ყველა ორსულ ქალს აინტერესებს მომავალი ბავშვის სქესი. ამის დადგენა თანამედროვე პირობებში შესაძლებელია ექოსკოპიით. მაგრამ საინტერესოა როგორ, რა დამახასიათებელი ნიშნებით ხვდებოდნენ ბავშვის სქესს ადრე? არის სხადასხვა ხალხური მეთოდები ამის გასარკვევად, მაგალითად გამიგია, რომ ქალი უფრო ლამაზდება, როცა ბიჭს ატარებს მუცლით, ხოლო გოგოზე პირიქით (და სხა ბევრი...)
საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილება და დაკვირვება გაგვიზიაროთ ამ საკითხზე, ვინც უკვე დედები ხართ, ან ხართ ორსულად და უკვე იცით ბავშვის სქესი. ვის რა გსმენიათ?
ვფიქრობ, ეს თემა საინტერსო იქნება მათთვის, ვინც ორსულად არის, მაგრამ ჯერ არ იცის ბავშვის სქესი.
მოკლედ, , რა გარეგნული თუ შინაგანი (ხასიათი და ა. შ.) სხვაობაა ბიჭზე და გოგოზე ორსულ ქალებს შორის?
მიმაგრებული სურათი