Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > სულ გაგიჟდა შალიკო


Posted by: sanzona40 19 Feb 2020, 10:12
აღარ გვინდა ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები - ნათელაშვილი რაგბის კავშირს აკრიტიკებს
„ამ სპორტული მხედრიონის გამო, ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ცოდვილი ვარ და შემრისხეთ. ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები. მილიონები რასაც ისინი შეექცევიან უნდა გადავისროლოთ მასობრივი სპორტის დასაფინანსებლად. ჯანმრთელი მომავალი თაობა მაინც გვეყოლება“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
https://www.primetime.ge/news/1582045676-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1?fbclid=IwAR1KCk2cwRWGWcS6jJ0wEp1-aau8gSPcc51xEebo7u_aREA-MNNGc5iIsKw

Posted by: WP-Rex 19 Feb 2020, 10:18
ისე, მაგისგან არაფერია გამორიცხული.
მარა მოჭიდავეებს ნამდვილად ეკუთვნით ეგ სიტყვები.

Posted by: David_Gale 19 Feb 2020, 10:24
ატრაკებენ, ახალი მანდ არაფერია,

ეგ რაგბის კავშირი სულ მასე იყო,

ეროვნული ფორუმის სახელით მიშას დროს გავუგზავნეთ სუვენირი,გამარჯვების მისალოცად, სადაც მხოლოდ ეროვნული ეწერა სიტყვა,ღირსება თუ რაღაც იყო დამატებული, ფორუმი არ ეწერა იტოგში,

ტიპებმა არ აიღეს მიშა გაბრაზდებაო )))

რაგბი შმაგბი არაფერ შუაშია,

საზოგაოდებაა ავადმყოფი და მონური ღირებულებების მატარებელი,

უბრალოდ საქმეს აკეთებენ და დაანებეთ თავი ნუ ჩაუსვრით , ადრეა ჯერ მაგათი დაშეიპება,

საზ აზრი უნდა დაშეიპდეს სწორად და მერე ეგეც ბუნებრივად მიყვება.

ნუ თუ ძიუდოსტებივით სული ბოლომდე გაყიდეს, გაზონდერდნენ და ცემა ტყეპა დაუწყეს ხალხს ქუჩაში და პერესტრელკები, მერე შევჯოროთ კიბატონო.

Posted by: konformist 19 Feb 2020, 13:06
QUOTE (WP-Rex)
მარა მოჭიდავეებს ნამდვილად ეკუთვნით ეგ სიტყვები.

მოჭიდავეები განსაკუთრებით
ზოგადად სპორტის და პარტნომენკლატურის "ურთიერთსიყვარულს" ჯერ კიდე საბჭოთა ფესვები აქვს

ჩაუშვებენ "საქმეში" ამ არჩევნების დროსაც

ჰოდა, მოდი და ნუ დაეთანხმები ნათელაშვილს

სპორტი+საპატრიარხო+ძველბიჭობა=(ადსკაია სმეს) ქოცობის აქტივი

Posted by: დავიდ ვილია 19 Feb 2020, 13:07
როდის იყო დალაგებული

user.gif user.gif user.gif

Posted by: კეცალკოატლი 19 Feb 2020, 13:18
სპორტზე ფულის დახარჯვა სრულიად ზედმეტია ჩემი აზრით, ეს წყალში გადაყრილი თანხებია

Posted by: Krusty_the_Clown 19 Feb 2020, 13:22
კეცალკოატლი
QUOTE
სპორტზე ფულის დახარჯვა სრულიად ზედმეტია ჩემი აზრით, ეს წყალში გადაყრილი თანხებია

ჩვენი მდგომარეობის მქონე ქვეყანაში ნამდვილად, გეთანხმები. ბონუსად ემატება მთელი მაფიოზური კლანები (ფედერაციებში განლაგებული), რომლებიც ღირსეულად ითბობენ ხელ-ფეხს.

Posted by: Choncxis mzera 19 Feb 2020, 13:22
რეალურად სულ სხვა მიზეზი აქვს ამ გაბრაზებას, მაგას ეს სპორტი ევასება მარტო:

ვიდეო დევს ბმულზე:

ინდოელმა მორბენალმა კამეჩებით რბოლისას უსაინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა!


ინდოელმა მორბენალმა სრინივას გაუდამ არაოფიციალურად უსაინ ბოლტის რეკორდი გააუმჯობესა და 100 მეტრ დისტანციაზე ლეგენდარულ იამაიკელზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა.

BBC-ის ცნობით, გაუდამ სარეკორდო დრო კამეჩებით ტრადიციული რბოლის დროს დააფიქსირა.
ამ შეჯიბრს „კამბალა“ ეწოდება და ინდოეთში ტრადიციულად იმართება ხოლმე. წესების თანახმად, კამეჩებით მორბენალმა წყლით დაფარულ ბრინჯის მინდორზე 132, ან 142 მეტრი უნდა დაფაროს. ამის პარალელურად, სპორტსმენს 2 კამეჩი უღელში უნდა ეჭიროს.


28 წლის გაუდამ საწყისი 100 მეტრი 9.55 წამში გაირბინა და ბოლტის რეკორდი 0.03 წამით გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ უსაინ ბოლტმა 100 მეტრზე გარბენში, 2009 წელს ბერლინში 9.58 წამი დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

https://www.crystalsport.ge/news/21377?fbclid=IwAR1MG066BBtx-21yzXu66O7vrtLIjn48kgbdTX9a6-nBdX8IglKxi6BJwBM

Posted by: konformist 19 Feb 2020, 13:29
QUOTE
28 წლის გაუდამ საწყისი 100 მეტრი 9.55 წამში გაირბინა და ბოლტის რეკორდი 0.03 წამით გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ უსაინ ბოლტმა 100 მეტრზე გარბენში, 2009 წელს ბერლინში 9.58 წამი დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ბარევორი გააუმჯობესებს ჩვენთანაც
არჩევნების მერე

sad.gif

Posted by: girvan_88 19 Feb 2020, 13:34
ეჰ შალვა შალვა რავა მევასებოდი იმ დროს ერთოთახიანში მაცივარზე რომ გეძინა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)