მოგესალმებით მეგობრებო, გთხოვთ თ მოიცლით გადახედოთ ჩემს ქეისს და დამეხმაროთ.
მოკლედ,
1. ვარ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, შესაბამისად ყოველთვიურ დახმარებას ვიღებ სახელმწიფოსგან (45 ლარი).
2. ლიბერთი ბანკის ანგარიშზე ირიცხება შესაბამისი თანხა.
3. ერთხელ, ლიბ, ბანკისგან ავიღე სოფიალური შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხი (ოვერდრაფტი, ამ დახმარების წინსწრებით აღება იგულისხმება).
3. ვიხდიდი ამ სესხის მომსახურების საკომისიოს ვადაგადაცილებების გარეშე. წელიწად ნახევრის მანძილზე მიწევდა პროცენტის გადახდა, ანუ თანხა ავტომატურად იჭრებოდა, როცა სახელმწიფო დახმარება ირიცხებოდა ანგარიშზე.
4. სესხის აღების მომენტიდან წელიწად ნახევრის მანძილზე მერიცხებოდა ეს თანხა (დახმარება) და პროცენტსაც ასე ავტომატურად ვიხდიდი, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო შემიწყდა დახმარების ჩარიცხვა სახელმწიფოსგან.
5. სახელმწიფო შემწეობის დარიცხვის შეწყვეტაზე არც სამინისტროსგან და არც ბანკისგან არ მიმიღია შეტყობინება.
6. დახამრების შეწყვეტაზე მაშინ გავიგე, როცა ბანკიდან დამიკავშირდნენ (ამ მომენტისათვის გასული იყო 1-3 თვე, ზუსთად დროის ინტერვალი არ მახსოვს). ბანკის თანამშორმელი მეუბნება, რომ მაქვს ვალდებულების შესრულების დარღვევა (ვადაგადაცილება) და პრობლემურ სესხებშია გადასული ჩემი საკითხი. ამ თანამშრომელსავე ვეუბნები, რომ შეიძლება თუ არა ამ სესხის ეტაპობრივად დაფარვა. ის მპასუხობს რომ კი.
7. გარკვეული დროის მერე მივდივარ სხვა ბანკში (მაისში მოხდა ბოლო ჩაირცხვა, სექტემბერში კი მე მივდივარ განვადებაზე სხვა ბანკში) და მსურს განვადების გაკეთება (რადგან კარგი საკრედიტო ისტორია მქონდა, ბანკებისგან წინაწარ მიმტკიცდებოდა 2-3 ათასამდე სესხი), თუმცა ბანკი ავტომატურად უარს მეუბნება. შემდეგ მივედი ლიბ. ბანკში და აღმოვაჩინე, რომ კვლავაც მაქვს მიმდინარე ვადაგადაცილება.
8. ამ სესხს ვფარავ. თუმცა, ვარკვევ, რომ მაქვს 90 დღიანი ვადაგადაცილება და ჩემი საკრედიტო რეიტინგი და ისტორია არის სრულად განადგურებული.
9. ვწერ საჩივარს ბანშკი, რადგან არ შეუტყობინებია ბანკს ჩემთვის დროულად რომ მიწევს სესხის დაფარვა და ამაზე მხოლოდ თვეების შემდეგ ვიგებ.
10. ბანკისგან ვიღებ ოფიციალურ პასუხს, რომ მათ, რადგან ჩემი სესხი სოციალური დახმარების უზრუნველყოფითაა და არ მერიცხება პირგასამტეხლო და ჯარიმები, ვალდებულად არ ჩათვალეს ჩემთვის მოეწერათ ან დაერეკათ, რომ სესხის დაფარვა მიწევს. მეუბნებიან, რომ ვერაფერს იზამენ ჩემს საკრედიტო ისტორიის გაფუჭებაზე, თუმცა ვეცდებით მომვალაში გამოვასწოროთ ეს გარემოება და მივწეროთო.
ახლა ჩემი კითხვა იურისტებს. მინდა რომ სასამართოში შევიტანო სარჩელი და მოვითხოვო 1. ჩემი საკრედიტო ისტორიის გამოსწორება, რადგან ბანკმა დაარღვია წესი და არ შემატყობინა, რომ თანხა არ მერიცხებდოდა და სესხის დაფარვა მიწევდა. მაქვს თუ არა ამის დასაბუთებული მოთხოვნის უფლება?
2. მსურს მოვითხოვო მორალური ზიანის ანაზღაურება, რადგან შემილახეს საკრედიტო ისტორია და ბანკებისგან და სხვა ორგანიზაციებსგან ვერ ვიღებ სესხებ, მათ თვალში რეპუტაცია მაქვს შელახული. მაქვს თუ არა მორალური ზიანის მოთხოვნის უფლება?
3. მსურს მიუღებელი სარგებლის მოთხოვნა, განვადების გაკეთებისას მსრუდა გარკვეული საქმის გაკეთება, მაგრამ ლიბ ბანკის გამო მივიღე უარი, შესაბამისად საქმეც ვერ გავაკეთე და ხელი შემეშალა. მაქვს თუ არა ამ მოთხოვნის უფლება?
მოკლედ, იურისტებმა მირჩიეთ, ღირს თუ არა ამ საკითხზე სასამართოში წასვლა და ბრძოლა ამ ინსტიტუტთან, რომელიც პირდაპირ მეუბნება, რადგაც დევნილის ფულს იღებ და ისიც 150 ლარიანი სესხი იყო არ დაგიკავშირდიო, ბანკის ინტერესებში არ შედის, რომ ასეთ სიტუაციებში შეგატყობინოო?! ვარ მართლაც შეშფოთებული და შეურაცხყოფილი, ბანკი რომ ასე ჰყოფს თავის კლიენტებს და იმის გამო რომ 150 ლარიანი სესხი იყო დამიკიდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
წინასწარ დიდი მადლობა, თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ მკითხეთ
))
* * *
ანუ, ასევე, ბოლო 5 წლის მანძილზე მაქვს 20 სასაესხო ურთიერთობა, რომელშიც არცერთი დღე არ მაქვს ვადაგადაცილება (მქონდა გრძელვადიანი 3 წლიანი და 2 წლიანი სესხებიც, თმცა არცერთი რპეცედენტი არ იყო დამეგვაინებინა სესხი). ამ ბანკმა კი ეს ისტორია გამინადგურა. ასევე, სესხი დავფარე იმ მონეტშივე, როცა გავიგე რომ მიმდინარე ვალდებულება მქონდა და რომ ცოტ ცოტა შეტანა არ იყო საკმარისი.