ლაგოდეხს ახალი გამგებელი ჰყავს.იქ ერთი ამბავია,გაწევ-გამოწევა და ქართული ოცნების პლაკატებს ხევენ,ზოგი წვავს..
რუსთავი-2 15.00 გამოშვება
ლაგოდეხის გამგებლის არჩევას დაპირისპირება მოჰყვალაგოდეხს უკვე ახალი გამგებელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე საკრებულოს 13-მა წევრმა ერთხმად დაამტკიცა ვალერი ალიბეგაშვილი. არჩევნებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. `ქართული ოცნების`აქტივისტები უნდობლობას უცხადებდნენ საარჩევნო კომისიას და საკრებულოს თავმჯდომარეს და სხდომათა დარბაზში ორი საათის განმავლობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
მათი განცხადებით, ვალერი ალიბეგაშვილი `ქართული ოცნების`მხარდამჭერად ასაღებს თავს, სინამდვილეში კი ის `ნაციონალურ მოძრაობასთან`არის გარიგებული.
ვითარების განსამუხტად საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება, არჩევნები კი ფარულად ერთ-ერთ კაბინეტში ჩატარდა, რამაც `ქართული ოცნების` აქტივისტების პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა. ისინი კაბინეტში შეიჭრნენ და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. აქტივისტები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ გამგებელს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
მოგვიანებით, დაპირისპირება შენობის გარეთაც გაგრძელდა. კოალიციის მხარდამჭერებმა განვითარებულ პროცესებში ლუკა კურტანიძე დაადანაშაულეს, ვინაიდან, მათი თქმით, ის ალიბეგაშვილის ნათესავია და გამგებლადაც სწორედ ამიტომ აირჩიეს.
http://www.rustavi2.com/news/news_textg.ph...99&pg=1&im=main This post has been edited by tintoreto on 27 Dec 2012, 15:40
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი