მყნობით მცენარეს აძლევენ სხვადასხვა ფორმას. ცნობილია მყნობის მრავალი წესი, რომელთაგანაც წარმოებაში იყენებენ 10-15-ს. ხეხილოვანი ჯიშების მყნობას ატარებენ კვირტით (ოკულირებით), კალმით, სალტით, შეხებით (აბლაქტირება). სპეციალური მიზნებისათვის იყენებენ აგრეთვე საძირის ქერქზე გაღივებული თესლით მყნობას და სხვა. ბალახოვანი მცენარეების მყნობა ხდება ნაყოფის ნაწილებით, გორგლებით, ბოლქვებით, ერთი თესლის ჩანასახის გადატანით მეორეზე.
==========================================================================================================================================================
კალმით მყნობა ტარდება — კოპულირებით, გვერდითი ჭრილით, სოლით, გაპობით, ქერქქვეშა გადახიდვით და სხვა. მევენახეობაში უფრო კალმით მყნობას იყენებენ.
კვირტით მყნობა (ოკულირება) მყნობის ყველაზე გავრცელებულია წესია
ზოგადი ინფორმაცია
მყნობა ეს არის ერთი მცენარის (სანამყენე) კალმის ან კვირტის გადანერგვა მეორე მცენარეზე (საძირე).ზამთარში მყნობა ტარდება მცენარის ვეგეტატიური სვენების პერიოდში (შენობაში), გაზაფხულზე-მარტიდან ივნისამდე, ზაფხულში ივნის-სექტემბერში.
მყნობა ხეხილოვანი ჯიშების ვეგეტატიური გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მას იყენებენ მრავალწლოვანი მცენარეების ჯიშური თვისებების შესანარჩუნებლად, გასაუმჯობესებლად.
საძირისა და სანამყენის შერჩევა ხდება მათი მაღალი სამეურნეო თვისებების, მოსავლიანობის, ყინვა-გვალვა და მავნებლებ-დაავადებებისადმი გამძლეობის, აგრეთვე ადრე მსხმოიარობის მიზნით.
კვირტით მყნობა (ოკულირება) მყნობის ყველაზე გავრცელებულია წესია-საძირე კარგად იზრდება, სანამყენე მასალა ნაკლები იხარჯება. ოკულირებას ძირითადად იყენებენ სანერგეებში-სარგავი მასალის წარმოებისთვის.
კვირტით მყნობა რამდენიმე ოპერაციისაგან შედგება: კვირტის ანათალის აღება; საძირეზე, ფესვის ყელთან, ნიადაგიდან 5—7 სმ სიმაღლეზე T ფორმის ჭრილის გაკეთება. კვირტის მოთავსება ჭრილში და შეხვევა (ხრალით და სხვა).
საძირის ოკულირებისთვის მომზადება
საძირეების ოკულრირებისთვის ხის ძირის ქვედა ნაწილს შემოვაცლით მიწას, შტამბი უნდა განთავისუფლდეს 10-15 სმ-ის სიმაღლეზე ფესვის ყელიდან. უშუალოდ მყნობის წინ ხის ტანს წმენდენ დასველებული ჩვრით, რათა ოკულირების დროს ჭრილობაში ჭუჭყი არ დარჩეს.
კვირტი მყნობისთვის
მყნობისთვის იყენებენ, ძლიერ განვითარებულ, ჯამრთელ ერთწლიან (ხშირ შემთხვევაში)მ ყლორტს. კარგად განვითარებული, გამერქნებული სანამყენე კალმები, თითებშუა ხელის მოჭერის დროს დამახასიათებელ ტკაცანს გამოსცემს, მაშინ როდესაც მოუმწიფებელი კალმები უხმოსდ იღუნება.
როგორ სრულდება ოკულირება
კალმიდან კვირტი უნდა აიჭრას 2-2.5 სმ. სიგრძის თხელი ფენით. (იხილეთ სურათზე-2 ჯგუფი) ეს არის კალამი ოკულირებისთვის (ანათალი). მისი აღება, რომ გაგიადვილდეთ, ყლორტი დაიჭირეთ წვერით თქვენსკენ და კვირტის ქვემოდან 1.5 სმ-ზე დაიწყეთ ათლა-კვირტის ზემოთ 1 სმ-მდე.
საძირეზე, ფესვის ყელთან, ნიადაგიდან 5—7 სმ სიმაღლეზე T ფორმის ჭრილის უნდა გაკეთდეს 2-2.5 სმ-ზე (იხილეთ სურათზე-3 ჯგუფი), როგორც წესი ჯერ განივად ჩაჭრიან, შემდეგ გრძივად.
ჩაჭრილი ქერქის ზედა ნაწილს, დანით ფრთხილად დააცილებენ მერქანს და კალამს მჭიდროდ ჩასვავენ ქერქქვეშ, ამის შემდეგ, კალმის ზედმეტი ნაწილს გადაიჭრიან და ოკულირების ადგილს მჭიდროდ შემოახვევენ რაფიას ან სხვა მასალას.
12-14 დღის შემდეგ ამოწმებენ ოკულირების შედეგებს-თითის ოდნავი მიკარებით, ფოთლოვანი ყუნწის ჩამოცვენა, საძირეზე კალმის შეზრდის უტყუარი ნიშანია.
კვირტით მყნობის (ოკულირების) უპირატესობა
ოკულირება ტექნიკურად ადვილი შესასრულებელია, შეთვისების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, მყნობის სხვა მეათოდებთან შედარებით მცირე რაოდენობის კალმები სჭირდება.
სამუშაოს სწრაფი შესრულების, სიმარტივის და მასალების მცირე დანახარჯის გამო ოკულირება ხეხილის გაკულტურების ყველაზე იაფი ხერხია.
ოკულრიება არ შეიძლება წვიმაში და დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, ამ დროს კვირტთა შეთვისება ძნელდება.
შეხებით მყნობა ერთმანეთთან ახლომდგომ მცენარეთა ტოტების მიახლოება და შეზრდაა. მთლიანი შეზრდის შემდეგ სანამყენე ტოტს აცლიან დედა მცენარეს და ტოვებენ საძირეზე. შეხებით მყნობას იყენებენ მევენახეობაში, მეხილეობასა და დეკორატიულ მებაღეობაში.
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 22 Apr 2016, 10:43