Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საქართველო > ხვამლის მთა


Posted by: anri---777 16 Sep 2014, 00:28
ადრე მქონდა ამაზე თემა, მაგრამ ვერავინ ვერ ავიყოლიე

მინდა დავლაშქრო ეს მთა, და არა მარტო დავლაშქრო, გამოვიკვლიო კიდეც,
თუმცა მარტო ამას ვერ შევძლებ

ალპინისტები კი მყავს ძმაკაცები, მაგრამ მარტო ეს არ კმარა
დიგერებია საჭირო, ანუ, ვისაც გვირაბებში და გამოქვაბულებში ძრომიალი ეხერხება
ასევე საჭიროა აკვალანგებიც, იმიტომ რომ ხვამლის მთაში შემავალ ზოგიერთ გვირაბში წყალი დგას და ე.წ. სიფონებია შექმნილი

მოკლედ, დიდი ექსპედიციაა ამისათვის საჭირო

პლიუს ამას, მინდა ხვამლის მთის სამანქანე გზაც დავლაშქრო ჩემი ჯიპით, მაგარი ძნელი და რთული გზააო და ეს მით უფრო მიმზიდველია ჩემთვის, ოფფროუდერი ვარ და ისე მოხდა, რომ ხვამლის მთა ჯერ არ დამილაშქრავს, სულ რაღაც ხელისშემშლელი გამოხტებოდა ხოლმე, როცა გადავწყვიტავდი მანდ წასვლას
მე როგორც ვიცი გზა ბოლომდე არ და ვერ ადის, და სადამდეც ადის, ეგეც საკმაოდ რთული გზაა, მით უმეტეს, წვიმის შემდგომ პერიოდში

----------------------------------------------------------------------------------------

აი აქ არის ხვამლის მთაზე მოთხრობილი თითქმის ყველაფერი
http://www.youtube.com/watch?v=hnjTOGCygwc

------------------------------------------------------------------------------------

პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მანდ გვირაბების მთელი სისტემაა,
სათაფლია, პრომეთე, ნავენახევი და ასე შემდეგ, ყველა ეს მღვიმეები ერთი დიდი სისტემაა და ყველაზე მეტად იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ხვამლის შიგნით აუცილებლად უნდა იყოს დიდი, უდიდესი დარბაზი, ხვამლის კლდეები ისეა აგებული, რომ შანსი არაა, შიგნით დიდი სიცარიელე რომ არ იყოს

სამწუხაროდ, რაც გვირაბები შედის ხვამლის მთაში, ზოგი წყლითაა სავსე და ზოგი კი ჩამოშლილი ქვებითაა გავსებული

--------------------------------------------------------------------------------------------------

თუ ვინმემ რაიმე დამატებით იცით ხვამლის შესახებ, ასევე იქ არსებულ გზის შესახებ, გთხოვთ დაწეროთ
მადლობა წინასწარ

Posted by: ნიკა 8 Oct 2014, 23:16
მშრალ ამინდში ჯიპი ადის თითქმის ბოლომდე. სველზე არა მგონია ავიდეს ძალიან დიდი აღმართებია.

Posted by: anri---777 8 Oct 2014, 23:23
ნიკა

მადლობა
ეგ მითხრეს ზუსტად მეც

მაგრამ უნდა ვცადო, სპეციალურად წავალ ნაწვიმარზე ან ცუდ ამინდში, მაინტერესებს, ავალ თუ არა
ვნახოთ
ამ შემოდგომაზე მინდა ავიდე, კარგ M/T საბურავებს ველოდები ეხლა,
ბლოკირებების გარეშე მეყოლება ჯიპი, მხოლოდ შუა დიფფ-ლოკით,
მეც მგონია, რომ ბოლომდე ვერ ავალ
თუ ვცადე, აუცილებლად დავდებ აქ ვიდეოს, თუ სად გავჩერდები ბოლო წერტილზე

Posted by: Otka 10 Oct 2014, 00:30
anri---777
სიფონში აკვალანგით შემსვლელ მარტო 5 ადამიანს ვიცნობ საქართველოში და ისინი კიდე არ შევლენ მაგ სიფონში smile.gif) ეს ისე რომ იცოდე თავზეხელაღებული ხალხი რომ არ შეგხვდეს ექსპედიციაში smile.gif)

Posted by: d_tsabo 10 Oct 2014, 00:56
anri---777
https://www.facebook.com/irakli.julakidze?fref=ts
ამ კაცს დაუკავშIრდი მთელი თავის ცხოვრება ხვამლს იკვლევს და ძალიან კარგი პიროვნებაა

Posted by: anri---777 11 Oct 2014, 00:07
Otka

და რატომ არ შევლენ ?
იქნებ სხვა ვიპოვო ვინმე ასეთი, რავი, ვნახოთ

d_tsabo

მადლობა

______________________________________________________

გაისად ზაფხულში მინდა ხვამლის მთაზე ჯიპით ასვლა, მინიმუმ ორი ჯიპით ვიქნებით,
მე და ჩემი ძმაკაცები
ვისაც სურვილი გექნებათ, შემოგვიერთდით თქვენი ჯიპითაც, ერთად მოვაწყოთ ექსპედიცია

Posted by: anri777 6 Mar 2015, 01:58
ასვლა
https://www.youtube.com/watch?v=tYSc_AOfou0

ჩამოსვლა
https://www.youtube.com/watch?v=7IXnX8w79Ho

Posted by: anri777 26 May 2015, 14:54
ხვამლის მთის არქეოლოგიური კვლევა იწყება

ხვამლის მთაზე არქეოლოგიური სამუშაოები იწყება. ექსპედიციას არქეოლოგი დავით სულხანიშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ხვამლის მთა არასდროს შესწავლილა და მასზე სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამის გამო გადაწყდა. „სამუშაოების დაწყებას გულის ფანცქალით ველოდებით. რა იქნება წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო იქნება. სამუშაოები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს დავით სულხანიშვილი. ხვამლის მთაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ივნისში დაიწყება.
არქეოლოგიური ექსპედიაცია სადაზღვევო კომპანია ,,არდი“-ს მხარდაჭერით მოეწყობა.

http://www.newpress.ge/index.php?page=4&staties_id=2110&rub_param=4

ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ ამ ზაფხულს ვაპირებ ხვამლის მთაზე ასვლას ჩემი ჯიპით, ორივე სამანქანო გზით ( ტვიშიდან ავალ და ოყურეშით ჩამოვალ, ან პირიქით )

მინიმუმ 2 ან 3 ჯიპით ვიქნებით, ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთდით თქვენი ჯიპებით და მოვაწყოთ ჯიპ-ტური ხვამლის მთაზე

Posted by: George Best :) 31 May 2015, 13:38
QUOTE
თუ ვინმემ რაიმე დამატებით იცით ხვამლის შესახებ, ასევე იქ არსებულ გზის შესახებ, გთხოვთ დაწეროთ
მადლობა წინასწარ

გუშინ ვიყავი ღვირიშიდან ფეხით ავედი ბავშვებთან ერთად ვიყავი 20 კმ ვიარეთ ასვლამდე სასწაული რამეა,მანქანით ისე ვერ შეიგრძნობ
ნივა,ვილისი,ეს მანქანებიც ჩვეუულებრივად ადის სამანქანო გზას(მერე 1.5 კმ ფეხით ან ცხენით უნდა იარო,მაიაკის და იქითა კიდე სასწაული ადგილების ნახვა თუ გინდათ ასე 4 კმ-მდე),თუ ნაწვიმარი არ არის
ფეხით ყოველნაირ ამინდში ყოველთვის ახვალ,მთავარია გზა იცოდე
ადით ადით ნახეთ სასწაული რამეა

Posted by: 13plus 1 Jun 2015, 20:26
ჩემი სოფელია ტვიში, ასულიც ვარ ხვამლზე ცხენით და იშვიათია მსგავსი სილამაზე, ყოველშემთხვევაში მე არ მინახია.
თუ ცა მოწმენდილია ზღვა ჩანს, ულამაზესი ადგილია.

Posted by: dito_Metalhead 9 Jun 2015, 10:35
QUOTE (anri777 @ 26 May 2015, 14:54 )
ხვამლის მთის არქეოლოგიური კვლევა იწყება

ხვამლის მთაზე არქეოლოგიური სამუშაოები იწყება. ექსპედიციას არქეოლოგი დავით სულხანიშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ხვამლის მთა არასდროს შესწავლილა და მასზე სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამის გამო გადაწყდა. „სამუშაოების დაწყებას გულის ფანცქალით ველოდებით. რა იქნება წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო იქნება. სამუშაოები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს დავით სულხანიშვილი. ხვამლის მთაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ივნისში დაიწყება.
არქეოლოგიური ექსპედიაცია სადაზღვევო კომპანია ,,არდი“-ს მხარდაჭერით მოეწყობა.

http://www.newpress.ge/index.php?page=4&staties_id=2110&rub_param=4

ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ ამ ზაფხულს ვაპირებ ხვამლის მთაზე ასვლას ჩემი ჯიპით, ორივე სამანქანო გზით ( ტვიშიდან ავალ და ოყურეშით ჩამოვალ, ან პირიქით )

მინიმუმ 2 ან 3 ჯიპით ვიქნებით, ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთდით თქვენი ჯიპებით და მოვაწყოთ ჯიპ-ტური ხვამლის მთაზე

ამ შაბათ კვირას ვიყავი ხვამლზე და გავიცანი ეს არქეოლოგები, ძალიან მაგარი ხალხია. გაგვიმასპინძლდნენ, საინტერესო რაღაცები მოგვიყვნენ, მოგვატარეს იქაურობა, გადაგვყვნენ ზედ. მოკლედ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი მაგ ხალხთან ურთიერთობით.

Posted by: Undergrunder007 6 Jul 2015, 19:14
გამარჯობათ! სტატია შემხვდ,ა ბმულს დავდებ და რუკასაც, სომხეთზე ვკითხულობდი ვიკიპედიაში, ტაო კლარჯეთი სომხეთის სამეფოს შემადგენელ ნაწილადაა რუკაზე, ეს მით უფრო საინტერესოა, რუკა ინგლისურ ენოვანია და მე-10-ე საუკუნეს განეკუთვნება, მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?! ახალბედა ვარ და ნუ დამძრახავთ თუ შეცდომები მომივა, ჩემი აზრით რუკა არა სწორია და უსამართლობა.მომეხმარეთ გაპროტესტებაში. ბმულს დავდებ და რუკასაც.https://ru.wikipedia.org/wiki/Тюркские_топонимы_в_Армении რუკა ვერ ჩავსვი, არ ვიცი როგორ უნდა ჩავსვა მაგრამ მანდ რო შეხვალთ რუკაც იქვე შეგხვდებათ. წინასწარ დიდი მადლობა ვინც მომეხმარებით რომ გავაპროტესტოთ, ისიც კი არ ვიცი ვიკიპედიაზე როგორ უნდა გავაპროტესტო, იმედი მაქვს გამოცდილი იქნება აქ ვინმე, წინასწარ გმადლობთ. ასევე უკაცრავად თემასთან კავშირში რო არაა. არ ვიცოდი ვისთვის მეთქვა და ამიტომ თქვენ მომაფიქრდით.

Posted by: anri777 7 Jul 2015, 00:33
ნუ ეხლა ეგენი იმასაც ამბობენ,
რუსთაველი სომეხიაო, მაწონი სომხურიაო, ხაჭაპური სომხურიაო და რა გიკვირს ?

და ეგ ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედია, და მანდ ნებისმიერს შეუძლია დაწეროს რაც უნდა

ვიკიპედია რომ 99 პროცენტი ტყუილია, ეს მე მგონი, 5 წლის ბავშვმაც იცის უკვე

და ეხლა მანდ ვიღაც ხაჩიკა ან არმენა რაღაცას დაწერს, რა არის ამაში გასაკვირი ?

Posted by: EisblumE 13 Jul 2015, 14:12
მომენატრა ძალიან ,, user.gif
პირველად რომ ვიყავი ისეთი ემოციებით დავბრუნდი ,ამ დრომდე სასტიკად მოხიბლული ვარ,, yes.gif
ამ ზაფხულსაც მინდა ასვლა,,
იმედია ,მოვახერხებ ,, user.gif

13plus
QUOTE
ასულიც ვარ ხვამლზე ცხენით და იშვიათია მსგავსი სილამაზე, ყოველშემთხვევაში მე არ მინახია.


მეც ცხენით წავბოდიალდი ,, user.gif
მაგას კიდევ თავისი ხიბლი აქვს,,
რაღაც განსხვავებული ,, user.gif


თუ წავალ ,ისევ ცხენით წავალ,, yes.gif

Posted by: 13plus 14 Jul 2015, 00:47
EisblumE
ტვიშელი ხარ?
3-4წელია არ ვყოფილვარ მაქეთ, ძალიან მომენატრა ლეჩხუმი

Posted by: EisblumE 14 Jul 2015, 01:33
13plus

ნწ,,
დღნორისაში ვიყავი სტუმრად ,, jump.gif

ნუ,სტუმრადაც არა,,
შემთხვევით გავიგე რომ დიდი ბებიის სახლი ყოფილა იქ უკვე წლები დაკეტილი და,,
ჩავბარგდი და წავბოდიალდი,, user.gif

საოცარი ადგილი აღმოჩნდა,,
წამოსვლა აღარ მინდოდა.. user.gif

ხოდა ეს ხვამლის მთა რომ გადმომყურებდა თავზე,,
უნდა მოვინახულო არ მაინტერესებს მეთქი და,,
მეგობრები, ვინც თან გავიყოლე სოფელში , უარზე იყვნენ ..
ნერვები მომეშალა და რამდენიმე თანასოფლელთან ერთად წავჩერჩეტდი ხოდა
კარგიც ვქენი,,
საოცრება იყო ,, yes.gif

chups.gif

Posted by: anri777 14 Jul 2015, 23:30
ამ აგვისტოს ვაპირებ დავლაშქრო ხვამლის მთა ჩემი ჯიპით

ამ ეტაპზე გეგმაში გვაქვს საძმაკაცომ მოვაწყოთ ჯიპ-ტური ხვამლზე,
მინიმუმ სამი ჯიპით ვიქნებით

ვისაც სურვილი გექნებათ, შემოგვიერთდით და ერთად დავლაშქროთ ხვამლი

ოღონდ ერთი გაითვალისწინეთ,
სერიოზული ჯიპია საჭირო, და არა პარკეტნიკი,
აუცილებლად უნდა ჰქონდეს თქვენს ჯიპს ე.წ. რაზდატკა ანუ დამადაბლებელი გადაცემა ( პანიჟენნი პერედაჩა ),
და ჯიპი მწყობრში უნდა იყოს, განსაკუთრებით ძრავის გაგრილების სისტემა,
იმიტომ რომ სულ აღმართებია და პანიჟენნის გარეშე ხვამლზე ვერ ახვალ, პლიუს ამას, დიდ დატვირთვებზე ძრავი ხურდება და დიდი შანსია წყალი აგიდუღოს

ხო კიდევ,
წვიმა და ნაწვიმარი არ უნდა იყოს,
ამ დროს 99 პროცენტ ვერ ახვალ ხვამლზე,

ნუ მე მაქვს ოფფ-როუდის 10 წლიანი გამოცდილება, მაგრამ ჩემს ძმაკაცებზე მეშინია, ასეთ ამინდში დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ მომიწევს მათი ამოთრევა ტალახებიდან

თუ სერიოზული გამოცდილი მძღოლი ხარ, გაქვს რაღაც შანსი,
თუმცა როგორც ვთქვი უკვე, 99 პროცენტ ვერ ახვალთ ასეთ ამინდში

Posted by: EisblumE 15 Jul 2015, 16:50
anri777


QUOTE
თუ სერიოზული გამოცდილი მძღოლი ხარ, გაქვს რაღაც შანსი,
თუმცა როგორც ვთქვი უკვე, 99 პროცენტ ვერ ახვალთ ასეთ ამინდში


ისევ ცხენით მირჩევნია,, chups.gif

Posted by: grizly2 24 Mar 2018, 20:42
Iyavi shen mgoni dzmao jipit am mtaze da gaqvs gamocdileba garkveuli
Patara manqanit sadamde aval?



Posted by: nissan-terrano 3 Apr 2018, 20:12
grizly2

პატარა მანქანით ?
ჯერ უნდა თქვა რა მანქანაა,
პატარაა ნისან მარჩი 4X4 მაგალითად

მე მინახავს ოპელ ვექტრათი ასულა ტიპი აღმართზე, სადაც ჯიპი ჰიუნდაი ტარაკანი ვერ ავიდა, ნუ ამ დროს რა თქმა უნდა მძღოლია უმთავრესი, მერე მანქანა

ისე კი, თუ საშუალო მძღოლი ხარ, ტვიშს რომ გადაუხვევ, დასტოპე, ვერსად ვერ ახვალ პატარა მანქანით, მით უმეტეს თუ ნაწვიმარი იქნა

Posted by: grizly2 4 Apr 2018, 05:14
nissan-terrano
ხო ნაწვიმარი თუ იქნა წავიკითხე პოსტები ჯიპებსაც კი უჭირთო. ტვიშის მერე ლახეფაა მგონი და მანდაც საშინელი გზაა როგორც გავიგე.
მეორე მხრიდან ოყურეშიდან რო წავიდე კაი ამინდი რო იყოს სადამდე შევძლებ მისვლას?
არ მინდა თავი შევიქო მარა გამოცდილება მაქვს კარგი. მანქანას რაცშეეხება არის რამდენიმე რითიც შეიძლება წავიდეთ. ძირითადად წინა წამყვანი ბორბლები.

* * *
ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ამ შემთხვევაში ყავთ,რითიც შეიძლება წავიდეთ ერთს აირტეკი და მეორეს ცრვ ძველი

Posted by: xonski2 12 May 2018, 16:42
გოლფით ვიყავი წინა ზაფხულს. ...........................

Posted by: nissan-terrano 12 May 2018, 18:41
მშრალზე უკანა ვედუშით არის ვარიანტი რომ ახვიდე თითქმის ბოლომდე,
კარგი მძღოლი უნდა იყო და პოზიციების არჩევა უნდა შეგეძლოს, რომ კარგად გადახვიდე ცუდ ადგილებზე

თუმცა მანდ მშრალი თითქმის არასდროს არაა

პლიუს ამას, კარგ მდგომარეობაში უნდა გქონდეს გაგრილების სისტემა, თორემ ამ წყალს აგიდუღებს და ან შლანგებს ან რადიატორს გახეთქავ

Posted by: USAQMURI 5 Jul 2019, 15:43
გამარჯობა
რომელი მხრიდან მიდის გზა? რამე რუკა ხო არ გაქვთ ან გუგლ მეფზე რო მიმითითოთ.
გამართული ფორესტერით ვარ და ასვლა მინდა. გზა არ ვიცი smile.gif

Posted by: grizly2 29 Jul 2019, 16:31
USAQMURI
რამდენიმე გზა არსებობს.
ერთ-ერთია სოფელი ტვიშიდან.
ჯერ ქუთაისში ჩახვალ.
ქუთაისიდან ტვიშამდე გზა მდინარე რიონის ხეობაში, მთებს შორის გადის.
* * *
სოფელი ოყურეშიდანაც მიდის გზა და სოფლის გავლით მიუყვება დაზიანებულ საავტომობილო გზას. გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი გადაადგილება. მარშრუტის საწყისი წერტილიდან 10.5 კილომეტრში გზაგასაყართან გვხვდება საბანაკე ადგილი. საბანაკესთან ახლოს არის წყარო

Posted by: giolatte 11 Sep 2019, 22:50
QUOTE (anri---777 @ 16 Sep 2014, 00:28 )
ადრე მქონდა ამაზე თემა, მაგრამ ვერავინ ვერ ავიყოლიე

მინდა დავლაშქრო ეს მთა, და არა მარტო დავლაშქრო, გამოვიკვლიო კიდეც,
თუმცა მარტო ამას ვერ შევძლებ

ალპინისტები კი მყავს ძმაკაცები, მაგრამ მარტო ეს არ კმარა
დიგერებია საჭირო, ანუ, ვისაც გვირაბებში და გამოქვაბულებში ძრომიალი ეხერხება
ასევე საჭიროა აკვალანგებიც, იმიტომ რომ ხვამლის მთაში შემავალ ზოგიერთ გვირაბში წყალი დგას და ე.წ. სიფონებია შექმნილი

მოკლედ, დიდი ექსპედიციაა ამისათვის საჭირო

პლიუს ამას, მინდა ხვამლის მთის სამანქანე გზაც დავლაშქრო ჩემი ჯიპით, მაგარი ძნელი და რთული გზააო და ეს მით უფრო მიმზიდველია ჩემთვის, ოფფროუდერი ვარ და ისე მოხდა, რომ ხვამლის მთა ჯერ არ დამილაშქრავს, სულ რაღაც ხელისშემშლელი გამოხტებოდა ხოლმე, როცა გადავწყვიტავდი მანდ წასვლას
მე როგორც ვიცი გზა ბოლომდე არ და ვერ ადის, და სადამდეც ადის, ეგეც საკმაოდ რთული გზაა, მით უმეტეს, წვიმის შემდგომ პერიოდში

----------------------------------------------------------------------------------------

აი აქ არის ხვამლის მთაზე მოთხრობილი თითქმის ყველაფერი
http://www.youtube.com/watch?v=hnjTOGCygwc

------------------------------------------------------------------------------------

პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მანდ გვირაბების მთელი სისტემაა,
სათაფლია, პრომეთე, ნავენახევი და ასე შემდეგ, ყველა ეს მღვიმეები ერთი დიდი სისტემაა და ყველაზე მეტად იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ხვამლის შიგნით აუცილებლად უნდა იყოს დიდი, უდიდესი დარბაზი, ხვამლის კლდეები ისეა აგებული, რომ შანსი არაა, შიგნით დიდი სიცარიელე რომ არ იყოს

სამწუხაროდ, რაც გვირაბები შედის ხვამლის მთაში, ზოგი წყლითაა სავსე და ზოგი კი ჩამოშლილი ქვებითაა გავსებული

--------------------------------------------------------------------------------------------------

თუ ვინმემ რაიმე დამატებით იცით ხვამლის შესახებ, ასევე იქ არსებულ გზის შესახებ, გთხოვთ დაწეროთ
მადლობა წინასწარ

პირადში გადავიდეთ, სხვა მიმართულება მაქვს მე, მაგრამ ხვამლის მთა ყოველთვის ჩემ ინტერესებში შედიოდა

Posted by: მამაო თამაზი 11 Sep 2019, 22:52
მომავალი ზაფხულისთვის ვგეგმავ ხომლის მთაზე გასვლას. ვინმე ხო არ ემზადება კიდევ ან ხო არ გეგმავს მანდ წასვლას?

Posted by: Gudulasheli 22 Sep 2019, 13:23
სადღაც ივნისშია ხოლმე ხვამლობა და ჩვეულებრივი ოპელებითაც ადიან ტბამდე. ვინც ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ; მერე ტყეში უნდა ახვიდე და იქ არი რთული გზა ძაან. ტბიდან დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა გიწევს ფეხით. ისე, ბოლომდე რო მანქანით ახვიდე, შანსი არაა ეკლესიამდე. 2კმ მაინც გიწევს ფეხით, ისეთი გზაა, ცხენზეც არ ვჯდებოდით ხოლმე, აღვირით მიგვყავდა ცხენები

კაი ხანია არ ვყოფილვარ და ახლა გააკეთესო მგონი, ტრაქტორები დადიოდნენ ეკლესიის ირგვლივ და რა ვიცი rolleyes.gif

Posted by: Dodecahedron 19 Jun 2020, 15:02
ლეჩხუმლებო love.gif

Posted by: ნიკა 13 Jul 2020, 21:48
ბეტონის გზაა. ბოლო 500 მეტრი გრუნტი და ქვები, მარა ფორესტერი ავიდა ეკლესიასთან. ნუ ჯვარზე ცხადია ბილიკია ისევ.

Posted by: Pepper_Crowley 11 Apr 2021, 18:10
ალბათ ხვამლს ვნახავ ამ თვის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში.
ჩემი პირველი ლაშქრობა smile.gif))
ტრადიციული ლაშქრობა არ იქნება, მანქანით ავალ-ჩამოვალ, მაგრამ მაინც, ფეხით მოძრაობაც შემრჩება. გზა წესით მშვენიერი უნდა იყოს. სვანეთიდან რომ მოვდიოდი შარშან, ბეტონის გზა ადიოდა ხვამლისკენ. წავიღებ სალაშქრო ამუნიციას, შეიძლება დავრჩე კიდეც. გააჩნია განწყობას და სიტუაციას.

არის ისეთი ადგილები რაც აუცილებლად უნდა ვნახო, რამე რჩევა გაქვთ?




Posted by: Pepper_Crowley 23 Jul 2021, 21:47
user posted image

[B]

Posted by: Anri-1974 19 Jan 2023, 19:46
კი, თითქმის ბოლომდე ადიხარ ხვამლზე,
მეორე გზაც არის, ტვიშიდან,
ის გზა ისევ ოფფროუდია

Posted by: Aprika 19 Jan 2023, 23:59
https://www.youtube.com/watch?v=rJYcmq__nDM

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)