი

ალბათ ყველაზე მავნებელი რამეა საზოგადოებისთვის
ჯერ მარტო რამდენი ჩხუბი და მკვლელობები ხდება სიმთვრალის გამო
ავარიებს და იქ დაღუპულებს აღარ ვიძახი


თემის ავტორს ვეთანხმები

ასაკრძალია ორივე yes.gif

Posted by: androabuladze 20 Feb 2018, 13:25


აიკრძალოს თამბაქო და ალკოჰოლი - ორივე კლავს

ვინც მათ მიიღებს, ეგენიც ციხეში ჩაიყარონ, თორემ გალოთდება ერი

yes.gif

Posted by: ამოუცნობი 20 Feb 2018, 13:30
იყო უკვე აკრძალული ალკოჰოლი სუსურუკუში. რა შედეგი მივიღეთ გახსოვთ ალბათ user.gif

Posted by: PANTALONE 20 Feb 2018, 13:35
ვარ ალკოჰოლის მოყვარული და მინდა ვთქვა საძაგლობაა /
ამაზე ცუდად არასდროს არ ვიქცევი
ამაზე ცუდად არაფერი არ მხდის

Posted by: imereti 20 Feb 2018, 13:39
რა დავასკვენით? რომელს უფრო გრძელი კუტუ აქვს _ პლანის თუ თამბაქოს მომხმარებელს?

Posted by: rezo55 20 Feb 2018, 13:42
ჰო აკრძალეთ ალკოჰოლი და კოკაინი, ლსდ, გეროინი................. დაუშვით.
მეტი საქმე აღარ არის ამ ქვეყანაში გასაკეთებელი..............

Posted by: KasperRiters 20 Feb 2018, 13:44
სოციალური მწეველი და მსმელი ვიყავი ადრე. ერთ დღესაც დავფიქრდი - რატო ვსვამ და ვეწევი? რას მმატებს? რაში მეხმარება?

აშკარად გავაცნობიერე, რომ გაცილებით უკეთესად ვარ, როცა არც ერთს მოვიხმარ და არც მეორეს.

იმასაც დავაკვირდი, რომ მოწევა და ალკოჰოლი მაშინ მინდებოდა, როცა სტრესულ სიტუაციაში ვხვდებოდი, გადაღლილი ვიყავი და ა.შ.

ავიღე და დავხვეწე სტრესისადმი მიდგომები - გაცილებით მეტ დროს ვუთმობ დასვენებას და სიმშვიდეს, ვერიდები სტრესულ სიტუაციებს, ბევრს ვსეირნობ, ბევრს ვკითხულობ და ბევრ დროს ვატარებ საკუთარ თავთან.

დავმშვიდდი ნელნელა, შემეცვალა აღქმები, სურვილები და მიდრეკილებები. საერთოდ არ მახსენდება არც სასმელი და მითუმეტეს არც სიგარეტი.

ახლა მომარაგებული მაქვს კარგი კახელი კაცის გემრიელი საფერავი და სადილად 1 ჭიქას გეახლებით ხოლმე. საოცარი გემო აქვს. თითო ყლუპს ისეთი გემოები მოაქვს, უნდა იჯდე და იკაიფო.

Posted by: Internet_Contraband 20 Feb 2018, 13:44
მე არ მინდა ჩემმა შვილმა უყუროს როგორ სვამენ. ამ კონსერვადარასტ ხალხს უნდა სკოლებში გაყიდონ არაყი რო უკეთ დაღლევდნენ.


Posted by: tozi777 20 Feb 2018, 13:45
პლანი, სიგარეტი და ალკოჰოლი სამივე რომ ავკრძალოთ?

რამდენი ხართ მომხრე? rolleyes.gif ups.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Ar-Pharazôn 20 Feb 2018, 13:45
აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული თამბაქოზე, პირველ რიგში

ალკოჰოლს რომ ზომიერება უნდა, ეს მეტნაკლებად იცის ყველამ. ყველა ბოლომდე ვერ ხვდება, რა გამანადგურებელია თამბაქო, სანამ ან მათ ან ვინმე ახლობელს ცუდი დაავადება არ გამოუვლინდება.

ფასების გაძვირება + პაგალოვნად ყველა დაწესებულებაში შიგნით მოწევის აკრძალვაა საჭირო.
არანაირი მწეველთა ზონა, მწეველი გავიდეს გარეთ და ბალკონზე ან ეზოში უნდა ეწეოდეს
* * *
QUOTE
პლანი, სიგარეტი და ალკოჰოლი სამივე რომ ავკრძალოთ?


აკრძალვა შავ ბაზარს იწვევს. ალკოჰოლი აკრძალეს ამერიკაში 100 წლის წინ და გაჩნდნენ ალკაპონეები და ლაკი ლუჩიანოები. პერესტრელკები იყო ყველგან და ხალხი ყიდულობდა ვისკის მაინც. ეგრე იქნება აქაც.
თამბაქოზეც
პლანზე და სხვა ნარკატაზე ათწლეულებია ეგრეა.

არ შველის აკრძალვა. შველის რეგულაცია .
რაღაც რაოდენობით პლანის შენახვაც დეკრიმინალიზებული უნდა იყოს (მაგრამ უსაქმურობისკენ მიდრეკილ ქართველს არ უნდა ქონდეს ჰოლანდიელივით ლეგალიზებული დოსტუპი. იმდენად ჯანმრთელობის გამო არა, რამდენადაც უფრო დაგვერხევა პროდუქტიულობაში)

Posted by: androabuladze 20 Feb 2018, 13:54


Ar-Pharazôn
QUOTE
ალკოჰოლს რომ ზომიერება უნდა, ეს მეტნაკლებად იცის ყველამ.

მარიხუანასაც ზომიერება უნდა და ჰამბურგერის ჭამასაც



Ar-Pharazôn
QUOTE
აკრძალვა შავ ბაზარს იწვევს

ეგ ნებისმიერ სფეროში მასეა. შავ ბაზარზე დღესაც იყიდება მარიხუანა და სხვა ნარკოტიკები.



QUOTE
ალკოჰოლი აკრძალეს ამერიკაში 100 წლის წინ და გაჩნდნენ ალკაპონეები და ლაკი ლუჩიანოები.

კოკაინი აკრძალეს და გაჩნდნენ პაბლო ესკობარები.



Posted by: Internet_Contraband 20 Feb 2018, 13:55
tozi777
QUOTE
პლანი, სიგარეტი და ალკოჰოლი სამივე რომ ავკრძალოთ?


კი და კოფეინიც. ეგეც ლეგალური ნარკატაა. კოკა-კოლა, ყავა რამე რუმე - ყველაფერი
მორფინიც რომ საავადმყოფოებში ვერაფრით გაუყუჩონ ტკივილები.

საერთოდ ყველა განტვირთვის საშუალება უნდა აიკრძალოს, რომ ხალხი რაც შეიძლება დასტრესილი დადიოდეს, რომ რაც შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტონ, პრობლემებში მოიხარშონ და ერთმანეთზე იძიონ შური ან მინიმუმ დეპრესიით თავი მოიკლან.

ცეკვა და სიმღერაც!

up.gif


Posted by: No Regrets 20 Feb 2018, 13:59
Internet_Contraband
QUOTE
კი და კოფეინიც. ეგეც ლეგალური ნარკატაა. კოკა-კოლა, ყავა რამე რუმე

QUOTE
სიგარეტი და ალკოჰოლი


ჩამდეთ ბარემ მიწაში!
biggrin.gif

Posted by: Eric 20 Feb 2018, 14:02
No Regrets
QUOTE
ჩამდეთ ბარემ მიწაში!


რა უნდათ ვერ გავიგე biggrin.gif
არ ეწევი ხარ ჯანმრთელი გაიარე დატკბი ისიამოვნე და აცალე სხვებს ცხოვრება
ბჯოს

Posted by: SNYPI 20 Feb 2018, 14:05
QUOTE (Eric @ 20 Feb 2018, 14:02 )
No Regrets
QUOTE
ჩამდეთ ბარემ მიწაში!


რა უნდათ ვერ გავიგე biggrin.gif
არ ეწევი ხარ ჯანმრთელი გაიარე დატკბი ისიამოვნე და აცალე სხვებს ცხოვრება
ბჯოს

რო კითხო ახალგაზრდებზე ზრუანვენ
ამ დროს კიდე რაღაც მილიგრამებზე იჭერენ წლობით

ხო და იმის მაგივრად დაწერონ რომ სახელმწიფომ უნდა პიარი გაუკეტოს ჯამრთელ წესით ცხოვრებას
ააშენონ სპორტ დარბაზები და საცურაო აუზები ნორმალური
სადაც იაფი იქნება შესვლა და არ იქნება მარტო ფულიანი ბიძიებისთვის

არაა... პლანი ხიხიააა
გააფუჭებს ახალგაზრდებს
ციხე ჯობია facepalm.gif

Posted by: No Regrets 20 Feb 2018, 14:09
QUOTE (Eric @ 20 Feb 2018, 14:02 )
No Regrets
QUOTE
ჩამდეთ ბარემ მიწაში!


რა უნდათ ვერ გავიგე biggrin.gif
არ ეწევი ხარ ჯანმრთელი გაიარე დატკბი ისიამოვნე და აცალე სხვებს ცხოვრება
ბჯოს

სიკვტილსაც არ გაცდიან cry.gif lol.gif

Posted by: Eric 20 Feb 2018, 14:14
SNYPI
QUOTE
რო კითხო ახალგაზრდებზე ზრუანვენ


რანაირად კაცო? რომ კითხო გეიობა შეიძლება ადამიანის უფლებებიო და უხიფათოა და სცადეთო ყველამო - რეკლამირებენ
და სიგარეტი არა? biggrin.gif

No Regrets
QUOTE
სიკვტილსაც არ გაცდიან


თვითონ ჯანმრთელები უნდათ რომ მოკვდნენ? biggrin.gif

Posted by: merkuriela 20 Feb 2018, 14:20
ისე , გარეგნულადაც რომ დახასიათდეს თამბაქოს მწეველი, ალკოჰოლის მიმღები და ნარკოტიკის მიღები.

მაგ. თამბაქოს მწეველს თუ მთლად გადარეული მწვევლი(ახველებს) არა არის, გარეგნულად არაფერი ეტყობა.

მსმელი , მთვრალი, ლოთი, გარეგნულად შეიცნობა, ზოგი ზომიერია, დადებით ხასიათზეა, მღერის, არ ჩხუბობს , მაგრამ ზოგი წაქცევაზეა, თვალებს ძლივს ახელს, ენას ურევს, ფეხზე ძლივს დგას, იქცევა, ჩხუბობს, ზოგჯერ საშიშია.

ამ ორს არაფერი ეტყობათ სხეულზე.

ხოლო ნარკომანი(მძიმე) გარეგნულად როგორია, სხეულზე ეტყობა(ნაჩხვლეტი), გამოხედვაში ეტყობა, ქცევაში ეტყობა....



მეტი არ ვიცი...


Posted by: la reine 20 Feb 2018, 14:21
არ ვსვამ
არ ვეწევი


ფაქტობრივად სრულყოფილება ვარ და ნუ შემაწუხეთ თქვენი მანკიერებებით.


ასეა ეს.

Posted by: kaiser Soze 20 Feb 2018, 14:29
imereti
QUOTE
რა დავასკვენით? რომელს უფრო გრძელი კუტუ აქვს _ პლანის თუ თამბაქოს მომხმარებელს?

კარგი კითხვაა.

აგერ ლინკი 2015 წელს აშშ-ში სიკვდილიანობის მიზეზებზე:
http://www.drugwarfacts.org/chapter/causes_of_death

მართლა საინტერესოა:
1. ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილოანობა: 30,722
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


2. თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა - 480,000
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


3. მარიხუანათი გამოწვეული სიკვდილიანობა - 0 (ნული, ზერო)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ვერც ერთმა კვლევამ ვერ ანახა კავშირი კანაბისის მოხმარებასა და სიკვდილიანობის ზრდას შორის კაცებში ვისაც შიდცი არა აქვთ, და ქალებში. მხოლოდ კაცებში ვისაც შიდსი აქვს, არის კავშირი სიკვდილიანობის ზრდასთან. მაგრამ როცა შიდციანის სიკვდილს კანაბისს დააბრალებ..

უფრო დეტალურად აქ:
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK425742/

დასკვნა: არ არის საკმარისი კვლევა რომ დაადასტუროს კავშირი კანაფის მოხმარებასა და რაიმე მიზეზით სიკვდილიანობის ზრდასთან.

Posted by: zura73 20 Feb 2018, 14:40
დუდუკი და ქალები?
დუდუკი რეგულირდება ვითამ დეციბელებით
ქალებს ამოუკერეთ ვაფშე
ვიყოთ 1 თაობა ჯანმრთელი

Posted by: Internet_Contraband 20 Feb 2018, 14:42
SNYPI
QUOTE
საცურაო აუზები ნორმალური


რას ნიშნავს საცუარო აუზები? პლანის პროპაგანდას ეწევი? არ იცი რო იცურავებ მერე მოწევ კიდეც



merkuriela
QUOTE
გარეგნულად არაფერი ეტყობა.


კარგად დააკვირდი აბა, თამბაქო აყვითლებს კბილებს პირველ რიგში, მერე თითებს და ბოლოს კარს აბერებს.
მწეველი ხანში შესული უკვე დაჩუტულ ბუშტს გავს, არ ეტყობა არა ის.

მსმელის თვალები ჩამოქაჩულია, ასევე ქვედა ყბა, ქრონიკული მსმელი უკვე კანკალებს სასმელის მიღებამდე

ეგ ახალგაზრდას არ ეტყობა

Posted by: zura73 20 Feb 2018, 14:42
უპს მსუბუქი ყოფაქცევის კაცების ლობირება გამომდის )
კაცები ვერ ამოვიკერავთ გვჭირდება
მოკლედ რეგულაციები ხო )

Posted by: გუდამაყრელი 20 Feb 2018, 14:50
მეტი სადარდებელი არ აქვთ ტიპებს რა. მოსაწევი, სასმელი, სიგარეტი facepalm.gif

Posted by: kaiser Soze 20 Feb 2018, 14:50
SNYPI
QUOTE
ხო და იმის მაგივრად დაწერონ რომ სახელმწიფომ უნდა პიარი გაუკეტოს ჯამრთელ წესით ცხოვრებას
ააშენონ სპორტ დარბაზები და საცურაო აუზები ნორმალური
სადაც იაფი იქნება შესვლა და არ იქნება მარტო ფულიანი ბიძიებისთვის


ზუსტად ეგაა ჩემი პოზიცია.

იმ საზოგადოებაში, სადაც მწეველების რაოდენობა მოსახლეობის 40%-ია, (ხოლო დანარჩენი 60%-ი პასიური მწეველია, რადგან მთავრობა არ იცავს მათ უფლებას რომ არ შეისუნთქონ თამბაქოს კვამლი საზოგადოებრივ დაწესებულებეში), სადაც ალკოჰოლის დიდი რაოდენობით დალევა კარგ ტიპობად, და საამაყოდ ითვლება, მარიხუანაზე პარანოიული ისტერია არის (რბილად რომ ვთქვათ) აბსურდი.

შე დალოცვილი, გამოდი და იყვირე რომ მეტი სკვერები და მწვანე სივრცეები იყოს ქალაქში. მოითხოვე რომ სპორტში მეტი ფული ჩაიდოს, რომ ყველა ბავშვს ქონდეს საშუალება სწავლის პარალელურად ერთ სპორტზე მაინც იაროს. მოითხოვე მეტი ხარჯები ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოციაში.

შენ კიდევ ყვირიხარ რომ კანაფის მომხმარებლის ციხეში ჩასმა გადაარჩენს ერს.
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: merkuriela 20 Feb 2018, 14:51
Internet_Contraband
ზემოთ ხომ დავწერე რაც ეტყობათ, ყველა ნიშანი არ დამიწერია რათქმაუნდა.

მე ვიგულისხმე სხეულზე ნაჩხვლეტები არ ეტყობათ ლოთებს და თამბაქს მწეველებს, დალურჯებული ვენები და სხვა..

თუმცა ეხლა დალურჯებული ლოთის სურათს თუ დადებ ეგ არ ვიცი... biggrin.gif

Posted by: სნუპ დოგი 20 Feb 2018, 14:54
მოსაწევს აკრძალავენ და ივანიშვილს სახლში მივაკითხავ დრუჟბით ხელში გადავუჭრი ყველა ხეს biggrin.gif

Posted by: la reine 20 Feb 2018, 14:57
zura73

კაცებმა კუნძზე დადეთ და ფშვიტ. ნაჯახითyes.gif



.....

Posted by: senpai 20 Feb 2018, 14:57
ყველაფერი რომ იყოს და ზომიერება რომ დაიცვას მომხმარებელმა ვერა ხო ? smile.gif

Posted by: zura73 20 Feb 2018, 15:53
la reine
მერე პრიცელში არ წაიღებს. ტრიაპკების ბიზნესის ლობირებაა

Posted by: crystal 20 Feb 2018, 15:56
QUOTE
იუზერი bochormeli-ის არგუმენტები კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგ:

QUOTE
რა ქვია იმ ადამიანს რომელიც ეწევა, შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად 4 კათხა ლუდს სვამს ფეხბურთის ყურებისას, და ამ დროს მარიხუანის ლეგალიზაციას კბილებით ეწინააღმდეგება და ერის გადაშენების გზად მიიჩნევს?

ბოჭორმელი ეწევა და სვავს ანუ?
ეგ იგინებოდეს იქნება კიდეც spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: katoni 20 Feb 2018, 16:15
QUOTE
რა ქვია იმ ადამიანს რომელიც ეწევა, შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად 4 კათხა ლუდს სვამს ფეხბურთის ყურებისას, და ამ დროს მარიხუანის ლეგალიზაციას კბილებით ეწინააღმდეგება და ერის გადაშენების გზად მიიჩნევს?


განდილა ფაშისტი......

Posted by: GigaDatvi 20 Feb 2018, 16:36
დიდი მადლოვა, გამიხარდა ესე გაერთიანებულად რომ დადე.

ეხლა უკვე გვიანია მაგრამ მომავალში თუ გაიხსნება, დადებითი მხარეებიც თუ გააჩნიათ ისიც დადეთ.

რაც შეეხება ამ ინფოს, ვიტყვი რომ ნებისმიერი ალკოჰოლი "ასაკრძალია" ღვინოს გარდა, იმიტომ რომ ღვინო კულტურის ნაწილია + ძალიან სასარგებლოა დაბალი რაოდენოთ მიღებისას.
ასევე, ღვინო გამოიყენება ეკლესიაში ზიარების დროს!

კულტულურ დონეზე უნდა დავიდეს ის რომ გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარება არაფრის არ ვარგა. და ასეც იქნება ჩემს საქართველოში

Posted by: white 20 Feb 2018, 16:39
ორი სახის ძღნერს თუ ჭამ ანუ მესამეც უნდა დაამატო ? biggrin.gif

Posted by: GigaDatvi 20 Feb 2018, 16:41
kaiser Soze

"3. მარიხუანათი გამოწვეული სიკვდილიანობა - 0 (ნული, ზერო)"

ეს სიცრუეა, მეც ასე დამაჯერეს და მეგონა მაგრამ სინამდვილეში ეგ 0 იმიტომ წერია რომ არაკანონიერია (არალეგალურია) მისი მოხმარება და შესაბამისად არ/ვერ იკვლევენო.

Posted by: DeveloperX 20 Feb 2018, 16:41
თამბაქო მავნებელია? - არ მჯერა. no.gif

ზომიერების ფარგლებში შეიძლება, როგორც ალკოჰოლი. yes.gif

Posted by: zura73 20 Feb 2018, 16:45
მიქელამ ხო რქუა
კაცურად წამოდითო თორე სულს უკანალიდანაც ამოგხდითო

Posted by: Internet_Contraband 20 Feb 2018, 16:47
GigaDatvi
QUOTE
ეს სიცრუეა, მეც ასე დამაჯერეს და მეგონა მაგრამ სინამდვილეში ეგ 0 იმიტომ წერია რომ არაკანონიერია (არალეგალურია) მისი მოხმარება და შესაბამისად არ/ვერ იკვლევენო.

გამოკვლევა რად უნდა, სტატისტიკა არსებობს და სიკვდილის მიზეზი.
სიცრუე კი არა სიმართლეა.

Posted by: zura73 20 Feb 2018, 16:49
QUOTE
GigaDatviQUOTE ეს სიცრუეა, მეც ასე დამაჯერეს და მეგონა მაგრამ სინამდვილეში ეგ 0 იმიტომ წერია რომ არაკანონიერია (არალეგალურია) მისი მოხმარება და შესაბამისად არ/ვერ იკვლევენო.გამოკვლევა რად უნდა, სტატისტიკა არსებობს და სიკვდილის მიზეზი.სიცრუე კი არა სიმართლეა. 
       


მოიხვიე აბა ყელზე მარიხუანას ძლიერი ძირი და დაეკიდე ჭერზე )

Posted by: kea 20 Feb 2018, 16:57
კაცი ერთ ჭიქა ღვინოს რო მოწრუპავს სასიამოვნოდ გრძნობს თავს, წამალიცააო ამბობენ.
ერთ ღერ პაპიროსს რო მოწევს, წავა და მიუბრუნდება საქმეს.

მარა ერთი ორ ჩამოტარებაზე გადმოდის პირიდან დორბლი, იცინის ჭკუასუსტივით,ცოხნის ყველაფერს ღორივით და ჯერ მარტო ისეთი სუნი ასდის, მაგაზე უნდა დააჯარიმო.

რას რას ადარებთ ნეტა ვიცოდე, თორე მე მაგ სამში მარტო წითელი ღვინო მაქ გასინჯული ისიც თითო ჭიქა.

Posted by: Character 20 Feb 2018, 17:06
merkuriela
QUOTE
ისე , გარეგნულადაც რომ დახასიათდეს თამბაქოს მწეველი, ალკოჰოლის მიმღები და ნარკოტიკის მიღები.

ნუ ალკოჰოლის მიმღებები უფრო ხშირად ურახუნებენ ერთმანეთს ვიდრე ჩაცუცქული მწეველები , რომლებიც კრუგში ატრიალებენ მოსაწევს სიცილ კისკისით .

P.S. 11 წელია არ მომიწევია ჩილიმის გარდა არაფერი . ნუ შემტენით ქეშავიკობას .

Posted by: აშკარა 20 Feb 2018, 17:27
Character
QUOTE
ნუ ალკოჰოლის მიმღებები უფრო ხშირად ურახუნებენ ერთმანეთს ვიდრე ჩაცუცქული მწეველები , რომლებიც კრუგში ატრიალებენ მოსაწევს სიცილ კისკისით .



მაგ ლოგიკით

შენ ჰეროინ გაჩხერილი უნდა ნახო რა ბუნჩულაა.

ზის თავისთვის, ყვინთაობს და იფხანს ცხვირს.

არავის აწუხებს biggrin.gif

Posted by: kaiser Soze 20 Feb 2018, 17:30
GigaDatvi
QUOTE
"3. მარიხუანათი გამოწვეული სიკვდილიანობა - 0 (ნული, ზერო)"

ეს სიცრუეა, მეც ასე დამაჯერეს და მეგონა მაგრამ სინამდვილეში ეგ 0 იმიტომ წერია რომ არაკანონიერია (არალეგალურია) მისი მოხმარება და შესაბამისად არ/ვერ იკვლევენო.


დავდე ლინკი იქ, სადაც დეტალურადაა განხილული ამ საკითხზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა (კვლევები და მათი შედეგები). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ არის აღმოჩენილი სიკვდილიანობასთან ნებისმიერი მიზეზით.

თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირია ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირის გაზრდასთან.

ასევე სტატისტიკა (მხოლოდ აშშ-სი ვიპოვე) ამბობს რომ არის 0.

P.S. მარიხუანას არ ვუწევ პროპაგანდას. თავად არ მოვიხმარ და არც არასდროს მოვიხმარდი (ასე რომ არ მაქვს ინტერესების კონფლიქტი smile.gif ). ორმაგ სტანდარტებზე ვამახვილებ ყურადღებას, როდესაც კანაფის დემონიზაცია ხდება იმ საზოგადოებაში, რომელის ცხოვრების სტილშიც დალევა და მოწევა ზის. რეალურად კი საზოგადოებაში ალკოჰოლისა და თამბაქოს სოციალურ/ეკონომიკური ხარჯები გაცილებით აღემატება კანაფისას.

არც ულტრალიბერალურ აჯენდას ვაწვები. უფრო უტილიტარიანი ვარ აქ. ის საქმიანობა რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ნეგატიური გარე ეფექტები (როგორიცაა თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის დალევა) უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ კონტროლს და სპეციალურ აქციზებს. თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს ნებისმიერ საზოგადოებრივ დახურულ თავ-შეყრის ადგილას. მეტიც, საზოგადოებისთვის საზიანო ნივთიერებები უნდა დაექვემდებარონ სპეციალურ გადასახადებს და აქციზს. მაგალითად, ე.წ. "შაქრის გადასახადის" მომხრე ვარ. მეორეს მხრივ კანაფი და საკლუბო მსუბუქი ნარკოტიკი უნდა იყოს ლეგალური მაგრამ ასევე კონტროლირებადი.

და რაც მთავარია, უნდა მოხდეს სპორტის განვითარებაში და ჯანსაღი ცხოვრების პრომოში რესურსების ჩადება, რადგან აქ გვაქვს საქმე უკვე მნიშვნელოვან პოზიტიურ გარე ეფექტებთან. ამაზე კიდევ დღეს ცოტა ლაპარაკობს.

ამ სამს რაც შეეხება (სიგარეტი, ალკოჰოლი, კანაფი). მირჩევნია ჩემმა შვილმა პერიოდულად მარიხუანა მოსწიოს, ვიდრე იყოს რეგულარული სიგარეტის მწეველი, ან სვამდეს შეზარხოშებამდე კვირაში ერთხელ.



Posted by: Character 20 Feb 2018, 17:38
აშკარა
QUOTE
მაგ ლოგიკით

შენ ჰეროინ გაჩხერილი უნდა ნახო რა ბუნჩულაა.

ზის თავისთვის, ყვინთაობს და იფხანს ცხვირს.

არავის აწუხებს


ზუსტად მაგიტომ დავწერე ზემო კომენტარი , გარეგნულად დახასიათება და შედარება სისულელე მგონია smile.gif


Posted by: niniaa 20 Feb 2018, 19:49
ავკრძალოთ თამბაქოც და ალკოჰოლიც!და თქვენი ხმა არ გავიგო ნარკოტიკზე..

Posted by: imereti 20 Feb 2018, 20:10
niniaa
QUOTE
ავკრძალოთ თამბაქოც და ალკოჰოლიც!და თქვენი ხმა არ გავიგო ნარკოტიკზე..

არ გამოვა მაგ ამბავი biggrin.gif




P.S. სასტავი ქუჩაში სვამს არაყს, დასაყოლებლად ხახვი და შავი პური აქვთ... ჩამოატარეს მიცვალებული, რამ მოკლაო იკითხეს... სვამდა, ეწეოდა და ვეღარ გაუძლოო... უფ, ჩვენ რას ვიკლავთ თავს, დავანებოთ თავიო... გავიდა 15 წუთი, მეორე მიცვალებული ჩამოატარეს... რამ მოკლაო? რა ვიცით, არც სვამდა, არც ეწეოდა და უცებ მოკვდაო... დაასხი ერთი 15 წუთის დედაც #####ანო...

Posted by: dega 20 Feb 2018, 20:13
QUOTE
თემის ავტორს ვეთანხმები

ასაკრძალია ორივე

სამივე გეთქვა უკეთესი იქნებოდა
ნიკოტინი ალკოჰოლი და ნარკოტიკი

Posted by:     20 Feb 2018, 20:14
დავიჭიროთ და ავკრძალოთ ყველაზე იოლი საშუალება რაც მოსდის წილხვედრის 90% თავში აზრად.

ამდენი რო არ იწვალოთ , მიგვაყენეთ ყველა მწეველი, მსმელი,მჭამელი და ა.შ. კედელს. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც.

Есть человек — есть проблема, нет человека — нет проблемы ! yes.gif

პავლიკა მოროზოვების და გიტლერიუგენდის ქვეყანაა რა.

Posted by: Internet_Contraband 20 Feb 2018, 20:17
და სამი რატო პრადვინუტებო? კოფეინი არაა ნარკოტიკი? lol.gif

მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი რატო დატოვეთ?

QUOTE

Caffeine is a central nervous system (CNS) stimulant of the methylxanthine class. It is the world's most widely consumed psychoactive drug.


QUOTE

კოფეინი (ასევე ეწოდება თენი, მატეინი, გურანინი) — პურინის გვარის ალკალოიდი.

კოფეინს შეიცავს ისეთი მცენარეები როგორიცაა ყავის ხე, ჩაი, მატე, გუარანა, კოლა და სხვა. სინთეზირდება მცენარეების მიერ მწერებისგან დასაცავად.

გამოიყენება სასმელებში. მცირე დოზით სტიმულურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. დიდი დოზით მიღება იწვევს დამოკიდებულებას — კოფეინიზმს.

კოფეინის მიღების შედეგად იზრდება გულის ცემა, რაც ზრდის სისხლის წნევას, 40 წუთის განმავლობაში მცირედ იმატებს ხასიეთი დოფამიტის გაძლიერების ხარჯზე, თუმცა 3-6 საათის შემდეგ კოფეინის მოქმედება მთავრდება, რაც იწვევს დაღლილობას, დავარდნილ შრომის უნარიანობას და სხვა.

სუფთა სახით, კოფეინი პირველად მიიღეს 1828 წელს.


აბა

თუ აკრძალვაა - აკრძალვა იყოს!

Posted by: brutala 20 Feb 2018, 20:22
რატომ გაქვთ ესეთი ამაზრზენი მონის ფსიქოლოგია რომ თავად ითხოვთ ყოველთვის აკრძალული გქონდეთ რაღაც, იცოდეთ ზომიერება ყველაფერში და არაფერი არ გახდება ასაკრძალი.
ვიღაც გამოყლეებული თუ ###ობებს ჩადის სიმთვრალეში დაიჭირე და გატისკე, ნორმალურებს რატომ გვიკრძალავთ სხვის გამო რამეს? ან ვიღაც დედა#####ული ნარკომანი სააფთიაქო წამლებით კაიფობს მაგის გამო სხვას რატომ უნდა გაურთულდეს მკურნალობა და წამლებთან წვდომა ვისაც მართლა სჭირდება?


იიიიიიი ავკძალოოთ, იიიიიი არ ვართ ღირსებიიიიიი.......
ტფუი

Posted by: xinkala 20 Feb 2018, 20:25
QUOTE
 მწეველთა და ალკოჰოლის მოყვარულთა ზნეობა, ავკრძალოთ თამბაქო და ალკოჰოლი?

ერთ უბედურებას მეორე გინდა მიამატო?

Posted by: დოჩანა 20 Feb 2018, 20:39
არ უნდა აიკრძალოს თამბაქო და ალკოჰლი, მაგრამ მათი მიღებისას დაცულ უნდა იქნას ზომიერება მომხმარებელთა მიერ.

Posted by: dega 20 Feb 2018, 20:40
brutala
რა შუაშია მონის??
რავა ყველაფერზე მონობას ხედავთ აკრზალვის დროს
არ აიკრძალოს მაშინ, როცა ტვინში დაუვათ ნორმა რა არის,,,
90 % მა არც მოწევის კულტურა იცის, არც დალევის და ნარკოტიკის ხომ საერთოდ,,,,,,,,,
ვიღაც გამოშტერებული რომ ნასვამი ან კაიფში მანქანაზე ჯდებაა და სხვას სააფრთხეს უქმნის კარგია??

Posted by: brutala 20 Feb 2018, 20:55
dega
QUOTE
არ აიკრძალოს მაშინ, როცა ტვინში დაუვათ ნორმა რა არის,,,

ერის ერთ ნახევარს თუ არ აქვს ტვინამდე დასული რა არის ნორმა მათ გამო რატომ უნდა დაიჩაგროს მეორე ნახევარი რომელმაც იცის ნორმა ყველაფერში და კანონი არ დაურღვევია არაფრის ზემოქმედების ქვეშ?
QUOTE
90 % მა არც მოწევის კულტურა იცის, არც დალევის და ნარკოტიკის ხომ საერთოდ,,,,,,,,,

90 გაბერილი ციფრია საპნის ბუშტივით მაგრამ თუნდაც ასე იყოს არანორმალური 90 %-ის გამო რატომ უნდა შეიზღუდოს ნორმალური 10%?
დააშავა სასმელის ან მოსაწევის ზემოქმედების გამო? ნახუი ციხეში, თუ არადა ეს აკრძალვები რიჟა ბაზარია, ყველაფრის გამოყენება შეიძლება ადამიანის საზიანოდ და ყველაფერი ვერ აიკრძალება.
ვაფშე და თუ აკძალვებზეა საქმე ბენზინი უნდ ააიკრძალოს, კრაკაძილს მაგისგან აკეთებენ old.gif

Posted by: gramatikikina 20 Feb 2018, 20:59
QUOTE
საშვილოსნოს გარეთ მშობიარობა.

lol.gif სერიოზულათა?

Posted by: brutala 20 Feb 2018, 21:00
QUOTE (gramatikikina @ 20 Feb 2018, 20:59 )
QUOTE
საშვილოსნოს გარეთ მშობიარობა.

lol.gif სერიოზულათა?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif help.gif help.gif

Posted by: sandro82 20 Feb 2018, 21:01
QUOTE
მწეველთა და ალკოჰოლის მოყვარულთა ზნეობა, ავკრძალოთ თამბაქო და ალკოჰოლი?

მუსულმანი ხარ სიმონ?
სად ერეკლე სად ჩემი ...............................
სამივე აკრძალონ!
სროკი იყოს პაჯიზნენი!!!!!!!

Posted by: The13thFloor 20 Feb 2018, 21:05
QUOTE (niniaa @ 20 Feb 2018, 19:49 )
ავკრძალოთ თამბაქოც და ალკოჰოლიც!და თქვენი ხმა არ გავიგო ნარკოტიკზე..

ყავა
შავი ჩაი
შოკოლადი
შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელები
ყველი
მარილი დიდი რაოდენობით (რაოდენობა უნდა კონტროლდებოდეს შსს-ს მიერ თითო სულზე)

ესენიც მიამტეთ სიას yes.gif

Posted by: Hermyon 20 Feb 2018, 21:06
brutala
ცხოვრებაში მონაწევი არ გაქვს მაქსიმუმ 3-ჯერ
ხოდა რტომ დღნავ ტვინს ისეთ რამეზე რაც არ გეხება და აარ შეგეხება
გგონია მარიხუანაზე ლაპარაკით გაიმრავალფეროვნებ შენს უინეტრესო ცხოვრებას?
ჯობია ისწავლო ივარჯიშო და იმუშავო შენ პლანაქეებზე ნუ წუხარ ვისაც მოწევა უნდ აისედაც ეწევა

Internet_Contraband
QUOTE
კოფეინი არაა ნარკოტიკი?

გოგი კოფეინი უფრო საშიშია ჯანმრთლობისთვის თუ მოსაწევი და დასალევი?

Posted by: dega 20 Feb 2018, 21:08
brutala
QUOTE
90 გაბერილი ციფრია საპნის ბუშტივით

დარწმუნებული ვარ
რომ მწეველთა 90 % ლიფტში ეწევა და ქუჩაშიც ისვრის
ასევე დარწმუნებული ვარ
რომ მსმელთა 90 % აგრესიულია და ჩხუბზე წამსვლელი
კიდევ დარწმუნებული ვარ
რომ
ნარკოტიკს მომხმარებლის 90 % მოდას აყოლილია
ახლა სტატისტიკა სად ჩაატარეო ნუ მეტყვი ოღონდsmile.gif
სტატისტიკაა 52 წელი

Posted by: brutala 20 Feb 2018, 21:10
Hermyon
ჯერ ერთი მარიხუანაზე ხაზი არ გამისვია ალკოჰოლზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი და მეორე თუ ტრაკს დააყენებ და ###ბავშვივით აღარ შემომეჭრები დიალოგში დიდად დამავალებ up.gif

Posted by: Fortdonaldson112 20 Feb 2018, 21:10
გერაინი ჯონია ყველას,

კაიფის ხარისხში ახლოს ვერ მივა ვერც ნიკოტინი, ვერც ალკოჰოლი და ვერც პლანი,

ტყვილა კი არ ღირს ყველაზე ძვირი.

მიჩვევა კი ყველაფერმა იცის.

გერაინის ლეგალიზაციაა საჭირო.

არასამტავრობოებში მითხრეს პლანს რომ მოვრჩებდით გერაინზე უნდა ვიჩალიჩოთო,

ღლე მთავრობაა და შევუყოფთ წინასაარჩევნოდო.

მიშას საწინააღმდეგოდ მუშაობს ეს დეკრიმინალიზაციის კამპანია,

ბიდზინამ იყიდა გირჩები და ხალხის გამოღლევებაზე აჩალიჩებს.

Posted by: brutala 20 Feb 2018, 21:22
dega
QUOTE
მწეველთა 90 % ლიფტში ეწევა და ქუჩაშიც ისვრის

არასდროს მომიწევია ლიფტში და ქუჩაშიც არ მისროლია ბიჩოკები
QUOTE
ასევე დარწმუნებული ვარ
რომ მსმელთა 90 % აგრესიულია და ჩხუბზე წამსვლელი

არასდროს მომსვლია სიმთვრალეში ჩხუბი, სიფხიზლეში კიბატონო
QUOTE
კიდევ დარწმუნებული ვარ
რომ
ნარკოტიკს მომხმარებლის 90 % მოდას აყოლილია

ნარკოტიკები კი მაგრად მკიდია, აკრძალავენ თუ პირიქით დახლებზე გაყიდიან პოხუი

ეხლა კი მე რატომ უნდა ამეკრძალოს სიგარეტი და ალკოჰოლი როცა ყველა ნორმას ვიცავ?

Posted by: merkuriela 20 Feb 2018, 21:26
Character
მწეველები არა, ნარკოტიკს რომ ვენაში უშვებენ იმათზე ვამბობ.

სხეულს რომ ტანჯავენ.

Posted by: ABGREITORA 20 Feb 2018, 21:42
niniaa
QUOTE
ავკრძალოთ თამბაქოც და ალკოჰოლიც!და თქვენი ხმა არ გავიგო ნარკოტიკზე..


აი მარტის წვიმების მერე რო გაცისკრავს მასე იყო ეხლა ეს თემა შენთვის biggrin.gif

Posted by: imereti 20 Feb 2018, 21:53
--------------------------------------------------------------


Posted by: niniaa 20 Feb 2018, 21:54
The13thFloor
შაქარი,ყავა და მასეთები კი იყო 80-იანებში ტალონებზე,მაგის მოგვარება არ გაჭირდება,გამოცდილება არის lol.gif

Posted by: Internet_Contraband 21 Feb 2018, 00:38
Hermyon
QUOTE
გოგი კოფეინი უფრო საშიშია ჯანმრთლობისთვის თუ მოსაწევი და დასალევი?


მე მეკითხები გოგია?

ასეთი რეიტინგია

დასალევი
კოფეინი
მოსაწევი

ახლა მათგან მომავალ საფრთხეებს რაც შეეხება:

დასალევი - ანუ ალკოჰოლი, ზედოზირება ძალიან იოლი და ძალიან საშიშია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოკლას ადამიანი. სხვა მავნე მოვლენებიდან ძალიან ცნობილია ღვიძლის დაშლა.

კოფეინი - ბევრად იშვიათია ზედოზირება, ანუ ერთბაშად 10 ენერგეტიკული სასმელი ან 30 ჭიქა ყავა უნდა ჩაცალო რომ ფატალური დოზა მიიღო, ნუ თუ წმინდა სახით მიიღებს ადამიანი 1 ჩაის კოვზიც საკმარისია, ამიტომ წამლის სახით, რომელსაც წნევისთვის სვამენ სიფრთხილეა საჭირო. სხვა მავნე მოვლენებიდან - არითმია, სისხლის მიმოქცევის გართულებები და გულთან დაკავშირებული პრობლემები.

მოსაწევს - ზედოზირება საერთოდ არ აქვს, ამ დროს უბრალოდ ითიშები და ამით ამოიწურება. სხვა მავნე მოვლენებიდან - ფსიქოზის სტიმულირებას ახდენს შიზოფრენიამდე.


Posted by: Hermyon 21 Feb 2018, 00:44
Internet_Contraband
QUOTE
ასეთი რეიტინგია

დასალევი
კოფეინი
მოსაწევი

გოგი ეგ რეიტინგები მკიდია

ახლა იმაზე მპასუხე: რომელია უარესი დღეში ერთხელ ყავის სმა თუ დღეში ერთხელ მოწევა?

QUOTE
მოსაწევს - ზედოზირება საერთოდ არ აქვს, ამ დროს უბრალოდ ითიშები და ამით ამოიწურება.

მარიხუანა აყლევებს გოგი

Posted by: Internet_Contraband 21 Feb 2018, 00:45
Hermyon
QUOTE
ახლა იმაზე მპასუხე: რომელია უარესი დღეში ერთხელ ყავის სმა თუ დღეში ერთხელ მოწევა?

დღეში ერთხელ ყავის სმა ბევრად უარესია გოგია

QUOTE
მარიხუანა აყლევებს გოგი

გაუნათლებლობა აყლევებს გოგი

Posted by: Hermyon 21 Feb 2018, 01:24
Internet_Contraband
QUOTE
დღეში ერთხელ ყავის სმა ბევრად უარესია გოგია

ნუ ბჟუტურობ გოგი
QUOTE
გაუნათლებლობა აყლევებს გოგი

ორდიპლომიანი დისტრიბუტორი ხარ გოგი

Posted by: Internet_Contraband 21 Feb 2018, 01:37
Hermyon
QUOTE
ნუ ბჟუტურობ გოგი

სერიოზული არგუმენტია გოგია, კონტრარგუმენტიც კი ვერ მოვიფიქრე ისეთი

QUOTE
ორდიპლომიანი დისტრიბუტორი ხარ გოგი

ბუღალტერიის ჯობია გოგია

Posted by: katoni 21 Feb 2018, 02:07
QUOTE
აი მარტის წვიმების მერე რო გაცისკრავს მასე იყო ეხლა ეს თემა შენთვის


ცვეტში biggrin.gif

მაგრად გაცისკრა ამისთვის.....


პ.ს. ცოდვაა გაეშვით იბჟუტუროს თავისთვის და დაეთანხმოს მეორე გენიოსა ჰერმიონა......

Posted by: niniaa 21 Feb 2018, 10:51
katoni
გაცისკროვნებულია ეტყობა თქვენთვის ღრუბლიანი დღეები ...ილუზიებში როდემდე იცხოვრებთ,საინტერესოა..

Posted by: BLOODRED 21 Feb 2018, 10:57
QUOTE (KasperRiters @ 20 Feb 2018, 13:44 )
სოციალური მწეველი და მსმელი ვიყავი ადრე. ერთ დღესაც დავფიქრდი - რატო ვსვამ და ვეწევი? რას მმატებს? რაში მეხმარება?

აშკარად გავაცნობიერე, რომ გაცილებით უკეთესად ვარ, როცა არც ერთს მოვიხმარ და არც მეორეს.

იმასაც დავაკვირდი, რომ მოწევა და ალკოჰოლი მაშინ მინდებოდა, როცა სტრესულ სიტუაციაში ვხვდებოდი, გადაღლილი ვიყავი და ა.შ.

ავიღე და დავხვეწე სტრესისადმი მიდგომები - გაცილებით მეტ დროს ვუთმობ დასვენებას და სიმშვიდეს, ვერიდები სტრესულ სიტუაციებს, ბევრს ვსეირნობ, ბევრს ვკითხულობ და ბევრ დროს ვატარებ საკუთარ თავთან.

დავმშვიდდი ნელნელა, შემეცვალა აღქმები, სურვილები და მიდრეკილებები. საერთოდ არ მახსენდება არც სასმელი და მითუმეტეს არც სიგარეტი.

ახლა მომარაგებული მაქვს კარგი კახელი კაცის გემრიელი საფერავი და სადილად 1 ჭიქას გეახლებით ხოლმე. საოცარი გემო აქვს. თითო ყლუპს ისეთი გემოები მოაქვს, უნდა იჯდე და იკაიფო.

up.gif up.gif
მისაბაძი მაგალითია. წესიერი ცხოვრების ერთობლიობა ადამიანს ბევრ რამეში ცვლის უკეთესობისკენ

Posted by: kaiser Soze 21 Feb 2018, 11:15
Internet_Contraband
კაფეინისგან ხელები შორს smile.gif

ერთ ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია დღეს ყავა.

ქონდა ცუდი რეპუტაცია მაგრამ შეიცვალა. ჯერ WHO-მ ამოიღო შესაძლო კარციროგენების სიიდან, შემდეგ კვლევებმა ბევრი პოზიტიური ეფექტი აჩვენა. დასავლურ დიეტაში ანტიოქსიდანტების ნომერ პირველი წყაროა.

ყავის პოზიტიური ეფექტები:
* მეორე ტიპის დიაბეტის პრევენცია
* ზოგიერთი ტიპის კიბოს, განსაკუთრებით ღვიძლი, რისკების შემცირება
* პარკინსონი/ალცჰაიმერის და ტვინის დეგენერაციული დაავადებების პრევენცია
* ღვიძლის დაავადებების რისკის შემცირება
* გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება (მოდერაციაა მთავარი).

გარდა ამისა დიდმა მეტაანალიზმა აჩვენა რომ ყავის დალევა არის ასოცირებული სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან ყველა მიზეზით. თან 3-5 ჭიქა დღეში არის თურმე ყველაზე სასარგებლო. (ასე 200 მგ კოფეინი).

ცალკეულ ლინკებს არ დავდებ, მაგრამ სტატია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გაზეთიდან, სადაც შეიძლიათ კვლევების ლინკები გადაამოწმოთ.

https://mobile.nytimes.com/2015/05/12/upshot/more-consensus-on-coffees-benefits-than-you-might-think.html

გარდა ამისა ყავის სმა ზრდის პროდუქტიულობას, ასევე ტონუსში მოყავხარ რო შეეჭიდო რთულ საქმეს (სიტყვაზე კოფეინი ყველაზე მაგარი პრე-ვორქაუთია).

რისკები არის მათთვის, ვისაც აქვს მაღალი წნევა. ყავა და კიბოს ასოციაცია არ დასტურდება, თუ ძალიან ცხელს არ დალევ. ცხელის დალევა ყელის კიბოსთანაა ასოცირებული.



Posted by: darlan 21 Feb 2018, 11:19
QUOTE
ავკრძალოთ თამბაქო და ალკოჰოლი?

ალკოჰოლის აკრძალვა უკვე ბევრჯერ სცადეს სხვადასხვა ქვეყნებში და არ გაამართლა

Posted by: tozi777 21 Feb 2018, 11:23
QUOTE (Internet_Contraband @ 21 Feb 2018, 00:38 )


კოფეინი - ბევრად იშვიათია ზედოზირება, ანუ ერთბაშად 10 ენერგეტიკული სასმელი ან 30 ჭიქა ყავა უნდა ჩაცალო რომ ფატალური დოზა მიიღო, ნუ თუ წმინდა სახით მიიღებს ადამიანი 1 ჩაის კოვზიც საკმარისია, ამიტომ წამლის სახით, რომელსაც წნევისთვის სვამენ სიფრთხილეა საჭირო. სხვა მავნე მოვლენებიდან - არითმია, სისხლის მიმოქცევის გართულებები და გულთან დაკავშირებული პრობლემები.

მოსაწევს - ზედოზირება საერთოდ არ აქვს, ამ დროს უბრალოდ ითიშები და ამით ამოიწურება. სხვა მავნე მოვლენებიდან - ფსიქოზის სტიმულირებას ახდენს შიზოფრენიამდე.

Internet_Contraband

პლანაქეშები რომ კოფეინის მავნებლობაზე დაიწყებთ აი lol.gif lol.gif lol.gif

რას იმასხარავებთ თავს? , რა გინდათ ვაფშე spy.gif


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Votren 21 Feb 2018, 11:27
tozi777
QUOTE
რას იმასხარავებთ თავს? , რა გინდათ ვაფშე 


პენალტის დარტყმა უნდათ, არადა იყვნენ თავისთვის

Posted by: evgena 21 Feb 2018, 11:45
KasperRiters
QUOTE
ავიღე და დავხვეწე სტრესისადმი მიდგომები - გაცილებით მეტ დროს ვუთმობ დასვენებას და სიმშვიდეს, ვერიდები სტრესულ სიტუაციებს, ბევრს ვსეირნობ, ბევრს ვკითხულობ და ბევრ დროს ვატარებ საკუთარ თავთან.

ვინ გიფინანსებს დასვენებასა დ სიმშვიდეს?

Posted by: bochormeli 21 Feb 2018, 13:48
kaiser Soze
QUOTE
ეს თემა გამოძახილია იუზერი bochormeli-ის მიერ გახსნილ თემაზე: მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეთა ზნეობა



თქვენი გამოძახილი მაინტერესებს იმ სიყალბეზე, რაც ჩემი თემის პირველ გვერდზეა მითითებული, პრინციპში მე თანახმა ვარ დავამატო სიტყვა "ზოგიერთი" სათაურში

ე.ი. "ლეგალიზაციის ზოგიერთი მომხრის", თუ თქვენ მოდერატორთან მიშუამდგომლებთ, რადგან არ ეტევა სათაურში ეს სიტყვა

Posted by: kaiser Soze 21 Feb 2018, 14:33
bochormeli
ჩემი თემის აზრი ისაა, რომ მარიხუანას ნეგატივზე აპელირება არ არის მართებული (მორალურად), თუ იმას თუ გავიაზრებთ რამდენად მავნეა ჩვენს საზოგადოებაში დაშვებული სუბსტანციები.

პირადად არაფრის აკრძალვას არ ვემხრობი, მითუმეტეს ალკოჰოლის, რომელიც ჩვენი კულტურის ნაწილია, აქვს ექპორტის პოტენციალი და ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი "სატყუარაა", თან აქვს დადებითი ეფექტები მოდერაციაში. (სხვათა შორის, ისევე როგორც მარიხუანას). (აი, ჩემი ნება რომ იყოს სიგარეტის კომპანიებს გავუმწარებდი ცხოვრებას, თუნდაც იმიტომ რომ მოდერაციაში მოწევა არც არსებობს: ან გაქვს ეგ ჩვევა, ან არა). მარიხუანის ლეგალიზაცია კი მოგვცემს თუნდაც უკეთესი კონტროლის საშუალებას.

ჩემი პოზიციაა რომ ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული არა აკრძალვებზე, (რაც ერთი რომ ჩრდილოვან ეკონომიკას გამოიწვევს, მეორეც რომ კრიმინალური სასჯელ-აღსრულების ხარჯებს გაზრდის), არამედ ინფორმირებულებაზე და ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე. მსგავს სუბსტანციებზე კი უნდა იყოს სპეციალური გადასახადები და აქციზები დაწესებული, საიდანაც შემოსავალი დააფინანსებს ნაწილობრივ სპორტულ ინფრასტრუქტურას.

თქვენს თემას რაც შეეხება. ფილმზე: დაბოლილი ნასოსი. თუ რამეს ვერ ვეგუები, ესაა არტისტული გამოხატვის შეზღუდვა, იგივე ცენზურა. კომედია რომელმაც ბოლოს მახარხარა იყო "ჰანგოვერ", და არ მიმიღია ეგ როგორც ნარკოტიკების რეკლამა. ეხლა, ნაღდად არა მგონია რომ "დაბოლილ ნასოსს" ქონდეს საკმარისი მხატვრული ან გასართობი ღირებულება, რომ მიღირდეს რომ ვუყურო. (ცუდ ანეგდოტზე დაფუძნებული ცუდი კინოს სექველი რა უნდა იყოს?!). მაგრამ ეგ სხვა საქმეა. კიდევ ნაღდად არა მგონია რომ ეგ ფილმი იყოს "პროპაგანდული", ანუ მარიხუანის მოხმარების დადებითი კუთხეები წარმოაჩინოს. პირიქით, ალბათ არსებულ სტერეოტიპებზე ითამაშებს რომ წარმოქმნას კომიკური ეფექტი, შესაბამისად მეტი კონტრასტი დაბოლილ და ფხიზელ სტადიებს შორის.. ამიტომ, ამ ფაქტის გულთან ახლოს მიტანა მგონია არის ქარიშხალი ჭიქაში.


Posted by: zura73 21 Feb 2018, 14:35
QUOTE
სოციალური მწეველი და მსმელი ვიყავი ადრე. ერთ დღესაც დავფიქრდი - რატო ვსვამ და ვეწევი? რას მმატებს? რაში მეხმარება? აშკარად გავაცნობიერე, რომ გაცილებით უკეთესად ვარ, როცა არც ერთს მოვიხმარ და არც მეორეს. იმასაც დავაკვირდი, რომ მოწევა და ალკოჰოლი მაშინ მინდებოდა, როცა სტრესულ სიტუაციაში ვხვდებოდი, გადაღლილი ვიყავი და ა.შ.ავიღე და დავხვეწე სტრესისადმი მიდგომები - გაცილებით მეტ დროს ვუთმობ დასვენებას და სიმშვიდეს, ვერიდები სტრესულ სიტუაციებს, ბევრს ვსეირნობ, ბევრს ვკითხულობ და ბევრ დროს ვატარებ საკუთარ თავთან. დავმშვიდდი ნელნელა, შემეცვალა აღქმები, სურვილები და მიდრეკილებები. საერთოდ არ მახსენდება არც სასმელი და მითუმეტეს არც სიგარეტი. ახლა მომარაგებული მაქვს კარგი კახელი კაცის გემრიელი საფერავი და სადილად 1 ჭიქას გეახლებით ხოლმე. საოცარი გემო აქვს. თითო ყლუპს ისეთი გემოები მოაქვს, უნდა იჯდე და იკაიფო. 
მისაბაძი მაგალითია. წესიერი ცხოვრების ერთობლიობა ადამიანს ბევრ რამეში ცვლის უკეთესობისკენ

ზუსტადაც მისაბაძია ანუ ეგ ყველა ეტაპი უნდა გაიაროს ხო ყველამ? )
უნდა მოწიოს დალიოს და მობეზრდეს. ხოდა აცალეთ რა )


Posted by: Hermyon 21 Feb 2018, 15:05
kaiser Soze
ბოდიბილდინგში ვკითხულობდი შენს პოსტებს და ჭკვიან კაცად მიმაჩნდი ეხლა საპიტრისპირო წარმოდგენა შემექმნა აგიხსნი რატომ
QUOTE
მარიხუანას ნეგატივზე აპელირება არ არის მართებული (მორალურად), თუ იმას თუ გავიაზრებთ რამდენად მავნეა ჩვენს საზოგადოებაში დაშვებული სუბსტანციები.

ამ დაშვებულ სუბსტანციებს არეკლამებს ვინმე ამბობს კარგიაო? განსხვავებით მარიხუანასგან რომელიც თურმე კიბოს კურნავს და ყველანაირად სასარგებლოა
QUOTE
მარიხუანის ლეგალიზაცია კი მოგვცემს თუნდაც უკეთესი კონტროლის საშუალებას.

პროპაგანდის შემდეგ მწეველების და დაყლევებულების რაოდენობა რომ გაირდება მათი კონტროლის არა?
QUOTE
ჩემი პოზიციაა რომ ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული არა აკრძალვებზე, (რაც ერთი რომ ჩრდილოვან ეკონომიკას გამოიწვევს, მეორეც რომ კრიმინალური სასჯელ-აღსრულების ხარჯებს გაზრდის), არამედ ინფორმირებულებაზე და ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე.

ხოდა რატომა რ ხდება ეს ხელშეწყობა და ხდება მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების რეკლამა რომანტიზება?
QUOTE
მსგავს სუბსტანციებზე კი უნდა იყოს სპეციალური გადასახადები და აქციზები დაწესებული, საიდანაც შემოსავალი დააფინანსებს ნაწილობრივ სპორტულ ინფრასტრუქტურას.

ზღაპარიყო ზღაპარიყო
QUOTE
დაბოლილი ნასოსი. თუ რამეს ვერ ვეგუები, ესაა არტისტული გამოხატვის შეზღუდვა, იგივე ცენზურა.

იი ცენზურაი იი კომუნიზმი. ცენზურას გადის ყველა კინოფილმი ამთ შორის ჰოლივუდურიც არ შეიძლება გადაიღო განსაკუთრებით სასტიკი კინო ან აჩვენო როგორ იკეთებს ტიპი ნარკოტიკს, ეროტილ სცენებსაც თავისი ჩარჩოები აქვს მითითებული და ა.შ.
ეს ფილმი კი არის აშკარად მარიხუანას რეკლამა დასახელებით დაწყებული კადრებით დამთავრებული, ისიც კია გათვალისწინებული ნარკოტიკების მოწინააღმდეგე ქაცარავა პლანს რომ ეწევა
QUOTE
"ჰანგოვერ", და არ მიმიღია ეგ როგორც ნარკოტიკების რეკლამა.

იმიტმო რმო ჰენგოვერშ არ ჩანს ნარკოტიკის მოხმარების ფაზა ყველაფერი ხდება მის შემდეგ რაც მეგობრები მოიხმარენ უცნობ ნარკოტიკს
QUOTE
ამიტომ, ამ ფაქტის გულთან ახლოს მიტანა მგონია არის ქარიშხალი ჭიქაში.

ამ სიუჟეტზე რას იტყვი თურმე მარიხუანა კიბოს რომ კურნავს და ჯკანმრთელობისტის სასრგებლოა?
https://www.imedi.ge/ge/video/20506/marikhuana-sameditsino-miznebistvis--jandatsvis-msoplio-organizatsiis-daskvna



zura73
QUOTE
ზუსტადაც მისაბაძია ანუ ეგ ყველა ეტაპი უნდა გაიაროს ხო ყველამ? )
უნდა მოწიოს დალიოს და მობეზრდეს. ხოდა აცალეთ რა )

და რომ ვერ გაიაროს ეგ ეტაპი და დარჩეს მწეველი მსმელი დ ნარკომანი?
ან რა აუცილებელია მაგ ეტაპის გავლა გაუვლელად არ შეიძლება?
თან რაც ეხლა მაგან ზიანი მიაყენა ორგანიზმს ვერცერთი დასვენება ვერ აუნაზღაურებს



რომ ვაკვირდები მწეველების ამ მისი მომხრეების უმრავლესობა არიან 30+ ლუზერი შეუმდგარი ღარიბი უცოლო კომპლექსიანი და იმპოტენტი სასტავი
სტრესს ვერ უძლებენ ბიჭები და მოსაწევში კლავენ თან გონიათ რარაც მნიშნელოვანს ქმნიან ამ დროს რომ გადახედო მათ შემოსავალს მიხვდები საქართველოს რატო აქვს ასეთი დაბალი მშპ


Posted by: Internet_Contraband 21 Feb 2018, 17:36
tozi777

მერე პლანის პლამტაციებში შენ თუ დაძვრებოდი პლანაქეში მე როგორ გამოვალ?

შენს ნაცვლა lol.gif

Posted by: kaiser Soze 21 Feb 2018, 18:10
Hermyon
QUOTE
პროპაგანდის შემდეგ მწეველების და დაყლევებულების რაოდენობა რომ გაირდება მათი კონტროლის არა?

ხო არის ალკოჰოლი ლეგალური? გალეშილი მთვრალი მიდიხარ ყოველ დღე სახლში? ალბათ, აკეთებ ხო ინფორმირებულ არჩევანს თუ რამდენი მოიხმარო ისე, რომ პასუხისმგებლობა არ დაკარგო და შენს ჯანმრთელობაზე ნეგიატირუად არ იმოქმედოს. მგონი უფრო სწორია რომ დაუშვა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შენ გგავს და შენნაირად აზროვნებს, ვიდრე ის რომ შენ მორალურად საზოგადოების ელიტაში ხარ.

მეორეც რომ მარიხუანა არის ფართოდ გავრცელებული. ხშირად იჩითებოდა ჩემი სტუდენტობის დროს. აქ მპოსტავთა 90%-ს ალბათ ერთხელ მაინც აქვთ მონაწევი. გამოდის რომ აკრძალვა არ მოქმედებს.

პროპაგანდაზე კიდევ მე არაფერი დამიწერია, გარდა იმისა რომ უნდა მოხდეს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. პირიქით, სიგარეტის პროპაგანდის მაქსიმალურად აკრძალვას ვემხრობი, და ალკოჰოლის რეკლამისას ყოველთვის უნდა იყოს მითითება საფრთხეებზე (drink responsibly და don't drink when pregnant).

QUOTE
იი ცენზურაი იი კომუნიზმი. ცენზურას გადის ყველა კინოფილმი ამთ შორის ჰოლივუდურიც არ შეიძლება გადაიღო განსაკუთრებით სასტიკი კინო ან აჩვენო როგორ იკეთებს ტიპი ნარკოტიკს, ეროტილ სცენებსაც თავისი ჩარჩოები აქვს მითითებული და ა.შ.
ეს ფილმი კი არის აშკარად მარიხუანას რეკლამა დასახელებით დაწყებული კადრებით დამთავრებული, ისიც კია გათვალისწინებული ნარკოტიკების მოწინააღმდეგე ქაცარავა პლანს რომ ეწევა

ფილმი არ მინახია, არც ვაპირებ ყურებას, რადგან უფრო საინტერესო ფილმები მაქვს "მასტ სი" სიაში. ასე რომ მეტს ვერაფერს ვიტყვი, ვიდრე ვთქვი. მარიხუანის მოწევა კიდევ ამერიკულ ფილმებშიც ხშირად მინახია.
ტაბუებს და აკრძალვებს რაც შეეხება: შენი აზრით ეს ფილმი http://www.imdb.com/title/tt0074102/ პორნოგრაფიაა თუ ხელოვნება?
QUOTE
იმიტმო რმო ჰენგოვერშ არ ჩანს ნარკოტიკის მოხმარების ფაზა ყველაფერი ხდება მის შემდეგ რაც მეგობრები მოიხმარენ უცნობ ნარკოტიკს

ჩანს როგორ სვამენ ნარკოტიკნარევ ალკოჰოლს. მეტი რაა მოხმარების ჩვენება?

QUOTE
ამ სიუჟეტზე რას იტყვი თურმე მარიხუანა კიბოს რომ კურნავს და ჯკანმრთელობისტის სასრგებლოა?
https://www.imedi.ge/ge/video/20506/marikhu...zatsiis-daskvna


ეხლა ვნახე. ტიპური ქართული ვაი-ჟურნალისტიკა. ტყუილია რომ ჭჰო-მ დაასკვნა რომ კანაფი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. სიმართლეა რომ კლინიკურად დადასტურებულია კანაფის ეფექტურობა გარკვეული კონდიციებისას (პოსტრამვატული აშლილობის დროს) ასევე რიგ სიმსივნეებთან ბრძოლისას შეიძლება იყოს ეფექტური. მაგრამ ის რომ ჯანმრთელ ადამიანს უფრო ჯანმრთელად ხდის არსად დადასტურებულა. ასევე სიმართლეა რომ მარიხუანას მოწევასა და სიკვდილიანობის რისკს შორის არ არის კავშირი დადგენილი.

ჩემი აზრით ჯანმრთელი ადამიანისთვის ერთადერთი პოტენციური ბენეფიტი შიგადაშიგ მარიხუანას მოწევისა არის მენტალური ბლოკის მოხსნა (განსაკუთრებით კრეატიულ ტიპებში) და სტრესისგან განტვირთვა თუ სხვაგვარად ვერ ხერხდება ეგ.

Posted by: silver_ranger 21 Feb 2018, 18:23
კანაფი არა კვახი, ამ დაქლიავებულ ერს კიდე დაქლიავება უნდა? biggrin.gif

Posted by: Hermyon 21 Feb 2018, 18:30
kaiser Soze
QUOTE
ხო არის ალკოჰოლი ლეგალური? გალეშილი მთვრალი მიდიხარ ყოველ დღე სახლში? ალბათ, აკეთებ ხო ინფორმირებულ არჩევანს თუ რამდენი მოიხმარო ისე, რომ პასუხისმგებლობა არ დაკარგო და შენს ჯანმრთელობაზე ნეგიატირუად არ იმოქმედოს.

ყოველდღე მთვრალი ვარ და ვერც ვეშვები დამოკიდებულება მაქვს დანებება მინდა და ვერ ვანებებ
QUOTE
აქ მპოსტავთა 90%-ს ალბათ ერთხელ მაინც აქვთ მონაწევი. გამოდის რომ აკრძალვა არ მოქმედებს.

მე მაგალითად ერთხელაც არ მაქვს მოწეული იმიტომ რომ დაჭერის მეშინოდა გამოდის აკრძალვა მოქმედებს
QUOTE
გარდა იმისა რომ უნდა მოხდეს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. პირიქით,

რა ფულიც მარიხუანის პროპაგანდაში იხარჯება სპორტის პოპყულარიზაციაში დახარჯეთ დაგიშალათ ვინმემ?
QUOTE
ტაბუებს და აკრძალვებს რაც შეეხება: შენი აზრით ეს ფილმი http://www.imdb.com/title/tt0074102/ პორნოგრაფიაა თუ ხელოვნება?

მე ყველანაირი ტაბუ მკიდია უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი რომ ცენზურას გადის ყველა ფილმი მაგალითად დღეს ვერ გადაიღებ ფილმს რასიზმზე და ჰომოფობიაზე
QUOTE
ჩანს როგორ სვამენ ნარკოტიკნარევ ალკოჰოლს. მეტი რაა მოხმარების ჩვენება?

არ ჩანს
QUOTE
ტიპური ქართული ვაი-ჟურნალისტიკა. ტყუილია რომ ჭჰო-მ დაასკვნა რომ კანაფი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

ვაიჟურნალისტიკა არაფერ შუაშია ეს სიუჟეტი იყო შეკვეთილი
QUOTE
ასევე რიგ სიმსივნეებთან ბრძოლისას შეიძლება იყოს ეფექტური.

კარგი ეხლა რახან წამოგცდა ბარემ დაასახელე კონკრეტულად რომელი სიმსივნეების?

Posted by: აშკარა 21 Feb 2018, 18:49
QUOTE
კანაფი არა კვახი, ამ დაქლიავებულ ერს კიდე დაქლიავება უნდა?


როგორც ჩანს უნდა biggrin.gif

ვინმე გამოვა და მოითხოვს სახელმწიფოსგან ჯანსაღი გონებით დანახული რამე პრობლემის მოგვარებას?

ან უფასო სპორტული წრეები შექმნას ბავშვებისთვის

ან ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.

ან რამე ადექვატურს.

არა,

პლანი მოგვაწევინეთ და ბახალა არ დაიჭიროთო.

რა ვიცი, ეშველება ამ ერს რამე? biggrin.gif

Posted by: kaiser Soze 21 Feb 2018, 19:04
QUOTE
მე ყველანაირი ტაბუ მკიდია უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი რომ ცენზურას გადის ყველა ფილმი მაგალითად დღეს ვერ გადაიღებ ფილმს რასიზმზე და ჰომოფობიაზე

ამერიკული ისტორია X
12 წელი ტყვედ
აწყვეტილი ჯანგო

პრომოციას ვერ გააკეთებ საზოგადებისთვის სახიფათო იდეების, რადგან ეგ კანონითაა დასჯადი. ცენზურა აქ არაა შუაში.
რეალობის ასახვა თუ გინდა, ასახავ კინოში. მათ შორის იმას თუ როგორ ამათრახებს თეთრი შავს საკმაოდ გრაფიკულად.

QUOTE
კარგი ეხლა რახან წამოგცდა ბარემ დაასახელე კონკრეტულად რომელი სიმსივნეების?

ჩემი მოგონილი არაა.

ამონარიდი ამერიკული სიმსივნის ინსტიტუტიდან:
More recently, scientists reported that THC and other cannabinoids such as CBD slow growth and/or cause death in certain types of cancer cells growing in lab dishes. Some animal studies also suggest certain cannabinoids may slow growth and reduce spread of some forms of cancer.


https://www.cancer.org/treatment/treatments-and-side-effects/complementary-and-alternative-medicine/marijuana-and-cancer.html

Posted by: Roy 21 Feb 2018, 19:14
QUOTE
-ის აუარესებს ადამიანის კოგნიტურ განვითარებასა და კოგნიტურ ფუნქციონირებას, ასოციატიური პროცესებისა და ინფორმაციული მასივის ანალიზის, ყურადღების ორგანიზების მექანიზმებისა და მეხსიერების ჩათვლით;

Fucking bullshit

QUOTE
-აქვეითებს ფსიქომოტორულ ქმედითუნარიანობას, მათ შორის მოძრაობის კოორდინაციას, იწვევს ყურადღების გაფანტვას, აქვეითებს მრავალი ტიპის ოპერატიული ამოცანის დაძლევისა და გადაწეყვეტის უნარს, ზრდის საგზაო, ავარიული შემთხვევების რისკ–ფაქტორს;

Double bullshit++

QUOTE
-კანაფის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია;

Advanced horse shit

QUOTE
-კანაფის მოხმარება იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებას, ტრაქეისა და ძირითადი ბრონქების ეპიტეტიკურ ტრავმას, ქრონიკულ ბრონქიტს, ფილტვების ანთებას, ინფექციის წინააღმდეგ ფილტვების დაცვითი უნარის დაქვეითებას;

Combination of hyper bullshit and advanced horse shit

QUOTE
-კანაფის მოხმარება იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებას, ტრაქეისა და ძირითადი ბრონქების ეპიტეტიკურ ტრავმას, ქრონიკულ ბრონქიტს, ფილტვების ანთებას, ინფექციის წინააღმდეგ ფილტვების დაცვითი უნარის დაქვეითებას;

Fart

QUOTE
-ორსულობის დროს კანაფის მოხმარება იწვევს ნაყოფის განვითარების დარღვევას, სიმსივნის იშვიათი ფორმების წარმოქმნას;

facepalm.gif სხვა რო არ იცი რა დაწერო და ამას რო ჩააკვეხებ ძალით facepalm.gif

QUOTE
-აღნიშნულია, რომ კანაფის მოხმარება იწვევს ნარკოტიკული დამოკიდებულების სინდრომს, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ კანაფის ხმარების შეწყვეტაც კი ვერ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;

Dog shit wrapped in cat shit, flavoured with mixture of horse shit and powdered pubic hair.

Posted by: silver_ranger 21 Feb 2018, 19:16
ნებსმიერი მარიხუანის მომხმარებელი არის პოტენციური ნარკომანი.

Posted by: kaiser Soze 21 Feb 2018, 19:24
silver_ranger
QUOTE
ნებსმიერი მარიხუანის მომხმარებელი არის პოტენციური ნარკომანი.

ნებისმიერი ადამიანი არის პოტენციური ნარკომანი.

Posted by: Nunez de Balboa 21 Feb 2018, 19:25
საქმე იცით რაა... თამბაქოს აკრძალვაზე რომ ყველა თანხმდება, თვით მწეველებიც კი და ყველა ამბობს, რომ საზიანოა და "მაგის დედას ######"
ეს ნარკუშები რატომ ამტკიცებენ რომ პლანი, სუბო, ჰეროინი და კოკაინი (კოკაზე შეიძლება მეც ჩამითრიონ... მართლა smile.gif)))) ) კარგია და ავოეეეე! საინტერესოა ძალიან!

..და კაცობრიობამ რატომ შეინარჩუნა ალკოჰოლი ათასწლეულების მანძილზე და ყოველთვის ებრძოდა ნარკოტიკს (დავითა აღმაშენებელი ქეშავიკი იყო ვერსია არ მიიღება ტრუბადურებისგან)

პ.ს. ჰო კიდევ... ყურანი მარტო ღვინოს კი არა, ნარკოტიკსაც სასტიკად კრძალავს

Posted by: silver_ranger 21 Feb 2018, 19:27
kaiser Soze
QUOTE
ნებისმიერი ადამიანი არის პოტენციური ნარკომანი.

არანაირად, მას ვისაც მარიხუანა არ გაუსინჯია, ნარკოტიკს იქამდე არ გაეკარება სანამ პლანის თრობას არ გაიგებს.

Posted by: kaiser Soze 21 Feb 2018, 19:35
მარიხუანას გეითვეი დრაგ-ობას რაც შეეხება.

უმრავლესობა ვინც იხმარს მარიხუანას არ იხმარს უფრო მაგარ ნარკოტიკს. მეტიც, ვისაც მედიცინური მარიხუანა ქონდა გამოწერილი ტკივილგამაყუჩებლად, გაცილებით ნაკლებად იყო დამოკიდებული ოპიოიდებზე.

მეორეს მხრივ, ნარკომანი როგორც წესი იწყებს ალკოჰოლი, სიგარეტი და მარიხუანათი, ვიდრე ძლიერზე გადავა. რადგან ეგენი უფრო ხელმისაწვდომია.

მაგრამ კორელაცია არ ნიშნავს კოზაციას. ყველა ალკაშა იწყებს წყალის სმით. ანუ გვაქვს 100%-იანი კორელაცია. ეგ არ ნიშნავს რომ წყალის სმა იწვევს ალკოჰოლიზმს.

ნარკომანიაში მთავარია სოციალური და გარემო ფაქტორები, ასევე გენეტიკა, ტრამვები და სხვა.


Posted by: Hermyon 21 Feb 2018, 19:42
kaiser Soze
QUOTE
ამერიკული ისტორია X
12 წელი ტყვედ
აწყვეტილი ჯანგო

ეგ კინოები არი ანტირასიზმზე ეგ თუ ვერ გაიგე კარგად ყოფილა შნეი საქმეbiggrin.gif
QUOTE
რეალობის ასახვა თუ გინდა, ასახავ კინოში. მათ შორის იმას თუ როგორ ამათრახებს თეთრი შავს საკმაოდ გრაფიკულად.

ხო მაგრამ ფილმის ბოლოს ვინ ვის ტხრის ტრაკში მაგ მათრახს მაგაშია სქმე wink.gif
QUOTE
პრომოციას ვერ გააკეთებ საზოგადებისთვის სახიფათო იდეების

კანონში რასა გინდ აიმას ჩაწერ ახლანდელი კანონით კი მარიხუანა საფრთხის შემცველია ანუ მის შესახებ ფილმის გადაღებაც დასჯადიაsmile.gif
QUOTE
ამონარიდი ამერიკული სიმსივნის ინსტიტუტიდან:

ეგ იმ ზღაპრებიდანაა ღვინო რომ კიბოს რისკებს ამცირებს? biggrin.gif
QUOTE
ნებისმიერი ადამიანი არის პოტენციური ნარკომანი.

იი შოკოლადი და ყავა ნარკოტიკია
QUOTE
უმრავლესობა ვინც იხმარს მარიხუანას არ იხმარს უფრო მაგარ ნარკოტიკს.

ზღაპარი ჩემს გარშემო ქეშები სიგარეტსაც ეწევიან ალკოჰოლსაც სვამენ არც ტაბლეტებზე და უფრო მძიმე საშუალებებზე ამბობენ უარს
QUOTE
ყველა ალკაშა იწყებს წყალის სმით

ყავა და შოკოლადი ნარკოტიკია II



სუსტი არგუმენტები გაქვს არაა შენი საქმე პლანაქეშების დაცვა ისევ ვარჯიშს მიაწექი

Posted by: kaiser Soze 21 Feb 2018, 20:24
Hermyon
QUOTE
კინოები არი ანტირასიზმზე ეგ თუ ვერ გაიგე კარგად ყოფილა შნეი საქმე

შენი აზრით ბიძია თომაე ქოხი არის თუ არა რასიზმზე და მონობაზე?

ან Rise and fall of the Third Reich არის თუ არა ფაშიზმზე?

თუ როცა ახალი ვანაბი ჰიტლერი მივა თავმოყვარე გამოცემაში და ახალ "მაინ კამფს" მიუტანს, და არ დაუბეჭდავენ, ამას უძახი ცენზურას? smile.gif)


QUOTE
სუსტი არგუმენტები გაქვს არაა შენი საქმე პლანაქეშების დაცვა ისევ ვარჯიშს მიაწექი

ეგ კი ნაღდად არაა შენი საქმე.

არგუმენტების სისუსტეს რაც შეეხება, მე ჩემი ვთქვი, და სისუსტე სიძლიერე სხვებმა შეაფასონ. მითუმეტეს რო მეორე მხრიდან არგუმენტების მაგივრად ჯიუტი დემაგოგია მოდის.

ეს თემა მეტ ინფორმაციას ემსახურება მხოლოდ, ყველგან ლინკი დავდე და გადამოწმება შეიძლება.

პირადი მოსაზრება კი ის არის რომ ტეხავს იმ საზოგადოებაში მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეების მორალური დემონიზაცია, სადაც ალკოჰოლი და სიგარეტი სოციალური "ნათლობის" ატრიბუებია.


Posted by: blue_velvet 21 Feb 2018, 20:34
kaiser Soze
ძალიან კარგი თემა გახსენი.


ჩემი აზრით თუ მერიჯეინს კრძალავენ, თამბაქო და ალკოჰოლი მითუმეტეს ასაკრძალია.

ქუჩაში რომ დავდივარ(არამწეველი ვარ)და თუნდაც ჩემს წინ მოსიარულე ეწევა სიგარეტს, მე მხვდება ბოლი და ჩემს ჯამრთელობაზე მოქმედებს, იგივე კაფეებში და ბარებშIც.
აკრძალეთ თამბაქო!!!!!!!!!!! ზიანს აყენებს უამრავ ადამიანს!!!!!!

მკვლელობების და ხულიგნობის და ავტოავარიების უმეტესობა ალკოჰოლის გამო ხდება!!!!! აკრძალეთ!!!!!!

* * *
silver_ranger
QUOTE
ნებსმიერი მარიხუანის მომხმარებელი არის პოტენციური ნარკომანი.

სისულელეა. პლანი ასჯერ მაქვს მოწეული, წამალზე არ მიფიქრია.

რატომ წერთ დეზინფორმაციას მეგობრებო.....


ნებისმიერი ლოთი არის პოტენციური ნარკომანი რომ დავწერო ხო ###ობაა?
biggrin.gif:D

ნებისმიერი მოზარდი არის პოტენციური ნარკომანი ესეთ რაღაცას წერს ტიპი biggrin.gif

Posted by: Hermyon 21 Feb 2018, 20:40
kaiser Soze
QUOTE
შენი აზრით ბიძია თომაე ქოხი არის თუ არა რასიზმზე და მონობაზე?
ან Rise and fall of the Third Reich არის თუ არა ფაშიზმზე?

მერე გაბანძებულაი ფაშიზმი და რასიზმი ხოტბას კია რ ასხამენ და კარგიაო კი არ ამბობენ
ეხლა რომ არიხუანაზე გადაიღო ფილმი აჩვენო როგორ კლავს ხლხს ეგეთი პონტია
მაგრამ ესენი იღებენ კარგ კონტექსტში
QUOTE
მე ჩემი ვთქვი, და სისუსტე სიძლიერე სხვებმა შეაფასონ.

რომ თქვი და შეგიფასე აღმოჩნდა სუსტი და დავწერე კიდეც არაა შენი საქმე პლანაქეშების დაცვა მიხედავენ თავებს
blue_velvet
QUOTE
აკრძალეთ თამბაქო!!!!!!!!!!! ზ

გეთანხმები ასაკრძალია და მოითხოვეთ აუცილებლად ბახალას და პლანის აქციებზე რომ დარბიხართ
QUOTE
ნებისმიერი მოზარდი არის პოტენციური ნარკომანი

რა თქმა უნდა ამიტომ დაუშვებელია ყველანაირი ნარკოტიკის პროპაგანდა

Posted by: H-8_Oil 21 Feb 2018, 20:45
პირველ რიგში გამრავლება უნდა აგიკრძალონ
დანარჩენს დრო უშველის

Posted by: laxxa 21 Feb 2018, 20:47
დაიწყეს შედარება სასმელი და მარიხუანა .საფრანგეთში ყველაზე მეტ ღვინოს სვავენ ჩვენზე მეტს და ცხოვრების ხანგრძლივობით პირველები არიან ევროპაში და ქვეყანაც წარმატებულია. გერმანია ინგლისი ბელგია ჰოლანდია არის ლუდის და ვისკის დიდი მომხმარებელი ( ბელგიაში ადრე 70 აინებამდე) ბავშვებსაც ლუდს ალევინებდნენ დაბალ 1.5 გრადუსიანს უბრალო მიზეზის გამო ჭაობიანი წყალი არ ვარგოდა სასმელად .ეხლა ეს ნარკომანები ქალის მოტყვნის ტრაკი რომ არ აქვთ და მერე ქალებს აბრალებენ გვღალატობენო იქნებ გვითხრათ რომელ ზემოთ დასახელებულ ხალხზე უფრო ძლიერები შრომისუნარიანები ან წარმატებულები ხართ .ლუდისც სასარგებლოა ორგანიზმისთვის წმინდავს სისხლისძარღვებს აძლევს ენერგიას ასევე ვისკი და არაყიც ერტია რომ სასმელი უნდა იყოს ნატურალური და არა შაქარზე დამზადებული .

Posted by: silver_ranger 21 Feb 2018, 21:41

blue_velvet
QUOTE
სისულელეა. პლანი ასჯერ მაქვს მოწეული, წამალზე არ მიფიქრია.

რატომ წერთ დეზინფორმაციას მეგობრებო.....

რამდენი წლის ხარ? biggrin.gif უბრალოდ მაინტერესებს, შეიძლება შენი ასაკის მინიმუმ მეოთხედი სტაჟი მქონდეს. ასჯერ კი არა, დღეში ორჯერ არ მყოფნიდა და მასე ვიყავი წლები, ყველა ნარკოტიკის გასინჯვამ მომიწია ბოლოს გარდა ტაბლეტებისა და კრაკადილისა, მაშინ ეგენი არ იყო. ხოდა მაგის გამო ვთქვი უარი კანაფზეც, მივხვდი რომ ეს "კაიფი" ჩემთვის ცუდად დამთავრდებოდა.
QUOTE
ნებისმიერი მოზარდი არის პოტენციური ნარკომანი ესეთ რაღაცას წერს ტიპი

ნებისმიერი მოზარდი რომელიც შეჯდება პლანზე, არის პოტენციური ნარკომანი! ეგრეა და თუ გინდა შაეცი.

Posted by: mtasiqiteli 21 Feb 2018, 22:16
la reine
QUOTE
არ ვსვამ
არ ვეწევი




გოგო ხარ ბრატ?

Posted by: 7117 21 Feb 2018, 22:22
ზოგიერთები ძალიან ნაზები და სათუთები ხართ, პროპაგანდას აყოლილები, სწორი და არასარეკლამო ინფორმაციის არმქონენი.

თუ არც მოწიე და არც დალიე გგონიათ დიდი რამე შეღავათი გექნებათ?
მთელი სიცოცხლე რამდენი რამე უნდა მოიკლოთ, სირისტიანის იმიჯით იართ და რისთვის?
იმისათვის რომ ძღინკიან სიბერეს 4-5 დამატებითი წელი წაამატოთ?

Posted by: wolfchant 21 Feb 2018, 22:28

...

Posted by: la reine 21 Feb 2018, 23:09
mtasiqiteli

რა კითხვაა ახლა ეს.

პროფილში შეხედვა ასე ძნელია?

ყველაფერი როგორ გეზარებათ.

Posted by: Dface 21 Feb 2018, 23:11
silver_ranger
QUOTE
ნებისმიერი მოზარდი რომელიც შეჯდება პლანზე, არის პოტენციური ნარკომანი! ეგრეა და თუ გინდა შაეცი.

ნებისმიერი მოზარდი რომელიც შეჯდება ალკოჰოლზე ჯიგარ wink.gif ალკოჰოლით იწყებს 95% yes.gif თან მშობლებიც აქეზებენ, მიდი შბვილო მიდი დალიე ნუ მოგერიდება givi.gif facepalm.gif


რარტომ წვალობთ და ბუქსაობთ ესეთ თემებში ისინი ვინც ამ თემის ელემნტარული ანიბანი არ იცის?

Posted by: zura73 21 Feb 2018, 23:13
თქვენ ყველა პოტენციური დამნაშავეები ხართ
არ დამიწყოთ ეხლა არც გაგიფიქრიათ?
მეზარება მოგხედავდით
ნაძირლებო ტქვენა )

* * *
დამავიწყდა, რო მოვრჩები გავაბოლებ საკაიფოდ )

Posted by: silver_ranger 21 Feb 2018, 23:22
Dface
QUOTE
რარტომ წვალობთ და ბუქსაობთ ესეთ თემებში ისინი ვინც ამ თემის ელემნტარული ანიბანი არ იცის?

რამდენი წლის ხარ? biggrin.gif 15 წლის მსუქანი ბალღის წონა პლანი მაქვს მოწეული biggrin.gif
QUOTE
ნებისმიერი მოზარდი რომელიც შეჯდება ალკოჰოლზე ჯიგარ  ალკოჰოლით იწყებს 95%  თან მშობლებიც აქეზებენ, მიდი შბვილო მიდი დალიე ნუ მოგერიდება   

ანუ? ერთი ღლეობის მეორე ღლეობით ჩანაცვლებით ჯამი იცვლება? ღვინოს რო დალევს, მაქსიმუმ არაყზე შეჯდეს ადამიანი, თან სიმთვრალის შეგრძნება იგივე აქვს, ხოლო ნარკოტიკით თრობა არის სხვადასხვანაირი, ამიტომ ერთის კაიფის გემოს რომ გაიგებს ადამიანი, მერე სხვა უნდება. გავლილი მაქვს ეგ პერიოდი მეგობარო და გეუბნები რომ პლანის თამადობით ყოველგვარი ნარკოტიკი არის ღლეობა.


Posted by: Dface 21 Feb 2018, 23:26
silver_ranger
QUOTE
რამდენი წლის ხარ?  15 წლის მსუქანი ბალღის წონა პლანი მაქვს მოწეული 

ეს კითხვა მოდაშია აქ? lol.gif ნახევარზე მეტი ცხოვრება მილეული მაქვს და შეიძლება შენზე მეტი გამოცდილებაც მქონდეს სასმელშიც და მოსაწევშიც, მაგრამ ეს რა შუაშია? user.gif პირადი და მეზობელი ზოიას გამოცდილება რომ სტატისტიკა გგონიათ ეს არის უბედურება სამწუხაროდ...

QUOTE
ღვინოს რო დალევს, მაქსიმუმ არაყზე შეჯდეს ადამიანი, თან სიმთვრალის შეგრძნება იგივე აქვს, ხოლო ნარკოტიკით

კაი კაცო lol.gif



გავედი ამ თემიდან, აქ ალკოჰოლი ნარკოტიკი არ ჰგონიათ givi.gif არ აღიარებენ უფრო სწორად user.gif

Posted by: silver_ranger 21 Feb 2018, 23:32
Dface
QUOTE
გავედი ამ თემიდან, აქ ალკოჰოლი ნარკოტიკი არ ჰგონიათ  არ აღიარებენ უფრო სწორად

ანუ ალკოჰოლი ნარკოტიკია? რაკი მიჩვევა იცის? biggrin.gif ნიკოტინიც ნარკოტიკია ალბად.. biggrin.gif
QUOTE
ნახევარზე მეტი ცხოვრება მილეული მაქვს და შეიძლება შენზე მეტი გამოცდილებაც მქონდეს სასმელშიც და მოსაწევშიც, მაგრამ ეს რა შუაშია? პირადი და მეზობელი ზოიას გამოცდილება რომ სტატისტიკა გგონიათ ეს არის უბედურება სამწუხაროდ...

ჩემს გარშემო ათიდან რომ რვა წამალზე შეჯდა, რათ უნდა ამას სტატისტიკა და ზოია დეიდა? მანახებ პლანაქეშს რომელსაც წამალი არ აქვს გასინჯული ან არ აქვს გასინჯვის სურვილი? მე ვერ განახებ...

Posted by: girvan_88 21 Feb 2018, 23:37
ამ თემაში მალალიტრაჟკების გნიასია ხო? biggrin.gif

Posted by: Hermyon 21 Feb 2018, 23:51
zura73
QUOTE
დამავიწყდა, რო მოვრჩები გავაბოლებ საკაიფოდ )

ერთ ადგილზე გვკიდია გაბოლებით შენს უინტერესო ცხოვრებას მხოლოდ რამოდენიმე საათით გაიფერადებ ხვალ ისევ ის იქნები რაც ხარ
Dface
QUOTE
ნახევარზე მეტი ცხოვრება მილეული მაქვს

ღადაობ? მაქსიმუმ 25 წლის მეგონე
QUOTE
აქ ალკოჰოლი ნარკოტიკი არ ჰგონიათ

შეასხით ალკოჰოლი ერთმანეთს ტრაკში პლანის მწონააღმდეგეები ლოთები ხომ არ გგონივართ? lol.gif

Posted by: silver_ranger 21 Feb 2018, 23:56
Hermyon
QUOTE
პლანის მწონააღმდეგეები ლოთები ხომ არ გგონივართ? 

ბოლოს 2017 წლის..... უი აღარც მახსოვს ბოლოს როდის დავთვერი biggrin.gif

Posted by: Dface 22 Feb 2018, 00:27
silver_ranger
აი 15 წლის ლაწირაკი უზრდელი ბავშვის პოსტს რომ აციტირებ, თან თავისივე თავს რომ ეწინააღმდეგება ორი გვერდით წინ დაწერლი პოსტით

https://forum.ge/?showtopic=35008163&view=findpost&p=52228014
QUOTE
ყოველდღე მთვრალი ვარ და ვერც ვეშვები დამოკიდებულება მაქვს დანებება მინდა და ვერ ვანებებ


რა გგონია ამის შემდეგ უფრო ჭკვიანი გამოჩნდები? user.gif

Posted by: silver_ranger 22 Feb 2018, 00:29
Dface
აბა კარგად დააკვირდი რა მაქვს დაციტირებული. ხო აი რატო გგონივართ რომ რაკი პლანის მოწინაარმდეგე ვარ, ესე იგი ლოთი ვარ? აკრძალონ ალკოჰოლიც მაგის დედაც.. ჩემთვის ნარკოტიკიც და ალკოჰოლიც ერთი ძღრენია.

Posted by: Dface 22 Feb 2018, 00:35
silver_ranger
QUOTE
ხო აი რატო გგონივართ რომ რაკი პლანის მოწინაარმდეგე ვარ, ესე იგი ლოთი ვარ?

არა ბატონო, ეს არსად არ მითქვამს, ცილისწამებას შეეშვით...

Posted by: silver_ranger 22 Feb 2018, 00:39
Dface
QUOTE
არა ბატონო, ეს არსად არ მითქვამს, ცილისწამებას შეეშვით...

რატოა ცილისწამება? როდესაც გეუბნებით რომ ნარკოტიკი ცუდია, პლანი ცუდია, ეგრევე ალკოჰოლისკენ იშვერთ ხელებს, ხოდა იმის პასუხია ეგეც რომ ლოთები რატო გგონივართ ვინც ნარკოტიკების წინააღმდეგი ვართო. არადა ამ დროს ბოლოს როდის დავლიე აღარ მახსოვს.. მგონი წელიწადზე მეტია წვეთი არ დამილევია.

Posted by: Dface 22 Feb 2018, 00:44
silver_ranger
მე სხვაზე ვერაფერს ვიტყვი ვინ რას და რატომ ამბობს, მხოლოდ ჩემს სიტყვებზე რომ ვაგო პასუხი შეიძლება? კარგი მაშინ განვაგრძოთ... მე თუ ალკოჰოლისკენ ვიშვერ ხელს ეს მხოლოდ იმათი დამსახურებაა ვინც ალკოჰოლს განზრახ არ ახსენებს სხვადასხვა მიზეზების გამო და მაგალითად მოსაწევისკენ იშვერს ხელს... თუ თქვენი თავი ამ სიაში არ არის, მაშინ საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ. მარტივია? კიდევ უფრო შემიძლია გაგიმარტივოთ თუ გაუგებარია...

Posted by: silver_ranger 22 Feb 2018, 00:45
Dface
გასაგებია, თქვენ ალკოჰოლის აკრძალვა მოითხოვეთ, ჩვენ კი წინააღმდეგი ვიქნებით პლანის და სხვა მსუბუქი იქნება თუ მძიმე ნარკოტიკის ლეგალიზაციის.

Posted by: Dface 22 Feb 2018, 00:49
silver_ranger
QUOTE
გასაგებია

ვერ ყოფილა მთლად გასაგები

მე არასდროს! აი არასდროს არ ვყოფილვარ არც ალკოჰოლის (მიუხედავად იმისა რომ წლებია აღარ ვსვამ) და არც თამბაქოს (ამასაც საუკუნეა შევეშვი სამუდამოდ) აკრძალვის მომხრე. ზოგადად აკრძალვა სიტყვა თქვენსკენ მოიკითხეთ ბატონო... ტოტალური ამკრძალვისტები თქვენ ხართ როგორც სჩანს.

Posted by: gubaz_merve 22 Feb 2018, 01:01
ჭიჭიკია ისეთი მთვრალი იყო პალტო ყვერით შეიკრა .

Posted by: Internet_Contraband 22 Feb 2018, 01:44
ისევ იგივე წრეზე.

არც ახალი შემოდის ვინმე
არც ახალი არგუმენტი აქვს ვინმეს

საერთოდ საქართველოს პრობლემები 200-300 წლის წინ გაიარეს სხვა ქვეყნებმა და ქართველს რომ კითხო - უკეთ იცის კაცო, ის სხვა ქვეყნები ვერ მიხვდნენ რო ცუდია, ქართველი მიხვდა მარტო და ცუდი რატო უნდა გადმოვიღოთ?

იგივე განვითარებულ ქვეყნებში წასასვლელად ყირაზე გადავლენ, მარა აქ არა, აქ ვერ იღებენ მაგ იდეებს.
აქ ჭაობში უნდა იყვნენ კარგად, გემრიელად. საკუთარ დიდ სულიერებასა და მადლში.

სულ ცოტათი უკანაც კი ვერ იხედებიან სადაც საბჭოთა კავშირში იგივე ინდუსტრია იყო განვითარებული და კიდევ უფრო უკან - იგივე მცენარე კულინარიაში.

არა. ტელევიზორით ყუთიდან ეგრე უთხრეს, ეგრე უთხრეს უბანში და ეგაა რა. საკუთარი აზრი არა ღლე.

ხანდახან ვფიქრობ ამაზე და გზას ვერ ვნახულობ, ალბათ ინგლისურის სწავლებას უნდა მივაწვეთ 100% უფრო ძლიერად, საბავშვო ბაღიდანვე, რომ თანამედროვე ცხოვრებაში მომავალმა ქართველმა თაობებმა ინფორმაციის ათვისება დამოუკიდებლად შეძლონ.

და ოერტეს დონეზე თუ იმედად არ დარჩნენ.

Posted by: GigaDatvi 22 Feb 2018, 06:57
აჰა Fresh კვლწვა

https://www.google.com/amp/www.newsweek.com/drinking-alcohol-tied-long-life-new-study-813013%3famp=1

Posted by: tozi777 22 Feb 2018, 11:01
QUOTE (Internet_Contraband @ 21 Feb 2018, 17:36 )


მერე პლანის პლამტაციებში შენ თუ დაძვრებოდი პლანაქეში მე როგორ გამოვალ?

შენს ნაცვლა lol.gif

Internet_Contraband

ქეში არ ვიყავი, მომიწევია თქვა wink.gif

მეორეც : მე არ ვამტკიცებ, თქვნგან განსხვავებით, პლანი კარგია და კოფეინი და ღვინო ცუდია თქვა, სასაცილოა მსგავსი შედარებები და ეგაა სულ yes.gif old.gif

Posted by: malxaza 22 Feb 2018, 11:51
მგონი აიჭერით )))

კითხვა რიტორიკული იყო.

ისევე როგორც აბსურდული იქნება ალკოჰოლის აკრძალვა იმის გამო, რომ ჩემმა მეზობელმა ჯერ სმა დაიწყო და მერე "კრაკადილზე" გადავიდა.

ასევე აბსურდულია კანაფის აკრძალვა და მძიმე ნარკოტიკების კარიბჭობის დაბრალება.

უნდა ავირჩიოთ პრევენციის გზა, როგორც ალკოჰოლიზმის (იგივე ნარკომანიაა), ასევე ნებისმიერი დამოკიდებულებისადმი.

მაგალითად ისლანდიის ბიუჯეტიდან, თითოეული მოზარდისათვის 50 000 კრონა გამოყო (500$-ის ექვივალენტია), სპორტული აქტივობების დაფინანსებისათვის.

5 წლის ბავშვებს ის კი არ უნდა ვუთხრათ, მოდი მამა ერთი ჭიქა დაგვილიე ან ერთი კანაბისის ნამცხვარი მიირთვი ძმა ბიჭებთანო, პირიქით მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ მსგავს არა ჯანსაღ გარემოებს და მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ დედას უზომო უტ%#ავს სმა/წევა ადამიანის ფსიქიკას.

ლოთობა/მორფინისტობას რაც შეეხება
ადამიანი, რომელიც ათობით წელია დღეში ერთ ჭიქა ჭვინოს სვავს, ან კვირაში ორ ნაფას კანაფს ეწევა, არც ლოთია არც მორფინისტი და სამკურნალოც ნამდვილად არ არის.

Posted by: gubaz_merve 22 Feb 2018, 11:54
QUOTE (kaiser Soze @ 20 Feb 2018, 13:20 )
ეს თემა გამოძახილია იუზერი bochormeli-ის მიერ გახსნილ თემაზე: https://forum.ge/?f=29&showtopic=35008053

თავიდან იქ მინდოდა დამეპოსტა, მაგრამ ეგ საკითხი იმსახურებს ცალკე თემას.

იუზერი bochormeli-ის არგუმენტები კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეხლა მოდი თამბაქოს და ალკოჰოლს შევხედოთ.

1. თამბაქო:
- იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდას 2-4 ჯერ
- იწვევს ინსულტის რისკის ზრდას 2-4 ჯერ
- იწვევს ფილტვის კიბოს რისკის ზრდას 25 -ჯერ
- იწვევს შემდეგი კიბოს ტიპების რისკს: (სპოილერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

- ორსულობისას მოწევა იწვევს შემდეგი რისკების ზრდას: ნაადრევი მშობიარობა, დაბალი დაბადების წონა, მკვდარშობა, საშვილოსნოს გარეთ მშობიარობა.
- კაცებში მოწევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სპერმის დონეზე და გაზარდოს უშვილობის ან შობადობის დეფექტების რისკი
- მოწევა იწვევს მეორე ტიპის დიაბეტის რისკის ზრდას 30-40% -ით
- თამბაქო (ნიკოტინი) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდების გამომწვევი სუბსტანცია, მოწევა ცვლის ტვინის დოპამინერგული ნეირონების სტრუქტურას. სხვა სიტყვებით ეს ნიშნავს რომ მწეველის ტვინი ვერ შეიგრძნობს სიამოვნებას, თუ ნიკოტინის თან დოზა არ ჩაარტყა.
- მოწვევა ყოველწლიურად კლავს 7 მილიონ ადამიანს მსოფლიოში, აქედან 900,000 არიან პასიური მწეველები.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

2. ალკოჰოლი
- გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე და მეტაბოლიზმე, რაც აისახება ადამიანის ქცევებზე, ხასიათზე, და მოტივაციაზე.
- ხშირი სმა იწვევს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს (არითმია, მაღალი წნევა, ინფაქტის რისკი).
- ხშირი სმა იწვევს ღვიძლის ფუნქციონირების მოშლას (ციროზი, ფიბროზი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ცხიმიანი ღვიძლი).
- ორსულობისას დალევა იწვევს დაბადების დეფექტების რისკის ზრდას - შეიძლება ნაყოფის ტვინის დაზიანება.
ამაზე უფრო დეტალურად: https://www.cdc.gov/ncbddd/fasd/index.html
- ხელს უწყობს დემენტიის განვითარებას ასაკთან ერთად და იწვევს ე.წ. "აღმასრულებელი ფუნქციის" მოშლას (რაც არის პრეფრონტალური კორტექსის მთავარი ფუნქცია რომ დაგეგმოს და კონტროლს ქვეშ აიყვანოს ადამიანის ქცევა).
- იწვევს სოციალურ პრობლემებს, პროდუქტიულობის მოშლას, სექსუალური ფუნქციის მოშლას, ძალადობის და ჰომიციდის ზრდას, ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას.
- რაც მთავარია: ალკოჰოლის სოციალური ხარჯერბი:
* CDC-ს გამოთვლით ალკოჰოლის ხარჯები საზოგადოებისთვის მხოლოდ ამერიკაში იყო 249 მილიოარდი დოლარი 2010 წელს. აქედან ხარჯების 72% მოდის სამუშაო პროდუქტიულობის დაკარგვაზე, 11% ჯანდაცვაზე, 10% კრიმინალური მართლმსაჯულების ხარჯებზე, 5% - ავტოსაგზაო შემთხვევებზე.
* ხარჯების 77% მოდის არა ხშირ- მძიმე დალევაზე, არამედ ე.წ. binge drinking-ზე, რაც არის შიგადაშიგ 4 ან მეტი ერთეული ალკოჰოლის დალევა ერთ დაჯდომაზე.
* მხოლოდ ამერიკაში იწვევს ყოველწლიურად 88,000 სიკვდილს და დაახლოებით 2.5 მილიონი პოტენციური სიცოცხლის წლის მოსპობას. ალკოჰოლით დაღუპულთა ცხოვრების ხანგრძლივობა არის საშუალოდ 30 წლით შემცირებული
* ქვემოთა ლინკზე ალკოჰოლისგამო სიკვდილიანობის რიცხვი ყოველ 100,000 მოსახლეზე ქვეყნების მიხედვით. ჩვენში 4.46
http://www.worldlifeexpectancy.com/cause-of-death/alcohol/by-country/

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ყველამ ვიცით, რომ თამბაქო და ალკოჰოლი ლეგალურია და ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი (თინეიჯერებისთვისაც კი). მეტიც, ჩვენს საზოგადოებაში ეგ ქმედებები წახალისებულია, და გარკვეულ სოციალურ დივიდენდებს გმატებს.

ხოდა მოდი კითხვა დავსვათ ზნეობაზე:

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ქვია იმ ადამიანს რომელიც ეწევა, შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად 4 კათხა ლუდს სვამს ფეხბურთის ყურებისას, და ამ დროს მარიხუანის ლეგალიზაციას კბილებით ეწინააღმდეგება და ერის გადაშენების გზად მიიჩნევს?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

იუტებში შედით და ნახეთ მთვრალი ხალხის ქცევები და მერე ექიმის დასკვნაც წარმოიდგიეთ smile.gifმარიხუანის შესახებ დასკვნაში უარყოფით კინტექსტში განხილულია მოწევა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სასუნთ გზებში თუმცა იგივე დასკვნაში ასთმის მკურნალობაზეა საუბარი ტაბლეტკებით biggrin.gif

Posted by: niniaa 22 Feb 2018, 12:17
gubaz_merve
QUOTE
მარიხუანის შესახებ დასკვნაში უარყოფით კინტექსტში განხილულია მოწევა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სასუნთ გზებში თუმცა იგივე დასკვნაში ასთმის მკურნალობაზეა საუბარი ტაბლეტკებით

თამბაქოს ფოთოლიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ biggrin.gif მოკლედ, სამედიცინო მიზნით გამოყენება და რეკრიაციულით სულ სხვადასხვა რამეა,ამას თუ მიხვდება სასტავი, კარგი იქნება.


Posted by: gubaz_merve 22 Feb 2018, 13:04
niniaa
კი მართლა კარგი იქნება,არსებობს ზეთი მარიხუანის მის დასამზადებლადსაჭიროა ერთი ხე სუ მცირე სამკურნალო მიზნებისთვის როგორიცაა მაგალითადhttps://youtu.be/XbOk10hw_V4მაგრამ ხელისუფლება გეუბნება კიბო მხოლოდ ქიმიოთერაპიითო მოწიეთ და დაიხეთქეთ ფილტვებიო ,სასტავს ესმის ეს თუ ვერა smile.gifსაბერძნეთში ბოლო სტადიაშია არლამენტში კანონპროექტი რომელიც მასიური წარმოებას გულისხმობს და მილიარდ ნახევარ ევროს მოუტანს ბიუჯეტს მილიარდ ნახევრად უძაანმაგრეს ექიმებს შევკრებდი საქარტველოში ეს ესმის სასტავს?

Posted by: niniaa 22 Feb 2018, 13:06
kaiser Soze
კონტექსიდან რომ ამოგლიჯეთ და ამონარიდი გააკეთეთ აქედან https://www.cancer.org/treatment/treatments-and-side-effects/complementary-and-alternative-medicine/marijuana-and-cancer.html იქნებ ისიც გეთქვათ , აქვე წერია, რომ მართალია გამოიყენეს ონკოლოგიურ ავადმყოფებში მარიხუანა, მაგრამ არ დადასტურდაო, რომ ის გვეხმარებოდა დაავადების კონტროლირებაში ან დაავადებას კურნავდაო ,ასევე ბოლოს წერენ ,რომ The American Cancer Society Cancer Action Network (ACS CAN), the Society’s advocacy affiliate, has not taken a position on legalization of marijuana for medical purposes because of the need for more scientific research on marijuana’s potential benefits and harms. However, ACS CAN opposes the smoking or vaping of marijuana and other cannabinoids in public places because the carcinogens in marijuana smoke pose numerous health hazards to the patient and others in the patient’s presence.

Posted by: Internet_Contraband 22 Feb 2018, 16:57
tozi777
QUOTE
ქეში არ ვიყავი, მომიწევია თქვა

ესეიგი არაფერი გამოცდილება არ გაქვს და რამდენი წლისა დარბოდი პლანტაციებში - რა მნიშვნელობა აქვს?

QUOTE
მეორეც : მე არ ვამტკიცებ, თქვნგან განსხვავებით, პლანი კარგია და კოფეინი და ღვინო ცუდია თქვა, სასაცილოა მსგავსი შედარებები და ეგაა სულ   

ჰო არ გქონიათ საკმარისი ინფორმაცია და როგორ დაამტკიცებთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)