მგონი, ჩავაბარე, სადაც მინდოდა
ათეულში ვარ და სულ 15 ადგილია.
თუ ყველამ არ გააპროტესტა ქულა, ჩაბარებული მაქვს და ეგაა.
პირველი პროგრამის გასაუბრებაში ისეთი სასაცილო ქულა დამიწერეს,
არც კი ვიცი, მეწყინოს თუ გამიხარდეს, რომ ეგეთ ,,მაგარ ლექტორებთან" აღარ მექნება ურთიერთობა.
თუმცა იქ, სადაც მინდოდა, ნორმალურად შემაფასეს.
მიმართლების ხელმძღვანელს რომ ესაუბრები სხვაა
და ვიღაც დოქტორანტს, რომელსაც სახეზე აწერია, რომ არ აინტერესებ, სულ სხვა.
ისე, აპელაციას აზრი აქვს? მეც ხომ არ გავაპროტესტო...
2 ქულის მომატება არ მაწყენდა
ჩემი დაკვირვებით, ვისაც ვიცნობ, თსუ-ელებს ყველას ნაკლები ქულა დაგვიწერეს, ვიდრე ილიელებს
:ფაქტისკონსტატაცია,როგორცასეთი:
ხვალ, თსუ-ში მაქვს სპეციალობის გამოცდა, წავედი მოვემზადო, იქ ათეულში კი არა, 3-ში უნდა ვიყო