საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ შესაძლოა, თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ნახევარმცველი სამირ ნასრი ორწლიანი (!) დისკვალიფიკაციით დასაჯონ. მიზეზი: ნასრიმ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
ეს ინცინდენტი შაბათს ესპანეთთან (2:0 ესპანელთა სასარგებლოდ) მეოთხედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა: როდესაც ''მანჩესტერ სიტის'' ვარსკვლავი მიქს-ზონიდან გამოდიოდა, მან უხეშად უპასუხა ერთ-ერთი ჟურნალისტის თხოვნას, ეპასუხა რამოდენიმე კითხვაზე.
''ეკიპის'' ცნობით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად გახსნის სადისციპლინო საკითხს ნასრის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა, ორწლიან დისკვალიფიკაციას მოიცავდეს სანაკრებო დონეზე.
როგორც ''ეკიპის'' საიტზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, გულშემატკივართა 56 პროცენტი თანახმაა, რომ ფრანგთა და ისტლენდელთა ვარსკვლავმა ასეთი მკაცრი სასჯელი მიიღოს.
თქვენ წარმოიდგინეთ და, დისკვალიფიკაცია მხოლოდ ნასრის არ ემუქრება. დასჯილნი შესაძლოა იყვნენ: იან მვილა (''რენი''),
ჰატემ ბენ არფა (''ნიუკასლი'') და პსჟ-ს თავდამსხმელი ჟერემი მენეზი.
ნასრის დედაც ბენ არფას ხელი არ დაედოს
http://geosports.ge/index.php?option=com_c...medium=facebook This post has been edited by ბარბოსა on 26 Jun 2012, 16:23