გამარჯობათ მეგობრებო, გახსოვთ ალბათ რამოდენიმე დღის წინ დავპოსტე თემაზე: კრიპტოვალუტის ბიზნესში ფულის გამომუშავების მეთოდები. მოკლედ შეგახსენებთ 5 ძირითად მეთოდს:
1. უფასო ფაუსეტებით და კლიკებით,
2. კრიპტოვალუტის ყიდვით და მისი გაჩერებით,
3. კრიპტო ბირჟებზე ვაჭრობით,
4. მაინერების სახლის ფერმებით,
5. ქლოუდ მაინინგით.
ასევე დაგპირდით რომ გაგაცნობდით ჩვენს სტრატეგიას. ჩვენში ვგულისხმობ როგორც ამ საქმეში გარკვეულ და კრიპტოვალუტის დაავადებით შეპყრობილ ქართველებს, ასევე გაცილებით გამოცდილ ჩვენს უცხოელ კოლეგებს. ჩვენ სულ რაღაც რამოდენიმე თვეა რაც ვტესტავთ ამ სტრატეგიას და ძალიან კმაყოფილებიც ვართ, ხოლო ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამით ცხოვრობენ და საკმაოდ დიდ შემოსავლებზეც არიან გასულები.
კაი დავიწყოთ ინვესტიციით 500$.
1. ეს თანხა არ უნდა იყოს თქვენი უკანასკნელი ფული. (რისკი ყველა ბიზნესში არსებობს)
2. გაცილებით პატარა თანხით ვისაც უნდა დაწყება პირველ მიზნათ 500 $ -იან ნიშნულამდე ასვლა უნდა დაისახოს.
3. ამ თანხით ვიწყებთ მე-5 პუნქტში ინვესტირებით. ანუ ქლოუდ მაინინგში. მისი არჩევა საკმაოდ ძნელია და გადამწყვეტიც. არჩევანი აუცილებლად მხოლოდ თქვენი შეხედულებებით უნდა მოხდეს. რა არის ქლოუდ მაინინგი, როგორ ავარჩიოთ იგი და როგორ არ გავებათ ხაიპების (თაღლითების) მახეში ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ.
4. ამის შემდეგ თქვენი შემოსავალი შეადგენს თვეში დაახლოებით 100 $, რომლითაც ვახდენთ ინვესტიციას უკვე თქვენი შეხედულებისამებრ რომელიმე იაფიან კოინებში, ბირჟასაც თქვენ თვითონ ირჩევთ. (შეგახსენებთ, რომ რისკი ყველგან და ყველაფერშია)
5. კრიპტო ისტორიიდან გამომდინარე თითქმის არ არსებობს კრიპტოვალუტა, რომელიც მინიმუმ 10-20 ჯერ არ გაზრდილა რამოდენიმე თვის მანძილზე, აქედან გამომდინარე დიდი შანსია თქვენი 100 დოლარიც მალე გახდეს გაცილებით მეტი ოდენობის. თანაც არ დაგვავიწყდეს რომ ყოველთვე ქლოუდ მაინინგიდან შემოგემატებათ ინვესტიციები და თქვენს მიერ ნაყიდი კოინების რაოდენობაც იზრდება.
6. ასეთი სტრატეგიით საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია სურვილის შემთხვევაში საწყისად რომელიმე იაფიანი სახლის მაინერის გამოწერაც.
7. გაცილებით მეტი ინვესტიციის შემთხვევაში რა თქმა უნდა გაცილებით მეტ შედეგებამდე ავალთ. მთავარი მიზანი კი ჩვენი მუდმივი შემოსავლის: ქლოუდ მაინინგის 500 $ პაკეტის გაზრდაა, რა შემთხვევაშიც ჩვენი ყოველთვიური შემოსავალიც იზრდება.
8. ამასობაში ჩვენი ცოდნა და გამოცდილებაც იზრდება და უკვე ვხდებით პროფესიონალები ამ დიდ და უდაოდ პერსპექტიულ ინდუსტრიაში.
9. ვისაც ეზარება ან არ აქვს დრო და სურვილი კოინების ყიდვის ბირჟებზე ვაჭრობის, შეუძლია მხოლოდ ქლოუდ მაინინგში გააკეთოს ინვესტირება და მის მიერ შეძენილი სიმძლავრეების მიერ გამომუშავებული ბიტკოინებით, ნელნელა აწიოს შეძენილი პაკეტის ოდენობა.
.
მიხვდით ალბათ, რომ არაფერი რთული ამაში არ არის და ისიც იცით რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. ასე მარტივად შეგვიძლია ავიდეთ საკმაოდ დიდ შემოსავლებზე, ისეთზე როგორზეც უკვე არიან სხვა ჩვენნაირი ადამიანები, რომლებმაც ჩვენზე ცოტათი ადრე დაიწყეს დალაგებულად და გეგმიურად მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩვენი შემოთავაზებული სტრატეგია და არავის თავზე არ ვახვევთ.
მათ ვისაც აინტერესებს უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, ასევე თუ რომელი ქლოუდი ავირჩიეთ ჩვენ და რას ვაპირებთ მომავალში შეუძლიათ შემოგვიერთდეს ჩვენს დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც დაწვრილებით გიპასუხებენ ყველა თქვენს მიერ დასმულ თემატურ კითხვებზე. (ეს არის ქლოუდ მაინინგის ჯგუფი და ვინც არ აპირებთ ქლოუდ მაინინგში ინვესტირებას გთხოვთ ტყუილად ნუ შემოხვალთ ჯგუფში):
.
https://www.facebook.com/groups/484283035281710/.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. ასევე გთხოვთ შემოგვთავაზოთ თქვენი წარმატებული და დატესტილი სტრატეგიაც...