ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ინტერნეტიზაციის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად, მშენებლობის პროცესი მოინახულეს მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, ზურაბ ნასარაიამ - სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში და მარიამ სულაბერიძემ - „Open net“- ის დირექტორმა.
რეგიონში ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - 150 კილომეტრია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლეს შეადგენს.
„ვასრულებთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მოსახლეობას - დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი.
პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება. აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა - ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საპილოტე ქსელის მშენებლობის პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი (მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები). პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი.
https://www.facebook.com/economygovge/posts/3465515826871385ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფელი - 150 კმ მდე სიგრძის ქსელი - დასრულების ვადა დეკემბრის ბოლოს
პ.ს ეს იქნება ოზურგეთიდან სოფლის ცენტრამდე და შემდეგ სოფლის ცენტრიდან სახლებამდე ქსელის გაკეთებას შეძლებენ პროვაიდერები და ოუფენ ნეტი არ იქნება მომხმარებლისთვის მიმწოდებელი This post has been edited by MONTY on 20 Oct 2020, 01:17