ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 3%-მდე შეამცირა.
პირWელის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელებას ფინანსთა სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა წლის ბოლოსთვის უფრო მაღალ მაჩვენებელს ვარაუდობენ.
"ბოლო პერიოდში შეინიშნება ეკონომიკური ზრდის შენელება, რაც სტატისტიკური პირველადი გათვლებით ასევე დასტურდება. რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, ამ კუთხით პრობლემები არ შეინიშნება და ის ვალდებულებები და პროექტები, რაც პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის დამტკიცების შედეგად არის დაფიქსირებული, მათი დაფინანსების არანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო.
მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას გამოქვეყნდება ინფლაციის ანგარიში, ასევე რამდენიმე დღეში საქართველოს სსფ-ის მისია ეწვევა და მათთან ერთად ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება.
http://www.commersant.ge/?page=news&id=359სგ,სგ ხადურს და ბიძოს