Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > მცირე ზომის სასოფლო სამეურნეო მექანიზაცია.


Posted by: levani169 13 Sep 2017, 23:22
ამ თემაში მინდა ერთმანეთს გავუზიაროტ აღნიშნულ ტექნიკასთან დაკავშირებით ჩვენი აზრები და გამოცდილება.
ზოგს ექნება უკვე მფლობელობაში და ზოგსაც დაგეგმილი გვაქვს შეძენა ხოდა გამოცდილების რჩევა გამოგვადგება ჩვენც გამოუცდელებს.
ეხლა რაშია საქმე,მოგეხსენებათ ეს მოტობლოკები განსხვავდება გაბარიტებით და სიმძლავრეებით ერთმანეთისგან მაგრამ აქვთ საერთოც,შიდაწვის ძრავები როგორც ბენზინზე ასევე დიზელზე.აი სწორედ ამ ძრავების ავკარგიანობაა საინტერესო ჩემთვის.
საშუალო (პერმის მოდელის გაბარიტების1200-1500ლარის ფარგლებშია) მოტობლოკებია ძალიან პოპულარული,თითქმის ყველა მესამეს ყავს უკვე მაგრამ აქაც წამბაძველობას აქვს ადგილი,ერთი რასაც იყიდის სხვებიც იმას ბაძავენ.ეს პოპულარული მოდელები კიდევ ყველა ბენზინის ძრავზეა არადა მე რატომღაც დიზელი მომწონს.ხოდა ვერ გადამიწყვეტია ავყვე მოდას თუ ბოლომდე ინდივიდუალიზმს მივაწვე დიზელთან დაკავშირებით,300-ოდე ლარით ძვირი კი ღირს ეს ოხერი?
მოკლედ თქვენი რჩევები გამომადგება და კიდევ ისიც სადაა პირველი ხელიდან ყიდვის შესაძლებლობა,სად ასაწყობებენ ამ ტექნიკას?

Posted by: KasperRiters 13 Sep 2017, 23:33
კარგი თემაა. მეც მაინტერესებს. გლეხობაში ვერასდროს იპოვი ჭეშმარიტებას, ყველა თავისას აქებს smile.gif)

ბიძაჩემი რომ მახსოვს იყიდა ერთხელ ეგ პერმი და ძრავი შეუცვალა. მერე იდგა და ბლატაობდა მაგარი ტრაქტორი ავაწყეო smile.gif)

Posted by: levani169 14 Sep 2017, 00:05
QUOTE

ბიძაჩემი რომ მახსოვს იყიდა ერთხელ ეგ პერმი და ძრავი შეუცვალა. მერე იდგა და ბლატაობდა მაგარი ტრაქტორი ავაწყეო

KasperRiters
აი ძრავები კი ნამდვილად არ ღირს ძვირი (სულ რაღაც 180 ლარი) ჰონდას ჩინური ძრავები რასაც ვერ ვიტყვი მთლიან "ზბორკაზე" არადა არაფერია ისეთი რაც ასე აძვირებს ამ მეტად საჭირო ტექნიკას!

Posted by: koba1973 14 Sep 2017, 07:58
ბიძაჩემმა მართლა თვითონ ააწყო ორი ტრაქტორი. ქარხნული მხოლოდ ძრავები გამოიყენა.
პირველი წყლის ტუმბოს ერთცილინდრიან ძრავზე იყო ღვედიანი გადაცემით რედუქტორზე რომელიც აგრეთვე თავის ხელით გააკეთა.
მეორე უფრო სერიოზული იყო. სამხედრო გენერატორის ორცილინდრიანი ძრავით, ბელარუსის წინა ხიდი გადაჭრა და დაავიწროვა. გადაცემათა კოლოფიც ქონდა ოღონდ არ მახსოვს რისი. აგრეთვე ლაფეტი და ჩვეულებრივი მრგვალი საჭე. მოხვევისას ბორბლები კი არ უხვევდა არამედ კ700 ვით შუა ნაწილში იხრებოდა. ძრავზე თვითნაკეთი ტუმბო მოარგო ვენახის შესაწამლად.

Posted by: maverick16 14 Sep 2017, 12:48
უამრავი მაღაზიაა მაგრამ საერთოდ ესეთი ტექნიკა ყველაზე იაფად სად იყიდება ჩვენთან?

Posted by: koba1973 14 Sep 2017, 14:41
maverick16
ალბათ ლილოს ბაზრობაზე.

Posted by: bako70 18 Sep 2017, 16:55
დიზელი ძლიერია. დაბალი ბრუნიც სტაბილურად უჭირავს მუშაობისას. მინუსია საკუთარი ძალებით ძრავის კვების სისტემის რემონტი-შეკეთების სირთულე, საწვავის ხარისხისადმი მაღალი მოთხოვნა.

Posted by: levani169 18 Sep 2017, 20:42
მოკლედ ბევრი ძებნის შემდეგ ხესაყრელი ვარიანტი შევარჩიე და შევიძინე კიდევაც და თან დაგაკვალიანებთ ყველაზე იაფი და ფართო ასორტიმენტი სადაა.
ლილოს არ გაეკაროთ,კაშმარ.დიდუბეში,გორგიას გადაღმა მაღაზიებია და იქ შეიძლება ყიდვა,ფული იქონიე და აარჩიე სულო და გულო! biggrin.gif

Posted by: KasperRiters 18 Sep 2017, 21:04
levani169

მოსალოცი ამბავია smile.gif თუ არ გეზარება დაწერე რა ფირმისაა, სადაურია, რა სიმძლავრეა და ა.შ. საინტერესოა. და ფასების დიაპაზონიც გვითხარი ბარემ


Posted by: koba1973 19 Sep 2017, 13:52
QUOTE
თუ არ გეზარება დაწერე რა ფირმისაა, სადაურია, რა სიმძლავრეა და ა.შ. საინტერესოა. და ფასების დიაპაზონიც გვითხარი ბარემ

+1


Posted by: datoska 19 Sep 2017, 15:12
QUOTE
თუ არ გეზარება დაწერე რა ფირმისაა, სადაურია, რა სიმძლავრეა და ა.შ. საინტერესოა. და ფასების დიაპაზონიც გვითხარი ბარემ

++++

Posted by: levani169 19 Sep 2017, 15:24
KasperRiters
koba1973
datoska
QUOTE


მოსალოცი ამბავია smile.gif თუ არ გეზარება დაწერე რა ფირმისაა, სადაურია, რა სიმძლავრეა და ა.შ. საინტერესოა. და ფასების დიაპაზონიც გვითხარი ბარემ

სიმართლე რომ გითხრათ მეზარება მარა ხათრს რა ვუყო აბა! biggrin.gif
ჩემი მოთხოვნა იყო შინასაქმეში (თოხნა-ფრეზი,ბარვა-გუთანი და პრიცეპი) შესძლებოდა,თანაც რედუქტორული გადაცემით და არა რემნული ხოდა შევარჩიე ალბათ ჩინური მარა ფრიად გავრცელებული და გამომდგარი შვიდ ცხენის ძალიანი (როგორც ამბობენ) მოტო ბლოკი,ზოგს ვოლკი აწერია და ზოგსაც ბაიკალი.
ფასი სადღაც 1150-1450 ასე მერყეობს.ეს ორი დღეა ვაწყობ,უფრო სწორედ პრიცეპს ვარგებ,ვასვარკებ და მოტობლოკსაც ვაკომპლექტებ,ამ ეტაპზე მხოლოდ ფრეზი დამრჩა ასაწყობი არადა უკვე დაღლილი ვარ.

Posted by: KasperRiters 19 Sep 2017, 21:20
levani169

ვაა მე მეგონა ასე 3კ და ზემოთ იქნებოდა ფასები. დაილოცოს ჩინეთის ეკონომიკა biggrin.gif

სახნისი, ფრეზი და რამეები თან მოყვა თუ შენით აკომპლექტებ?

Posted by: levani169 19 Sep 2017, 22:38
KasperRiters
QUOTE

ვაა მე მეგონა ასე 3კ და ზემოთ იქნებოდა ფასები. დაილოცოს ჩინეთის ეკონომიკა

არის მაგ ფასიანებიც კი რარა ისინი უკვე ძალიან დიდებია,დამორჩილებაც გაჭირდება რო რამე.
მხოლოდ ფრეზი მოყვა და აწყობა სჭირდება აი სახნისი კი იქ დამრჩა,ამ კვირას მივბრუნდები და წამოვიღებ,არ გაიქცევა არსად.
ერთი რაცაა პრიცეპი ავაწყე და ჩასაბმელი აი შეერთების ადგილას რომ ტრიალებს გადაბრუნების თავიდან ასაცილებლად ეგ არ მაქვს სწორედ და მკვდრად ჩავაბი ჯერჯერობით,იქნებ იყოს მაღაზიაში,ეგეც უნდა გავარკვიო ერთი!(დღეს საცდელად ჩავაბი და ლამის ამომაყირავა,მე რომ ყოჩაღი არ ვყოფილიყავი ეგაა რა) biggrin.gif

Posted by: KasperRiters 19 Sep 2017, 23:03
levani169
QUOTE
ეგ არ მაქვს სწორედ და მკვდრად ჩავაბი ჯერჯერობით,იქნებ იყოს მაღაზიაში,ეგეც უნდა გავარკვიო ერთი!(დღეს საცდელად ჩავაბი და ლამის ამომაყირავა,მე რომ ყოჩაღი არ ვყოფილიყავი ეგაა რა)


თავს გაუფრთხილდი ჩინურ ტრაქტორს ნუ შაეწირები ეს კაი ქართველი კაცი biggrin.gif

QUOTE
მხოლოდ ფრეზი მოყვა და აწყობა სჭირდება აი სახნისი კი იქ დამრჩა,ამ კვირას მივბრუნდები და წამოვიღებ,არ გაიქცევა არსად.


ვაა მაგარია smile.gif სულ კაი მოსავალში გამოგდგომოდეს!


Posted by: datoska 20 Sep 2017, 18:04
levani169
პრიცეპები ვიცი 500 ლარი ღირს

-----------------------------------
ისე ეგ ჩინური მოტობლოკი რამდენად ეფექტურია და რამდენი ხანი გაძლებს ექსპლუატაციაშ იეგაა საკითხავი, თორე 1300 ლარი მაგისთვის მემგონი მისაღები ფასია...


https://www.mymarket.ge/ka/product/view/10827971/

Posted by: KasperRiters 20 Sep 2017, 22:40
მუშა და გამძლე ესაა

https://bcsamerica.com/product/model-749-ps

$4,000-იანი ფრაისთეგით wink.gif

Posted by: datoska 21 Sep 2017, 00:33
KasperRiters
კაისრულყოფილი ჩინური ტრაქტორის ფასი კი აქ...

Posted by: Z SAZANO 2 Oct 2017, 13:11
მარტო მატორები იყიდება დიდუბეში?

Posted by: levani169 2 Oct 2017, 17:09
Z SAZANO
QUOTE
მარტო მატორები იყიდება დიდუბეში?

ყველაფერი,უმცირესი შურუფიდან დაწყებული აწყობილი ოთხთვლიანი მოტობლოკით დამთავრებული.

Posted by: dachunia2007 1 Dec 2017, 16:12
თუ იცით როგორი ტრაქტორია BCS. ხომ არ გყავთ ვინმეს როგორია მუშაობაში

Posted by: levani169 1 Dec 2017, 20:35
QUOTE (dachunia2007 @ 1 Dec 2017, 16:12 )
თუ იცით როგორი ტრაქტორია BCS. ხომ არ გყავთ ვინმეს როგორია მუშაობაში

კაია მარამ მარაგ ნაწილების გამოწერა მოგიწევს რო რამე.

Posted by: dachunia2007 2 Dec 2017, 11:12
1500 ლარათ მაძლევენ მუშა მდგომარეობაში და მოყვება სათიბი, საფარცხი და გუთანი. მგონი კაი ფასია?

Posted by: KasperRiters 2 Dec 2017, 12:58
dachunia2007

რამდენი ხნის ნახმარია გააჩნია smile.gif

ბისიესი მოტობლოკებში მერსედესია ზოგადად

Posted by: levani169 2 Dec 2017, 13:38
QUOTE (dachunia2007 @ 2 Dec 2017, 11:12 )
1500 ლარათ მაძლევენ მუშა მდგომარეობაში და მოყვება სათიბი, საფარცხი და გუთანი. მგონი კაი ფასია?

აიღე არც დაფიქრედე,ეგ მისაბმელები ღირს მაგი ფასის ნახევარი სულ მცირე!

Posted by: dachunia2007 2 Dec 2017, 13:52
levani169
დღეს მივდივარ და ავიღებ ალბათ

Posted by: Nat_asha 2 Dec 2017, 16:34
levani169
ეგ ხელის სახნავები ისეთი არაა ძალის დატანება რომ არ სჭირდებოდეს? ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ? lol.gif გოგომ რომ მართოს , შემოჯდეს კოხტად და დახნას დათოხნოს jump.gif

Posted by: levani169 2 Dec 2017, 17:20
Nat_asha
QUOTE
ეგ ხელის სახნავები ისეთი არაა ძალის დატანება რომ არ სჭირდებოდეს? ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ? lol.gif გოგომ რომ მართოს , შემოჯდეს კოხტად და დახნას დათოხნოს

გოგომ რა ვიცი,ცოტა ძნელად წარმომიდგენია მარა აი მე რომ ავარჩიე ეგ ჩინურები რომლებსაც ბორბლების ნაცვლად საფრეზი ფრთები ებმებათ სულ არაა მძიმე და თავისუფლად შეგიძლია მართო,მხოლოდ მცირე ძალისხმევა სჭირდება და ხვნის და კულტივაციის სადარ საქმეს ერთი ოპერაციით აკეთებს.აი ეგ ზემოთ აღნიშნული მეგობარმა რომ უნდა შეიძინოს,უფრო კაცურია,ცალკე აქვს უკან მოსაბმელი და გაცილებით მეტი ვიბაცია აქვს ხელებზე.
უტეხ ყამირზე არა მარა შარშანდელ დამუშავებულ ბაღჩას სულ ადვილად და სიამოვნებით გაგაკეთებინებს.

Posted by: Nat_asha 4 Dec 2017, 16:41
QUOTE (levani169 @ 2 Dec 2017, 17:20 )
Nat_asha
QUOTE
ეგ ხელის სახნავები ისეთი არაა ძალის დატანება რომ არ სჭირდებოდეს? ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ? lol.gif გოგომ რომ მართოს , შემოჯდეს კოხტად და დახნას დათოხნოს

გოგომ რა ვიცი,ცოტა ძნელად წარმომიდგენია მარა აი მე რომ ავარჩიე ეგ ჩინურები რომლებსაც ბორბლების ნაცვლად საფრეზი ფრთები ებმებათ სულ არაა მძიმე და თავისუფლად შეგიძლია მართო,მხოლოდ მცირე ძალისხმევა სჭირდება და ხვნის და კულტივაციის სადარ საქმეს ერთი ოპერაციით აკეთებს.აი ეგ ზემოთ აღნიშნული მეგობარმა რომ უნდა შეიძინოს,უფრო კაცურია,ცალკე აქვს უკან მოსაბმელი და გაცილებით მეტი ვიბაცია აქვს ხელებზე.
უტეხ ყამირზე არა მარა შარშანდელ დამუშავებულ ბაღჩას სულ ადვილად და სიამოვნებით გაგაკეთებინებს.

აუ მინდა უნდა დავითრიო რამე პატარა და მუშა, პატარა ლამაზი კვლები რომ გავაკეთო lol.gif

Posted by: levani169 4 Dec 2017, 19:12
Nat_asha
QUOTE
აუ მინდა უნდა დავითრიო რამე პატარა და მუშა, პატარა ლამაზი კვლები რომ გავაკეთო

ხო,ზუსტად მასეთი პატარებია შენ რომ გინდა,სადღაც 400-500 ლარად იყიდება.

Posted by: tavadze 6 Dec 2017, 11:02
levani169
QUOTE
ხო,ზუსტად მასეთი პატარებია შენ რომ გინდა,სადღაც 400-500 ლარად იყიდება

სად იყიდება - ეგენიც დიდუბეში? მეც საბოსტნედ მინდა რამე ადვილი...
თან რამე ბმულიც ხომ არ მოგეძევება? baby.gif

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 12:26
QUOTE (levani169 @ 4 Dec 2017, 19:12 )
Nat_asha
QUOTE
აუ მინდა უნდა დავითრიო რამე პატარა და მუშა, პატარა ლამაზი კვლები რომ გავაკეთო

ხო,ზუსტად მასეთი პატარებია შენ რომ გინდა,სადღაც 400-500 ლარად იყიდება.

აგერ ყურისძირში მქონია. ვიცი ეგ მაღაზიები მაგრამ ცნობა და არჩევა არ ვიცი. ვინმე უნდა გავიყოლო რომ არ დამაგოიმონ , თორემ მერე გავბრაზდები და ნერვები მომეშლება biggrin.gif სჯობს საკუთარი ვიყიდო . ეზოს მოხვნა 70 ლარი მითხრეს მაგ ხელის სახნავით და ბარემ დავამატებ და მუდმივად მექნება. ვაზისთვისაც გამომადგება ალბათ. 4 პლანი მაქვს სულ რაღაც. მეორე 4 პლანი ჩასაყრელია. ის 4 პლანი რქაწითელია. აქამდე ურწყვადი იყო და ეხლა სარწყავი შეყავთ თურმე და რამე სხვა ჯიშის დარგვაც შეიძლება დარჩენილ 4 პლანზე. საფერავი მიყვარს და გავითვალისწინებ ალბათ მაგას biggrin.gif

Posted by: levani169 6 Dec 2017, 12:42
tavadze
Nat_asha
ბმული არა მარა ტელეფონი მაქვს,კარგი ბიჭები არიან და მრავალფეროვანი არჩევანიც არის.
აი მილედის რაც უნდა და აწყობს თუ მოეწონა გაზონის საკრეჭს გავს,დაკომპლექტებულია და აღარ უნდა ზედმეტი ძალისხმევა,არის იგივე მხოლოდ მცირე ზომის და უბორბლებო-მხოლოდ ფრეზიანი ეგრეთ წოდებული "კროტი" რავიცი ჯიბეს და მოთხოვნას გააჩნია,არჩევანი ნამდვილად მრავალფეროვანია გავმეორდები.

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 13:16
QUOTE (levani169 @ 6 Dec 2017, 12:42 )
tavadze
Nat_asha
ბმული არა მარა ტელეფონი მაქვს,კარგი ბიჭები არიან და მრავალფეროვანი არჩევანიც არის.
აი მილედის რაც უნდა და აწყობს თუ მოეწონა გაზონის საკრეჭს გავს,დაკომპლექტებულია და აღარ უნდა ზედმეტი ძალისხმევა,არის იგივე მხოლოდ მცირე ზომის და უბორბლებო-მხოლოდ ფრეზიანი ეგრეთ წოდებული "კროტი" რავიცი ჯიბეს და მოთხოვნას გააჩნია,არჩევანი ნამდვილად მრავალფეროვანია გავმეორდები.

გაზაფხულიდან ვიზრუნებ მაგაზე სავარაუდოდ. ეხლა ფინანსები უკვე გაწერილია და წლევანდელ ბიუჯეტში ეგ არ შედის lol.gif

Posted by: koba1973 6 Dec 2017, 16:00
levani169
გორგიადან საით უნდა წავიდე რომ მაგ მაღაზიაში მოვხვდე?

Posted by: personaji 6 Dec 2017, 18:11
გაუმარჯოს. 2000 ლარის ფარგლებში რას ვიყიდი კარგს და გამძლეს. ღრმადაც რო ხნავდეს და კულტივაციასავითაც რო აკეთებდეს?

Posted by: levani169 6 Dec 2017, 18:38
koba1973
QUOTE

გორგიადან საით უნდა წავიდე რომ მაგ მაღაზიაში მოვხვდე?

გორგიას დადაღმა 50 მეტრში ლულოილის კალონკის შემდეგ ორი თუ სამი მაღაზიაა მაგ პროფილის,მე მეორეში ვიყავი.
personaji
QUOTE
გაუმარჯოს. 2000 ლარის ფარგლებში რას ვიყიდი კარგს და გამძლეს. ღრმადაც რო ხნავდეს და კულტივაციასავითაც რო აკეთებდეს?

ამ დოლარის შემყურე ეხლა არ ვიცი და მაგ ფასში სტარტერით,აკუთი და რამე,კაი 13 ცხენის ძალიანი მოტობლოკები ჰქონდათ,აი ისეთით ნამდვილად თავს რომ არ შეირცხვენს.
იგივე დიზელებიც არის მარა რატომღაც ყველა ერიდება,გაფუჭების შემთხვევაში ამის გამკეთებელი აქ არავინ არ არის მოტივით.

Posted by: koba1973 6 Dec 2017, 19:18
levani169
მადლობა
QUOTE
იგივე დიზელებიც არის მარა რატომღაც ყველა ერიდება,გაფუჭების შემთხვევაში ამის გამკეთებელი აქ არავინ არ არის მოტივით.

ზუსტად მაგის გამო შევიკავებ თავს. ბენზინის ძრავს არაფერი უნდა. აი დიზელის გაგებაში არა ვარ, თუმცა ძალით ჯობია, უფრო სწორედ დაბალ ბრუნზე იძლევა იმდენიმე ცხენს.
* * *
სტარტერი და აკუმლატორი იმისთვის იქნება კარგი ვისაც პრიცეპიც უნდა და მთელი წელი ჭირდება, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მე მხოლოდ გაზაფხულზე დამჭირდება და მერე აკუმლატორი ყოველ 2-3 თვეში უნდა ვტვირთო რომ არ გაფუჭდეს და ზედმეტი საზრუნავია.

Posted by: personaji 6 Dec 2017, 19:42
levani169
მადლობა ინფორმაციისთვის. გაზაფხულისთვის მინდა და იმედია დოლარ ლარსაც შედარებით ეშველება მანამდე რამე

Posted by: levani169 6 Dec 2017, 19:53
koba1973
QUOTE
სტარტერი და აკუმლატორი იმისთვის იქნება კარგი ვისაც პრიცეპიც უნდა და მთელი წელი ჭირდება, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მე მხოლოდ გაზაფხულზე დამჭირდება და მერე აკუმლატორი ყოველ 2-3 თვეში უნდა ვტვირთო რომ არ გაფუჭდეს და ზედმეტი საზრუნავია.

მოჰყვება და ხომ არ გადააგდებ,მის გარეშეც კი იქოქება ნუ დარდობ,უბრალოდ ნავაროტკაა ჩათვალე.

Posted by: tavadze 7 Dec 2017, 00:13
levani169
QUOTE
გორგიას დადაღმა 50 მეტრში ლულოილის კალონკის შემდეგ ორი თუ სამი მაღაზიაა მაგ პროფილის,

აჰა - ვიცი ეგ მაღაზიები. მეც ხშირად ვათვალიერებ მანდ რაღაცებს.
ოკრიბას სადგურის განაპირასაა, ტრასის მხრიდან.
ანუ გორგიადან უნდა წახვიდე დიღმის ხიდისკენ. ოღონდ - მოპირდაპირე ტროტუარზე და არა გორგიას მხარეს.
პ.ს. მადლობა ინფორმაციისთვის.
personaji
QUOTE
გაზაფხულისთვის მინდა და იმედია დოლარ ლარსაც შედარებით ეშველება მანამდე რამე

იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა, მაგრამ ამ ბედოვლათების შემყურეს, მე არაფრის იმედი აღარ მაქვს.

Posted by: dachunia2007 7 Dec 2017, 10:38
ე.ი მეგობრებო ვიყიდე BCS 720, რომელსაც მოყვა სათიბელა, ფრეზი და გუთანი, ოღონდ ფრეზი და გუთანი საერთოთ ნახმარი არაა აბსოლიტურად არ ააქვს ნამუშევარი და ამ ყველაფერში გადავიხადე 1500 ლარი, რას იტყვით მგონი კარგად მიყიდია.

Posted by: koba1973 7 Dec 2017, 11:14
levani169
QUOTE
მოჰყვება და ხომ არ გადააგდებ,მის გარეშეც კი იქოქება ნუ დარდობ,უბრალოდ ნავაროტკაა ჩათვალე.

მესმის მოყვება, მაგრამ ყიდვისას მაგ ოფციებს ხომ არ გჩუქნიან. თუ არის იგივე სიმძლავრის მასეთივე მოტობლოკი სტარტერის და აკუს გარეშე უფრო იაფი ეღირება და თანხის სხვაობაში შეგიძლია რამე მისაბმელი ან სათადარიგო იყიდო. უფასოდ და მუქთად ცხოვრება არაფერს არ იძლევა.

Posted by: koba1973 25 Feb 2018, 08:28
ვიყიდე გუშინ დიდუბეში მოტობლოკი. მადლობა ლევანს რეკომენდაციისთვის, ლილოსთან შედარებით იაფად. რედუქტორიან 7 ცხენის ძალიან ბაიკალში 1100 გადავიხადე. უკრაინულიაო მითხრეს. როგორც ჩანს ავტოსადგურთან სიახლოვე მოქმედებს, თან გაზაფხული კარზეა მომდგარი, ფაქტიურად სულ კლიენტი ყავთ.

Posted by: levani169 25 Feb 2018, 12:04
QUOTE (koba1973 @ 25 Feb 2018, 08:28 )
ვიყიდე გუშინ დიდუბეში მოტობლოკი. მადლობა ლევანს რეკომენდაციისთვის, ლილოსთან შედარებით იაფად. რედუქტორიან 7 ცხენის ძალიან ბაიკალში 1100 გადავიხადე. უკრაინულიაო მითხრეს. როგორც ჩანს ავტოსადგურთან სიახლოვე მოქმედებს, თან გაზაფხული კარზეა მომდგარი, ფაქტიურად სულ კლიენტი ყავთ.

მშვიდობაში,კარგი რამეა მართლა,მე ძალიან მასიამოვნა,ას ძირ ალუჩის ყამირად ქცეულ ხეს ორ დღეში ისეთი გემრიელად შემოვუფხვიერე კარგა დიდ რადიუსზე თანაც რომ ვერ წარმოვიდგენდი იმას თუ მასე დავამუშავებდი როდესმე.
რა მოყვა ფრეზის გარდა?

Posted by: koba1973 25 Feb 2018, 12:38
levani169
QUOTE
მშვიდობაში,კარგი რამეა მართლა

მადლობა.
QUOTE
რა მოყვა ფრეზის გარდა?

მოყოლით არაფერი. ცალკე ვიყიდე გუთანი.
ცოტა ხასიათი წამიხდინა აღმოჩენილმა დეფექტმა - რედუქტორს ზეთი გასდის. სადებია გაფუჭებული და როგორც ჩავასხი ესევე გაუშვა. ჩამომიტანე და შეგიცვლი მაგ სადებსო მაგრამ აწყობილის დაშლა და აქედან ჩატანა ხომ წარმოგიდგენია, ამიტომ ვარჩიე მე დავშალო და შევცვალო.

Posted by: levani169 25 Feb 2018, 17:42
QUOTE (koba1973 @ 25 Feb 2018, 12:38 )
levani169
QUOTE
მშვიდობაში,კარგი რამეა მართლა

მადლობა.
QUOTE
რა მოყვა ფრეზის გარდა?

მოყოლით არაფერი. ცალკე ვიყიდე გუთანი.
ცოტა ხასიათი წამიხდინა აღმოჩენილმა დეფექტმა - რედუქტორს ზეთი გასდის. სადებია გაფუჭებული და როგორც ჩავასხი ესევე გაუშვა. ჩამომიტანე და შეგიცვლი მაგ სადებსო მაგრამ აწყობილის დაშლა და აქედან ჩატანა ხომ წარმოგიდგენია, ამიტომ ვარჩიე მე დავშალო და შევცვალო.

ხოო,რედუქტორში ზეთს იქვე არ ასხამენ და მაგიტომ გამოგეპარა.სიჩქარეში კიდევ შენც აღარ გახსენდება თან მაღლიდან საჰაერო აქვს და გადაყირავების შემთხვევაში გასდის კიდეც რაც ტრანსპორტირებისას გარდაუვალია.
გუთანში რა გადაიხადე,არის იაფიანიც და ძვირიანიც ხოლმე?

Posted by: koba1973 25 Feb 2018, 21:37
საერთოდ გაუხსნელი ყუთი წამოვიღე. აწყობილს ვერ ჩავდებდი. წაიღე ყუთით ატვეჩაი ვარო. დიდი არც არაფერი იყო, კრაკლატკა იყო ჩაკეცილი. სხვა გამოვჭერი და მივადგი კიდევაც ძრავი. ხვალ დავქოქავ.
გუთანში 40 მივეცი.

Posted by: sandroia 26 Feb 2018, 13:19
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11523964/

ეს რა ვიდზეა biggrin.gif



Posted by: jaba11 15 Mar 2018, 20:07
გამარჯობა ამ რეზინის გამოწერა მინდა და ხომ არ იცით საიტი საიდანაც გამოვიწერ зубр
ht 135 ეს მოდელია
http://profitools.dp.ua/zapchast/zapchast2779.html

Posted by: levani169 15 Mar 2018, 21:08
jaba11
რეზინია და მაგის ძებნას ძველი შუასადები რაც ჰქონდა ის დასვი კარგ გერმეტიკზე ვიურტისაზე ის აჯობებს!

Posted by: levani169 20 May 2018, 15:15
koba1973
QUOTE
გუთანში 40 მივეცი.

აბა მაგ 40 ლარიან გუთანზე რას გვეტყვი კობა,ვარგა რამედ,როგორ ხმარობ?

Posted by: koba1973 21 May 2018, 23:20
levani169
არა არ ვხმარობ. თავიდან ვცადე და ბუქსაობდა საბურავები. მხოლოდ ფრეზს ვიყენებ.

Posted by: levani169 22 May 2018, 13:04
QUOTE (koba1973 @ 21 May 2018, 23:20 )
levani169
არა არ ვხმარობ. თავიდან ვცადე და ბუქსაობდა საბურავები. მხოლოდ ფრეზს ვიყენებ.

https://www.youtube.com/results?search_query=%D1%81%D0%B0%D0%BC%D0%BE%D0%B4%D0%B5%D0%BB%D1%8C%D0%BD%D1%8B%D0%B5+%D0%B3%D1%80%D1%83%D0%BD%D1%82%D0%BE%D0%B7%D0%B0%D1%86%D0%B5%D0%BF%D1%8B+%D0%B4%D0%BB%D1%8F+%D0%BC%D0%BE%D1%82%D0%BE%D0%B1%D0%BB%D0%BE%D0%BA%D0%B0

ესენი სჭირდება,თუ სვარკასთან ახლოს ხარ ადვილია,მრავალი ვარიანტია.

Posted by: koba1973 23 May 2018, 07:59
levani169
მაგის გაკეთება არ არის პრობლემა, თუმცა საჭიროებას ვერ ვხედავ. შერეულ ხეხილის ბაღს ვაშენებ ოჯახისთვის და ფრეზი საკმარისია. ბოსტანიც ფრეზით დავამუშავე.

Posted by: levani169 23 May 2018, 09:53
QUOTE (koba1973 @ 23 May 2018, 07:59 )
levani169
მაგის გაკეთება არ არის პრობლემა, თუმცა საჭიროებას ვერ ვხედავ. შერეულ ხეხილის ბაღს ვაშენებ ოჯახისთვის და ფრეზი საკმარისია. ბოსტანიც ფრეზით დავამუშავე.

ბაზოების მოსაწყობად და სარწყავი რუს დასაღარად უფრო მაინტერესებს გუთანი!

Posted by: koba1973 23 May 2018, 10:21
levani169
QUOTE
რუს დასაღარად

რა სარწყავი რუს დასაღარად ერთი ჭიქა წყლისთვის დახოცონ ლამის ერთმაNეთი ჩვენთან. აქ მასეთი მცნება არ არსებობს.

Posted by: iBoss 21 Jun 2018, 16:00
აი ძაან მაგარი არხია მაგ თემაზე
https://www.youtube.com/channel/UCTqRZ9Vw3RR5PCe4Yw7tFNQ/videos


QUOTE (Nat_asha @ 2 Dec 2017, 16:34 )
levani169
ეგ ხელის სახნავები ისეთი არაა ძალის დატანება რომ არ სჭირდებოდეს? ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ?  lol.gif გოგომ რომ მართოს , შემოჯდეს კოხტად და დახნას დათოხნოს  jump.gif


ასეთი გინდა ნახე რა ოქროა

Posted by: nrnaaa 19 Apr 2020, 12:49
ყველას გილოცავთ აღდგომას, საკმაოდ დიდი დროა ამ თემის გახსნიდან გასული, მაინტერესებს დღესდღეობით რასიტუაცია გვაქვს ბაზარზე მოტობლოკებთან დაკავშირებით
* * *
1300 ლარად ვაპირებ ძველებური ეგრეთწოდებული პერმის ტრაქტორის ყიდვას, მაგ ფასში არის ალტერნატივა უკეთესი რამე? მაინტერესებს თქვენი აზრი ვინ რომელ მოტობლოკს ანიჭებს უპირატესობას ზოგადად 2000 ლარამდე რაცარის წარმოდგენილი დღეს ბაზარზე
* * *
დიზელზე დღესაც იგივე წარმოდგენააქვს ხალხს თუ გაფუჭდა რთულია რემონტი ძრავისო, რა აზრისხართ ამასთან დაკავშირებით არმქონია დიზელთან შეხება, ბენზინის ძრავებს საკმაოდ კარგად ვცნობ და არაფერია ისეთი მარტივია საკუთარი ძალებითაც (შეჩხიკინება:დ),
* * *
მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი ამ მოტობლოკებზე და დავწეროთ ვის რა გამოცდილებაგვაქ, მჭირდება ვენახის მოსახნავად და ასევე პრიცეპით გადასაადგილებლად პერიოდულად

Posted by: levani169 19 Apr 2020, 15:14
nrnaaa
QUOTE
1300 ლარად ვაპირებ ძველებური ეგრეთწოდებული პერმის ტრაქტორის ყიდვას, მაგ ფასში არის ალტერნატივა უკეთესი რამე? მაინტერესებს თქვენი აზრი ვინ რომელ მოტობლოკს ანიჭებს უპირატესობას ზოგადად 2000 ლარამდე რაცარის წარმოდგენილი დღეს ბაზარზე

ცუდი არჩევანია პერმის მოტობლოკი,ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩინურ მოტობლოკებთან შედარებით.
ბაიკალები იყო კარგი და მარტივი,ეხლა ჰიტან-ებია ეგეც კარგად მუშაობს,ბაუმა და ჰიუნდაი ზიზილ-პიპილოებით გაფორმებული ნაგვებია.
კარგი კი იტალიური მოტობლოკებია მარა დიდი ტრაქტორი მოვა იმის ფასში ...... ფუფუნებაა!

Posted by: nrnaaa 19 Apr 2020, 15:55
არადა მაგ ბაუმას ფასი საკმაოდ მეტიაქ თავის ზომის და მონაცემების ტრაქტორებთან შედარებით რო ვაკვირდები
* * *
weima ამ ფირმაზე თუ გსმენიათ რამე

Posted by: levani169 19 Apr 2020, 16:20
nrnaaa
QUOTE
weima ამ ფირმაზე თუ გსმენიათ რამე

https://www.google.com/search?client=firefox-b-d&q=weima
კაი რევიუები აქვს,აქ არ შემხვედრია გაყიდვაში.
QUOTE
არადა მაგ ბაუმას ფასი საკმაოდ მეტიაქ თავის ზომის და მონაცემების ტრაქტორებთან შედარებით რო ვაკვირდები

გაპიარებულია,ოფიციალური წარმომადგენლობ და სერვის ცენტრები ვითომ.

Posted by: nrnaaa 19 Apr 2020, 17:16
QUOTE (levani169 @ 19 Apr 2020, 16:20 )
nrnaaa
QUOTE
weima ამ ფირმაზე თუ გსმენიათ რამე

https://www.google.com/search?client=firefox-b-d&q=weima
კაი რევიუები აქვს,აქ არ შემხვედრია გაყიდვაში.
QUOTE
არადა მაგ ბაუმას ფასი საკმაოდ მეტიაქ თავის ზომის და მონაცემების ტრაქტორებთან შედარებით რო ვაკვირდები

გაპიარებულია,ოფიციალური წარმომადგენლობ და სერვის ცენტრები ვითომ.

მე ვნახე და განსხვავებული დეტალებიაქ და უფრო ხარისხიანს გავს დანარჩენებთან შედარებით, ფასიც განსხვავებულიაქ

Posted by: totenkopf 20 Apr 2020, 14:46
ბაუმა მყავს მეორე წელია .... 1200 ლარი დაჯდა განვადებით ... კარგად მუშაობს ჯერჯერობით რავი.... პერმის დამპალი დედას ...... სად ნახავ ახლა კარგ მდგომარეობაში პერმს

Posted by: nrnaaa 21 Apr 2020, 09:22
1200 ად ახლა ვერაფერს ვეღარიყიდი ისეა მომატებული ფასები , პერმის მოტობლოკი შეილება მარა ყველა მაგის ლანძღვაშია

Posted by: SHahiii 15 Jan 2021, 23:46
დიზელი ჯობია თუ ბენზინის ძრავი?

Posted by: levani169 16 Jan 2021, 00:32
QUOTE (SHahiii @ 15 Jan 2021, 23:46 )
დიზელი ჯობია თუ ბენზინის ძრავი?

ბენზინი

Posted by: Temo_x 11 Mar 2021, 18:59
შევიძინე დიზელის მოტობლოკი 9 ცხენისძალიანი,. გამძლეობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი(დავწერ მაგასაც როცა დრო იქნება yes.gif ) ჯერჯერობით რაც შემიძლია რომ ვთქვა, არის იმაზე ბევრად ძლიერი ვიდრე წარმომედგინა.

Posted by: levani169 12 Mar 2021, 16:24
QUOTE (Temo_x @ 11 Mar 2021, 18:59 )
შევიძინე დიზელის მოტობლოკი 9 ცხენისძალიანი,. გამძლეობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი(დავწერ მაგასაც როცა დრო იქნება yes.gif ) ჯერჯერობით რაც შემიძლია რომ ვთქვა, არის იმაზე ბევრად ძლიერი ვიდრე წარმომედგინა.

ძალა თუ წონით არ ბალანსდება აზრი არ აქვს ისე და 9 ცხენისძალიანი მაქსიმუმ150 კილო იყოს ......... აზრი?

Posted by: Temo_x 13 Mar 2021, 06:18
QUOTE (levani169 @ 12 Mar 2021, 16:24 )
QUOTE (Temo_x @ 11 Mar 2021, 18:59 )
შევიძინე დიზელის მოტობლოკი 9 ცხენისძალიანი,. გამძლეობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი(დავწერ მაგასაც როცა დრო იქნება yes.gif )    ჯერჯერობით რაც შემიძლია რომ ვთქვა, არის იმაზე  ბევრად ძლიერი ვიდრე წარმომედგინა.

ძალა თუ წონით არ ბალანსდება აზრი არ აქვს ისე და 9 ცხენისძალიანი მაქსიმუმ150 კილო იყოს ......... აზრი?

175 კილოა და აზრი ისარის რომ წინ აქვს გირის დასამაგრებელი და გახდება 200 კილო. ბენზინზეც მყავდა და სირცხვილია შედარება გაწევის ამბავში, ფრეზზე ჯერ არგამომიცდია

Posted by: SHahiii 26 Mar 2021, 19:52
ღირს ასეთის ყიდვა?
https://www.youtube.com/watch?v=1dfoW98vsmQ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)