forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (96) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძველებური მუღამები VI , ჰაერში ოქრო ლივლივებს
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14711
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 5 Jun 2016, 16:15  #48008505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ძველებური მუღამები I @ საჯაროში გადაღებული 12-იანი კოდაკით

ძველებური მუღამები II @ ალიოშა დევდარიანის მიკვლეული არქივი

ძველებური მუღამები III @ სოც-ხანის ფიზ’კულტურული ჟღურტული

ძველებური მუღამები IV @ როგორ ვძლიეთ ჰამბურგი და წავაგეთ სამოასთან

ძველებური მუღამები V @ აბა "ღ" რა საჭიროა?!



user posted image

QUOTE
რად ავიხირე არქივი სულის და გულის მდაღველი,
ან რადა ვშრომობ ამდენსა, განა ცოტა მაქვს ნაღველი?
მინდა ავცელქდე, ვით უწინ, მაგრამ რომ არა მცალია?
სოსო, რა კარგი დღე არის! სოსო, რამდენი ქალია!


@


+ პატივეცმულო მოდერო, ეგებ გვიშველოთ და სათაური ჩაგვისწოროთ = უნდა იყოს VI

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 5 Jun 2016, 16:19


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
სურამელი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5092
წევრი No.: 143324
რეგისტრ.: 19-February 12

გამოგზავნილია: 5 Jun 2016, 19:18  #48010107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
 ძველებური მუღამები V, ჰაერში ოქრო ლივლივებს


ფიქსირ smile.gif
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14711
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 5 Jun 2016, 19:34  #48010241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
1963

user posted image

რჱგბი: რიგის სკანდალი

ყოველი დაფარული გაცხადდესო, და ახდა ეს ბრძნული ნათქვამი 53 წლის შემდეგ -
ლენინგრადულმა წყარომ მისდა უნებურად, სულ სხვა რამის გამო მიგვითითა ამ მონტაჟზე

მოკლედ, ქართული რაგბის აისია და "განთიადად" შენიღბული ეროვნული ნაკრები
ბალტიაში ბრძანდება ტურნე-ტურნირზე.

თუ ბოლო მატჩს ვუგებთ მასპინძელ ლატვიას, თასს ავიღებთ

ამაზე მატიანეშიც წერია >> http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/1963.htm

განთიადი შეჯიბრისთვის გულდაგულ მოემზადა...
ჩვენებმა რიგის ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს
მოსკოველი მსაჯის, ანატოლი საროკინის გადამკიდე ...
იმდროინდელ "ლელოში" არ წერია, მაგრამ მოვლენის მონაწილენი ყვებიან,
რომ განთიადი ბოლო წუთამდე უგებდა მასპინძელ ვეფს, როცა
რეფმა შარი მოსდო გოგი ტონიას, ბურთის განზე გაგორებით დრო გაგყავსო,
და მასპინძლებს კარის წინ უბოძა ჯარიმა.

ამით რიგამ თამაში ერთი ან ორი ქულით მოიგო,
ბიჭებმა კი ისე იწყინეს დაჩაგვრა, რომ მავანმა (გავამხილოთ - ამირან ლობჟანიძემ)
ჯილდოდ ჩამორიგებული ლენინის პორტრეტიანი სამკერდე ნიშნები შეკრიბა
და ორგანიზატორებს მიაყარა, რის გამოც (გივი) მრელაშვილს
უშიშროების კლანჭებიდან ჩვეული საზრიანობით მოუხდა შეგირდის გამოხსნა.

@ ახლა კი ირკვევა, რომ მაგ ჯარიმით თურმე ფრედ დასრულებულა თამაში
და ლატვიას უჯობნია ოდენ სხვაობით!

user posted image

+ მაგავე ტურნირის პროგრამა

თუ განრიგი დაიცვეს, 23 აგვისტო იქნებოდა!

@
bulbula1986
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2455
წევრი No.: 178144
რეგისტრ.: 14-December 13

გამოგზავნილია: 6 Jun 2016, 09:49  #48014369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთ-ერთი ყველაზე კარგი თემაა მთელ ფორუმშI
innuendo7
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5139
წევრი No.: 105450
რეგისტრ.: 21-November 09

გამოგზავნილია: 6 Jun 2016, 10:14  #48014482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
06.06. 2006+10
smile.gif

წარმატებები!


--------------------
Why Not?!

So far..so good:)

მთლად გამობიძინდა ერი!

guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8797
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 6 Jun 2016, 23:00  #48019732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სასტუმრო თბილისის ბარათი smile.gif 1979 წელი ფინელი სეპპო ტუომინენის ფოტოები

user posted image

სასტუმრო თბილისის "ვალიუტნი ბარი", რუსთაველზე

user posted image

შესადარებლად, თბილისის ტიპიური მაღაზია, უბრალოდ გრუზინებისთვის
user posted image

ფუნიკულიორის რესტორანი მთაწმინდაზე

user posted image

რესტორან არაგვში შესასვლელი საშვი

user posted image

იმდროინდელი ტურისტული რუქები, ისევ სეპპოსგან

user posted image

user posted image


საკაიფოდ უბუხავია ფინელს ტიფლისში, ბათუმში, სოხუმში

user posted image

ცოლსაც არ დაუკლია smile.gif

user posted image


და სოლნეჩნაია ღრუზიიდან ეს ტავარი წაუღიათ გაყინულ სუომიში

user posted image


--------------------
No pasarán!
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14711
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 00:18  #48020472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კ: რას ახატია ბორჯღალი, წიგნია თუ ტკბილეული?

პ: გავარჩიე, ფირფიტები იქნება: ქართული ხალხური სიმღერები

+ პაპიროსებში ლუქსი ვიცანი, კალამი კი კუკიის მექანიკურ ქარხანაში დამზადდებოდა ჲაშა მანაშეროვის საამქროში

და პრაპორშჩიკთან რა ესაქმებოდა მაგის ცოლს?
datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 696
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 01:29  #48021079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
პაპიროსებში ლუქსი ვიცანი,


სადღაც მაქვს ის მეორე სიგარეტის კოლოფი სახლში, შიგნით სლაიდები აწყვია, ვერ ვიპოვე, გადავქექე უჯრები, სახელს კიდევ ვერ ვიხსენებ, ქარტულია, მარცხენა კუტხეში ზევით 3 ბლოკი მალბოროა კიდევ.
აისი შეიძლება იყოს?

მესხზე და ჩოხელზე ბუბუკინის მოგონებებსაც დავდებ

На одном из экзаменов по теории, которые любили проводить Качалин с Якушиным, был задан вопрос: как должен играть современный край или полузащитник. Отвечали примерно так: должен вести оборонительные функции, отсюда подача, отсюда прострел, отсюда… И так далее. И вот дошло дело до Миши Месхи. Он говорит:

- Гавриил Дмитриевич, я плохо говорю по-русски. Ви нэ пойметэ.

Качалин предлагает:

- А вот Чохели прекрасно говорит по-русски. Ты говори погрузински, а он будет переводить.

И вдруг Месхи начинает руками махать и ругаться на грузинском (мы-то знали многие нецензурные слова). И складно же так получается. Чохели хватается за голову, потом, еле сдерживаясь, переводит: «Крайний нападающий должен проходить по флангу. Если обвел своего, то значит, кто-то освободился, прострел…» А тот ругается без остановки.

Качалин:

- Ну что ж, Миш, достаточно, молодец. Садись, экзамен сдал.

- Пачэму, Гавриил Дмитриевич, я ище могу!..

Из книги В. БУБУКИНА "Вечнозеленое поле жизни", 2003


--------------------
[COLOR=orange][SIZE=1][FONT=Courier]
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8797
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 06:49  #48021827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 7 Jun 2016, 00:18 )


და პრაპორშჩიკთან რა ესაქმებოდა მაგის ცოლს?

მოგზაურობდნენ ოჯახით
1976-77-79
მასკვა-კიშინიუ-ადესა-გაგრა-ახალი ათონი-სუხუმ-ბათუმ-გორი-ტიფლისს და შემოგარენი ფასანაურ, მასანაურ, უფლისციხე და ა.შ

აგერ სრული გალერეა სეპპოსგან

http://humus.livejournal.com/3656953.html
http://humus.livejournal.com/3665971.html
http://humus.livejournal.com/3668007.html
http://humus.livejournal.com/3680213.html
http://humus.livejournal.com/3682077.html
http://humus.livejournal.com/3693398.html

შესადარებლად ადესა და კიშინიოვი
http://humus.livejournal.com/3655336.html

ეს რა ნაპიტოკია?
user posted image

ქართული ღვინის მაღაზია სოხუმში და იქვე, ღვინის კასრებში სიყვარული

user posted image
user posted image

This post has been edited by guriaaa on 7 Jun 2016, 09:03
datberi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 696
წევრი No.: 20975
რეგისტრ.: 20-June 06

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 10:03  #48022249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
QUOTE
ეს რა ნაპიტოკია?


სიტრო, თან ექსტრა, ლიმონათია - ლიმონმჟავა, ციტრუსის სიროფები, შაქარი. დამილევია, მაგრამ ჩვეულებრივ ლიმონათის ბოთლიდან, თან, როგორც მახსოვს, მომრგვალებული ეტიკეტი ქონდა ცოტა ზევით, ბოთლის ყელზე, ეგ ეტყობა სპეცჩამოსხმაა. ლაღიძესაც ქონდა თავის დროზე.
shota_65
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 273
წევრი No.: 182066
რეგისტრ.: 21-February 14

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 11:02  #48022610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
ტურისტი ფინელები საბჭოთა კავშირში ჩამოსვლისისას ლოთობის მეტს არაფერს აკეთებდნენ, ფინეთში მაშინ მშრალი კანონი მოქმედებდა.
ლუკასა და ნიკოს მამა
ზოლიანი კოლოფი სიგარეტი კოლხეთი იყო, სხვათა შორის ძალიან კარგი ხარისხის, არაფრით ჩამოუვარდებოდა ქებულ ამერიკულებს.
ramazi-rugby
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1404
წევრი No.: 125264
რეგისტრ.: 26-December 10

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 11:11  #48022661      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ზოლიანი კოლოფი სიგარეტი კოლხეთი იყო

კოლხეთი არაა
ან ივერია ერქვა,ან თბილისი
ზუსტად ვერ ვიხსენებ
dzuku71
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7067
წევრი No.: 154805
რეგისტრ.: 5-October 12

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 13:01  #48023526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ramazi-rugby
QUOTE
კოლხეთი არაა
ან ივერია ერქვა,ან თბილისი
ზუსტად ვერ ვიხსენებ

ეგ მგონი ივერიაა , კოლხეთი უფრო გრძელ კოლოფში იყო


--------------------
"სოხუმი არასოდეს არ ყოფილა ქართული" -მიხეილ სააკაშვილი
"არ გვეგონა, რომ რუსეთი სამხედრო ავიაციას გამოიყენებდა! მაგათ რომ თვითმფრინავებით არ დავებომბეთ, ჩვენ მოვიგებდით!" - კეზერა.
"მთელი ფორუმის ვაჟკაცობა რომ დადო ნეკით გადაწონის მიშას ვაჟკაცობა."-axalirevolucia
akkai
liverpool


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34805
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 13:16  #48023651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კოლხეთი უფრო გრძელ კოლოფში იყო


user posted image



QUOTE
ეგ მგონი ივერიაა

თბილისია
ამ ფოტოს გადიდებით ჩანს წარწერა თბილისი სიგარეტის კოლოფზე

user posted image

This post has been edited by akkai on 7 Jun 2016, 13:17


--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!

ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
shota_65
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 273
წევრი No.: 182066
რეგისტრ.: 21-February 14

გამოგზავნილია: 7 Jun 2016, 16:42  #48025627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ramazi-rugby
dzuku71
akkai
ბოდიშს გიხდით ბატონებო, ამერია ერთი მეორეში. მაგრამ ერთში უდა დამერწმუნოთ, ახალგიზრდობაში ორივეს ვეწეოდი, ორივე ჩინებული სიგარეტები იყო (სიგარეტებზე რომ ამას იტყვი). ახლა რისგან ამზადებენ სიგარეტებს კაცმა არ იცის. ნამდვილ თუთუნს თავის დამახასიათებელი არომატი ჰქონდა. აქ წარმოდგენილი არ არის ერთ-ერთი პირველი ფილტრიანი სიგარეტი სახელწოდებით ლაგოდეხი. დაისის ხელა შეფუთვაში იყო. მალე გაქრა გაყიდვიდან. არაჩვეულებრივი თუთუნით იყო დამზადებული. რომ იტყვიან, მიმიქარავს ამერიკულიო.
* * *
ზოლიან კოლოფში გამოდიოდა თავიდან ივერია და მერე თბილისიც
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (96) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0222 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]