SF-ში გადავაწყდი ერთ ადგილს.
ლარკინის ქუჩა ერქვა მაშინ.
ახლაც ასე ჰქვია.
საქმე არაფერი მქონდა და "დავდიოდი".
მენიუ მოვითხოვე ამ რესტორანში და კუს სუპიო იქ წავიკითხე.
მომიტანე მეთქი.
შევხედე მაგიდაზე დადებულს და "ტაშტი-ლახანკის" ხელა იყო მათლაფა.
-მარტო ვაარ გოგო, სად წავიღო ამდენი რამე?
-ამ შეკვეთაში შედისო.
-დაამატე ერთი ბოთლი საკე, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი უკვე გიდევთ სუფრაზე.
-ლავაში გააქვთ?
-არა, საიდან?
-მერე შენს გახარებას, გადაირბინე, თან აქვე არის არაბების მაღაზიაში, მაგათ ააქვთ.
მე ეგეთი გემრიელი კუს ხაში ცხოვრებაში არ გამისინჯავს.
ეგ ყველაფერი დამიჯდა სადღაც 175$, მაგრამ სულის ცხონება იყო.
პ.ს. ჰო, ბაყაყის ბარკლები მაქვს ნაჭამი მარსელში.
იქაური თევზის ბაზარი მაინტერესებდა.
ჰოდა შემეშვით, თორემ ბუზე, ბეღურაზე და ლომზე მოგიყვებით ერთ რამეს.
This post has been edited by elchi on 17 Aug 2021, 12:53