Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > წიგნები ბიზნესზე და საკუთარ საქმეზე


Posted by: punchi 11 Sep 2019, 06:49
მეგობრებო, აქ გავუზიაროთ ერთმანეთს რა წიგნებს კითხულობთ ბიზნესთან და საკუთარ საქმესთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს სამოტივაციო, ფსიქოლოგიური ან პროფესიულ/ტექნიკური.
ჩემთვის გარდამტეხი იყო Rich dad Poor dad, თუ ვინმეს წაკითხული არ გაქვთ აუცილებლად გირჩევთ, ძალიან კარგი წიგნია იმის გასააზრებლად თუ რა რეალობაში ვართ ეხლა თითქმის მთელი საზოგადოება და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ვირთხების რბოლას თავი.
ასევე ძალიან კარგი წიგნია ამ მიმართულებით, Think and grow rich. ეს წიგნი მარტო გამდიდრებას და ბიზნესს არ ეხება, ეს მეთოდი შეგიძლიათ იგივე წარმატებით გამოიყენოთ წონის დასაკლებად, სამსახურში დასაწინაურებლად, ცოლის მოსაყვანად ან ნებისმიერი კონკრეტული და მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.
ამ მიმართულებით წაკითხული მაქვს ასევე Rich dads cashflow quadrant და Millionaire Next Door, ცოტა მოსაბეზრებლად და უაზროდ მომეჩვენა, ასე რომ ჩემს რეკომენდაციას არ ვაძლევ ამ წიგნებს.
ეხლა ვიქრობ წავიკითხო წიგნი სახელად Awaken giant within, ვინმეს ჰო არ წაგიკითხავთ? თქვენი შთაბეჭდილებები რომ გამიზიაროთ

Posted by: zuziko 11 Sep 2019, 22:52
punchi
ეს ყველა წიგნი არის ქართულ ენაზე ნათარგმნი და ინგლისურ სათაურებს რატო წერ?

გარდა მაგისა აუცილებლად წასაკითხია დეილ კარნეგის ყველა წიგნი, საბედნიეროდ არის ყველა გადათარგმნილი

Posted by: punchi 13 Sep 2019, 06:35
zuziko
ძალიან კარგი თუ არის ნათარგმნი, მე ინგლისურსაც ვივარჯიშებ თან და ამიტომ ვკითხულობ ინგლისურად და ამიტომაც დავწერე აქაც. რა წიგნებია კონკრეტულად? ან რას ეხება?

Posted by: dr0d0 22 Sep 2019, 16:34
როგორც ვიცი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო წიგნია იმაზე თუ როგორ უნდა მართოთ სწორედ სტარტაპი და როგორ მართოთ პროდუქტის ან სერვისის დეველოპმენტი ნულიდან საბოლოო პროდუქტამდე.

http://theleanstartup.com/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)