Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > 22 ოქტომბერი - თბილისური "პოგრომის" ტრაგედია


Posted by: Internet_Contraband 22 Oct 2019, 15:35
QUOTE

რუსთაველის პროსპექტს მრავალი სისხლი ახსოვს, მაგრამ მგონი ყველაზე სისხმლისმღვრელი 1905 წლის 22 ოქტომბრის ამბები იყო, როდესაც კაზაკებმა 50-მდე ადამიანი მოკლეს და კიდევ მეტი დაჭრეს, მათ შორის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლებიც.

მოვლენები კი ასე განვითარდა. რევოლუციურ პერიოდში 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ და მანამდეც თბილისში აქციები და მსვლელობები გამართეს სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებმა.

თბილისის რუს მოქალაქეთა ნაწილმა, უმეტესად მოხელეებმა რომლებიც საკუთარ თავს ,,პატრიოტებს" ეძახდნენ გადაწყვიტეს თვითონაც მოეწყოთ კონტრაქცია მსვლელობის სახით და თავისი ძალა ეჩვენებინათ რევოლუციურად და ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეებისათვის და ამავდროულად იმპერატორისა და მეფისნაცვლისადმი ერთგულება დაედასტურებინათ.

მსვლელობა მუშტაიდის ბაღიდან დაიწყო . ,,პატრიოტებს" თან ცხენოსანი და ქვეითი ჯარისკაცები მოყვებოდნენ. როდესაც დემონსტრანტები პირველ გიმნაზიას გაუსწორდნენ შელაპარაკება მოუვიდათ გიმნაზიელებთან, რაც მუშტი-კრივში გადაიზარდა, ამ დროს ერთმა დემონტრანტმა რევოლვერი დააძრო და ერთ-ერთ გიმნაზიელს დაახალა.

სროლის ხმაზე ჯარი მაშინვე შეესია გიმნაზიის და ახლო-მახლო სხვა შენობებს , გაზეთების რედაქციებს, სასადილოებსა თუ დუქნებს. ეს იყო ნამდვილი დარბევა, დუქნებში მყოფი უდანაშაულო ხალხის ნაწილიც დახოცეს.

ამ დროს, კი ,,პატრიოტთა" დემონსტრაცია უკვე დიდების ტაძრის , ასევე ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის ეზოსა (ეს ის ტაძარია, ზოგი ჭკუათმყოფელი რომ ამბობს ისევ ავაგოთ და რუსთაველზე სისხლი აღარ დაიღვრებაო) და მეფისნაცვლის სასახლის წინ ,,ბოჟე ცარია ხრანის" მღეროდა და ,,ურას" გასძახოდა.

ჯარისკაცები პირდაპირ ნადირობდნენ ხალხზე. ადამიანებს გადარჩენის რამდენიმე გზა ჰქონდათ: დამალვა ,თუ სროლამდე მოასწრებდა ფულით სიცოცხლის ყიდვა (ფილიპე გოგიჩაიშვილმა ცხრა თუმნით იყიდა სიცოცხლე) ან კიდევ ვისაც მოხერხება ეყო, სალდათების გამოჩენაზე ,,ბოჟე ცარია ხრანის" სიმღერას იწყებდა და ამით საკუთარ საიმედოობას ამტკიცებდა .

მეორე დღეს სამთავრობო გაზეთებმა გამოაცხადეს, რომ გიმნაზიის და მიმდებარე შენობიდან მინაფესტანტებს ყუმბარები ესროლეს და მაგიტომ მოაწყვეს ,,პოგრომი", თუმცა თვითმხილველები მსგავსს ვერაფერს იხსენებდნენ.

26 ოქტომბერს გლოვის ნიშნად ქალაქი თბილისში ყოველგვარი მუშაობა შეწყდა


user posted image

Posted by: gvido 22 Oct 2019, 15:37
QUOTE
რომლებიც საკუთარ თავს ,,პატრიოტებს" ეძახდნენ გადაწყვიტეს თვითონაც მოეწყოთ კონტრაქცია

ისტორია ხშირად მეორდება ზოგჯერ სიტყვა სიტყვითაც

Posted by: Internet_Contraband 22 Oct 2019, 15:48
ცოტა უფრო დაწვრილებით:

QUOTE

1905 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე საყოველთაო გაფიცვების და მღელვარების გასანეიტრალებლად რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ისტორიული მანიფესტი გამოსცა. ამ დოკუმენტის მიხედვით (ნიკოლოზ მეორის თხოვნით ეს დოკუმენტი შეიმუშავა წარმოშობით თბილისელმა სერგეი ვიტტემ, რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა) უმაღლესი ხელისუფლება განაწილდებოდა მეფესა და პარლამენტს (სახელმწიფო სათათბიროს) შორის;

ასევე, მოქალაქეებს მიეცათ სიტყვის, სინდისის, შეკრებების და გაერთიანებების შექმნის თავისუფლება.

ლიბერალურად განწყობილი საზოგადოება ამ მანიფესტს უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევდა, ბოლშევიკებმა უნდობლობა გამოუცხადეს, ხოლო რადიკალმა მემარჯვენეებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.

ასეთივე განცდა დაეუფლათ რუს შავრაზმელებს ტფილისშიც. სწორედ ამის გამო 1905 წლის 22 ოქტომბერს ტფილისში მოქმედმა შავრაზმულმა ორგანიზაციამ “ჩორნაია სოტნიამ” იმპერატორის პორტრეტებით, ხატებითა და ჯვრებით მსვლელობა მოაწყო გოლოვინსკზე (დღევანდელ რუსთაველზე), მსვლელობა მალე დარბევაში (“პოგრომში”) გადაიზარდა.

“პატრიოტული პარტიის” წევრები და კაზაკ-დრაგუნთა პოლკების ჯარისკაცები გოლოვინსკზე ნებისმიერ შემხვედრს აიძულებდნენ ნიკოლოზ მეორის პორტრეტის წინაშე ქუდის მოხდას და “ურას” დაძახებას. ყველას, ვინც უარს იტყოდა და გაქცევას ვერ მოახერხებდა, სასტიკად უსწორდებოდნენ.

პირველი გიმნაზიის მახლობლად კი მცირე ინციდენტი მოხდა: დემონსტრანტებს გიმნაზიის შენობიდან ქვები დაუშინეს, რაც გიმნაზიის და მთელი გამზირის 2 საათიანი სასტიკი დარბევის – “პოგრომის” მიზეზი გახდა. ამ “პოგრომის” შედეგები უმძიმესი იყო

- გაზეთი “ივერია” 1905 წლის 26 ოქტომბერს წერდა: “22 ოქტომბერს ღამით მიხეილის საავადმყოფოში მიიტანეს 38 გვამი, 66 დაჭრილი (ამათში მსუბუქად დაჭრილი 22 და მძიმედ დაჭრილი 44). მძიმედ დაჭრილებიდან 2 უკვე გარდაიცვალა. მოკლულთაგან რამდენიმე ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლე იყო”.

22 ოქტომბრის “პოგრომმა” მაშინდელი ტფილისური საზოგადოება აღაშფოთა, მომდევნო დღეებში ისინი ასეულობით იკრიბებოდნენ გოლოვინსკზე. ერთ-ერთი ასეთი შეკრება ამ ფოტოზეა აღბეჭდილი. ფოტოზე კარგად ჩანს ერთი მხარეს გამწკრივებული შაშხანიანი რუსი ჯარისკაცები და მათ პირდაპირ - შეკრებილი ათეულობით ადამიანი. ხალხით არის სავსე გოლოვინსკისა და ბარიატინსკის (დღევანდელი ჭანტურიას) კუთხეში მდებარე ცნობილი ტფილისელი ფოტოგრაფის განკევიჩის ფოტოსტუდიის აივანიც.


user posted image

Posted by: senpai 22 Oct 2019, 15:50
უფრო ვრცელი ინფოები დევს სადმე ? დამაინტერესა.

Posted by: მიხეილ რძე 22 Oct 2019, 15:50
Internet_Contraband
ტერმინ პოგრომს ისტორიის მეცნიერება ებრაელების მასობრივი ხოცვა-შევიწროების დასახასიათებლად იყენებს და ვაი დიდ იუ დუდ დატ?

Posted by: Internet_Contraband 22 Oct 2019, 15:58
მიხეილ რძე
QUOTE
ტერმინ პოგრომს ისტორიის მეცნიერება ებრაელების მასობრივი ხოცვა-შევიწროების დასახასიათებლად იყენებს და ვაი დიდ იუ დუდ დატ?

რანაირად, უკრაინაზეც მინახავს და აგერ საქართველოზეც.

Posted by: მიხეილ რძე 22 Oct 2019, 16:04
Internet_Contraband
https://en.wikipedia.org/wiki/Pogrom

კაი, გავიარეთ.
არ მინდა თემა სხვაგან წავიყვანო.

თემას რაც შეეხება - მაშინდელი ირმები რა.

ეს ნიკოლოზ მეორეც არავისზე ნაკლები განდონი არ ყოფილა. მისიანების ორგანიზებით და წაქეზებით ხდებოდა ეს კონტრმარშები. თან ისე იზო მოყობილი ყველაფერი, თითქმოს მისი ხელი აქ არც ურევია (ეს რაღაცას მაგონებს).
მის ამოწყვეტას ასე განსაკუთრებულად რომ განიცდის ბევრი, დღემდე ვერ ვხვდები :|

Posted by: Sys197 22 Oct 2019, 17:12
მიხეილ რძე

მაგის მეტსახელი სისხლიანი იყო ვაბშეტა! ისე არ იყო ჭკვიანი ადამიანი, საკმაოდ სუსტი იყო ყველა საკითხში! ნიკოლოზ მეორეს დანიშვნის დღეს ათასობით ადამიანი დაიღუპა ჭყლეტვაში ბაზრობაზე, სადაც მისი სახელით უფასო ღვეზელები და სუვენირები რიგდებოდა და მაგის მერე შეერქვა სისხლიანის სახელი!

Posted by: B l a c k J a c k 22 Oct 2019, 17:34
აქაც იმავეს გააკეთებნ და იმით გაამართლებენ: არ გვექნა რუსეთი დაგვიპყრობდაო და დახოცილებს იქით შეტენიან რუსეთთან თანამშრომლობას.
დრო აღარ მაქვს მაგდენი, მაგრამ რომ დავძებნო სხვა პსოტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში უამრავი სმგავსი ფაქტი იქნება.

Posted by: gubaz_merve 22 Oct 2019, 21:57
მთავარია მებრძოლ სულს ვერ კლავენ ,დანარჩენს მოევლება,არანაირი ამინისტია ,რომ გახდეს ახალი ციხეების კომპლექსის აშენება საჭირო ესენი მაქსიმალური ვადით ციხეში უნდა გამოვკეტოთ ,სხვაგვარად წინ ვერ წავალთ,ყველა ორგანიზატორი,შიპუნი,დამფინანსებელი ყველა ციხეში მასა კიდე დაწყნარდება,სამუშაო ადგილები გვჭირდება სხვაგვარად განწირულები ვართ რუსულ ორბიტაზე ჩაგვითრევენ გინდა არ გინდა ,დღეს კიდე მასა ანტირუსულია,ათ წელიწადში არ გამიკვირხება დარჩენილებმა ნატოზე უარი რომ თქვან,ჩანაფიქრში ეგრა.
* * *
სიტუაცია ასრთია ,ბიძინასთან დაახლოვებული პიტები ამბობენ რომ ბიძინასგან მოსმენილი აქვთ რს უნდა ამერიკელებს Dავ ზღვაში,დავით ბერძენიშვილი ამბობს ნატოზე უარის თქმაზე დაყოლიებას ცდილობდა აფხაზეთზე გავცვალოთო,მეტი რაღა უნდა მოხდეს,სამხედრო გზა გამოყავთ რომ ადვილად დაგვიპყროს რუსებმა,ხომ ხვდებით რა სიტუაციაში ვართ,რაღა დროს ნაცები ვერ დაბრუნდებიაა,კი არა მიშა უნდა ამ სიტუაციას ან მიშასნაირი ტიპი ვინც სამხედრო წარმოებას წამოქაჩავს,რომ არა ქოცები დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმას ვეღარ გაბედავდნენ დრო ფავკარგეთ,ბოლო დროს როდის მოხდა რეზერვისტების წრთვნა?

Posted by: Ninelku 22 Oct 2019, 22:22
QUOTE
- გაზეთი “ივერია” 1905 წლის 26 ოქტომბერს წერდა: “22 ოქტომბერს ღამით მიხეილის საავადმყოფოში მიიტანეს 38 გვამი, 66 დაჭრილი (ამათში მსუბუქად დაჭრილი 22 და მძიმედ დაჭრილი 44). მძიმედ დაჭრილებიდან 2 უკვე გარდაიცვალა. მოკლულთაგან რამდენიმე ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლე იყო”.

დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილიც იქნებოდა გარეული ამ ამბავში. არა? gigi.gif

Posted by: t-90 22 Oct 2019, 22:26
მიხეილ რძე
QUOTE

ტერმინ პოგრომს ისტორიის მეცნიერება ებრაელების მასობრივი ხოცვა-შევიწროების დასახასიათებლად იყენებს და ვაი დიდ იუ დუდ დატ?


პირველად მეც შემოვედი მეთქი რამეს გვტენიან გურჯებს თქო. biggrin.gif

პ.ს უმფრო საინტერესოა ის რომ 1860იანებში გაცილებით უარეს არეულობებზე ხმას არავინ იღებს.

Posted by: kardinali100 22 Oct 2019, 22:35
QUOTE
პ.ს უმფრო საინტერესოა ის რომ 1860იანებში გაცილებით უარეს არეულობებზე ხმას არავინ იღებს.

და კიდე უმფრო საინტერესო კიდე ისაა რომ 1905 წლის ნოემბერში ანუ ერთი თვის მერე გოლოვინსკზე პოგრომისა დაშნაკებმა მოაწყვეს ქართველების(აზერბაიჯანლებისაც) პოგრომები თბილისის გარეუბნებში---ეგ დარბევები და დარბევების არქივ-ფაქტები საერთოდ გააქრეს-გაასაიდუმლოვეს მომდევნო წლებში
boli.gif

Posted by: t-90 22 Oct 2019, 22:57
kardinali100
QUOTE

და კიდე უმფრო საინტერესო კიდე ისაა რომ 1905 წლის ნოემბერში ანუ ერთი თვის მერე გოლოვინსკზე პოგრომისა დაშნაკებმა მოაწყვეს ქართველების(აზერბაიჯანლებისაც) პოგრომები თბილისის გარეუბნებში---ეგ დარბევები და დარბევების არქივ-ფაქტები საერთოდ გააქრეს-გაასაიდუმლოვეს მომდევნო წლებში

იქაც სომხები იყვნენ გარეულები და სპარსელები.

Posted by: kardinali100 22 Oct 2019, 23:01
QUOTE

იქაც სომხები იყვნენ გარეულები და სპარსელები.

იქ სად -გოლოვინსკის დარბევაში?

Posted by: Cosmopolitan 22 Oct 2019, 23:02
პატრიტთა ალიანსი .... ფენიქსები ყოფილან ეგენი

Posted by: t-90 22 Oct 2019, 23:41
kardinali100
QUOTE

იქ სად -გოლოვინსკის დარბევაში?

1860იან წლებში მომხდარ არეულობებში.
არ ვაზუსტებ შეგნებულად.

Posted by: kalekalebind 23 Oct 2019, 02:16
აბდურრახმან ავტარხანოვის წინგსშიდ სწეროდა ადრე

თურმე უზბეკეთში აჯანყებულები ჩაუსაფრდნენ ენკავედეს რომელიღაც იქაური განყოფილების თათბირის მონაწილეებს და ოთახში შეუყარეს ორი ტომრით შიგნით ჩასმული და დამწყვდეული გიურზები გარეთ რომ გამოიქცნენ დერეფანში ეს უბედურ დღეზე გაჩენილები იქ უკვე ხელყუმბარები გახსნეს და ესროლეს და ეზოში ვინც გამოიქცა და მაგდენი შეძლო პისტოლეტებით დახოცეს იქიდან გამოღწეულები

Posted by: LuxAeterna 23 Oct 2019, 11:52
ვასაძე ფალავანდ ინაშვილი. მერამდენედ უნდა შეგახსენოთ: რამდენჯერ უნდა გაგაუპატიუროს ღრუსმა მონღოლმა, იმისათვის რათა გაიგო რომ მასთან საქმის დაჭერა არ შეიძლება?!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)