მოგესალმებით მეგობრებო!
ვინაიდან წინა თემაში ვსაუბრობდით ამ სპორტის სახეობაზე ისინი ვინც ჩახედულები ვიყავით და სხვები ვერ ხვდებოდნენ თუ რაზე იყო საუბარი, ამ თემას დავიწყებ ზოგადად ბიატლონზე საუბრით და ვეცდები მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა მისი წესები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სახეობა დიდ ინტერესს გამოიწვევს ხალხში. მაშ ასე დავიწყოთ
ისტორია
ბიატლონი ზამთრის სპორტის სახეობაა, რომელიც შედგება თხილამურებით სირბილისა და შაშხანის სროლისგან. მას, ბრიტანული წყაროების მიხედვით სკანდინავიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ სხვა ქვეყნებში განვითარდა. თავდაპირველად, მე_18 საუკუნეში, ნორვეგიელები სამხედრო ვარჯიშის დროს იყენებდნენ ამ სახეობას. ისინი ატერებდნენ საბრძოლო შეჯიბრებებს 4 სახეობაში: 1. მაღალ სიჩქარეზე სრიალისას სამიზნეში სროლაში, 2. გორაკზე დაშვებაში ხეების შორის, 3. დიდ მთებზე სწრაფდაშვებაში წაქცევის გარეშე და 4. გრძელ დისტანციაზე იარიაღის და საბრძოლო აღჭურვილობის ტარებაში. თავდაპირველად ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს კომბინაცია შეიტანა თავის სახეობებში და 1924, 1928, 1936 და 1948 წლებში ტარდებოდა კიდეც შეჯიბრი, თუმცა, მოგვიანებით მათ ამოიღეს ეს სახოება ოლიმპიური დისციპლინების სიიდან იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ამ სახეობის წესებს. საინტერესოა, რომ პირველ შეჯიბრში 1924 წელს, შამონში (საფრანგეთი) შვეიცარიელებმა მოახერხეს ოქროს მედლის მოპოვება რომელთა გუნდსაც კაპიტანი დენის ვაუხერი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ სპორტის სახეობამ ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნებში და 1958 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატიც ჩატარდა ავსტრიაში, 1960 წელს კი ოლიმპიურმა კომიტეტმა საბოლოოდ მიიღო ეს სპორტი თავის სახეობად.
აღჭურვილობა
მოთხილამურეები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ის თხილამურები, რომლებიც ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციის მიერაა დამტკიცებული. თხილამურის მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 4სმ_ზე დაბალი. რაც შეეხება შაშხანას. მოთხილამურეები იყენებენ მცირე ზომის შაშხანას, რომელიც უნდა იწონიდეს მინიმუმ 3.5 კილოგრამს და ის უნდა ატაროს მთელი შეჯიბრის მანძილზე. სულ არის 5 სამიზნე, რომლებიც განთავსებულია სასროლი დისტანციიდან 50 მეტრზე. მათი დიამეტრი კი დამოკიდებულია სასროლ პოზიციაზე. მონაწილეებს უწევთ, როგორც დაწოლილ
ისე დამდგარ მდგომარეობაში სროლა
(მინიმუმუმ ერთხელ მაინც) (ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ) პირველ შემთხვევაში სამიზნის დიამეტრია 45 მმ ხოლო მეორეში კი 115მმ. ეს სამიზნეები მოთხილამურის სასროლი პოზიციის გათვალისწინებით ავტომატურად იცვლება.
ზოგადი ინფორმაცია (რომელიც ჩემი აზრით ცოტა უინტერესოა
) ამით დავასრულოთ და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, წესებზე.
წესები
შევეცდები მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად ავხსნა ყველაფერი. ბიატლონში გვაქვს სხვადასხვა ტიპის დისციპლინები, რომელთაც თავიანთი წესები აქვთ.
ინდივიდუალური რბოლა - ეს სახეობა ყველაზე ძველია და ამიტომ ამით დავიწყებ. მონაწილეები კენჭისყრის მიხედვით იღებენ ნომრებს, რომლის მიხედვითად დგებიან სტარტის ხაზზე. როდესაც პირველი სპორტსმენი აიღებს სტარტს, 30 წამის შემდეგ მას გამოყვება მეორე, ისევ 30 წამში მესამე და ასე შემდეგ. როგორც წესი ინდივიდუალურ რბოლაში ყველაზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს და ყველაზე მოულოდნელი შედეგებიც ფიქსირდება ხოლმე. კაცებს უწევთ 20 კმ_იანი დისტანციის დაფარვა, ქალებს კი 15 კმ_იანი. შესაბამისად მათ უწევთ 5 წრის გავლა. როდესაც სტარტიდან 1 წრეს დაარტყავს მოთხილამურე, მან უნდა ისროლოს მიზანში ხუთჯერ, როგორც ზევით ვისაუბრე, შემდეგ მეორე წრის დარტყმის შემდეგ კიდევ 5_ჯერ და ასე მოუწევს 4_ჯერ სროლა, შემდეგ კი წავა ბოლო წრეზე სადაც სტადიონთან მისვლის და სროლის ნაცვლად ფინიშისკენ გადაუხვეს და გადაკვეთავს მას. გამარჯვებული იქნება ის ვინც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს ფინიშამდე მისვლას, თუმცა ალბათ გაჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას მოთხილამურე ყველა ტყვიას გაარტყავს მიზანში თუ არა. სწორედ აქ ვხვდებით ყველაზე დიდ სირთულეს. ტყვიების აცილება ყველაზე ძვირად სწორედ ინდივიდუალურში ფასობს. ჯერ ვთქვათ ის, რომ 1 და 3 ჯერზე მოთხილამურეს უწევს დაწოლილი სროლა, ხოლო 2 და 4 სროლაზე ფეხზე დამდგარი, რაც უფრო რთულია და შესაბამისად სამიზნეც უფრო დიდია. (ამის შესახებაც ვისაუბრეთ ზევით) მოთხილამურე რამდენ სროლასაც გააფუჭებს, მის დროს დაემატება იმდენი წუთი, მაგალითად: თუ ვინმე პირველ სროლაზე მივიდა და დრო აქვს 3 წუთი და 26 წამი, და ამ დროს პირველი ააცილა, მისი დრო გახდება 4:26, თუ კიდევ ააცილებს ისევ 1 წუთით მეტი და ასე მოხდება ოთხივე სროლაზე, არადა მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ დროში დაასრულო შენი გამოსვლა. ამის გათვალისწინებით მიზანში მორტყმა უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად ძალიან რთულია, განსაკუთრებით თუ ამინდი არ უწყობს ხელს მოთხილამურეს. სროლაზე ძალიან დიდ გავლენას ახდეს ქარი, რომლის გამოც ხშირად გადადებულა შეჯიბრი. ასევე წრეების გავლასთან ერთად მონაწილეებიც უფრო და უფრო იღლეებიან და ვერ წარმოიდგენთ თუ რამდენად რთულია არეული სუნთქვით სამიზენში ზუსტად მორტყმა. ამრიგად. ინდივიდუალური სახეობაში სროლას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, თუმცა გვყავს რამოდენიმე ,,გიჟი" რომელთაც შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაინც. და შესაბამისად იშვიათად ხდება, რომ ვინმე 20_დან 20_ჯერ მოახერხოს სამიზნეში მორტყმა.
სპრინტი და გამოდევნება - მიუხედავად იმისა, რომ ამ 2 დისციპლინაში მედლები ცალ-ცალკე თამაშდება და სხვადასხვა დღეს ტარდება, მე მაინც გავაერთიანე და მალე ნახავთ თუ რატომ. სპრინტში სტარტის აღების პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორც ინდივიდუალურში, და მონაწილეებიც კენჭისყრის მიხედვით ლაგდებიან, თუმცა აქ კაცებს უწევთ 10, ქალებს კი 7.5 კმ_ის გავლა, შესაბამისად 3-3 წრის და 2 სროლის განხორციელება, პირველის დაწოლილ, მეორეს კი დამდგარ მდგომარეობაში, თუმცა როგორც გითხარით, აცილება ყველაზე ძვირად ინდივიდუალურში ფასობს, რადგან აქ რამდენ სროლასაც გააფუჭებ, იმდენი საჯარიმო 150 მ_იანი საჯარიმო წრის დარტყმა მოგიწევს, რომელიც სასროლეთიდან გამოსვლისას მალევეა განთავსებული, ან ჩვეულებრივად ადგები და თუ 1 გაქვს აცილებული 1 წრეს დაარტყავ და გააგრძელებ გზას, თუ 2 - 2წრეს და ასე შემდეგ. თუმცა ამ წრეების გავლა ბევრად მარტივად შეიძლება, ვიდრე იმ 1 წუთის ამოღება, რაც ინდივიდუალურის დროს გემატება. გამარჯვებული აქაც საუკეთესო დროით ვლინდება. ახლა რაც შეეხება გამოდევნებას. გამოდევნებაში მონაწილეები სტარტზე 4 მწკრივად არიან ჩალაგებული (ვფიქრობ ეს სურათი დაგეხმარებათ)
ისინი სტარტს იღებენ იმ ინტერვალით, რამდენიათაც წააგეს სპრინტში გამარჯვებულთან. ანუ, თუ მეორე ადგილმა სპრინტი წააგო 15 წამით ლიდერთან, ის 15 წამით გვიან აიღებს სტარტს, მესამემ თუ 17 წააგო, შესაბამისად ის 2 წამში გამოყვება მეორეს და ასე გაგრძელდება, თუმცა აქ მონაწილეობას არ იღებს ყველა, მხოლოდ ის 60 სპორტსმენი რომელმაც სპრინტში ამდენი ადგილი გაინაწილეს. ამ შემთხვევაშ მონაწილეებს უწევთ 4 სროლის განხორციელება, კაცები ურტყავენ 12.5 ქალები კი 10 კმ_ს და აცილებების პრინციპი ზუსტად ისეთია, როგორიც სპრინტში, ანუ საჯარიმო წრე, თუმცა აქ გამარჯვებული გახდება ის ვინც პირველი მივა ფინიშთან.
მასს-სტარტი - ეს სახეობა როგორც წესი ყველაზე სანახაობრვი გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში ისევ 4 რიგში თანმიმდევრობით დგას რეიტინგის ქულებით 30 საუკეთესო მოთხილამურე (ქულებზე ქვევით ვისაუბრებ) და ისინი ერთდროულად იღებენ სტარტს. ამ შემთხვევაში ქალები გადიან 12.5 კაცები კი 15 კმ_ს. აქაც 4 სროლაა, აცილებაზე საჯარიმო წრეებით, გამარჯვებული კი ის იქნება ვინც პირველი მივა ფინიშთან.
გუნდური (ცალკე ქალების და ცალკე მამაკაცების) - ამ დისციპლინაში კი ყველაფერი გუნდურობაზეა დამოკიდებული, თუმცა შეიძლება ერთმა მოთხილამურემ ყველაფერი გააფუჭოს. (როგორც შარშან ფრანგებს მოსდიოდათ
) თითოეულ გუნდში არის 4 მონაწილე. (რა თქმა უნდა სათითაოდ გამოდის ყველა) მწვრთნელები მათ თანმიმდევრობას თავიანთი სურვილისამებრ ირჩევენ. მოთხილამურეები გადიან სპრინტის დისტანციას (ქალები 7.5 - კაცები 10 კმ_ს), 2 სროლით (1 დაწოლილი, 1 ფეხზე), თავიანთი გამოსვლის შემდეგ კი ფინიშის ხაზისკენ უხვევენ სადაც მათ ხვდებათ მომზადებული თანაგუნდელი, მიარტყავენ მას ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მისი გუნდელი ერთვება ესტაფეტაში. თუმცა, აქ აცილებების პრინციპიც განსხვავებულია. თითოეულ მონაწილეს დამატებით აქვთ 3 ტყვია, 5 სროლის დასრულების შემდეგ რამდენსაც ააცილებენ, იმდენჯერ სათითაოდ უწევს მისი ჩატენვა და სროლა და თუ ეს 8 ტყვიაც არ აღმოჩნდა საკმარისი 5 სამიზნის დასახურად, შემდეგ საჯარიმო წრეზე უწევს წასვლა. გამარჯვებული აქაც ის გუნდი გახდება, რომელთაც ბოლო სპორტსმენიც პირველი მივა ფინიშზე.
შერეული გუნდური (მიქსი) - ამ დისციპლინის პრინციპი თითქმის იგივეა, თუმცა აქ გუნდშია 2 ქალი და 2 მამაკაცი, ჯერ ქალები გადიან თავიანთ დისტანციებს, (7.5კმ_ს) შემდეგ კი მამაკაცები. (10კმ)
ერთეულთა შერეული გუნდური - აქ კი მხოლოდ 1 ქალი და 1 მამაკაცია და ეს დისციპლინა ზოგადად სულ 2_ჯერ გამოიყენება მთელ სეზონში. ჯერ ქალი ურტყავს თავის დისტანციას, შემდეგ მამაკაცი, შემდეგ ისევ ქალი და შემდეგ ისევ მამაკაცი.
და ბოლოს ერთი საინტერესო რამ. ყოველი რბოლის დაწყების წინ ამა თუ იმ დისციპლინის ლიდერს აცვია გარედან დამატებით ყვითელი მაისური, ანუ სპრინტის ქულების ლიდერს ცალკე, გამოდევნების ცალკე და ასე შემდეგ, საერთოდ ქულების ლიდერს კი წითელი მაისური. ხოლო თუ დავუშვათ ვინმე ქულების ლიდერიცაა და სპრინტისაც, მას წითელ-ყვითელი მაისური ეცმევა გარედან დამატებით.
დიდი იმედი მაქვს გასაგებად დავწერე ყველაფერი, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ შეგიძლიათ დაწეროთ.
ახლა გადავიდეთ ქულების პრინციპზე.
ქულები
ბიატლონში ქულას იღებს ყველა 1_დან 40_ს ჩათვლით.
საბოლოო ჯამში მონაწილეები იღებენ დიდ და პატარა ბროლის გლობუსებს. ცალკეულ დისციპლინებში პატარა ბროლის გლობუსებს, საერთო ჩათვლაში დიდ ბროლის გლობუსს.
შარშანდელი დიდი გლობუსის გამარჯვებულები ლაურა დალმაიერი (გერმანია) და მარტინ ფურკადი (საფრანგეთი)
საპრიზო ფონდი
ინდივიდუალურ რბოლებში (სპრინტი, მასს-სტარტი არ აქ მნიშვნელობა) 1 ადგილი იღებს 13000 ევროს, მეორე - 10000 და მესამე - 7000
ესტაფეტებში - 1ადგილი იღებს 20000, მეორე - 14000 და მესამე - 110000
დიდი გლობუსის გამარჯვებული - 28000 ევროს იღებს, მეორეზე გასული - 23000 და მესამე - 18000
დამატებით, რბოლაში ყვითელი მაიკით გამოსული იღებს 1000 ევროს და წითელით გამოსული 750
მსოფლიოს ჩემპიონები
ქალები
მამაკაცები
მოგებებით ლიდერები
კაცები
ქალები
მუქი ლურჯად რომელი სპორტსმენებიც არიან, დღესაც მონაწილეობენ.
2017-18 სეზონი (ოლიმპიური სეზონი)
დამატებითი ინფორმაცია
კურორტების ვებ-საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბიატლონთან დაკავშირებული ვებ-საიტები
ინგლისური საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გერმანული საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რუსული საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საყურებელი არხები და ლინკები
Eurosport HD1