#48273981 · 5 Jul 2016, 13:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი 5 წლის წინ გვჭირდებოდა მე და ჩემ მეგობრებს ეგეთი რამე
ხოდა აგლაძესა და წერეთლის გამზირს შუა რომ რძის ქარხანა იყო ( დაანგრიეს) მანდ, ერთ - ერთ ეზოში იყო ეგეთი რამე. დაწყებული მარტივი დოზატორით, და დამთავრებული დაპირებით, რომ თუ გენდომებათ საჩამომსხმელო ხაზს აგიწყობთო. (ზუსტად აღარ მახსოვს მისამართი)
მარტივი დოზატორი იყო მოთუთიებული (ცინკის) ჟეშტისგან შეკრული დიდი ძაბრი, რომელსაც ქვემოთ ჰქონდა საკეტი. ასხავდი ამ ძაბრში თაფლს, ქვემოთ უდგამდი ქილას ან სხვა რაიმე ტარას და ხელით არეგულირებდი რაოდენობას. თუ ქვემოთ სასწორსაც დაუდგამდი (ბაზრობაზე რომ წონიან, ელექტროსასწორებით), წონა რომ გერეგულირებინა, მთლად კანფეტი რაღაც გამოდიოდა. ეგეთს შენითაც გააკეთებ ან ელიავას ოსტატებიც გაგიკეთებენ. თუ რა თქმა უნდა გაკმაყოფილებს.
ქონდათ ოდნავ უფრო რთული რაღაცეებიც ადგილზე...
|