გთხოვთ ჩემი პოსტი ყურადღებით წაიკითხოთ
149 გვერდი წავიკითხე
1. აქტიური იყო კვების ობიექტების ბიზნესი ( ფასტფუდი, სახაჭაპურე, საშაურმე და ა.შ.)
2. ფულის გასესხება, გაპროცენტება, ანაბრები
3. უბნის მაღაზიები
4. ფორექსი ( ბირჟებზე ვაჭრობა )
5. ტელეფონების ან სხვა ტექნიკის ჩამოტანა იაფად და გაყიდვა
იყო დადებითი და უარყოფითი შეფასებებიც მაგრამ არაფერი კონკრეტული არ დაწერილა, მიდიოდა კამათი და გამოხატავდა ყველა თავის აზრს
6. გაიჟღერა ბლოკების წარმოების იდეამ
7. აგრობიზნესს თავისი თემა აქვს ფორუმზე, აქაც დაიწერა რაღაც იდეები, სატაცური დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, იყო სოკოს და თხილი იდეა
8. ფერმა, გოჭების და საქონლის
9. ინკუპატორის გაკეთება
10. იყვნენ ადამიანები რომლებსაც ქონდათ უკვე ბიზნესი და ჭირდებოდათ ფინანსები გასაფართოებლად თავისი საქმიანობის
ყურდღება მინდა გავამახვილო შემდეგზე
1. გაიჟღერა ვერსიებმა აქციების ყიდვასთან დაკავშირებით რომელიც ყოველ წელს რაღაც მოგებას ტოვებდა, მაგრამ აქაც არაფერი დაწერილა კონკრეტულად, მაგალითად ადრე იყო გუგლის აქციები იყიდებოდა, ეხლაც იქნება ალბათ არ მიძებნია, მარა მტავარი აქ ისაა რომ ვინც ამ იდეას წერდა არ აკონკრეტებდა როგორ უნდა იყიდო, რა არის მინიმუმი ყიდვის და ეს მინიმუმი რა მოგებას ტოვებს წელიწადში.
2. რამდენიმემ დაწერა რო არსებობს რაღაც საინვესტიციო პროექტები, ინტერნეტ ბიზნესი, სადაც ჩადეს დაახლოებით 100 დან 500 დოლარმდე და საკმაოდ კარგი მოგება ნახეს, არავის აქაც კონკრეტულად არაფერი დაუწერია, რა საიტებზეა საუბარი, როგორ უნდა იპოვო, იმუშაო, გააკეთო ინვესტიცია და ა.შ.
ინტერნეტ ბიზნესზე იმიტომ ვამახვილებ ყურდღებას რომ, რაღაც საიტზე რომ მუშაობ სხვასაც რო ურჩიო და იმან თავისი ინვესტიცია გააკეთოს ამით შენ რა გაკლდება????? გთხოვთ ასეთი რამეები დეტალურად დაწეროთ, ან მინუმუმ წყარო მაინც დაწეროთ სად რა ინფორმაცია მოვიძიოთ, თორე მარტო ინტერნეტ ბიზნესი მომგებიანია ძალიან ძალიან ზოგადი ნათქვამია.
წერდა ერთი მომხმარებელი 1000 დან 3000 ლარამდე ჭირდებოდა, 2017 პოსტი იყო, ინტერნეტ ბიზნესთან დაკავშირებით, კონკრეტულ იდეას არ ახმაურებდა, საინტერესოა რა ქნა გამოუვიდა რასაც გეგმავდა თუ ვერ ?
კიდევ თხოვნაა თუ ვინმემ განავითარეთ, ან დაიწყეთ ბიზნესი, დაწეროთ რა როგორ გააკეთეთ, პოზიტიური ინფორმაციები გაგვახარებს და მოტივაციას შეგვმატებს.
ეხლა რაც შემეხება მე, დაინტერესებული ვარ ზოგადად ინტერნბეტ ბიზნესით ( მაინინგი არ ითვლება, ვცადე უკვე ) და ამ თემაზე თუ მომაწვდით კონკრეტულ ინფორმაციებს, არამარტო მე სხვა მომხმარებლებიც კმაყოფილი დარჩება
პლიუს ამას მაქვს მიწის ნაკვეთი ნორიოში, 1500 მ2, ბევრი არ არის მარა რახან სატაცური ასე ვითარდება შეიძლება მოყვანა, და არამარტო სატაცურის ნუ ვისაც რა იდეა გექნებათ, მე შემიძლია დაგეხმაროთ მიწით შესაბამისი შეთანხმების შედეგად
http://startup.gov.ge/geo/homeეს არის საიტი ვისაც იდეები გაქვთ და დამფინანსებლებს ეძებთ, გაეცანით თუ კარგი პროექტები გაქვთ დაგიფინანსებენ
This post has been edited by melika on 14 May 2018, 12:44