forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სასამართლო წარმოებაში არ იღებს სარჩელს, როგორ უნდა მოვიქცე
N_e_o_N
post mortem


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11284
წევრი No.: 14588
რეგისტრ.: 15-November 05

  გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 16:57  #49665178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით
მოკლედ, ნაყიდი ავტომობილი თავის დროზე არ გადავიფორმე ძველი პატრონისგან, შემდეგ ამ მეპატრონეს დავა მოუხდა ბანკთან და დაუყადაღეს უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ჩემი მანქანაც. (პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს მარა მის ქონებას ყადაღა ადევს).
შევიტანე საქალაქოში სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ. განვმარტე რომ ავტომანქანის მესაკუთრე ვარ, დავურთე შესაბამისი მტკიცებულებები და ა.შ.

სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში საქმე. მიზეზად განჩინებაში წერია, რომ (ვციტირებ):
სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიღებული განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული სარჩელი ვერ მიიჩნევა "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ყადაღისგან ქონების გათავისუფლების სარჩელად. ამდენად, სასარჩელო განცხადება საჭიროებს დაზუსტება-ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად წარმოადგენსსარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს

ცოტა ზევით კი მოსამართლე განმარტავს რომ აღნიშნული მუხლის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ქონება, რომელზეც მიმდინარეობს აღსრულებაო (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზეა ლაპარაკი, კერძოდ - "თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით"

ანუ როგორც მე გავიგე მოსამართლე მეუბნება ამ კანონით ნუ ითხოვ ნივთის ყადაღისგან გათავისუფლებას, ეს კანონი უკვე აღსრულებაზე წასულ ნივთებს ეხება და არა დაყადაღებულსო. იქნებ დამეხმაროთ, რა ფორმით მოვითხოვო ნივთის ყადაღისგან გათავისუფლება ??

This post has been edited by N_e_o_N on 9 Jan 2017, 17:02


--------------------
ვიღაც ფულიანი რუსი ჩამოდის და ბმჭ შნიკები ხვდებიან ფეირვერკებით, რადგან იმ ტიპს თევზის ქუცაში გაზაობა დაევასა და ისიც მასე გაზაობს თურმე რუსეთში (c)
progresi
LAWYER


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8432
წევრი No.: 28503
რეგისტრ.: 17-January 07

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 23:08  #49667760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერ გაიგე სწორად. ჯერ საგანზე უნდა აღძრა სარჩელი რომ შენ გეკუთვნის და მერე მოითხოვო ყადაღისგან განთავისუფლება დასაბუთებული შუამდგომლობით. ისე მაგაში შენ კი არა ზოგი ადვოკატიც ვერ ერკვევა, ასე რომ არ გაგიკვირდეს
baggins
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5688
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 09:49  #49669760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
progresi

ყადაღისგან გათავისუფლება იმავე წარმოებაში მოითხოვოს?


--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
© Game of Thrones
kodeqsi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19920
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 05:13  #49676781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
N_e_o_N
QUOTE
განვმარტე რომ ავტომანქანის მესაკუთრე ვარ, დავურთე შესაბამისი მტკიცებულებები და ა.შ.

ამას ვერ განმარტავდი და ვერც შესაბამის მტკიცებულებებს დაურთავდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ხარ მანქანის მესაკუთრე... იგულისხმება იურიდიული მესაკუთრე და არა ფაქტიური მესაკუთრე, ამ უკანასკნელს კიდევ სასამართლო არ სცნობს ფაქტობრივ გარემოებად, თუ არ გექნა ნასყიდობის ხელშეკრულება მანქანაზე (მეეჭვება გქონდეს, სადაც საერთოდ არ გადმოგიფორმებია მანქანა ძველი მეპატრონისგან, ასეთ რამეზე მითუმეტეს არ შეწუხდებოდი), ამიტომ ჯერ ეს ხელშეკრულება დადეთ ძველი რიცხვით (მინიმუმ დაყადაღებამდე რამე რიცხვით) და მერე მის საფუძველზე (+ სხვა მტკიცებულებები, საიდანაც ყველაზე არსებითი იქნება მანქანის საფასურის თანხის გადახდის დადასტურება საბანკო დოკუმენტაციის ფორმით, გადახდის დანიშნულება-მიზნობრიობის აუცილებელი მითითებით) მოითხოვე მანქანაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (მანქანის გადაფორმება შენზე) სასამართლო წესით ახალი სარჩელით... სასამართლოს გარეშე ყადაღას ვერ დაძლევ... თუ დაგიკმაყოფილდა სარჩელი და მანქანა სასამართლო გადაწყვეტილებით გადმოფორმდა შენზე, მერე როგორც მესაკუთრე მოითხოვ მასზე ყადაღის მოხსნას სასამართლოში ან აღსრულებაში (გააჩნია სად იქნება საქმე წინა მეპატრონესა და ბანკს შორის დავის შემცველი)... მანამდე კი აქეთ შენ მოითხოვო უნდა ეხლა სასწრაფოდ მაგ მანქანის დაყადაღება უკვე შენი ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ სანამ შენ იდავებ სასამართლოში, ის საქმე შესაძლოა აღსრულებაში წავიდეს და აღსრულებამ გაასხვისოს კეთილსინდისიერ შემძენზე ეს შენი მანქანა...


--------------------
ობამას 2 საუკუნის წინ სუნელებში გადაცვლიდნენ სადმე სტამბოლის მონათა ბაზარში © Andro_forza juve

misha mshia, misha go, go, go...

უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...

ცხოვრება ერთია, არჩევანი უამრავია...
N_e_o_N
post mortem


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11284
წევრი No.: 14588
რეგისტრ.: 15-November 05

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 09:54  #49677070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kodeqsi
QUOTE
ამას ვერ განმარტავდი და ვერც შესაბამის მტკიცებულებებს დაურთავდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ხარ მანქანის მესაკუთრე... იგულისხმება იურიდიული მესაკუთრე და არა ფაქტიური მესაკუთრე

თუ ვცდები იქნბ შემისწორო

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
ხოლო ამავე კოდექსის 186-ე მუხლიდან, საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთზე ხდება : 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში;


ჰოდა, რატომ არ ვარ მესაკუთრე ?



პ.ს.
QUOTE
ამიტომ ჯერ ეს ხელშეკრულება დადეთ ძველი რიცხვით (მინიმუმ დაყადაღებამდე რამე რიცხვით)

ეს კი ძაან წამადგებოდა მარა რომელი ნოტარიუსი გაგიტარებს დოკუმენტს ძველი რიცხვით და ნოტარიულად დაუმოწმებელს კიდე ვინ სცნობს ღირებულ საბუთად. ეგრე რასაც უნდა იმას დაწერს კაცი ძველი რიცხვით

This post has been edited by N_e_o_N on 11 Jan 2017, 10:07
spiridon_surajia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2140
წევრი No.: 153374
რეგისტრ.: 26-August 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 11:06  #49677361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
N_e_o_N
QUOTE
თუ ვცდები იქნბ შემისწორო

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
ხოლო ამავე კოდექსის 186-ე მუხლიდან, საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთზე ხდება : 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში;


ჰოდა, რატომ არ ვარ მესაკუთრე ?


მართალია მესაკუთრე ხარ. გაფორმებული, რომ არ არის შენს სახელზე შსს-ში არ ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრე არ ხარ. მაგაზე სასამართლო დავები ყოფილა და სასამართლომაც ეგრე იმსჯელა. თუ გაქვს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ დაყადაღებამდე იყიდე ეგ მანქანა ჩვეულებრივად მოითხოვ ყადაღის მოხსნას. ან თუ არ გაქვს, ფურცელზე ლამაზად და კოხტად დაწერეთ, რომ დაიდო თქვენს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება და დადებისთანავე შესრულდა ნასყიდობიდან გამომდინარე ვალდებულებები. მერე გაკეცე გამოკეცე ცოტა, რომ სიძველე შეეყტოს. ოღონდ დაყადაღებამდე თარიღი მიუთითე.

ჩემი აზრით, მანდ უნდა აღძრა სარჩელი ხელშეშლის აღკვეთაზე, ანუ ნეგატორული სარჩელი, კერძოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა. მოპასუხეთ უნდა დააყენო სუბიექტი, რომლის მიმართვის საფუძველზეც დააყადაღა სასამართლომ შენი საკუთრება. თუ აღსრულება დაიწყო მაგ ნივთზე, ეგრევე დააყენე სასამართლოში დავის დროს შუამდგომლობა მაგ მანქანის რეალიზაციის შეჩერებაზე.

This post has been edited by spiridon_surajia on 11 Jan 2017, 11:52
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 168
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 11:37  #49677528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტიტუუ... დევიბენი ახლა ...

საქმე სასამართლოშია უკვე!!! "სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიღებული განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ქონების ყადაღაზეა" აქ ლაპარიკი ... კარგად არ ვიცნობ საქართველოს პროცესუალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი საგნისა და პრინციპებიდან გამომდინარე შესაძლებელია ამ საქმის ჩარჩოს გარეშე რაიმე გატოკდეს?

This post has been edited by Правовед on 11 Jan 2017, 12:27
spiridon_surajia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2140
წევრი No.: 153374
რეგისტრ.: 26-August 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 12:05  #49677708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
მესამე პირად სასამართლო დაუძახებს თვითონ ავტომანქანის ადრინდელ მესაკუთრეს.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 168
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 12:30  #49677874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ადრინდელი მესაკუთრე მოპასუხედ (მოსარჩელესთან ერთად) იქნება ახალი სარჩელით ... ალბათ შესატანია და ამ განჩინებას უნდა დაეყრდნოს ახალი სარჩელი ...
* * *
ისე როგორც ჩანს მოსამართლეებიც გათამამებულები არიან (თავნებობამდე), როგორც განაჩენიდან ჩანს მოსამართლემ ფაქტიურად საქმეზე იმსჯელა, რის უფლებაც არანაირად არა აქვს. სასარჩელო მოთხოვნა (საგანი) ჩამოყალიბებულია საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად. იმედია და ალბათ მითითებულიც იყო ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აღნიშნულ დავასთან მიმართებით მტკიცების საგანში შედიოდა. რაც შეეხება საფუძვლებს - ვ ი ნ მ ი ს ც ა ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო ს უ ფ ლ ე ბ ა!!!!???? საქმის განხილვამდე ამ საკითხებზე იმსჯელოს ... რა დღეშია მართმსაჯულება ...ისე რა არი გასაკვირი ამ ქვეყანაში, სადაც მოსამართლის თანაშემწეები აწერენ ხელს სასამართლო შეტყობინებებს - ვულგარიზმია ეს და მართმსაჯულების მასხრად აგდება ...

This post has been edited by Правовед on 11 Jan 2017, 12:34
kodeqsi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19920
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 21:34  #49681641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
N_e_o_N
QUOTE
ჰოდა, რატომ არ ვარ მესაკუთრე ?

QUOTE
იგულისხმება იურიდიული მესაკუთრე და არა ფაქტიური მესაკუთრე, ამ უკანასკნელს კიდევ სასამართლო არ სცნობს ფაქტობრივ გარემოებად, თუ არ გექნა ნასყიდობის ხელშეკრულება მანქანაზე (მეეჭვება გქონდეს, სადაც საერთოდ არ გადმოგიფორმებია მანქანა ძველი მეპატრონისგან, ასეთ რამეზე მითუმეტეს არ შეწუხდებოდი), ამიტომ ჯერ ეს ხელშეკრულება დადეთ ძველი რიცხვით (მინიმუმ დაყადაღებამდე რამე რიცხვით) და მერე მის საფუძველზე (+ სხვა მტკიცებულებები, საიდანაც ყველაზე არსებითი იქნება მანქანის საფასურის თანხის გადახდის დადასტურება საბანკო დოკუმენტაციის ფორმით, გადახდის დანიშნულება-მიზნობრიობის აუცილებელი მითითებით) მოითხოვე მანქანაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (მანქანის გადაფორმება შენზე) სასამართლო წესით ახალი სარჩელით...

სხვა შემთხვევაში ყოველი მოვალე, ვისი ქონებაც ყადაღდება, იტყვის თავის მანქანაზე ის ჩემი არააო (ნებისმიერ სხვას დაასახელებს _ ახლობელს, ნათესავს, კოლეგას და ა.შ)... ბანკის სასარგებლოდაც წინა მეპატრონეს მანქანა იმიტომ დაყადაღდა, რომ ის იყო საბუთებით მესაკუთრე, ანუ იურიდიული მესაკუთრე, მასზე ირიცხებოდა მანქანა შსს-ოს ბაზაში, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად (ფაქტიურად) ის აღარ იყო ამ ავტომანქანის არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელი... ტყუილად კი არ აფორმებენ ადამიანები/მესაკუთრეები თავის მანქანებს შსს-ოში თავის სახელზე...
spiridon_surajia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2140
წევრი No.: 153374
რეგისტრ.: 26-August 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 22:01  #49681850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kodeqsi
მესაკუთრე მესაკუთრეა საერთოდ. იურიდიული და ფაქტობრივი მესაკუთრე მასეთი გამიჯვნა არ არსებობს. სწორედ სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე ავტომანქანის მესაკუთრედ არ მიიჩნევა პირი ვის სახელზეც არის შსს-ში რეგისტრაცია.

შსს-ში რეგისტრაცია არ ნიშნავს საკუთრებას.

This post has been edited by spiridon_surajia on 11 Jan 2017, 22:23
LEGEN_wait for it_DARY
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6423
წევრი No.: 146392
რეგისტრ.: 8-April 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 22:55  #49682262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spiridon_surajia

ძალიან კომპეტენტურია ეს კაცი, დაუჯერეთ.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 168
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 23:08  #49682396      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186...197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.
იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
დამატებით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, ამავე კანონის 1.1 მუხლიდან გამომდინარე, ასევე საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში უნდა იქნას განხილული, იმგვარად, რომ არსებული კანონით რაიმე დამატებითი წინაპირობა ავტომობილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ დგება.
kodeqsi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19920
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 05:32  #49684272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spiridon_surajia
QUOTE
შსს-ში რეგისტრაცია არ ნიშნავს საკუთრებას.

რო არ ნიშნავდეს, ვერ და არ დაყადაღდებოდა ბანკის სასარგებლოდ ეს ავტომანქანა...

ერთია საკუთრების შინაარსობრივი (ფაქტობრივი) მხარე და მეორეა ფორმალური (იურიდიული) მხარე და ეს ბოლო მხარე თუ გაქვს მოგვარებული როგორც წესი და რიგია, აღარ მოგიწევს მერე ადამიანს სასამრთლოებში წანწალი იმის სამტკიცებლად, რომ ჩემიაო მანქანა და ხვეწნა-მუდარითი შუამდგომლობების დაყენება... აქ უკვე ისიც კი არ ხდება, რომ სასამართლოს მეშვეობით ცდილობდე კანონი სწორად წააკითხო დამყადაღებელ ორგანოს (ის კანონს სწორად კითხულობს და იმიტომაც გიყადაღებს), აქ უკვე ათასგვარი წვალებ-წვალებით ცდილობ დააჯერო სასამართლო, რომ შენია ნივთი და საკუთრების ფაქტობრივი ცნობით გზის გახსნას (ანუ ყადაღის მოხსნა-გადალახვას) ამ საკუთრების იურიდიულად გასაფორმებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მერე როგორც კი წარმოეშვება ფინანსური სავალო პრობლემები გინდ სხვა ბანკთან ან ნებისმიერ სხვა პირთან წინა პატრონს ამ მანქანის, რადგან მანქანა მასზეა გაფორმებული, ახალი კრედიტორები დაუმთავრებლად დაუყადაღებენ და დაუყადაღებენ ხოლმე ამ მაქნქანას... ამასთანავე, პრეიუდიციის ძალა ამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ ექნება და ისევ სულ სასამართლოებში მოუწევს სირბილი თემის ავტორს... yes.gif

This post has been edited by kodeqsi on 12 Jan 2017, 05:35
spiridon_surajia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2140
წევრი No.: 153374
რეგისტრ.: 26-August 12

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 10:25  #49684675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kodeqsi
QUOTE

რო არ ნიშნავდეს, ვერ და არ დაყადაღდებოდა ბანკის სასარგებლოდ ეს ავტომანქანა...

არ ნიშნავს არა დამიჯერე. უზენაესის გადაწყვეტილებებიც არის, თან არაერთი მაგ საკითხზე. მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ბანკი რატო აყადაღებს მანქანას რომელიც შსს-ში მოვალის სახელზეა რეგისტრირებული. ეგ თვითონ ზოგიერთ ბანკსაც რომ კითხო ვერ გიპასუხებს.

This post has been edited by spiridon_surajia on 12 Jan 2017, 10:26
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0207 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]